შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" მაპატიე "


30-03-2020, 17:15
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 1 468

„მაპატიე“


ტელეფონმა დარეკა. სავარძლიდან წამოდგა და მაგიდაზე ტელეფონს დასწვდა.
- გისმენთ.
ტელეფონი ძირს დავარდა და მას მალე გოგონას სხეულიც მიჰყვა.

მეორე დღეს თეთრ ოთახში გამოეღვიძა. საავადმყოფოში იყო.მარცხენა ხელზე ოდნავ ტკივილს გრძნობდა, წვეთოვანა ჰქონდა შეერთებული. მარჯვნივ გაიხედა და იო დაინახა, თავი საწოლის სახელურისთვის ჩამოედო.
- იო... - მის ხმაზე ბიჭმა თავი აწია და ცისფერი თვალები მიანათა.
- ჰეი, როგორ ხარ?- წამოდგა და ხელი თმაზე გადაუსვა.
- ღმერთო... იო მითხარი რომ ეს სიზმარია... ცოცხალია ხომ?
- ლილი... გთხოვ...
- მკვდარია... ის მკვდარია... მოკლა... დედა მკვდარია, იო. მამაჩემმა დედაჩემი მოკლა... წამიყვანე... მასთან წამიყვანე!- ხელიდან წვეთოვანა მოიგლიჯა და წამოდგომა სცადა.
- ლილი, ახლა ვერა. ამ საღამოს წავალთ, საღამოს მასთან წაგიყვან.
- საღამომდე ვერ მოვიცლი იო. მასთან წამიყვანე, გთხოვ.
- დამელოდე კარგი?
იო პალატიდან გავიდა. ორ წუთში დაბრუნდა და წასვლისთვის მოემზადნენ.
მანქანა გზას მიუყვებოდა. ლილი უძრავად იჯდა. გზას მიშტერებოდა,ცრემლები სახეს უნამავდა, მაგრამ არცერთი სახის ნაკვთი არ რეაგირებდა. შიგადაშიგ გახედავდა იო ლილის და გრძნობდა როგორ ტოვებდა განვლილ გზაზე საკუთარი გულის ნაფლეთებს.

მალე მიაღწიეს. გაჩერებისთანავე სახლისკენ გაიქცა ლილი, ეზოში ხალხი მოგროვილიყო. ყველა მას უყურებდა. ხედავდნენ წაშლილ გოგონას, როგორ შევარდა ოთახში და დედის უსულო სხეულის დანახვაზე მუხლები მოეკვეთა. თავი კუბოს ჩამოსდო და ცრემლები დაუშვა. უნდოდა დაცლილიყო. დაიცალა კიდეც. ვერავინ შეძლო მასთან მიახლოება. უხმოდ ტიროდა.
ჭირისუფალი გახდა. კუბოსთან იჯდა. მომსვლელი ხალხი არ ილეოდა, ხმაური იყო . ჩუმად იჯდა, მზერა დედამისის სახეს არ შორდებოდა და შიგადაშიგ ჩურჩულებდა „მაპატიე“.

დედა დაასაფლავა. უყურებდა როგორ ამზადებდნენ. სხეული ეწვოდა ლილის. პირველი შემთხვევა იყო როცა აქ ჩამოვიდა და დედა არ დახვდა გაშლილი ხელებით, არ ჩაიკრა გულში. სხეული მის შეხებას ლამობდა, მაგრამ ის მაინც უძრავად იწვა.ყველა ელოდა რომ ბოლო წუთებში ლილი აფეთქდებოდა, ვეღარ გადაიტანდა და დედას მივარდებოდა, მაგრამ ის ისევ უძრავად იდგა ,გაიყინული სახით უყურებდა როგორ ფარავდა დედამისს მიწა და ერთადერთი სიტყვა სწყდებოდა მის ბაგეებს „მაპატიე“.

იქაურობას მალე მოშორდნენ. ყველას გამოემშვიდობა და იოსთან ერთად ქალაქში დაბრუნდა.

- იო. ჩემს გამო ნურაფერს გააფუჭებ. წადი კარგად ვარ.
- უკვე გავეთავისუფლე. შენთან ვიქნები. თუ მარტო მოგინდა ყოფნა მითხარი და წავალ.
ლილის შემოხვია ძლიერი მკლავები და შუბლზე ნაზად აკოცა.
- ის სად არის?
- მალევე დაიჭირეს.
- იქ ვერ მივალ.
- ვიცი, მოვაგვარე. ამაზე ნუ იფიქრებ.
შუბლი იოს მხარს მიაყდნო და წელზე მოეხვია.
- მადლობა... ყველაფრისთვის.
იო ტუჩებით ეამბორა საყვარელი ქალის სახის ნაკვთებს და მთელი სხეულით მიიხუტა.

დღეები გადიოდა და ლილის გონებაში მხოლოდ ერთი სიტყვა უტრიალებდა „ მაპატიე“
40 დღის შემდეგ ისევ მოუწია ჩასვლა. ნათესავები უკვე იქ დახვდნენ. მთელი დღე იოს არ მოშორებია.
ლილისგან ისევ ჩუმად ჩაიარა ამ დღემაც. ცერემონიალის მეორე დღეს ქალაქში ბრუნდებოდნენ. ოთახიდან გამოსულს ყველა გაკვირვებული უმზერდა. ჩამოვიდა და ყველას გამოემშვიდობა. ზოგი გაკვირვებით უმზერდა, ზოგი ბრაზით. ალბათ, ეგონათ რომ ეჩვენებოდათ ის ღია ყავისფერი ტანსაცმელი, რომელსაც ლილი ატარებდა.
ყველას მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის.
- დათო... - ყელზე მოეხვია ძვირფასს დეიდაშვილს- იმედია ერთ დღეს მოვახერხებ სათანადოდ მადლობის გადახდას.
- მადლობა შენ ქმარს უნდა უთხრა. მიხარია, რომ მასთან მეგულები.
ისევ გაუღიმა ყველას და მანქანისკენ დაიძრა. კარი გამოღებული ჰქონდა და ჩაჯდომას აპირებდა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და ხალხისკენ შებრუნდა.
- დედას არ უნდოდა 40 დღის შემდეგ ისევ შავები სცმოდა ვინმეს.
კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ უბრალოდ გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა.

ცხოვრება ისევ აგრძელებდა სვლას. იო ლილის დაჟინებული თხოვნით სამსახურს დაუბრუნდა. ხვდებოდა რომ უკვე ისიც ცუდად იყო და უჭირდა მისი ყურება.

სახლში ბრუნდებოდა იო. შესვლისთანავე ტირილის ხმა მოესმა. სამზარეულოში ლილი დახვდა იატაკზე მჯდარი, სახე აწითლებული და ცრემლით დანამული ჰქონდა და ხელებს თავზე იჭერდა. გვერდით დანა ეგდო, მაგიდაზე კი გათლილი და გაუთლელი კარტოფილი.
- ლილი,ლილი! ლილი, რა მოხდა?.. შემომხედე ლილი!
- იო ვერ ვსუნთქავ. ვეღარ ვსუნთქავ... ჩემი ბრალია...ეს დღეები ... საკუთარ თავს ვეუბნებოდი... შეეჩვიე ... რომ ... დააშავე - მეთქი... ვერ შევეჩვიე იო... არ უნდა დამეტოვებინა იქ, ხომ ვიცოდი... იქ რატო დავტოვე?..
- ლილი შენი ბრალი არ არის. ის თავისი სურვილით დარჩა იქ. გესმის? მე მომისმინე. თავს ნუ იდანაშაულებ, ლილი - მხრებზე ეხვეოდა და მის გულისცემას გრძნობდა, აჩქარებულს, შეტევა ჰქონდა. სუნთქვა ეკვროდა და სლუკუნებდა.
- ვეღარ დამირეკავს. ყოველღამე 10-ის მერე ტელეფონს ვუყურებ... მის ზარს ველოდები... მაგრამ არ რეკავს! ეს წყეული ტელეფონი ხმას არ იღებს!... არ უნდ დამეტოვებინა... წარმომიდგენია როგორ ეშინოდა... როცა... ის კაცი... ღმერთო... ბოლო წამებში რას გრძნობდა... ვერც კი დავიტირე... რა ნამუსით უნდა ჩავხუტებოდი და მეტირა?.. ვერასდროს მაპატიებს!...
მალე დამშვიდდა. ჯერ ჩუმად იჯდნენ იატაკზე, მაგრამ ლილის მალე დაეძინა. ქალის სხეული ჰაერში აიტაცა და რბილ ლოგინზე მიაწვინა. სამზარეულოში ყველაფერი მოაწესრიგა და ლილის მიუწვა გვერდზე. ხელები შემოხვია და მისი ცხელი სხეული მიიკრა.ქალს უყურებდა და გული ეფლითებოდა. სუსტი იყო. შეიძლება ლილის უფრო მეტად სტკიოდა , მაგრამ ის უფრო ძლიერიც იყო. ფენიქსივით შეეძლო ფერფლიდან აღმდგარიყო. იომ კი იცოდა რომ ლილის გარეშე თევზი იყო, უწყლოდ დარჩენილი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent