შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი შერიგება (სრულად I)


1-04-2020, 23:23
ავტორი პენელოპე
ნანახია 66 341

წითელი ალიონი იდგა.
მზე ნელ-ნელა მოიზლანზვოდა და ახალგაღვიძებულივით ძლივს მოდიოდა გონზე. ხან ერთ მხარეს მიანათებდა სხივებს, ხანაც მეორეს და კაცი იფიქრებდა, მთვრალია და ნაბიჯები ერევაო. საბოლოოდ, როდესაც ფეხზე წამოდგა, ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა და არე-მარეს თვალი გადაავლო, ერთი კარგად გაიღიმა და წელში გასწორდა.
საოცრება იყო ბებოს სახლიდან გარიჟრაჟის ყურება. ერთი დიდი სიამოვნება გახლდათ ჩიტების ჭიკჭიკი, ფანჯარასთან ახლოს მდგარი ხეების ცქერა და მათი ფოთლების შრიალი. სიმწვანეებით სამეგრელო რომ გამოირჩევა, ეს ალბათ ყველამ იცის, მაგრამ ჩემი თინიკო ბებოს ეზოში ერთი დიდი ბაღ-ვენახია გაშენებული. გაზაფხულობით ლამაზად აყვავილდება და საქორწილო თაიგულს ემსგავსება, ზაფხულში კი იმდენ ხილს ისხამს ხოლმე, მთელი სოფლის ბავშვები აქ იკრიბება. შემოდგომა ხომ საოცრებაა... ჩემს მარტოხელა ბებიას ხან მე, ხანაც ჩემი ძმა, ხან კი სოფლის ჭინკა მაცხოვრებლები ეხმარებიან ვაზის სხლაში, თანაც დაუყვედრებლად მიირთმევენ რქაწითელსა თუ სხვა ჯიშის ყურძენს.
თვალწარმტაცი ხედის ყურებით დაღლილი საწოლიდან ელვის სისწრაფით წამოვდექი, ხალათი მოვიცვი და ბებოს ჩავაკითხე სამზარეულოში. თავისებურად საქმიანობდა, მშვენიერ ჯანზე იყო, არც სახსრები აწუხებდა და არც წნევა.
-თინიკო, რას აკეთებ ამ დილაადრიან?-ვიკითხე სიცილით და მოსალოდნელ პასუხზე წინასწარ გამეცინა.
-ქეთო, მე არაფერს გეუბნები თორმეტ საათამდე რომ წევხარ, მარა გათხოვდები და დედამთილი გამოგიშვებს სახლიდან.-სხაპასხუპით მიაყარა მან, თან საჩვენებელი თითი დამიქნია და თეფშების დალაგება დაიწყო მაგიდაზე.
-არაფერსაც არ გამომიშვებს. ისეთს გავყვები, დედა რომ არ ჰყავს.-თვალი ჩავუკარი. მეც წამოვდექი მისახმარებლად.
-დაგიწყვია გეგმები,-გაეცინა,-ნეტავ, ღმერთმა მომასწროს შენს გათხოვებას და თუ გინდა საღამომდე არ ადგე.
-ნუ ამბობ ეგრე, შენ არასდროს მოკვდები.-გავბრაზდი, თუმცა ლოყაზე ვუჩქმიტე.
ბებიაჩემი ყველაზე ძლიერი ქალია. დედაჩემს, მაკას დედა ახალგაზრდა გარდაეცვალა. რომ გათხოვდა, ცხოვრებას სწორედ მაშინ იწყებდა. ხშირად ამბობს, რაც დავოჯახდი მაგის მერე უდედობა არასოდეს მიგვრძნიაო, - თინიკო ეხმარებოდა ყველაფერში და იმიტომ. ბებია თბილი ქალია, არასოდეს უფიქრია, რომ დედამთილია და ვაი და ვუი, როგორც საკუთარი შვილი ისე მიიღო.
როცა უნივერსიტეტი დავამთავრე და დიპლომი ჩავიხუტე, ბებოსთან წამოვედი, რომ გამეხარებინა. თან ზაფხული იყო, ისე მცხელოდა თბილისში, სუნთქვაც კი ჭირდა, ავიღე ბარგი-ბარხანა და გამოვეშურე თინიკოსკენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობდა. ენგურის ხიდს როგორც კი გადმოლახავ, პირველი სახლი სწორედ ბებიაჩემისაა. სანამ სამამულო ომი დაიწყებოდა ბაბუაჩემი ჭუბურხინჯში (სოფელი აფხაზეთში, გალთან ახლოს) ცხოვრობდა. დალხენილი ცხოვრება ჰქონდა. მანდარინის პლანტაციები ჰექტარებით გაეშენებინა და თავს თავისუფლად ირჩენდა. შემდეგ ბებია მოიყვანა მეზობელი კუთხიდან. ქვეყანას მოევლინა მამა, ერთადერთი შვილი დადიანებისა. მამაჩემი, ლევანი წარმატებული მოსწავლე იყო, სოხუმის უნივერსიტეტში ჩააბარა. ხშირად იხსენებს სტუდენტობის წლებს, თავის სიგიჟეებს და ნათესავების შეკრებისას ყოველთვის მის ისტორიებზე ვხარხარებთ ხოლმე. როდესაც სწავლობდა, სოხუმში გაიცნო დედაჩემი - მაკა. დაოჯახდნენ, ვეება ქორწილი გადაიხადეს და სწორედ მაშინ მოხდა „გინორაუა“ (მეგრ. - გაგდება, ასე ამბობენ მეგრელები იმ საშინელი პერიოდის გახსენებისას).
ცხოვრება ენგურს გაღმა, თინიკოს ამჟამინდელ სახლში გააგრძელეს. ბაბუამ ვერ გაუძლო საკთარი კარ-მიდამოს უპატრონობას,ამიტომ მალევე გარდაიცვალა გულის შეტევით. ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ ებრძოდა იმ აზრს,რომ აფხაზეთი დაკარგული იყო. ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა, რომ ენგურს იქით საკუთარი სახლი ეგულებოდათ და სწორედ მაშინ, როდესაც ცხოვრებას თავიდან იწყებდნენ ბაბუ გარდაიცვალა. ერთადერთი, რამაც აზრზე მოიყვანა ოჯახი, ილიას დაბადება გახლდათ. დაიბადა პირველი ვაჟკაცი და შემოიტანა სიხარული, ბედნიერება.

თინიკო ხშირად ამბობდა, ეს ჩემი მეზობლები უცნაურად გიყურებენო, მაგრამ დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი. მე მათ ბავშვობიდან ვიცნობდი, ვიცოდი, როგორებიც იყვნენ, ამიტომ არ მინერვიულია. ბებოს არ მოსწონდა მათი კომენტარები, გამოხედვები, უკბილო ხუმრობები. ეჭვობდა რაღაცას და არ მეუბნებოდა. ვეჩიჩინებოდი, მომიყევი რა გაწუხებს, ასეთი რა ხდება, ჭკუაზე რომ არ ხარ-მეთქი, მაგრამ თავს გააქნევდა და მარტოს წუთითაც არ მტოვებდა.
ბავშვობიდან მიკრძალავდა ჩვენს თხილნარში მოდარაჯე ქართველ ჯარისკაცებთან კონტაქტს. რამეს დაგმართებენო,ამას მიმეორებდა, მარტოსაც კი არ მაწვენდა ოთახში. ხან ილიასთან გამიშლიდა, ხან დედასთან, ხან კი თვითონ მომიწვებოდა ხოლმე. მე მეცინებოდა, რა მშიშარა ქალი ხარ-მეთქი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამისათვის მას მიზეზი ყოველთვის ჰქონდა. უფრო ცოტა გვიან კი მივხვდი,რომ სინამდვილეში მას ქართველი ჯარისაკცების კი არა, ასეულ მეტრში მდგარი აფხაზების ეშინოდა.
ჩემი ჩამოსვლიდან მეორე კვირის თავზე თინიკომ საღამოსკენ დამიბარა, ლელასთან გავდივარ ორი წუთით და მოვალო. ორი წუთით იმიტომ,რომ დიდი ხნით ვერ მელეოდა. კარგი-მეთქი, თბილად ვუპასუხე და ტელევიზორის ყურება განვაგრძე.
ღამე დარჩენა არც ისე მომწონდა. მაშინ მოუვიდოდა ჩემს ტვინს ყველა საშინელებათა ფილმის გახსენება და მუდმივად ის სცენები მელანდებოდა. ფეხები დივანზე ავკეცე, პლედი თბილად მოვიხურე და ტელევიზორს ხმა საკმაოდ დავუწიე. თინიკო გავიდა, კარიც ფრთხილად გაიხურა, თუმცა ათი წამის შემდეგ კარმა ისევ დაიჭრაჭუნა. კინაღამ გული გამისკდა, უკან მოხედვას ვერ ვბედავდი და კანკალმა ამიტანა.
-ბებო? - დავიწკმუტუნე და ფეხზე პლედიანად წამოვდექი. პასუხი არავინ გამცა.-ბებო, მიპასუხე!-უფრო ომახიანად შევძახე, თან ტელეფონი მოვიმარჯვე და თინიკოს ნომრის აკრეფა დავიწყე. მობილური ყურთან მივიდე, ზარის ხმა სახლში გაისმა, ტელეფონი კი უკნიდან ვიღაცამ გამომართვა.
-არც კი გაბედო ხმის ამოღება!-ჩუმად დაიჩურჩულა რუსულად წვეროსანმა და იარაღის ლულა კისერთან მომადო.
-ვინ ხარ?-შეტრიალება დავაპირე,შევკივლე, მაგრამ მკლავზე უხეშად მომკიდა ხელი და თვითონ შემომატრიალა. ჩემს წინ შუა ხნის, ასე 50-55 წლის მამაკაცი იდგა, წვერით, სამხედრო, მწვანე ფორმითა და იარაღით.
-ასე გიპასუხებ, კაი?-მითხრა თუ არა რაღაც თეთრი ნაჭერი პირსა და ცხვირზე ამაკრა, ხელებში მომიქცია და მანამ დამელოდა, სანამ საბოლოოდ არ გავითიშე.
. . . .
ნაცემივით მტკიოდა მთელი სხეული. თვალები ნელა, წვალებით გავახილე და არეულ გამოსახულებას უაზროდ დავაკვირდი. ჩემმა გონებამ კუს ნაბიჯებით დაიწყო მომხდარის გაანალიზება. ოდნავი გამოძრავებისას საწოლმა ყურისწამღებად დაიჭრაჭუნა. თავი მივატრიალე, ზემოთ ავიხედე, ძირს დავიხედე და მივხვდი, რომ მარტო ვიყავი. ოთხი ხის კედელი, ორი ფანჯარა და ერთი ძველებური საწოლი, რომელზედაც ვიწექი უცნობი გახლდათ ჩემთვის.
ნელა წამოვდექი, გადასაფარებელი უხეშად მივაგდე. შევამჩნიე, რომ ისევ იგივე ტანისამოსი მეცვა(ოდნავ დავმშვიდდი). ფეხშიშველი, მხოლოდ წინდებით ვიყავი.რამდენიმე ნაბიჯი ნელა გავიარე, კართან მივედი და ყური ვუგდე. არაფერი. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.
სახელურს ხელი ფრთხილად დავადე. უხმაუროდ გამოვაღე და გავიხედე. მარცხნივ ხის კიბე, პირდაპირ კორიდორი და რამდენიმე კარი, ალბათ სხვა საძინებელი ოთახები. კიბეს ნელა დავუყევი, არც კი ვიცოდი რაზე მივდიოდი, ან სად ვიყავი, ვისთან და საერთოდ, რატომ?!
ბოლო საფეხურს დავაბიჯე თუ არა შევჩერდი. ნელა გავიხედე, მისაღებ ოთახში რამდენიმე ადამიანი დივანზე მოკალათებულიყო. ჯარისკაცის ფორმა ეცვათ ოთხივეს, წვეროსანი მაშინვე ვიცანი, როგორც კი თავი გვერდით მიატრიალა. რაღაცაზე საუბრობდნენ, მათი ხმები გარკვევით მესმოდა, მაგრამ ენა - არა. არც ქართული იყო, არც მეგრული, რუსულს წააგავდა რაღაცით. ტვინმა განგაში ატეხა. საერთოდ არ მომწონდა ის,რაც იმ წამს გავიფიქრე.
მაშინვე მივხვდი, აფხაზების ხახაში რომ აღმოვჩნდი. ბებოს გაფრთხილებებიც ამოატივტივა გონებამ, შიშის ნაცვლად გამბედაობა მოვიკრიფე, კიბეებისაკენ დავიძარი რომ უჩინარივით გავქცეულიყავი აქედან, როდესაც ერთ-ერთმა ფორმიანმა დამიძახა.
-მოდი ჩვენთან.-მომმართა რუსულად, თან ხელიც დამიქნია. კინაღამ გული ამერია მის მზერაზე. საზიზღარი, ამაზრზენი გამოხედვა ჰქონდა. ასანთის ღერს ღეჭავდა. ღრმად ამოვისუნთქე, იმის გარკვევა თუ რატომ ვიყავი, არ მაწყენდა, ამიტომ მის ნებას დავემორჩილე, გაავებული დავადექი თავზე.
საშინელი სუნი იდგა. სიგარეტის, არყის, შემწვარი ხორცისა და სიბინძურის.
-აქ რას ვაკეთებ?-გამოკვეთილი რუსულით ვიკითხე. წვეროსანმა ჩემკენ გამოიხედა, იდიოტურად გამიღიმა და მის გვერდით დივანზე ხელი დაატყაპუნა.
-მოდი, დაჯექი.-თავისი ბებრული კბილები გამოაჩინა.
-მიპასუხე! აქ რას ვაკეთებ? საერთოდ ვინ ხართ? ახლავე პოლიციაში..
-კაი ერთი,-მისმა ხარხარმა გამაწყვეტინა.-იცი მაინც სად ხარ? პოლიცია არა ის კიდე..
-თქვენ ნორმალური ხართ? რა უფლებით? ჰა?-ყვირილი დავიწყე. ნერვები მომეშალა მათი უაზრო ცინიკური გამოხედვის გამო და იქვე მიგდებული არყის ჭიქა იატაკზე დავანარცხე.
-ეს რა მოურჯულებელი წამოგიყვანია, დამირ.-ჩემს საქციელზე კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა.
-შენ თავი ვინ გგონია, ჰა?-ჩემი გამტაცებელი, ანუ დამირი ფეხზე წამოდგა.-ზედმეტი კითხვებისგან თავი შეიკავე, თორემ ამას შემდეგში არ გაპატიებ!
-შემდეგი არ იქნება, რადგან მივდივარ.-ღვარძლიანად დავილაპარაკე და უკან მოუხედავად, ჩქარი ნაბიჯით დავიწყე სიარული, თუმცა ფეხებთან რაღაც მომხვდა. იმდენად ძლიერად ჩამარტყა ვიღაცის ხელჯოხი, რომ იქვე ჩავიკეცე. არც კი დამცალდა რამდენიმე ნაბიჯის გავლა. ვიღაცას დაუძახა, მიხედეო, შემდეგ კი შეიგინა და დანარჩენებთან ერთად სახლიდან გავიდა.
მაშინ გავაანალიზე, რომ დიდ შარში ამოვყავი თავი. ვიღაც ქალმა ფეხზე ძლივს წამომაყენა, მოძველებულ სამზარეოულოში შემიყვანა და სკამზე დამსვა. თბილად მიყურებდა თავისი სევდიანი თვალებით და ცერებით ცრემლებს მწმენდდა.
-სად ვარ?-ამოვილუღლუღე და ამჯერად ჩემი თითებით გავიმშრალე ცრემლები.
-აფხაზეთში ხარ, შვილო.-ჩუმად დაილაპარაკა, თან სალფეთქი დამაკავა და გვერდით მომიჯდა.-ეს დამირ ჩქოთუას სახლია. ის კაცია, ვინც მოგიყვანა.
-და რატომ მომიყვანა? მე მას საერთოდ არ ვიცნობ.-ამოვისლუკუნე და განერვიულებულმა წყლის ჭიქა უხეშად გავწიე.-ან აფხაზეთში რა მინდა, როგორ მომიყვანა, ღმერთო!
-ცოლად უნდიხარ...
პირველი შოკი მაშინ დამემართა. მე ვიღაც ხანშიშესული კაცი რად მინდოდა? ჭკუიდან გადავედი. უღმერთოდ დავიწყე წყევლა, ყველაფერს ხელს ვკრავდი, ხელებით თმებს ვიგლეჯდი და ნერვებზე ვიშლებოდი. ქალი ანერვიულდა, არ იცოდა რა ექნა, ეშინოდა ვინმესთვის დაძახება და ჩემი გაჩერება, ამას ვხედავდი.
-დაწყნარდი, გთხოვ, - მემუდარებოდა იგი, მაგრამ მე ისიც ფეხებზე მე/კიდა და სხვა დანარჩენიც.-გაჩუმდი, თორე მოვა და მერე მართლა ვეღარ გადაურჩები!
-მივდივარ!-მკვეხად მივუგდე, სამზარეულო დავტოვე და გასასვლელი კარი ხმაურით გამოვაღე. მაშინვე თავზე დამადგა რამდენიმე დაცვის წევრი და კითხვისნიშნიანი მზერები მესროლა.
-გამატარეთ!-დავუყვირე მათ, თუმცა ხელები ჩამავლეს, ისევ უკან შემაგდეს და კარიც მომიჯახუნეს.
ეს სად აღმოვჩნდი, ღმერთო?!

იმ დღეს ოთახიდან არ გამოვსულვარ. გასაქცევს გეგმებს ვაწყობდი. ფანჯარასთან ერთი დაცვის წევრი იდგა, ეზოს მთლიანად აკონტროლებდნენ. მხოლოდ ღამით, როდესაც ერთმანეთს ეცვლებოდნენ შუალედი იყო სამი წუთი, როდესაც გაქცევა უნდა მომესწრო. ერთხელ ვცადე, მაგრამ როგორც კი ცალი ფეხი ფანჯრიდან გადავყავი, მაშინვე შევამჩნიე არხეინად მომავალი ერთ-ერთი დაცვის წევრი. მეორეჯერაც, მაგრამ სანამ ფანჯრიდან გადახტომისთვის აუცილებელ გამბედაობას მოვიკრეფდი, მანამ გაცვალს ერთმანეთი.
დამირს ალბათ ჩემთვის არ ეცალა, თორემ აუცილებლად შემოალაჯებდა თავისი გამხმარი ფეხებით და ისევ ხელჯოხს მითავაზებდა ცხვირ-პირში. ერთადერთი ვინც მაკითხავდა ის მოხუცი ქალი, ირმა იყო, რომელმაც მამცნო ჩემი დანიშნულება ამ სახლში. თბილად მექცეოდა, ახალ-ახალი ამბები მოჰქონდა და აფხაზეთის სილამაზეზე აღფრთოვანებული მიყვებოდა. საერთოდ არ მედარდებოდა ის ფაქტი,რომ ქართველებისთვის საოცნებო ადგილას ვიყავი. სახლში მინდოდა, ბებიაჩემთან,ჩემს ოჯახთან.
მე ოჩამჩირის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი. მითხრა, ჯერჯერობით გმალავს, რადგან რომ გაიგონ გოგო საქართველოდან მოიტაცა, მაშინვე მოკლავენო. ნეტავ გაიგონ-მეთქი, მაშინვე წამოვიძახე, თუმცა მან პირჯვარი გამოისახა და ღმერთმა ნუ ქნასო, დაიჩურჩულა. არ ვიცი რატომ იყო ასეთი ტრაგიკული ჩემი აქ ყოფნის ამბავი სხვებს გაეგოთ, თუ ასეთი გავლენიანია(იქიდან დავასკვენი,რომ უპრობლემოდ გადმოკვეთა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია.)ეგ დამირი, ვისი ან რისი უნდა ეშინოდეს?
ოთახის ფანჯრიდან ნამდვილი სილამაზე გადაშლილიყო. კავკასიონის მთები, მწვანედ შეფერილი გარემო, ნაძვები, ფიჭვები, ციტრუსის ხეები, ყველაფერი ის, რითიც ცნობილია აფხაზეთი. მელამაზებოდა, მომწონდა ეს გარემო, ეს სუნი, რაც ფანჯრის გაღების შემდეგ ოთახში შემოდიოდა, მაგრამ მე ასეთ სიტუაციაში არ უნდა ჩამოვსულიყავი, არ უნდა მოვეტაცებინე ვიღაც აფხაზ მოხუცს და ცოლად არ უნდა დავესვი.
ამის გაანალიზებისას...იმის გაფიქრებისას თუ რა რეაქცია ექნებოდა თინიკო ბებოს ჩემი არ ყოფნისას, ტირილი მინდებოდა. მძულდა ყველაფერი:საზღვრები, რომელიც უფლებას არ მაძლევდა აქედან გავსულიყავი, ის ჯარისკაცები, რომლებიც ასე უსირცხვილოდ იცავდნენ ვითომ თავიანთ საკუთრებას და მე მიზღუდავდნენ დამსახურებულ თავისუფლებას.
ის ღამე ძლივს გავათენე. შრიალზეც ისტერიკა მეწყებოდა. ძველი კომოდი კარს მივამაგრე, თითქოს ამით ვინმეს შევუზღუდავდი ოთახში შემოსვლას. ფანჯარა საგულდაგულოდ ჩავკეტე, შუქი ჩავაქრე, ზედმეტი ყურადღება რომ არ მიმექცია. დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა. საათი, ტელეფონი, არაფერი მქონდა თან. ძლივს გათენდა და როდესაც ფეხზე წამოვდექი, უჩვეულო ჩოჩქოლი გავიგე. ხმაური, რაღაც ყვირილის მსგავსი. ქვევით ჩასვლის იდეა არ მომწონდა. რამე რომ დაეშავებინათ?! ხმაური ისევ გაძლიერდა. უკვე ვეღარ ვითმნედი, იქნებ მამაჩემი იყო?! ამის გაფიქრებისას ჩქარი ნაბიჯებით ჩავიარე კიბეები,გასასვლელი კარი გამოვაღე თუ არა ეზოში ათობით ადამიანი შევნიშნე. ერთი დამირი, მეორე ირმა, დანარჩენი დაცვის წევრები და უცნობი ადამიანები. მამაჩემი არ ყოფილა, არც ვინმე ნაცნობი.
დამირის წინ...
იცით ვინ იდგა?
აი ის ვის გამოც დაიწერა ეს ისტორია.
მაღალი, ახოვანი, მოვლილი წვერით, გრძელი, ლამაზი თითებითა და საოცარი, საოცარი თვალებით. წყვდიადივით შავი, სიკვდილივით ბნელი და წყლიანი...ბევრი რამ გადატანილი, დატანჯული, თუმცა მაინც ძლიერი, მაინც ლამაზი და საოცარი.
-ქალი მოიყვანე, დამირ?-ისეთი დამცინავი ხმით ჰკითხა ჩემს გამტაცებელს, დამირმა შიშნარევი მზერით ჩემკენ გამოიხედა. თვალები დამიქაჩა სახლში შედიო, მაგრამ მისი მზერა ნაკლებად მადარდებდა იმ წამს. მამაკაცი იარაღით ხელში იდგა დამირის პირისპირ. უკან რამდენიმე ადამიანი ედგა.
-ცოლია ჩემი,-მაშინვე მიუბრუნა პასუხი და თავმომწონედ გაიღიმა.
-ცოლი რად გინდა შენ?-მას გულწრფელად გაეცინა და გამომხედა. კინაღამ მოვკვდი მის ირონიულ მზერაზე. წამით არაფერი თქვა, შემდეგ კი ისევ განაგრძო.-მოიტაცე?!
-თავისი ხელით ჩამაბარა მამამისმა.-იმხელა ტყუილი დააბრეხვა, ნაბიჯი გადავდგი მისთვის ცხვირ-პირი რომ გამეერთიანებინა, მაგრამ ირმამ მკლავზე ხელი მომკიდა და გამაჩერა. მამაკაცმა შეამჩნია ირმას მოქმედება და წარბები უცნაურად შეჭმუხნა.
-რა გქვია?-ერთი ნაბიჯით გვერდით გაიწია, თავისუფლად რომ დავენახე და თავით მანიშნა, რომ მე მეკითხებოდა.
-ქეთი,-მაშინვე ვუპასუხე. ჩემი სხეული სიმხურვალემ მოიცვა.
-ქეთევანი,-შეასწორა დამირმა.
-ქეთი მქვია!-არ დავთმე. მამაკაცს გაეცინა ჩემ საქციელზე და რამდენიმე ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა.
-და გვარი?-წარბები აზიდა. თავი გვერდით გადახარა. დამირმა ისევ გადაწყვიტა ჩარევა(ალბათ არ სურდა იმის გამოაშკარავება, რომ ქართველი ვიყავი), თუმცა მამაკაცს მზერა გაუცივდა, გაბრაზდა და ხელის აწევით გააჩერა.
-დადიანი. ქეთი დადიანი,-ჩუმად დავილაპარაკე და თვალი გავუსწორე. თვალები აენთო, გაუკვირდა. მარცხენა ხელზე ჩაბღუჯული იარაღი უცნაურად გააქნია.
-ესე იგი, დადიანი.-თავისთვის ჩაილაპარაკა, ჩემგან ზურგით დადგა და ისევ დამირს მიუბრუნდა.-ცოლი მოიყვანე თუ ბავშვი გასაზრდელად?-ორაზროვნად იკითხა მან. მის შეფასებაზე თვალები ავატრიალე.
-ჩემი ქალი მოგეწონა, დემნა?-დამირმა მამაკაცს გვერდულად გაუღიმა. სითამამე შეემატა, მან არაფერი რომ თქვა ჩემს ეროვნებაზე. ესე იგი, დემნა. ღმერთო, რა ღორია, შიშისგან კვდება და ამიტომ ეპირფერება ამ ახალგაზრდა ბიჭს ამხელა კაცი.
-რატომ მეკითხები, გამატან?-სრული სერიოზულობით ჰკითხა მან.
-ცოლია-მეთქი, როგორ გაგატანო?-დამირს შიშის ტალღებმა დაუარა.
-ვხუმრობ. შენი არაფერი მჭირდება, ხომ იცი.
-მე მისი არ ვარ!-მაინც ვერ გავძელი და ხმამაღლა წამოვიძახე. მაშინვე რამდენიმე წყვილი თვალი მომაშტერდა.
-ჯერ.-შეასწორა დამირმა და თვალები ისევ დამიქაჩა. გულის რევის შეგრძნება დამეუფლა მის რეპლიკაზე.
-ცოლთან უთანხმოება გაქვს?-ქილიკით იკითხა დემნამ. შემდეგ მხარზე იარაღიანი ხელი მიუტყაპუნა(გაფრთხილება ერთგვარი.) და მე თავი დამიკრა.-ნახვამდის, რძალო!

მისი წასვლის შემდეგ მან ხელის გარტყმა დამიპირა. შეიგინა, გაბრაზდა, რომ დემნას კითხვებს ვპასუხობდი და სიმართლე ვილაპარაკე. მისი მოქნეული ხელი ავიცილე, კიბეები სწრაფად ავირბინე და ისევ ოთახში შევიკეტე. რამდენიმე წუთი კარს ეჯაჯგურებოდა, ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუმცა დაიღალა და ქვევით ჩავიდა.
გავაცნობიერე, რომ დღეს თუ არა ახლო მომავალში ძალადობის მსხვერპლი გავხდებოდი. ხელჯოხი ფეხებზე მონაგონი იქნებოდა, რაც დამემართებოდა. თან ჩემი გამტაცებელი ლოიალობას არ იჩენდა ჩემს მიმართ, პირიქით, ყოველ შესაძლებლობაზე მემუქრებოდა, ხელით იწევდა და მაინც დაუნდობლად ამბობდა, რომ მე მისი ცოლი ვიყავი. გესმით რას ვამბობ?! წუთით წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილას. მოხუცი, დაღრეჯილი აფხაზი თავს ჩემს მეუღლედ აცხადებდა; სადღაც გადაკარგულ სოფელში ვყავდი დამწყვდეული და ახლობლებთან საუბრის უფლებას არ მაძლევდა. თან იტყუებოდა, მამამისმა მომათხოვაო.
კარზე კაკუნი გაისმა. ირმა ვარო, ჩურჩულით თქვა და მეც კარი ფრთხილად გავაღე, - მეშინია დამირი არ იდგეს ხელჯოხით ხელში. ირმას ოთახში შემოვუშვი ლანგრით ხელში და კარი ისევ ჩავკეტე. ჩემს ჭრაჭუნა საწოლზე ვთავსდები, ლანგარი ტუმბოზე დავდე და ირმას ვუბრუნდები.
-წავიდა დამირი,-მამშვიდებს.-ქეთო,რამდენჯერ გითხრა, ნუ ეპასუხები-მეთქი, რამეს დაგმართებს!
-ნახე რაები მოიტყუა? თურმე მამამ გამათხოვა სამოცდაათი წლის კაცზე,-ასაკს ვაზვიადებ, თუმცა არც ჩამოუვარდება დიდად.
-სხვა გზა არ ჰქონდა, რომ არ მოეტყუებინა.-შეწუხებულს აღმოხდა.-ის ბიჭი..დემნა, მთელს აფხაზეთს ეშინია მისი.
-ეშინია? ასეთი საშიში არ სჩანდა.-ინტერესით ფეხებ გადავაჯვარედინე, გემრიელად მოვთავსდი ლოგინზე და ირმას ყური ვუგდე.
-რომ ეთქვა, ძალით მოვიტაცეო, გაგიჟდებოდა. არ უყვარს ქალთან უდიერად მოქცევა,-აღნიშნა ქალმა. გულზე სასიამოვნოდ მომელამუნა მისი ეს თვისება.-არავინ იცის საიდან მოვიდა, ვინ არის, მშობლები ვინ ჰყავს. რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა სოხუმში და მას შემდეგ ხავსივით მოედო მთელს აფხაზეთს მისი სახელი.
-რამდენი წლისაა? ვინ არის?
-დემნა აფხაზავა, ასე ჰქვია. მეგრული გვარი კი აქვს, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, რუსეთიდან მოვიდა. უბრალოდ დიდი ბაბუა ჰყავდა ქართველი, შემდეგ კი გავრუსდითო. ოცდაათი წლისაა, სოხუმში ცხოვრობს.
დემნა აფხაზავა. რუსი(?), ქართული გვარითა და სახელით. ტანზე ჟრუანტელმა დამაყარა.
-დამირს საიდან იცნობს?
-დამირი ნამდვილი ჩვარია,-ახლოს მოიწია და ისე მითხრა. ოდნავ გავიღიმე ამგვარ დახასიათებაზე.-არაფერი გამოსდის, არავისთან სიტყვა არ ეთქმის, ამიტომ დემნას შესჩივის ყოველთვის. დემნა გავლენიანია, კრიმინალური ავტორიტეტია, როგორც ეძახიან.
-კრიმინალური ავტორიტეტი? კაი, რაა,-დავიწკმუტუნე მე. არაფერი ეტყობოდა მსგავსი. პირველად მაშინ გავაცნობიერე,რომ აფხაზეთში ვიყავი.
-იცი რამდენი საქმე გაურჩევია?! ყველა მასთან დარბის.
-ასეთი ნდობა საიდან დაიმსახურა?-დავინტერესდი მე.
-ყოველთვის სიმართლეს ამბობს და იქედან.
-რომ ვუთხრა მომიტაცა-მეთქი, დამეხმარება?-აზრი მომივიდა, მაგრამ ირმამ თვალები დამიქაჩა.
-არც კი გაიფიქრო, საშინელება მოხდება!-ჩუმად მისაყვედურა, თან ფეხზე წამოდგა.-ერთი საკითხია, მას ქალებზე ძალადობა რომ არ მოსწონს, მაგრამ მეორე...
-ჩემი ქართველობა, ხომ?-აწყლიანებული თვალებით ვკითხე.-არ დამეხმარება, მხოლოდ იმიტომ,რომ ქართველი ვარ.
-დიახ, თან არა მგონია შენს სიტყვას დიდად ენდოს.-ირმამ ღრმად ამოისუნთქა. - ჭამე ახლა, ისედაც მშიერი ხარ რამდენი ხანია. ჰო კიდევ,-გაახსენდა უცებ,-ხვალ სტუმრები გვეყოლება. დამირი ტანსაცმელს მოგიტანს. მის მოსვლამდე დაიბანე, ჯერ არ დაბრუნდება.
იმ ცხოველის მოსვლამდე ბანაობაც მოვასწარი და დაწოლაც. შიშნარევად ჩავიბღუჯე ბალიში და კარის შემომტვრევას წუთი-წუთზე დაველოდე.
კარი გააღო. თავისი ცხოველური ხელებით შუქი აანთო და დამიყვირა, ადექიო.
-შენ ვის ეურჩები, გოგო, ვის!-მაშინვე ღრიალი მორთო, საბანი გადამაძრო და მკლავზე ხელი ჩამავლო. იატაკზე მომისროლა.-ხომ გითხარი, ასეთ საქციელს არ გაპატიებ-მეთქი! ხომ გითხარი!-პირი მოაღო, თავისი მარჯვენა ჩემს წელს დაარტყა და კინაღამ ორად გადამტეხა. ამოვიკვნესე, ტკივილისგან ჭიასავით ოთხად დავიკლაკნე და იატაკზე გავწექი. გაცეცხლებული, გაავებული თვალები მომაპყრო, არ დაკმაყოფილდა და თმებით მითრია.
-გამიშვი!-დავიყვირე, ამოვიკვნესე, მაგრამ უშედეგოდ. ოთახში ირმა ეცადა შემოსვლას, მაგრამ მრისხანედ დაუყვავა, აქედან გაეთრიეო.-შენ რა უფლება გაქვს,ქართველო,რა?! რიგითი ხარ/ჭა ხარ ჩემი, გესმის? ამდენს რატომ ტლიკინებ...
-გამიშვი, გთხოვ!-ამოვისლუკუნე, მაგრამ მან კისერზე მომიჭირა თავისი ტორები და ჩემი დახრჩობა დაიწყო.
-კიდევ გაბედავ? მითხარი!-ისე გაცეცხლებული საუბრობდა შემაფურთხა კიდეც საუბრისას, გაუმართლა, თორემ თავზე დავარწყევდი. თავი ძლივს დავუქნიე, ხრიალისებრი ხმა ამოვუშვი და ამით დავუდასტურე, რომ არა, აღარ გავბედავდი იგივეს.
ღრმად ამოისუნთქა. ხელები შარვალზე შეიწმინდა, კარს გასაღები გამოაძრო, ჯიბეში ჩაიდო და ხმაურით ჩაირბინა სახლის კიბეები.
-ცხოველი!-ქართულად ჩავიდუდღუნე, ცრემლი მოვიწმინდე და დამცირებული, ნატკენი, ძალაგამოცლილი, ირმას საღამურებით ჩაცმული ლოგინზე უგონოდ დავემხე.

მეორე დილას მართლა ნაცემს გამეღვიძა. მტკიოდა ზურგი, თმის ძირები, შესაბამისად, თავი და კისერი, სადაც სილურჯე მეტყობოდა. მისი ხუთივე თითი ზურგზე...ირმამ მამცნო, ჩამოდი, მოვიდნენო.
იმ ცხოველის მოტანილი წითელი, საკმაოდ ამოღებული და არც ისე მოკლე კაბა ჩავიცვი. ატლასის ქსოვილის, სრიალა, შესანიშნავად ჩანდა ჩემი დალურჯებული კისერი და ზურგზე დაღად დასმული ხუთი თითის ნაწილი. მისი მოტანილი შავი მაღალქუსლები ზიზღით მოვირგე, თმა უბრალოდ მაღლა ავიწიე და კარი გამოვხსენი. სხვა გზა არც მქონდა, რომ მას არ დავმორჩილებოდი. ისევ მცემდა, ისევ დამარტყამდა.
ნელა ჩავიარე კიბეები და მაგიდასთან მოკალათებულ რამდენიმე ადამიანს დავაკვირდი. ზურგიდან ვიცანი, რომ იქ იჯდა...ჩემკენ შემოტრიალდა და უცნაურად შემომხედა. თავისი ლამაზი თვალებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, გაყინული მზერა ჰქონდა. უემოციო, არაფრისმთქმელი. დამირმა ამაყად გადმომხედა, ეამაყებოდა „ცოლი“ ასეთი ახალგაზრდა, ასეთი ლამაზი, ასეთი ნაცემი...
-გამარჯობა,-გამტყდარი ხმით დავილაპარაკე და დამირის მიერ მითითებულ ადგილას დავდექი. სუფრის თავში, მის გვერდით.
დემნამ ჩემკენ გამოიხედა. წყალი მოსვა და დაელოდა, რა მოხდებოდა.
-ლამაზად გამოიყურები, ცოლო.-კბილები დაღრიჯა, წელზე ხელი მომხვია და ახლოს მიმიზიდა. სუფრასთან რამდენიმე ისხდა. დემნა, ის სამი ადამიანი პირველ დღეს დამირს არჩევანი რომ დაუწუნეს და დანარჩენი ორი უცნობი. სახე წამიხდა მისი ხელის შეხებაზე.
-ფეხზე უნდა ვიდგე?-უკმაყოფილოდ ვიკითხე.
-რა თქმა უნდა,-იძულებით გამიცინა მან.-აბა, აქ ხო არ დაჯდები?-ჰო აბა, რა, როგორ გავბედავ. იდიოტი, ჩამორჩენილი, გოიმი არსება! მაგიდას თვალი გადავავლე. ცხოველთა სასაკლაოს უფრო ჰგავდა, ვიდრე სადილს. თხის ფიტული ამაყად ჩაედგათ შუაში. აფხაზი კაცი ხომ მისი გარეშე წარმოუდგენელია. სუფთა ჩამორჩენილი, ღორი! თხის გარეშე არსებობა რომ არ შეუძლიათ ეგეთი მონსტრები, პირველყოფილები...
-ქორწილი როდისაა?-უეცრად იკითხა დემნამ.
-ჯერ ვერ იქნება, იცი შენ.-დამირმა მოკრძალებით ამოილაპარაკა.-მაგრამ ბევრს არ გალოდინებ, ძვირფასო.-ვითომ თვალისმომჭრელად გამიღიმა, თან წელზე მომეფერა. უკვე ცუდად ვხდებოდი. ფერი დავკარგე..
-ანგელოზივით გოგოა, ყოჩაღ დამირ.-კომპლიმენტი მითხრა ერთ-ერთმა, რომელიც დემნას გვერდით იჯდა. მან მისკენ თავი მიატრიალა, მერე ისევ მე შემომხედა და ნათქვამი თავის დაქნევით დაადასტურა. შემდეგ სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან, მე შემომხედა, მერე ისევ თითებში მოქცეულ ღერს და ფეხზე წამოდგა.
-მოწიე აქ, რაზე გახვალ.-დამირმა ნება დართო.
-არ მიყვარს სუფრასთან მოწევა,-უკმეხად მიუგო, ჩემთვის გვერდი უნდა აევლო, მაგრამ გაჩერდა და მკითხა:- საპირფარეშოს მაჩვენებ?
-დიახ,-ვუთხარი უცებ. ერთი სული მქონდა დამირს ხელი აეღო ჩემი წელიდან.
-მე გაჩვენებ,-უცებ ჩაერთო ჩემი „მეუღლე“.
დემნას გაეცინა.-კი არ შევჭამ, უკან დაგიბრუნებ უცებ.-ყოყმანით დაეთანხმა იგი და უფლება მომცა გავყოლოდი. საპირფარეშო გარეთ ჰქონდა ამ სახლს. არა, უნდა ვაღიარო მოწესრიგებული, სუფთა იყო იქაურობა.
გვერდიგვერდ მივდიოდით, ხმა არ ამოგვიღია არც ერთს. კარი თვითონ გამოაღო, პირველი მე გამატარა. დაცვის წევრებს კითხვისნიშნები გამოესახათ ჩვენ ერთად დანახვაზე, თუმცა უხმაუროდ გაგვატარეს,დემნას მოწიწებით დაუხარეს თავი. უკანა ეზოსკენ დავიწყეთ სვლა, როდესაც მკალავზე ხელის მოკიდებით გამაჩერა.
დამაკვირდა. მომიახლოვდა და ნიკაპზე ხელის მოდებით თავი ამაწევინა:-გცემა?-ხმა ჩაუწყდა. განრისხებული თვალებით დამაშტერდა. ოდნავ გადმოიხარა, ისე რომ თავისუფლად ვგრძობდი მის სუთქვას ყელზე. რამდენიმე წამი ჩემს ზურგს დააშტერდა,შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან გაიწია და მოუთმენლად დაელოდა ჩემს პასუხს.
-არა,-ვიცრუე მე. თვალი გავუსწორე, რომ დაეჯერებინა. არ მინდოდა, იცით...არ მინდოდა ეფიქრა, თითქოს მე სამოცი წლის მამაკაცმა მცემა. რომ მე ასეთი სუსტი, უსუსური, უძლური ვიყავი ძალადობის წინაშე. დაბლად გადაპარსულ თმაზე ხელი გადაისვა, სიგარეტი პირში ჩაიდო და მოუკიდა.
-მიდი, შედი.-უდარდელად მითხრა, თვითონ იქვე დადგა და მოწევა გააგრძელა. ანუ, საპირფარეშო არაფერში სჭირდებოდა და უბრალოდ გამომიყვანო იმის გასარკვევად, ნაცემი ვიყავი თუ არა. ნაწყენს, სიმწრისგან გამეღიმა. უსიტყვოდ შემოვბრუნდი.
ოთახში შევედი, თუმცა ვერ მივხვდი რა მექნა. სად წავსულიყავი, ვისთან. ირმამ ხელი დამიქნია, ჩემთან მოდიო. თან დამირმაც დამინახა, რომ დემნასთან აღარ ვიყავი, ამიტომ მშვიდად გავემართე ჩემი ერთადერთი მეგობრისკენ იმ სახლში.
-ძალიან ლამაზი ხარ, ქეთო.-თვალებგაბრწყინებულმა შემაქო ირმამ.
-მადლობა,-დავიმორცხვე, ლოყაზე ვაკოცე და იქვე ჩამოვჯექი.
-ესენი საღამომდე არ დაიშლებიან,-შეწუხებულს აღმოხდა.-ასე იციან, დათვრებიან, ერთ მაგიდასთან სხედან და მერე ერთმანეთს ესვრიან.
-რა ღორობაა,-მაშინვე დავაკომენტარე დაუფარავად.
-კაცები ასეთები არიან, ქეთო.
-ჩვენთან ასე არ ხდება. სტუმარი ღვთისაა და რომც მოკვდნენ, სტუმრის თვალწინ იარაღს არ გაისვრიან.-ამაყად შევაქე ჩემი ქართველები.-კი, მართალია ჩვენთანაც უყვართ ღორის ხორცი და დღესასწაულები ამის გარეშე წარმოუდგენელიცაა, მაგრამ თქვენს სუფრებზე ყოველთვის ნამდვილი სასაკლაოა. მე ეს ნორმალურად არ მიმაჩნია.
-შენ ალბათ გაგიჟდები,რომ ნახავ ჩვენი კაცები რითი ბრუნდებიან ნადირობიდან.-მსუბუქად გაიცინა.-აფხაზი კაცისთვის სტუმარზე მნიშვნელოვანი არაფერია, როგორც ჩანს არასწორი წარმოდგენა გაქვს ჩვენზე. უბრალოდ, აქ სხვა სიტუაციაა,-ირმა ჩემკენ გადმოიხარა,ხმას დაუწია და ისე გააგრძელა საუბარი:-დამირი ცუდ რაღაცებს აკეთებს... ასე ვთქვათ, შეუფერებელს კრიმინალური სამყაროსთვის, მიუღებელს, სწორედ ამიტომაა სახლში რომ პატიჟებს მათ, ასე ელოლიავება, კანკალებს მათ წინაშე..
-გული მერევა მასზე, არაადამიანია!-როლებში შევიჭერი, ფეხზე წამოვდექი და ხმასაც ოდნავ ავუწიე. ცრემლები მუჭით მოვიწმინდე, ისევ სკამზე დავჯექი.-მე მისი ცოლი არასოდეს გავხდები.-ჩემს თავს ვაჯერებდი. ირმა ჩვეულებრივ შეხვდა ჩემს მორიგ ემოციურ აფეთქებას და ყურადღებით დამიწყო მოსმენა.-მე მთელი ცხოვრება წინ მაქვს, ირმა. მეყოლება ჩემი შესაფერისი ქმარი, იმდენი შვილი, რამდენიც მე მინდა, ისეთი ცხოვრება, როგორსაც მე ვგეგმავ და არა ასეთ ცხოველთან ერთად ყოფნა. არ მინდა, არ მინდა, ჯანდაბა ჩემს თავს, ჩემი ცხოვრება მინდა.
-ჩუმად, ქეთო, ჩუმად!-ხმადაბლა დაიწუწუნა ირმამ.-გინდა ისევ გცემოს?
-თუნდაც მცემოს, თუნდაც დილიდან საღამომდე ჯოხი მირტყას მე მაინც უარს ვიტყვი მასთან ცოლობაზე და ჩემს თავისუფლებას არ დავთმობ!
ირმას სახე შეეცვალა ჩემს სიტყვებზე. გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს და თითქოს,არც კი მისმენდა. მის მზერას თვალი გავაყოლე. დემნა კარს მიყრდნობოდა. ჩემს დანახვაზე წარბები უცნაურად შეყარა, შემეგ მზერა გაასწორა და იქით გაიხედა, სადაც მამაკაცები ქეიფობდნენ. ვერ მივხვდი, გაიგო თუ არა ჩემი სიტყვები, ან ირმას მონაყოლი მანამდე. უფრო ირმაზე მწყდებოდა გული, რადგან ჩემი დღეები ისედაც დათვლილი იყო, - ან დამირს შევაკვდებოდი, ან თვითონ მოვიკლავდი თავს. მას კი აქ მუშაობა უწევდა, აქ ყოფნა და დამირის ბრძანებების შესრულება.
-ქეთევან!-უცებ დამირმა დაიძახა. ცრემლები მოვიწმინდე, წელში გავსწორდი და სამზარელოდან გავედი.-წყალი!-წყალი კი არა, შხამი შენ! გავიფიქრე,თუმცა მორჩილად დავუქნიე თავი და მაგიდიდან ცარიელი ჯამი ავიღე. ყურადღება არ მივაქციე დამირის „მეგობრების“ ხარბ მზერას,ისე დავუდგი წყ,ლით სავსე ჯამი მაგიდაზე. დემნა ერთადერთი იყო ვინც ყურადღებას არ მაქცევდა. სხვები თვალებს მიჟუჟუნებდნენ, დამირს ყოველწუთს კომპლიმენტს ეუბნებოდნენ,რომ ლამაზი ვიყავი,მაგრამ დემნას ხმაც კი არ ამოუღია ამ თემაზე.
-ის რომ გაიგებს,რა მოხდება,დამირ?-უეცრად ერთ-ერთმა იკითხა. მე დამირთან ვიდექი. უკნიდან ამოვუდექი და სკამს,რომელზეც იჯდა, ხელისგულებით დავეყრდენი. ვიგრძენი,როგორ დაიძაბა ჩემი „მეუღლე“ ამ კითხვაზე. დემნას გადაავლო ბებერი თვალი და ისე უპასუხა.
-არაფერიც მოხდება.-ხელი დაიქნია.-ჩემია, ვერ წამართმევს.
-რომ მოინდომოს..
-ვერ შეძლებს..
-მისთვის შეუძლებელი არაფერია.-დაიჟინა, ჩამჭრელად უპასუხა და ნიშნისმოგებით მოსვა წყალი.
-ვინ ის?-ვიკითხე და რამდნეიმე წყვილი თვალიც მომაშტერდა. კითხვის ავტორს ირონიულად ჩაეღიმა, დემნას თვალები ჩაუშავდა და ამჯერად პირდაპირ მაგიდასთან დაიწყო უდარდელად მოწევა.
-ირმასთან წადი.-მომიგდო პასუხი დამირმა, ჩემკენ მობრუნდა და თვალები დამიბრიალა.-დროზე!-დამიყვირა, უხეშად მიბიძგა და ისევ სტუმრებს მიუბრუნდა.
-წესიერად ელაპარაკე.-დემნამ შენიშვნა მისცა. იქ მყოფებს არ გაკვირვებიათ მისი სიტყვები,მშვიდად დაელოდნენ მოვლენებს.-და წესიერად მოექეცი.
-ჩემი ცოლია.-ხაზი გაუსვა დამირმა.
-მერე რა?-მსუბუქად გაიცინა. ნახევრად დამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და მამაკაცს გახედა.-ქალია და მასთან მოპყრობაც შესაფერისი უნდა იყოს,დამირ.
დამირს პასუხი არ გაუცია. სხვა თემაზე გადაიტინა საუბარი(მშიშარა!). მე სამზარეულოში შევედი. კართან ატუზულმა ირმამ თანაგრძნობის ნიშნად მიმიხუტა და ცრემლები შეუმჩნევლად მომწმინდა. საკუთარი თავი ვაიძულე მშვიდად ვყოფილიყავი.
ნაშუადღევს,როგორც იქნა მორჩა ღრეობა.
-წავიდეთ, ხო?-დემნამ მობეზრებულად იკითხა,ეზოში გავიდა. ჩვენც უკან მივყევით.
-ნახვამდის,რძალო. ქორწილი არ გამომაპაროთ,-თქვა ერთ-ერთმა და გამიღიმა. დიდი სურვილი გამიჩნდა მისთვის სილა გამეწნა, მაგრამ თავი მოვთოკე და მხოლოდ თავის დაკვრით შემოვიფარგლე.
ყველამ სათითაოდ ხელი ჩამომართვა, დემნას გარდა. მადლობა გადამიხადეს ირმას გაწყობილი სუფრისთვის და ჭიშკრისაკენ გასწიეს. ის იყო უნდა ჩამსხდარიყვნენ მანქანაში და წასულიყვნენ, სამი დაბურულშუშებიანი მანქანა მოვარდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და სამივემ ყურისწამღები ხმით დაამუხრუჭა სახლის წინ. მაშინვე გადმოცვივდნენ იარაღების ჩხარუნით, რამდენჯერმე გაისროლეს ჰაერში და პირდაპირ დამირს ეცნენ.
იქ ამბავი ატყდა....
ერთმანეთის პირისპირ დადგნენ სახლში მყოფები და მოსულები. იარაღები შემართეს. დაჭერილ დამირს, რომელიც საწყალი მზერით იხედებოდა, იარაღს უმიზნებდნენ. ათობით ადამიანი, ყველა შეიარაღებული, ყველა განერვიულებული, მე და ირმა გაგიჟებული და მშვიდად მყოფი დემნა, რომელსაც ფეხებზე ეკ/იდა, რაც იქ ხდებოდა.
თავისი მძიმე და აუჩქარებელი ნაბიჯებით შუაშია ჩადგა. გვერდით გაიხედა, ხელები ჰორიზონტალურად გაშალა და ხელჯოხით მომავალ ადამიანს ღიმილით შეხვდა. მოხუცი კაცი ნელი ნაბიჯებით შემოვიდა. ჭიშკარი ჭრაჭუნით გააღო. შავი ქუდი მოიხადა, ყავარჯნიან ხელზე ძლივს დაიკავა და დემნას ხელი ჩამოართვა.
-სადაა ეგ ნაბი/ჭვარი?-იკითხა მან. მე და ირმას კარი გვქონდა ოდნავ გამოღებული და იქიდან ვუყურებდით სანახაობას.
-აგერაა, ბოს.-თქვა ერთ-ერთმა, რომელსაც დამირი ჰყავდა დამაგრებული.
-არ გრცხვენია, შე საცოდავო?-შეჰყვირა მოხუცმა. ხელხოჯი პირდაპირ მუცელში ამოარტყა და ყვირილი განაგრძო.-ქართველი როგორ მოათრიე სახლში, ჰა?ჩვენი მოსისხლე მტერი, ჩვენი მშობლების მკვლელი ქართველი ცოლად როგორ დაისვი, როგორ!-მეორეჯერაც ჩაარტყა. ვერ ვიტყვი, რომ მსიამოვნებდა მისი ქმედებები. მართალია, იგი იმსახურებდა ცემას, ასეთ მოპყრობას, მაგრამ ჩემს ადამიანურ ნაწილს იგი მაინც ეცოდებოდა. ამდენი ადამიანის წინ, ასე ლაჩრულად...
-ცოლია ჩემი,-უღონოდ ამოიოხრა დამირმა.-გვარი აქვს მარტო ქართული, ქართულად ვერც კი მეტყველებს.-ტყუილებს განაგრძობდა იგი. დემნას ეღიმებოდა მის შემხედვარე. ნერვები მომეშალა მის ღიმილზე, რამდენიმე წუთის წინ მასთან ერთად არ იჯდა სუფრაზე? რა სიბოროტეა, ერთი სიტყვა მაინც ეთქვა მის დასაცავად. მაგრამ არაფერს ამბობდა. ხელები ზურგს უკან ამოედო და თავისი ჩვეული სიმშვიდითა და სიდინჯით შეჰყურებდა კაცს, რომელიც ხელჯოხს უმისამართოდ იქნევდა.
-გეყოფა,-დემნამ ხელჯოხი ხელიდან ააცალა მოხუცს.-დაელაპარაკე.-მოხცის დემნას სიტყვებს დაჰყვა, დამირს ზევიდან დააცქერდა და აფხაზურად გაუბა საუბარი.
-ვინ არის ეს კაცი, ირმა?-ჩუმად ვიკითხე და კარს ოდნავ მოვცილდი.
-მაფიის უფროსია.-შეწუხებულმა მიპასუხა.-ეტყობა გაიგო, რომ აქ ხარ.-მივხვდი,რომ „ის“ უკვე მოვიდა.
-რას მიზამს? სახლში გამიშვებს,ხო?-თვალები გამიბრწყინდა, მაგრამ ირმას მზერაზე მივხვდი, რომ სულ ტყუილად.-გასაგებია.-ჩუმად ჩავიბურტყუნე და ისევ იქითკენ გავიხედე.
უეცრად თვალთ დამიბნელდა. რა იდიოტი ვარ, როგორ ვერ მივხვდი!
-ირმა?-მისკენ გავიხედე, გვერდით გავიყვანე და გავიცინე.-მე ახლა წავალ, კარგი?!
-რა?-გაოცებულმა იკითხა.-სად მიდიხარ?
-სადმე, ვინმეს ვიპოვი, არ ვიცი, სადმე დავიმალები, გთხოვ.-მივაყარე ერთმანეთს. უბრალოდ რამე მოსაცმელი მომეცი და ფეხზე ჩასაცმელი. გავიქცევი და როგორმე წავალ აქედან, ან ჩემებს დავურეკავ....
-მაშინ იჩქარე!-ჩუმად შეჰყვირა, ფუფსფუს მოჰყვა და ელვის სისწრაფით მისი ჟაკეტი, ახალთახალი ბათინკები და ვიღაცის iphone მომაწოდა.
-არ ვიცი ვისია, მაგიდაზე იდო, რას დაეძებ, წადი დროზე! ჭკვიანად ოღონც...-ცრემლანარევი თვალებით ამომხედა, ლოყაზე მაგრად მაკოცა და უკანა კარიდან გამიყვანა.
. . .
როგორც კი სახლის უკან მდებარე უღრან ტყეს დავუყევი, მაშინვე გამიჩნდა კითხვა, თუ სად მივდიოდი. აქაურობას არ ვიცნობ, არც აქაურებს, საერთოდ საითკენ წავიდე ისიც კი არ ვიცი. წითელი ატლასის კაბით, ზამთრის ბათინკებითა და ჟაკეტით მივდივარ ტყეში, რომელიც სულ ერთი და იგივეა. გზა არ ჩანს, არც ბილიკებია, არც პირუტყვის ნაკვალევი, რომ მას დავუყვე, მაგრამ ბევრი სიმწვანეა, სილამაზეა, ყვავილების სასიამოვნო სურნელი და აყვავებული ხეებია. ნაძვები, ის რითიც ასე ცნობილია აფხაზეთი, უხვადაა. გირჩები აქა-იქ ყრია..სახელგანთქმული კავკასიონის მთებისა და შავიზღვისპირეთის განუმეორებელი პანორამა ფსიქოემოციურ ფონს მიქმნიდა.
ირმას მოცემული ტელეფონი ჩავრთე. დაბლოკილია.
არა, რა ვიფიქრე?! მაშინვე გეგმები დავსახე, რომ ჩემებს დავურეკავდი და აქედან წამიყვანდნენ. არც ამაში გამიმართლა. ტელეფონს მაინც ვიტოვებ, რომ დაღამდეს გზას მაინც გავინათებ. გზა გზა ფოტოებსაც ვიღებდი. ნუ გიკვირთ, სახლში რომ დავბრუნდები, ეს მაინც დამრჩება, ამ სილამაზეს მაინც დავანახებ მამას, რომელსაც ძლიერ უყვარს აფხაზეთი.
ტირილი დავიწყე.
ვიგრძენი, რომ მარტო ვიყავი ამ პრობლებების წინაშე. გამახსენდა, ბებო, დედ-მამა და ჩემი ძმა, რომელიც ახლა არც კი ვიცი რა მდგომარეობაში იქნება. ისიც არ იციან სად ვარ, ვისთან ვარ, რა მდგომარეობაში და საერთოდ ცოცხალი ვარ თუ არა.
ტელეფონმა დარეკა. გული გამისკდა, როდესაც ეკრანზე წავიკითხე: „დამირი“. უკვე იციან, რომ წასული ვარ, რომ გავიპარე და მათ ამაზრზენ სახეებს მოვშორდი. ან ვისი ტელეფონი მიკავია, ალბათ სტუმრებიდან ერთ-ერთის. ტელეფონს არ ვპასუხობ და გზას ვაგრძელებ, მაგრამ ის ისევ რეკავს. როდესაც აღარ გაჩერდა, არ მომასვენა და არ მიატოვა, გავიფიქრე, ჩემი რა მიდის-თქო, და სენსორს თითი გადავუსვი.
-ქეთი...არ გინდა, მობრუნდე?-დემნას მკაცრი ხმა მაშინვე ვიცანი. ტანზე ტაომ დამაყარა, როდესაც წარმოვიდგინე, თუ როგორი გაბრაზებული იყო.
-არა.-მეც იგივე ტონით ვუპასუხე და გზა აჩქარებულმა განვაგრძე.
-სხვამ რომ გიპოვოს, მოგკლავს.-დაიწყო მან.-ისევ ჩემთან ჯობია.
-შენთან რა მინდა,ჰა? შენ ვინ ხარ? თავი დამანებე! არ მინდა არავინ, არც შენ, არც წყეული დამირი,საერთოდ არავინ მჭირდება, გესმის?-დავიწყე ყვირილი.-წაეთრიეთ ჩემი ცხოვრებიდან!
-ხმადაბლა, ქეთო, იქნებ უკან მოგყვები?-მივხვდი, რომ დამცინავად ჩაეღიმა. ინსტინქტურად უკან მივბრუნდი, გვერდით გავიხედე, ყველა ადგილი მოვათვალიერე, მაგრამ არავინ იყო. შემაშინა?!
-რა გინდა? მითხარი, რა გინდა? რა დაგიშავე?-მოთქმა დავიწყე, ნაბიჯს ავუჩქარე. მართლა შემეშინდა, უკან ხომ არ მომყვება-მეთქი.
-იმ ტყიდან ვერასდროს გახვალ.-ჩემს კითხვას არ უპასუხა, თავისი სათქმელი მითხრა. საიდან იცის აქ რომ ვარ?
-ვთიშავ..
-შენი ქმარი გარდაიცვალა.-ამ სიტყვებისას ადგილზე გავიყინე. მართლა მეწყინა. ადამიაინის სიკვდილი სახუმარო თემა ხომ არაა. შეიძლება, არსებობდა კიდეც ისეთი ადამიანი, რომელსაც დამირი უყვარდა, პატივს სცემდა და მისთვის მართლა კარგი ადამიანი იყო, მას დააკლდებოდა. დემნამ კი ისე უგულოდ თქვა, თითქოს ის ადამიანი კი არა, რომელსთანაც ერთად ერთ მაგიდასთან ისხდა, არამედ ვიღაც სხვა, ვიღაც უცნობი ყოფილიყო.
-რა?-ამოვილუღლუღე და ერთ ადგილას შევდექი. გარშემო მიმოვიხედე. ისევ იმ ადგილას ვიყავი, სადაც ნახევარი საათის წინ. ნერვები მომეშალა, თვალებიდან ცრემლები ჩამომიგორდა და იქვე ჩამოვჯექი.
ტელეფონი გამითიშა.
გული ამოვარდნაზე მქონდა. მზე ნელ-ნელა უკან იხევდა. ხეებში ძლივს აღწევდა მისი დაბნეული სხვივები. საოცრება იყო აქაურობის სილამაზე. სიმწვანე, სიკაშკაშე, ცის სისუფთავე, ჰაერი... იგრძნობოდა, როგორ სჭირდებოდა აქაურობას ქართველი.
დემნა სადღაც ახლოს იყო. უკან მომსდევდა(მისი საუბრიდან გამომდინარე). მაშინვე ავდექი, ისევ გზას დავუყევი და ამჯერად სხვა მიმართულებით შევუხვიე. სირბილი დავიწყე, ყოველწამს უკან ვიხედებოდი, იმის შიშით, იქ დემნა არ მდგარიყო. არ მინდოდა მასთან... არ ვიცოდი მისი ხასიათი, მისი პრინციპები, მეშინოდა მასთან ჩემი ქართველობის. მისი რუსული ხაზი, ეს სისპეტაკე, ეს სიმკაცრე ,რაც მას ახასიათებდა ჩემთვის საშიში იყო.
ფეხი გადამიბრუნდა. ტკივილისგან ამოვიკვნესე, ჩემს დაწითლებულ, მოშიშვლებულ ფეხებს დავხედე და მასზე სისხლის კვალმა ჭკუიდან გადამიყვანა. მთელი ფეხები გაკაწრული მქონდა. კარგი, რა... კიდევ ეს უნდოდა? ისედაც განადგურებული მქონდა აწ უკვე გარდაცვლილი დამირის წყალობით.
მაინც წამოვდექი. მაინც გმირულად დავიწყე სიარული, თუმცა ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ვისვენებდი. გზა დავინახე....ტრასა, ჩემი ერთადერთი საშველი და სიხარულით სავსემ დაღმართისკენ დავიწყე სიარული,მაგრამ მკლავზე შემეხო უცხო სხეული, უკან მომატრიალეს მრისხანე თვალებმა და ადგილზე გამაჩერეს.
შემეშინდა... მიყურებდა თავისი შავი თვალებით. ტუჩები სატირლად დამებრიცა, მეწყინა ასე მალე რომ მიპოვა.
-გამიშვი, გთხოვ.-ხვეწნა დავიწყე.-გეფიცები, არავის ვეტყვი,რაც მოხდა. არც კი ვახსენებ შენს სახელს, გთხოვ..სახლში მინდა.-ხელები კისერთან მივიდე, მინდოდა დამთანხმებოდა, თუმცა სულ ტყუილად.
-წამოდი!-ხმამაღლა მომმართა და გზისპირას გამიყვანა.-სადაა ჩემი ტელეფონი?-ისევ იგივე ტონით განაგრძნო, ტელეფონი ხელიდან ამაცალა და ქექვა დაიწყო. ვიღაცას დაურეკა, მანქანა მომიყვანეო და ისევ მე მომიბრუნდა.
-არ გამიშვებ?-სრული სერიოზულობით ვკითხე. მან არაფერი თქვა.-რატომ?ჰმ? არაფერი დამიშავებია. საერთოდ არაფერი, დემნა.
-არც მე, ქეთი.-დინჯად მიპასუხა.-ჩემი ბრალი არ არის, აქ რომ ხარ.
-მაგრამ, შენ ხომ შეგიძლია ჩემი გაშვება?
-არა. და გაჩუმდი!
ხმა არ ამომიღია. ირმას ჟაკეტი ჩავიბღუჯე, სახე მასში ჩავმალე და მასთან ახლოს მდგარი მანქანის მოსვლას დაველოდე.
-მძულხარ...-ჩემთვის ჩავილაპარაკე ქართულად. მან უცნაურად გამოიხედა. წარბები შეყარა, დაიძაბა და ისევ ჰორიზონტისაკენ გაიხედა.
მეშინოდა...
ყველასი სათითაოდ. ვკანკალებდი, ვლურჯდებოდი, ფერებს ვიცვლიდი იმის შიშით რამე არ დაემართათ ჩემთვის. ჩემი ნდობის მოპოვე რთული იყო ყოველთვის და მითუმეტეს, დემნა, ამას ასე მარტივად ვერ შეძლებდა.
დემნა შიშთან ასოცირდებოდა. მძაგდა მისი თითოეული შეხება, თითოეული გაავებული მზერა. მართალია, სიმპათიური იყო, სასტიკად უხდებოდა სახის მოყვანლობა, ტუჩის კონტური, მისი ჩაშავაებული, მკაცრი თვალები, შავი თმები და ტატუები თითებზე, მაგრამ ეს იმიჯი უფრო მეტად მაშინებდა. მაიძულებდა, რომ მისგან თავი შორს დამეჭირა. რომ გავქცეულიყავი...წავსულიყავი....
-სად მიგყავარ?-ისევ წამოვიწყე. დემნამ თმაზე ხელი გადაისვა, ახლადმოშვებულ წვერზე ჩამოისვა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.
-რომ გაჩუმდე, არა?-წინ დამიდგა და ისე მკითხა.
-ღმერთი არ გაპატიებს, ხელი რომ შემიშალე.-ღვარძლიანად დავილაპარაკე და უკან დაწევა გადავწყვიტე, თუმცა ჩემმა ნატკენმა ფეხმა თავი შემახსენა და წავიბორძიკე. მან წელზე ხელი უხეშად შემომხვია და გვერდით დამიყენა. გავიბრძოლე,მაგრამ ზევიდან დამხედა და გასაგები გახდა ჩემთვის,რომ არ გავნძრეულიყავი.
მალევე მანქანა მოვიდა. წინ, მგზავრის ადგილას დამსვა, თვითონ შემოუარა, საჭეს მიუჯდა, მამაკაცს,რომელმაც მოიყვანა ავტომობილი, რაღაც უთხრა და იქვე დატოვა.
. . .
ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ, როდესაც უკვე ქალაქში გავედით, დემნამ მანქანა გააჩერა. გადმოდიო, მიბრძანა, მკლავში ხელი ჩამავლო და პატარა ბავშვივით ერთ-ერთ მაღაზიაში შემათრია. მტკიოდა მისი ქცევები, ვბრაზდებოდი ნივთივით, ასე თავის გემოზე რომ მიფათურებდა ხელებს და მე ხმის ამოღების უფლება არ მქონდა. ვყოყმანობდი, ვეურჩებოდი, მაგრამ მისი ერთი მზერაც საკმარისი იყო, ხმა რომ ჩამეგდო.
როგორც ერთ-ერთ აბრაზე წავიკითხე, ოჩამჩირეში ვიყავი. ესე იგი, ჯერ კიდევ არ გავსულვართ ამ ქალაქიდან. მშვიდი ქალაქი იყო. ბრენდული მაღაზიებით, რესტორნებით, ბევრი რუსი ტურისტებითა და აფხაზებით...
ტანსაცმლის მაღაზიაში შემიყვანა. შესვლისთანავე ყველა მას მიესალმა, ხელის ჩამორთმევაც დაუპირეს, მაგრამ ხელი ასწია ნიშნად იმისა, რომ საჭირო არ იყო. საკიდიდან რამდენიმე შარვალი, მაისური,ფეხსაცმელი აიღო და გასახდელში შემატარა.
-დროზე ჩაიცვი და თუ კარგი გაქვს, ავიღოთ.-მორიგი ბრძანება გასცა მან. მე საწყალი თოჯინასავით დავყევი მის ნებას, ტანსაცმლის გროვა გამოვართვი და გასახდელში შევედი. თვითონ იქვე დადგა. ანარეკლით ვხედავდი, როგორ ახლოს იდგა და მის გამოძრავებაზე პანიკა მეწყებოდა, - არ მინდოდა შემოსულიყო და დავენახე.
-დემნა?-ფარდა გადავწიე,თავი გამოვყავი და დავუძახე. მაშინვე ჩემკენ მოიწია, მომიახლოვდა და თავით მანიშნა, რაო.-ჩავიცვამ და ისე გაატარონ,კარგი?
უპრობლემოდ დამეთანხმა. შავი ჯინსის შარვალი, ზოლებიანი, გრძელმკლავიანი მაისური და შავი კედები ჩავიცვი. დანარჩენი კი დახლზე დავალაგე, გამყიდველმა კი მხოლოდ პარკებში ჩაალაგა, გამოგვიწოდა და ანგარიში არ მოუთხოვია.
-არ უნდა გადაიხადო?-გაკვირვებულმა ვიკითხე.
-არ მახდევინებენ.-მოკლედ მიპასუხა, კარში პირველი მე გამატარა და პარკები საბარგულში ჩაალაგა. ჩემი ატლასის კაბა სანაგვე ურნაში ჩავაგდე, ირმას ბათინკები და ჟაკეტი კი პარკში ლამაზად მოვათავსე და ისიც სხვა ტანსაცმელთან ერთად ჩავდე.
როდესაც უკვე ტრასაზე მივქროდით და როგორც დემნას გამოვტყუე, სოხუმისკენ მივდიოდით, გზაზე ზღვის დანახვამ გამაბედნიერა. იმ ზღვის იქით.... ღრმად ამოვისუნთქე გახსენებისას, საზურგეს მივაწექი და დემნასკენ გავიხედე, რომელიც საჭეს ცალი ხელით მართავდა, მეორეთი კი სიგარეტს ეწეოდა.
-ერთ თხოვნას შემისრულებ?-წამოვიწყე მე. მას ჩაეღიმა, თავი გადააქნია და რამდენიმე წამი მიყურა.-ძნელი არაფერია.
-სიძნელეს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მინდა თუ არა ამის შესრულება.
-სახლში დამარეკვინე.... მხოლოდ იმას ვეტყვი, რომ ცოცხალი ვარ. გთხოვ,-ცოტა ხანი იფიქრა. თავი გააქნია და არაო, მკაცრად მომიჭრა. მან არაფერი მკითხა დამირზე, მის ცოლობაზე. დემნამ ყველაფერი იცოდა. დამირმა რომ მომიტაცა, ძალით რომ ვყავდი, რომ მაიძულებდა მასთან ჰყოფნას და მაინც, არაფერი თქვა. მისი პასუხით კიდევ ერთხელ დავადასტურე მისი უგულობა...
-გასაგებია.-ჩემს თხოვნას თვითონვე ვუპასუხე,დავდუმდი, თავი მინას მივადე და საკუთარი თავი ვაიძულე მხოლოდ აფხაზეთის სილამაზეზე გამეკეთებინა კონცენტრაცია.
გაპარტახებულმა, არარად ჩაგდებულმა ქართველი ხალხის სახლებმა მიიპყრო გზად ყურადღება. იდგნენ ეულად, უპატრონოდ და ელოდნენ მას. დაღრეჯილი, მოწყონილი სახეები ჰქონდათ და ერთი სული ჰქონდათ როდის დაიცლებოდა აქაურობა ბოროტი სულებისგან. წამით ყველაფერი შემზიზღდა. ჩემს გვერდით მჯდარი დემნა, რომელიც ასე ურცხვად ატარებდა ქართულ გვარს და ასე არ სტკიოდა აფხაზეთის გარუსება. სისხლი მომაწვა, კანს ხმაურიანად მიეხეთქა და მეჯაჯგურა,რომ რამე მეთქვა, მესაყვედურა გვერდით მჯდარი გარუსებულიი ქართველისთვის, მაგრამ ჩემში დაბინავებულმა ტკვილიმა, კრძალვამ ამის უფლება არ მომცა.
სოხუმში შესვლისას თვალებზე ცრემლები მომაწვა. ჩემში ერთბაშად გაიღვიძა პატრიოტობამ, ეროვნებამ და იმის შეგრძნებამ, რომ აქაურობა, ჩემი იყო. სოხუმში შესვლისას თვალს მოხვდებოდა უმოქმედო რკინიგზა, ობმოკიდებული სოხუმის უნივერსიტეტი, ერთ დროს აღიარებული და წარმატებული, თუმცა ახლა დაბერებული, დაჩაჩანაკებული და დამყაყებული.
მეტკინა მისი ასეთი არაფრობა...
მეტკინა ერთადერთი ძველი ტრამვაი გზაზე და ადამიანები კანტი-კუნტად მოსიარულენი ქუჩაზე. პლაჟი გადავსებული იყო... მხიარული, ტანწერწეტა რუსებით, რუსული სიმღერებითა და რესტორნებით.
მარჯვენა თვალიდან ნელა ჩამომიგორდა ობოლი ცრემლი. მაშინვე მოვიწმინდე, თავი გავაქნიე და თვალები დავხუჭე, მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ცუდად არ გავმხდარიყავი. მამას ეს რომ ენახა, ალბათ ბაბუას მსგავსად გული გაუსკდებოდა.
-მალე მიეჩვევი,-ჩუმად ამოისუნთქა და ამ ამოსუნთქვასს ამოაყოლა ეს სიტყვებიც.
-მანამ წავალ, სანამ ამას მივეჩვევი.-სუსტად გავიღიმე. არაფერი მიპასუხა.
-რა ლამაზია,-აღმომხდა, როდესაც პალმების კორიდორი გავიარეთ. თავი უკან გავატრიალე და კიდევ ერთხელ დავაკვირდი. ტელეფონი რომ მქონოდა, აუცილებლად აღვბეჭდავდი ამ სილამაზეებს და შემდეგ კი გავიხსენებდი ჩემს თავგადასავალს.
დემნამ რომელიღაც მოსახვევში შეუხვია. საბოლოოდ ჩაიკარგა შენობები და ირგვლივ ნაძვების ჯარი გამეფდა. თავი საზურგეს მივადე, თვალები დავხუჭე და ის იყო ყველაფერზე უნდა დავფიქრებულიყავი, ავტომობილის უკანა მინა ჩაიმსხვრა, ნამსხვრევები კი იქვე მიმოიფანტა. შევკივლე, ინსტინქტურად უკან მივიხედე და ნათლად დავინახე ავტომობილი და ერთი მძღოლი, მეორე კი გვერდით მჯდომი მამაკაცი, რომელიც იარაღს ჩვენ გვიმიზნებდა. მგონი ერთი დღისთვის ზედმეტი თავგადასავლები იყო. . .
-ამის დედაც! ამის დედაც!-შეიგინა დემნამ, ხელი უხეშად მომკიდა და პირდაპირ ყურება მაიძულა. შემდეგ სიჩქარეს საგრძნობლად მოუმატა. იარაღი ისევ გაისროლეს..
ჩემი მხარეს საქარე მინა ჩაიმსხვრა.
-მეშინია!-ამოვილუღლუღე ნამტირალევმა და იქვე ჩავიკუზე. თავი დავხარე, ყელზე ჩამოკიდებულ ჯვარს ხელი მაგრად მოვუჭირე და დემნას ამოვხედე. გაგიჟებული იხედებოდა...
-მშვიდად,-უცებ მიპასუხა მან.-შენთან არც კი მოვუშვებ.
უკან ადევნებულებმა კიდევ რამდენჯერმე გაისროლეს ჰაერში, გაფრთხილების ნიშნად და დემნამაც არ დააყოვნა, სწრაფად დაამუხრუჭა. გაჩერებისას თავი საჭეს მიადო. სამჯერ მსუბუქად მიარტყდა,თავით მანიშნა, რომ ამოვსულიყავი და ჩემი ადგილი დამეკავებინა.
-რას გვიზამენ?-კანკალით ვიკითხე და ისევ უკან მივიხედე.
-წინ იყურე!-დამიყვირა მან. მისი ხმამაღალი ნოტების შემეშინდა და დავემორჩილე.-გადმოხვალ და ჩათვალე, მკვდარი ხარ!-უცებ მითხრა, იარაღი მოიმარჯვა და ავტომობილიდან გადავიდა.
-რა?არა!-მაშინვე გავაპროტესტე, არ მინდოდა მარტო დარჩენა.-დემნა, არა!
-აქ იყავი, ორ წუთში მოვალ!-პასუხი მომიგდო და თავისი კოხტა ნაბიჯებით გაემართა მამაკაცებისაკენ. ნელა შევტრილადი, ჩატეხილი მინიდან კარგად ჩანდა მათი შეხვედრის სცენა და ხმები. მსროლელმა თვალი-თვალში გამიყარა, მის მზერას დემნამაც გამოაყოლა თვალი და ჩემს დანახვაზე თავით მანიშნა, მიტრიალდიო.
ისევ შევუსრულე ბრძანება.გასუსული გავყურებდი ჰორიზონტს, როდესაც სრულიად შემთხვევით ჩემი ყურადღება მანქანის საჭემ მიიპყრო. შემდეგ იქვე მიგდებულმა გასაღებმა და ძრავის ჩართვის ღილაკმა. უკან ნელა მივტრიალდი, დემნა ხელის ქნევით რაღაცას უხსნიდა მათ, ეკამათებოდა და ხელიც კი გაარტყა ერთ-ერთს. ნელა გადავჯექი მძღოლის ადგილას. ჩემმა გულმა წუთში მილიონი დარტყმა გააკეთა. პულსაციამ მაქსიმუმს მიაღწია. დემნა მანქანის უკან, ორ ნაბიჯში იდგა. რომ დავენახე....
სანამ ჩხუბში ჩართული იყო, მანამ დავქოქე და სინათლის სიჩქარით მოვწყდი იქაურობას. მინიდან დავინახე, როგორ მოიხედა ჩემკენ და სწორედ ამ დროს ჩაარტყეს თავში იარაღი. დემნა მუხლებზე დაეცა, თუმცა ისევ ჩემკენ იხედებოდა. გეფიცებით, ისიც კი ვიფიქრე რომ დავბრუნდებოდი და მას ასე შუა გზაზე არ მივატოვებდი, რომ მე ის არაფერს არასდროს არ დამიშავებდა, მაგრამ ჩემი ფიქრები გაიფანტა, როდესაც მას ამჯერად მუცელში უთავაზეს წიხლი და ასფალტზე უგონოდ გააწვინეს.
. . .
დემნას შუშაჩამტვრეული მანქანით დაახლოებით ორმოცი წუთი ვიმგზავრე. ბენზინგასამართ სადგურზე გავაჩერე. საპირფარეშო ვიკითხე და სწრაფად შევედი. ონკანს დავეყრდენი... სარკეში საკუთარი ანარეკლს უაზროდ დავაშტერდი. თვალები ჩაწითლებული, ნამტირალევი და დანაშაულის გრძნობით აღსავსე მქონდა. მე ადამიანი შუა გზაზე მივატოვე და მისი მანქანა გავიტაცე. დემნას ჩემთვის არაფერი დაუშავებია. არ მოვუტაცივარ, არ ვუცემივარ.
ცივი წყალი სახეზე უხვად შევისხი. გავიმშრალე და გაბრუებული გამოვედი იქიდან. ავტომობილში ჩავჯექი. დემნასნაირად თავი საჭეს მივადე და მსუბუქუდა უამრავჯერ დავარტყი თავი.
-უკაცრავად,-დავუძახე გოგონას, რომელიც იქვე იდგა ძაღლთან ერთად.-ტელეფონის ჯიხური არის სადმე?
-კი, როგორ არა. აი, - თითი მანიშნა მან.
-ბარათით უნდა გადაიხადო საფასური?-საწყალი სახით ვკითხე.
-დიახ. გინდათ გათხოვებთ?-სანდომიანი სახით მომიგო. სკოლის მოსწავლე იქნებოდა. სიხარულსგან სწრაფად დავუქნიე თავი, გამოწვდილი ბარათი გამოვართვი და ჯიხურისაკენ გავწიე. საქართელოს კოდით ავკრიფე ჩემი ძმის ნომერი.
ორი ზარის შემდეგ მან აიღო.
-ილო?-ჩუმად ამოვიჩურჩულე.-ილო, მე ვარ!-ქართულად დავილაპარაკე. მაქსიმალურად ჩუმად, რადგან ვინმეს არ გაეგო. ბარათის პატრონი გოგონა მოშორებით იდგა და თავის ძაღლს ეთამაშებოდა.
-ქეთი? ქეთი, ეს შენ ხარ?-აყვირდა იგი.-როგორ ხარ? სად ხარ?
-ილო,-ამოვიტირე.-ვიღაც კაცმა მომიტაცა ბებოს სახლიდან. როგორაა ბებო?
-ქეთი...-აღმოხდა მას.-კარგად ხარ? რამე დაგიშავა?
-ახლა სოხუმში ვარ, გამოვიქეცი, მაგრამ არ ვიცი სად წავიდე, ან როგორ.
-გალში უნდა ჩახვიდე...კარგად მომისმინე...იქ ქართველები არიან. დაგეხმარებიან, იქაურობას გაეცალე!
-ქეთი!-უცებ მეორე ხმა აყვირდა ტელეფონში.
-დედა!-ემოციურად შევკივლე და ძლივს ვაიძულე საკუთარი თავი იქვე ღრიალი არ დამეწყო.-დე, ნუ გეშინია, რამეს მოვახერხებ, გესმის? ბებო როგორაა?
-კარგადაა, მასთან ვართ ყველა,-ამოისლუკუნა დედაჩემმა.-მამაშენი „საზღვარს“ გადავიდა შენს მოსაძებნად, ბებიაშენმა იცოდა, რომ გაგიტაცეს, მაგრამ ისევ ქართველებმა დაიჭირეს და უკან გამოაძევეს...
-არაუშავს, დე.-განვაგრძე ტირილი.-ყველაფერი კარგად იქნება...ჩემთვის არავის არაფერი დაუშავებია. ხომ იცი რა ძლიერი ვარ?!
-ვიცი, შვილო, ვიცი. აუცილებლად გიპოვი, ჩათვალე, მამაშენია გზაშია.-ამჯერად მამაც ჩაერთო დიალოგში. მისი გამტყდარი ხმა პირველად მოვისმინე.
-უნდა წავიდე,მა,-ჯიხურს თავი მივადე.-რამენაირად ჩავალ გალში და ვინმეს ვიპოვი. სხვისი ბარათით გირეკავთ, პატრონს უნდა დავუბრუნო. ბებოს მიხედეთ..
პასუხის გაცემა არ ვაცალე, ბარათი გამოვიღე და გოგონას მადლიერი მზერით მივაწოდე.
ამ დიალოგის შემდეგ ჩემი მდგობარეობა ასმაგად გაუარესდა. საშინელება იყო ოჯახის წევრების გამტყდარი ხმების მოსმენა, ლიმიტირებული დრო საუბრისა და შიშის აუტანელი გრძნობა. ვიგრძენი, როგორ მომენატრა თითოეული. ყელი ამეწვა ამდენი ტირილისგან და იმის გაცნობიერებისგან, რომ ისინი ღამეებს ათევდნენ ჩემს არყოფნაში.
ავტომობილი დავძარი, გზატკეცილზე გავიყვანე და ცრემლიანი თვალებით გზას დავუყევი. წამდაუწუმ ვიხედებოდი უკან,მაგრამ ტრასა ცარიელი იყო და ჩემი მარშრუტიც უცნობი. საწვავის ავზი ბოლომდე სავსე მქონდა, - ამაში მაინც გამიმართლა(მადლობა დემნას). უკვე საკმაოდ დაღამებულიყო, მთვარე და ლამპიონები მინათებდა გზას. სრულიად მარტოს, უიმედოდ ვიყავი და რატომღაც არაფერი მაინტერესებდა. ხელები საჭეს დავუშინე, ჩემი ბედი დავწყევლე და ავტომობილი სავალი გზიდან გადავიყვანე. არ შემეძლო სუნთქვა... ასე უმისამართო სიარული, დაუსრულებელი გზა და ნერვიულობა მასზე, - ცოცხალი იყო თუ არა.
-სტუმარი მეზობელი საქართველოდან,-უეცრად დაიგრუხუნა ვიღაცამ და ჩემ მხარეს კარი გამოგლიჯა.-შენ ხარ?-წარბაწევით იკითხა კაცმა,რომელიც რამდენიმე საათის წინ ჩემ მხარეს საქარე მინა ჩაამსხვრია. მან ხელის ერთი მოსმით გადმომიყვანა. ყვირილი დავიწყე, თუმცა ხელი პირზე ამაფარა, ჯაჯგურით წამათრია და ფურგონში უკან მომათავსა.
არ აღვწერ, როგორ მიყვირა, რომ პირი დამეხურა. არც იმას, როგორ დამანახა ავტომატი და მითხრა,რომ ამას პირდაპირ შუბლში მივიღებდი, თუ არ დავემორჩლებოდი და ზედმეტ ბგერას წარმოვთქვამდი. ბოლოს, როდესაც დარწმუნდა, რომ ხმის ამომღები არ ვიყავი, მშვიდად ჩაჯდა მგზავრის ადგილას და მძღოლს მხიარულ ნოტაზე შეუძახა, რომ მორიგი დავალებაც შესრულებული იყო!
ერთი დღისთვის ზედმეტი ემოციის მიუხედავად, მე ისევ ჯანსაღ ფსიქიკაზე ვიყავი. ჯერჯერობით.
მიუხედევად ათასობით კითხვისა და ფიქრისა, მე მაინც მშვიდად ვიჯექი და ჩემს განაჩენს მორჩილად ვეგუებოდი. უკვე სულერთიც იყო რა დამემართებოდა. სიკვდილზეც თანახმა ვიყავი იმ წამს, თუმცა ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მქონდა.
ნახევარი საათის შემდეგ ფურგონი გაჩერდა. ჩემმა მორიგმა გამტაცებელმა კარები გამოხსნა, ხელი გამომიწოდა, მაგრამ მე დამოუკიდებლად ჩამოვედი. ის განრისხდა. არაფერი თქვა, მაგრამ მკლავზე უხეშად მომკიდა თავისი ტორები და ჩაშავებულ შენობაში უხმოდ შემიყვანა. კარი ხმაურით გამოხსნა, წინ მე შემათრია და კარი ისევ დახურა.
ხუთიოდე ადამიანი იყო შენობაში. ოთხი უცნობი მამაკაცი, ერთი დემნა. ცოცხალ-მკვდარი დემნა.
ხელ-ფეხ შეკრული, სველი. დასისხლიანებული ხელებით, გადატყავებული კანითა და იმედგაცრუებული მზერით მიბმული იყო სკამზე. გულზე მომეშვა, როდესაც მივხვდი, რომ მე მასთან ერთად ვიყავი. არა იმიტომ, რომ მას ვენდობოდი, ან მასთან ყოფნისსას რაიმე გარანტია მქონდა, არამედ მამშვიდებდა ერთი ნაცნობი ადამიანი უცნობთა შორის.
-ქართველი მოიყვანე?-იკითხა ვიღაცამ და სიბნელიდან ნელ-ნელა გამოვიდა. ყავარჯნით მივხვდი მის ვინაობას. ის ცნობილი მოხუცი...
-დიახ, ბოს.-მისმა ლაქიამ მაშინვე დაუდასტურა. ხელი მკრა და წინ გამწია. დემნამ თავისი ჩაწითლებული თვალებითა და წაშლილი მზერით ამომხედა.
-ესე იგი, შენ ხარ!-მოხუცი ნელა მომიახლოვდა. ამათვალიერ-ჩამათვალიერა და თვალებში ჩამხედა.-დამირის ქვრივი...
-რა გინდათ?-ამოვღერღე.-რომ გამიშვათ, რა იქნება..
-დემნა, რას იტყვი?-ცინიკურად იკითხა კაცმა. დაბმულ დემნას გახედა.-გავუშვა ეს გოგო?-ეს კაცი არ იყო, დემნას მოწიწებით რომ ჩამოართვა ხელი დღეს, მერე რაღა მოხდა ასე რომ გაიმეტა? ასე რომ აწამა...
-რაც გინდა ის უქენი.-მოკლედ მოუჭრა მან. მისი სიტყვები ეკლივით შემერჭო მთელს ტანზე და თვალები ცრემლებით ამევსო. იქნები მისი ერთი სიტყვა საკმარისიც იყო, მაგრამ მას საერთოდ არ აინტერესებდა ჩემი ბედი.
-დარწმუნებული ხარ, რაც მე მინდა, ის გავუკეთო?-მოხუცი მთელი სხეულით დემნასკენ შეტრიალდა.გაუკვირდა მისგან ეს სიტყვები. დემნამ თავი ასწია, ჯერ არაფერი თქვა. შემდეგ თვალი-თვალში გამიყარა, ამით მანიშნა, რომ სამაგიეროს მიხდიდა და მოხუცს თავი მსუბუქად დაუქნია.
-ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს.-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, გამიღიმა და სკამზე გემრიელად გაწვა.
მან მე გამიმეტა.
-ძალიან კარგი,მიხარია.-მოხუცს გაუხარდა.-ასტიკ!-დაუძახა ბიჭს, რომელმაც მომიყვანა. თითით ანიშნა, რომ მოახლოვებოდა. ასტიკიც ბოსის ნებას დაემორჩილა.-გოგოს გახადე.
-რაა?-აღმომხდა მე. დემნას წარბიც კი არ შერხევია.-არა! არა!-ხელები გავიქნია და უკან-უკან დავიწყე სიარული.-თქვენ ხომ არ გაგიჟდით? გამიშვით! გამატარეთ!-ღრიალი დავიწყე, ისტერიკები დამეწყო. ფეხებს, ხელებს ვიქნევდი და მოახლოების უფლებას არავის ვაძლევდი.-მე სათამაშო არ ვარ!შემეშვით! რა ადამიანები ხართ, ჰა?-თითის ქნევით ვანიშნე ასტიკს რომ არც კი გაებედა ჩემთან მოსვლა.
-დემნა...-ჩუმად ამოვიჩურჩულე და მას მზერა გავუსწორე.-თქვი რამე...
-გოგოს გახადე-მეთქი, ასტიკ!-დაიღრინა კაცმა, თავისი ოცდათორმეტივე კბილი დაღრიჯა. ასტიკი უკნიდან ამეკრო, ორივე ხელი გამიკავა და ძალდატანებით დემნას წინ დამაყენა. მხოლოდ სამიოდე ნაბიჯი მაშორებდა მას. სკამზე მიბმული, ზურგზე გადაწოლილიყო და ალბათ, საშუალება რომ ჰქონოდა, ფეხს ფეხზე გადაიდებდა და პოპკორნსაც მიიირთმევდა, სეირის საყურებლად.
მეტკინა ასეთი საქციელი მისგან...
არარსებული იმედი გამიცრუვდა და ცრემლები კისერზე ჩამომიცურდა.
მოხუცი მომიახლივდა. იარაღი შუბლთან მომადო და დაბალი ხმით მითხრა:-გაინძრევი და ხომ იცი...
ტუჩები მოვკუმე, თვალები დავხუჭე და ხელები უღონოდ ჩამოვუშვი. ასტიკი ნელა შეეხო მაისურის ბოლოებს, სწრაფად გადასწია და ვერც კი ვიგრძენი, როგორ გამხადა. თვალები მაშინ გავახილე, როდესაც მათ წინ ტანზევით შიშველი ვიდექი. ლიფის ამარა.. შემცივდა, გამაკანკალა, შემრცხვა.
დემნას თვალი მოვკარი. ისივე იგივე სახით იხედებოდა და ისევ განაგრძნო ჩემმა გულმა ხმაურიანი გახრწნა.
-არა...ძალიან გთხოვ,-ასტიკს მავედრებელი თვალებით ავხედე. მან ყურიც არ მათხოვა და ბოსის მორიგ ბრძანებას დაელოდა.
-შარვალიც მიაყოლე, რას მიყურებ!-გაბრაზდა კაცი და იარაღი გადატენა.-გა*იმე ეგ დადიანი!
-აქვე?-ასტიკმა ირონიული ღიმილით იკითხა.
-აქვე. ყველას თვალწინ.-უფრო დააკონკრეტა მან.
გულის რევის შეგრძნება მომაწვა. თავი გავაქნიე, თითები სახეზე ავიფარე და სლუკუნი დავიწყე. ასტიკმა შარვლით მომქაჩა. ღილი გახსნა და ელვა ხმაურიანად ჩასწია. დემნა ოდნავ წამოიწია, წარბები მაღლა აზიდა და ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, თითქოს ახლა გააანალიზა, რაც ხდებოდა ჩემს თავს.
-ამას რატომ აკეთებთ?-ბოსს გავხედე.
-ასტიკ, დაუუჩქარეეე!-წაიმღერა კაცმა და იარაღიანი ხელი უფრო მოსწია ჩემკენ. პირდაპირ შუბლთან მომადო დატენილი ფისტოლეტი და დემნას ირონიულად გაუღიმა.
-ასტიკ, არა.-დემნამ ჩუმად ამოილაპარაკა. გადმოიწია, თავისი ჩაწითლებული თვალები მამაკაცისას მიანათა და თავით ჩემზე ანიშნა.-არ შეეხო. მოგკლავ,ეს ხომ იცი.
-აპ, აპ, აპ,-მოხუცმა თვალთმაქცურად დაიწყო საუბარი.-აკი, არ მაინტერესებსო ეს ქართველი, რა შეიცვალა, დემნა?
-რა ნაბო/ზარი ხარ!-ღვარძლიანად ამოილაპარაკა.-ქალს თავი გაანებე.
-რა გახდა ეს რიგითი ქართველი, ვიხ/მართ და გავუშვებთ მერე.-უდარდელად აიჩეჩა თავისი დაბერებული მხრები და ასტიკს თავით ანიშნა შენი საქმე განაგრძეო.
-არ შეეხო-მეთქი!-კბილებში გამოსცა დემნამ.-დედას მოგიტ/ყნავ,არ გაბედო თითის დაკარება.
-ასტიკ, ლიფი გამოაძრე,აბა!-მოხუცმა უფრო გამომწვევად დაილაპარაკა, იარაღიანი ხელით ასტიკს მიანიშნა, რომ უკან ამომსდგომოდა. შეგირდიც დაჰყვა მის ნებას. თავისი ცივი თითები ზურგზე ჩამისრიალა და ლიფის სალტელს ხელი უხეშად მოკიდა.
-გთხოვ..-ამოვილუღლუღე დახმარების სათხოვნელად დემნას მისამართით. მან მშვიდადო, ტუჩის მოძრაობით მანიშნა.
სწორედ მაშინ როდესაც უნდა გაეხსნა, მაშინ როდესაც დემნას გაავებული მზერა დავაფიქსირე, კარი ვიღაცებმა შემოანგრიეს. იარაღების ჩხარუნით შემოვარდნენ, იქ მყოფები ეგრევე მიწაზე დააგდეს და ასტიკი მომაშორეს.
დაბნეული, შერცხვენილი თვალებით შუა ცენტრში ვიდექი და ჩემს ბედუკუღმართობას დავსტიროდი. რამდენჯერმე იარაღი გაისროლეს, იყვირეს, იკამათეს. რომელიღაცამ დემნა გაათავისუფლა, ფეხები და ხელები შეუხსნა და მისი შეხებაც ვიგრძენი მოშიშვლებულ მკლავზე. ნიკაპზე ხელის მოდებით თავი ამაწევინა. თავისი ატყავებული თითებით გამხმარი ცრემლები მომწმინდა და იქვე მიგდებული მაისური თავისი ხელით ჩამაცვა.
-ჩშშ, არაფერია.-ჩუმად მითხრა. შარვლის ღილი და სალტე საკუთარი ხელით შემიკრა, თმები ყურს უკან გადამიწია და ვიღაცას დაუძახა, გაიყვანეო. იმ ხმაურში ძლივს ისმოდა მისი სიტყვები, გარშემო სრული ქაოსი იდგა.
-მე...-წამოვიწყე უცებ. ენა დამება, კანკალი ამივარდა და ცრემლები ისევ გადმომიგორდა თვალებიდან.
-მორჩა, დამშვიდდი.-ლოყაზე მსუბუქად მომეფერა.-დავით, გაიყვანე.-ოდნავ მიბიძგა და უცნობ მამაკაცს გამაყოლა გარეთ.თვითონ შიგნით შევიდა. დავინახე როგორ გაატკაცუნა ხელები და კისერი, შემდეგ კი თავისებური ნაბიჯებით პირდაპირ გაკავებული ასტიკისაკენ გაემართა. კარი ღიად იყო დატოვებული, ამიტომ ნათლად ვხედავდი შიგნით არსებულ სიტუაციას.
-წამო, მანქანაში ჩავსხდეთ.-შემომთავაზა სანდომიანი ღიმილით დავითმა, მაგრამ თავი გავაქნიე უარის ნიშნად და დემნას მოქმედებებს დავაკირდი.-არ გირჩევ ამის ყურებას.
შიგნით ყველა გაჩუმდა.
მოხუცი სკამზე დაესვათ, თავზე ორი ახმახი ედგა იარაღებით. გაფითრებული უყურებდა დემნას, რომელიც ასტიკს ერთი ერთზე ედგა და ჯერ ხმას არ იღებდა.
-ქალს თვალწინ მიუპა/ტიურებდი, შენი დედაც...-ამოაყოლა ბოლოს და პირველი მუშტი სახეში უთავაზა.-ხომ გითხარი მოგკლავ-მეთქი.-განაგრძო მან და ამჯერად მეორე ლოყაზე დაარტყა. მოხუცის სიბრაზესაც მას აწერდა და ერთიანად იყარა ჯავრი.
მე გვერდით გავიწიე. შემდეგ რამდენჯერმე გავიგე დარტყმის ხმები, ასტიკის ყურისწამღები კვნესა და ბოდიშები.
-მოკლავს?-გვერდით მდგარ დავითს საწყალი თვალებით გავხედე.
-უფრო გაჟლიტავს,-უადგილოდ იხუმრა მან. ჩემი სახის დანახვისას კი გაეღიმა.
ისევ დემნასკენ გავიხედე. ასტიკი იატაკზე ოთხადგაკეცილი იწვა, სისხლის გუბე იქვე ეყენა. დემნას გატყავებული თითებიდან სისხლი წვეთ-წვეთად ჟონავდა. გადახსნილ თითებზე იარაღი მოიმარჯვა, მოხუცთან მივიდა, მის სიმაღლემდე დაიწია და იარაღი გულთან მიადო.
-კიდევ ერთხელ,-დაიწყო მან.-კიდევ ერთხელ შეეხები ქეთოს და ხომ იცი.. არავის დაგიტოვებ ცოცხალს.
შემდეგ გაისროლა, მის რომელიღაცა გოშიას ფეხზე მოახვედრა და მისი კვნესის ფონზე, ჩემკენ წამოვიდა.
-მივდივართ,-ხელი მკლავში ჩამავლო და გვერდით დამიყენა.-მიხედეთ,კაი?-დავითს მიმართა, რაღაც გადაუჩურჩულა, მანქანის გასაღები გამოართვა და კიდევ ერთ ახალ მანქანაში მომათავსა.
მგზავრობა აუტანელი იყო.
დემნას ხელების ყურება ცუდად მხდიდა. მისი აჩქარებული პულსაცია, სველი თმები და სხეული კატასტორულად მძიმედ მოქმედებდა. იმ მომენტში, ვერაფერს ვერ ვაანალიზებდი. ვერ ვიჯერებდი იმას, რაც თავს გადამხდა.
მერე მანქანაში ჩამეძინა. მხოლოდ ის ვიგრძენი, რომ ხელში აყვანილი გადმომიყვანა, სადღაც შემიყვანა და ლოგინში თბილად ჩამაწვინა.
. . .
კიდევ ერთი უცხო ჭერი და ოთახის უცხო მოხაზულობა.
ყოველ დღე სხვადასხვა საძინებელში ვიღვიძებ.
თვალის გახელისას კინოკადრივით ჩამიარა წუხანდელმა ღამემ. გამახსენდა თითოეული სცენა, სიტყვები, მოქმედებები და კინაღამ ძალადობის მსხვერპლი ჩემი თავი.
მე აქ ნივთივით მექცეოდნენ. ამიღებდნენ, წამიღებდნენ, იქ არ მოეწონებოდათ, სხვაგან გადამიტანდნენ, ხელებს მიფათურებდნენ თავიანთ გემოზე. არაფერს წარმოვადგენდი, მათთვის ნული ვიყავი, ქართველს დამცინავად მეძახდნენ და ჩემს ქართველობას აბრალებდნენ ჩემივე ბედს.
ჩემმა გონებამ ნელა გაიხსენა დემნა და როდესაც გაანალიზების პროცესში ვიყავი, სწორედ მაშინ შემოაღო კარი და წინ, დაბანილ-დავარცხნილი, კოხტად ჩაცმული დამიდგა. ნაცრისფერი, მოკლემკლავიანი მაისური ეცვა. შავი ჯინსის შარვალი, ამავე ფერის ბოტასები და სხეულზე მისი ტატუები. მკლავზე რამდენიმე პატარ-პატარა ნახატები, ნაწერები და თარიღები ჰქონდა. თითები გადაეხვია, დაუმუშავებია.
-როგორ ხარ?-მკითხა, საწოლის გვერდით მდებარე პუფზე მოთავსდა და ჩემკენ მოიწია. საკმაოდ მდიდრულ და ლამაზ ოთახში ვიყავი.
-არ ვიცი.-ღრმად ამოვისუნთქე.-გატაცებულის, ნაცემის, ნარბენის, ძალადობის, იარაღით დამუქრების კვალობაზე ალბათ, შესაფერისად.
-ძალადობა დაივიწყე, აღარ განმეორდება.-მისი აზრით, დამამშვიდა.
-და დანარჩენი? არ გიკვრის, რომ არ გავგიჟდი?წარმოგიდგენია თავი ჩემს ადგილზე, მე...-ხმა გამიწყდა. თვალებზე სითხე მომაწვა.-მე აქ არავის ვენდობი. ერთი ადამიანიც კი არ მყავს, ვისაც მოვუყვები რა მჭირს. არავინ მეხმარება. არავინს ვაინტერესებ. მშობლებთან დარეკვის უფლებასაც არ მაძლევ!-თითი დავუქნიე, გაავებული მზერა მივაპყარი.-ყველა ისე მექცევა, თითქოს სათამაშო თოჯინა ვიყო. მე ადამიანი ვარ, რატომ არ გესმით, რატომ?!-დავიყვირე, ბალიში უაზროდ მოვიქნიე და ძირს დავაგდე.-გამიშვი, რა იქნება?!-ფეხზე წამოვვარდი.-თუ გინდა შეგევედრო, გეხვეწები, დემნა, გამიშვი ამ ჯოჯოხეთიდან.
-დამშვიდდი!-დინჯად მიპასუხა. ფეხზე წამოემართა და ახლოს მოიწია.
-როგორ? ამიხსენი, როგორ დავმშვიდდე, როდესაც ერთ დღეში ათობით ადამიანი მემუქრება სიკვდილით, როდესაც ერთ დღეში ათობით კაცის წინაშე ტანსაცმელს მაცლიან კახ/პასავით და ხელებს თავიანთ გემოზე მიფათურებენ, როდესაც მე როგორც უფუნქციო არსებას მიყურებენ, როგორ დავმშვიდდე, ჰა?! ნუ მიახლოვდები!-ბოლო ხმაზე დავიწივლე. ნაბიჯი უკან გადადგა.
დემნამ ხელები სახეზე ჩამოისვა. შემომხედა და მითხრა:-მოწესრიგდი. შენი ბარგი მოვატანინე.
პროტესტს ვაპირებდი, მაგრამ ხუთივე თითი ასწია და გამაჩერა.
-საკმარისია,ხო?-იკითხა.-გავიგე. მესმის, რომ არ გსიამოვნებს აქ ყოფნა.
გულმოსულმა ხელები გადავაჯვარედინე და შევეცადე მყარი ხმა მქონოდა.-თუ ჩემი აქ ჩამოყვანა ასეთი მარტივი იყო, გაშვება ძნელი რატომაა?
-და პასუხს ჩემთან რატომ ეძებ?-ხმას აუწია. კინაღამ იქვე მოვკვდი მის მაღალ ნოტებზე.-არ მომიყვანიხარ. ჩემი ცოლი არ ყოფილხარ.
-მე არავის ცოლი არ ვყოფილვარ, დემნა.-თვალეცრემლიანმა მზერა გავუსწორე.-არც არასდროს მიფიქრია, რომ აქ მოვხვდებოდი. გუშინ წასვლის უფლება რომ მოგეცა, მე ახლა ძალიან შორს ვიქნებოდი და ჩემს ბედნიერ ოჯახთან ერთად ვიზეიმებდი გადარჩენას. მაგრამ შენ მოხვედი...-ხმა გამიწყდა.-ერთი მონსტრისგან გაქცეული, მეორეს შეგეჩეხე და სამუდამოდ გადაუსვი ხაზი ჩემს თავისუფლებას.
-მე რომ ახლა გაგიშვა...თუნდაც, ჩემივე ხელით გადაგიყვანო საქართელოში, შენ მაინც არავინ შეგარჩენს დამირს სისხლს და შენივე სახლში, შენივე საძინებელში, მნიშვნელობა არ აქვს სადაც იქნები, ტვინს გაგასხმევინებენ.
-რა დამარი, რის დამირი? რას მეუბნები?
-მისი სიკვდილის მიზეზი შენ ხარ. ყოველშემთხვევაში, ნათესავები ასე ფიქრობენ.-სიგარეტი პირში ჩაიდო და ისე მითხრა.
-და რა უნდა მიქნან?-გაბრაზებულმა ხმას ავუწიე.-მათმა ძვირფასმა დამირმა ახალგაზრდა გოგო რომ გამიტაცა, სასტიკად მცემა და მაიძულებდა მისი ბრძანებები შემესრულებინა, კიდევ აქეთ აქვთ პრეტენზიები?!
-ხმას დაუწიე!-გაკვირვებულმა სიგარეტი თითებშუა მოიმარჯვა, ჩემკენ გადმოდგა ერთი ნაბიჯი და წარბების აზიდვით გამაჩუმა.-დამირის ძმა, ქუჯი და ბიძაშვილები მოსკოვიდან ჩამოდიან. პირველი, სადაც ძებნას დაგიწყებენ ეს საქართველო იქნება. ამიტომ, უსაფრთხოდ მხოლოდ აქ იქნები, ჩემთან. თან, უკვე თავიანთი ხალხი გადაანაწილეს საზღვრებზე, წასვლის შანსი არ გაქვს. ჯერ.
-მაგრამ, მე ხომ აქ ვარ..-გაოგნებულმა ამოვილაპარაკე.-ყველამ იცის, რომ აქ ვარ..გუშინ ხომ დაინახეს, რომ შენ წამომიყვანე?
-ისინი ხმასაც ვერ ამოიღებენ,-უდარელად მომიგო.-და მე, არ ვიტყვი რომ ჩემთან ხარ.
-რატომ?-თვალი თვალში გავუსწორე და უნდობლად მივაჩერდი.-ჩემს გადასარჩენად აკეთებ? რა მიზანი გაქვს, თავს საფრთხეში რომ იგდებ?
-ისინი არ წარმოადგენენ საფრთხეს ჩემთვის.-ირონიულად გაეცინა მას.-მოწესრიგდი და ვისაუზმოთ.-ორი სიტყვა მომიგდო და ოთახიდან გავიდა.
ცოტა ხანი გაუაზრებლად ვიდექი. შემდეგ იქვე სავარძელზე დადებული პარკები დავათვალიერე, ტანსაცმელი ამოვიღე და აბაზანაში შევედი. შხაპის მიღებამ ცოტა აზრზე მომიყვანა. გამაცოცხლა, უკეთ დაფიქრების საშუალება მომცა. ჩემი ატყავებული და გაკაწრული ფეხიც შესაბამისად დავიმუშავე და უკვე, თხელ სარაფანში გამოწყობილმა გამოვაღე ოთახის კარი და კიბეებს დავუყევი.
მდიდრული სახლი იყო. ორსართულიანი, გემოვნებით მოწყობილი. კედლები ნახატებით გაფორმებული, ჭაღებით, ხალიჩებითა და ა.შ.
ქვევით ჩასვლისას მისაღებში სავარძელზე მოკალათებული დემნა შევნიშე. ჩემკენ გამოიხედა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ტელევიზორის ყურება განაგრძო. იქვე ჩამოვჯექი, დივანზე. არ ვიცოდი რა მექნა.
-ახლა სად ვართ?-სიჩუმე პირველმა მე გავარღვიე. ტელევიზორისთვის მზერა არ მოუშორებია ისე მიპასუხა.
-სახლში,-უდარდელად მომიგო.
-მე სასტუმრო მეგონა,-ღვარძლიანად ამოვილაპარაკე. იმდენად უხეშად გამომივიდა,რომ მან ჩემკენ გამოიხედა. არ მოეწონა ჩემი ტონი, ჩემი ირონია და უცნაურად შემომხედა. შემდეგ წამოდგა, თავისი ჩვეული ნაბიჯებით მომიახლოვდა და იქვე პუფზე მოკალათდა, ჩემთან ახლოს, ჩემ წინ. შიშისგან კინაღამ კრუნჩხვები დამეწყო. მან ხომ უამრავჯერ გამაფრთხილა ნორმალურად მოვქცეულიყავი.-ვიხუმრე..-ძლივს ამოვილუღლუღე, როდესაც მის მზერას ვერ გავუძელი.
-ვიცი,-მშვიდად მიპასუხა.
-არ ვისაუზმოთ?-წეღანდელი გამახსენდა და ნერვიულად შევეკითხე. ტუჩი მოვიკვნიტე, ველოდი, რომ ნებისმიერ წამს აფეთქდებოდა.
-რისი გეშინია?-თავისი ბნელი თვალები მომანათა.-ხელს არ გახლებ...
-გასაგებია.-ჩავიდუდღუნე. ვერ მივხვდი, რა მეთქვა.
-წამო,-წინ წავიდა.-რამე ვჭამოთ.
. . .
მშვიდად ვისაუზმეთ. მე კარტოფილი შევწვი, თვითონ კვერცხის აქაფვაში დამეხმარა, შემდეგ კი კარტოფილს მოვასხი. მომენატრა კიდეც სამზარეულოში ტრიალი, მაგრამ იმ წამს მაცივარში კვერცხის მეტი არაფერი მოიპოვებოდა. საწებელს ბებოს რეცეპტით საიდუმლო ინგრედიენტი დავუმატე(რომელიც, ჩემდასაბედნიეროდ იქვე დაწყობილ ქილებში ჩაეყარა ვიღაც ღვთისნიერს) და ისეთი გემრიელი გამოვიდა, დემნა კაი ხანი ცალკე მას მიირთმევდა პურთან ერთად.
-მოგეწონა?-ოდნავ გამეღიმა,როდესაც მის ნასიამოვნებ სახეს ვეღირსე.
-კაია,-ცერები ამიწია.-საღამოს გავიდეთ, შენც შეიძენ შენთვის საჭირო ნივთებს და პროდუქტებიც ვიყიდოთ.
-მეზარება, თვითონ წადი.-დავილაპარაკე. მან ჩანგალი თეფშე დადო, სალფეთქით ხელ-პირი გაიწმინდა და დაუფარავი ღიმილით მომიგო:
-სულელს ვგავარ?
-არა, მაგრამ ვცდილობ აქედან წასასვლელი გზა ვიპოვო. დღეს თუ ვერა, ხვალ მაინც გაგექცევი, დემნა.
ფეხზე წამოდგა, იქვე დახლს მიეყრდნო.-როგორც კი თბილისში ჩახვალ, შენ და შენი ოჯახი ორ წამში არ იქნებით. სანამ აქ ხარ, თვალთვალს დაუწყებენ და დაგელოდებიან როდის გამოჩნდები.
-ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ უნდა დაგიჯერო?-მეც ფეხზე წამოვდექი.
-სხვა გზა არც გაქვს.-მშვიდი ხმა ჰქონდა.-რომ გიპოვიან მარტო შენ კი არა,ოჯახის წევრებსაც ზედ მიგაყოლებენ.
-უდანაშაულო რომ ვარ?-გულუბრყვილოდ ამოვილუღლუღე და ისევ სკამზე დავესვენე.-მე საერთოდ არ ვიცი რა ხდება..
-უდანაშაულო არა,ქართველი ხარ.-ცალი წარბი აზიდა.
-როგორ გენდო,-თვალები ამიწყლიანდა. ხელი სახეზე ჩამოვისვი და ცრემლები მუჭით მოვიწმინდე.-რომ გამომიყენო? სხვა მიზნები რომ გქონდეს? მე ხომ არ გიცნობ..
-რა გამოყენება, რა აზრები გაწუხებს.-სიგარეტი კოლოფიდან ამოაძვირნა, საფერფლე დახლზე დადო და ისევ იმავე პოზას დაუბრუნდა.-თუ ფიქრობ, რომ რახან ქართველი ხარ, რახან მარტო ხარ და გვერდით არავინ გყავს, ამით ვისარგებლებ, ცდები. თუნდაც ბოლო დონის კახ/პა იყო..ნუ გეშინია.
-კახ/პა ნამდვილად არ ვარ,-თავი ვიმართლე მე. მას გეღიმა.
-მჯერა,-დაბალი ხმით მომიგო.
-ის მოხუცი რატომ გადაგემტერა?-ძლივს ამოვილაპარაკე, ამდენი ემოციისგან გადაღლილმა.
-შენ გამო,-ტუჩის კუთხე ჩატეხა.-შენი თავი უნდოდა, მაგრამ არ გავატანე.
-რატომ?
-რა, მასთან გინდოდა?-გულახდილად გაუკვირდა მას.-ვერ დაინახე, კინაღამ ჩემს თვალწინ..
-ჰო, კი.-გავაწყვეტინე-შენ რომ არ გეთქვა, რაც გინდა ის უყავიო, არაფერიც მოხდებოდა.
-შენ რომ არ დაგეტოვებინე,იქნებ ახლა სულ სხვაგვარად ყოფილიყო ყველაფერი.-ნიშნისმოგებით მომიგო მან. მე გამეღიმა მის საქციელზე და მასაც.
-ჩემ ადგილას შენც იგივენაირად მოიქცეოდი,-თავი ვიმართლე. ხელები თავზე გადაისვა და სუსტად გამიღიმა.
-შენი აზრით, მომაკვდავს დაგტოვებდი?
-მომაკვდავი არც იყავი, მშვენივრად შეგეძლო ხელი გაგექნია!-ენა ამოვიდგი. შემდეგ ისევ ვინანე ჩემი გულწრფელობა, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. მე ასეთი ვიყავი მაშინ... იმ დღეებში, იმ ტყვეობაში მე არ ვკარგავდი ჩემს გულწრფელობას, ჩემს სიმართლეს და არ შემეძლო დამემალა ის,რასაც შინაგანად ვგრძნობდი.
-შემეძლო,სანამ ჩემი მანქანით არ მოტყდებოდი.-გაბრაზებულმა ამოილაპარაკა. ვიგრძენი, როგორი განრისხებული იყო მაშინდელზე. გამახსენდა, როგორ ჩაარტყეს თავში იარაღი, როდესაც მე მიყურებდა და დანაშაულის გრძნობა ორმაგად გაძლიერდა.
არაფერი ვუპასუხე. თავი დავხარე და თითებს უაზროდ დავაშტერდი.
-აბა, გადაწყვიტე?-იკითხა დემნამ. თავი ავწიე, დაბნეული თვალებით მივაჩერდი.-რჩები თუ შენი მობრუნება მომიწევს ყოველ ჯერზე?
მისი სიტყვები ექოსავით განმეორდა გონებაში. გაისმა ბევრჯერ, უთვალავჯერ და ვერც ერთხელ გავეცი პასუხი. მეტკინა ასეთი არჩევანი, თითოეულის არჩევისას რაღაც დათმობაზე რომ მივდიოდი და არც კი ვიცოდი, რომელი იყო გარანტია ჩემთვის. მას აწყ.ლიანებული თვალებით გავხედე, ხმა ვერ ამოვიღე და როდესაც ეს შეამჩნია, როდესაც მიხვდა, რომ მე პასუხი არ მქონდა, ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, ფრთხილად დადო მაგიდაზე და ოთახიდან უხმოდ გავიდა.
. . . .
-არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე, ილო.-განერვიულებულმა ამოვიჩურჩულე.-მე რომ ჩავიდე და თქვენ რამე დაგმართონ, ხომ იცი, ვერ გადავიტან.
-დამირი ბებოს რამდენჯერმე შეხვედრია,-დაიწყო მან.-შენი ხელი უთხოვია, გამატანეო, მაგრამ შენც იცი რასაც უპასუხებდა. ბევრი უარის შემდეგ აკვიატებად ექეცი და მაგიტომ წაგიყვანა ასე მალულად, ასე ვერავინ რომ ვერ იგრძნო, ისე. ეგ ცხოველი...-ამოიღრინა ილიამ და ნერვების მოსათოკად რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთა.-კიდევ კარგი მოკვდა, ისედაც ვერ გადამირჩებოდა..
-დამირი ახლა ყველაზე ნაკლებად მადარდებს,-გაბრაზებულმა დავიდუდღუნე.-პრობელმა მისი ნათესავებია, რომლეიც დამსდევენ, ყოველშემთხვევაში დემნამ ასე თქვა.
-დემნას ნუ ენდობი, ქეთო.-ხმა გაიმკაცრა.-ასე უბრალოდ არ დაგეხმარება, ასე უბრალოდ არ გამოგიწვდიდა ხელს, მას რაღაც უნდა.
-არ ვიცი, არ ვიცი, რა ხდება ჩემს თავს.
-იცი, როგორ ვნერვიულობთ..-ხმაგამტყდარმა ამოიჩურჩულა.-ვკვდები, ისე მინდა შენთან ყოფნა.
-ვერასდროს ვიფიქრებდი, ასეთი რამ თუ დამემართებოდა.-ტირილი ამივარდა. თავი მაგიდას მივადე და ამოვისლუკუნე.-და ასე ძალიან თუ მომინდებოდა თქვენთან ყოფნა.
-პოლიციამ იცის, რომ მანდ ხარ. ყველამ იცის, მაგრამ არავის უნდა ხელის განძრევა. მოლაპარაკებები ვერ შედგა მოსაზღვრეებთან. თან ეს ამბავი რომ გაბაზრდეს,ისინიც მიხვდებია,რომ ისევ აფხაზეთში ხარ და..-ბოლოსკენ ხმა გაებრაზა და ტელეფონი ვიღაცას გადასცა, დაელაპარაკეთო.
-შეეცადე, ხშირად დარეკო.-ამჯერად მამაჩემი ალაპარაკდა.-და კარგი იქნება თუ იმ დემნას დაგვალაპარაკებ.-ამ წინადადებით მივხვდი,რომ ნახევარსაათიანი მსჯელობის შემდეგ მამამ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
-თვითონ დამარეკინა,არც კი მითხოვია. თუ კიდევ მომცემს ამის უფლებას, აუცილებლად, მა.-საუბრის დასასრულის მოახლოებისას ჟრუანტელმა უცნაურად დამიარა.
-საჩივარს გამოვიტანთ, ვითომ სხვაგან იყავი და დაბრუნდი. არც დაინტერესდებიან, მალე მოვაგვარებ, მაგრამ არ ვიცი რას ვაკეთებ, შვილო... შენს გადარჩენას ვცდილობ თუ გზას ვათავისუფლებ...
-ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა ხანი მოვიცადოთ, შემდეგ კი ისევ ერთად ვიქნებით.
-კარგი, ქეთო, კარგი. იმედია, არაფერს დაგიშავებს და მისი ქართული გვარი ოდნავი სოლიდარობით მაინც განაწყობს შენთან.
-დროებით, მა. მიყვარხარ.
მარჯვენა ხელი მაგიდაზე დავდე და თავი მასზე დავასვენე. გული ამოვარდნაზე მქონდა ჩემი მდგომარეობის გამო. ამ გულისამრევი სიტუაციიდან თავის დაღწევა ცხოველივით მინდოდა. არ მინდოდა იქ ყოფნა. მძულდა თითოეული ადამიანი ვისი ხელიც ერია ჩემს აფხაზეთში გადმოყვანაში. მძულდა ყველა ვინც გამიმეტა წამებისთვის, ვინც მაიძულა ეს სისაძაგლე ჩემი თვალებით მენახა და საკუთარ თავზე განმეცადა.
დემნას ტელეფონს უცნაურად დავხედე. ბლოკი მოხსნილი ჰქონდა,ამიტომ თავისუფლად შემეძლო მისით მესარგებლა. გალერეაში შევედი და თვალიერება დავიწყე. უცნაურად მესიამოვნა, როდესაც ჩემი გადაღებული ფოტოები შენახული ჰქონდა. არც ერთი არ წაუშლია და ჩემი „სელფიც“, რომელზეც თმააბურძგნული, ნამტირალევი და გაწითლებული ვიყავი იქაურობას ამშვენებდა. გამეღიმა... გამახსენდა გუშინ, როგორ ვფიქრობდი, რომ მალე სახლში ვიქნებოდი და ფოტოების გახედვისას მხოლოდ ძველი და ცუდი მოგონებები გამახსენდებოდა.
-მორჩი?-სამზარეულოში დემნა გამოჩნდა.მომიახლოვდა. მობილური მაშინვე დავბლოკე და მაგიდაზე დავდე.
-კი, ვესაუბრე. მადლობა.-წამოვდექი და მას გავუსწორდი.-მამას შენთან საუბარი უნდა.
-აუცილებლად,-მობილური აიღო, რაღაც გადაამოწმა და ამომხედა.-მოემზადე, საყიდლებზე მივდივართ.

დემნასთან თანაცხოვრების მეორე კვირას ვითვლიდი. მასთან ცხოვრება მშვიდი, წყნარი და უცნაურიც კი იყო. ის მამას ელაპარაკა. აივანზე გავიდა, არ გამაგონა რა უთხრა და კმაყოფილი სახით დაკიდა ყურმილი. არც ერთხელ მითხოვია მისთვის სახლში დარეკვა, ყოველთვის თვითონ მაძლევდა მობილურს და იმასაც კი დამპირდა,რომ ახალს მიყიდიდა. თუმცა, სახლიდან არ გადიოდა. ჩემთან იყო, თან კი არ იყო. მე ხან ჩემს ოთახში ვიყავი შეყუჟული და დემნას ბიბლიოთეკიდან აღებულ წიგნებს ვკითხულობდი, ან სამზარეულოში ვფუსფუსებდი და ქართულ სუფრას ვაწყობდი ყოველ საღამოს.
მთელი დღე ისე გავიდოდა სიტყვას არ მეტყოდა. ხანდახან მთხოვდა ყავის მოდუღებას და მორჩა.
სახლში ვფუსფუსებდი. მდიდრულად მორთულ-მოკაზმული ვილა კომფორტული იყო ჩემთვის. სამზარეულო ჩემს გემოზე მოვაწყვე, დემნასგან ავიღე წინასწარ ნებართვა, რომელიც უყოყმანოდ დამთანხმდა. მაცივარი იმდღესვე გავავსეთ, აუარაცხელი სურსათი შეიძინა და ცალკე ფულიც მომცა, იყიდე ის,რაც გჭირდებაო. ყველანაირი კომფორტი შემიქმნა.
დემნა არაფერს მიშავებდა, არც კი მესაუბრებოდა სახლში ჰყოფნის დროს და ასე ვთქვათ, ჩემს დახმარებას ცდილობდა, მიუხედავად იმისა,რომ მიზეზი გაუგებარი იყო. ერთი კვირის მანძილზე არც კი დასცდენია სიტყვა დამირის ნათესავებზე, რომლებიც მოსკოვიდან უნდა ჩამოფრენილიყვნენ.
ფეხზე წამოვდექი, თავი მოვიწესრიგე და სექტემბრისთვის შესაბამისად, შარვალი და გრძელმკლავიანი მაისური მოვირგე; კიბეებს დავუყევი. დილის თორმეტი საათი იქნებოდა. სახლში საათის ისრების ჟღერადობა მელოდიასავით ისმოდა. დემნა დივანზე ჩამომჯდარიყო, ტელევიზორს უყურებდა და ყავას სვამდა.
-დილა მშვიდობისა,-მივესალმე მას და გვერდით მივუჯექი. ყავა მოსვა, თავი დამიქნია, მისალმების ნიშნად.-როდემდე უნდა იჯდე ასე?
-როგორ ასე?-ჭიქა მაგიდაზე დადო, ტელევიზორს ხმა გამოურთო და მთელი სხეულით ჩემკენ შემოტრიალდა.
-იქნებ ზოგჯერ მაინც დამელაპარაკო.
-ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს.- ახალი ამბავი, გავიფიქრე გონებაში.
-კარგი მაშინ ასე გკითხავ: დამირის ნათესავები ჩამოვიდნენ?-ჩემს კითხავზე თვალები დახარა. დივნის საზურგეს მიეყრდნო და ისე გამომხედა.
-ჩამოვიდნენ, შენი ქმარი დაასაფლავეს და მკლავის გახსნაც გადაუხადეს. დაგპატიჟეს, თქმა დამავიწყდა.-უკბილოდ იხუმრა მან.
-ესე იგი, აქ არიან...
-გეძებენ.- გული ამიჩქარდა იმის გაანალიზებისას, რა მოხდებოდა, თუ მიპოვიდნენ.-მაგრამ მანამ გაგიშვებ, სანამ გიპოვიან, ქეთი.
-დავუშვათ, მე აქედან წავედი.-წამოვიწყე საუბარი. თავი დამიქნია, ყურადღებით მოსმენა დამიწყო.-მერე რა იქნება? ხომ მითხარი, რომ საკუთარ სახლშიც ვერ შევძლებ მშვიდად ჰყოფნას.
-მოვაგვარებთ მაგასაც.-უდარდელად ჩაილაპარაკა.
-ვერაფერი გაგიგე.-უფრო ჩემთვის ამოვთქვ ვიდრე მის გასაგონად. მან წარბების აზიდვით მაცნობა,რომ გაიგო და ტელევიზორს წართმეული ხმა ისევ დაუბრუნა. აფხაზეთის რომელიღაც ტელევიზია იყო ჩართული, საშუალო ხარისხის ჩვენება ჰქონდათ.
უინტერესო სიუჟეტების გამო სამზარეულოში შევედი. მსუბუქად ვისადილე და გადავწყვიტე რამე გამეკეთებინა. ფხვიერი ცომი მოვზილე,გავსებული მაცივრიდან პიცისათვის საჭირო ინგრედიენტები გამოვიღე, მაგიდაზე დავაწყვე და ცალ-ცალკე გავამზადე.
-რას აკეთებ?-ოთახში შემოვიდა. ბარის მაგიდას მიუჯდა და დამაკვირდა, რას ვაკეთებდი.
-პიცას.-ვუპასუხე,მაგრამ პირი დავაღე,როდესაც დაჭრილი ძეხვის ნაჭერი დაუკითხავად ჩაიდო პირში.-რას აკეთებ?!
-რა იყო?-თითქოს არაფერი ისე მიპასუხა და ამჯერად ნაირფერა ბულგარულს დასწვდა.
-რა მსუნაგი ხარ!
-შენ კიდევ ძუნწი!-ცალყბად გამიღიმა. გამიკვირდა მის დახასიათებას რომ არ გამოეხმაურა.
როდესაც არ მიატოვა ქურდობა, მოვფხიკე ჭურჭელი და მაგიდაზე გადავიტანე. უკმაყოფილოდ ამოიგმინა. რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ გარედან უცნაური ჩხაკუნი გაისმა.
-რა მოხდა?-შეშინებულმა ვკითხე. ფარდა გადავწიე,მაგრამ არაფერი იყო. დემნამ თავი გადააქნია, ხელებით მანიშნა აქ დარჩიო და თვითონ მისაღებში გავიდა. დანა მაგიდაზე მივაგდე, უკან გავყევი და დაველოდე, კარს როდის გამოაღებდა.
-ქეთი...-ამოიღრინა, როდესაც მის ბრძანებას არ დავემორჩილე. ტუმბოზე დადებული იარაღი მოიმარჯვა,კარი ფრთხილად გამოაღო.-არ გამოხვიდე.
გავიდა. მე იქვე ავეყუდე კედელს და თვალყურს ვადევნებდი,როგორ მიდიოდა ნელა.
-გამოეთრიე!-დაიყვირა. თუმცა არავინ გამოსულა და მანაც ნაბიჯებს აუჩქარა. არე-მარეს თვალი მოავლო. ჩემკენ გამოიხედა,თავით მანიშნა შიგნით შედიო და მის უკან მოპარულ მამაკაცს მთელი ძალით ჩაარტყა იარაღიანი ხელი.
შევკივლე. შემეშინდა კიდევ არ ყოფილიყვნენ,მაგრამ მხოლოდ ერთი მანქანა მოჩანდა მოშორებით, ნაძვებში კარგად ჩამალული და ერთი ადამიანი,რომელსაც დემნა ურტყამდა. შიგადაშიგ რაღაც სიტყვებს ეუბნებოდა, ძირს გაგდებული ფეხზე წამოაყენა და ისევ დაატყა.
-დემნა!-დავუყვირე,მაგრამ წაუყრუა. ჩემი ხმა საერთოდა არ ისმინა. სახლიდან გამოვირბინე, მასთან მივედი ჩქარი ნაბიჯებით. აწყ.ლიანებული თვალებით და აკანკალებული ხმით ისევ გავიმეორე მისი სახელი.-მოკვდება!
-მერე რა, მერე რაა?-მიღრიალა და მამაკაცის დასისხლიანებულ სხეულს ხელი შეუშვა. მისი სხეული ჩემს ფეხებთან დაეცა, სისხლი გადმოანთხია პირიდან და თვალები ნელა დაახამხამა.
-ცუდადაა,-ამოვიხავლე. მამაკაცის სხეულთან ჩავიმუხლე და პულსაცია გავუსინჯე. ვიგრძენი ნელი ბიძგები, დემნას ავხედე. ნახშირესებრი თვალები უარესად ბნელი გაუხდა, მკლავზე მწვდა და ფეხზე წამომაყენა.
-არ გადამრიო ახლა.
-ასე მოკვდება...ნორმალური ხარ? ადამიანია!-ვუკივლე. მუჭით ცრემლები მოვიწმინდე და ისევ მასთან ჩამუხვლას ვაპირებდი, მოულოდნელად მუცელზე მომხვია ხელი და კართან მიმათრია.
-ავადმყოფო!-ნამტირალევი ხმით ამოვისლუკუნე. ხელზე დავეჯაჯგურე და დავკაწრე.
-მას შენი წაყვანა უნდა, გესმის ეს?-ხმას აუწია.-შენთან მოვიდა,შენთან!-თითი მხარზე მსუბუქად მომადო რამდენჯერმე.-ახლა კი, სახლში შედი, ნერვები არ მომიშალო ისე,თორემ დავივიწყებ აქ რისთვის მყავხარ!-თავი მომიახლოვა, ჩემს ნამტირალევ თვალებს უსირცხვილოდ მიაყარა ეს სიტყვები და ნელი ნაბიჯებით ბიჭის თითქმის უკვე ცხედარს მიუახლოვდა. კარს უღონოდ ავეყუდე. დაველოდე რას იზამდა. მოკლავდა თუ ?
ბიჭი ისევ წამოაყენა,მაგრამ ძალა არ ეყო და დემნას წინ მუხლებზე დაეცა.
-ილაპარაკე,-ჩუმად დაუყვავა. მასთან ჩაიმუხლა.
-მე...-ამოიხავლა.-მისი პოვნა დამავალეს....-ძლივს ამოილაპარაკა და თავი ჩემკენ მოატრიალა. დემნამ ყბაში ჩაავლო ხელი და აიძულა მისთვის ეყურებინა.
-ვინ? ყველაფერი თქვი!
-ქუჯი....მან დამავალა.
-საიდან გაიგე რომ აქ იყო, ამოღერღე!-ყბაზე ამოსდო თითები და დაუღრინა.
-ის ბიჭი...დამირის სიკვდილის დღეს, ვინც მანქანა მოგიყვანა ტყესთან, მან მითხრა მანქანის ნომერი.-ხელებში ადნებოდა ის ბიჭი. კიდევ ერთხელ გადააფურთხა სისხლი, ისე იყო ნაცემი.
-კიდევ ვინ იცის ეს ადგილი?
-არავინ. დღეს ძლივს ჩავიგდე ვიდეოკამერის ჩანაწერები.-დემნამ ხელი შეუშვა, მამაკაცის თავი თოკზე ჩამოკიდებული ნივთივით ქანაობდა აქეთ-იქით.
დემნამ გაავებული მზერა მსტყორცნა.-ნუ მაბრაზებ,ქეთი,არ გინდა!
დემნა მაშინებდა,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი არაფერს დამიშავებდა. არ მოეწონა მისი ბრძანება უყურადღებოდ რომ დავტოვე, მისი სიტყვების იგნორირებისას კი თავი დამიქნია რამდენჯერმე, იარაღი შუბლთან მიადო ბიჭს და მე შემომხედა.
-ამის ყურება ნამდვილად გინდა?-სარკაზმით აღსავსე ხმით მომიგო. გადატენა, მამაკაცისკენ შეტრიალდა და თვალები დახუჭა. ეს ადრეც გაუკეთებია,არა?
გული შემეკუმშა. ვერ ვიგრძენი როგორ მივირბინე მასთან, გასროლამდე რამდენიმე წამით ადრე მკლავში გავარტყი ორივე ხელი და ვაიძულე, ჰაერში გაესროლა. მრისხანე თვალები მომაპყრო, გაგიჟებულმა ბიჭს ისევ ამოარტყა მუცელში,რომელიც საკუთარი იარაღის ამოღებას ცოდვილობდა. ნივთს ფეხი მოუქნია, შემდეგ მე შემომხედა.
მე ახლა ადამიანის სიცოცხლე ვიხსენი,მაგრამ ჩემსას ვინ იხსნიდა?! გავიფიქრე და უკან მოუხედავად გავკურცხლე. კიბეები სინათლის სიჩქარით ავირბინე, მიუხედავად იმისა,რომ არ მომსდევდა. როგორც ბავშვობაში ჭექა-ქუხილის დროს ახლაც ყურებზე ავიფარე ხელები და ჩემს ოთახში, ჩაკეტილ კართან ჩავიკუზე.
მე ადამიანის სიცოცხლე ვისხენი.
.
ტრანსიდან როდესაც გამოვედი ნაშუადღევი დამდგარიყო. ფრთხილად წამოვდექი ფეხზე. კარს ყური მივადე,მაგრამ არაფერი ისმოდა. ფანჯრიდანაც სრული სიცარიელი მოჩანდა. ჩემი აჩქარებული პულსაციის დარეგულირება წყლის შესხმითა და ღრმა ამოსუნთქვით ვცადე,მაგრამ უშედეგოდ. აკანკალებული ხელებით ძლივს შემივმშრალე ხელ-პირი.
ერთადერთი რაზეც მეფიქრებოდა მისი თვალები იყო. გამხეცებული, მონსტრის თვალები,რომლებმაც ასე უდარდელად გაიმატეს ადამიანი. მან უმოწყალოდ, ყოყმანის გარეშე მიადო შუბლთან ცეცხლსასროლი და უპრობლემოდ გაუხვრეტდა,ხელი რომ არ შემეშალა.
არ ვიცი რა უყო იმ ბიჭს. ჩემი წამოსვლის შემდეგ არანაირი ხმა არ გამიგია.
არ მინდოდა კარის გაღება. პირველად შემეშინდა,რომ ის რამეს დამმართებდა და ვერ ვბედავდი გასვლას.
ფრთხილად დააკაკუნეს. გული ამომივარდა ხმის გაგებისას,მაგრამ თვალები დავხუჭე და დაველოდე,როდის მოშორდებოდა მისი სხეული კარს. კიდევ დააკაკუნა, მაგრამ არაფერი ვუპასუხე. სუნთქვა გამიხშირდა, აკანკალებული ხელები დამილურჯდა და გამაცია. ავადმყოფივით გამოვიყურებოდი ჩაწითლებული თვალებით.
-გააღე.-ამოიღრინა კარს იქით. არ უყვირია,მაგრამ სასიამოვნო ტონი მაინც არ ჰქონდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა გავაღებდი თუ არა, მაინც მომიწევდა მასთან შეხვედრა დღეს თუ ხვალ. საკეტი ფრთხილად გადავატრიალე, კარი ნელა გამოვწიე. მშვიდად იდგა, კედელს გვერდულად მიეყრდნო და დამელოდა,როდის მოვრჩებოდი შენელებული კადრივით კარის გაღებას.
-ასეთი მოუსვენარი რატომ ხარ?-არ განძრეულა,მშვიდად ამოილაპარაკა.-ის ცხოველი,ვისაც შენ ადამიანს უწოდებ,შენს მოსატაცებლად მოვიდა.
-მოკალი?-ხმის კანკალით ამოვილაპარაკე. არაფერი მიპასუხა, მაკვირდებოდა და ამით მაწამებდა.-გთხოვ,მითხარი.
-არა.
-მადლობა ღმერთს,-ამოვიჩურჩულე.
გულზე მომეშვა. ღრმად ამოვისუნთქე და ხელი გულთან მივიდე. დემნას მკვლელის როლში ყოფნაზე დიდად არ მინერვიულია,უბრალოდ არ მსურდა ჩემს გამო მას ვინმესთვის სიცოცხლე წაერთვა. დამირი ხომ უკვე მოკვდა? ასტიკი ხომ ისედაც აწამა, მოხუცსაც პასუხი აგებინაა,ამასაც მოუხერხებდა რამეს მკვლელობის გარეშე,ამიტომ დავმშვიდდი.
-მოემზადე,აქედან მივდივართ.
-სად?
-დროზე!-კიბეებში ჩასვლისას ამომძახა. მიმავალს უკნიდან დავეჭყანე და ოთახში შევედი. ერთი სიცოცხლე გავათავე იმ დღეს.

ბარგი უზარმაზარ პარკში ჩავალაგე. ჯინსის შარვლითა და გრძელმკლავიანი მაისურით გამოწყობილს მაინც მციოდა,რადგან იმ დღეს რამე მოსაცმელი არ გვიყიდია,ისედაც ელვის სისწრაფით შემათრია სავაჭრო ცენტრში. კიბეები ძლივს ჩავიარე, დემნა იქვე მელოდებოდა. როდესაც დამინახა,როგორ ვცოდვილობდი პარკი გამომგლიჯა ხელიდან და საკუთარი ჰუდი მომცა, ჩაიცვიო. არ შევწინააღმდეგებივარ გადავიცვი და უაზრო რეფლექსი,რომელსაც არომატი ესიამოვნა უკუვაგდე.
ეზოში გასვლისას გულგრილად ჩავუარე დაღვრილ სისხლს და ავტომობილში მოვთავსდი. თვითონაც მომიჯდა მალე. ვენებგამობერილი ხელები ელაგა საჭეზე, მშვიდად იჯდა, არც მიმჩნევდა. ჩემი აჩქარებული გული ლამის გადმოხტა მკერდიდან, ისე ცუდად მხდიდა სიტუაცია,რომელშიც აღმოვჩნდი. არ მინდოდა ამდენი ტკივილი, სიკვდილი,ეს ძალადობა და საერთოდ ყველაფერი,რაც აქ ხდებოდა.
გონებაგაფანტულმა ვერც შევამჩნიე, როგორ ამოაძვრინა მოსაცმლის ჯიბიდან ტელეფონი და გამომიწოდა. გაკვირვებული მივაჩერდი.
-გამომართვი.
-ჩემთვისაა?-დავხედე ახალთახალ აიფონს და ჩავრთე.
-ამით რეკავ ჩემთან და შენს მშობლებთან. გასაგებია?-გზისთვის თვალი არ მოუცილებია. თავი დავუქნიე და თვალიერებას მოვყევი. გალერეა როდესაც გავხსენი აღმოვაჩინე,რომ დემნას ჩემი ფოტოები ჩაეყარა,ტყეში რომ გადავიღე მისი ტელეფონით.
როდესაც უკვე ტრასაზე გავედით და თანამედროვე ქალაქს დაემსგავსა სოხუმი, დემნას მობილურმა დარეკა. გულგრილად გადაუსვა ხელი და ყურთან მიიდო. როგორც მივხვდი, დავითი რეკავდა.
-სად არიან?-მობეზრებულად ამოილაპარაკა.-ბავშები არიან?... მერე მე რა მინდა, თან კლასელები...არ მაქვს ახლა ნერვები,დავით.-მცირე პაუზის შემდეგ დაამატა:-ამის დედაც...მოვდივარ.

მიბრძანა, მანქანიდან არ გადავსულიყავი. დამიბარა, რომ მალე დაბრუნდებოდა. მე თავისუფლად ვხედავდი მას,რომელიც რამდენიმე ადამიანის შუაში იდგა და რაღაცას ლაპარაკობდა. შუაგულ ტყეში, ნაძვებს შორის წრეში მდგარ ახალგაზრდებს თავის დაკვრით მიესალმა და მხოლოდ დავითს ჩამოართვა მეგობრულად ხელი. ჩემგან ზურგით მდგარმა ხელები ზურგსუკან გადაიჯვარედინა და რაღაც თქვა, რის გამოც, ორი ადამიანი მას წინ დაუდგა.
მივხვდი, რომ „გარჩევაზე“ მოვხვდი(ტიპური აფხაზეთი) და დემნას არ უნდოდა ამის დამსწრე ვყოფილიყავი,ამიტომ დააყენა ავტომობილი მოშორებით, მე რომ არ მომესმინა მისთვის. თუმცა, საშინლად მაინტერესებდა რას იტყოდა იგი. კარი ფრთხილად გამოვაღე, ხმა თავისუფლად რომ შემოსულიყო და სმენად ვიქეცი.
ორ ახალგაზრდა მამაკაცს,რომლებიც,როგორც წეღან თქვა კლასელები იყვნენ,სახელები გამოკითხა.
-მოყევი, რა პრობლემა გაქვთ.-მიმართა მარჯვნივ მდგომს, ანდრეის.
-კლასელებმა გადავწყვიტეთ ექსკურსიის მოწყობა.-ანდრეიმ დემნას თვალი მორიდებით გაუსწორა და მოყოლა დაიწყო.-ვსაუბრობდით სად უნდა წავსულიყავით და რა უნდა გვექნა. ჩვენმა ერთ-ერთმა კლასელმა, ილონამ, გვთხოვა, ჩემს პატარა ძმასა და დას წამოვიყვანო. ავტობუსში მეტი ადგილი არაა, უარი ვუთხარით,ამიტომ გაბრაზდა, ჩვენზე განაწყენდა და ჩხუბი დაგვიწყო. ამ დროს, ამ ვაჟბატონმა,-ანდრეიმ გვერდით მდგარ ოლეგს ღვარძლიანად გახედა.-თმებით მოქაჩა და მოკეტეო, დაუყვირა.
-მთლად მასე არ იყო!-ოლეგიმ გააპროტესტა,მაგრამ დემნამ შეხედა,ბიჭიც დაიბნა და გაჩუმდა.
-და ? რატომ არ აქვს დალურჯებები სახეზე?-ოლეგზე მიუთითა. მე გამეღიმა მის სიტყვებზე.
-მისკენ გავიწიე,მაგრამ კლასელებმა გაგვაშველეს და ამიტომ.-დარცხვენილმა დაილაპარაკა ანდრეიმ, თავი დახარა.
-გასაგებია,-დემნამ ხმამაღლა წამოიძახა. ცოტა ხანი არაფერი თქვა,შემდეგ კი ერთი ნაბიჯით უკან დაიწია.-ჯერ ერთი, კლასელებს შორის მომხდარ ჩხუბში არავინ უნდა ჩაერიოს,ეს პრობლემა თქვენით უნდა მოაგვაროთ. ორი წლის ბავშვები ხართ? მტყუანსა და მართალს ვერ არჩევთ ერთმანეთისგან თუ რა ხდება?-ხმას საგრძნობლად აუწია. ის ძალიან გაბრაზდა.
-თქვენ კაცები ხართ თუ მეშლება რამე?-როდესაც ვერავინ გაბედა შეპასუხება,ისევ განაგრძო მან.-გოგოს გაბრაზება მალე ჩაივლის,მაგრამ წყენა - არასოდეს. გაბრაზებას იგი სიცილით გაიხსენებს,წყენას კი ყოველთვის თვალცრემლიანი. ასეთი რა დღეში იყო, ხელით რომ შეეხე?-დაიყვირა და გაბრაზებულმა ფეხი იქვე მიყრილ გირჩებს დაუშინა.
-მშვიდად,დემნა.-დავითმა სიტყვა ოსტატურად ჩააკერა და დემნას თვალები დაუბრიალა. მან ღრმად ამოისუნთქა, გასწორდა და საუბარი გააგრძელა.
-მოკლედ, ანდრეი,-ბიჭს თვალები გაუფართოვდა თავისი სახელის გაგონებაზე.
-გისმენთ.-მორჩილად უპასუხა.
-შემდეგში თუ ისევ გაიმეორებს, პირდაპირ სახეში,კარგი?-დემნას სიტყვებს იქვე მდგომი ბიჭების ჩუმი ჩაფხუკუნება მოჰყვა. დემნა ამჯერად ოლეგს მიუბრუნდა და მასთან ახლოს მიიწია.
-ოლეგ, გოგოს ბოდიშს მოუხდი, ეტყვი, რომ შეცდომა მოგივიდა და ეს გაუცნობიერებლად გააკეთე, რომ ემოციებს აყევი და ასე შემდეგ, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ მსგავსი რამე მოხდება, თუ რომელიმე თქვენგანს ერთმანეთში კონფლიქტი მოუვა, თვითონ გაარკვიეთ!- ბოლოს სიტყვები მშვიდ ტალღაზე დაასრულა. ოლეგს მუახლოვდა, დარცხვენილს, კეფაზე ხელი მოკიდა და თვალებში ჩახედა.
ჟრუანტელმა დამიარა ამ სცენაზე.
-უშეცდომო არავინაა,ეს ხომ იცი,-თბილი ტონით წამოიწყო მან,როდესაც მიხვდა,თუ როგორ დაიძაბა ოლეგი.-უბრალოდ, თუ დამნაშავე ხარ,უნდა აღიარო ხოლმე. მეც ათასი სისულელე გამიკეთებია, ბევრი გოგო გამიბრაზებია სკოლაში,მაგრამ მათთვის შეურაცხყოფა არასოდეს მიმიყენებია.
-რა თქმა უნდა.-ტუჩის მოძრაობით მივხვდი,რაც უპასუხა და თავი დახარა.
-და ჰო,-უცებ გაახსენდა რაღაც.-იმედია, ილონას და-ძმების ადგილი გამოიძებნება მაგ წყეულ ავტობუსში.-შემდეგ ოლეგს თავით რაღაც ანიშნა და ჩემკენ წამოვიდა, მის ფონზე კი ბიჭებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
მე იდიოტივით გამეღიმა.
.
აკაციებისა და ხასხასა მწვანე ფერის ნაძვრების გალავანს რომ ჩავუარეთ, დემნას მთელი სხეული მოუდუნდა. უსიამოდ დაახამხამა თვალები. დაღლილი იყო. ფიზიკურად თუ სხვა მხრივ,თქვენ განსაჯეთ. არ მიკვირდი მისი სახის ამ ნაწილის დანახვა. ეს აფხაზეთია... რუსეთის გუბერნია,სადაც დღემდე ხდება მოძველებული ქუჩური გარჩევები, ღია ცის ქვეშ მკვლელობები, უსამართლობები, პოლიციასა და „ქურდებს“ შორის მყარი კონტაქტები. ისე, როგორც ხდება რუსეთში.
გალიდან კურსელები მყავდა. მათი მონაყოლიდან ვიცი,რაც ხდებოდა აქ და ახლა ჩემი თვალითაც დავრწმუნდი. არ გთვლიდნენ ადამიანად, თუ ვინმე გავლენიანი არ იდგა შენს უკან. არ მიაჩნდით რამე ღირებულად, თუ აფხაზური, ან რუსული გვარი არ გქონდა. მეგრელები ხომ დამონებული ჰყავდათ... საწყ.ლებს ხმის ამოღების უფლებაც არ აქვთ, გაჭირვებით ყლაპავენ დაუმსახურებელ დამცირებებს, შეურაცხყოფებს და ხშირშემთხვევაში ვერ ითმენენ ხოლმე.
გავიაზრე და მეტკინა. უძლური აღმოვჩნდი ამ ყველაფრის წინაშე. მე ხომ საკუთარ თავზე გამოვცადე „ქართველოს“ დამცინავი ძახილი, დაუმსახურებული განაჩენი და იძულებითი ტყვეობა. ჩუმი პროტესტი ვერ ითმენდა ციხეში ჰყოფნას და გამოსვლას გამუდმებით ცდილობდა. მეხვეწებოდა ხმა ამომეღო, თითქოს რამის შეცვლა შემეძლო ამით,მაგრამ მაინც.. რა რთული იყო ყველაფერი.
რა რთული იყო იმის გაანალიზება,რომ დემნას წმინდა ქართული გვარი ჰქონდა.
-რაღაცას გკითხავ,-შუა გზაში ვიყავით,როდესაც ფიქრებს გამოქცეულმა ხმა ამოვიღე.
-გისმენ.
-შენ...-ძლივს წარმოვსთქვი ერთი სიტყვა. თავი მსუბუქად დამიქნია,რაო.-შენ...მართლა მოკლავდი მას?
ჩემი კითხვა არ გაჰკირვებია,მაგრამ არ მოეწონა,ეს ფაქტი იყო. იგი არ იყო მოძალადე, ყოველშემთხვევაში ჩემთან ასე არ მოქცეულა და ამიტომ მაინტერესებდა, გამკეთებელი იყო თუ არა.
-არ გამიჭირდებოდა,-მოკლედ მომიჭრა.-შენ როგორი პასუხი გინდა? ხომ ნახე,რაც ვქენი.
-იზამდი თუ არა,დემნა.
-შენს მერეც შემეძლო ამის გაკეთება,მაგრამ არ გამიკეთებია.

ამასობაში დაღამდა. ორი საათი გავიდა,რაც ვმგზავრობით.
სოხუმის ქუჩაზე ფერადი ტროლეიბუსი გამოჩნდა და შემდეგ ბაქანზე დარჩეინლი კაცივით დაპატარავდა. სურნელოვანის აკაციების სუნი მანქანაში შემოფარფატდა, ცხვირზე გამეხახუნა და მშვიდად გავიდა. გარედან შემოსული სინათლე დემნას დაძარღვულ თითებს ანათებდა.
ლამაზი სოხუმი და ჩემი ღაბუა ჩიტივით უწყინარი ცხოვრება მასთან ერთად ჩამოიშალა.
-კიდევ შორია?-დაღლილმა ვკითხე. ქუთუთოები დამეღალა,ცოტაც და დავიძინებდი.-ან სად მივდივართ საერთოდ..
-დაიძინე,შორია ჯერ.
დავეთანხმე,თვალები დავხუჭე და დაღლილს,მალევე ჩამეძინა.

არ გამღვიძებია ჩვეულად,როგორც ადრე ვაკეთებდი ამას. იყო მოულოდნელი შეყვირება,ხმაური და ძლიერი დამუხრუჭება. თავი რაღაცას მივარტყი,რის გამოც უზარმაზარი ბალიში ამოვარდა და პირდაპირ ცხვირ-პირში გამოექენა. მეგონა,რომ მთელი სახე წამერთვა და ვიღაცამ ბებიაჩემის ურო,რომელსაც სახელოსნოში ინახავდა, ჩამარტყა. შემდეგ თვალების გახელისას თეთრი სივრცე გაიშალა,მაგრამ მალევე წაიშალა,რადგან ზემოთხსენებული ბალიში ვიღაცამ მომაშორა.
დემნა.
-რა ხდება?-ძლივს ამოვღეღრე. მას დაბნეული მზერა ჰქონდა. მანქანიდან სწრაფად გადავიდა,ჩემს მხარეზე მოვიდა. წელში შემომისრიალა თავისი ხელები, ავტომობილიდან გადმომიყვანა და ჯერ კიდევ ნამძინარევს,მაგრად მომხვია ხელი.
ავტომობილი შუა გზაზე იდგა. არაფერს დაჯახებია,უბრალოდ მისმა დამუხრუჭებამ გამოიწვია ჩემი თავის დარტყმა და აირბაგის გაშლაც. თავი მოვატრიალე. ჩვენს უკან და წინ მანქანები იდგა,ჩვენი ავტომობილი შუაში გაჩხერილიყო და დემნას დამუხრუჭებაც გასაგები გახდა ჩემთვის.
ათობით მამაკაცი გადმოვიდა. ნაწილი წინ დაგვიდგა,ნაწილი უკან. იარაღები მოიმარჯვეს,შუაში მოგვამწყვდიეს და დემნას დაელოდნენ.
-დემნა...-მასზე აყრდნობილს ავხედე. თვალები დახუჭა წამიერად,შემდეგ შემომხედა.
-არაფერია,ჩემთან იყავი.-ჩუმად მითხრა. მხარზე მომხვია ხელი და შუაში დადგა.
უკვე ყელში მქონდა ეს დაძაბულობა და მაშინაც,შიშის გრძნობას არ შევუწუხებივარ. უბრალოდ მოსაბეზრებელი გახდა,მუდმივად უცხო სახეები,იარაღები და ყველაფერი,რაც მანამდე მოხდა.
მხარზე მოხვეული ხელი მომაშორა.
-აბა,სადაა?-მკაცრად იკითხა. წინ მდგარ ბიჭებს მიმართა.
-აქ ვარ,დემნა,აქ.-ბიჭების უკან გაისმა ნაცნობი ხმა და პატრონიც ხელჯოხით ხელში წამოვიდა ჩვენკენ.
მოხუცი....
ნაკავები შიში ერთიანად წამოვიდა. გამახსენდა მისი გაცემული ბრძანებები ჩემ მიმართ და ტანზე ჩავლილმა ჟრუანტელმა ჩემი ორგანიზმი აიძულა თვალები ცრემლებით ავსებულიყო. დემნამ იგრძნო ეს, მკლავზე ჩამომისრიალა თავისი თითები და ხელზე მომიჭირა. მისი თითების შეხებამ თითქოს რაღაც იმედი მომცა,მაგრამ ეს აბსურდი იყო. ისინი ათობით იყვნენ,დემნა კი ერთი არასასურველ ქართელთან ერთად.
აქ რა უნდოდა? ისევ რატომ მოვიდა? ტვინი გამისკდა კინაღამ იმ საღამოს.
-როგორ ხარ,ძვირფასო?-ცალი ხელი ხელჯოხს დაადო,თავისუფალით კი თითი გამოიშვირა ჩემკენ.-კარგი წყვილი ხართ,ვერაფერს ვიტყვი.
დემნას გაეღიმა.
-თქვი რა გინდა და წავალთ მერე.
-ვინ გაძლევს წასვლის უფლებას,დემნა?-კაცმა დაიყვირა. ხელჯოხის ძირი ასფალტზე დააბრახუნა.
-და ვისგან უნდა ავიღო?-არც მან დააკლო. ინსტინქტურად მისი მაისურის ბოლოს ჩავებღაუჭე. მეგონა სიზმარი იყო ის ,რაც ხდებოდა.
-მოგკლავ,გეფიცები,შუბლს გაგიხვრეტ და ამ გოგოსაც ზედ მიგაყოლებ.-ამოიღრინა, ბებერი ნაბიჯებით მოგვიახლოვდა და უმნიშვნელო მანძილი დატოვა მასსა და წყნარ დემნას შორის.
-არ გინდა,-დემნამ თავი გადააქნია.-ორივემ ვიცით,რომ ამას ვერ გააკეთებ.
-მე შენ ღვიძლი შვილივით მიგიღე!-ისევ დაიყვირა კაცმა.-გენდობოდი! საკუთარი ქალიშვილიც კი განდე,შენ რა გააკთე,დემნა?-დაჭრილი მხეცივით ალაპარაკდა.-ამ გოგოს გამო...ამ ქართელის გამო გააფუჭე ყველაფერი?
-ამ ქართველის გამო.-თავი დაუქნია.-რაინას ნუ ახსენებ,მისთვის არასოდეს არაფერი დამიშავებია.
-მამამის რომ უღალატე, ეს დანაშაული არ არის?-ხმა დაუმშვიდდა.
-ისედაც იცის რა კაციც ხარ.-იმავე ტონით შეეპასუხა. მოხუცს თავზე ლაფი გადაასხესო თითქოს, ისეთი სახე ჰქონდა.
-ქუჯი იპოვის მას,დემნა.-სხვა თემაზე გადაიტანა კაცმა.-იპოვის და წაგართმევს. წაიყვანს და აწამებს,გესმის ეს?-ერთმანეთს მიაყარა სიტყვები.
-მასზე ღელავ?-დემნას ისევ გაეღიმა. მისი დამცინავი გაღიმება აღიზიანებდა მოხუცს. ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა თითქოს დემნა მისი სისუტე იყო. მუქარებს ისვრიდა,მაგრამ თვითონაც იცოდა ,რომ შემსრულებელი არ იყო.
-მე შენზე ვღელავ.-ხმა დაათბო. ამან არ მიაბა დემნა სკამზე? ნორმალურია ეს კაცი თუ რა ხდება?-შვილივით მყავდი, რაინას ძმასავით ედექი და ახლა ამ გოგოს გამო, მტოვებ?
-უდანაშაულო რომაა,არაფერი?-დემნას მობეზრდა და ხმა გაიმკაცრა.-არაკაცივით რომ მოექეცი, ჩემს თვალწინ,გაუპატიურებას რომ უპირებდი, იმ შენს გამოს/ირებულ ასტიკს რომ აძლევდი მითითებებს როგორ და რანაირად გაეხადათ მისთვის ტანსაცმელი,მაგის მერე ხმას როგორ იღებ?-ჩემს სხეულს მოშორდა, პირისპირ დაუდგა და მოხუც თვალებს მკაცრად ჩააშტერდა.
-ქართველია!-გაიბრძოლა კაცმა.
თვალებიდან ცრემლი ჩამომიგორდა. ისევ იგივე...
-და მეც ვარ. . .-აღმოხდა დემნას.-მერე?
თვალები გამიშტერდა. რააა?
მოხუცმა თვალები დახარა. იგი უძლური იყო დემნას წინაშე კიდევ ერთხელ. მან ცალი ხელი ასწია,შემდეგ ჩამოსწია და ამის ფონზე მისმა ბიჭებმა იარაღები ჩამოუშვეს. აქედან დაიკარგეთო,დაიყვირა კაცმა. ისინიც მაშინვე გაუჩინარდნენ ავტომობილებში. შუა ტრასაზე, სრულიად მარტო იდგნენ დემნა და მოხუცი ერთმანეთის პირისპირ.
დემნა გვერდით გასწია. მე შემომხედა.
-მან იცის?-თავით ჩემზე ანიშნა.-იცის, ვინ ხარ?
და მართლაც, ვინ ხარ, დემნა . . .
-არ სჭირდება ამის ცოდნა.-ხელები მოსაცმლის ჯიბეში ჩაიწყო და ისევ გააგრძელა.-დაამთავრე? წასასვლელი ვარ.
-მიდი,წადი,-ხელი აიქნია კაცმა.-მაგრამ იცოდე. ქუჯის შენ თვითონ გაუმკლავდი, მე მხოლოდ საკუთარ თავს მივხედავ. ჩემი ისედაც ეშინია,ვერ მომიახლოვდება. მას კი, არ დაინდობს.
-მისიც შეეშინდება,-ჩემკენ წამოვიდა,ასე სცემდა პასუხს მოხუცს.-როდესაც გაიგებს,რომ ჩემთანაა.
-ისევ ისეთი ხარ,დემნა. ისევ ისეთი...
-რაინა მომიკითხე,-მიაძახა. მხარზე გადამხვია ხელი და ავტომობილში საკუთარი ხელით ჩამსვა.
ახლა რა მოხდა?
.
სიჩუმე.
სიჩუმე.
ხეების შრიალი.
ტკაცუნი, მანქანის ჩქარი ჩაქროლვა.
-რატომ არ მითხარი?-დავიჩურჩულე მშობლიურ ენაზე. მომენატრა კიდეც ჩემი ლამაზი ქართულით საუბარი.
დემნამ ამოიოხრა. ეჭვიც არ შემპარვია,რომ გიაგებდა.
-რამეს შეცვლიდა?-კითხვა კითხვითვე, წმინდა ქართულით შემომიტრიალა.
-მე...მეგონა,რომ აქ აფხაზების ხახაში ჩავვარდი,შენ კი...შენ!-დავუყვირე.-ქართველი ყოფილხარ... ქართულიც გცოდნია...რისთვის მაწამე? რისთვის,რისთვის?!
-აი ამის გამო, ქეთი...-გააგრძელე ისევ უაქცენტოდ საუბარი.-იმედი გაგიჩნდა.
-გიჟი ხარ.-დასკვა გამოვიტანე.-შეშლილი. არანორმალური. რას ქვია იმედი?რა შუაშია? მე ისედაც მაქვს შენი იმედი,რომ აქედან გამიშვებ,რომ უპრობლემოდ გადამიყვან ჩემს სახლში,შენ...საერთოდ რაზე მელაპარაკები?
-ქეთი..
-არა!-ამჯერად მე ავუწიე ხელი.-არა,არა,არა. ჩემი მშობლები იქით იტანჯებიან,დემნა...მათ გონიათ,რომ მე ვიღაც რუსი,ახალგაზრდა კაცის სახლში ვარ. ღამე ვერ იძინებენ იმის შიშით,რომ შენ რამეს დამმართებ. დღე და ღამე ერთი და იგივეა მათთვის და შენ ამ დროს...შენ ამ დროს ქართველი ხარ,ჩვეულებრივი ქართველი!-გამწარებულმა ყვირილი მოვრთე.
-ქეთი!
-და რატომ? რატომ? რისთვის... ჩემი წამება გინდოდა? ჩემი გაბრაზება? თუ შენი რომ შემშინებოდა? ეს გინდოდა?-მთელი ძალით ამოვარტყი ფეხი აირბაგის ბალიშს,რომელიც იქვე სავარძლის ქვეშ ეგდო. გაჩერებული მანქანით შუა ტარასაზე ვიდექით,მაგრამ განმკითხავი არც არავინ ყოფილა.
-გეყოფა,საკამრისია!-ხმას აუწია. კოლოფიდან სიაგრეტის ამოღებას ცდილობდა,მაგრამ თითები ვერ დაემორჩილა და ნერვებმოშლილმა გადმოყარა ღერები. იქიდან ერთ-ერთი აიღო და გაბრაზებულმა გაუკიდა. კინაღამ ჩატეხა სანთებელა.-მიზეზი არ მომიცია,ჩემი რომ შეგშინებოდა. ზედმეტი სიტყვა და შეხება ჩემგან არ ყოფილა,ქეთი. ის,რაც დღეს მოხდა... ის,რაც შენ დაინახე ჩემი მთელი ცხოვრებაა და მის იქითაც. ხო, ეს დედამოტ/ყნული,ქართველი ვარ, ხო, ეს დაგიმალე,რადგან ფუჭი იმედი არ გაგჩენოდა. გმირი არ ვარ, რომ აქედან მსხვერპლის გარეშე გაგიშვა.
-მაშინ რატომ...მითხარი,რატომ,დემნა.
-შენი წასვლის დღეს, რამე ისე რომ წასულიყო,მე მომიწევდა ისეთი რაღაცების გაკეთება,რაშიც დღეს ხელი შემიშალე.-რამდენიმე წამი მომცა, რომ გამეანალიზებინა,რაც თქვა.-შენ დაგამახსოვრდებოდა გარუსებული დემნა,მკვლელი დემნა, ამის დედაც, ისეთი მონსტრი,როგორიც დღეს მნახე და არა ქართველი...
ხმა ჩამიწყდა. შემხმარი და მოძრავი ცრემლები მუჭით მოვიწმიდე. ფეხსაცმელი გავიძრე, ფეხები სავარძელზე ავკცე და ნიკაპით მუხლს დავეყრდენი. საშინელი საღამო იყო.
იმაზე საშინელი,ვიდრე ადრე.
-რვა წლის წინ, ჩემი დის,ანას დაბადების დღეზე, თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ კლუბში ვიყავით ყველა.-წამოიწყო, იისფერი კვამლი ფანჯრიდან გაუშვა და თავი სავარძელს მიადო.-სრულწლოვანი გახდა,ოქროს დაბადების დღეს ჰქონდა,ამიტომ რესტორნის შემდეგ გადავწყვიტეთ კლუბში წავსულიყავით. ანას კლასელები, ბიჭები,გოგოები,ჩემი ძმაკაცები და მოკლედ, ერთი ამბავი იყო. ჩვენ გარდა კიდევ ათობით ადამიანი იმყოფებოდა იმ საღამოს..
პაუზა გააკეთა.მეორე სიგარეტსაც გაუკიდა.-დილის ხუთი საათი იქნებოდა. ფხიზლად ვიყავი,ბიჭებს ბევრი არ დაგვილევია,ძირითადად გოგოები სვამდნენ. არ ვიცი რატომ,არ ვიცი,გულმა მიგრძნო თუ არა, ანა დააკლდა ჩემს თვალს. მისმა კლასელმა საპირფარეშოში არიო. კიდევ კარგი პირდაპირ იქ წავედი...
გოგოების ტუალეტის კარი შევაღე თუ არა, ანა იატაკზე იწვა.მაისური უკვე აღარ ეცვა და ვიღაც გამოს/ირებული ნაბი*ვარი ქვედაბოლოსაც ეპოტინებოდა. ორი ზრდასრული არაკაცი,ქეთი,ორი ცხოველი ცდილობდა ჩემს დაზე ეძალადა. ვცემე,ცხვირ-პირი გავუერთიანე,მაგრამ ერთ-ერთმა ჩემს დას...ჩემს ისედაც განადგურებულ დას დანა მიადო ყელზე. ჭკუდან გადავედი,თავისი ბინძური ხელებით მოშიშვლებულ სხეულზე ეხებოდა. ჯერ მას გავუყარე დანა,შემდეგ მის ფეხზე წამომდგარ მეგობარსაც და იქვე დავაგდე. ანას ამის ყურება მოუწია. მე ისინი მოვკალი,ქეთი.
მზად ვიყავი სასჯელისთვის. სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია. და არც ვნანობ ამას. მაგრამ მამაჩემმა,რომლისგანაც მსგავსი რამ არასოდეს მომისმენია,მთხოვა აქ მეცხოვრა. მთხოვა,ჩემი დაც თან წამეყვანა. იმ საღამოსვე გამოგვაქცია.
-მერე?-ძლივს ამოღერღე.
-მერე,შენც ხედავ რასაც ვაკეთებ.-ჩუმად დაილაპარაკა,ძრავი ჩართო.-მის მერე მგონი არც არაფერი ყოფილა.
საუბარი დასრულებული იყო.

სექტემბრმა ფეხი მოიკიდა. სითბო ნელ-ნელა გვშორდებოდა. ფოთლებმა დაყვითლება უკვე დაიწყეს და მე ამ სანახაობამ, ამ სილამაზე მომხიბლა. აფხაზეთი უმშვენიერესია ყოველ სეზონზე,მაგრამ შემოდგომა გასაოცარია.
შევერცხლილი ფოთლები, კამკამა ცა და მოწყენილი ქუჩები ისე ეხმატკბილება ერთმანეთს,რომ აურაცხელ სიამოვნებას განიჭებს. დემნას მანქანაში მოთავსებული, მინიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს და ვფიქრობდი,რომ აქაურობას ქართველი აუცილებლად სჭირდებოდა. დემნა უხმოდ მართავდა ავტომობილს. რაც წამოვედით,სიტყვაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.
მთელი ეს დრო მე მას როგორც ჩვეულებრივ მამაკაცს ისე ვუყურებდი.იგი ზედმეტად მოქმედებდა ჩემზე,ზედმეტადაც კი აღვიქვამდი სიმპათიურად. სულ სხვანაირი იყო მაშინ. თავისებური, მისთვის დამახასიათებელი მძიმე და დინჯი ნაბიჯებით მოსიარულე დემნა სასწაული სანახავი იყო. მისი ბნელი , ვაკუუმით სავსე თვალები პირზე მომდგარ სიტყვებს მავიწყებდა და ზოგჯერ, მასთან შეკამათებაზეც ხელს ჩამაქნევინებდა ხოლმე.
მისნაირ ადამიანს ცხოვრებაში არ შევხვედრილვარ. ილოს ყოველთვის „კლასნი“ ძმაკაცები ჰყავდა. მახრჩობდნენ,წამოდი ვინმეს გაგაცნობთო, ათასი ადამიანის ფოტოს მაჩვენებდნენ ყოველ სტუმრობისას,მაგრამ არც მე მომწონდა და ილიაც თვალებს აბრიალებდა,არ გამიგიჟოთ ეს გოგოო.
დემნა სულ სხვა იყო. სხვა ფერი ჰქონდა.
მის მიმართ პატივისცემას განვიცდიდი. ის ჩემს გამო საკუთარ თავს გილიოტინაზე დებდა. მერე რა, რომ ავტორიტეტით სარგებლობდა,მერე რამ,რომ ძლიერი იყო, ის მაინც საფრთხეში იყო ჩემთან ერთად და ეს უნდა დამეფასებინა.
-გადმოდი,-მითხრა მაშინვე,როდესაც ღვედი შეიხსნა და ავტომობილი მყუდრო სახლის წინ, ისევ და ისევ ფარულად, ტყეში გააჩერა. წინასგან განსხვავებით, აქ სამეზობლო იყო,მაგრამ სახლები ერთმანეთისგან მოშორობით იდგნენ და არა მგონია,ვინმესთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდათ.
ვებერთელა ჭიშკარი დაცვის ბიჭებმა გაგვიღეს და მისალმების ფონზე შეგვატარეს. ხის კოხტა, კომპწია, ორ სართულიანი სახლი ლამაზად გადმოჰყურებდა არე-მარეს. ეზო მდიდარი იყო ხეებით, ბუჩქებით, მწვანე გალავნით.
გვიანი საღამო იყო.
ხის კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა. როდესაც საკეტმა დაიჭრაჭუნა და კარი გაიღო, გამოჩნდა ჩემხელა გოგონა, დემნასნაირი შავი თვალებით.
-ოჰ, მობრძანდი?!-ირონიული ტონით,ქართულად ჰკითხა ძმას.-გაგახსენდა, და რომ გყავს თუ რა ხდება?
-ანა, ძალიან გთხოვ, მერე!-ასევე მშობლიურ ენაზე შეეპასუხა დემნა და მიბიძგა,რომ შევსულიყავი,თუმცა ანამ ამის უფლება არ მომცა. ზღურბლზე დადგა და დაბლოკა შესასვლელი.
-არა, დემნა,არა! როდემდე, მითხარი!-ყვირილი დაიწყო, ხელებს იქნევდა. ნაბიჯით უკან დავიწიე, წამით ისიც ვიფიქრე,რომ მცემდა.-კვირებით მტოვებ შუაგულ ტყეში, ამ შენს ახმახებთან და ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნი,თითქოს ფეხებზე გკი/დივარ! მერე მოდიხარ და ლაპარაკის უფლებასაც არ მაძლევ!-ანერვიულდა, ხმა გაებრაზა და ის იყო დემნა წაიწია მისკენ,მაგრამ ძმა არ გაიკარა, ხუთივე თითი ასწია(მემკვიდრეობითია ალბათ) და გააჩერა.
-არ მჭირდება შენი ჩახუტება,-ამოილუღლუღა.-საერთოდ, რატომ მოხვედი! წადი, წაეთრიე იქ,სადაც იყავი, მე ისევ აქ ვიქნები, ისევ მარტო, ისევ შენს ბიჭებთან..
-მაპატიე,-დაბალ ხმაზე დაილაპარაკა და შუბლი კედელს მიადო.-ხომ იცი, შენ ჩემთვის რასაც ნიშნავ. სხვა ყველაფრის დედაც მოვტ*ან, ჩემთვის მთავარი შენი უსაფრთხოებაა.-გვერდულად გადახედა დას, იმედგაცრუებული სახის დანახვისას კი ამჯერად ზურგით მიაწვა ხის კედელს და არაფერი თქვა.
არ ვიცოდი რა მექნა. თავს ზედმეტად ვგრძნობდი,მაგრამ წასვლაც ვერ გავბედე.
-შენ ჩემთვის არასოდეს გცალია, დემნა.-ანამ რამდენიმე ნაბიჯი წინ გადმოდგა და ძმას პირისპირ დაუდგა. მე სკამზე ჩამოვჯექი და მათი მოსმენა დავიწყე.-ყოველთვის რაღაცას აკეთებ, ყოველთვის ვიღაცების საქმეებს არჩევ,აგვარებ,მაგრამ ჩემთან ვერასდროს მოდიხარ. რატომ? აქ ჩამოსვლის დღიდან მოყოლებული ერთხელაც არ დამიყვედრებია,რომ ვნანობდი გამოყოლას და ეს ასეა, რადგან შენ ჩემი ძმა ხარ, შენი ტკივილი ჩემიცაა და ჰო, მე მიყვარხარ,მაგრამ შენ ხომ შეგიძლია ერთი დღე მაინც გაატარო შენს დასთან, სახლში... ერთი დღით მაინც დაივიწყო ეგ წყეული იარაღი, გამოს/ირებული აფხაზები,რუსები და ჩემთან იყო..
როდესაც ხმა ვერ ამოიღო საპასუხოდ,ისევ ანამ გააგრძელა.-რვა წელია ამას ვითმენ. რვა წელია ადამიანებთან ურთიერთობას მიკრძალავ. მხოლოდ ისინია ჩემ გარშემო, ვისაც შენ ენდობი და არა მე. რა თქმა უნდა,აქ ხომ მთავარი შენ ხარ! ბატონო დემნა! შენი ხომ ყველას ეშინია, ვინ რას გამიბედავს! არ შემიძლია მეტი...ამოიწურა ჩემი მოთმინება, გესმის,სავსეა უკვე.
დემნამ თვალები დახუჭა. დის ცრემლნარევ სიტყვებს გაჭირვებით მოუსმინა. ვიგრძენი,როგორ აღელდა, დაიძაბა და ნელი ნაბიჯებით ეზოში გავიდა. დაცვის ბიჭებს რაღაც გადაულაპარაკა და ავტომობილში მოთავსდა.
გოგონა უფრო გააცოფა ძმის ამგვარმა საქციელმა. რამდენიმე ნაბიჯით უკან დაეწია.
-ისევ მიდიხარ?-ანამ დაუყვირა და ცრემლი გაბრაზებულმა მოიწმინდა.-ჯანდაბაშიც წასულხარ,დემნა,ჯანდაბაში!-გულმოსულმა მობრუნებულზე კარი ხმაურით მოიჯახუნა.
სახლში ფრთხილად შევედი. მისაღებში დემნას ჰუდი გავიხადე, რომელსაც სასწაული სურნელი ასდიოდა და იქვე ლამაზად დაკეცილი დავდე. ფეხსაცმელიც გავიძრე, კოხტად მილაგებული სახლის ჩუსტები ჩავიცვი და მისაღებში გავედი. სახლი შიგნით თანამედროვე სტილში იყო მოწყობილი. კრემისფერი კედლები,ნახატებითა და ჭაღებით. უფრო მოკრძალებული ვიდრე წინა.
ანას დივანზე ფეხები აელაგებინა და გულმოსული იჯდა. ტელევიზორისთვის ხმა გამოერთო, სრულ იდილიაში იმყოფებოდა.
ფრთხილად ჩამოვჯექი სავარძელზე,რომელიც დივნის გვერდით იდგა, ანასთან სიახლოვეს.
-მე ქეთი ვარ,-ამოვღერღე და მის რეაქციას დავაკვირდი. არ მინდოდა, გამებრაზებინა.
-ვიცი,ვინც ხარ.-უხეშად მომიგდო პასუხი(ესეც მემკვიდრეობითია ალბათ).-და საჭირო არ არის ლექციები, არ ვარ ამის ხასიათზე.
-არც ვაპირებდი,-ნაწყენმა დავილაპარაკე, რადგან ის ზედმეტად უხეში იყო ჩემი მიმართულებით.-უბრალოდ,სხვა შემთხვევა არ ვიცი,მაგრამ ეს დღეები დემნა ჩემთან იყო. მარტო ვერ მტოვებდა,იძლებული გახდა.
-შეეძლო მეც წავეყვანე, ხელს ნამდვილად არ შევუშლიდი.-სახედან ხელები მოიშორა და ჩვეულებრივად დაჯდა.
-ანა, რამდენიმე საათის წინ ათობით შეიარაღებულებს ძლივს გადავურჩით.
-რატომ იცავ?
-ნაწილობრივ,ჩემი ბრალია, აქ მარტო რომ ხარ. ვფიქრობ,უსამართლოდ გაუბრაზდი.-სიმართლე ვაღიარე და მხრები მსუბუქად ავიჩეჩე. ანას წარბები გაეხსნა, ოდნავ მოეშვა და დივანზე კომფორტულად გაწვა.
-არაუშავს,-ამოიდუდღუნა მან.-თვითონაც უსამართლოდ მექცევა ხოლმე.
-შეიძლება,მაგრამ გასაგებიცაა რატომაც.-ჩუმად დავილაპარაკე,არ ვიცოდი რამდენად სწორად ვიქცეოდი.
-ყველაფერი მოგიყვა,არა?-მკითხა მან. მწოლიარემ ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.-არც მიკვირს, ძალიან ლამაზი ხარ.
-ეს რა შუაშია?-უხერხულად გავიცინე. მართლა ვერ მივუხვდი სიტყვებს.
-რვა წელია ნორმალური ქალი არ უნახავს აქ. ვერ იტანს აფხაზებს, რუსების სამმეტრიანი ფეხები კი მასზე შტაბეჭდილებას ვერ ახდენს.-ოდნავ გაიღიმა.-ზუსტად ისეთი ხარ,როგორიც მოსწონს, უბრალო.
მისი სიტყვები მესიამოვნა,მაგრამ დავიბენი. რაც მთავარია,დემნასგან არასოდეს მიგვრძნია,რომ ჩემდამი რამე გრძნობა ჰქონდა.
-პირველად მხედავ...
-ზოგჯერ საჭირო არ არის ადამიანის წლობით იცნობდე.-როდესაც არაფერი ვუპასუხე, ისევ მან წამოიწყო საუბარი.-ალბათ,შენც გიჟი გგონივარ..
-რა? რატომ?-ოდნავ გამეღიმა მის შეფასებაზე. ფეხზე წამოდგა, წინ დამიდგა და ცრემლიან სახეზე ოდნავ ღიმილი გაეპარა.
-დაცვის ბიჭები ჭკუიდან გადავიყვანე ეს დღეები.-შემდეგ ხელი გამოსწია და ამჯერად,ფართოდ გამიღიმა.-ანა აფხაზავა, სასიამოვნოა შენი გაცნობა,ქეთი.
გულახდილად გამეღიმა და მის მარჯვენას ჩემი შევაგებე.

დემნა არ მოსულა. ის ღამე მე ანამ ერთად გავატარეთ. ერთმანეთს ვუყვებოდით რაღაცებს, გვიანობამდე ვლაპარაკობდით. თბილისის ამბებს მაყოლებდა. აინტერესებდა ნაცნობი შენობა ისევ იგვე ფუნქციისა იყო თუ სხვა. გახსენებაზე ეღიმებოდა...
კოპი,რომელიც შუბლზე დარტყმის შემდეგ მქონდა,დამიმუშავა, ლეიკო დამაკრო,შემდეგ კი ერთ-ერთი ოთახი მიმიჩინა,ახალთახალი ღამის პერანგი მომცა (ჩემი ტანსაცმელი ჯერ კიდევ დემნას ავტომობილში იყო) და ტკბილი ძილი მისურვა. დაღლილს ბალიშზე თავის დადებისთანავე დამეძინა.
საკმაოდ ადრე ავდექი. ანაც ამდგარი დამხვდა. გადავწყვიტეთ საუზმე მოგვემზადებინა ჩვენთვისაც და გარეთ მოდარაჯე ბიჭებისთვისაც. ასეც მოვიქეცით,ცხელი ჩაი და სასუნავებით ვეახლეთ მათ. გაუხარდათ ჩვენი მისვლა. მშივრები მაშინვე დაეწაფნენ საჭმლებს და გულითადი მადლობებით გამოგვაცილეს. ანა უშუალო იყო მათთან ურთიერთობაში. გულღია გოგოს შთაბეჭდილება დატოვა და ასეც იყო. გულწრფელი,მართალი, ალალი, - როგორც სამეგრელოში იტყვიან ხოლმე, სწორედ მასზე ითქმოდა. მისი გრძელი,ქერა,ტალღოვანი თმები და დემნასნაირი თვალები ეშხიან იერს აძლევდა. საშუალო სიმაღლის, ტანმორჩილი, შხვართი გოგონა ძალიან ჰგავდა დემნას. დემნას თვისებები მაშინვე ამოვიცანი მასში. ლაპარაკის მანერა, სიტყვები, სიარულითაც კი წააგავდა ძმას.
როდესაც თეფშებით სახლისაკენ ვბრუნდებოდით,სწორედ მაშინ შემოვიდა ეზოში დემნას შავი „BMW“. ანა დაიბნა, ჩქარი ნაბიჯებით შევიდა სახლში. მე კართან დაველოდე, რამე შესავალი რომ გამეკეთებინა და გოგონა ისევ არ გაებრაზებინა.
გადმოვიდა. საბარგულიდან ჩემი პარკები ამოალაგა და დატვირთული წამოვიდა ჩემი მიმართულებით.
-რა?-მკითხა.
-ნორმალურად დაელაპარაკე.-ჭკუა დავარიგე,კარი შევაღე. დაველოდე,როდის შევიდოდა.
-არანორმალურად არც ვსაუბრობ ხოლმე.
-რა თქმა უნდა.-ჩემთვის დავილაპარაკე და შიგნით შევედით.
და-ძმის შეხვედრა ანასთვის უხერხული იყო. ვიგრძენი,რომ უკვე მართლაც ზედმეტი ვიყავი. დავიბარე,ცოტა ხნით ჰაერზე გავალ-მეთქი, და კარი გამოვიხურე.
სუფთა ჰაერი მართლა მესიამოვნა. ჭიშკართან გამაგრებული ბიჭები მადლიერი მზერით მიმზერდნენ. ტელეფონი ამოვიღე და ფოტოების გადაღება დავიწყე.იმედი მქონდა,როდესაც სახლში დავბრუნდებოდი, ფოტოები დამრჩებოდა აქაურობისგან და ისე გავიხსენებდი. ამიტომ არც ერთი წუთი არ უნდა დამეკარგა.
ჭიშკართან მოდარაჯე ბიჭებს გავხედე. გადავწყვიტე გამოვლაპარაკებოდი და ამჯერად,ანას ნაცვლად მე გავჩენოდი ჭირად. მივუახლოვდი, ოდნავ მოშორებით დავდექი და ისე დავუწყე ლაპარაკი.
-ბიჭებო, თქვენ აფხაზები ხართ?-უაქცენტო რუსულით თავისუფლად მივუგე.
-მე ჩრდილოეთ ოსეთიდან ვარ.-მითხრა ერთ-ერთმა და თბილად გამიღიმა.-დანარჩენი თითქმის ყველა აფხაზია.
-გასაგებია. მეგრულად საუბრობთ?-დავინტერესდი მე. ჩემი კითხვა მათ გაუკვირდათ,თუმცა მაინც მიპასუხეს.
-მშობლები საუბრობენ,ჩვენ იშვიათად,მაგრამ გვესმის.
-საქართველოზე რა აზრის ხართ?-ენა დავიგრძელე და უფრო გავთამამდი. მშვენიერი ყმაწვილები იყვნენ,რას დამიშავებდნენ,პირიქით,ჩემი დაცვა ევალებოდათ.
-საქართველოზე ცუდს არაფერს,ქართველებზე რამდენიც გინდა.-სხაპასხუპით მომიგო მეორემ.-ომის დროს,აქ რომ შემოიჭრნენ,ჩვენი ქალები გააუბედურეს,აგვაოხრეს.
შეპასუხებას ვაპირებდი. მინდოდა ამეხსნა,რომ ისინი ქართველები კი არა ჩვენი ქვეყნის მოღალატეები იყვნენ,მაგრამ ვინ მაცადა? ჭიშკრიდან სირბილით მომიახლოვდა დავითი, მკლავზე ხელი ჩამავლო და მოშორებით გამიყვანა.
-რას აკეთებ?-ხმას ავვუწიე მე. ხელი ფრთხილად შემიშვა, გვერდით დამიდგა და საყვედურებით სავსე თვალებით შემომხედა.
-ქართველობაზე მათთან საუბარი ცუდი იდეაა,ქეთი.-ანერვიულებულმა ხელები სახეზე ჩამოისვა.
-მშვენივრად მელაპარაკებოდნენ.-ვიუარე, ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე.
-ასე მარტივად დაიმსახურეს შენი ნდობა?-ნიშნისმოგებით მკითხა.-ქეთი,ეს საქართველო არაა, შენს გემოზე რომ ისვრი სიტყვებს. აქ თითოეულ ბგერასაც უნდა გაუფრთხილდე. მერე რა,რომ ისინი დემნას ერთგული ძაღლები არიან, ყოველ წამს მოსალოდნელია შენი ქართველობა სხვაგვარად შემოგიტრიალდეს.
-თუ ასეთი არა სანდოები არიან, ანა რატომ დაუტოვა დემნამ?-სრულიად ლოგიკური კითხვა დავსვი მე. დავითს ჩაეღიმა...სულ რამდენიმე წამი არაფერი მიპასუხა, უბრალოდ იღიმოდა.
-მეც აქ ვიყავი, ქეთო..
-შენც ქართველი ხარ?-დაინტერესებულმა ვიკითხე.
-რაღაც მაგდაგვარი,-გულახდილად გაეცინა.-დედაჩემია ქართველი, სხვათაშორის, შენი გვარისაა.
-რაა?-ბედნიერებისგან შევყვირე.-აუ, რა კარგია! იცი ქართული?
-სხვა რა გზაა,-მიჩურჩულა ქართულად, თან თვალიც ჩამიკრა. იმდენად გამაბედნიერა ამ ფაქტმა,რომ სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე. ტაში შემოვკარი და ჭარბი ემოციებისგან მას მოვეხვიე. დავითის სხეული გაქვავადა ერთ წამს,შემდეგ ახარხარებულმა მჭიდრoდ მიმიკრა.
-ძალიან მიხარია, მართლა.-მშობლეურ ენაზე ავჭიკჭიკდი და მას ოცდათორმეტივე კბილით გავუღიმე.
-გეტყობა,-დამცინა, თან სახლისაკენ მიმავალ ბილიკს დაუყვა.
-აქ ცხოვრობს დედა?
-ჰო, ქალაქშია. აუცილებლად გაგაცნობ.-მეგობრულად გამიღიმა და კარში პირველი მე შემატარა.

შესულს ასეთი სურათი დაგვხვდა: დემნა დივანზე იჯდა, ანა წამოწოლილიყო და თავი მის კალთაზე ედო. მესიამოვნა ეს ხედი და გაღიმებული შევედი საერთო ოთახში. დავითი უკან გამომყვა, დემნას თავზე აკოცა, ანას კი თითებზე.
-როგორ ხარ, დათუნია?-კარგ ხასიათზე მყოფი გოგონა მაშინვე წამოემართა. ჩამოჯდა.
-დათუნიას მოგცემ ახლა,-მუშტი მოუღერა დავითმა. მსუბუქად გამეცინა.-დასრულდა შენი ტანჯვა და მოგივიდა ძამიკო მივლინებიდან?
-ჰა-ჰა,-ანამ გამოაჯავრა მამაკაცი და ვითომ გაიბუტა.
-თავიდან არ დააწყებინო ახლა,-დემნამ თითი დაუქნია ძმაკაცს და ფეხზე წამოდგა.-გაარკვიე რამე?
-ძალიან ბევრი რაღაც,-უცებ სახე დაეძაბა მას და დემნას წარბები აუწია.-ქეთის მაძებარი ძაღლივით ეძებენ. ეგ გამოს/ირებული ქუჯი ირმას ვერ მოაშორეს მოკლედ. საწყალ ქალს სული ამოუღო,რაღაც იცი და არ მეუბნებიო. ირმასთან ვიყავი წეღან, რომ დამახრჩონ,არაფრის მთქმელი ვარო, დავით. შემეცოდა...
-აუ, ირმასთან მაინც რა უნდათ?-გავბრაზდი მე. ფეხზე წამოვდექი და ფანჯრიდან ყურება დავიწყე.
-თბილისში შეგირდები გაუგზავნია, შენს სახლს უთვალთვალებენ.-დავითმა მწუხარებით სავსე მზერა მესროლა.-მაგრამ, ნუ ღელავ, ბიჭები მივუგზავნე, დედაჩემის ახლობლები, შერცხვენილები გამოუშვეს აქეთ. თან შენს ძმას შეუმჩნევია ერთ-ერთი და ისე უცემია, საავადმყოფოშიაო ახლაც.
-რაა?!-შევკივლე.
-ახლახანს მოხდა ეს ამბავი,-დემნა მომიახლოვდა და ჩემს წინ სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა.-კიდე რამეა, დავით?
-ქუჯი გაგიჟებულიაო. საზღვრებზე ყველგან თავიანთი ხალხი ჰყავს, გალში განსაკუთრებით.
-ანუ, წასვლის შანსი არ მაქვს?-გულუბრყვილოდ ვიკითხე. დემნამ ხელები სახეზე ჩამოისვა. შუბლი მოისრისა და ქვევიდან ამომხედა.
-ჯერ ვერ.
-მაჩვენე ერთი ის ქუჯი, ტვინს მივასხმევინებ!-ანა სიტყვით გამოვიდა.-დემნა,არ შეგიძლია დაელაპარაკო? შენებურები გაუშვი.
დემნას უბრალოდ გაეღიმა.
-როცა გინდა კი გაგდის ყველაფერი.-ჩაიბურტყუნა.-არა მგონია,გაგიჭირდეს. თქვი,რომ შენი შეყვარებულია ან ცოლი, ან რა ვიცი, შორეული ნათესავი. დამირისთვის იმდენი რაღაც გაგიკეთებია. თან,იმ ქუჯიმ არც კი იცის,შენთან რომაა,იქნებ საერთოდ დაანებოს თავი.
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო, ჩემო ბრძენო!-თმებზე წაეთამაშა ანას დავითი. მე დემნას გავხედე. მაინტერესებდა მისი პასუხი ამ აზრზე. თუ შესაძლებელი იყო,რატომ არ აკეთებდა?
-სანამ ჩემთან ხარ,არაფერი მოხდება.-თავისი ჩვეული სიმშვიდით დაილაპარაკა.
-მოვიცადოთ კიდევ ცოტა ხანი.-მშვიდად დაგვიყვავა დავითმა.
-მშიშრები ხართ რა,-ანას გაეცინა.-ერთი გოგო ვერ გაგიპარებიათ!
დავითი კიდევ დარჩა ცოტა ხანს. შემდეგ წასასვლელი ვარო, ყველა გადაგვკოცნა და დაგვტოვა. მე გარეთ გავედი, ილიას და მამას ვესაუბრე ცოტა ხნით. ავუხსენი ვინც იყო ის ადამიანი,ვინც ილიამ სცემა. შემდეგ ჩემს მეგობრებსაც ვესაუბრე. ყველა ერთად ჩაყვიროდა მობილურს,მათი ხმები კარგად ვერ გავარჩიე. მაგრამ დავპირდი,რომ მალე მანდ გავჩნდებოდი და ყველას მაგრად ჩავკოცნიდი.
ყველაფერი გამომკითხეს, სად ვიყავი, ვისთან, რას ვშვრებოდი და როდის შევძლებდი გადმოსვლას. შეძლებისდაგვარად ამომწურავად ვუპასუხე ყველაფერზე,შემდეგ შორიდან ვაკოცე და ყურმილი დავკიდე. მის ქართველობაზე სიტყვა არ დამიძრავს, ცალკე როცა იქნებოდა უკეთესად ავუხსნიდი.
ტელეფონის ანგარიში მთლიანად დემნას ხარჯზე იყო,ისევე როგორც ჩემი ტანსაცმელი, საკვები. ყოველთვის მაძლევდა დამატებით სახარჯო ფულს,მიუხედავად იმისა,რომ არ მჭირდებოდა.
უკვე საკმაოდ გვიანი იყო. კარი გაიხსნა, დემნა გამოვიდა და უკან დამიდგა. რამდნემე წუთი იდგა,არაფერი თქვა და სახლში შევიდა.

მეორე დილას, როცა გავიღვიძე, პირველი რაც გავაკეთე ეს თავის მოწესრიგება იყო. დავიბანე, მოვწესრიგდი, ჯინსი და ჯემპრი მოვიცვი და ქვევით ჩავედი. საუზმეს ანა ამზადებდა. მეც ცოტა წავეხმარე, შემდეგ ერთად ვჭამეთ და მივალაგეთ. უცნაური დილა იყო.
დემნა სადღაც წავიდაო. მეუცხოვა, მეხამუშა მისი არ ყოფნა.
მოწმენდილი ცა ლამაზ ელფერს ჰქმნიდა გარშემო. ამწვანებული ეზო ნელ-ნელ ივერცხლებოდა. ბაღში ჩამოვჯექი, მშობელს ცოტა ხანი ველაპარაკე. დედამ მითხრა,რომ მამას მეგობარი პოლიციელები ოცდაოთხი საათი დარაჯობენ და ცოტა დავშმვიდდი. მონატრება გაუსაძლისი რომ გახდა, ყურმილი დავკიდე და ცრემლები შეუმჩნევლად მოვიწმინდე. მათი ხმების გაგონებისას მარილიანმა სითხემ დაუკითხავად იწვიმა.
-რაზე ჩაფიქრებულხარ, ქალბატონო ქეთევან?!-ღიმღიმა ხმა მომემსა. დავითი ჩემს წინ პატარა სკამზე ჩამოჯდა, მე კი მოგრძო საქანელაზე გემრიელად ვქანაობდი.
-სახლიდან დამირეკეს და ოდნავ მოვიწყინე. შენ რას შვრები?-ომახიანად მივუგე.
-თქვენს მოსანახულებლად მოვედი. ანა სადაა?
-შიგნით, ტელევიზორს უყურებს.
-კაი რა, ნუ ხარ მოწყენილი.-ოდნავ ჩემკენ გადმოიწია.-ყველაფერი კარგადაა.
-რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს.-გულახდილად მივუგე.-არ მგონია, რომ ყველაფერი კარგად წავა. რაღაც აცულებლად მოხდება და არ მინდა, ჩემი მიზეზით ვინმე დაშავდეს,დავით.
-დემნას გამო ღელავ?-ჩანაფიქრს მიმიხვდა. უცნაურად შემომხედა,თან წარბები აწკიპა.-გიყვარს?
-რა?-იმდენად მოულოდნელი იყო ეს კითხვა, გულწრფელად გავიოცე. მას მხოლოდ გაეღიმა.-რა თქმა უნდა, არა.
-რატომ ასე კატეგორიულად?-სიგარეტს გაუკიდა.-საერთოდ არა?
-დავით, რა გინდა?-გავბრაზდი, ოდნავ ხმასაც ავუწიე. ამაზე არასოდეს მიფიქრია.
-მე არაფერი,-მსუბუქად გაიცინა.-შეიძლება არ გიყვარდეს,ჯერ,მაგრამ ვერ დამაჯერებ,რომ მის მიმართ რაღაც გრძნობა მაინც არ გაქვს.
-პატივს ვცემ და იცი რატომაც, თუ ეს გაინტერესებს.-დავიბენი,მაგრამ არ შევიმჩნიე. დემნამ მართლა დაიმსახურა ჩემი ნდობა. მჯეროდა მისი,მაგრამ გრძნობებზე საუბარი მგონი ცოტა ნაჩქარევი იყო.
-ქეთი, გიფიქრია რა იქნება,როდესაც აქედან წახვალ?-იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და ქვევიდან ამომხედა. გული ამიჩქარა მისმა კითხვამ. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე.-რა მოხდება შენს თავს, როდესაც დემნასგან მოშორებით იქნები და გეცოდინება, რომ მას კიდევ ძალიან დიდი ხანი ვერ ნახავ.
-ნუ მეკითხები ასეთებს, გეხვეწები..-უკვე ცუდად მყოფმა ამოვილუღლუღე და აცრემლებული თვალები მოვაშორე. არ მინდოდა ასეთ თემებზე ფიქრი. ჩემი ერთადერთი საზრუნავი ჩემი ოჯახი და მისი უსაფრთოხება უნდა ყოფილიყო და არა საკუთარი თავის მდგომარეობა, დემნასთან განშორების შემდეგ.
დავითის კითხვებმა საერთოდ ამრია. წამით გავაანალიზე,რა მდგომარეობაში ვიქნები და როგორი იქნება ჩვენი დაშორება. გული მეკუმშებოდა ამის წარმოდგენისას,რომ დემნა მე როგორც უბრალოს,როგორც ქართველი ქართველს, სოლიდარობის მიზნით მეხმარებოდა და ჩემი მოშორებით ამოისუნთქავდა.
-მაპატიე,-ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და ლოყებზე ცერებით მომეფერა.-არ ვიცოდი, თუ გეწყინებოდა.-შემდეგ ფეხზე წამომაყენა და მომეხვია. არ შევწინააღმდეგებივარ, ახლა ეს ნამდვილად მჭირდებოდა. დავითის თავი ილიას მახსენებდა, ეს კი დადებითად მოქმედებდა ჩემზე.
-არაუშავს, სულელი ვარ,-ამოვისლუკუნე და მას უფრო მეტად ჩავეხუტე.
თვითშეფასებაზე ხმაურიანად გაეცინა. თავზე ხელი მსუბუქად გადამისვა და შუბლზე მაკოცა.
უეცრად ვიღაცამ ჩაახველა. სურნელით ვიგრძენი ვინც იყო. დავითს ფრთხილად მოვშორდი და დემნას მიმართულებით გავიხედე. ამღვრეული თვალებით იხედებოდა. მის ცერცვისფერ თვალებს უსიამოდ აციმციმებდა. დავითს გაეღიმა მის დანახვაზე და არ ვიცი, რატომ. მე თავის დაკვირთ მივესალმე, როდესაც არაფერი მიპასუხა და უაზროდ ყურება დამიწყო სახლში შევედი და კარს მივეყუდე. მათი საუაბარი მაინტერესებდა.
-რა?-იკითხა დავითმა და ისევ გაიცინა.-ეგრე რატომ მიყურებ?
-არანაირადაც არ გიყურებ,-ამოღერღა დემნამ და ჭრიალით მივხვდი,რომ საქანელაზე დაჯდა. ( ე. წ „კაჩალკა“)
-კაი რა, ეჭვიანობ, ხო?-ხარხარს ამოაყოლა ეს სიტყვები დავითმა. დემნას სახე წარმოვიდგინე იმ წამს და მეც გადამკრა ღიმილმა.
-ვისზე, დავით?
-დემნა...რატომ ბავშვობ?-უკვე სერიოზულად იკითხა.-დედაჩემის გვარისაა ეგ გოგო, უაზრო აზრები მოაშორე შენს გონებას.
-არაფერი მიფიქრია.
-უჟმურობის ხელმწიფე ხარ,რა.-ადექვატურად შეაფასა მეგობარი.-ანა ხანდახან მართალია.
შემდეგ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეს, ამიტომ კარს მოვშორდი და მისაღებში შევედი,სადაც ანა ვიდეოთვალით მშობელბს ესაუბრებოდა. დემნას დედა ლამაზი ქალი აღმოჩნდა, ლურჯი, ხასხასა თვალებით, შვილები ალბათ მამას დაემსგავსნენ.დედასთან ბაასი როგორც კი დაამთავრა, თვალცრემლიანმა მობილური დივანზე მიაგდო და ნატკენი თვალებით შემომხედა.
-ვიცი, როგორი რთულიცაა, ქეთი.-ხმა დაუსუსტდა. ძლივს საუბრობდა. გული მეტკინა მის ასეთ მდგომარეობაზე.-რვა წელია დედაჩემის სუნი არ მიგვრძნია. ძალიან მენატრება...
-არ გინდა,-ფეხზე წამოვდექი და გვერდით მივუჯექი. მას ახლა საჭიროზე მეტად სჭირდებოდა მხარდაჭერა.-დამშვიდდი, ჩშშ..
-მეძინება,-ამოისლუკუნა, თავი მუხლებზე დამადო და მშვიდად დახუჭა თვალები. თმაზე მოვეფერე, მას კი მალევე ჩაეძინა.
. . .
ნაშუადღევს, როდესაც ანას ჯერ კიდევ ეძინა და ბიჭები სადილის შემდეგ ტელევიზორის ყურებით ერთობოდნენ, მე ეზოში გავედი. მიჭირდა სახლში ყოფნა, სუნთქვაც კი საშინელება იყო, ამიტომ სიმშვიდე, სიწყნარე და სრული იდიალია ბაღში მქონდა მხოლოდ. მიუხედავად დაცვის ბიჭების სიარულისა, მაინც მშვიდად ვიჯექი საქანელაზე, ხან დედას ვესაუბრებოდი, ხან ძმას, ხან ჩემს მეგობრებს და დრო ასე გამყავდა.
მართალია, მეგობრები მყავდა, ილიას და ჩემი კლასელები ღირსეულად იკავებდნენ ამ ადგილს, მაგრამ ასე შორიდან მაინც ვერ ვამყარებდით ისეთ კონტაქტს, როგორიც მე მჭირდებოდა. მინდოდა საუბარი, ჩემი ემოციები პირისპირ რომ გამეზიარებინა ვინმესთვის და დამხმარებოდა სწორად აღქმაში სიტუაციის.
ანა კარგი გოგო იყო, მაგრამ ვფიქრობ, მას უფრო სჭირდებოდა ვინმე, ვინც იმ ტკივილის გადატანაში დაეხმარებოდა,რაც ასე ძალიან უმძიმებდა გულს. დემნასთან ჯერ სახელდაურქმეველი ურთიერთობა მქონდა, მასთან ჩემს სულიერ მდგომარეობაზე საუბარი ზედმეტიც კი იყო.
ერთადერთი დავითი მრჩებოდა, რომელიც იშვიათად გამოიჩენდა ჩემთან საუბრის ინიციატივას და მაშინაც ათასობით კითხვას მიტოვებდა, გამოცანებით დამიწყებდა საუბარს და მე ისედაც არეულ-დარეულს, კიდევ საფიქრას მიმატებდა.
როდესაც ტელეფონით დედასთან საუბარს მოვრჩი და დემნაც ყოველ ხუთ წუთში ფანჯრიდან იხედებოდა, გადავწყვიტე სახლში შევსულიყავი. კარის გაღება მათ არ შეუმჩნევიათ, თავისუფლად გააგრძელეს საუბარი. ქალურმა გონებამ მიკანახა,რომ მათთვის ყური დამეგდო, თითქოს გულმა მიგრძნო, ჩემზე რომ საუბრობდნენ. კედელს ამოვეფარე, თავისუფლად ვხედავდი მათ ზურგს. სავარძლებზე ისხდნენ, ანა ისევ ფშვინავდა.
-ცუდადაა...-ნაღვლიანი ხმა ჰქონდა დავითს.
-ვხედავ,-სასმლით სავსე ჭიქა მოიყუდა.
-მგრძნობიარე გოგოა, ამდენი რამ გადაიტან, მიკვირს საერთოდ როგორ არ გიჟდება.-გრძელი წინადადება დაამთავრა თუ არა ფეხზე წამოდგა, ანას დახედა და ღრმად ამოისუნთქა. ინტერესისგან გავინაბე.
-მგრძნობიარეა, მაგრამ მეამბოხეც. უნდა გენახა იმ დღეს, როგორ მიუჯდა საჭეს და დამტოვა,-ოდნავ ჩაეღიმა დემნას.
-იმ დღეს რომ წამოგყოლოდა, იქნებ ახლა სახლშიც ყოფილიყო ოჯახთან.-ვარაუდი გამოთქვა დავითმა, მე შევიშმუშნე, დანაშაული შევიგრძენი და გავიტრუნე.
-არ ვიცი, შეიძლება.-ამოიოხრა დემნამ.-ან იქნებ,საჭიროც კი იყო ის დღე.
-კინაღამ თვალწინ გაგიუპატიურეს,დემნა. რისთვის იყო საჭირო? ჭკუიდან რომ აიჭერი,როდესაც შეეხნენ თუ შენი ბორიტი შურისძიება სხვანაირად რომ შემოგიტრიალდა?-დავით, ძალიან მიყვარხარ, გავიფიქრე გონებაში და კმაყოფილს ოდნავ ჩამეღიმა.
-რომ გავაანალიზე.. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
-გიყვარს?-იგივე კითხვა დაუსვა,რაც მე წეღან.
-არა.-მოკლე პასუხით შემოიფარგლა.
-მჯერა,-რაღაცნაირი ტონით ამოილაპარაკა დავითმა.-შენი გული ზედმეტად ცივია მისთვის, და მისი ზედმეტად ღია.
-მასე არ ვფიქრობ. ერთი სული აქვს აქედან წავიდეს.-უმაყოფილოდ ამოილაპარაკა.
-ოჯახის წევრებს ვერ დათმობს და ეს შენზე კარგად მგონი არც არავინ იცის.-ნიშნისმოგებით დამიჭირა მხარი. ტანზე ჟრუანტელმა დამიარა. დავითმა ფსიქოლოგიურად შემისწავლა ამ მცირე დროში.-მასაც ვკითხე, უყვარდი თუ არა. მსგავსად მიპასუხა,მარამ არა ისეთი თავდაჯერებით,როგორც შენ.
-და რა?-ოხ, ეს ირონიული ხმა. ერთ დღესაც მაგ ენას ამოგაძრობ,დემნა!
-მგონი, იმაზე უფრო სწრაფად უნდა გაუშვა, ვიდრე დაგეგმილი გაქვს.
-ჩემი მოვალეობა მისი უსაფრთხოდ გაშვებაა და ამას ხელს ვერაფერი შეუშლის, მისი გრძნობები - მითუმეტეს.
კარი ფრთხილად გამოვიხურე.
.
სიცივემ ამიტანა. არ მსუდა სახლში შესვლა, დემნას მობეზრებული სახის დანახვა და ყალბი ემოციები. დავითი დემნათურთ გამოვიდა სახლიდან. მასთან საუბარი მჭირდებოდა, თუმცა ის ბნელი არსება ამაში ხელს შემიშლიდა. ვაჟბატონმა ჩემს წარბშეყრილ მზერას თავისი არანაკლებ მკაცრი გამოხედვა შეაგება და თავის გაქნებით მანიშნა,რა ხდებაო. გმირულად დავაიგნორე, მთელი ყურადღებით დავითს დავაკვირდი და ვკითხე: - სად მიდიხარ?
-სახლში,რატომ?-ოდნავ გაკვირვებით შემომხედა.
-მეც წამიყვანე.-დაუფარავად გავანდე სურვილი. დემნა გაღიზიანდა, დავითმა კი ჩაიფხუკუნა.
-არც კი იფიქრო,-დიდებულმა ხელმწიფემ მაშინვე მოძებნა საშველი.
-შენთვის არ მიკითხავს, დემნა.-ყალბად გავუღიმე.-ხომ დამპირდი,დედას გაგაცნობო?-ისევ დავითს მივუბრუნდი.
-სად წაგიყვანო,გოგო, მთელი სა*ლევეთი შენ გეძებს,-სხაპასხუპით მიაყარა ერთმანეთს.
-წესიერად!-გაუსწორა ზედმეტად ზრდილობიანმა მეგობარმა.
-აუ, მიდი რა, ერთი დღით რა დაშავდება? ხვალ აქეთ მომიყვან და ვსო,-ჩემი გეგმებით უკმაყოფილო იყო ბატონი, მაგრამ ჯერ არაფერი უთქვამს.
-ოხ, ქეთი!-ამოიღრინა ჩემი თხოვნისგან მობეზრებულმა და ალბათ ის დღე დასწყევლა,როდესაც პირობა მომცა.-რა გიყო ახლა?
-წაიყვანე,-დაბალ ხმაზე დაილაპარაკა მან. ორი წყვილი თვალის მიშტერებისას კი ისევ გაიმეორა.-თუ უნდა, წაიყვანე.
-რო რამე?-დავითი მაინც ცდილობდა ხავსს მოჰკიდებოდა. ძალიან არ უნდოდა ჩემი წაყვანა.
-რა რო რამე, რა ვქნა. ძალით ხომ ვერ გავაჩერებ?-ოჰ, მეტად არ გაგიკეთებია! გავიფიქრე, თუმცა ჩემი ზედმეტად სამართლიანი მე მაშინვე ამოტივტივდა და წამშივე მომაკეტინა.
-კარგი.-ამოიბურტყუნა ბოლოს და თავით მანიშნა, მოემზადეო.
სიხარულით შევირბინე სახლში. დემნას ჰუდი გადავიცვი მაშინვე, ფეხზე ბოტასები მოვირგე, ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და ანას შევუარე,რომელიც გაღვიძებული დამხვდა. როდესაც სწრაფად ვუთხარი,სადაც მივდიოდი წარბები აწკიპა: - ჩემი ძმა გიშვებს მერე?
-გასაშვები მჭირს რამე?-სიცილით დავუბრუნე პასუხი.
-მისი გამწარება მარტივად გამოგდის,მაგრამ ასმაგად დაგიბრუნდება.-თვალი ჩამიკრა, ლოყაზე მაგრად მაკოცა და უკვე კარში გასულს მომაძახა.-ჭკვიანად!
დემნას უდარდელად ჩავუარე და ისე მოვთავსდი დავითის ავტომობილში. ის ცოტა ძან შოკში იყო ჩემი ამგვარი ქმედებებით, ზუსტად ვიცი,რომ მიხვდა, ამას რატომაც ვაკეთებდი, ის ხომ ჩემი ფსიქოლოგი იყო ბოლო პერიოდში. მეგობარს ხელის აწევით დაემშვიდობა და საჭეს მიუჯდა.
-გიხდება ეს,-ღიმილით მომიგო ზედაზე. მე ოდნავ გამეღიმა. ყოველთვის იცოდა სად, როდის და როგორ მოერტყა მიზანში.
-გეყოფა.
-აღიარე, რომ მიყენებ.-სახლის გალავანს მოსცილდა, ქუჩა მშვიდად გაიარა და გზატკეცილს დაუყვა.-საეჭვიანებლად...
-რაში მჭირდება მისი ეჭვიანობა? ვერ ხედავ, ხეა!-კინაღამ ავარიაში მოვყევით, ისე ახარხარდა.
-ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ.-თბილად გადმომხედა.-დედას მოეწონები.
-მარტო ცხოვრობთ?
-მამა მოსკოვშია, ჩემი ნახევარ-ძმა მოდის ხოლმე,მაგრამ დღეს არ იქნება.
-შენ და დემნამ როგორ იპოვეთ ერთმანეთი?
-როგორც შენ იპოვე ის ისე.-მსუბუქად გაიცინა.-აქაურობას ისე აკლია ქართველი, მილიონი რუსის გარშემოც იგრძნობ მისი სისხლის სუნს. პირველად რომ დავინახე, მაშინვე შევატყვე. მერე თავისით დაეწყო ყველაფერი.
-ის შენ გენდობა.-დასკვა გამოვიტანე.
-და შენც ენდობი მას.-მაშინვე ჩააკვეხა.
-სხვა რა გზაა,-სავარძელზე გავწექი. დემნას ჰუდში გემრიელად გავეხვიე.-როგორ ძლებ აქ ასე..-ამოვილუღლუღე.-როდესაც იცი,რომ ეს ყველაფერი შენია და მას ვიღაც სხვა, ვიღაც მომთაბარე უდიარეად ეხება. მე გავგიჟდებოდი.
-ხანდახან მგონია,რომ ჩვენზე მეტად უყვართ რუსებს აქაურობა.-დაიწყო და სიჩქარეც ოდნავ შეანელა.-დედა ქუთაისის საავადმყოფოში ექიმად მუშაობდა. მამაჩემი მაშინ გაიცნო,შეუყვარდა და სოხუმში წამოყვა. მამას პირველი ცოლისგან ჰყავს შვილი, ირაკლი. ჩემზე სამი წლით უფროსია. ფაქტობრივად, ერთად ვიზრდებოდით. დედაჩემი პატარაობიდანვე ქართულად მესაუბრებოდა, საქართველოს სიყვარულს მინერგავდა და ამით საკუთარ თავსაც არ აძლევდა უფლებას დავიწყებოდა.
-ცუდი ურთიერთობა გაქვს ძმასთან?-დავინტერესდი და გავინაბე.
-ცუდი არა. არც კარგი. თვითონ დედამისთან ცხოვრობს, მაგრამ სახლშიც ხშირად დადის, მიუხედავად იმისა,რომ მამა მოსკოვშია. დედაჩემი უყვარს ძალიან. მე ყოველთვის ნეიტრალური უერთიერთობა მქონდა.
-მამაშენი? არ აღიზიანებს დედაშენის ქართველობა?
-თვითონც მეგრული გვარი აქვს - შაკაია, მაგრამ მაინც აფხაზია, ისევე როგორც მე. რომ ედარდებოდეს,არც მოიყვანდა დედას.
-ომი საშინელება...ბევრი ურთიერთობა დაანგრია.
-ორივე მხარეს ჰქონდა თავისი სიმართლე და თავისი წილი შეცდომა. ორივე მხარემ დაკარგა შვილი. შვილმკვდარი დედებითაა სავსე აფხაზეთი.
-ჩვენც გვყავს გმირი ქართველების მამაცი დედები.-სევდიანად გამეღიმა.-იმდენად ძლიერები არიან, შვილის სიკვდილსაც აპატიებენ აფხაზეთს.
შემდეგ სახლში მისვლამდე საუბარი არ გაგვიგრძელებია. გზად სოხუმის ბოტაიკურ ბაღს ჩავუარეთ, შესასვლელი განათებული იყო. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იდგა მომრგვალებულ შესასვლელში და კრემისფერ გალავანთან ფოტოებს იღებდა.
-შევიდეთ, რა..-შევეხვეწე, მაგრამ განცვიფრებული თვალებით შემომხედა.
-ძან ნუ გათამამდი ახლა,-მისაყვედურა,თუმცა მაინც გაეცინა.-დაკეტილია, ექვსზე კეტავენ.
-ოხ!-ამოვიოხრე.-წასვლამდე მინდა რამე ღირებული ვნახო, დემნას აპარტამენტების ნაცვლად.
-გადმოდი, გადმოდი,-ჩამირაკრაკა, ძრავი გამორთო და გადმომხედა.-დაიფარე კაპიუშონი, მაინც სარისკოა.
მეც თხოვნა შევუსრულე და მანქანიდან გადმოვაბიჯე.
კორპუსი ბოტანიკურის შესასვლელის პირისპირ იდგა. ტრასას გადაირბენდი და იქვე იყო. პატარა ბავშვივით გავაყოლე დაკეტილ კარებს თვალი და გულმოსული სადარბაზოში შევიჭერი. ძალიან მინდოდა მაგნოლიების ნახვა...
-ხვალ დილას იღება რვა საათზე.-ჩაახველა დავითმა, ლიფტი გამოიძახა და მსუბუქი ჩაღიმების ფონზე გვერდით დამიდგა.-რა ბავშვი ხარ ჩემი.
.
მეშვიდე სართულზე ერთ-ერთ რკინის კართან ზარი დარეკა. დოინჯშემორტყმული ელოდებოდა გაღებას, თან მზერას არ მაშორებდა. დამცინოდა, ერთი სიტყვით.
-მოგცხებ ახლა,-გულახდილმა გავანდე ჩემი სურვილი. სიცილი გააღრმავა, თუმცა ამასობაში კარი გაიღო და წაბლისფერთმიანი, ყავისფერთვალება ქალბატონი გამოჩნდა. ეშხიანი გარეგნობა ჰქონდა, მაღალი, ხორციანი, ჯანიანი ქალბატონი იყო დავითის დედა, - ირინა.
-გამარჯობა, დე.-დედამისი გადაკოცნა, ლოყაზე მოეფერა და თავით ჩემზე ანიშნა.-ეს ქეთია.-რუსულად წარდგენა ჩემი თავისი, ოდნავ მეუცხოვა. მეგონა, მშობლიუერი ენით გავესაუბრებოდი მას, მაგრამ დავითმა ჩემს გაკვირვებულ მზერას აწუელი წარბები დაახვედრა.
-სასიამოვნოა. ირინა.-ხელი ცივად ჩამომართვა. ვერ მივხვდი მისი უარყოფითი დამოკიდებულება რით დავიმსახურე, მაგრამ წყენა მარტივად გადავყლაპე და მისაღებ ოთახში შევაბიჯე.
-ირაკლი აქაა, დათ.-უხერხულად ამოილაპარაკა ირინამ და შვილს მორცხვად გაუსწორა თვალი.
-არაუშავს,-ამოიბურტყუნა. ხელი მომხვია და საერთოდ ოთახში შემიყვანა.
-დედაშენი ქართულად ვერ საუბრობს?-გზად ჩუმად ვუჩურჩულე.
-კი, მაგრამ მოიცა ჯერ.-უცებ მომაყარა. დივანზე მოკალათებულ მამაკაცს ხელი აუწია მისალმების ნიშნად და მეორე დივანზე დამსვა. კაი ? თვითონაც შემიძლია სიარული, დავით. გავიფიქრე, მაგრამ ისეთი დაძაბული სიტუაცია შეიქმნა, ვინანე კიდეც აქ მოსვლა. ღამე როგორ დამეძინა ?
-როგორ ხარ?-მამაკაცი წამოიწია, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და გამჭოლი თვალი ჯერ ძმას, შემდეგ კი მე მომავლო. ირაკლი მაღალი, შავგრემანი და ცისფერთვალება მამაკაცია. კულულა თმები დაბალზე ეყენა. როგორც ჩემი მეგობრები იტყოდნენ ხოლმე, „საშინლად სიმპათიური და საზიზღრად მამაკაცური“ იყო. გონებაში გამეღიმა ჩემს ფიქრზე და დავითს ალმაცერად გავხედე.
-ვარ რა. შენ?-მკვეხად მიუგა ძმას და ძალიან ახლოს მომიჯდა.
-არამიშავს. არ გამაცნობ ამ მანდილოსანს?-ისეთი ხმით ამოთქვა, ტანზე ჟრუანტელმა დამიარა.
-ქეთი ჰქვია. ეს ირაკლია, ჩემი ძმა.-თავით მანიშნა მასზე.
-ვინ არის?-ცალყბა ღიმილით მიუთითა ჩემზე.-შეყვარებულია ?
-ჩემი არა.-მშვივად უპასუხა დავითმა. თვალები შუბლზე ამივიდა მის პასუხზე.
-თუ შენი არა, აბა აქ რას აკეთებს?-ეშმაკურად იკითხა. თვალს არ მაშორებდა. ჭარხლისფერი დამედო, პომიდორს დავემსგავსე. მისი თვალები მაიძულებდა სხვაგან გამეხედა, დავიბენი და დავითს გადავხედე, ვანიშნე, რომ ეშველა ჩემთვის.
-არ შეიძლება?
-უბრალოდ მაინტერესებს.
-არ გშიათ?-სამზარეულოდან ირინა გამოვიდა. დაძაბულობა მაშინვე მომეხსნა და ღრმად ამოვისუნთქე.
-რა გვაქვს?-როგორც საკუთარ დედას, ისე მიმართა ირაკლიმ. რაღაც სითბოსმაგვარი იყო ამ ბიჭში.
-სტუმარი მყავს, ღომს დავდგამ ახლავე. რას მიაჭამთ?
-ნუ წუხდებით,-ამოვილუღლუღე მე.
-არ ვწუხდები.-მოკლედ მომიჭრა ირინამ.-დროზე მითხარით ახლა, რა მოვამზადო, ბიჭებო?
ბიჭებმა რაღაც უპასუხეს, მაგრამ ვერ გავიგე. ტელეფონმა დამირეკა. მოვიბოდიშე და დავითის მინიშნებით, აივანზე გავედი. ილია მირეკავდა. ცოტა ხანი ვესაუბრე, მოკლედ მოვუყევი, რომ კარგად ვიყავი. შემდეგ მამას დამალაპარაკა, ბებოსაც,რომლის ხმაც ასე ძალიან მომენატრა. ბებიაჩემი აცრემლიანდა, ის დღეც დასწყევლა,როდესაც მომიტაცეს და საკუთარი თავიც მიაწყევლა მასთან ერთად. დასევდიანებულმა გამოვრთე, დემნას დიდი ჰუდის დიდ ჯიბეში ჩავიდე. დემნასნაირი სუნი ასდიოდა. სიგარეტის მწველი, სუნამოს ტკბილი და მისი ტანის გელის, მენთოლის სუნი. რომ დაიბანდა, სახლში მთელი დღე მისი არომატი ტრიალებდა.
რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა იმ წამს.
სახლში შევედი. ირინა სამზარეულოში ფუსფუსებდა. მისი გული ვერ მოვიგე,მაგრამ რას ვიზამ, ჩემი იდეა იყო აქ წამოსვლა. დავითი ვიღაცას ესაუბრებოდა მობილურზე და შემოსასვლელთან იდგა. ირაკლი კი ისევ იქ იჯდა,სადაც წეღან. მორცხვად დავჯექი სავარძელზე, მისი თვალები თან გამოყვნენ ჩემს მოქმედებას.
უეცრად ფეხზე წამოდგა. შიშისგან ფერი წამივიდა სახეზე და გაოგნებული მზერით ქვევიდან ამოვხედე.
-რა იყო?-ბოხი ხმით მომიგო.-რისი გეშინია?
-არაფრის.-ჩუმად დავილაპარაკე. თვალები დავხარე. მისგან უცნაური აურა მოდიოდა.
-შენნაირ ლამაზ გოგოებს არაფერს ვუშავებ, დაწყნარდი.-პასუხის გაცემას ვაპირებდი,მაგრამ დავითი შემოვიდა. ძმას კითხვისიშნიანი მზერა ესროლა და წამშივე ჩემთან გაჩნდა.
-დაელაპარაკე.-ტელეფონი დამაკავა.
დემნა.
-გისმენ.-ხმა ვერ დამემორჩილა და ოდნავ კანკალით ვკითხე.
-რა გჭირს?
-არაფერი. მოვედით უკვე.
-თუ არ მოგწონს იქაურობა, წამოგიყვან.-ისიც კი ვიფიქრე,დავთანხმდები-მეთქი, მაგრამ ჩემი მხრიდან უზრდელობა იქნებოდა, მეორე მხრივ კი დავითის წყენინება არ მინდოდა.
-არა. რა საჭიროა.
-არ მეგონა, ირაკლიც თუ იქნებოდა. არ გაგიშვებდი.-რატომაა ირაკლი ასეთი პრობლემა? გამიჩნდა ლოგიკური კითხვა, მაგრამ თავი შევიკავე.-ჭკვიანად. თუ რამე ეგრევე მირეკავ, გესმის?
-რა თქმა უნდა.-ჩავიბურტყუნე, მობილური კი პატრონს გავუწოდე. ირაკლი სამზარეულოში გავიდა. დავითმა პუფი ჩემთან მოაჩოჩა და წინ დამიჯდა.
-ვიცი, უხერხულად ხარ.-ხელით მუხლზე მომეფერა,შემდეგ კი თითებზე მაგრად მომიჭირა.-აქ ვარ. არაფერი მოხდება.
-ამ საღამოს აქ იქნება?-ჩუმად ვკითხე.
-არ ვიცი. უკან წაგიყვანო?
-სირცხვილია, არა.
-არაფერს დაგიშავებს, უბრალოდ შენ გეშინია და ხომ ხვდები..
-დედაშენს მგონი არ მოვწონვარ.
-რუსი ჰგონიხარ, გაიგებს სიმართლეს და მოეწონები.-გამიღიმა, შემდეგ ლოყაზე მიჩქმიტა და პუფით გვერდზე მომიჯდა.
ყველაზე სასიამოვნო ადამიანი იყო მთელს დედამიწაზე.

მშვიდად ვივახშმეთ. ასე გემრიელად ბებოსთან ყოფნის შემდეგ არ მიჭამია. ელარჯიც მოამზადა ირინამ, რომელიც მაწონთან ერთად მივირთვი. მონატრებულზე მთელი ერთი თეფში მოვასუფთავე,რაზეც დავითისგან დაცინვაც დავიმსახურე, თუმცა ჩუმად, არ შემარცხვინა და ისე. ირაკლი მშვიად ილუკმებოდა. არც კი შემოუხედავს ჩვენთვის. ვახშმის დასრულების შემდეგ კი გამოაცხადა საქმეზე გავდივარ და გვიან მოვალო. ანუ, ამ საღამოს აქ რჩებოდა. ამ არასასიამოვნო ფაქტზე დავითს გავხედე, რომელსაც წარბიც კი არ შერხევია, მშვიდად გააყოლა მზერა მიმავალ ძმას.
-დედა,-დაიწყო მაშინ,როდესაც კარის გახურვის ხმა გაისმა.-ქართველია ქეთი. დადიანი თან.-გააგრძელა მშობლიურ ენაზე. ირინას გაკვირვებულ მზერას ჩემი უხერხული შევაგებე. უეცრად მომვარდა, გაუაზრებლად მაგიდაზე დაჯდა და ხელებით თითებზე მომეფერა.
-მართლა,შვილო?-სევდიანი ხმით მომიგო.
-დიახ. გამიხარდა თქვენი გაცნობა.-ამჯერად გულღიად მივუგე.
-თავიდანვე ასე დაგეწყო!-მიმართა გაბრაზებულმა შვილს.
-ირაკლი იყო აქ..
-მერე,რა? მისი ნდობა შეიძლება, ხომ იცი.-ხელები შემიშვა და საკუთარ შვილს უკამყოფილო მიაჩერდა.-რატომ არ გინდა ამის დაჯერება? შენი ძმაა ეგ ბიჭი, ძმა!
-ნახევარ-ძმა,-ჩაასწორა და წარბები აწკიპა.
-ელაპარაკე ახლა ამას,-ხელი აიქნია. შემდეგ გამიღიმა.-როგორ მოხვდი აქ აბა, მოყევი!
-დემნას ბიძაშვილია,-უსირცხვილოდ მოატყუა დედა.-ჩამოაკითხა და მალე მიდის.
-კარგი ბიჭია დემნა. და კარგი ნათესავიც ჰყოლია.- კი აბა რა, გავიფიქრე გონებაში და დავითს მკვლელი მზერით შევხედე.
-რა ხდება საქართველოში?
-ისედაც აქ არ ვართ ? -უკმაყოფილოდ ვიკითხე. ირინამ სიმწრისგან გაიღიმა, ფეხზე წამოდგა და შვილს თითით რაღაც ანიშნა. არ დააყოვნა,დედას სიგარეტის კოლოფი გაუწოდა და ამჯერად დივანზე დაჯდა.
ირინამ მოუკიდა. ფანჯარასთან დადგა და ჩემკენ გამოიხედა.-თავიდან ეგრეა. მერე შეჩვევის პროცესია და ბოლოს საბოლოო შეგუება. უნდა იცხოვრო აქ და დარწმუნდები, რომ აფხაზეთის დაბრუნების შანსი ნულია. უფრო ნულს ქვემოთ.
-ასე არ ვფიქრობ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
-ყველაფერი,მაგრამ ეს არა.
-ოჰ!-უცებ შეჰყვირა დავითმა.-შენი ძვირფასი ბიძაშვილი მირეკავს! ისევ!-ღიმილით გადმომხედა, მე შეუმჩნევლად მოვუღერე მუშტი, ამჯერად გადაიხარხარა და სენსორს თითი მხიარულ ნოტაზე გადაუსვა.-ჰო, სიყვარულო! კაი,რა გჭირს?...ის და ირინა გეგმას ადგენენ,როგორ დაიბრუნონ აფხაზეთი,-მის რეპლიკაზე გამეცინა. ირინამ კი გაბრაზებულმა მიუგდო სიგარეტის კოლოფი,თან პირით ანიშნა მომიკითხეო.-დედაჩემი გიკითხავს,რა ლამაზი ბიძაშვილი ჰყოლია დემნასო,ერთი კარგი ბიჭი ვიცი და მაგას მივათხოვოთო?-ლაზღანდარობას აგრძელებმა,თუმცა შემდეგ სახე შეეცვალა და ვიხუმრე, ვიხუმრეს ძახილით დაკიდა ტელეფონი.
-ვერაა ეს,-დაასკვნა ბოლოს და ფეხზე წამოიჭრა.-ქეთის შენს გვერდით გაუშალე.
-ცალკე ოთახში შევუშვებ,კაცო,იქნებ სულ არ სიამოვნებს ჩემთან.
-დედა,გააკეთე,რასაც გეუბნები.-მოუჭრა,თან თვალი ჩამიკრა. ირინას მეტჯერ აღარ გაუპროტესტებია ოთახში გაუჩინარდა.
.
ირინა მშვიდად ფშვინავდა. მე ძილი არ მეკარებოდა და ჭერს უაზროდ ვათვალიერებდი.
ბოლოს, ვერა და ვერ რომ დავიძინე, ჩემს აქ ჩამოსვლას თავიდან მივუყევი. გამახსენდა ყველაფერი და საკუთარ მდგომარეობაზე გამეცინა. საშინლად მომწყურდა. ფეხზე ფრთხილად წამოვდექი,კარიც შესაბამისად გამოვიხურე და ირინას თბილი საღამურებით გავედი სამზარეულოში.
წყურვილი როდესაც დავიკმაყოფილე, გამოვბრუნდი და კარზე აყუდებული ირაკლი შევამჩნიე. ყვირილის დასახშობად პირზე ხელი ავიფარე, მაგრამ შიშის ზარებმა დარეკეს გონებაში. კაი, თუ ჩემკენ წამოვიდა,ვიყვირებ!
-რატომ არ გძინავს?-უდარდელი ტონით მომიგო. როგორც მივხვდი,ახლახანს მოვიდა სახლში.
-ვერ დავიძინე.-ჩუმად შევეპასუხე და გასვლა დავაპირე,მაგრამ არ გაიწია. ზემოდან დამაჩერდა თავისი დიდი თვალებით.
-გიხდება ეს,-ღამის პერანგზე მიმითითა. ტანზე მერგებოდა,ზუსტად ჩემი ზომა იყო,მაგრამ ზედმეტად ფუმფულა და სქელი. თან ვარდისფერი.
-არ გამატარებ?
-მაინც არ გეძინება. ცოტა ხანი ვისაუბროთ.-შემომთავაზა და ავინის კარი გამოაღო. უნდა გადამაგდოს? ჩემივე ფიქრზე გამეცინა. ახლა მასთან საუბარი ნაკლებად მინდოდა,მაგრამ ისე მითხრა,უარი ვერ ვუთხარი და აივანზე გავედი. კარი მიხურა,გვერდით მომიდგა და მოაჯირს ზურგით მიეყრდნო. მე იდაყვებით დავეყრდენი და განათებულ ბოტანიკურს უაზროდ ვაკვირდებოდი.
-ზედმეტად გიცავს დათო ჩემგან. მასეთი ცხოველიც არ ვარ,შენ რომ გავნო.-ყურს მოელამუნა ძმის სახელის მოფერებითი ვერსია და შემდეგ მთელი წინადადება.
-მასეთი ცხოველი?-ლოგიკური კითხვა შევუბრუნე. ფართოდ გაეღიმა, გადმოიწია და გვერდულად მიეყრდნო ამჯერად.
-ძირითადად მასე მახასიათებენ.-მშვიად მიპასუხა.
-შენ და დავითს როგორი ურთიერთობა გაქვთ?-გავთამამდი და გულღიად გავანდე ჩემი ინტერესი. გაუკვირდა,მაგრამ მაინც მიპასუხა.
-ნორმალური. არც იქით,არც აქეთ.
-და რატომ? ძმები ხომ ხართ?
-ნახევარ-ძმები.-შემისწორა. გამეღიმა,წეღან იგივე გააკეთა დავითმაც დედასთან.
-მაგრამ ირინას დედასავით ექცევი.
-შენ რა იცი დედას როგორ ვექცევი?-კითხვა უხეში იყო,მაგრამ ტონი არა.
-უბრალოდ გითხარი.
-უბრალოდ არ გითქვამს,-წელში გასწორდა. ჩემს მზერას თვალი გააყოლა.
შუა ღამეს სოხუმი მკვდარი იყო. ერთ მანქანასაც არ გაუვლია ქუჩაში და ქვეითზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთი იყო მათი დამოუკიდებლობა,მათი „ქვეყანა“. მწარედ გამეღიმა ძლივს განათებულ ქუჩებზე.
-წავალ მე.-ვთქვი მოულოდნელად და კარი გამოვხსენი.
-წადი.-მშვიდად მითხრა. უკან მოხედვისას დავინახე, რომ ეწეოდა.
.
დავითს მისი პირობა არ დავიწყებია. დილის გემრიელი საუზმისა და ირინას თბილი ჩახუტებით დავტოვეთ სახლი. ირაკლი არ ამდგარა. დილის ცხრა საათი იქნებოდა. ბოტინაკურზე მისასვლელად ფეხით გადავირბინეთ ქუჩა და მოკლე რიგში მოუთმენლად ჩავდექით. დავითმა რაღაც გროშები გადაიხადა, შემდეგ ბილეთი ხელში შემაჩეჩა და კაპიუშონი ძალით დამახურა თავზე.
-კარგი,რა. ვინ იქნება აქ,-მისი აღელვების დამშვიდება გადავწყვიტე.
-ვინ იქნება კი არა, დემნას ვერ გადავურჩები შენს ხუშტურებს რომ ვასრულებ.
-საერთოდ არ უთხრა,-ჩუმად ვუჩურჩულე,თან კონტროლიორს ბილეთი გავუწოდე და სიმწავნეებით სავსე ბაღში შევაბიჯე.
-წამოდი,წამოდი,ნუ ტლიკინებ.-ხელკავი გამიყარა და ელვის სისწრაფით დაიწყო სიარული. გავაპროტესტე,ასე რას ვნახავ-მეთქი,მაგრამ კრინტიო და მეც დავემორჩილე.
მაგნოლიები,ათასი ჯიშის ხეები, წყალზე მოცურავე ყვავილები და საერთოდ ყველაფერი,რაც ინტერნეტში მქონდა ნანახი. ბაღი მოვლილი იყო,ამას ვერ დავუკარგავ. ბამბუკების კორიანტელიც ლამაზად აღმართულიყვნენ. მარადმწავნე სუბტროპიკული ფლორით მდიდარი იყო იქაურობა. კვიპროსი, თუთა, ევკალივტი და დაფნა - მედგრად უსვამდა ბაღის სილამაზეს ხაზს. ერთ-ერთ ასწლოვან ხესთან,რომელიც შემოკავებული იყო, ძალით დავაყენე დათო და ფოტოს გადაღება ვაიძულე. ოროსანი მოსწავლესავით დადგა,რაზეც ხარხარი ამიტყდა, რის გამოც, დათოს გეგმა არავის შევემჩნიე, ჩამოინგრა და ნაკუწებად იქცა.
-შემიწირავ,-დაუფარავად მომიგო,ტელეფონი გამომართვა და სელფი გადაიღო.
-აუ, რა საყვარლობაა.-გული ამიჩუყდა ფოტოს გახედვისაას.-კიდევ გადავიღოთ!
ცხრა საათზე შესულები თერთმეტზე ძლივს გამიყვანა. მთელი ეს დრო ფოტოებს,ვიდეოებს და ათას სისულელეს ვაკეთებდით. მასთან ურთიერთობა დადებითად მმუხტავდა მეც და მასაც.
-არ ხარ შენ ნორმალური,-ხარხარს მოჰყვა,როდესაც ტრასა გადავჭერით და მის მანქანასთან დავდექით.-ვაიმე დედა!
-სახლში როცა ვიქნები,ამ ფოტოებს გავხედავ...არასოდეს დაგივიწყებ ამას!-თბილი მზერა ვესროლე.შემდეგ ხელები ფართოდ გავშალე და გულაჩუყებული ჩავეხუტე.
-ხშირად დამირეკო უნდა.-ჩემს თმებში ახლართულმა დაილაპარაკა.
-არ მოგასვენებ.-ამოვიფხუკუნე.
-ეჭვიც არ მეპარება.-გაიცინა, კარი ჯენტლმენურად გამიღო და საჭეს მიუჯდა.-მოემზადე! დემნასთან მივდივართ . . .
...
ავტომობილი ეზოში ოსტატურად შეასრიალა. მხიარულად გადმოვედით, სახლში შევედით და ტელევიზორისკენ მაცქერალ ანას თბილად მივესალმეთ. დემნა დილით წავიდაო, გვამცნო და შემდეგ გვკითხა, როგორი დრო გავატარეთ. ცოტა ხანი ვისაუბრეთ, ვიხალისეთ, ძირითადად დათოს სასაცილო ფოტოებზე და შემდეგ ბოდიშის მოხდით ვუთხარი,რომ ოთახში ავიდოდი და თავს მოვიწესრიგებდი.
„ჩემს“ ოთახში შესვლისას ლოგინზე პარკები ელაგა. უცნაურად შევათვალიერე მასში ჩალაგებული ახალი ტანსაცმელი და უნებურად გამეღიმა. მრცხვენოდა კიდეც, ის ვალდებული არ იყო ასე გავენებივრებინე, მაგრამ მადლობელი ვიყავი. კარადაში ლამაზად შევალაგე, გასარეცხი ბარგი ერად მოვაგროვე და საშხაპეში შევედი.
დავფიქრდი ყველაფერზე. საერთოდ მასზე, ჩემზე, ადამიანებზე,რომლებიც ჩემ გარშემო იყვნენ. გონებაში ღრმად ჩამალულ კითხვასაც გავუარე, - როგორი ვიქნებოდი მე აქედან წასვლის შემდეგ . . .
ახალი ნაცრისფერი სპორტულები ჩავიცვი და ხაოიოანი პირსახოცი თმაზე მოვირგე. სააბაზანოს კარი როგორც კი გამოვხურე, ოთახში შემოვიდა.
მთელი სხეული დამეძაბა, მაგრამ არ ვიცი რატომ. მასზე გაბრაზებული ვიყავი. თვითონაც ვიცოდი - სულ ტყუილად. არაფერი მითხრა,ამათვალიერა და ლოგინის ბოლოზე ჩამოჯდა. ფანჯარასთან დავდექი, უაზროდ ვაკვირდებოდი ეზოს,რომელიც მაშინ ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა.
-როგორ ხარ?-მკითხა ისე,რომ თვალს არ მაშორებდა.
-არამიშავს, შენ?
-მოგეწონა ირინა?-ჩემს კითხვას გვერდი აურა, მზერა მომაშორა და ლოგინზე ნახევრად გადაწვა. ჭერს მიაშტერდა უაზროდ.
-კარგი ქალია.
-დაგეხმარა?-გაუგებრად მივაჩერდი. არ მხედავდა,თუმცა მიხვდა,რომ ვერ გავიგე და გააგრძელა.-ჩემგან შორს ყოფნა, დაგეხმარა აზრების დალაგებაში?
თავი ოდნავ მოატრიალა,შემდეგ ისევ ჭერისგან დაბლოკილ ზეცას გაუსწორა თვალი.
-ჩემს აზრებში გარკვეული ვარ.-დარწმუნებით ვუპასუხე, მას გაეღიმა.
-ხვალ გადამყავხარ სახლში.-როგორც არაფერი ისე წარმოსთქვა.-მზად ხარ?
-რა?!-ძლივს გავიაზრე რა თქვა.-ასე მალე?
-არ გინდა?
-კი, მაგრამ..
-ჰოდა, რა პრობლემაა?-ფეხზე წამოდგა, დანაშაულზე წასწრებასავით დამაშტერდა, ამჯერად გაიცინა და მომიგო.-ხედავ? ვერ მოგიხდა ჩემგან შორს ყოფნა..
-ახლა გამეღადავე ხო?-გაბრაზებულმა ძლივს ამოვილაპარაკე.
-არა, შეგამოწმე.-ისევ იგივე ტონით დამიყვავა, მომიახლოვდა, ფარდა გადასწია და ჩემ წინ რაფას მიეყრდნო.-ხვალ რომ მართლა გადამყავდე,მზად იქნები?
თავისი ბნელი სფეროები მომანათა. არ მიცქერდა ისე,როგორც მე მსურდა, არ იყო ისეთი შავი,მაგრამ მაინც ფერადი,როგორიც მე მინდოდა და შიგნით, სადღაც ღრმად მწარედ მეტკინა მისი არანაირი ემოცია.
-შენ?-ვკითხე, ერთი ნაბიჯით მისკენ მივიწიე. მინდოდა კარგად დამენახა,რომ მისთვის არაფერს ვნიშნავდი და ჩემი თავისთვის თავისუფლად წასვლის საშუალება მიმეცა.
არაფერი მითხრა. თავი ოდნავ დახარა, მე გამისწორდა და მილიმეტრი დატოვა ჩვენს შორის. კანი დამეხორკლა, ხელისგულები გამიოფლიანდა და თვალებზე მარილიანი სითხე მომაწვა.
-დემნა...-ამოვიჩურჩულე, გაწევა ვცადე,მაგრამ კისერზე თითების ნაზი შემოასრიალებით ადგილზე გამაჩერა.
-გაჩუმდი,-ჩუმად დაილაპარაკა, თითებით ჩემს გრძელ კისერს ჩაუყვა, მაისური ოდნავ გადამიწია და მხარზე მაკოცა. შემდეგ კისერთან ძალინ თბილად, ნაზად, ზედმეტად არ მომქცევია,მაგრამ მაინც იქვე მაკოცა.-მე არ ვარ მზად.-ტუჩებთან ამოიჩურჩულა, ლოყაზე ცერით მომეფერა და ოთახიდან მშვიდად გავიდა.

ანამ ოთახში ამომაკითხა. რატომ არ ჩამოდიხარ,რა გჭირსო.
-დაღლილი ვარ, მეძინება.-სიმართლე ვუთხარი, სავარძლიდან ლოგინზე გადავინაცვლე და შევწექი.
-რამე მოხდა?-სევიდიანი ხმით მომიგო, სავარძელი ჩემს საწოლთან მოაჩოჩა და იქვე დამიჯდა.-შეგიძლია მითხრა,ქეთ.
როდესაც არაფერი ვუთხარი და უბრალოდ ვაკვირდებოდი,რომ მასაც დემნასნაირი თვალები ჰქონდა, ეწყინა, სავარძელს მიეყრდნო და ისევ თვითონ დამელაპარაკა.
-თუ დაფიქრება გჭირდება,გავალ.-ფეხზე წამოდგა მოულოდნელად,საბანი გადამაფარა და ისიც გავიდა ჩემი ოთახიდან.
ოთხ კედელს შუა ლოგინზე დაწოლილმა თვალები დავხუჭე. ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე,მინდოდა წამეშალა ყველა ის ადგილი,სადაც დემნა ფიქსირდებოდა და დამეტოვებინა სიცარიელე მის ადგილას. არ მინდოდა ის ჩემი გადამრჩენელი, ჩემი მშველელი ყოფილიყო და დამახსოვრებოდა ის ისეთად,როგორც ადრე ვფიქრობდი. მის ქართელობას დიდად არ უმოქმედია, გარუსებულიც მომწონდა,მაგრამ ახლა - უფრო. ჩემი მდგობარეობა გაურკვეველი იყო, არ ვიცოდი კონკრეტულად რა მაწუხებდა,რა მინდოდა, აქედან წასვლა - თუ? არა, არც კი განვიხილავდი ამას. მე უნდა წავსულიყავი,ეს დანამდვილებით ვიცოდი,მაგრამ საქმე ის იყო, თუ როგორ ვიზამდი ამას. გადასვლისას მადლობას გადავუხდიდი, დავემშვიდობებოდი და იქ მორჩებოდა? დამთავრდებოდა ყველაფერი,რაც მანამდე იყო? ან კი, რა იყო საერთდ?
საერთოდ არაფერი ყოფილა. ის დამეხმარა,როგორც ქართველ გოგონას და მორჩა. იქნებ დამირი რომ არ მომკვდარიყო,არც კი გაანძრევდა ხელს? იქნებ, მე ახლა ისევ იმ სახლში ვყოფილიყავი? ტვინი ამტკივდა,საფეთქელს მოაწვა სისხლი სინათლის სიჩქარით და კინაღამ გამოჟონა.
ბალიში თავზე დავიფარე,საკუთარი თავის დახრჩობის იმიტაცია გავაკეთე, შემდეგ კი უბრალოდ დავიძინე,რომ მთლად არ გავგიჟებულიყავი.



-მოდი, მოდი, ჭამე.-ანამ სამზარეულოდან გამომძახა, გაშლილ სუფრასთან მიმიწვია. დავითიც ჩვენთან იყო, მის გვერდით დავჯექი, წინ ანა მეჯდა,გვერდით ძმა დაისვა.
ღომში ხმელი ყველი ჩავიხარშე, ქოთნის ლობიოს მონატრებული დავაცქერდი და დაუფიქრებლად გადავიღე. ისეთი გემრიელი იყო, ანას ათასი მადლობა გადავუხადე გულში, სინამდვილეში კი ჩუმად ვივახშმეთ.
-ქეთ,-დავითმა ხელზე მიჩქმიტა.
-რა?-ვკითხე.
-ოცნებებში გაიჭერი მემგონი.
-ხვალ რაინას დაბადების დღეა,-ანამ ახსნა დაიწყო.-შენ და დემნა მიდიხართ.
-მეც მანდ ვიქნები.-თითქოს დამამშვიდა დავითმა, მისი სიტყვები ასე ჟღერდა.
-მე რა მინდა მერე?
-დაგპატიჟეს,-ისევ მან მიპასუხა,დემნა კი ჩუმად ჭამდა საჭმელს.
-ისედაც ვერ მიტანს, შვილის დაბადების დღეზე რატომ დამპატიჟა?
-ჭამა გააგრძელე, ქეთი.-დემნამ დაილაპარაკა, წამით გამომხედა და ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა.
-იქნებ ამიხსნა, რა მესაქმება იმ მოხ...-სიტყვა შუაზე გამიწყდა, როდესაც თავი ისევ ასწია, ისევ გადამავლო ბნელი სფეროები.
ზედმეტი სიტყვა არავის უთქვამს. ანა უკმაყოფილო იყო, დავითმა ფეხზე მომიჭირა თითები და მანიშნა,რომ გამეგრძელებინა ჩაშხამებული ვახშამი. თავი მორჩილად დავუქნიე,მადლიერი მზერა შევაგებე და ლუკმების ყლაპვა იძულებით დავიწყე.
ასე რატომ შემომხედა?
ასეთი რა აუცილებელია ჩემი წამოსვლა, მოხუცის ქალიშვილის, რაინას დაბადების დღეზე?
სიტყვა არ დამცდენია, ანას მივეხმარე თეფშების დარეცხვაში, გამშრალებაში და სამზარეულოს დალაგებაში.
-იცი,-მოულოდნელად ხელების მშრალებისას ანამ ჩემკენ გამოიხედა.-მას უნდა დაუჯერო. ცუდად არ გამიგო, შენ წარმოდგენაც არ გაქვს აქ რა ხდება. ქართველებს კი არა, მეგრელებს როგორ ექცევიან არ გინახავს,ამიტომ დემნასთან ერთად წასვლა შენი სიცოცხლის გარანტიაა. იმიტომ არ ვამბობ,რომ ჩემი ძმაა, მაგრამ მას ენდობიან,ემორჩილებიან, მისი ეშინიათ და შენ მასთან ერთად რომ დაგინახავენ,ხომ ხვდები. წასვლა თავისუფლად შეგეძლება მერე.
-ადამიანურად რომ ამიხსნას,გაგებას შევძლებ, ანა.
-ადამიანურად?-გაეღიმა-ხანდახან მგონია,რომ ზედმეტადაც კი ჰუმანურია შენთან,ვიდრე საერთოდ.
-ეს რას ნიშნავს?-ცნობისმოყვარედ დავცქვიტე ყურები.
-მან ჩემ თვალწინ ორი ადამიანი მოკლა.-ჩუმად დაილაპარაკა,არ უნდოდა ძმას გაეგო.-იმ დღეს დამთავრდა მისი ადამიანობა, ქეთი.

ოთახის ფანჯრიდან მოჩანდა ეზოს შემოტმასნული გრძელი გალავანი. რამდენიმე ლამპიონი თავს დაჰნათოდა დაცვის ბიჭებს,რომელებიც დაღლილობისგან სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ. ხეებს ფოთლები უკვე შემოძარცვოდათ, ჩემი მოსვლისას ამწავნებულ-აბიბინებული გარემო ახლა უკვე ოქროსფრად შეეღება დედა-ბუნებას. ჯოჯოხეთურად ლამაზი იყო აფხაზეთის თითოეული კუთხე-კუნჭული. სოხუმის მარტოსული ქუჩები, დარდიანი შენობები დავითის სახლიდან მცირე ნაწილი გახლდათ. სოხუმი უფრო ღრმა იყო, დიდი სევდის მატარებელი.
ტელეფონი მოსაცმლიდან ამოვაძვირნე, ილიას ნომერი დაუფიქრებლად ავკირფე და ყურთან მივიდე.
-ხო, ქეთ.-ამოთქვა და მეც ვიგრძენი და-ძმური სიყვარული.
-დემნა ქართველია.
-ვიცი.-პირი დავაღე,მაგრამ გაგრძელების უფლება მივეცი.-რამდენიმე დღის წინ მესაუბრა. მოკლედ მიამბო თავისი ამბავი და დამამშვიდა,რომ შენ გაგიფრთხილდებოდა.
-მართლა?-ვიგრძენი, როგორ ჩამეღვარა გულში აურაცხელი რაოდენობის სითბო.
-გუშინ მის მშობელბთან ვიყავი. ავუხსენი,რაც ხდებოდა. კარგი ხალხია ძალიან, მიხარია რომ მათ გაზრდილ ადამიანთან მაინც ხარ.
-რაო,რა გითხრეს?
-მამამისმა იშვიათად მირეკავსო დემნა,მხოლოდ ანა გვეკონტაქტებაო და მისით ვგებულობთო როგორ არისო. მგონი, მამამის არც კი ელაპარაკება.
-ჩემზე რა თქვეს?
-რა უნდა ეთქვათ. დარწმუნებული ვარ უვნებელს დაგიბრუნებენო,მამამისმა.
-თქვენ როგორ ხართ?-ვკითხე,თან პიჟამოს ჩაცმა დავიწყე.
-არაგვიშავს, გელოდებით.
-მოვალ,ილო, აუცლებლად მოვალ.
კიდევ ვისაუბრეთ,შემდეგ თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ყურმილი დავკიდეთ. ლოგინში ბედნიერი შევწექი. გამიხარდა ილო დემნას პატიოსნურ განზრახვაში რომ დარწმუნდა და ეჭვის ჭიები აღარ აწუხებდა. მაინც რაა ეს ქართველობა,არა? ერთმანეთის იმედი ყოველთვის გვაქვს. ბალიშზე თავი დადებული მქონდა,როდესაც კარი გაიღო. ამჯერად ნაცრისფერი უბრალო მაისური და სპორტული შარვალი ეცვა. ფეხშიშველი შემოვიდა,ლოგინის ბოლოზე ჩამოჯდა და რამდენიმე წამში ისევ ნახევრად გაწვა,როგორც წეღან. მენთოლის ნაცვლად, ახლა მარწყვის სუნი ასდიოდა. გამეცინა, მარწყვს გოგონები ვხმარობთ ხოლმე,ცოტა რთული დასაჯერებელი იყო დემნასთან ეს.
რეაქცია არ მქონია. მართალია მხოლოდ ნახევარი სხეული ეგდო ჩემს საწოლზე,მაგრამ მაინც. რა უნდოდა ამჯერად? ან კი წინა ჯერზეც?
-მიბრაზდები?-მისი ხმა შორიდან მომესმა,იმდენად ხმადაბლა თქვა.-მართალიც ხარ, ვირი ვარ.
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო.-მის აღიარებას უკომენტაროდ ვერ დავტოვებდი.
-შუა დღისთვის წავალთ. კაბას ანა გათხოვებს.
-კაბა აუცილებელია? - უკმაყოფილოდ ვკითხე.
-აბა, ჯინსით წამოხვალ?-კინაღამ კისერი მოიტეხა,ჩემკენ რომ გამოიხედა.
-კარგი...ვინები იქნებიან?
-რაინას გამოყ/ლევებული მეგობრები.ალბათ. - გაეცინა საკუთარ სიტყვებზე.
-ცუდი მეგობრები ჰყავს?
-ერთი ოთხისთვის სიფათი მიმინგრევია. - დაილაპარაკა, თან ახლოს მოიწია და ამჯერად მთელი ტანით მომიწვა გვერდზე.
-მარწყვის სუნი რატომ აგდის?-ვკითხე სრულიად ბუნებრივად. მან წარბაწევით გადმომხედა,საკუთარი სხეული დაყნოსა და სახე გაებრაზა.
-ანას მოვკლავ,-ამოიდუდღუნა. მე გამეცინა, ნათურა ჩავაქრე და საბანი გემრიელად შემოვიხვიე ტანზე.
-არ გახვალ?-ვკითხე, ზურგი ვაქციე, ცალი ხელი კი ბალიშის ქვეშ ამოვიდე.
-არ ვაპირებ.-გულწრფელად მომიგო. თვითონ შეძვრა საბნის ქვეშ და საგრძნობლად მომიახლოვდა.
-დემნა,გაიწიე რა.-ვუსაყვედურე.
-ნუ ხვანცალებ, დაძინება მინდა.
-შენს ოთახში დაიძინე და არავინ შეგაწუხებს ხვანცალით!
-ნუ მეტლიკინები!
-ისევ იწყებ?
-არც დამიმთავრებია!
-მართლა ვირი ხარ! - დაუფარავად შევაქე,საწოლის კიდესკენ უფრო მივჩოჩდი და შუაში ბალიშიც მოვათავსე. ეს სცენა სადღაც ამოვიკითხე და გამომადგა.
-ანას ნორმალური კაბა გამოართვი,-ამოიბურტყუნა,როდესაც ჩემი საცოდაობის ყურებით დაიღალა და გვერდით გაიწია.-ცხრა კაცის ცემა არ მომიწიოს, იცოდე.
-ისედაც არ მოგშორდები, ნუ ღელავ.-ზედმეტად სევდიანი ნათქვამი გამომივიდა.
-თუ ასე გეშინია, არ წაგიყვან.
-არ მეშინია,უბრალოდ..-ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე.-ის კაცი ვერ მიტანს, მისი დამქაშებიც იქ იქნებიან. ისევ იგივე რომ განმეორდეს?
-ვერც კი მოგიახლოვდებიან, ქეთ. უნდა დაინახონ, რომ ჩემთან ხარ.
-კარგი.
-დავითიც მანდ იქნება,ჩემი ბიჭებიც.
-კარგი,დემნა.
-ვერავინ ვერაფერს დაგმართებს,-საზღვრად ქცეულ ბალიშს დააწვა, მკლავზე მომეფერა და ოდნავ თავისკენ მიმწია.-ვინც გაბედა,ხო ნახე რაც გავუკეთე?
-ამან უნდა დამამშვიოდს? - ასტიკის კვნესის ხმა ამოტივტივდა გონებაში. მოხუცთან დამუქრებაც , რომ ცოცხალს არავის დაუტოვებდა. რაიანაც იგულისხმა მაშინ?! ის ბიჭიც იარაღი შუბლთან რომ მიადო...
-ამან მაგალითი უნდა მისცეს სხვებს.-გამარჯვებულმა გამიღიმა. ზედაპირულად მაკოცა ტუჩებზე, ამჯერად მართლა მომშორდა და გვერდი იბრუნა.

ჯერ კიდევ ოცხდახუთი წლის ვარ, ამიტომ ცხოვრების ამაოებაზე და მისგან მიყენებულ ტანჯვაზე საუბარი დიდად არ მხიბლას. ეს სიტყვების უაზრო ხარჯვა და ხშირშემთხვევაში, არაფრის მომცემი გამოცდილებაა. ამ ხნის მანძილზე სიგიჟეები არ მაკლდა, დაშვებულ შეცდომებს გმირულად ვუმკლავდებოდი, მქონდა რთული პერიოდიც, გარდატეხის ასაკს ვაის-ვაგლახით გავუმკლავდი, მაგრამ სირბილით თუ ვერა, კოჭლობით მაინც დავეწიე ცხოვრებას.
თვალწინ დამიდგა ბებიას გახარებული სახე, როდესაც უნივერსიტეტში ორმოცდაათ პროცენტიანი გრატით ჩავირიცხე. როგორი ლაღი პერიოდი იყო, გახსენებაზე მეღიმებოდა. შემომიტია მონატრებამ, როგორც არასდროს და თვალებიც კი ამიცრემლიანდა იმის შიშით,რომ აქედან ვერ გავაღწევდი.
ფიქრებმა შორს წამიყვანა, ანა მსუბუქად შემეხო მხარზე და მორიგი კაბა დამანახა.
-მოკლეა,მომკლავს შენი ძმა.-ჩავიფრუტუნე, მასაც გაეღიმა.
-არასდროს უსმენ, ახლაც არაფერი დაშავდება.-ჩაიხითხითა, თუმცა შემდეგ ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ მისი გაბრაზება კარგს არაფერს მოგვიტანდა, ამიტომ შედარებით სადა, ლურჯი კლასიკური კაბა ავარჩიეთ. მარჯვენა მხარი მოშიშვლებული იყო, ნეკნი დაუფარავად მომიჩანდა. ნორმალური სიგრძე ჰქონდა,ამიტომ დემნას არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა, ჩვენი აზრით.
-შენც რომ წამოხვიდე,რა იქნება?-მუდარით შევხედე,როდესაც თმას მისწორებდა.
-ჩემს შესახებ რაინას ოჯახმა იცის,მაგრამ სხვებმა არა. ამიტომ...
-ამ ორის გადამკიდე, მანდ რა ვაკეთო?-დერეფანში მოსაუბრე ძმაკაცებს თვალი შევავლე. დემნას თეთრი პერანგი იდაყვამდე აეკეცა, რამდენიმე ღილი შეეხსნა და დაუფარავდ მოუჩანდა ტატუები. შავი კლასიკური შარვალი და შესაფერისი ფეხსაცმელიც იდეალურ თანწყობას ჰქმინდა და მის ისედაც მშვენიერ სხეულს, უფრო მიმზიდველსა და სასურველს ხდიდა.
-დავითთან არ მოიწყენ,-სიცილით დამიყვავა, თმის სწორებას მორჩა და უთო გამორთო.-აბა, მოგწონს?-მკითხა,ხელში სარკე შემაჩეჩა და თან ბიჭებსაც გასძახა,შეხედეთო.
-კი ვიცოდი რაღაც საოცრება რომ დამხვდებოდა,მაგრამ ასეთიც არა!-დაუფარავი კომპლიმენტი შემაგება დავითმა. ორივე ხელი ჩამკიდა, დემნოსტრაციულად დამატრიალა, კინაღამ გადმომაგდო მაღალქუსლებიდან.
-მადლობა,არც შენ აკლებ.-მისი სიტყვები დავახურდავე, მოხდენილ ტანსაცმელზე მივუგე და ფართოდ გავუღიმე.
დემნამ ჯიბეებში ჩაიწყო ხელი, სულ ოდნავ გაიღიმა.
-მოიცა, ფოტო გადავიღოთ!-ანამ იდეა წამოჭრა. მე და დავითს მოულოდნელად გადაგვიღო,შემდეგ დაგეგმილადაც და ძმას შეაჩეჩა მობილური.
-საქმე არ გაქვთ რა!-მაინც გადაგვიღო, შუაში მდგარ დავითს ხელები შემოვხიეთ და ისეთი თბილი სურათი გამოდგა, გადავწყვიტე სახლში როცა დავბრუნდები, ჩემს ოთახს ჩარჩოებით გავავსებ-მეთქი.
-მოდი შენც,-ძმაკაცს ხელი დაუქნია. დემნამ ეს რა მაკადრე მზერა ისროლა,მაგრამ მაინც წამოვიდა,წელში შემისრიალა ხელი, თავისკენ მიმიზიდა. ვერ ვიგრძენით როგორ გაიპარა დავითი, როგორ გადაგვიღეს მარტო ჩვენ უამრავი ფოტო ორმა პაპარაცმა.
-ვსო ახლა,-ხელი შემიშვა, თმის ნაწილი წინ გადმომიყარა.
-წავიდეთ?-რომელიღაცამ იკითხა. უბრალოდ ისეთი ლამაზი მომენტი იყო, ცოტა ხანი ექსტაზში შევედი.
-არა, მაინც შემომელახება ვიღაცა დღეს.-თავისთვის ჩაიფრუტუნა,მაგრამ ყველამ გავიგეთ. ეს რაღაც კომპლიმენტის მაგვარი იყო მისგან.
გული მწყდებოდა,რომ ანას მარტო ვტოვებდით. მის ნაღვლიან თვალებს,რომლებიც მარტოობას მიჩვეული იყო,მაინც ეწყინა ჩვენი წასვლა და ვიგრძენი,როგორ ღელავდა. დემნას მიზეზი მშვენივრად ვიცოდი,არ უნდოდა და ვინმესთვის დაენახვებინა,მაგრამ მთელი ცხოვრება ხომ ვერ იქნებოდა ასე?
-არ შეიძლება ანა წამოვიყვანოთ?-ჩემს კითხვას ორივემ გაკვირვებული სახე შეაგება.-ვერ ხედავ?-დისკენ ვანიშნე თავით,რომელიც ბაღიდან გვიმზერდა,თუ როგორ ჩავჯდებოდით ავტომობილში.
-ვიტყვი,რომ ჩემი შეყვარებულია.-მხრების აჩეჩვით მოგვიგო დავითმა. დემნამ თავი ელვის სისწრაფით შეატრიალა მისკენ, წამით ვიფიქრე, რომ იქვე მიახრჩობდა.-ნუ მიყურებ ეგრე, ინცესტი არ მიზიდავს!
-შეყვარეული, ხო?-წარბები აზიდა.
-ნათესავია-მეთქი, ვერ ვიტყვი, ირაკლიც მანდ იქნება.-ირაკლის ხსენებაზე თვალები ვჭყიტე. დავითმა დაიჭირა ჩემი მზერა,დემნა კი ორივეს დაგვაშტერდა.
-რა იყო?
-არაფერი.-ორივემ ერთდროულად წამოვიძახეთ. რამდენიმე წამი ეჭვნარევი მზერით გვათვალიერა,შემდეგ ძმაკაცს მხარზე დაჰკრა ხელი.
-მიდი, წამოიყვანე შენი შეყვარებული.-გამეცინა.
-დასავით უყურებს,კუდს რატომ აბამ?-დავითის წასვლის შემდეგ ვკითხე.
-ხანდახან მგონია,რომ გეია.-საკუთარ სიტყვებზე გაეცინა.-შენზეც რომ თქვა,სხვანაირად არ ვუყურებო, მაშინ უფრო გამიღრმავდა ეჭვი.
-კაი რაა!-ხარხარი ამიტყდა. ერთ-ერთმა დაცვის ბიჭმა ჩაიფხუკუნა. დემნამ ხელით ანიშნა რა ხდებაო, მანაც ბოდიშიო და იქიდან გაიძურწა. რა საქციელია?!
-დღეს აშკარად მარცხენა ფეხზე ადექი, გეი კი არა,შენი პატივისცემა ჰქვია მაგას.
-შენ გვერდით ძილმა მომშხამა.-თვალი ჩამიკრა.
-მე კიდევ მარწყვის სუნმა კინაღამ გული ამირია.
-უკაცრავად?-შეურაცხყოფილმა გადმომხედა. მართლა ცუდია ვიღაცამ რომ გითხრას,შენმა სუნმა გული ამირიაო.
-ვიხუმრე,-უდანაშაულო კრავივით ავხედე.
-ძან გაუბერე,ხო იცი.-ჩემს სახეზე გაეცინა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი თავით დავითისა და ანასკენ მანიშნა. გაეღიმა.-ეს მართლა გეია,თუ როგორ არ მოსწონს ჩემი და?
ისეთი ლამაზი იყო ანა.. კაბა,რომელიც მე დავიწუნე სიგრძის გამო(პრინციპში დემნას გამო) ის ჩაეცვა, მისი ორმეტრიანი ფეხებით ნელა მოდიოდა ჩვენკენ. მაკიაჟი არც გაუკეთებია,ისედაც ლამაზი იყო. თავისი ქერა, ბზინვარე თმა უბრალოდ გაეშალა.
-ვაუ,-დაშოკილმა ძლივს ამოვილაპარაკე.-ამას ქვია სილამაზე!
-უფრო მოკლე ჩაგეცვა,უფრო.-მაშინვე კრიტიკა დაიწყო ძმამ. დავითმა თვალები აატრიალა.
-ზედმეტი არაფერია.-დაიცვა, თან უკვე ჩავსხედით ავტომობილში, გოგოები უკან, დემნა საჭესთან დაჯდა. გენდერული უთანასწორობა აფხაზეთში კვადრატშია აყვანილი,ჩვენთან შედარებით.
-როგორ იცავ შეყვარებულს, მისაბაძი ხარ!-მხარზე ხელი დავკარი დავითს. დემნას ნერვები აეშალა, გაბრაზებულმა მიაჭირა ძრავის ჩართვის ღოლაკს თითი და ახარხარებულ ანას მინიდან მკაცრი მზერა სტყორცნა.
ძმური ეჭვიანობა, მეტი არაფერი.


უფუნქციო მთავრობის მაღალი შენობა რომ გამოვიარეთ, დავითი ჩემკენ გადმოიხარა, უგუნებობა შემამჩნია და გამიღიმა. გზაში გავაცნობიერე, რომ როგორც საზეიმო ვახშამზე, როგორც ჩვეულებრივ ერთი ოჯახი ისე მივდიოდით და თითქოს არაფერი მემუქრებოდა. ჩემი ფეხით მივყვებოდი დემნას კაცთან,რომელმაც მის თვალწინ ტანსაცმელი შემომაძარცვა. საჭირო იყო. ისევ და ისევ ჩემ გამო აკეთებდა, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან კარგად ვიცოდი,მწყინდა ასე მარტივად რომ აპატია მოხუცს ჩემთან დაშვებული შეცდომა.
ომის დროინდელი ნატყვიარები ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა. ახალ-ახალი შენობობი კი იდგა,მაგრამ კომუნისტური ნაშთები მაინც დაღად ჰქონდა დასმული სოხუმს.
-სად აღნიშნავენ?-გამოვერკვიე,როდესაც ანამ იკითხა. მთელი გზა პირი არ გაუჩერებია არც ერთს,მხოლოდ მე ვიჯექი ჩუმად, ვათვალიერებდი ქუჩებს,რომლებსაც მალე დავემშვიდობებოდი.
-რიწაზე.-დემნას სიტყვები და ჩემი წამოკივლება ერთი იყო.
-რა იყო,გოგო?-დავითი კინაღამ გადმოხტა უკან.
-რიწის ტბაზე მივდივართ?-აღტაცება ვერ დავმალე. გაფუჭებული ხასიათი კი მალევე გამომიკეთდა.
-ჰო,აბა, რაინას უყვარს კრეატივი.
-ერთი დადებითი მაინც აქვს ამ დაბადების დღეს.-დავილაპარაკე. ჩემი სიტყვები დემანს არ მოეწონა,სამაგიეროდ დავითი მოვიდა ხასიათზე.
-მეორეც,ანა ჩემი შეყვარებულია!
-შენ ძალიან ხომ არ შეიჭერი როლში?-მაშინვე გამოეხმაურა დის სახელს.
-ხუმრობს,დემნა.-ანამ ღიმილით თქვა.-როდის იქნება ჩვენ რომ ავალთ.-უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა, სავარძელზე გემრიელად მოკალათდა. მოკლე კაბა უფრო ზევით ავიდა, დავითმა გამოიხედა, სიცილ-სიცილით მიატრიალა თავი და მადლობა ღმერთს, ამას გვერდით მჯდომი ძმაკაცი ვერ ხედავდა.
-დემნა კი არა, მე მოგკლავ შენ!-თითი დაუქნია გოგონამ.
-რიწაზე ლეგენდა იცი,ქეთ?-გოგოს სიტყვები წაუყრუა, ჩემკენ მობრუნდა.
-არა. რა ლეგენდაა?
-კაროჩე,-გამეცინა ასეთ საწყისზე.-რიწაზე ადრე ცხოვრობდა თურმე ქალი - რიწა, რომელსაც სამი ძმა ჰყავდა: გეფსთა, აცეტუკა და ფშეგიშხა. უგემოვნო მშობლები! ტბის ნაცვლად ადრე ხეობა იყო მანდ,სადაც მდინარე ჩამოედინებოდა. ყოველდღიურად ძმები სანადიროდ მიდიოდნენ და რიწას მარტო უწევდა ხეობაში დარჩენა.
-ჟმოტები! ქალი მარტო რანაირად უნდა დატოვო. - დემნას საკუთარ სიტყვებზეც გაეცინა და შემდეგ ჩვენს მზერაზეც.
-საღამოობით ძმები დის ულამაზესი ხმით ტკბებოდნენ და მთელ დროს ბედნიერად ატარებდნენ. ერთ დღესაც ნადირობისას ძმები შორს გავიდნენ, რის გამოც დააგვიანდათ. რიწას მოენატრა საკუთარი ძმები და სიმღერა დაიწყო. მისი ხმა ტყის ყაჩაღებმა გეგამ და იუპშარამ გაიგონეს და ქალი მოიტაცეს. რიწას კივილი ძმებს შემოესმათ და დის საშველად გამოემართნენ. ერთ-ერთმა ძმამ იუპშარას ხმალი ესროლა, მაგრამ ხმალი აცდა და ხეობაში დაერჭო, სადაც ტბა წარმოიშვა. თვითონ რიწა იუპშარას ხელიდან დაუსხლტა და ტბაში გადავარდა. ამასობაში ძმებმა იუპშარაც ტბაში მოისროლეს. ტბამ არ მიიღო იგი და მდინარეს ზღვისკენ გაატანა, რომელსაც გეგამაც ვერ უშველა და წყალში დაიხრჩო. რიწას გადარჩენა ძმებმა ვეღარ შეძლეს. ლეგენდის თანახმად ძმები მთებში გაბრუნდნენ და დღესაც იცავენ დის განსასვენებელს.
-არ ვიცოდი,-მოწონების ნიშნად ცერები ავუწიე.-ერთი სული მაქვს ვნახო.
-ადრე მივიდეთ და კატერზე ვიკატაოთ.-ორი წლის ბავშვივით აჟიტირებულმა დაიძახა ანამ.
-მაგ კაბით კატარზე დაგსვამ შენი აზრით?
-შენ ვინ გკითხავს. შეყვარებული აგერ ჰყავს და ჩემს კოსტუმს ვათხოვებ.
-რიწაში ჩაგახრჩობ,დათო.
დემნას მიმართვაზე უნებურად ირაკლი გამახსენდა. მაინტერესებდა როგორ შეხვდებოდა იგი ანას, ძმის „შეყვარებულს“. მაშინ ხომ შეაწუხა ჩემზე კითხვებით ვინ არისო. საინტერესო იქნებოდა დემნა მის დანახვაზე. საერთოდ, რატომ ენდობოდა დათო ძმაზე მეტად დემნას და ირაკლი - ვინ იყო?
გზაში სადღაც გავაჩერეთ. დემნა გადავიდა, რამეს ვიყიდიო.
-ხმა!-თითი დაუქნია ანამ დავითს. ჩუმად ვიცინოდი, საოცრება იყო ამათი ჩხუბი.
-კაი, ვიხუმრე,რა გჭირს?
-არც ისე მოკლეა,ნუ ხუმრობ!
-ა, ჩუმად ვარ! - პირზე კლიტე დაიდო და მართლა გაჩუმდა.
-ვერ გეუგები ეგრე, რამე მომიყევი კიდევ.-შევეცადე სიტუაცია დამერეგულირებინა,მაგრამ ანამ ცხვირი აიბზუა,ხელები გადაიჯვარედინა.
-გუდაუთაში ვართ ახლა.-წამოიწყო მან.-კიდევ ორი საათი და მანდ გავჩნდებით.
-კონკრეტულად სად იხდის? ტურისტები არ იქნებიან?
-ტურისტებს რა უნდა,-გაეცინა მას.-ყველაფერს დაკეტავდნენ,მარტო სტუმრები ვიქნებით.
-ხო, სულ დამავიწყდა კორუფცია!
-აპ, აპ! არაფერიც! ჯერ მოხუცის მიმართ პატივისცემის გამო,შემდეგ მისი სტუმრების.
-ანუ, მთელი კრიმინალია მოიყრის თავს.
აღარ გაგვიგრძელებია, დემნას მოტანილ სასუსნავებს თავს დავესხით.
-ესენი გაშიმშილებენ,ქეთ?-სიცილით გადმომხედა დავითმა.-ჩემთან რომ იყავი მაშინაც სამი თეფში შემოდე ერთმანეთზე.
-რა ეტყობა მერე?-დემნას გაეცინა. მეჩვნება თუ ხაზი გაუსვა კარგ ტანზე რომ ვარ? რა შემოვლითი კომპლიმენტები იცოდა ხოლმე..
-მაგას ვამბობ, აშიმშილებთ და მაგიტომაცაა ასეთი შხვართი.
-ქეთისაც მისწვდი ახლა?-დემნას უკვე საკუთარ სიტყვებზე ეცინებოდა, ეს კი დადებითად გვმუხტავდა ყველას. ყველაზე სასიამოვნო მოგზაურობა იყო ჩემს ცხოვრებაში. ამდენი არასოდეს მიხალისია.
-აღარ შემიძლია თქვენი ჩხუბი რა!-უმცროსმა აფხაზავამ თავი ასწია.
-ჩვენ ასე ვეფერებით ერთამენთს, ან.-თვალი ჩაუკრა დათომ.
დემნამ გადაიხარხარა. ისეთი საყვარელი იყო, მომინდა ჩავხუტებოდი და თითოეული ნაკვთი ჩამეკოცნა. მერე მანქანა დაქოქა, სიცილი ისევ გააგრძელა და მე მომიბრუბდა.
-ხომ გითხარი, გეია.-თვალი ჩამიკრა,დაშოკილ დავითს კი შუა თითი აუწია.
ვიგრძენი,რომ აქედან წასვლა იმაზე უფრო საშინელი იქნებოდა, ვიდრე ადრე ვფიქრობდი. მომინდა ეს დღე გაგრძელებულიყო სამუდამოდ, იმდენად დიდხანს,სანამ არ მომბეზრდებოდა და თვითონ არ ვიტყოდი,რომ საკმარისი იყო.
და ჰო . . .
ნელ-ნელა, ეტაპობრივად. ჩემი წასვლის დღის მოახლოებასთან ერთად.
ისიც ვიგრძენი, როგორ მიყვარდებოდა.
.
კანიონში როგორც კი შევედით, ანამ შემოგვთავაზა „ცისფერი ტბა“ ვინახულოთ და ფოტოები გადავიღოთო. იდეა მომეწონა. ისედაც ცარიელი იყო ყველაფერი, დაეკეტათ სპეციალურად ამ დღისთვის.
„ცისფერი ტბა“ გაგრის მუნიციპალიტეტშია. რიწისკენ მიმავალ გზაზე,მდინარე ბზიფის შუა დინების მარჯვენა ნაპირზე მდებაორებს. კანიონისკენ მიმავალ გზაზე პატარა ბავშვივითაა კლდეში შეყუჟული. წყალი სუფთაა, კამკამა, გამჭვირვალე, საკუთარი ანარეკლის ნახავა თავისუფლად შეუძლია ნებისმიერს. ერთ-ერთი კარსტული ტბაა საქართელოში. სარკის ფართობი 0, 0012 კმ2. (ძალიან პატარაა)ღია ლურჯი ფერის ტბიდან ნაკადი გადის და საბოლოოდ შავ ზღვაში ჩაედინება.
ავტომობილიდან ფეხი გადმოვდგი თუ არა, ისე ამტკივდა კინაღამ ჩავიკეცე. ახალმა ფეხსაცმელმა საშინლად მატკინა,თან ანასი იყო და მგონი პატარაც მქონდა. (ბედი მაქვს, ხო იცით).
-მოდი,-დემნა უკვე მიჩვეული იყო ამას,ამიტომ უპრობლემოდ მომხვია ხელი და სიარულიში დამეხმარა.
-ასე როგორ ვიარო?-შეწუხებულმა ვკითხე. ჩანთა ავტომობილში შევაგდე. დათო და ანა მდინარე ბზიფზე გაშენებულ ხიდთან იდგნენ, მოჩუხჩუხე მდინარეს გაჰყურებდნენ.
-დაგეხმარები..
წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი ტრასა, გარშემო დიდი კლდეები, ნაძვები, არანაირი დასახლებები. გზის იქით გრძელი გალვანი თავისი მოწესრიგებული მოაჯირით გაეყოლებინათ. „შეყვარებულები“ სწორედ იქ დგნენ, ფოტოებს იღებდნენ და ხალისობდნენ. ანა ესეთი ბედნიერი არ მენახა აქამდე.
ჩვენ „ცისფერი ტბისკენ“ დავიძარით,მეორე მხარეს. მართლაც, რომ ცისფერი! კამკამა, ერთი ფოთოლიც კი არ ჩაეყარა ბუნებას მასში. ხელით გამოყვანილი ბეტონის კიბის ათობით საფეხური დემნამ ჩამომატოვებინა. შემდეგ უხმოდ დავდექით, გავყურებდით ამ სილამაზეს და გვეღიმებოდა.
ვეება კლდიდან პატარა ჩანჩქერივით მოჩუხჩუხე წყალი ამ პატარა ტბაში იღვრებოდა,შემდეგ იქიდანაც გადიოდა, ბზიფს უერთდებოდა და ამ უკანასკნელს შავი ზღვისკენ მიჰქონდა ტბის წილი წყალი. იქვე იდგა მოხუცი, წვერებიანი კაცის ქანდაკება. დემნამ თვალი გააყოლა ჩემს მზერას და მითხრა:
-„ცისფერი ტბის“ ლეგენდა არ გაინტერესებს? - დაინტერესებული მივაჩერდი. ამ შანს ხელიდან გავუშვებდი? თვით ბატონი დემნა!
-მთელი გულისყურით გისმენ.
-ამ ადგილას,სადაც ახლა ტბაა, ძველ დროში გამოქვაბული ყოფილა,სადაც აი ეს მოხუცი მღვდელი ცხოვრებდა,-ხელი საშუალო ზომის ქანდაკებას დაადო.-მისი თოვლის თეთრი წვერი თითქმის მიწას სწვდებოდა და უჩვეულოდ ცისფერი თვალები ასხივებდა სიბრძნესა და სიკეთეს. ეს ადამიანი წარსულში ცნობილი მონადირე იყო. ის ხალხს გაშორდა, რომ ბუნება უფრო ახლოს ყოფილიყო და გამოქვაბულში დასახლდა. ადგილობრივი მონადირეები მას ხშირად მიმართავდნენ რჩევისთვის. ამისათვის მონადირეები მას მხეცის ტყავს და ხორცის ნაწილს უტოვებდნენ. ერთხელ, წვიმიან ამინდში, უცნობი ხალხი გამოჩნდა ამ ადგილებში და ითხოვა ღამის გასათევად გამოქვაბულში ყოფნა მოხუცი კაცთან. მან სტუმართმოყვარეობით მიიღო ისინი. ძილისათვის დაუგო ბისონის, დათვის, ირმის ტყავი. ხარბ სტუმრებს დიდი რაოდენობით ტყავის დანახვამ, მოხუცი კაცი მოაკვლევინა. მათ ნაჩქარევად დაიწყეს ტყავის ტომრებში ჩატენვა. თითქმის ყველა ტყავი უკვე შეგროვდა, როდესაც მოულოდნელად მძლავრი წყლის ნაკადმა გამოქვაბულიდან გასასვლელი დაბლოკა. თავდამსხმელები ხაფანგში აღმოჩნდნენ. ასე შეიქმნა „ცისფერი ტბა“ ანუ აფხაზეთის მოხუცი ტბა, რომლის წყ.ლები წააგავს მოხუცის ცისფერ თვალებს, რომლის სხეული დარჩა ფსკერზე და ღია თვალები უჩვეულო ფერს აძლევს ტბას.
-ძალიან ლამაზი ლეგენდაა.-აღვნიშნე მე. ჯერ მოხუცის ქანდაკებას მივაშტერდი,შემდეგ კრიალა წყალს. თითქოს ბუნებას უხაროდა სამ-ნახევარი ქართველის ჰყოფნა რუსებისგან მობეზრებულ ადგილას. მზე ანათებდა, ხეები გიჟურად შრიალებდნენ. სასიამოვნო აურა დატრიალდა. საქართველოს სუნი ჰაერში აიჭრა და მთელს აფხაზეთს ზევიდან დააცქერდა.
-ეს თმა,-უეცრად ხელი შემიშვა. თმაზე მომეფერა, ნაწილი გადმომიყარა,ნაწილი უკან გადასწია და ფრთხილად მაკოცა ყელზე.-აღარასდროს შეიკრა,კარგი?
-ვეცდები.-დავიჩურჩულე. ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდებოდა.
-როდესაც ჩემთან აღარ იქნები,-დასაწყისი ისე არ მომეწონა, ღიმილი გამიქრა.-როდესაც გაგიშვებ,ისე აღარ ქნა,თითქოს შენს ცხოვრებაში არ ვარსებობდი.
-რატომ მეუბნები ამას?
-გამზადებ.-ოდნავ გაეღიმა.-ნაკლებ მტკივნეული რომ იყოს.
-მე შენ არასოდეს დაგივიწყებ.-გულახდილად ვუთხარი. ყელში შემიძვრა პირდაპირი მნიშვნელობით.რამდენჯერმე ხმაურიანად მაკოცა და საგრძნობლად მომიახლოვა თავი.
-ლამაზია,-თვალებით კაბაზე მანიშნა.-და თვითონაც ხარ.
-მადლობა.
-ქეთი,-ორივე ხელი თავისთვის ნაცნობ წელზე დააბრუნა. ჩემს მოშიშვლებულ მხარზე ძველებურად მაკოცა.
-რა?
-არაფერი. - ჩუმად დაილაპარაკა. შავი თვალები ჩემსას გაუსწორა, მგონი რაღაც ამოიკითხა და „ცისფერ ტბასთან“ პირველი კოცნით დამასაჩუქრა. ფეხების ტკივლი მთელს სხეულს მოედო წამით. ნელ-ნელა წამოჰყვა, გულთან გაჩერდა და დამარწმუნა,რომ ყველაზე მტკივნეული ამ ქვეყნად,საყვარელი ადამიანისგან წასვლა,მისი მიტოვება და ერთად არ ყოფნა იყო.
-არ მოდიხართ?-არსაიდან დაიძახა ანამ.
მკალვზე ნაზად მომხვია თავისი ნატიფი, ტატუანი თითები და ნამდვილი ჯენტლმენივით ჩამსვა ავტომობილში.
-რა სახე გაქვს,რა არი?-უკომენტაროდ არ დამტოვა დათომ. ისეთი თვალებით გავხედე,მაშინვე მოკეტა, მე ბოდიშიო, ღვედი შეიკრა და დემნას სიცილის ფონზე გავუყევით კლდეს,რომლის თავშიც ლეგენდარული რიწა გვეგულებოდა.

ოცდახუთი კილომეტრი, რომელიც რიწის დაცულ ტერიოტორიას გვაშორებდა ორმოც წუთში დავფარეთ. დაახლოებით ათმეტრიან გვირაბი უნდა გაგევლო,რომ ნაკრძალზე შესულიყავი. შესასვლელთან რამოდენიმე მწვანეფორმიანი ჯარისკაცი იდგა. წინ მსხდარ ბიჭებს მოწიწებით დაუქნიეს თავი, დემონსტრაციულად აწიეს შლანგბაუნი და როგორც პრეზიდენტის ოჯახის წევრები ისე გაგვატარეს.
ნაკრძალის ტერიტორია დანაწევრებულია ხეობებით. ტყეები რიწის ტბის გარშემო მდინარეთა ხეობებშია მოქცეული. ტყის მასიში ჭარბობს მუხა, რცხილა, ცაცხვი, ბზა. კავკასიური ფიჭვისა და აღმოსავლური წიფლის კორომი გასდევდა უზარმაზარ მედიდურ კლდეებს. საოცრება იყო... ნამდვილი სასწაული იქაურობა.
მივედით.
ავტომობილი საპარკინგე ზონაში გააჩერა,დიდი პალმის ქვეშ. ძლივს გადმოვბობღდი, ანაც კაბის სწორებით დაუდგა დავითს გვერდით და ოდნავ შეშინებულმა მოხვია ხელი. მზე ანათებდა, არც სიცივე იყო და არც ცხელოდა. ზღვის დონიდან დაახლოებით 884 მეტრზე ამოვედით და ჰაერიც შესაფერისი იყო სექტემბრის ბოლოსთვის.
ხელჩანთა მხარზე გადავიკიდე, დემნას ხელკავი გავუყარე და ასფალტს ოთხივე ერთად გავუყევით.
-იწყება მგონი,-დავითმა ამოილაპარაკა. არე-მარეს თვალი მოავლო.
რამდნიმე მეტრის გავლის შემდეგ აღმოვჩნდით საზეიმო წვეულებაზე. რამდენიმე ათეული მრგვალი მაგიდა უზარმაზარ ვერანდაზე გაეშალათ,რომელიც რიწას გადაჰყურებდა. მომწვანო ტბას სილურჯე უკვე ეპარებოდა ( მოგეხსენებათ გაზაფხულსა და ზაფხულში მწავნე ფერისაა, ზამთარში კი მოცისფრო),რაც იმის მომასწავებელი იყო,რომ ზამთარი მალე დადგებოდა.
ტბა შუაში მოექციათ მთებს. ამაყად გადაჰყურებდა გაგრის ქედი ,- ზევიდან დასცქეროდა მშვენიერ რიწას.
ვერანდაზე გავედით. ხიდივით იყო,მაგრამ უზარმაზარი. მდიარეებს,რომელიც რიწიდან გამოედინებოდა ერთი ნაპირიდან მეორესკენ აერთებდა. რესტორნები დაეკეტათ, მხოლოდ ერთი დარჩენილიყო ღიად, - დაბადების დღისთვის.
ჟღალთმიანი, ახალგაზრდა გოგონა მოხუცთან ერთად იდგა. მალევე ჩვენკენ გამოიქცა. წითური, საშუალო სიმაღლის, ლამაზი იყო. დემნას კისერზე ჩამოეკიდა, ჩაკოცნა,შემდეგ დავითთანაც იგივე გაიმეორა და ანას მეგობრულად გადაეხვია.
-მომენატრე, ანუშკი.-თბილად მოეფერა ლოყაზე,შემდეგ დემნას მიუბრუნდა.-შენ სად დაიკარგე,ვაჟბატონო?
-დაბადების დღეს გილოცავ.-სიცილით დაუბრუნა პასუხი, დაცვის ბიჭებისკენ ანიშნა,რომლებსაც საჩუქარი მოჰქონდათ მისთვის. ჯერ თაიგული მიართვეს რაინას, შემდეგ ერთი დიდი ზომის ყუთი,მეორე კი პატარა. დავითისა და დემნას საჩუქრები იყო.
-არ გამაცნობ?-მზერით ჩემზე ანიშნა,როცა ყუთები განკუთვნილ მაგიდაზე დაალაგა.
-ეს ჩემი ქეთია, რაინა.-ვითომც არაფერი ისე დაილაპარაკა, მოხუცს თვალი თვალში გაუყარა და მაინც გაუღიმა იუბილარს.
-გემოვნებაც ამას ჰქვია,-გაეცინა მას. ხელი ჩამომართვა, გამეცნო. შემდეგ ბიჭების საჩუქრებს გადახედა. აჟიტირებულმა გახსნა, დავითის ნაჩუქარ ბოქსის ხელთათმანებს სიცილით დახედა.
-ეს არ გინდოდა? - გაეცინა მასაც.
-მადლობა.-სიხარულით მოეხვია, შემდეგ მეორე დიდი ყუთი გახსნა და რამდენიმე წამი გაშტერებული უყურებდა.
-დემნაა! - შეჰყვირა მოულოდნელად.-დიდი მადლობა! - ორივე ლოყა დაუკოცნა, ნაჩუქარი ვიოლინო ხელში დაიკავა და გახევებულ მამამის დაანახა. სახეზე ეტყობოდა, აზრზე არ იყო შვილის ოცნება ვიოლინო თუ აღმოჩნდებოდა. ხელჯოხზე დასვენებული ხელი უცნაურად გაუტოკდა, გაფითრებულ თითებზე მწვანე ვენები გამოეკვეთა და ჩემი აზრით, გააცნობიერა,როგორი ცუდი მამა იყო.
დასხედითო, უგულოდ მიგვიპატიჟა მაგიდასთან. შუაში გოგოები მოგვიქციეს, თვითონ გვერდით მოგვიჯდნენ. ჩვენს მაგიდასთან იჯდა იუბილარი მამასთან და დედასთან, ქალბატონ ადიტასთან ერთად. ქალი რაინასნაირი ჟღალი გახლდათ, ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და სიმართლე გითხრათ ჩემთვის გაუგებარიც იყო რა ესაქმებოდა ამ მოხუც კაცთან.
კლასიკური მუსიკა ისმოდა გარშემო. ცოცხალი ბენდი როიალის თანმხლებით ბეთჰოვენის სიმფონიებს აჟღერებდა. მზის სხივები ნელ-ნელა გვშორდებოდა, დაახლოებით საღამოს ექვსი საათი იქნებოდა და დღისა და ღამის გასაყარზე საოცრება იყო რიწაზე არეკლილი სხივები.
-მიირთვით, რას ელოდებით,-ადიტამ თბილი მზერით დაგვასაჩუქრა. დემნას წყ.ლის დასხმა ვთხოვე, პირი მიშრებოდა, ფეხი მეწვოდა და არც კი ვიცოდი როდემდე გავძლებდი. ორი ჭიქა ზედიზედ ჩავცალე,შემდეგ რომელიღაც სალათი გადავიღე. არ იყო დაძაბულობა, პირიქით. ახალგაზრდები, ბავშვები,მოზრდილები გამოდიოდნენ და სპეციალურად მოწყობილ საცეკვაო მოედანზე თავისებურ ილეთებს ასრულებდნენ. რაინა მხიარულად დარბოდა მაგიდებს შორის, ხან ვის ჩამოეკიდებოდა ყელზე ხან ვის.
-ჭამე რამე.-დემნამ ხმადაბლა მიჩურჩულა. თავისი ხელით დამიჭრა ბანანი და ხელში ჩანგალი შემაჩეჩა.-მიდი.
მოხუცი თვალს არ გვაშორებდა. შემდეგ ბიჭები გაიყვანა სადღაც და მაგიდასთან მე და ანა დავრჩით რამდენიმე ადამიანთან ერთად. კინაღამ ხველა ამიტყდა,როდესაც მოშიშვლებულ მხარზე ვიღაცის ხელი შემეხო. უცნობი დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.
-როგორ ხარ?-ხელი არ აუღია ისე დამაცქერდა ზევიდან.
-ირაკლი?!-ვიცოდი აქ რომ იყო,მაგრამ მაინც გაკვირვება გამომესახა სახეზე. ამჯერად თვითონ მივუშვირე ლოყა, ფეხზე წამოვდექი და გადავკოცნე.-შენ როგორ ხარ?
-გადასარევად. აქ რას აკეთებ?-ფართო ღიმილით დამასაჩუქრა. მოსაწევად გამზადებული სიგარეტი კოლოფში დააბრუნა.
-დემნას გამოვყევი.
-დემნას?-წარბები უცნაურად შეჰყარა. შემდეგ თავი მსუბუქად დამიქნია,გასაგებიაო და გაკვირვებულ ანას მიაშტერდა.
-ეს ანაა,-აზრზე მოვიდა. თან გამახსენდა, რომ მის შესახებ არავის არაფერი უნდა გაეგო.-შენი ძმის შეყვარებული.
-ჰა?-ბუნებრივად გაუკვირდა.-რას მაბოლებ,ქეთ?
ჩემს მახვილ თვალს არ გამოჰპარვია,როგორ არ ესიამოვნა ანა ძმის „შეყვარებული“ რომ იყო. მაინც გაუწოდა ხელი,მის დიდ ხელებში მოქცეულ ნატიფ თითებთან დაიხარა, ნაზად ეამბორა და გოგონას ქვევიდან ამოხედა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა,მშვენიერო ანნა. - თბილად გაუღიმა დაბნეულ გოგონას. ირაკლის დადებითი თვისება მისი ბუნებრივობა იყო,რომელშიც იმ დღეს დავრწმუნდი. არ დაუმალავს,როგორ აღტაცდა ანათი,მაგრამ არც ის, რომ თავი უხერხულად იგრძნო.
-ვაიმე ქეთი?-ყურში მიჩურჩულა გაოგნებულმა ანამ. ერთად გავაყოლეთ მზერა უბრალო მაისურსა და შავ ჯინსში ჩაცმულ მამაკაცს.
-ხო,ადამიანზე შთაბეჭდილების მოხდენა კარგად გამოსდის.
-კი ვიცოდი დათოს ძმა რომ ჰყავდა,მაგრამ ასეთი? - ზედმეტად მოიხიბლა, მე გამეცინა.
-სახე დააყენე,შენი ძმა მოდის.-სწრაფად დავილაპარაკე,გაშტერებულ ანას მხარზე გავკარი ხელი და სკამზე დავაბრუნე. დემნა გზად ირაკლის გადაეჩეხა. გაღიმებული სახით გადაეხვია, რამდენიმე წუთი დაელაპარაკა და ისევ ჩემთან მოვიდა.
-გოგოებო!-დემნას პირზე მომდგარი სიტყვა გაუწყდა,რაინა მოვიდა.-ასე უნდა იჯდეთ მთელი საღამო? წამო ვიცეკვოთ.
-ქეთის მე დავიტოვებ,-მკლავზე ჩამავლო ხელი და თავისკენ მიმიზიდა.-შენ კიდევ ჭკუით.-დას ყურში უჩურჩულა,შემდეგ კი უხმოდ გააყოლა რაიანას.
-მეც მინდა ცეკვა.-უფრო მის გასაბრაზებლად ვთქვი, ვიდრე ჩემი სიამოვნებისთვის.
-ირაკლის დაუმეგობრდი?-მკითხა, თან მოშიშვლებულ მხარზე თითი ჩამომისვა, სადაც წეღან ირაკლი შემეხო.-თავის გემოზე რატომ გეხება?
-არ შემხებია, უბრალოდ მომესალმა. თუ ასე აგაღელვა, მასთან გაგერკვია.
-მე შენი სიტყვების მჯერა, მისი არა.-ვითომც არაფერი ისე მითხრა, ცხვირის წვერით ოდნავ შემეხო კისერთან და სახე მომიახლოვა.
-შენც ხომ შენს გემოზე მეხები.-ნაწყენმა ამოვიბურტყუნე.
-ეგ იმას არ ნიშნავს,რომ სხვაც ასე უნდა მოიქცეს.
-გაიწიე!-ოდნავ ვუბიძგე,მაგრამ ხელი ჩამომაშვებინა, წელზე შემომისრიალა თავისი თითები და სკამზე დამსვა.-სხვა არ არის, დავითის ძმაა და ზედმეტად არ მომქცევია,დემნა.
-ხმას დაუწიე,-სიმშვიდე დაკარგა მისმა იოგებმა. სკამი თავისკენ მისწია, ისე რომ ვერავინ ხედავდა ფეხსაცმელი გამხადა და ცივი ბეტონის ნაცვლად საკუთარზე დამადებინა.-დაწითლებული გაქვს.
როგორც კი დავხედე,სახე დავმანჭე. თითები ერთმანეთთან სასაცილოდ მიტყუპებულიყვნენ. დალურჯებული და დაწითლებული ერთდროულად მქონდა.
-წამო, დაიბანე და მოგეშვება ცოტა.-ფეხზე წამომაყენა. ხელში ამიყვანა და დაღმართს ჩაუყვა. ახლა უფრო ფართოდ გამოჩნდა რიწა. იმ მხარეს,სადაც ჩვენ ვიყავით მდინარე იუფშარა გამოედინებოდა. სწორედ მის თავზე იყო რაიანას დაბადების დღის წვეულება. კიბეები ჩამიყვანა, წყაულგაუმტარი გრძელი რეზინის ქვეშაგი დაეფინა ვიღაცას,რომ თავისუფლად შეგვძლებოდა იქვე მიმაგრებულ კატერებთან მისვლა. დემნამ სკამზე ჩამომსვა, კოჭზე მომხვია ცალი ხელი და ფეხი დამიბანა.
გამყინავი იყო ტბის წყალი. ფეხი უარესად დამილურჯდა სიცივისგან.
-ცივია.
-მეტჯერ არ გექნება რიწის ნახვის საშუალება, აიტანე.
მეორე ფეხიც დამიბანა. წამოდგა და ზევიდან დამაშტერდა.
-რა ჩავიცვა? - მის უხეშ პასუხს ყურადღება არ მივაქციე. მივეჩვიე კიდეც.
-ბიჭები მოგიტანენ რამეს,-ტელეფონი დამანახა. თავი მსუბუქად დავუქნიე, პეიზაჟს უაზროდ გავუშტერე თვალი. ტელეფონის კამერამ გაიჩხაკუნა. მომღიმარ დემნას,რომელმაც ფოტო გადამიღო, დავუბღვირე და თავი გვერდით ვიბრუნე.
-უაზრობებზე ბრაზდები.-ისევ ჩაიმუხლა. სკამის საზურგს მოხრილი იდაყვით დაეყრდნო, სახე მომიახლოვდა. ლოყაზე გამეხახუნა,მაგრამ თავი გავწიე.
-შენ ხომ აზრობრივზე მიბრაზდები.
რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ მოსულ დაცვის ბიჭს პარკი გამოართვა,მადლობა გადაუხა და ახალთახალი შავი ბოტასები გამომიწოდა წინდებთან ერთად. როგორ ზრუნავს-მეთქი,გულში გავიფიქრე ირონიულად, უხმოდ ჩავიცვი ფეხსაცმელი და ამჯერად ჩემი ფეხით დავბრუნდი წვეულებაზე.
ანა ისევ რაინასთან ერთად ერთობოდა, ხალისობდა და მე გული სიხარულით მევსებოდა. დაღამდა, ცაზე ნამგალა მთვარე ჩამოეკიდა. ფერადი სხივებით განათდა ღია ცის ქვეშა დარბაზი. ზედმეტად კულტურული მეჩვენა ეს „კრიმინალური საზოგადოება“. ცოლების, ახლობლების, ნათესავების გვერდით ჩვეულებრივ ადამიანებს გვანდნენ. ერთობოდნენ, იცინოდნენ, თავისუფლად იქცეოდნენ და ვერც კი გაიფიქრებდი, რომ აქ, ამ ადგილას, თავი მოეყარათ მოხუცის მსგავს ადამიანებს.
ძალით მაცეკვა. გაბრაზებული ვიყავი, სიტყვა არ მითქვამს ისე გავყევი და ხელებიც უემოციოდ ჩამოვდე მის კეფაზე. სიცივე იყო, ტანი დამეხორკლა, ტაომ დამაყარა და პლუს ამას, დემნა, რომელიც ვითომც არაფერი ისე მეცეკვებოდა.
მუსიკა ჩამთავრდა. ნაზი მელოდიის ნაცვლად ამჯერად კლუბური ჩაირთო, დემნამ ჩემი თითები მოცეკვავე რაინას ჩაუდო ხელებში, თვითონ კი სადღაც წავიდა. ისე კომფორტულად ვიგრძენი თავი, ანასა და იუბილარის მოძრაობებს ჩემიც ავაყოლე.
-აუ, რა გიჟი ხარ.-დაიყვირა რაინამ, ხელები ზევით აწია და ახტა.
-ვაიმე დედა!-ანა რაინას მოძრაობისგან სიცილისგან ჩაიკეცა.-ვერ ხარ შენ!
-მიდი, ქეთი, დასცხე! - ყვიროდა, ერთობოდა და მამის ბრიალა თვალებს ყურადღებას არ აქცევდა.-ეს კაცი ვერ მოვიშორე,-ყურში გვიჩურჩულა ორივეს. დავინახე როგორ მიუახლოვდა დემნა მოხუცს, მკლავზე მოკიდა ხელი და თავისაკენ მიაბრუნა.
ბოლოს დაღლილობისგან სკამებზე ჩამოვსხედით. სამივეს გვეცინებოდა ჩვენს საქციელზე და გულიანად ვხარხარებდით. წვეულებიდან ხალხი ნელ-ნელა მიდიოდა. მხოლოდ რაინას რამდენიმე ახლობელი და ჩვენ ვიყავით. ირაკლიც დარჩა. ვაკვირდებოდი, როგორი თავისუფალი იყო ყველასთან. როგორ საყვარლად ექცეოდა რაინას, ყურადღებას აქცევდა და ხანდახან მისკენ მომზირალს რომ დამინახავდა, თვალს მიკრავდა.
დემნა ისევ მოხუცთან იდგა. ხელებით რაღაცას უხსნიდა, კამათობდა,მაგრამ წამიერად ორივე გაჩუმდა. დემნამ ტელეფონს უპასუხა, სახე გაუფითრდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა დაცვის ბიჭებისკენ. რაღაც რიგზე ვერ იყო, მაშინვე ვიგრძენი. გაგიჟებულმა დავითმა ირაკლისთან მიირბინა, ყურში უჩურჩულა რაღაც, მხარზე ხელი დაჰკრა, შენ იციო და დემნას გაჰყვა.
მოხუცი დინჯი ნაბიჯით წამოვიდა. მუსიკა ისედაც შემწყდარიყო, ჩურჩული დაიწყო. რაინას დედა ადიტა გაფითრებული იყურებოდა,ჩვენკენ წამოვიდა მოულოდნელად და სკამზე გათიშული დაჯდა.
-დედა? რა ხდება?-რაინა დედასთან მიიჭრა. მასთან ჩაიმუხლა და ჟღალ თმაზე მოეფერა.
-მოდიან ... - ამოიჩურჩულა, ცრემლი გადმოაგდო და თავით ახლადმოსულ იარაღიან მამაკაცებზე ანიშნა.
მთლიანად დავიძაბე. ფეხზე წამოვდექი და დემნას გავხედე, რომელსაც მარჯვენა ხელზე იარაღი დაეჭირა, ისე იდგა, როგორც პირველად დამირის სახლში. რამდენიმე ნაბიჯი წინ გადავდი, წესიერად რომ დამენახა რა ხდებოდა. დემნას წინ მდგარმა მოხუცმა კაცმა ჩემკენ გამოიხედა, დემნა მის მზერას თავისი გამოაყოლა და ტუჩის მოძრაობით მანიშნა, გაქრიო. წარბები შევჭმუხნე, ის მოხუცი კაცი საიდანღაც მეცნობოდა, ვიღაცას ძალიან ჰგავდა. ღმერთო,დამირი! მას ჰგავდა ძალიან.
-ეს ქუჯია?-ძლივს ამოვილუღლუღე. გვერდით მდგარ მოხუცს გადავხედე. მან თავი მსუბუქად დამიქნია.
-შიგნით შენი, ქეთი.-მითხრა, წინ გადაგდა რამდენიმე ნაბიჯი.
-ისაა ჩემი რძალი ქეთი? - დაიყვირა ქუჯიმ. ჯერ დემნას მიაჩერდა მრისხანე თვალებით,შემდეგ მოხუცს გაუსწორა.-ჩემი ძმის სიკვდილის ორივე მიზეზი აქვე ყოფილა!-გახარებულმა შესძახა მან.
-დაიკარგე აქედან,-დემნა მშვიდად შეეპასუხა.-არ არის ამის დრო.
-აბა, როდის არის, როდის? ჩემი ძმა მკვდარია!-დაიყვირა ისევ.-რამდენი ხანია გელოდები! ერთხელ მაინც მოსულიყავი და სამძიმარი გეთქვა! ერთხელ მაინც, დემნა!-წამით შემეცოდა კიდეც.-მასთან დადიოდი, ჭამდი და სვმადი! შენ კიდევ მის სიკვდილს ასე ურეაქციოდ უყურე!
-არც კი იცი რა მოხდა იმ დღეს, ამიტომ ახლა წადი და მერე ვისაუბროთ.
-ძალიან კარგადაც ვიცი! ეს მამაძაღლი ჩემს ძმასთან მოვიდა, იმ კახპას გამო, იმ ბო/ზი ქართველის გამო ცემისგან სული ამოხადა დამირს.
-სიტყვები შეარჩიე!-მკაცრად მისცა შენიშვნა.-დამირმა ის სახლიდან მოიტაცა, ოცდახუთი წლის გოგო ბებიამის გამოაცალა ხელიდან! მარტო იმის გამო,რომ მას სახლში დაბრუნება უნდოდა სცემდა, მერე კი მის სილუჯეებს ამაყად მიტრიალებდა თვალწინ. არაკაცი ძმა გყავდა, მე კიდევ ასეთ არაკაცებს არ ვიცავ ხოლმე,გასაგებია?!
-ის მისი ცოლი იყო!
-არ ყოფილა!-მრისხანედ დაუყვირა.-საერთოდ რას მახსნევინებ! გაეთრიე აქედან, არ მაიძულო შენც შენი ძმის გზას გაგაყოლო.
-რძალი მომეცი და წავალ.
-ჩავთვლი,რომ ეს არ გითქვამს. გაეთრიე!
-რძალი მომეცი, დემნა!-არანაკლებ მრისხანე გაუხდა ხმა ქუჯის.
-თავი დაანებე,დემნა.-მშვიდი ხმით დაუყვავა მოხუცმა.-მას არ აქვს კავშირი შენი ძმის სიკვდილთან, ეს მე მოვკალი იგი.
კაი? ყურებს ვერ დავუჯერე, მან დამიცვა?!
-შენც მოგივლი,მაგრამ ჯერ ის მჭირდება.-იარაღიანი ხელი ჩემკენ გამოიშვირა,მოულოდნელად გადატენა, დემნამ ხელი აუქნია,მაგრამ ქუჯიმ მაინც გაისროლა რამდენჯერმე.
გაისროლა, ყურისწამღები ხმა ექოდ აიტაცეს კლდეებმა.
გაისროლა,მაგრამ არც ერთი არ მომხვედრია.
წინ მოხუცი გადამეღობა. ჩემს ნაცვლად საკუთარ სხეულში შეუშვა ერთეული ტყვიები, ფარად დამიდგა წინ და არც ერთ ჩემკენ გამოსროლილ ტყვიას არ მისცა საშუალება ჩემთან მოსილიყო.
წამოვიკივლე, მოხუცის სხეულთან ერთად ჩავიკეცე. მისი თავი ჩემს მუხლებთან დაესვენა. თეთრი პერანგი წამში წითელი გაუხდა, ხრიალი დაიწყო და თავზე დამდგარ ადამიანებს თვალი მოავლო.
ცრემლები წამომივიდა.
არ გამიგია, როგორ დაიწყო ორმხრივი სროლა. როგორ გაჩნდა სასაკლაო რიწის ტბასთან,სადაც რამდენიმე წუთის წინ დაბადების დღე აღინიშნებოდა. დემნასა და მოხუცის ბიჭებმა ქუჯისა და მისიანების სისხლით შეღებეს გარემო. ავტომატებით ტყვიები ფეირვერკივით გაისროლეს. ადამიანის მოკვლისგან დაღლილებმა კი უდარდელად დაყარეს იარაღები. წამშივე მათი ყურისწამღები ყვირლი ექოდ აიტაცეს მთებმა.
-მამა!-მხოლოდ რაიანას ტირილნარევმა ხმამ მომიყვანა გონზე. ადიტამ ქმრის სხეულს მომაშორა. თვითონ მოიქცია მისი თავი ხელებში, მუცელსა და გულზე ნატყვიარებს წივილ-კივილით დააშტერდა.
-დ...ემ..ნა..-ამოიხავლა კაცმა. სისხლიანი ხელები პირზე ავიფარე. ის მორიგი გვამი იყო ვისაც აქედან წასვლის შემდეგ მოვიტოვებდი.
ცოცხალი დემნა მასთან ჩაიმუხლა. საერთოდ არ მიფიქრია იმაზე,რომ ის ქუჯის წინ იდგა და შესაძლებელი იყო დაშავებოდა. ზედმეტად სევდიანმა ხელი რაიანას შემოხვია, მისი თავი გულზე მიიხუტა და ამით მომაკვდავ მოხუცს ანიშნა,რომ ის სანდრო ხელში დარჩებოდა. ამის შემხედვარე კაცმა თვალები დახუჭა,შემდეგ ისევ გაახილა.
-წა..იყვა..ნე..-ძლივს საუბრობდა.-ქე...თ..ი...-ჩემი სახელის გაგონებისას ზევიდან დავაშტერდი. ჩემი ცრემლები მას ლოყაზე დაეცა. ოდნავ გამიღიმა ქვევიდან.-მა...პა..ტი..ე.
იმ წამს ჩვენს შორის დიდი შერიგება შედგა. აფხაზმა ქართველს პატიება სთხოვა და თითქოს, მას ამოჰყვა სხვა დანარჩენიც. სასჯელმა გადაუსწრო დანაშაულის გაცნობიერებას. აფხაზი კაცი ცივ ბეტონზე ესვენა. საყვარელი ადამიანები გარს შემოტმასნოდა. ბოლოჯერ უყურებდა.ემშვიდობებოდა, ხრიალებდა,ჩურჩლებდა, სისხლისგან იცლებოდა და თეთრი პერანგი წითლად შეიმოსა.
იმდენად ცუდად გავხდი მის ბოდიშზე, სხეული მომიდუნდა, უნდა ჩავკეცილიყავი, ირაკლიმ რომ მოხვია ხელი, ოდნავ ამწია ჰაერში და ჩემთან ერთად დაიწყო სიარული. სკამზე გაშეშებული ანა იჯდა. ვერ ინძრეოდა,ცრემლიც არ სდიოდა და თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა. მკლავზე შემოხვია თითები მასაც, ააყენა. რომელიღაც შენობაში შეგვიყვანა,დივაზე დაგვსვა და ორივეს ერთდორულად დაგვადო ხელები მუხლზე.
ანას ფსიქიკური მომენტი ჰქონდა. სადღაც გაგიჟებასა და ჭკუიდან გადასვლას შორის. აკანკალდა, გაფითრდა, რაღაცების ჩურჩული დაიწყო და ფეხებს ჩქარ-ჩქარა აბაკუნებდა. ხელები ყურზე აიფარა, გაჩუმდიო,წამოიყვირა. თითები ხან ყურზე მიიდო, ხან თვალზე აიფარა.
მე თვალები დავხუჭე. არაფრის თავი მქონდა. უბრალოდ ვაანალიზებდი,რომ აქედან წასასვლელად სრულებით მზად ვიყავი და ეს სისხლისღვრა, ეს სისასტიკე ჩემს მოტაცებას წამოჰყვა ბებიაჩემის სახლიდან.
ირაკლის სახე მოეღრიცა ანას მდგომარეობაზე. დაეტყო,როგორ ეტკინა, როგორ უთანაგრძნო და მან ფრთხილად მიიხუტა გოგონა. ანა ისევ აგრძელებდა ჩურჩულს,მაგრამ კანკალი შეწყვიტა. ცრემლები წამოუვიდა, თვალები დახუჭა.
-დამშვიდი,მშვენიერო,ჩშშ...-ეჩურჩლებოდა ირაკლი, თმაზე ეფერებოდა, აწყნარებდა და ეს არაჩვეულებრვიდა გამოსდიოდა.
ჩემი ბრალი იყო ანას მდგომარეობა. მე რომ არა, ის ასე არასდროს იქნებოდა. მისთვის ძმის ხელით მოკლული ადამაინებიც საკმარისი იყო და ახლა მეც დავუმატე, ახლა მე გავახსენე და მისი ოდნავ დამშვიდებული ფსიქიკა, ისევ შევარყიე. თვალებზე ხელი ავიფარე, დამშვიდებას ვცდილობდი, ვგრძნობდი,როგორ ცუდად ვხდებოდი და ირაკლიც გრძნობდა ამას. თავისუფალი ხელით ჩემს თითებს ჩაეჭიდა, მაგრად მომიჭირა და ამის ფონზე, ანას თბილად აკოცა თავზე.
აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.
.
ანამ თავი სისხლიან მუხლებზე დამადო. ეძინებოდა... ასე ხდებოდა მაშინ, როდესაც ცუდად ხდებოდა. თითებზე შემხმარი სისხლი უყურადღებოდ დავტოვე და თავისფულად შევუსრიალე თმაში ხელი. ამოიკრუსუნა, თვალი დახუჭა და მიიძინა. ირაკლიმ თავისი მოსაცმელი არსაიდან გააჩინა, ანას ფეხები დივანზე დაალაგებინა,ზედმეტად მოკლე კაბა პატიოსნად ჩამოუწია და მოსაცმელი დააფარა.
-მიატოვე ტირილი,-ჩუმად მითხრა. იქვე იატაკზე ჩამოჯდა, ჩემი ფეხების გვერდით და თავი დახარა.
ვერც კი გავიაზრე,როგორ ჩამოინგრა ჩემ გარშემო მთელი ჩემი ლაღი ცხოვრება. ერთიანად გაეილვა გონებაში ბედნიერმა კადრებმა, კინოფირივით ჩამიარა სიხარულით სავსე ოჯახის წევრების სახეებმა.
ოთახში გაგიჟებული დავითი შემოვარდა. სისხლის სავსე ხელები სახეზე ჩამოისვა ძმის დანახვაზე და ამოისუნთქა.
-ანას რა სჭირს?-დაღლილი სავარძელზე ჩამოჯდა.
-ცუდადაა.
-არ უნდა წამოგვეყვანა.
-ვიცი, ჩემი ბრალია.-მორიგი ცრემლი გადავყლაპე.
-ეს ისედაც მოხდებოდა, ქეთ.-ჩემკენ გადმოიწია.-თავი არ დაიდანაშაულო.
-რაინას მამა მოუკვდა დაბადების დღეზე ჩემ გამო! ათობით ადამიანი დაიხოცა,დავით!-წამოვიყვირე.
-მიატოვე,-ირაკლიმ ამოილაპარაკა. მის არაადამიანურ ხმაზე ორივემ მოვკეტეთ. ერთმანეთს თანაგრძნობის მზერა გავუცვალეთ და კარისაკენ გავიხედეთ.
კარიდან დემნას შემოყვნენ რაიანა და ადიტა. წაშლილი სახეებით უხმოდ დასხდნენ ჩემ წინ მდგარ დივანზე. დემნა კედელს მიეყრდნო. მოწევა დაიწყო და მძინარე დას თავისი სისხლიანი თვალები გაუშტერა. მოწია ერთხელ,მეორეჯერ,მესამეჯერ, დაუსრულებლად სანამ მთელი კოლოფი არ დააცარიელა.
ადიტა თვალს არ მაშორებდა. ვიცოდი თავს დამესხმებოდა. მხოლოდ ირაკლი ბლოკავდა მოსასვლელად,რომელიც ფეხებთან მეჯდა და თავს ამით მშვიდად მაგრძნობინებდა. ანას ისევ ეძინა... მისი მშივიდი სუნთქვა ქალის ნერვებზე უკრავდა. რა დროს ძილი იყო,არა? მან რა იცოდა... ქმარი მოუკვდა შვილის დაბადების დღეზე და მან რა იცოდა ანა რას განიცდიდა.
-ასეთი ვინ ხარ!-ტკივილიანი ხმა ამოუშვა პირიდან მან.-ასეთი რა წყევლა ხარ, რომ მთელი აფხაზეთი შენს წასაყვანად მოვიდა!
-დედა!-მკლავზე ჩამოეკიდა შვილი,მაგრამ ქალი ამას არ გაუჩერებია. ფეხზე წამოდგა, ჩემს წინ დადგა, წელში მოიხარა და ყვირილი დამიწყო.
-მაპატიეთ, მე...-ლუღლუღი დავიწყე,მაგრამ გამაჩერა.
-ასეთი რა დაგიშავა, პატიებას რომ გთხოვდა?-აყვირდა ქალი.-ასეთი რა გაგიკეთა, წინ რომ გადაგეფარა? მითხარი!-ჩემკენ გამოიწია,მაგრამ დავითმა დაიჭირა. უკან დასვა სავარძელზე. ირაკლი ისევ თავჩაქინდრული იჯდა, არ ინძრეოდა. დემნა ანას უყურებდა, მისთვის არაფერს ჰქონდა მაშინ მნიშვნელობა. ვერავის ამჩნევდა.
-უნდა ვიცოდე, დათო..-ამოისლუკუნა ადიტამ.-ვინმემ მაინც მითხარით, ამით რა გამოისყიდა ჩემმა ქმარმა!
-ამის დროა არ არის,დედა.-რაინა აღრიალებულ დედას მოეხვია. შვილი არ გაიკარა, ისევ გიჟივით წამოდგა ფეხზე,დათომაც ვერ გაბედა მასთან მიახლოება. არ მოსულა ახლოს,მაგრამ შორიდან მიყვიროდა. ანას არც კი უგვრძნია აყალმაყალი, ან იგრძნო და თვალი არ გაახილა.
-დემნა, ამოიღე ხმა!-ამჯერად მას მიმართა.-რამე მაინც გამაგებინეთ,ხალხი არ ხართ?
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. დემნამ მისკენ გაიხედა, მერე რაინას მოავლო თვალი და თქვა:
-შენ ქმარს ქეთის მოკვლა უნდოდა. სწორედ მაგისთვის მოვიდა იმ დღეს დამირთან, მასთან ერთად უშვებდა ქეთისაც საიქიოში. იცი რატომ?-ადიტას გაუსწორდა, თვალებში ურცხვად მიაშტერდა.-იმიტომ,რომ ქართველია. იმიტომ,რომ მისგან დაუკითხავად წამოიყვანა დამირმა.
-რას ამბობ,დემნა?-რაინამ ამოიჩურჩულა.
-ჰო,რას ვამბობ. მერე იცი რა ქნა?-გულქვა მზერა ესროლა.-როდესაც არ მივეცი იმის უფლება,რომ მისთვის ცხოვრება დაენგრია-სისხლანი თითები ჩემკენ გამოიშვირა.-მე გამომამწყვდია, ასტიკს უბრძანა ქეთი ჩემს წინ...
-გასაგებია.-სიტყვა გააწყვეტინა რაინამ.-არ არის საჭირო გაგრძელება. გთხოვ.
-შენი ქართველობა არასოდეს აწუხებდა ხოლმე,-ადიტა როგორც იქნა შოკიდან გამოვიდა.-მისი რატომ ანაღვლებდა ასე ძალიან?
-დემნა ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ენდობოდა.-რაინამ სხვის ნაცვლად უპასუხა ამ შეკითხვას.-ხშირად მიმეორებდა,რომ მისთვის თავი შემეყვარებინა. გესმის,დედა? საკუთარი მამა იმ კაცის შეყვარებას მაიძულებდა,რომელიც უფროსი ძმასავით, მამასავით,საუკეთესო მეგობარივით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. მან ბოლო რვა წელი გამიფერადა. რაც მამაჩემმა დამაკლო ის ამინაზღაურა და ის ამის წაბილწვას ეცადა. ახლა გესმის რატომ ვერ ვიტანდი მამაჩემს?-დედამის ყვირილი დაუწყო.-ახლა გესმის რატომ გთხოვდი დახმარებას, შენ კი ყოველთვის მის მხარეზე იყავი!
გასაგები გახდა რატომაც. შვილისათვის განკუთვნილ დემნას მე ვეპოტინებოდი, ის ფიქრობდა,რომ რახან ქართველი ვიყავი დემნას თავს წავართმევდი. დემნამ იცოდა ეს. რა თქმა უნდა, მის მახვილ თვალს არასოდეს გამოეპარებოდა მოხუცის ფარული ზრახვები. გოგონას სიტყვებს მასში არანაირი ემოცია არ გამოუწვევია. როგორც ანას ისე მოხვია ხელი,თავზე აკოცა. რაინამ დავითს მავედრებელი თვალებით ახედა,მანაც უხმო თხოვნა შეუსრულა და დედა-შვილი სახლში წაიყვანა.
ირაკლიც წამოდგა. ჩუმად მიჩურჩულა გეყოფაო უკვე, თმაზე უცებ მომეფერა და დემნას მიუბრუნდა.
-ირინასთან წავიყვან,-მზერით ანაზე ანიშნა. მეგონა,რომ იქვე მოკლავდა, ის ხომ არავის ანდობდა დას (დავითის გარდა), მზად ვიყავი ერთი ამბავი აეტეხა,მაგრამ ჩემდა გასაკვირად დასთან ჩაიმუხლა. მძინარეს ლოყაზე აკოცა,შემდეგ ირაკლის ახედა და რამდენჯერმე დაუქნია თავი მსუბუქად.
გარდამავალი წუთი იყო რაღაც. ისეთი მომენტი დატრიალდა,რაც ცხოვრებაში იშვიათად დგება ხოლმე. უხმო ნდობა. უხმო თანხმობა. უხმო მადლიერება. თითქოს უკუნით სიბნელეში ერთიანად გამოანათა სინათლემ. მათ შორისაც შედგა შერიგების მაგვარი აბსტრაქტული ხელის ჩამორთმევა.
გოგონა მალევე მოიქცია ხელებში, თავისი მოსაცმელიც ოსტატურად მიაფარა, კომფორტულად დაიჭირა და კარისაკენ დაიძრა.
მიხვდი,რომ ირაკლი პრობელმა არასოდეს ყოფილა. ისინი ენდობოდნენ,გასაჭირში მაინც მას დაუძახეს და დემნამ საკუთარი ხელით ჩააბარა თავისი სულის ნაწილი.ირაკლისთვის უცხო არ ყოფილა ჩემი ქართელობა, გაკვირვებაც კი არ გამოსახვია სახეზე. ისედაც იცოდა. იმ ოთახში ყველამ ყველაფერი იცოდა ყველას შესახებ.
-ირაკლი..-დაუძახა მოულოდნელად.
-ვიცი, დემნა.-არც შემოტრიალებულა ისე უპასუხა. ამ სიტყვებში ჩაატიან მან ის სათქმელი,რაც ჰქონდა. დემნამ წამით თვალი გააყოლა, თავი გადააქნია და მარტო დარჩენილს მე შემომხედა.
მიყურა. ჩემთან ნელა ჩაიმუხლა. დივანზე უპატრონოდ მიგდებული მინერალური წყლის ბოთლი მოიმარჯვა. ქართული წარწერის დანახვაზე სევდამ გადამიარა. სიმბოლური დატვირთვაც მივანიჭე. წყალი გადმოღავარა, ხელი დაისველა და თითებით შემხმარი სისხლის მოწმენდა დამიწყო. მუხლები გამისუფთავა. შემდეგ თითები მოიქცია თავისაში, ნაზად, აუღელვებლად მაშორებდა ბლანტ სითხეს და თითქოს ამით მიჰქონდა ჩემი დანაშაულიც.
-რას აკეთებ?-ამოვიჩურჩულე, როდესაც უკვე სახეზე გადმოინაცვლა.
-გასუფთავებ,-ჩახლეჩილი ხმა უფრო მეტად გაებზარა.-არ მინდა ასე იყო.
ბოთლი მთლიანად ჩაცალა. ერთი წითელი ლაქაც არ დაუტოვა ჩემს სხეულს. მაჯაზე ლამაზად მომხვია ხელი, ფეხზე წამომაყენა და ამჯერად, თმის დავარცხნა დამიწყო საკუთარი თითებით. ისიც ვიფიქრე, რომ ჭკუიდან იშლებოდა და ამიტომაც მექცეოდა შეურაცხადივით, მაგრამ არა.
-დემნა...
-მაცადე,-ისევ აგრძელებდა ჩურჩულს. უკან დამიდგა. უკანასკნელად ჩამოუსვა თმას თითები და შემომატრიალა.-მაპატიე,-აღმოხდა მოულოდნელად.-საერთოდ ყველაფერი მაპატიე. კარგი?
-კარგი.-თავი დავუქნიე. ხელი თმაში შევუსრიალე, შემდეგ ლოყაზე მოვეფერე და ტუჩის კუთხესთან ფრთხილად ვაკოცე.-კარგი,დემნა.


/პირველი ნაწილის დასასრული/




და, და, დამ.....
აი მეც მოვედი.
მოკლედ, ქეთის ისტორია აქ არ მთავრდება. უბრალოდ მეტი ვეღარ ჯდებოდა საიტის ფორმატში, ამიტომ შუაზე გავყავი. მეორე ნაწილი წერის პროცესშია, არ ვიცი რამდენად მალე მოხერხდება,მაგრამ აუცილებლად რომ დაიდება, ამის პირობას ვდებ!
ისტორია არის რეალობასთან ახლოს.. ცოტა გავალამაზე,გავაზვიადე კიდეც,მაგრამ მაინც. აღწერილი სიტუაციები ნამდვილად ხდება. ასეთი სისასტიკე ტრიალებს, ჯერ კიდევ ბნელა ჩვენს სამურზაყანოში. სამწუხაროდ.
ახლა მესაუბრეთ... :3 აბა, მოგეწონათ? ჩამირაკრაკეთ ყველაფერი, თქვენებურად.
ირაკლიზე საყვედური არ გავიგო,თორემ დაგხოცავთ სუყველას :დდ ჩემი სიყვარულიკია ეგ ბიჭი ^^
თუ გაინტერესებთ „ცისფერი ტბის“ ფოტოები, ან გინდათ რამე დეტალურად გიამბოთ,ჩემს ფეისბუქზე (Kate Dadiani) ან აქ მომწერეთ,აუცილებლად გიპასუხებთ!!!!
აბა, ჰე,თქვენ იცით, ბევრი მესაუბრეთ. გელოდებით.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

უუფფ უუფფ ეს რა ვისიამოვმე...პირველი ვაარრ კომებში... განსხვავებული ისტორია ჩანს..ასთანავე ჩვენი ლამაზი,ულამაზესი კუთხე - აფხაზეთი..

დემნაზე ხომ ვგიჟდები..მაგრამ.ირაკლი ჩემთან ახლოს მოვიდა უფრო..ვგიჟდები იკაკოზე...სამწუხარო რეალობაა რაც აფხაზეთში ხდება,სადაც ისევ 90-ებია..სადაც ისევ ბნელა.კი ვიცი რაც ხდება აფხაზეთში,მაგრამ.მაინც ძალიან გამიხარდა რომ გვაცნობ ისევ ამ ჩვენს ლამაზ კუთხეს..და მიხარია რომ სიყვარული იბადება ერთმანეთს მოწყვეტილ მხარეს შორის..გელი მოუთმენლად..წარმატებებიი

 


№2  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი ნინო
უუფფ უუფფ ეს რა ვისიამოვმე...პირველი ვაარრ კომებში... განსხვავებული ისტორია ჩანს..ასთანავე ჩვენი ლამაზი,ულამაზესი კუთხე - აფხაზეთი..

დემნაზე ხომ ვგიჟდები..მაგრამ.ირაკლი ჩემთან ახლოს მოვიდა უფრო..ვგიჟდები იკაკოზე...სამწუხარო რეალობაა რაც აფხაზეთში ხდება,სადაც ისევ 90-ებია..სადაც ისევ ბნელა.კი ვიცი რაც ხდება აფხაზეთში,მაგრამ.მაინც ძალიან გამიხარდა რომ გვაცნობ ისევ ამ ჩვენს ლამაზ კუთხეს..და მიხარია რომ სიყვარული იბადება ერთმანეთს მოწყვეტილ მხარეს შორის..გელი მოუთმენლად..წარმატებებიი

ნინო :*

 


№3  offline წევრი დარინა

ისეთი კარგი და გემრიელი ისტორია იყოო აი კითხვისას იმდენი თბილი და საოცარი ემოციები მეუფლებოდა შინაგანად ვბედნიერდებოდიი, ძალიან დიდხან გამყვება ეს ემოციები წასაკითხადაც არადრთხელ მოვუბრუნდები და კიდევ თავიდან წავიკითხავ კიდევ ის ემოციები დამეუფლება პირველად რომ შევიგრძენიი, უკვე მიყვარს ყველა პერსონაჟიი, ირაკლიზე ნამდვილად არ ვიტყვი ცუდს რადგან მეც მომეწონა ეს ბიჭი და ანას და ირაკლის სახით კარგი წყვილიც შედგებაა, უფრო მეტი დემნა და ქეთი მინდოდა რადგან არ მეყო გაუმაძღარი ვარ ამ საკითხში, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დემნას და ქეთის ისტორია ლამაზად და ბედნიერად დასრულდება რადგან ამდენი ნეგატივისგან რაც ჩვენს ირგვლივ არის ცოტახანი მოვშორდებით და რაღაცის იმედი გვექნება რომ ყველაფერი კარგად იქნებაა, არ ვიცი შენ როგორ გაქვს ჩაფიქრებული მაგრამ აი ბედნიერი დასასრულის გარდა ამათთვის არაფერი მემეტებაა, დავითი მიყვარს ისეთი მეგობარია ყველას რომ უნდა ყავდეს. შენ კი როგორც ყოველთვის ძალიან კარგი ხარ, წარმატებები საყვარელო და გელოდები შემდეგი ნაწილით, ძალიან კარგი იყო სრულად რომ ატვირთე აი შევიგრძენი ისტორიის სიტკბოება.

 


№4 სტუმარი anna

შოკში ვარ... პირველ რიგში იმიტომ, რომ შენი ნიკი დავინახე. ვგიჟდები შენს ისტორიებზე ❤️ რაც შეეხება ამ ისტორიას.. არც კი ვიცი რა ვთქვა.. ცრემლები მახრჩობს,
მართლა. აფხაზეთი მეტკინა, სოხუმი, ოჩამჩირე.. სასწაული ემოციები გამოიწვია ჩემში. გაოცებული ვარ, რომ ეს ფაქტები რეალურია, ალბათ იმიტომ, რომგულის სიღრმეში მმქონდა იმედი, რომ ყველაფერი სხვანაირადაა. ისტორია არის საოცრად ამაღელვებელი.. დიდი შერიგების მომენტზე ამეტირა. მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ და ძალიან მინდა, დემნას და ქეთის ისტორია მინიმუმ ცუდად არ დამთავრდეს. P:S ამხელა კომენტარი ამ საიტზე არასდროს დამიწერია.

 


№5 სტუმარი Sopo

Au au auu ai dzaliaan kmayopili var da moutmenlad velodebi meore nawils <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიკა

საოცარია მადლობა შენ ასეთი საოცარი ისტორიიისთვის ერთდროულად მძიმე და სასიამოვნო წასაკითხია მძიმე იმიტომ რომ ჩვენს დღევანდელობას აღწერს თუმცა მაინც მაქვს იმედი რომ ეს სასტიკი რეალობა ოდესმე შეიცვლება . ერთი თხოვნა მექნება თუნდაც რეალობა სხვა იოს ქეთის და დემნას ისტორია ცუდად არ უნდა დამთავრდეს კარგი დასასრული ეს იმედია უკეთესის . ისტორა შენია და შენი ნებაა ყველაფერი მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე . კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საოცარი ისტორიაა, ძალიან კარგად წერ და მოუთმენლად ველოდები მეორე ნაწილს.

 


№7  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Sopo
Au au auu ai dzaliaan kmayopili var da moutmenlad velodebi meore nawils <3

დამელოდეთ :***

სტუმარი ლიკა
საოცარია მადლობა შენ ასეთი საოცარი ისტორიიისთვის ერთდროულად მძიმე და სასიამოვნო წასაკითხია მძიმე იმიტომ რომ ჩვენს დღევანდელობას აღწერს თუმცა მაინც მაქვს იმედი რომ ეს სასტიკი რეალობა ოდესმე შეიცვლება . ერთი თხოვნა მექნება თუნდაც რეალობა სხვა იოს ქეთის და დემნას ისტორია ცუდად არ უნდა დამთავრდეს კარგი დასასრული ეს იმედია უკეთესის . ისტორა შენია და შენი ნებაა ყველაფერი მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე . კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საოცარი ისტორიაა, ძალიან კარგად წერ და მოუთმენლად ველოდები მეორე ნაწილს.


გაიხარეთ :** ვეცდები მალე იყოს მეორე ნაწილი :***

დარინა
ისეთი კარგი და გემრიელი ისტორია იყოო აი კითხვისას იმდენი თბილი და საოცარი ემოციები მეუფლებოდა შინაგანად ვბედნიერდებოდიი, ძალიან დიდხან გამყვება ეს ემოციები წასაკითხადაც არადრთხელ მოვუბრუნდები და კიდევ თავიდან წავიკითხავ კიდევ ის ემოციები დამეუფლება პირველად რომ შევიგრძენიი, უკვე მიყვარს ყველა პერსონაჟიი, ირაკლიზე ნამდვილად არ ვიტყვი ცუდს რადგან მეც მომეწონა ეს ბიჭი და ანას და ირაკლის სახით კარგი წყვილიც შედგებაა, უფრო მეტი დემნა და ქეთი მინდოდა რადგან არ მეყო გაუმაძღარი ვარ ამ საკითხში, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დემნას და ქეთის ისტორია ლამაზად და ბედნიერად დასრულდება რადგან ამდენი ნეგატივისგან რაც ჩვენს ირგვლივ არის ცოტახანი მოვშორდებით და რაღაცის იმედი გვექნება რომ ყველაფერი კარგად იქნებაა, არ ვიცი შენ როგორ გაქვს ჩაფიქრებული მაგრამ აი ბედნიერი დასასრულის გარდა ამათთვის არაფერი მემეტებაა, დავითი მიყვარს ისეთი მეგობარია ყველას რომ უნდა ყავდეს. შენ კი როგორც ყოველთვის ძალიან კარგი ხარ, წარმატებები საყვარელო და გელოდები შემდეგი ნაწილით, ძალიან კარგი იყო სრულად რომ ატვირთე აი შევიგრძენი ისტორიის სიტკბოება.

მადლლობაა heart_eyes heart_eyes

anna
შოკში ვარ... პირველ რიგში იმიტომ, რომ შენი ნიკი დავინახე. ვგიჟდები შენს ისტორიებზე ❤️ რაც შეეხება ამ ისტორიას.. არც კი ვიცი რა ვთქვა.. ცრემლები მახრჩობს,
მართლა. აფხაზეთი მეტკინა, სოხუმი, ოჩამჩირე.. სასწაული ემოციები გამოიწვია ჩემში. გაოცებული ვარ, რომ ეს ფაქტები რეალურია, ალბათ იმიტომ, რომგულის სიღრმეში მმქონდა იმედი, რომ ყველაფერი სხვანაირადაა. ისტორია არის საოცრად ამაღელვებელი.. დიდი შერიგების მომენტზე ამეტირა. მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ და ძალიან მინდა, დემნას და ქეთის ისტორია მინიმუმ ცუდად არ დამთავრდეს. P:S ამხელა კომენტარი ამ საიტზე არასდროს დამიწერია.

მიხარია ძალიან kissing_heart kissing_heart

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კარგი ისტორიაა ისე ცამითრია რომ სულ მოუტქმელად ველოდები გაგრძეკებასს

 


№9 სტუმარი kh.

ამის გაგრძელება დღე დღეზე რომ არ დაიდოს შეიძლება თმები ჩემი ნებით დავიპუტო ???? იმდენად გამართული, საინტერესო შინაარსია, ბოლოში რომ ჩავედი,გული დამწყდა, მეთქი რას ქვია მორჩა, სადაა შემდეგი. განვითარებები რომ ერთი და იგივე სიტყვების, სცენების გახსენების გარეშე გაქვს, ძალიან მომწონს. წრეზე რომ არ დადიხარ და ისე არ ცდილობ ნაწარმოების გადიდებას. დიდზე დიდ იმედს ვიტოვებ რომ ცუდი ფინალისთვის არ გაიმეტებ, გთხოვ რა, ცუდისთვის არ გაგვიმეტო. მოკლედ სასწრაფოდ გელოდები და ამის დასრულების შემდეგ, შენს სხვა ისტორიებს დაველოდები. ხარ განსხვავებული, გააზრებული. ძალიან მომწონხარ.

 


№10  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი მარი
ძალიან კარგი ისტორიაა ისე ცამითრია რომ სულ მოუტქმელად ველოდები გაგრძეკებასს

ვეცდები მალე დაიდოს heart_eyes heart_eyes

kh.
ამის გაგრძელება დღე დღეზე რომ არ დაიდოს შეიძლება თმები ჩემი ნებით დავიპუტო ???? იმდენად გამართული, საინტერესო შინაარსია, ბოლოში რომ ჩავედი,გული დამწყდა, მეთქი რას ქვია მორჩა, სადაა შემდეგი. განვითარებები რომ ერთი და იგივე სიტყვების, სცენების გახსენების გარეშე გაქვს, ძალიან მომწონს. წრეზე რომ არ დადიხარ და ისე არ ცდილობ ნაწარმოების გადიდებას. დიდზე დიდ იმედს ვიტოვებ რომ ცუდი ფინალისთვის არ გაიმეტებ, გთხოვ რა, ცუდისთვის არ გაგვიმეტო. მოკლედ სასწრაფოდ გელოდები და ამის დასრულების შემდეგ, შენს სხვა ისტორიებს დაველოდები. ხარ განსხვავებული, გააზრებული. ძალიან მომწონხარ.

სავარაუდოდ, თმის დაპუტვა მოგიწევს laughing მიხარია,რომ მოგეწონა kissing_heart kissing_heart

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიკა

აჰამ....
ესე იგი.პირველ რიგში გამართული ნაწერია, თავისი სილამაზით.
მეორე რიგში კი უჩვეულო პერსონაჟებით.
დემნა.... როგორ მიყვარხარ,როგორი კარგი და სუფთა ხარ იმ სიბინძურის ფონზე.
ირაკლი ცალკე თემაა, ცალკე ხაზი. დათოსთან ურთიერთობას ვიხილავტ იმედია მეორე ნაწილში. საინტერესოა ძმასთან, და მათი "შერიგებაც" თუ მოხდება,გამიხარდება.
რაინა როგორი კარგიააა.....
ველი.

 


№12  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი მარიკა
აჰამ....
ესე იგი.პირველ რიგში გამართული ნაწერია, თავისი სილამაზით.
მეორე რიგში კი უჩვეულო პერსონაჟებით.
დემნა.... როგორ მიყვარხარ,როგორი კარგი და სუფთა ხარ იმ სიბინძურის ფონზე.
ირაკლი ცალკე თემაა, ცალკე ხაზი. დათოსთან ურთიერთობას ვიხილავტ იმედია მეორე ნაწილში. საინტერესოა ძმასთან, და მათი "შერიგებაც" თუ მოხდება,გამიხარდება.
რაინა როგორი კარგიააა.....
ველი.

დემნა მართლაც საოცარია <3

 


№13 სტუმარი kati

ბევრი ვილაპარაკო კი არა საერთოდ დავკარგე მეტყველიების უნარ ი მგონი.ძალიან კარგი იყო და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.

 


№14  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

kati
ბევრი ვილაპარაკო კი არა საერთოდ დავკარგე მეტყველიების უნარ ი მგონი.ძალიან კარგი იყო და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.


მადლობა ◉‿◉

 


№15 სტუმარი sopo

arasodes aravistvis komentari ar damiweria magram es is istoria romelzec ver vmalav emociebs saocaaria agprtovanebulo var. gtxov male dade meore nawilic ise mainteresebs ????

 


№16  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

sopo
arasodes aravistvis komentari ar damiweria magram es is istoria romelzec ver vmalav emociebs saocaaria agprtovanebulo var. gtxov male dade meore nawilic ise mainteresebs ????

იწერება მეორ ენაწილი. იმედი მაქვს იქნება მალე. მიხარია,რომ წამიკითხეთ და მოგწონთ. heart_eyes heart_eyes

 


№17 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან მაგარი იყო,გული გამიჩერდა ემოციებისგან.ეს რა იყოოო,შოკში ვარ.საოცარი სტილი და უფრო საოცარი პერსონაჟები.ირაკლი.? აი მართლა საოცარია ეგ ბიჭი და მჯერა უფრო საოცარი გახდება.ნუ რაღა დავამატო არ ვიცი,შეუდარებელია.მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას,მაგარი ხარ ძალიან.♥️❤

აუ გეხვეწები ეცადე დიდხანს არ გვალოდინო რა.ვეღარ ვითმემ....

 


№18  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი ანა
ძალიან მაგარი იყო,გული გამიჩერდა ემოციებისგან.ეს რა იყოოო,შოკში ვარ.საოცარი სტილი და უფრო საოცარი პერსონაჟები.ირაკლი.? აი მართლა საოცარია ეგ ბიჭი და მჯერა უფრო საოცარი გახდება.ნუ რაღა დავამატო არ ვიცი,შეუდარებელია.მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას,მაგარი ხარ ძალიან.♥️❤

აუ გეხვეწები ეცადე დიდხანს არ გვალოდინო რა.ვეღარ ვითმემ....

ვგიჟდები ირაკლი რომ მოსწონთ, განსაკუთრებულია ჩემთვის ის ბიჭი heart_eyes heart_eyes

 


№19 სტუმარი სტუმარი მარიამი

რა კარგი იყო. სასწაული გოგო ხარ და მოუთმენლად ველი მეორე ნაწილს❤️❤️

 


№20  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი მარიამი
რა კარგი იყო. სასწაული გოგო ხარ და მოუთმენლად ველი მეორე ნაწილს❤️❤️

მადლობაა ^_________^

 


№21  offline წევრი Violet fox

ლამაზი ისტორია, წერის არაᲩვეულებრივი მანერიᲗ და კარგი იუმორიᲗ:) Ძალიან Ძალიან კარგია, მეორე ნაწილი როდის იქნება?

 


№22  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Violet fox
ლამაზი ისტორია, წერის არაᲩვეულებრივი მანერიᲗ და კარგი იუმორიᲗ:) Ძალიან Ძალიან კარგია, მეორე ნაწილი როდის იქნება?

იწერება ნელ-ნელა. იმედი მაქვს მალე. მადლობა heart_eyes kissing_heart

 


№23 სტუმარი სტუმარი თიკო

როგორ ველოდები მეორე ნაწილს, მომეწონა ძალიან ❤️

 


№24  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი თიკო
როგორ ველოდები მეორე ნაწილს, მომეწონა ძალიან ❤️

^_________^

 


№25 სტუმარი Mari

Ubralod shedevri❤️

 


№26  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Mari
Ubralod shedevri❤️

flushed heart_eyes

 


№27 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან მომეწონა,მოუთმენლად ველოდები მეორე ნაწილს.

 


№28  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

[quote=სტუმარი იაკო]ძალიან მომეწონა,მოუთმენლად ველოდები მეორე ნაწილს.

^_________^

 


№29 სტუმარი სტუმარი Liliann

Ramdenjer shemovedi, iqneb daamata eore nawilitqo, aii moutmenlad veli <3 ramden xanshi iqneba? Ki gvebnebi maleo magram es "male" pirobitia mainc <3 dzaan magari gogo xar <3 da kdev erti txovna:ar ici ra chnafiqri gaqvs magram gtxov qetis d demnas itoria ketilad bednierad daasrule <3

 


№30 სტუმარი სტუმარი მემე

ველოდები მეორე ნაწილს,რომ ერთიანად წავიკითხო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent