შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვითომ შემთხვევით (ნაწილი 1)


30-03-2020, 15:07
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 4 322

კატომ სამსახურიდან ანკას ააკითხა, შემდეგ მასწავლებელი ქონდა, და ცოტა დროს გავიყვანო ფიქრობდა. ტელეფონზე მარიმ დაურეკა
- კატ რას შვები?
- გოგო ანკასთან ამოვედი ცოტა ხნით
- უი ვაკეში ხარ?
- კიი
- იცი მე და კრისტინა ვართ აქვე ბიეფში , ჩამო რა ცოტა ხანს
- კაი ჩამოვალთ მე და ანკა.
- კარგი გელით .
- მარი და მისი მეგობარი არიან ბიეფში, წამო ჩავიდეთ რა
- აუ კატ ძალიან დაღლილი ვარ შენ ჩადი
- გთხოვ რა
- მართლა ძალიან დაღლილი ვარ შენ ჩადი
- კაი მაშინ გავალ მე ხო ?
- კარგი.
კატომ ტაქსი გამოიძახა და ბიეფში ჩავიდა,წიგნით და ნოუთბუქით ხელში, მოხდენილად შევიდა ბარში, მიმოიხედა და მეგობრების მაგიდასთან გაეშურა, მარიამი და კრისტინა გადაკოცნა, შემდეგ უცნობ მამაკაცს მიუბრუნდა მაგიდაზე
- ეს დიმიტრია ჩემი მეგობარი- წარმოთქვა კრისტინამ- ეს კი კატო, ჩვენი ჭკვიანი და საქმიანი გოგო.
კატოს გაეცინა, მამაკაცს მიუბრუნდა და ხელი გაუწოდა
- სასიამოვნოა, მგონი გიცანით კიდეც, თუ არ ვცდები ფეისბუქ ფრენდები ვართ, თამამად მიუგო კატომ და მისი ადგილი დაიკავა.
- არ ცდები გაიღიმა დიმიტრიმ
- სხვათაშორის თქვენს სიახლეებზე საკმაოდ კარგად ვხალისობ ხოლმე
- მიხარია თუ ასეა,- გაუღიმა დიმიტრიმ
კატომ საოცრად მალე გამონახა უცნობთან საერთო ენა , შემდეგ კი გოგონებთან განაგრძო საუბარი. მაგიდასთან არ იყო ადგილი წიგნის ან ნოუთბვუქისთვის, ამიტომ დიმიტრი წამოდგა და გვერდითა მაგიდიდან სკამი გადმოდგა რომ ზედმეტი ნივტები კატოს იქ დაერწყო და თვითონ კომფორტულად მოთავსებულიყო.
- მანქანაში დაგეტოვებინა , - სიცილით უთრხრა მარიმ
- დღეს ფეხით ვარ
- უი რატო ?
- რაღაც ხმა ქონდა მანქანას და ჩემს ძმას დავუტოვე მოხელესთან წასაყვანად, მოწყენით თქვა კატომ.
- უი ცუდია, მასწი რომელზე გაქვს
- ნახევარ საათში უნდა გავიდე უკვე, თქვენ რას შვებით აბა?
- ასე მალე ? მოწყენით ტქვა კრისტიმ, სიახლეები შენსკენ უნდა იყოს წესით.
- აუ ჩემთან არანაირი სიახლე არაა, სამსახური, მასწი სახლი.
- რა მატყუარა ხარ, გაეცინა მარიამს- სამსახურის შემდეგ შენ სახლში როდის იყო რომ ბრუნდებოდი.
- ეგეც მართალია, გაეცინა კატოს, არ გვინდა ჩემზე საუბარი- ბავშვი სად გყავს მიუბრუნდა მარის
- ბებიამისთან დავტოვე
- გასაგებია
- არაფერს შეუკვეთავ ?მიუბრუნდა დიმიტრი კატოს,
- აუუ კიი, ორმაგი ესპრესო მინდა და ბრაუნი ან ლავა ქეიქი თუ აქვთ.
- ახლავე, დიმამ მიმტანს დაუძახა და კატოსთვის შეკვეთა მისცა.
კატო უცხო მამაკაცის გვერდით იჯდა თუმცა საერთოდაც არ გრძნობდა თავს უხერხულად , პირიქით ძალიან თავდაჯერებული, მშვიდი და თავისუფალი იყო, დიმა ცდილობდა გოგოს ყველა მოძრაობა, სახის ნაკვთები, სიტყვები, ქცევები შეესწავლა, უნდოდა რაღაც ისეთი დაეჭირა რაშიც გამოიჭერდა თუმცა ვერ ამჩნევდა კატოს ვერც დაბნეულობას და ვერც კომპლექსებს. კატო თავისუფლად საუბრობდა მათთან და ამყარებდა კომუნიკაციას.
კრისტინას კი დიმას სახეზე ეცინებოდა, რადგან მხოლოდ მან იცოდა დიმას რომ კატო მოეწონა, სოოციალურ ქსელში, მიწერა უნდოდა, თუმცა კატო იმდენად თავდაჯერებული და სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა მასზე ასე ბანალურად მიწერას თვლიდა რომ აზრი არ ქონდა, ბოლოს კრისტინამ შესთავაზა გაგაცნობო და ეს სიტოაციაც მოაწყო. მარისთაან ერთად შევიდა ბარში, მერე ვითომ შემთხვევით დიმამ დაურეკა, ამასობაში კატოსაც დაურეკეს და ერთმანეთი გააცნეს. კატოს შეკვეთა მოიტანეს. გოგო ცოტა ხანში საპირფარეშოში გავიდა და მალევე დაბრუნდა,
- ჩემი გასვლის დროა, მერე გნახავთ ხოო- გაუღიმა კატომ და ტაქსის გამოსაძახებლად აპლიკაცია გახსნა
- სად მიდიხარ კითხა დიმამ
- ნუცუბიძეზე
- მე გაგიყვან
- არა არა იყოს, ტაქსით გავალ უკვე გამოვიძახე
- დიმამ ნაგლად გამოართვა კატოს ტელეფონი და შეკვეთა გააუქმა, მეც მანდ მივდივარ
- მაშინ კარგი - მშვიდად უთხრა კატომ
დიმამ მიმტანს ანიშნა მოდიო
- ანგარიში თუ შეიძლება
მიმტანმა გაკვირვებით შეხედა კატოს რომელმაც რამდენიმე წუთის წინ გადაიხადა ანგარიში
- თქვენმა მეგობარმა უკვე გადაიხადა- ღიმილით უთხრა მიმტანმა
- სამივემ კატოს გახედა
- ნუ ამ ერთხელ მე დაგპატიჟეთ , ხომ შეიძლება- გაიღიმა კატომ და ფეხზე წამოდგა. დიმაც ადგა კრისტის და მარის დაემშვიდობა და მანქანისკენ გაემართა.

- რის მასწავლებელთან მიდიხარ ?
- ტოეფელზე ვემზადები
- სადმე გეგმავ წასვლას?
- კი, ამერიკაში ვაპირებ მაგისტრატურის გაკეთებას
- გასაგებია, ერთ წლიანი თუ ორიანი
- ორიანი
- დიდი დროა არა?
- არც ისე
- დარჩენას ხომ არ აპირებ
- წინასწარ არაფერი ვიცი

ამის შემდეგ ხმა არცერთს ამოუღია, როცა ადგილზე მივიდნენ კატომ უღრმესი მადლობა უთხრა დიტოს და მანქანიდან ნაზი მიხვრა მოხვრით გადავიდა, თავდაჯერებული ნაბიჯებით წავიდა სადარბაზოსკენ.

დიმა ჩაფიქრებული წავიდა მისი ძმაკაცის სანახავად, მთელი გზა კატოზე ფიქრობდა და თან ეღიმებოდა. ახლა უფრო უნდდოდა მასთან დაახლოება ვიდრე აქამდე, თუმცა გული ეწურებოდა კატოს ამერიკასთან დაკავშირებული გეგმები რომ ახსენდებოდა.

- რას შვებით აბა, ხმაურით შევიდა ძმაკაცის სახლის ეზოში და ბიჭებს მიესალმა
- შენ სად აგდიხარ ძმა რამდენი ხანია გელოდებით
- საქმეზე
- გაიცანი ? დიტოს საუკეთესო ძმაკაცმა ლაშამ იცოდა კატოს შესახებ რომ მის გაცნობას აპირებდა და მაშინვე მიხვდა რატომ აგვიანდებოდა დიმას
- კი გავიცანი გაეცინა
- მერე რაო, მოიცა გამოვიცნობ , სულაც არ აღმოჩნდა ისეთი ვიდრე ფოტოებში ხოო- გაეცინა ლაშას, ყოველთვის ამბობდა რომ გოგოები ცხოვრებაში სულაც არ არიან ისეთები როგორც ფოტოებში
-პირიქით გაეცინა დიტოს - ძაან მაგარი გოგოა, აი ენით ვერ აღვწერ, მაგრამ ძალიან თავდაჯერებული ტიპშაა, ძალიან თავისუფალი, თან რაღაცნაირი არისტოკრატული ტიპია, მასწავლებელთან მე გავიყვანე, ჩემი მაქნანიდან რომ გადავიდა, იქვე ვიღაც ტიპები უყურებდნენ და თავი უკვე პრინცი მეგონა- გაეცინა დიტოს
- ეს მგონი 33 წლის ასაკში სულ და**ვდა - სიცილით თქვა ლაშამ
- პროსტა მგონი ამერიკაში გეგმავს წასვლას
- ოჰოო, ჭკვიანი გოგოა ?
- კი ძალიან
- აუ გვანახეთ მაინც ვისზე ბაზრობთ
- ლაშა ტელეფონით კატოს პროფაილზე გადავიდა
- აუ ეს გოგო ვიცი- სიცილით თქვა ირაკლიმ
- საიდან ე? მიუბრუნდა დიმა
- ღვინის ქარხანაშია ხშირად, ბევრი მეგობარი ყავს, სულ "დვიჟენიებში" არიან რა, თან ეს გოგო ძაან წარმატებულია როგორც ვიცი, და დასტოინი და რაღაც ტიპია, აუ დავითა ხო იცით , ყიფშიძეზე რომ ცხოვრობს, მაგას ევასებოდა ეგ გოგო , სიგიჟემდე, მაგრამ აახვევინა,
- აუ ეგ დავითა ვიცი როგორი როჟაცაა- გაიცინა ლაშამ- მაგას ეგრევე თუ არ დათანხმდა გოგო ხო იცი ნერვი არ ყოფნის
- აუ არა, რა ნერვი არ ყოფნის , ამდენი ყველა გოგოსთვის ერთად არ უდევნიაო დავითას, პროსტა ბოლოს ამ გოგომ რაღაც ძაან ისე უთხრა რომ, აზრი არ აქვსო რა, ახლაც სადაც ხედავს გამო**ვებული უყურებს მაგ გოგოს.
- აუუ ეგ დავითა აქამდეც არ მეხატებოდა და ახლა ხო საერთოდ- ბრაზით თქვა დიმამ
- რავი შენ თუ მაგ გოგოს დაკერავ, ძმობას გეფიცები ძეგლს დაგიდგამ
- დავკერავ არა, თავს უეჭ შევაყვარებ თავდაჯერებულმა თქვა დიმამ
- აბა შენ იცი. ქორწილი არ გამოგვაპარო- ღიმილით უთხრა ლაშამ
- რა უნდა გამოგაპარო მეჯვარე ხარ . ბიჭებს ხარხარი აუტყდათ
- მგონი დიმას ძაან ერხევა , ხარხარით თქვა ირაკლიმ.
- მე არა მაგრამ კატოს სიჯიუტეს მაგრად დაერხევა. გაიცინა დიმამ.



№1 სტუმარი LS

ვერ გავიგე,ეს ის კატოა წინა ისტორიის პერსონაჟი>? სხვების სახელებიც ემთხვევა,ირაკლი ლაშა...

 


№2  offline წევრი Tako_elizbarashvili

LS
ვერ გავიგე,ეს ის კატოა წინა ისტორიის პერსონაჟი>? სხვების სახელებიც ემთხვევა,ირაკლი ლაშა...


არა საერთოდ ახალი ისტორიაა, უბრალოდ ჩემი საყვარელი სახელებია ,რომელსაც ამ ისტორიაშიც ვიმეორებ.

 


№3 სტუმარი ლლალა

დიმა ქვია დიტო თუ დიმიტრი ვერ გავიგე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent