შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული ( თავი 7)


11-03-2020, 15:20
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 307

ერთი თვე, მხოლოდ ერთი თვეღა დარჩენოდა კატოსთან დროის გასატარებლად. არც ეს თვეები ჰქონდათ დალაგებულოი ურთიერთობა და გამუდმებით ჩხუბობდნენ, მაგრამ არ ეგონა ყველაფერი ასე თუ გაგრძელდებოდა. გულის სიღრმეში სჯეროდა რომ კატოს თავს შეაყვარებდა თუმცა ვერ გამოუვიდა, არც კატოს მიუცია ამის საშუალება. ერთი კვირა გავიდა სამი კვირაღა დარჩენოდა , კატო კი ხვდებოდა რომ მგონი სიტოაციას იმაზე მეტად ართულებდა ვიდრე სინამდვილეში იყო. არც ისეთი საშინელება იყო ლევანთან ცხოვრება. ახლა მიხვდა რომ ლევანის გაბრაზება მოსწონდა და წინაარმდეგობასაც ამიტომ სწევდა თუმცა ის რომ სამ კვირაში ყველაფერი დასრულდებოდა მოსვენებას არ აძლევდა. საკუთარ თავს უბრაზდებოდა, მე თვითონ არ ვიცი რა მინდაო.
კატო რადიკალურად შეცვლილიყო წინა თვეებისგან განსხვავებით, ლევანთან ერთად საუზმობდა და ვახშმობდა, ჩვეულებრივ ესაუბრებოდა.ლევანი ხედავდა ამ ცვლილებას და ყველაფერს იმას აბრალებდა რომ კატოს უხაროდა მოახლოებული დაშორება, კატო კი ცდილობდა რომ ყველაფერი გამოესწორებინა, მოსწონდა ეს სიტოაცია.
- დღეს ანკას დაბადების დღეა, წამოიწყო კატომ
- ანუ გვიან მოხვად, - გაუღიმა ლევანმა
- ვეცდები მალე წამოვიდე- ლევანს გაუკვირდა კატოს დამოკიდებულება, ეს კატომაც შენიშნა- დღეს რომ ბიჭები ამოდიან ფეხბურთის საყურებლად არ დამვიწყებია, და არ მინდა ისევ არ დავხვდე სახლში
- მაგაზე არ იდარდო , მე ავუხსნი , შენ გაერთე- გულწრფელი ღიმილით უპასუხა ლევანმა.
- იცი.. მორიდებულად გააგრძელა კატომ... ანკამ კარგი იქნება ლევანიც თუ იქნებაო
- და შენ როგორ გინდა? - ინტერესით შეაჩერდა ლევანი შეცვლილ კატოს.
- იცი, დიტოც იქნება, და არ მინდა ისევ მარტომ მნახოს.
- სამი კვირის შემდეგ, ისედაც მარტო გნახავს- ნაწყენი ხმით უთხრა ლევანმა
- მინდა რომ წამოხვიდე, უბრალოდ , ისე, მიზეზების გარეშე მინდა რომ წამოხვიდე- თავდახრილმა უთხრა კატომ. ლევანს ესიამოვნა კატოს მთელი ეს შემობრუნება.
- თუ უბრალოდ, მიზეზების გარეშე გინდა რომ წამოვიდე, მაშინ წამოვალ. გაუღიმა კატოს.- საჩუქარი უკვე შეურჩიე თუ ერთად შევურჩიოთ ?
- დღეს უნდა შევურჩიო
- წამოგყვები
- მართლა წამოხვალ ?
- კი, თან იქნებ ჩემთვის პერანგი ვიყიდო, დიდი ხანია არაფერი მიყიდია
- მე შეგარჩევინებ- გაუცინა კატომ
- შენი დახმარებით კი პირველი შენაძენი იქნება- ჩაიცინა ლევანმა.

ძალიან მოულოდნელად ძალიან ოჯახური გარემო შეექმნათ. ვერცერთი ვერ იჯერებდა, კატო კი უფრო იმას ვერ იჯერებდა რომ, ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდა ლევანთან ერთად, ნანობდა რომ ამდენი ხანი ჩხუბში გაატარა, და ეს დრო არ გამოიყენა ისე როგორც საჭირო იყო. ბევრი იარეს ანკას საჩუქარზე, შემდეგ კი ლევანის საგულდაგულოდ აარჩევინა პერანგი.
- ძალიან მომწონს, ახალი პერანგები-- დამთბარი მზერით გახედა ლევანმა კატოს
- ძალიან გიხდება, ზოგადად კლასიკური სტილი
- არ მოგშივდა?
- სახლში ვჭამოთ,
- რამე ავიტანოთ
- რაც გვაქვს იმით მოვამზადოთ უცბად, დრო რომ არ დავკარგოთ
- მოვამზადოთ? ჩაეცინა ლევანს
- მე მოვამზადებ, შენ მოწესრიგდი მანამდე
- და შენ რას ჩაიცვამ? შენთვისაც ხომ არ შეგვერჩია რამე?
- ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ რამეს მივიფიქრებ- ესიამოვნა კატოს ლევანის ყურადღება.
- იცი, მგონი ის პიჯაკი და შარვალი ძალიან მოგიხდებოდა- მანეკენზე ანიშნა ლევანმა კატოს
- ცოტა არ იყოს მეზარება მოსინჯვა
- ჩემი ხათრით- ისევ თბილად მიმართა ლევანმა
კატომ მისი ზომა პიჯაკი და შარვალი შეარჩია და გასახდელში შევიდა. საოცრად უხდებოდა ეს ტანსაცმელი
- აბა მიხდება ? დატრიალდა გარდერობთან კატო
- ძალიან გიხდება , ავიღოთ
- კარგი. კატოს ბევრი არ უფიქრია როცა ლევანის ასეთი შეფასება მოისმინა. გადასახდელად მივიდნენ, ლევანმა კატოს არ დააცადა და თავისივე ბარათით გადაიხადა კატოს ტანსაცმლის ფული.
- ლევან არ იყო საჭირო
- ჩემი შერჩეულია და მე უნდა გადამეხადა, თან დიდი ხანია ცოლისთვის არაფერი მიჩუქებია- ღიმილით უთხრა კატოს.
არცერთს არ სჯეროდათ რომ ერთ დღეში ამდენი რამ შეიცვალა, ორივეს მოსწონდა ეს გარემო და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. მანქანაში ჩასხდნენ, ცოტა ხანს არცერთს ხმა არ ამოუღიათ, ბოლოს დუმილი ლევანმა გაარღვია.
- ხომ შეიძლებოდა თავიდანვე ასე დაგვეწყო?- კატო დუმდა
- ვიცი რომ ჩემი ბრალია, მაგრამ ალბათ არც დღევანდელი დღე იქნებოდა, ყველაფერი რომ ეგრე არ დაწყებულიყო
- რატომ მე ?- დაკვირვებით გახედა კატომ
- ალბათ იმიტომ რომ თავიდანვე მომეწონე, უბრალოდ აღიარება გამიჭირდა- კატოს გაეცინა ლევანის პასუხზე
- სხვანაირად დაწყებაც შეიძლებოდა.
- ვიცი. მადლობა დღევანდელი დღისთვის.
- მგონი ჯერ არ დასრულებულა- გაუცინა კატომ
-არც მინდა რომ დასრულდეს.
სახლში ავიდნენ, კატომ პარკები ოთახში გაიტანა.
- მიდი შხაპი მიიღე , მანამდე რამეს მოვამზადებ- კატო ნამდვილი ცოლის როლებში შეიჭრა. ლევანს გაეცინა,
- კარგი. დახმარება არ გინდა ?
- არა, მიდი, მიდი.
ლევანი შხაპს სანამ მიიღებდა კატომ კატლეტები და პირე გაამზადა, სალათიც დაჭრა და მაგიდა გააწყო. აბაზანიდან გამოსულ ლევანს მადისაღმძვრელი სუნი დახვდა სამზარეულოში. ხალათით გავიდა მისაღებში, კატომ ოდნავ უხერხულად იგრძნო თავი მაგრამ არ შეიმჩნია.
- საჭმელი მზად არის,
- სპორტულებს გადავიცვამ და მოვალ
- კარგი გელოდები.
ლევანი საოცრად სიმპათიურად გამოიყურებოდა, სამზარეულოში შევიდა, მშვიდად ისადილეს, ოჯახურად თუმცა ხმა არცერთს ამოუღიათ, ლევანი თან გემრიელად შეექცეოდა საჭმელს და თან კატოს აკვირდებოდა. როგორ მოსწონდა ეს სიახლოვე. ჭამა რომ დაასრულეს კატო წამოდგა.მაგიდა აალაგა, ლევანიც ცდილობდა დახმარებოდა.
- მე მივხედავ, ახლა შენ მოწესრიგდი. - გაუღიმა ლევანმა.
- არა , უცბად მივალაგებ, თბილად იქცეოდა კატო.
ასეთიკატო გაცილებით უყვარდა. ვერ იერებდა რომ ის რაც დღეს ხდებოდა რეალობა იყო. კატო ახალი გამოსული იყო აბაზანიდან, შავი თმები კულულებად ხალათზე ჩამოყროდა , და სახის დამატენიანებელს ისვამდა, ხალათი მუხლებამდე სწვდებოდა, ლევანმა რომ ოთახის კარი შეაღო
- ბოდიში, მოულოდნელად გამობრუნდა
- პირიქით უცბად მოვწესრიგდები და შემოდი.
- არა არა არ იჩქარო. შეიძლება უბრალოდ პერანგს ავიღებ.
- რა თქმა უნდა, ახალი პერანგი საკიდზე ჩამოეკიდა კატოს , ჰალსტუხთან ერთად, ხელი მოკიდა და ლევანს გაუწოდა, სწორედ ისე იყო გაპიწკინებული პერანგი ლევანს რომ უყვარდა, საოცრად დათბა იმის გააზრებაზე რომ კატომ მის სამოსზეც ასე იზრუნა.
კატო ზუსტად ნახევარ საათში მზად იყო და მისაღებში გავიდა სადაც ლევანი ელოდებოდა.
- მე მზად ვარ, ლევან
ლევანმა დაკვირვებული მზერით აათვალიერა.
- ხომ არ ჯობდა თმები გაგეშალა.
- კატომ, პასუხისგაუცემლად ჩამოიშალა აწეული კოსა, ლევანი ახლოს მივიდა, თითებით თმები შეუსწორა,
- აი ასე ჯობს
კატოს გაეცინა არ იცოდა რა ეთქვა, ცოტა ნაღვლიანი სახე ჰქონდა, მხოლოდ სამი კვირა , სამი კვირა რჩებოდათ ერთად გასატარებლად.

წვეულებაზე ერთად შევიდნენ, კატოს ხელკავი გაეკეთებინა ლევანისთვის, ორივე განსხვავებული დამთბარი მზერით შეჰყურებდნენ ერთმანეთს და ეს მხედველობიდან არც ანკას და არც ლაშას არ გამოჰპარვიათ. ერთად ვალსიც კი იცეკვეს, დიტოც ხედავდა რომ წყვილს შორის რაღაც შეცვლილიყო, ამან ისე გააღიზიანა სასმელით გაბრუებული მალევე წავიდა სახლში რომ ბრაზი მოეთოკა. ლევანი და კატო კი მშვიდად დაბრუნდნენ სახლში. წვეულების შემდეგ არცერთს არ ამოუღია ხმა, ისე გავიდა კატო დასაძინებლად, ლევანი კი მდივანზე დაღლილი მიესვენა და ფიქრებმა ვერ დააძინა. მთელი ღამე თეთრად გაატარა კატოზე ფიქრში.



№1  offline წევრი LI_BE

ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბოლო აბზაცმა გააფუჭა მთელი თავი. worried

მდივანზე არა - დივანზე მიესვენა!!!! rage

ეს ძალიან მძიმე შეცდომად მიმაჩნია, მაგრამ სამაგიეროდ, სწორად გიწერია - სამ კვირაში, ერთი კვირა. (და არა 3 კვირაში, 1-ხელ, 2-3ჯერ, რაც ძალიან გამაღიზიანებელია. სწორია - ორ-სამჯერ, ერთხელ). მაგრამ ზედა შეცდომას მაინც ვერ გაპატიებ. blush smile

პ.ს. ერთხელ რომ ეთქვა ლევანს კატოსთვის მიყვარხარო, თუნდაც უბრალოდ, მომწონხარო, ახლა რაც უთხრა, მგონი ასე არ განვითარდებოდა მოვლენები. ანუ უბრალოდ, აეხსნა, რატომ აკეთებს ყველაფერ ამას. კატო კი არა, ვერც მე მივხვდი, რა თამაშს თამაშობს ლევანი. bowtie

 


№2 სტუმარი LS

მდივანი არა,დივანია ეს და საერთოდ როგორი ლექსიკით წერ,საშინელებაა. შინაარსი არაა ცუდი,მაგრამ ლექსიკა გაქვს დასახვეწი, ეს "ვსო" "აპაზორებ" და ა.შ ძალიან ცუდად ჟღერს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent