შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაწყვეტი რომანიდან


31-03-2020, 02:16
ავტორი ერკე
ნანახია 1 269

"სამყარო ბრუნავს, არა როგორც დედამიწა, ის უფრო სწრაფად ბრუნავს და დროის მექანიზმებიც ართულებს მთელ საქმეს. მაგრამ თუკი ცხოვრების არსს ხვდები ეს უფრო დიდია ვიდრე წარმოგიდგენიათ. რამდენ რამეს ვიზამდით, დაბადებიდანვე რომ გაგვხსნოდა ყველა კარი სამყაროსი, მაგრამ ამავე დროს დავკარგავდით მთელ აზრსაც ცხოვრების... მისი აზრი კი მდგომარეობს შემდეგში, ცხოვრობ, სწავლობ და ეცნობი სამყაროს ისეთს, როგორიც არის. ეცნობი მის სიხარულს, ტკივილს, ბედნიერებას, წვას, სიშმაგეს, სიბრალულს, ამპარტავნებას, ეგოიზმს და ყველაფერს თანდათან, არა ერთიანად. ეცნობი და ბოლოს, როდესაც ყველაფერი შენს თვალწინ გათამაშდა სიხარულით ტოვებ სამყაროს იმის ცოდნით, რომ შენ რაღაც ღირსეული გააკეთე."

„საზღვრის გადაბიჯება გართმევს თვისებას იყო ადამიანი.“ - მარცხენა კუთხეში ხატოვნად და ლამაზად წაეწერათ საკმაოდ დიდი ასოებით, რომ შორიდანაც განერჩია ადამიანს და ეს ნამდვილად შემოქმედი ადამიანის გაკეთებული თუ იქნებოდა.

"-დამიბრუნე. - სასწრაფოდ გაუწოდა ხელი და მისი შეხებისას უემოციოდ თქვა. - სხვისი ნივთების მისაკუთრება და მათზე ასეთი ტონით საუბარი დანაშაულია. - სახე ცისკენ შეატრიალა და ჭიშკრის მხარეს გაიხედა, რათა დარწმუნებულიყო რომ ნამდვილად მის ზღურბლს მიღმა იდგა და დაამატა: - მე თავისუფალი ადამიანი ვარ. - როგორი სასიამოვნო იყო ამ სიტყვების ხმამაღლა წარმოთქვა, რომლის ფიქრსაც კი უკრძალავდა საკუთარ გონებას ეს ბოლო ათწლეული. ნელი და მკაფიო მეტასტაზები ჩაეღვარა სხეულში და ბალნიანი მამაკაცის ხელს წაავლო ხელი.

"ის არც ბედნიერებით მოსილი ადამიანი იყო, არც ტანჯული სული, რომელსაც პოეტები თუ მწერლები უწოდებენ ადამიანს ვინც ძალზედ გამოკეტილი იტანჯება საკუთარ ფიქრებში, მაგრამ ის იყო ადამიანი გრძნობებით, ადამიანი სიყვარულის მარადიული უკვდავობის სიმებზე დასმული და ჰანგების უტყვი მდინარებით მოცული, თუმცა ასევე იყო მარტო, როგორც უდაბნოს ფიჭვი, როგორც ადამიანი მახინჯი გარეგნობით და თავს აიძულებდა შორს დაეჭირა ყველაფრისგან თავი. მინიშნებებს მიყოლილი ახალგაზრდა ბოლოს იასამნის ბაღებში აღმოჩნდა და არც გაჰკვირვებია."

"ფეხებს დაჰხედა, თითქოსდა ძალას ეძებდა წინ გადასადგმელად და ვერაფრით გადაედგა. დამრეც გზას გაუყვა მთავარი ქუჩისკენ, აკვირდებოდა კვლავ ყველაფერს, გამვლელებს თვალებში უყურებდა, ავტომობილებს სხვა მხრივ აფასებდა. შენობებს ინტერიერით, ბინებს კი ხარისხით, თუმცა აკვირდებოდა სრულიად უმიზეზოდ, დროის გასაყვანადაც შეიძლება ითქვას ან რაიმე ნაცნობის მოძებნის მიზნით. გულის სიღრმეში დარწმუნებული იყო მისთვის რაღაც მისია ჰქონდა დაკისრებული ღმერთს. "

"სიყვარულო გულში ჩაგიხუტებდი რომ შემეძლოს. ხელებს შემოგხვევდი და ძლიერ ჩაგიკრავდი მიწიერი რომ ყოფილიყავ და სხეული გქონოდეს. დროვ, განუსაზღვრელო და დიადო, შენ ხარ მიზეზი ყველაფრის წართმევის, იმედების დაკარგვის, სიცივის. შენ თავისუფლებისკენ არ მიგყავს ადამიანი, არამედ საკუთარ ოცნებაში, ელოდოს თავისუფლებას, კეტავ მას და ართმევ არჩევანის უფლებას. ძალაუნებურად მოგყვება, უკლებლივ ყველა. სიკვდილო, შენი არ მეშინია. შეგიძლია ახლავე წამიყვანო, არაფერს დავეძებ ამქვეყნად. რასაც დავეძებდი და მქონდა წამართვეს და მისი დაბრუნება დროს არ ძალუძს, არც სიყვარულს, შენც კი არ ძალგიძს, ყველაფრის გაცამტვერება გიყვარს და ამას არ უარყოფ. ადამიანებს აშინებს შენს თვალებში ჩახედვა, მაგრამ მე არა. გონება დიადი ფიქრებისგან შეიძლება უდრტვინველად კავდებოდეს, მაგრამ შენ მიგყავს ის და აღარ აბრუნებ. დედებს ართმევ შვილებს და ხელიდან გლეჯ, ასე უბრალოდ ხელიდან გლეჯ და არც ნაღვლობ... ტკივილი მოგაქვს.
უფალო ღმერთო, შენ განაგებ ყოველივეს... სიყვარულს, დროს, სიკვდილს... შენ განაგებ მათ და ეს სწორად მიგაჩნია, მაგრამ ცდები. როდემდე უნდა გაგრძელდეს შენი ზეცად ყოფნა? ტანჯვის გარეშეც შეიძლება ჭეშმარიტების მიღწევა და ადამიანს არ უნდა წაართვა, რაც მისთვის ძვირფასია. არ უნდა წაართვა ის სანუკვარი, ვისთვისაც ცოცხლობს. ამით ხომ ორივეს კლავ... ორივეს."

პ.ს.

უამრავი აზრი მომისმენია... უამრავი. ნამდვილად რომ საჩოთიროდ გაგიხდით კაცს. დავიკარგე რახანია ალბათ ფიქრობთ... ერთ ხანს წერაც დავიწყე საიტისთვის, მაგრამ გამოხმაურება არ ჰქონია, შემდგომში კი ვიფიქრე იქნებ რომანი დამეწერა და გამომეცა, რამენაირად ახლა თუ არა მოგვიანებით-თქო, მაგრამ მინდოდა დამესრულებინა მთლიანად. რამდენიმემ კი მირჩია დადე და განაგრძე წერაო, მაგრამ არ ვიცი რას მომიტანს აქ დადება და ის რომ არავინ წაიკითხოს.
ამ პოსტით, მინდა ასე ვთქვათ (კადნიერებაში ნუ ჩამითვლით) ფორ ლავს კიდევ ერთი შანსი მივცე და ამავე დროს ჩემ თავსაც. ვკითხო მომხმარებლებს, მკითხველებს თუ რაოდენ დაინტერესდებიან ამ ნაწარმოებით, სადაც არ იქნება იმდენი სიყვარული, რასაც ელიან, სადაც არ იქნება დრამა, არ იქნება ცხოვრებისეული გამოცდილებათა ჯაჭვი ან რაიმე სხვა ნაცნობი თქვენთვის და იქნება რაღაც არა ამ ქვეყნიური, რასაც ვერ ახსნით. თუმცა ადამიანურ გრძნობებს შეიძლება ზედმეტადაც ვეხები.
რამდენად დაელოდებით მას... თუ პასუხი უარყოფითი იქნება, მე ჩვეულებრივად იმას განვაგრძობ რასაც აქამდე ვაკეთებდი. წერას.
თქვენ კი ჩემს ლექსებს არ მოგაკლებთ. ყოველშემთხვევაში ვეცდები smile რადგანაც ამ ბოლო დროს, მხოლოდ რომანზე ვარ გადართული...
წარმოიდგინეთ სამყარო, თქვენთვის ნაცნობი ადგილებით, მაგრამ უცნობი წესებით. ასეთი იქნება ეს რომანი. მე კი ვფიქრობ, რომ აქაური მკითხველი ამისთვის შესაძლოა მზად არ იყოს და ამიტომაც ვერ გადამიწყვეტია ბოლომდე მის მზის შუქზე გამოტანა - ამ საიტზე.
პატივისცემით
თქვენი ერკე
მიდასიანთა შთამომავლისა.



№1 სტუმარი მარგარეტი

დისტოპიური/უტოპიური ჟანრის თუ არის აუცილებლად წავიკითხავ. თავიდან ბოლომდე წამოგყვები. ვგიჟდები ამ ჟანრზე. თუ არადა მაინც წავიკითხავ:დ საინტერესოდ კი ჟღერს. ყოველშემთხვევაში გულწრფელი ვიქნები და ვნახოთ.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

მარგარეტი
დისტოპიური/უტოპიური ჟანრის თუ არის აუცილებლად წავიკითხავ. თავიდან ბოლომდე წამოგყვები. ვგიჟდები ამ ჟანრზე. თუ არადა მაინც წავიკითხავ:დ საინტერესოდ კი ჟღერს. ყოველშემთხვევაში გულწრფელი ვიქნები და ვნახოთ.

ჯერ ვფიქრობ და წერის პროცესშიც ვარ. როცა მივხვდები რომ ბოლომდე მიმყავს მერე დავიწყებ დადებას ალბათ. ყოველშემთხვევაში შეიძლება უცებ მომინდეს დადება :D წინასწარ ჩემ ქმედებას ვერც მე განვსაზღვრავ ხოლმე. ჩვეულებრივ პერსონაჟებზეა, რომლებიც ბოლოს აღმოჩნდებიან რომ არ ყოფილან ჩვეულებრივნი.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent