ვალენტინა -8- +18
*** სანამ მაღვიძარა დარეკავდა, წვიმის ხმამ გამაღვიძა. კი, ნამდვილად მაღვიძარა დავაყენე, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა რაიდერზე ადრე ავმდგარიყავი. საშიალო ზომის ეზოში გავისეირნებდი და გუშინდელ აურზაურს გადავხარშავდი. სანამ აქამდე მოვიდოდით, არცერთს ამოგვიღია ხმა. არ ვიცი, მომეჩვენა თუ არა, მაგრამ ჩვენი ბოლო დიალოგის შემდეგ თვალს მადიანად მარიდებდა. ორი სიტყვით ავუხსნენი სად უნდა დაეძინა და ისიც უსიტყვოდ გაემართა თავისი ოთახისკენ. შეიძლება სხვა ნებისმიერ დღეს გამხარებოდა კიდეც წვიმა, იმიტომ რომ ლოგინიდან არ ავდგებოდი და წიგნს, ჩაის, ყავას და ლეპტოპს მოვიმარჯვებდი რომ მემუშავა. როგორც ადვოკატი მოგვიანებით ოფისში წარვდგებოდი და ამ ყველაფერს ხან ჩაის და ხან ყავის თანხლებით შევასრულებდი. სრული იდილია იქნებოდა ჩემნაირი ადამიანისთვის. მაგრამ, დღეს ის დღე იყო როდესაც არც წვიმა და არც ქარი არ მაწყობდა.წინააღმდეგ შემთხვევაში რაიდერთან ერთად უხერხულობაში მომიწევდა ამოკეტვა. ძლივს ავდექი ლოგინიდან, ცოტა ხანი ოთახიდან ოთახში ვიბოდიალე, მერე ცივი წყალი დავლიე და ოდნავ გამოვფხიზლდი. ჯერ კიდევ მქონდა იმედი რომ წვიმა შეწყდებოდა. მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი კიდეც, რომ ასე არ მოხდებოდა. - დილა მშვიდობის. - მოულოდნელობისგან მსუბუქად შევხტი. ფანჯარას თვალი მოვაშორე და ფლინს გავხედე, რომელიც მაისურით და ტრუსით გამობოდიალდა. - ცა ჩამოიქცა. ღრმა ძილი გქონია. - ოდნავ გავუღიმე და მივუახლოვდი. - აქ კი მომიწევს თქმა, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. - როგორც იქნა შევძელი გაეღიმა. - ოღონდ, ჩემს ღვინის კოლექციას ახლოსაც არ გაეკარო. ერთდროულად გაგვეცინა ორივეს. - რამდენ ხანს მომიწევს აქ გაჩერება? - კითხვებს დაბნეული ბავშვივით სვამდა. თმები ისე ასჩეჩვოდა, ცოტახნით მეტ ხანს რომ განვმარტოებულიყავი საკუთარ ფიქრებთან, გუშინდელის გამეორების სურვილი გამიმძაფრდებოდა. - არ ვიცი, რაიდერ. ჯერ კიდევ თავ-გზა მაქვს არეული. გამოხიზვნა შენი იდეა იყო. - მხრები ავიჩეჩე. ვიგრძენი, სახის კუნთები როგორ დამეჭიმა რაც იმის მომასწავლებელი იყო, რომ ჩემი მკაცრი გამომეტყველება როგორც იქნა დაბრუნდა! ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დავდე და ხელები გადავაჯვარედინე. თავჩახრილმა ჩაიცინა. ღრმად ამოისუნთქა და ნელ-ნელა მოახლოება დაიწყო. გულისცემა მაშინვე ამიჩქარდა. ვიცოდი, რომ გაყინული მზერით მივშტერებოდი და მეტი აფექტისთვის მარცხენა წარბი უკვე შუბლის ნახევარს მიფარავდა. როდესაც ზედმეტად ახლოს დამიდგა. მომეწია თავი ზემოთ ამეწია, რომ თვალებში შემეხედა. ყოველთვის მაღიზიანებდა მაღალი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლეს არც თვითონ ვუჩიოდი. - მარტივად შეგეძლო ქალაქში დარჩენა, მაგრამ ჩემთან ერთად წამოხვედი. არ დამიძალებია. მიზეზი, რაც ფილიპის საბუთებს უკავშირდება მეორე ხარისხოვანია. კი, პრობლემა შეგექმნებოდა. მაგრამ არა ისეთი გრანდიოზული, რომ ბრალი წაეყენებინათ შენს წინაშე. ბოლო-ბოლო სტატუსი და რეპუტაცია გიმაგრებს გვერდებს. - ბატონო?! - ახლა ორივე წარბის აქაჩვა მომიხდა. ბიპოლართან მქონდა საქმე, თუ რა ჯანდაბა იყო ეს. - თუ გუშინდელზე ხარ გაბრაზებული რაიდერ, შენი პრობლემაა. პატარა ბიჭი არ ხარ, გაიზარდე. ხელები ავიქნიე და ოდნავ მოვშორდი. კვლავ ჩემს ჭიქას დავავლე ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ცარიელი იყო. - არ იფიქრო, რომ მიყვარდებოდი. უბრალოდ შენთან სექსი ძალიან სასიამოვნოა. - სახეში შეხედვის გარეშეც კი ვიგრძენი, როგორი დამცინავი გამომეტყველება ჰქონდა. სიმართლე რომ ვთქვა, მეწყინა კიდეც. - მე ხომ რას ამბობ, იმედებს ვამყარებდი. - ირონიულად ვუპასუხე და ღიმილი ყურებამდე გავზარდე. დღეს შედარებით დასვენებული მქონდა გონება და უკვე ვაანალიზებდი, რომ ასე კატა-თაგვობანაში მასთან ერთად ორ დღესაც ვერ გავძლებდი.. - ასაკობრივ სხვაობაზე საუბარს არ დავიწყებ, ვალენტინა. - ღრმად ამოისუნთქა და შედარებით სახე დაასერიოზულა. - არ იფიქრო, რომ პატარა გოგოები მიზიდავს. - ანუ, შენთვის პატარა ვარ?! რა ჯანდაბა გჭირს მართლა, რაიდერ! კითხვა დამიიგნორა და სამზარეულო თვალებით მოძებნა. დიდი ოთახის წყალობით მალევე იპოვა და ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ალბათ, მე რომ მის ადგილას შევსულიყავი იქ, ჭურჭლის მტვრევას დავიწყებდი. გონებაში ათვლა დავიწყე. ჰაერის ზომიერად შესუნთქვა. დაძაბული კისერი როგორც კი მომიდუნდა, ლეპტოპი გავხსენი და ქეროლს დაპირებული საბუთი გავუგზავნე. იარაღის საბუთებს კიდევ ერთხელ გავუსწორე თვალი და ზიზღმა ერთიანად შემიპყრო. - რაიდერ! - საკუთარ ფიქრებში ჩაფლულმა მოულოდნელად დავიყვირე თანამცხოვრების სახელი. ისეთი სისწრაფით გაჩნდა, წარბაწეულმა შევხედე. ხელში ჭიქა ყავა ეჭირა და აშკარა იყო, რომ თითები უკვე ეწვოდა მისი ჭერისგან. - იდეა მაქვს. ოღონდ წინასწარ გაფრთხილებ, ნაკლებად შედის ჩემს ინტერესებში მოგეწონება თუ არა. - სიტყვები ერთმანეთს მივაყარე და თვალებით ვანიშნე დამჯდარიყო. გაცეცხლებული მიყურებდა. შევამჩნიე, ისედაც დამწვარი ხელი როგორ მოუჭირა ცხელ ჭიქას და ჩემს წინ ჩამოჯდა. - ისე უნდა მოგისმინო, თითქოს რამდენიმე წუთის წინ ისტერიჩკა არ იყავი?! - ურეაქციოდ იკითხა და ხელი ჩემი მიმართულებით აიქნია. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, თუმცა თავის გასამართლებელს ვერაფერს ვიტყოდი. ვარჩიე, მისი კითხვა დამეიგნორებინა. ასე უფრო მარტივი იქნებოდა ყველაფერი. - კარგად მომისმინე. ერთ კვირაში დავგეგმავ მამაჩემის სასამართლოს. საბუთებს დღესვე გავამზადებ და გავაგზავნი. ოღონდ, მის წინააღმდეგ ჩვენება უნდა მისცე. შენი ადვოკატი ვიქნები. აღტაცებით ვაცნობე ჩემი გეგმა. ტუჩები ერთმანეთს ოდნავ დააცილა. ღრმად ამოისუნთქა და დაძაბული მხრები ოდნავ ჩამოუშვა. - კარგი ტვინიკოსო, და ჩემს ანაბეჭდებს რას უპირებ? - პირველი, საერთოდ არ მომწონს შენი ტონი, როგორც მესაუბრები. რაც შეეხება მაგას, გავაყალბებ. მოულოდნელობის ეფექტი იმდენად დაეტყო, გადასაყლაპად მომზადებული პატარა ყლუპი ლამის გადასცდა. სახეზე ოდნავ წამოწითლდა და ძალით ჩაიცინა. - შენ, ვალენტინა ფორბსი გააყალბებ?! - ვიცი, რომ სამართლიანობის მოყვარული ვარ. მაგრამ დამიჯერე იმდენად ვყავარ შეპყრობილი იმ იდეას რომ მამაჩემი ყველაფრისთვის პასუხს აგებს, ამაზეც ვარ წამსვლელი. - არ ვიცი... - მხრები უხერხულად აიჩეჩა. ცალი ხელი კისრის ქვეშ ამოიდო და ოდნავ მოიქექა. - სარისკოა. - რისკზე შენ მესაუბრები? შემდეგ მე მოგცემ გარანტიას, რომ ისააკს შეეძლება დაბრუნდეს თავის ოჯახთან ერთად. - არ მჯერა, რომ ჩემი ძმის მიმართაც ისეთივე ზიზღით არ ხარ განწყობილი, როგორც ბატონი ფილიპის. ხელ-ფეხი ერთდროულად დამიბუჟდა. რაიდერს ჩამქრალ სილურჯეებში ჩავხედე და ვეცადე მასში რაიმე ნაპერწკალს მოვჭიდებოდი. - 18 წელი და კიდევ ცოტა მეტი მასთან ერთად გავატარე. ერთ ჭერ ქვეშ ვცხოვრობდით. კი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ხშირად ვუსმენდი მის შეხვედრებს, ზარებს. მას ეგონა, რომ მე ტკბილად მეძინა, ვერთობოდი და ისეთი ცხოვრება მქონდა, როგორიც მდიდარ მამიკოსგან გათამამებულ თინეიჯერებს აქვთ ხოლმე. მაგ მხრივ ალბათ ვერც გავამტყუნებ. დედის სითბო არასდროს მიგრძვნია და ყველანაირად ცდილობდა მისით გამოწვეული დანაკარგი. ის სიყვარული რაც მის მიმართ გააჩნდა ჩემზე გადმოეტანა. ალბათ, გარკვეული პერიოდი გამოსდიოდა კიდეც. მაგრამ საბოლოოდ თვალები დაუბინდა სამციფრა კუპიურებმა. - ღრმად ამოვისუნთქე. მივხვდი, რომ ბოლო პერიოდი რაიდერთად ზედმეტად გულახდილად ვსაუბრობდი ხოლმე. ეს მსიამოვნებდა. საუბარი ვინმესთან იმის შესახებ რაც რეალურად მაწუხებდა. ჩემი მოგონებების შესახებ. სასიამოვნო იყო, რომ ჩემი ფიქრები გამენდო სხვისთვის მაგრამ, პარალელურაც საკუთარი თავის დაკარგვის გრძნობა თავს მახსენებდა ყოველთვის, როდესაც ამას ვაკეთებდი. რაიდერი კი არასდროს მაჩერებდა. მეტიც, არ შემიმჩნევია მის მზერაში მობეზრებისგან მოშტერებული თვალები, რომელიც ალბათ ათში ცხრას ექნებოდა. ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ ნამდვილად, გულახდილად მისმენდა. - მოკლედ, ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ვიცი როგორი მანიპულატორია ფილიპი. ისიც ვიცი, ბანკის ვალებმა როგორ ჭკუიდან შეიძლება აწიოს ადამიანი. მყოლია კლიენტები, რომლებსაც ბანკთან ჰქონდათ პრობლემები. და არა, არ ვბრაზობ ისააკზე. ჩემი პირიდან დაუჯერებელი მოსასმენი იქნება, მაგრამ ალბათ ოჯახის ფასი რომ ვიცოდე, მათთვის მეც კი მოვკლავდი კაცს. ამ საქმეს კი ისე ვუყურებ, როგორც ერთ-ერთი კლიენტის ქეისს, რომლისთვისაც ფული გადამიხადეს. დაბნეული რაიდერი ნერწყვის გადაყლაპვას ძლივს ახერხებდა მიმიკები წამებში ეცვლებოდა. მგონი, თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა ჩემს ნათქვამზე. ის კი ვიცოდი, რომ არც ერთი სიტყვა მომიტყუებია. - მართლა გადაგიხადეს? ვინ?! - დაბნეულობა ერთიანად დაურბოდა თვალებზე. ვაცადე, ორიოდე ყლუპი დაელია და შემდეგ გავეცი პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ზუსტად ვიცოდი, კვლავ გადასცდებოდა. - თავად ბლეიკმა. ამ საქმეს შენს გარდა ვერავის ვანდობო. იცოდა, რომ მოკლავდნენ ან მოსალოდნელ საფრთხეს მაინც ელოდა. - მხრები ავიჩეჩე. ახლო წარსულს რომ გადავხედე საკუთარ თავზე მწარედ გამეცინა. მისი სიკვდილის ამბავი რომ გავიგე თვეების წინ, ლამის სახე ჩამოვიკაწრე. ორმაგად დაბნეული ვიყვაი იმ ფაქტით, რომ ეს საქმე მე უნდა მემართა. არ შევმცდარვარ რაიდერის რეაქციაში. სულ გაფითრებული მომჩერებოდა. - მგონი უნდა გაყოლოდი ბლეიკს. აშკარად შენსავით არანორმალური იყო. ასეთ რაღაცაზე გულმა როგორ უნდა გიგრძნოს. - თუ ღმერთის გწამს, რაიდერ. ზუსტად იმიტომ არ გავყევი, რომ მე და ბლეიკი ცა და დედამიწა ვართ. რომელი საღად მოაზროვნე ადამიანი ჩააჯაბარებს თავის საქმეს ყოფილ საცოლეს?! დაფიქრდი. - თუ ყოფილი საცოლის მამისგან იღებ გამაფრთხილებელ ნიშნებს, ალბათ მეც მასე მოვიქცეოდი. - ყველა კაცი ერთნაირები ხართ მართლა?! - გაოცება ვერ დავმალე. ვეცადე საკუთარი ტონი მეკონტროლებინა, თორემ კამათის ახალ რაუნდს მალევე წამოვიწყებდით. - შეიძლება მასეცაა. აი შენ კი, რომ ქალების 90%სგან განსხვავდები, მაგაში ეჭვი არ მეპარება. ოდნავ გამეღიმა. თვითონაც იღიმოდა. ვერ მივხვდი, ეს კომპლიმენტად მიმეღო, თუ პირიქით. იქნებ დადებით მხარეს სულაც არ გულისხმობდა. განტვირთვის მიზნით ვარჩიე კეკლუცურად მეპასუხა და საუბარში ავყევი. - ხო? მაინც რითი ვართ გამორჩეულნი დანარჩენი 10%? - ის ღამე, როდესაც შენი შეშინება გადავწყვიტე, იმ მიზნით რომ ბრძანება არ გაგეცა ჩემს დაკავებაზე.... - მისი სიტყვები და ჩემი ნაკაწრის მტკივნეული წვა ერთი გახდა. სულაც არ მახსოვდა, მაგრამ მისმა სიტყვებმა თითქოს ჭრილობა პირდაპირი მნიშვნელობით ხელახლა გამიხსნა. თავით ვანიშნე გაეგრძელებინა. არ შევიმჩნიე, რომ საერთოდ ეგ ღამე ჩემთვის რაიმეს წარმოადგენდა. - მაგ ღამეს შენზე შთაბეჭდილება სრულიად შემეცვალა და ზუსტად ვიცოდი, რომ მაინც გასცემდი ბრძანებას. ბევრს არ აქვს იმის გამბედაობა და სითამამე, რომ საკუთარი თავი დაისახიჩროს. - სხვათა შორის, სუიციდის დროსაც მასე იქცევა ხალხი. სუიციდი კი სულაც არ არის თამამი განაჩენი ან იშვიათი. - ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე და თამაში გავაგრძელე. მე ხომ მართლაც არარეალურ გამბედაობად დამიჯდა ის, რომ იმ ღამეს იმ დანისგან გამოწვეული ტკივილისგან არ ავკრუსუნებულიყავი. - მე ხასიათზე ვამბობ, ვალენტინა. - მესიამოვნა, რომ კეკლუცობაში არ ამყვა - იმაზე, რომ როდესაც საჭიროა ცივი გონებით უდგები სიტუაციას. გინდ ის ღამე, გინდ ბლეიკის საქმე აიღე. ემოციებს არასდროს აძლევ იმის საშუალებას, რომ გაკონტროლონ. ეგ ძალიან იშვიათია. - მადლობ. ისე საუბრობ, თითქოს გშურს კიდეც. - ორივეს ერთდროულად გაგვეცინა. - თანახმა ვარ. მოიყვანე სისრულეში შენი იდეა. თავი დამიქნია და მაგიდიდან წამოდგა. ნასიამოვნებმა ღიმილი დავუბრუნე და ლეპტოპს მივუბრუნდი. როგორც ვვარაუდობდი, პირველივე დღეს ატყდა განგაში ოფისში და გაჩნდა ასევე უამრავი კითხვა. რასაც ჩემს მაგივრად ქეროლი და მატიასი უმკლავდებოდნენ. მართლა მადლიერი ვიყავი მათი. ძალიან ერთგულები მყავდნენ. ბლეიკი კი შეცდა იმაში, რომ დაცვა 24 საათი არ ამუშავა. რაიდერის სიტყვები გამახსენდა. ახლა ნამდვილად არ იყო ემოციებთან კავშირის დრო. ალბათ რამდენიმე საათი გავიდა, რაც ერთი ადგილიდან არ გავნძრეულვარ. ჩვეულებრივ, კლიენტებთან მუშაობისას არასდროს მჭირდებოდა ამდენი დრო საბუთების შედგენისას. მამაჩემის საქმეს რაც შეეხებოდა, ყოველ სიტყვას, ასოს ზედმიწევნით ვაკვირდებოდი. საკუთარ თავთან ერთად ვიყავი ჩაძირული ჩემს ლეპტოპში და ნამდვილი უგულოსავით ვწერდი ყველა შესაძლო ბრალდებას, რაც კი შემეძლო მის წინაშე წამეყენებინა. პრობლემა ერთი იყო. სამხილი, ანუ იარაღი უნდა მომეშორებინა ან მისგან რაიდერის ანაბეჭდები როგორმე უნდა წამეშალა. ამის გაკეთება სასამართლომდეც იქნებოდა შესაძლებელი. მთავარი იყო დარჩენილი დროის განმავლობაში არავინ გაკარებოდა ხუთი მეტრის სიახლოვეზეც კი. საამისოდ მატიასს დავუკავშირდი ელექტრონული ფოსტით. სიტყვიერად მოვახსენე, რომ იარაღს ვერავინ შეეხებოდა და გადაეცა ზემოთ მყოფი პირებისთვის. შემდეგ, თუ საჭირო იქნებოდა ხელნაწერსაც გავუგზავნიდი, რომ ნამდვილად მე მოვითხოვდი ამას. სრული უფლება მქონდა რადგანაც ბლეიკის წყალობით უკვე არსებობდა საბუთი, რის მიხედვითაც ყველაფერზე მე მქონდა კონტროლი, ყველანაირი თანაშემწის გარეშე. კისერ დაჭიმული ვგრძნობდი კმაყოფილების ღიმილი როგორ დამირბოდა სახეზე. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთ მშობელს ამოვკეტავდი გისოსებში გული არ მწყდებოდა. ნამდვილად მერჩივნა მისნაირი ადამიანი აღარასდროს მენახა. მეტიც, უკეთესი იქნებოდა თუ უმამოდ გავიზრდებოდი. საკუთარმა ფიქრებმა თავი ძალიან ამატკია. მუშაობის პროცესში, იმდენად ვიყავი საქმეში ჩაფლული სრულიად დამავიწყდა რაიდერის არსებობა. ისიც, იმდენად ჩუმად იყო, საერთოდ არ მახსენებდა თავს. ლეპტოპი გავთიშე და თავის მსუბუქი მოძრაობით გადავხედე რაიდერს, რომელიც ტელევიზორს უყურებდა. სერვანდის ქვედა უჯრიდან ერთ-ერთი ვისკი ავიღე, ორი ჭიქით და მისკენ დავიძარი. ვხვდებოდი, რომ ზედმეტად ვთვალთმაქცობდი საკუთარ თავთან იმის შესახებ რომ გული არ შემტკიოდა რეალობაზე. იმაზე, თუ რამდენად საშინელი ცხოვრება მქონდა. ნამდვილად ვბრაზობდი იმაზე, რომ ყველაფრის მოგვარება მე დამეკისრა. მაგრამ რას გავაწყობდი. დამღლელი სამუშაოს შემდეგ ერთი ჭიქა ღვინო ყოველთვის მშველოდა ხოლმე. ახლა კი, ვისკით ჩავანაცვლებდი. რაიდერს გვერდით მივუჯექი და ჟურნალის პატარა მაგიდაზე სასმელი დავდე. ჭიქა გავუწოდე. - ხმა რატომ აქვს გათიშული? - ვიკითხე ტელევიზორზე. - იმდენად კონცენტრირებული იყავი, არ მინდოდა ხელი შემეშალა. - გულახდილად მიპასუხა და სამართავი პულტით ტელევიზორს ხმა აუწია. - ასე ჯობია. თორემ, ნელ-ნელა ფიქრს ვიწყებდი რომ შენც ჭკუიდან შეიშალე. - ყოველთვის ასე მუშაობ? - გაოცებულმა მკითხა და სასმელი სანახევროდ ჩამოასხა ჭიქებში. - სახლიდან კი. ტუჩები უცნაურად მოკუმა ჩემი პასუხის მოსმენისას და სულმოუთქმელად გადაკრა. - დამშვიდდი დიდო ბიჭო. ეს სასმელი ნელა ისმევა. უნდა შეიგრძნო მისი გემო. - ერთი ყლუპი მშვიდად მოვსვი და ქვედა ტუჩი სწრაფად გავილოკე. უკვე დაღამებულიყო. მე კი მთელი დრის განმავლობაში არაფერი მქონდა ნაჭამი. რაც იმის მომასწავლებელი იყო, რომ მარტივად დავთვრებოდი. - საჭმელს მიაგენი? - შემოგთავაზე კიდეც, მაგრამ ხმა რომ არ გამეცი მეორედ აღარ მიკითხავს. - მხრები აიჩეჩა და მსუბუქად გამიღიმა. არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ მისი ხმა ვერ გავიგე. მე ხომ სახლში ყოფნისას ყოველთვის მარტო მუშაობას ვიყავი მიჩვეული. - მოგვიანებით შევჭამ. თუ აქ დიდი ხნით მოგვიწევს დარჩენა უნდა შეეგუო, რომ როდესაც ლეპტოპთან და საბუთებთან ვარ, ჩემთვის გარე სამყარო არ არსებობს. - საკუთარ თავზე გამეცინა და მომდევნო რამდენიმე ყლუპით პირი კარგად დავისველე. ოდნავ დავიმანჭე. ასეთი სიძლიერის სასმელი დიდი ხანი იყო, რაც არ დამელია. ფეხზე წამოვდექი. ტელევიზორი გავთიშე. ზუსტად ვიცოდი, რომ რაიდერს არ ეწყინებოდა. ისედაც უხერხულობის გამო ჰქონდა ჩართული. ჩვენს წინ პატარა ბუხარი ღილაკით სწრაფად ავანთე და ახლოდან შევხედე, რომ ნამდვილად წესრიგში იყო. - ხელოვნურია? - მივხვდი, რომ მისთვის მსგავსი რაღაცეები უცხო იყო და თავი უხერხულად ვიგრძენი. არ მინდოდა ვინმესთვის საკუთარი ‘სიმდიდრით’ თავი ცუდად მეგრძნობინა. - შეშა ნამდვილია. უბრალოდ ღილაკით ცეცხლი ინთება. სიმართლე გითხრა, დიდად არ მომწონს. მსუბუქად დამიქნია თავი. კვლავ მის გვერდით დავიკავე ადგილი. სასმელით კიდევ ერთხელ გავივსეთ ჭიქები. - შენ და ისააკი ჰგავხართ ერთმანეთს? - არაიდენტურები ვართ. თვალის ფერი და თმა ერთნაირი გვაქვს. ალბათ მიმიკებიც. მაგრამ განსხვავებას მაინც შეამჩნევ. ყველა ამჩნევს. - თვალებ აგიზგიზებულმა მამცნო. მივხვდი, რომ სიამოვნებდა მის ოჯახზე საუბარი. ადამიანი ხომ ყველაზე წრფელი მაშინაა, როდესაც რაც უყვარს მასზე საუბრობს?! თავით ვანიშნე რომ საუბარი გაეგრძელებინა, თუ რათქმაუნდა სურდა. - მშობლები საერთოდ სხვა ქალაქში გვყავს. იშვიათად ვეკონტაქტებით. ახლა ვხვდები, რომ ასე არ უნდა ვიქცეოდე. როდესაც ბლეიკის ამბები მოხდა, წერილი დავუწერე დედაჩემს. თუ როგორ მიყვარდა და ვაფასებდით მეც და ისააკი იმისთვის რომ კაცებად გაგვზარდა. მივხვდი, რომ ძალიან სენტიმენტალური გამომივიდა და ნაგვის ურნაში მოვისროლე. შემდეგ ვფიქრობდი, რა უფრო უკეთესი იქნებოდა მშობლებისთვის. იმის მოსმენა რომ, მისი ერთი ვაჟი თავისი ოჯახით მუდმივ გაქცევაშია, ხოლო მეორე ციხეში ზის თუ საერთოდ არაფრის ცოდნა. ყველანაირი კვალის წაშლა ჩვენს შესახებ. მივხვდი, რომ არცერთი გამოდგებოდა. - მის თვალებს ცრემლები გადაეკრა. მართლა ძალიან შესტკიოდა გული და ამის დამალვას არც ცდილობდა. - ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. - ხელი მტევანზე მოვხვიე და ცერა თითი რამდენჯერმე გადავუსვი. მისკენ გადავიწიე და თვალებში შევხედე. - დალიე და მოეშვი. მე ხომ პირობა მოგეცი. - თვალი ჩავუკარი და საკუთარი სასმელი მოვსვი. ვისხედით ორი ზრდასრული ადამიანი. რომელთაც საერთო მხოლოდ ის გააჩნდათ რომ არავინ ჰყავდათ, ვინც დაიცავდა. მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა. სხვა ამას ჩვენთვის არ გააკეთებდა. სხვადასხვა პრობლემები გაგვაჩნდა, მაგრამ რატომღაც ამ უაზროდ გაწელილ ცხოვრებისეულ თავგადასავალში ერთად გავიჭედეთ. - ფილიპი რომ ჩაჯდება, მთელი ჟურნალის ბიზნესი ჩემს სახელზე გადმოვა მინდა ეს თუ არა. - მერე, რას აპირებ? - არ ვიცი. არასდროს მინდოდა ეგ „ფორბსის“ კომპანია. მაგიტომაც ვცხოვრობ დამოუკიდებლად. მაგრამ აშკარაა, რომ ვერ გავექცევი. - ის კი ვიცი, რომ ფულს დახამებული არ ხარ, ვალენტინა. შენი სული სუფთაა. - გამეღიმა. მივხვდი, რომ ჩემს დამშვიდებას შეეცადა, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდი მჭირდებოდა თუ არა. მაგრამ მესიამოვნა. - გაჭირვებულებს გადავურიცხავ. ვისაც დასჭირდება უყოყმანოდ მივცემ. უბრალოდ ასე უაზროდ ვერ დავხურავ ბიზნესს. კარგად არ ვარ მაგ სფეროში გარკვეული. წერონ რამდენიც უნდათ. ნორმალური მმართველი რომ არ ეყოლებათ, საბოლოოდ ვფიქრობ დაიღლებიან და შეეშვებიან. - მემკვიდრეობას არ გინდა გადასცე? - ჩაეცინა. მივხვდი, რომ ჩემს გახალისებას ეცადა. - მეოჯახე ქალს ვგავარ? - რომელი ფაქტით ვიმსჯელო, არ ვიცი. - მხრები სიცილით აიჩეჩა და ჭიქა გაივსო. არ ვიცი რატომ, მაგრამ გონებაში დედაჩემი ამომიტივტივდა. მისი სახე მხოლოდ ფოტოსურათიდან ვიცოდი. ბავშვობაში ჩემი სიზმრების ხშირი სტუმარი იყო ხოლმე. - ადრე, რამდენიმე წლის წინ სასაფლაოების მიმართ გულგრილი ვიყავი. ხან მომწონდა, ხან არა. მოკლედ, ჩამოყალიბებული პოზიცია არ გამაჩნდა. ბოლო წლებია ვეღარ ვიტან სასაფლაოებს. მითუმეტეს ისეთ უზარმაზარ სასაფლაოს, როგორზეც დედაჩემია დაკრძალული. სიჩუმე, სიწყნარე და ირგვლივ უამრავი საფლავი, შავი ქვები, საიდანაც ძალიან ბევრი შენი ასაკის ადამიანი გიყურებს. მძიმე და დამთრგუნველია იქ ყოფნა მაშინ, როდესაც არავინ არ არის. - ვწუხვარ. - ხმადაბლა ამოიბურტყუნა. მისი ხელი რომ მეკავა, ახლა თვითონ მოიქცია თავისაში და მსუბუქად მომიჭირა. სასმელი ჩავცალე. თავისუფალი ხელით დაუყოვნებლივ ამივსო. - კიდევ ეგ სიტყვა. წუხარ. მადლობა... თუმცა, რეალურად არ ვიცი ხოლმე ხალხს რა ვუპასუხო, მაგას რომ მეუბნებიან. წარმოდგენა არ მქონდა როგორი ქალი იყო დედაჩემი. მაგრამ რადგან გამაჩინა, ვფიქრობ ვუყვარდი. - რათქმაუნდა უყვარდი, ვალენტინა. თავს დავდებ, სადაც არ უნდა იყოს, ამაყობს რომ ძლიერი შვილი ყავს. რაიდერის სიტყვებმა გული ამიჩუყა. ცრემლები მაშინვე მოვიწმინდე და სასმელს კვლავ გავუსინჯე გემო. - ალბათ 13 წლის ვიქნებოდი. მინდვრის ყვავილები ვიყიდე, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა. ეგ ფაქტი მისი ფოტო სურათებიდან ვიცოდი. ფილიპის სასახლის უკან, უზარმაზარი ბაღია და იქ აყვავებულ მინდვრის ყვავილებში ძალიან ბევრი ფოტო იყო გადაღენბული. მართალია კარგი სუნი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გულზე ჩახუტებულს მიმქონდა, არ მინდოდა გაფუჭებულიყო, ან რამე მოსვლოდა სანამ მე საფლავამდე მივაღწევდი. გზად არავინ შემხვედრია, არც-ერთი ცოცხალი არსება, ცხადია გველებს თუ არ ჩავთვლით. საშინლად ცხელოდა. არ მახსოვს, მაგრამ ზაფხული იქნებოდა. - ორივეს გაგვეცინა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს სიხარულის სიცილი იყო. - ყოველთვის მიკვირდა იმ ადამიანების, რომლებიც მკვდრებს, უფრო სწორად საფლავის ქვებს ელაპარაკებიან. მაგრამ იმ დღეს მივხვდი რატომ უჩნდებათ სურვილი ლაპარაკის. თითქოს იქ სტუმრობ იმას, ვინც ქვის ქვეშაა დასაფლავებული. მართალია ვერ ხედავ, ვერ გრძნობ, ვერ აღიქვამ, მაგრამ მაინც, შეგრძნება რომ სტუმრად ხარ მისული არ გტოვებს. მინდოდა საუბარი დედასთან, მაგრამ არა ქვასთან, ამიტომ ისევ ჩემთვის დავიტოვე სათქმელი. და ასე გაგრძელდა წლები. - ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და აწყლიანებული თვალები მაჯით შევიმშრალე. - მაპატიე, უბრალოდ ყველაფერმა ზედმეტად სენტიმენტალური გამხადა. თითქოს იმას დავტირივარ რაც არასდროს მქონია. ოჯახს. ერთ სიტყვიანი განმარტება მოვაყოლე, მაგრამ მივხვდი რომ რაიდერი ისედაც ყველაფერს ხვდებოდა. ჩემს თავს განვუმარტე და უარესად ვატკინე გული. - კიდევ ერთი ფაქტი. ყოველთვის გრანდიოზულ დაბადების დღეებს მიხდიდა მამაჩემი. ცოტა რომ წამოვიზარდე და ყველაფერი გავაანალიზე. ის, თუ როგორი ცხოვრება მქონდა საშინლად გავაპროტესტე ეს ფაქტი. რათქმაუნდა მამაჩემზე ამან არ იმოქმედა და ყოველ წლიურად ისევ გააგრძელა. - რატომ არ მოგწონდა? - იმიტომ რომ, რთულია საკუთარი დაბადება აღნიშნო იმ დღეს როდესაც დედაჩემი გამოეთხოვა ამ დამპალ ცხოვრებას. არ ვიცი, მომეჩვენა თუ არა, მაგრამ ვხედავდი ორივეს როგორ გვდიოდა ცრემლები. მე და რაიდერი. კაცი რომელსაც არანაკლებ დალხენილი ცხოვრება ჰქონდა ტიროდა ჩემთან. ყველას თვალში უგულო ვალენტინასთან ერთად. ხმამაღლა გამეცინა საკუთარ ანალიზზე და სანამ საკუთარ თავს ფსიქო ანალიზსაც გამოვუტანდი, თემა უნდა შემეცვალა. დაბნეულმა დავიწყე თვალების ცეცება. ვიცოდი, უკვე კარგად ვიყავი მთვრალი და ალკოჰოლიც თავის საქმეს მშვენივრად ასრულებდა. მოულოდნელად პულტს გადასწვდა და ტელევიზორი ჩართო. გაბრუბულმა ძლივს გავაანალიზე, რას აკეთებდა. არხი სწრაფად შეცვალა და სასიაოვნო მელოდიამაც მაშინვე გაიჟღერა. - გინდა ვიცეკვოთ? - მკითხა და ფეხზე ბორძიკით წამოდგა. თავი დვაუქნიე. მასთან ერთად წამოვდექი. თვალები დავხუჭე და თავს უფლება მვიეცი მთლიანად შემეგრძნო მუსიკის რიტმი, სიმღერას ავყევი, სხეულს რიტმულად ვამოძრავებდი. ის ღამე გამახსენდა, ჩემი ლურჯთვალება ერთი ღამის რაინდი რომ გავიცანი. თვალდახუჭულს სევდიანად გამეღიმა.. თვალები გავახილე, რაიდერი სერიოზული სახით მიყუებდა და დაბნეული იღიმოდა. მომიახლოვდა, როგორც კი მისი შეხება ოდნავ ვიგრძენი, სხეული საუცხოოდ მომიდუნდა..თვალები კვლავ მივნაბე. მასთან ერთად ცეკვა სასიამოვნო იყო. ჩვენ გადავინაცვლეთ პარაელურ სამყაროში, სადაც ყველაფერი ნათელ ფერებში გაწყობილიყო. მესმოდა არ არსებული ზღვის მღელვარება და საამური ხმა. სიო რომელიც ჩვენს სხეულზე ნაზად დათამაშებდა და ჩვენს მოძრაობებს უფრო ჰაეროვანს ხდიდა. მზე ჩადიოდა და ტალღების სიბრწყინვალეს მისი თვალები ირეკლავდნენ. მის სიახლოვეს ყოფნა ჩემს სისხლს ადუღებდა, პულსი პიკს აღწევდა. აზროვნების უნარს თითქოს მპარავდა, კუნთების მოდუნებას კი ხელს უწყობდა. მისი სურნელის შეგრძნებისას ყნოსვის გამძაფრება და მგრძნობელობის მომატება საოცრება იყო. ყველა კარგ და სასიამოვნო გრძნობას იწვევდა ჩემში. ვგრძნობდი, როგორ ორთქლდებოდა დიდი რაოდენობით წყალი ჩემი სხეულიდან, როგორ მიედინებოდა თბილი სისხლის ჩემს ძარღვებში, ვგრძნობდი, როგორ მძიმედ ვყლაპავდი ნერწყვს და ეს ყველაფერი მხოლოდ მის გამო ხდებოდა. ვიგრძენი როგორ დაეწაფა ჩემს გაბუჟებულ ბაგეებს. გაბრუებულმა ნაზად მოვხვიე ხელი კისერზე და თითის წვერებზე ავიწიე, რომ ოდნავ გავთანაბრებოდი. წელზე ხელი უფრო მჭიდროდ მომხვია და დამიჭირა, რომ წონასწორობა არ დამეკარგა. თვალები ერთდროულად გავახილეთ. - ორივემ ვიცით, ეს როგორც დამთავრდება. - ნაწყენმა ჩაილაპარაკა. - თუმცა ორივეს მოგვწონს ეს. - გავამხნევე და სველ ტუჩებს დავეწაფე. ხელში ამიტაცა და დივანზე გადამაწვინა. თვალდახუჭულიც კი ვხედავდი მის შიშველ სხეულს. მის სახეს, თვალებს, მკაცრ ნაკვთებს და მანათობელ თვალებს. სასიამოვნო ჟრუანტელი არ წყდებოდა. სიმართლე კი მხოლოდ ერთი იყო, მეც და რაიდერიც ამ დამპალ ცხოვრებაში ერთად გავიჭედეთ და ხსნასაც ერთად ვეძებდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.