ჩემი ისტორია
ჩემი ისტორია იწყება ერთი პატარა ქალაქიდან, პატარა ქალაქის პატარა ცენტრიდან, დასაბამიდან დასაწყისის და აღსასრული პატარა ქალაქში მცხოვრები პატარა ბიჭის დიდი ისტორის...იმ ბიჭის რომელიც მუდამ თავჩახრილი მძიმე ნაბიჯებით მიიწევდა წინ მიუხედავდ ყველა გამოწვევისა მიუხედავდ ამდენი სისხლის ღვირსა.. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ქუჩის კუთხეში ქუჩური აგრესით სავსე ცდილობდა თავის გადარჩენას ბეტონის ჯუნგლებში და გასასვლელის პოვნას ჯოჯოხეთში...აი იმ ჯუნგლებში ყოველი ახალგაზრდა რომ შეიწირა გააბოროტა და ცხოვრება დაუნგრია. ხოდა მეც ამ რიცხვში შევდიოდი მაგრამ მაინც ვცდილობდი ადამიანიურობა მეცოცხლებინა ჩემ სულში, არ მინდოდა ის ბავშვი მომკვადრიყო ჩემში რომელიც ჯერ კიდევ ბუდობდა ჩემ სულში..და ამ ბრძოლაში გავატარე მთელი ბავშობა და მეგობრებთან ერთად დავმარხე ჩემი მწარე წარსული, ჩემი შეცდომებიიი...იმ დღეს დამირეკეს ბიჭებმა და მომიკითხეს ისევ იგივე უჩვეულო საუბარი შედგა: -როგორ ხარ ძმა? -რავი ვცოცხლობ შენ ძმაო -რავი მეც მასე -ეჰ გახსოვს როგორ ვებრძოდით ქუჩის წესებს -და საბოლოდ ხელში შეგვრჩა რა - არც არაფერი გაყინული გული და ჭრილობები ხელზე და სულში -ეჰ აღარ ღირს მაგ ამბებზე საუბარი - კაი მოვრჩით -კაი ძმა კარგად შემეხმიანე აბა და შემეხმიანე რო მოიცლი...ძმურად არ დამივიწყო რა. აი ასე წასულში გაყინულები ვცდილობთ რომ ვიპოვოთ რაიმე ახლის იმედი რა...იმედი გვჭირდება წარსულის დავიწყების და ძველ ქუჩაზე ნათელი დღის გათენების..იმ ძველ ქუჩაზე სადაც ვათენებდით ღამეებს სულელურ თავგადასვლებდით ვავსებდით თითულ კუთხეს, რომელის ყოველი კუთხე გვაგონებდა ბავშოვბის ლამაზ დღეებს და ამბებს, ამ ქუჩის ლამპიონები ხომ ჩვენი თვალის სინათლე იყო და ამ ქუჩის რითმი ჩვენი გულის პულსი..ხოდა ახლა ამ გარემოს სჭირდება დახმარება რადგან უკვე სისხლის გუბეებად გადააქციეს ჩვენ ქუჩა, ჩვენი ბავშობით გაფერადებული ქუჩა, ახლა ის უფერულობის საფრთხეშია და ხალხიც ნელ ნელა მასთან ერთად უფერულდება. ჩვენ კი ისევ ისევ სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულები ტელეფონში ვაწყობთ ამბებს და ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ ამ ყველაფრის შეცვლისთვის...აი ესეც პატარა აღწერა იმ დიდი ისტორის რომელიც ჩემ გონებაში ტრიალებს და მოსვნებას არ მაძლევს. ალბათ საბოლო ძალასაც გამომაცლის და ჩამბარებს დარდებს. და საბოლოდ მეც დროსთან ერთად დავიფერფლები და გავქრები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.