შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსიარულე კატასტროფა (სრულად)


3-04-2020, 00:27
ნანახია 8 618

,,მე ყოველთვის მოგცემ იმას რასაც მთხოვ ,მე შენ მოგიძღვნი ჩემს ყოველ წამს “
ყურში სასიამოვნოდ ჩამესმის ჩარკვიანის ხმა და მეც საოცარი ვოკალური მონაცემების მქონე ვცდილიბ მუსიკას ავყვე,უფრო ვყროყინებ ვიდრე ვმღერი,მაგრამ მაინც არ ვჩუმდები,ჩემს საყვარლ გოგოზე ამხედრებული მშვიდად მივიკვლევ გზას .უცბად რაღაცამ ელვის სისწრაფით ჩამიქროლა გვერდით ,შიშისგან ხელები ამებლანდა და კანაოში ამოვყავი თავი ჩემი ველოსიპეტიანად.
იდიოტო,დეგენერატო ,ელამო ვყვირი რაც შემიძლია ხმამაღლა და შუა თითებს ვუწევ,მეეჭვება დამინახოს ისე სწრაფად მიაქროლებს მოტოციკლს, მაგრამ ბრაზს ჩემებურად გამოვხატავ.ახია ნეკა შენზე ეს ყურსასმენები რომ არ გკეთებოდა კი გაიგებდი იმ მოტოციკლეტის ხმას სანამ გვერდით ჩაგივლიდა,მეც კაი ჩერჩეტი ვარ.როგორც იქნა ტლაპოდან ამოვდგი ფეხები და ჩემს თეთრ კეტებს დავაკვირდი ,რომელსაც ტალახის აბაზანა მიეღო.აი ასე როგორ დავბრუნდე სახლში მთელი სოფელი გასავლელი მაქ,იქვე ბალახს დავწვდი და ახლა კი მომასულიერეთ, ვის ეძახი ელამს შე მართლა ელამო ჩემო თავო ჭინჭრის ბღუჯას სწრაფად ვყრი და დასუსხულ ხელს ვიზელ,ჯანჯაბა რა დღღეა დღეს .დასუსხულ ხელზე სწრაფად მაყრის წითელი ბუსუსები,სიმწრისგან ხელს უმისამართოდ ვიქნევ აქეთ-იქით ,ცოტა გამიარა თუ არა ჯოხი ავიღე და ჯერ ჩემი ხელებიდან ჩავიფხიკე ტალახი შემდეგ შეძლებისდაგვარად კეტებიც გავფხიკე, ჩემს გოგოს დავწვდი და წამოვაყენე ,ამჯერად ყურსასმენები ჯიბეში ჩავიდე ახალი შარი არ მჭირდება და ჩემს გოგოზე ისევ მედიდურად ავმხედრდი.მაგრამ შენც არ მომიკვდე არ დაიძრა, ახლა გავგიჟდები ნამდვილად, ცეპია გაწყვეტილი,რა ვქნა ? როგორ მივიდე სახლამდე? ჩემი თავი ვათრიო თუ ჩემი გოგო.არა რა დღეს ლამარამ ისეთი თვალით შემომხედა თვალი მეცა, რატოარ ვთქვი მაშინვე ლამარას თვალები ჩემს ტრ@კშითქო.უცბად გონება გამინათდა ტელეფონი მოვიმარჯვე და ჩემი ძმის ნომერი ავკრიფე...
-არ თქვა რამე შარში გავეხვიე ისევო? სიტყვის თქმა არ მაცალა
-არა ძამიკო რას ამბობ მე და შარი? რა სისულელეა ,უბრალოდ მაინტერესებდა სად ხარ ? და მალე მოხვალ თუარა სახლში ? ბებომ გიკითხა .უტიფრად ვიცრუე
-არ დამელოდოთ გვიან მოვალ ,არ ინერვიულოს უთხარი ნაზიკოს,წავედი გკოცნით
ამასაც ვერაფერში გამოიყენებს კაცი რა.მთელი გზა ბურტყუნით მივდიოდი ,ხან ჩემს თავს ვლანძღავდი ხან იმ იდიოტს რომ გადამაყირავა.როგორც იქნა სახლს მივუახლოვდი მაგრამ ,არ გინდა სახლში შეხვიდე წინ იმხელა ,,ბირჟა“ მაქ გასავლელი,სოფლის ვითომდა ნაღები გოგო ბიჭობა აქ შეკრებილიყო.მივდივარ თავაწეული ვითომც არაფერი, მაგრამ ერთი სული მაქ სახლში შევქანდე .ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო მაგრამ უცბად გადამეკეტა ხმამაღალი სიცილის ხმა რომ მომესმა,გამწარებული მოყროყინე ობიექტს მივუბრუნდი
-რას დაგიღია ეგ პირი ცხრანომერი კალოშივით რას ხედავ სასაცილოს? ქერას მკვლელი მზერით შევხედე
-ჯერ შენს თავს შეხედე და ეგ კითხვა მერე დამისვი .-გამეტყლარწა
-მისმინე გოგონი მანდ არ მომიყვანო თორემ განახებ მერე ვინიქნება სასაცილო
-შეეშვი გიჟია ვიღაც .-ვითომ ჩუმად უთხრა მის გვერდით მდგომმა მეორე ქერამ
-რაღაც გული მიგრძნოს ქერა თმებს დავიხვევ ხელზე ,ვითომც არაფერი ისე ჩავილაპარაკე.დანარჩენები გაოცებულები მიყურებდნენ ალბათ ფიქრობენ მართლა გიჟჯიაო ,მარა რა ჩემი ბრალია ნერვებ მოშლილი თუ ვარ ,ხმა აღარ გაუციათ შემოვბრუნდი და ეზოშიც შევდგი ამჯერად მარჯვენა ფეხი.ჩემი გოგო თავის ადგილზე დავაყენე და სახლში შევედი.
-ბებოო სად ხარ ქალოო გიკვდება ერთადერთი და განუმეორებელი შვილიშვილი მომხედე
-რაგაყვირებს გოგო ნუ გადარიე მეზობლები ,ვაიმე რას გავხარ -და აი ნეკა ესღა გაკლდა ცრემლები სდის ისე დამცინის ნაზიკო
-ვაიმე ნაზიკო შენც ბრუტუს? ჩემს სათუთ გულს რატომ არ უფრთხილდები,წავედი მე აბაზანაში ,თორემ ვყარვარ
სარკეში ვიხედები და ძლივს მოვსულიერდი ჩემი სახის დანახვისას,არადა მე მეგონა ტალახი მარტო ფეხებზე მესდა და თურმე სახეც სულ ტალახიანი მაქ.რემბოს რომ ზოლები აქ ლოყებზე საღებავით გაკეთებული მეც არაფრით ჩამოვუარდები, ზოლები მაქ ნატურალური წუმპის ტალახით გაკეთებული.იმდენ ხანს ვიხეხე სახე და ფეხები რამის კანი გადძვრა ,ხელზე ბუსუსებიც გამქრალან.აბაზანიდან პირსახოც შემხვეული გამოვედი და იმავე ფორმით დავეგდე საწოლზე,ფეხები მტკივა როგორია 3 კილომეტრი ვიარე ფეხით და თან ველოსიპეტი მომყავდა,გმირი ხარ ნეკა ,შევაქე ჩემი თავი და კმაყოფილმა გვერდი ვიცვალე.
წელის ტკივილმა გამაღვიძა ,ისე დაგრეხილს მეძინა წელი რომ შემრჩა მიკვირს ,სწრაფად წამოვხტი და წელის ვერჯიში დავიწყე ,იმხელაზე გამიტკაცუნდა ნეტა რამე ხოარ მომტყდა დავეჭვდი.ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.უფ მოსულან უბნის ვიდეოთვალები ,ეზოში მოლაქლაქე თამილას და ლამარას გავხედე ,არა რა უნდა ვაღიარო ხანდახან ნაზიკოც არ ჩამოუვარდება მათ.გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე და მაცივრის კარები კიარ გამოვაღე გამოვგლიჯე.( მე ვარ ქალი ,ნაზი არსება ) იფ იფ დაილოცოს ნაზიკო შენი ოქროს ხელები ,ჩემს საყვარელ სალათს დავწვდი და მაგიდაზე მოვათავსე,თეფში და ჩანგალიც გამოვიღე და სრული სიამოვნებისთვის მოვემზადე.აი რო ამბობენ ხო გსმენიათ ჭამენ ჭამენ და არ სუქდებიანო იმათ კატეგორიას მივეკუთვნები მეც ,ეს სიფრიფანა გოგო კაი მოზვინული კაცის სარგო საჭმელს ვჭამ,ამაზე დიდი სიამოვნება არ ვიცი მე,ბოლოს გემრიელად გავილოკე ტუჩები ნასიამოვნები ავდექი მაგიდიდან,სალათი მაცივარში დავაბრუნე თეფში და ჩანგალი უცბად ამოვრეცხე.რა ვაკეთო ახლა? ოჰ სანდრო გაგიხმეს თავი ,დამტოვებს მარტო აქ და თვითონ დადის აქეთ -იქით დაგულაობს,დავრჩენილიყავი თბილისში ,გოგოებთან ერთად მაინც ვივლიდი მეც აქეთ იქით.
ბოლოს გადავწყვიტე ეზოში გავსულიყავი და ახალი ჭორებით მაინც გამერთო თავი.
-მოხვედი ნეკა? შემომცინა ლამარამ
-არა არ მოვსულვარ ,გელანდები -მინდოდა ეს მეთქვა მაგრამ მთლად ეგეთი უზრდელიც კი არ ვარ.არადა უზრდელი არ ვარ უბრალოდ გამწარებულს მიჭირს თავის კონტროლი
მოვედი ლამარა ბებო,რა ხდება აბა სოფელში ახალი და ცხელცხელი ამბები არაფერი იცით?
-შენ მოსმენა შეძელი ბებია ,თორე ახალი ამბის მეტი რა მაქ
-იუ ქალო გაიგე ახალი ამბავი? ახლა ნაზიკოს მიუბრუნდა
-დაგრჩა რამე სათქმელი შე ქალოო? სიცილით უთხრა ნაზიკომ
-როზას და გივის შვილიშვილი ჩამოსულა, რაც მშობლები დაეღუპა მას მერე ამერიკაში იყო ,ეხლა ჩამოსულა,თურმე ისეთია თვალი მომცა მაცქერინაო,მაგისნაირი ამ სოფელში არავინ დადისო.
-ოჰ ის ცინდლიანი? ეგეთი დადგა? არ ჩამორჩა თამილა
-მაა ქალო .
-შვილო ნეკა შენ არ თხოვდები? მორჩა ერთ ობიექტზე საუბარს ,მომდგა მეც
-ბარემ მინდა ლამარა ბებო ,მაგრამ ვინ წამიყვანს მე,აი შენ შვილიშვილს თუ გამირიგებ ზურიკოს მადლობელი დაგრჩები.-ნაზიკოს ეცინება და ცდილობს თავი შეიკავოს ,მაგრამ მე რას გამომაპარებს
-რას ამბობ შვილო? -შეწუხდა ლამარა
-არიცოდი შეყვარებული რომ ვარ ზურიკოზე? უკვე ღრმად შევტოპე
-ზურიკოს შეყვარებული ჰყავს, თან იმას შენნაირი გოგოები კიარ მოწონს შვილო,არ გეწყინოს საყვარელო განა ცუდი გოგო ხარ მაგრამ ჩემი ზურიკო შენთვის არ მემეტება
ცოტაც და ვიხარხარებ ,უყურე ლამარას როგორი ამბიციური ქალია რას მიწუნებს ერთი ,მაგის უჟმურ ზურიკოს რო შევხედო მადლობა თქვა
-კაი ლამარა ბებო ნუ ანერვიუდი გეხუმრები ,არმინდა შენი ზურიკო , ვინმეს დავუბრმავებ თვალებს და მეშველება მეც რამე.
-წავიდეთ ახლა ლამრო -თამილამ დაიროხროხა-უფ მეშველა მიდიან
-იყავით რა გეჩქარებათ-გამოესარცლა ნაზიკო ,-მღუპავს ეს ქალი, წავიდნენ როგორც იქნა ,მეც სიხარულით გავექანე და ჰამაკში ჩავესვენე.ამდენი კი ვილაქლაქე მაგრამ ვინ ვარ ,საიდან ვარ და რა მინდა არაფერი მითქვამს თქვენთვის .
მე ვარ ნეკა ხურციძე 20 წლის ,ვსწავლობ ილიაუნიში ფსიქოგოლიის ფაკულტეტზე,მეორე კურსი დავხურე და ბედნიერად ვაპირებ ზაფხულის გატარებას.მყავს დედა მამა ,უსიმპატიურესი და ჩემს მიერ ვირად წოდებული ძმა -სანდრო.,და ბებია რომელიც უკვე გაიცანით ნაზიკო,ასევე სხვა უამრავი ნათესავი რომლებსაც სათითაოდ ვერ ჩამმოგითვლით.
როგორც დედა მეტყოდა მოსიარულე აურზაური ვარ, ჩემმა ძმამ შენ ვის უნდა უმკურნალო აქეთ სამკურნალო ხარო, აი მამიკომ კიდევ ჩემი საამაყო გოგო ხარო .სანდრო ჩემზე 2 წლით უფროსია წელს მაგისტრატურაზე აბარებს. მთელი ბავშვობა ნაზიკოსთან გავატარეთ,სულ მუხლებ გადატყავებული დავდიოდი, აბა ვინმეს ჩემ გარეშე ფეხბურთი ეთამაშათ ვერ გადამირჩებოდნენ,სხვათაშორის ბიჭებს ბევრად ვჯობდი ფეხბბურთში, პატარა მესი ვიყავი ერთი სიტყვით და ორი გაგებით,ერთხელ გამწარებული ვთამაშობ ფეხბურთს ,მთელი ძალით დავარტყი ბურთს ფეხი და ერთი ბიჭი იყო გიგი ,რომელსაც ფეხებ შუა მოხვდა ეს ბურთი და მას მერე ფეხბურთის სათამაშოდ აღარ მიშვებდა ნაზიკო,გიგის მშობლები მოვიდნენ საჩივრით მგონი უშვილო დაგვიტოვა ჩვენი ბიჭი თქვენმა ქალაბიჭა შვილიშვილმაო და ნაზიკომაც დროა მაგ ბურთის დევნას მოეშვაო.სამი წელია ზაფხულს აქ არ ჩამოვსულვარ ,რადგან სულ მასწავლებლები მქონდა,მერე სტუდენტი რომ გავხდი საზაფხულო სკოლები და ათასი რამ ,წელს კიდევ ყველაფერი დავიკიდე და სანდროსაც მეტი რა უნდოდა ,გამოვეცალეთ ცხელ და მწველ თბილისს.სამი დღეა აქ ვარ და ჯერ ჩემი ნაცნობი არავინ შემხვედრია, დილა საღამოს ,,კრუგს“ ვურტყამდი სოფელს ჩემი გოგოთი,ზოგი ახლაც დავარტყა, უი მართლა ჩემო გოგოც ჩამოვიყვანე სოფელში მაგრამ დიდ ხანს ვერ ინებივრა ,უცბად მოეღო ბოლო.რაც ჩამოვედით სანდრო სად დადის ვერ გამიგია ,დილით ადგება ,ჭამს ,წავა მოდის ღამე იძინებს.მივხედავ ამას ისე როგორც საჭიროა.
მოდი გარეგნობასაც აგიღწერთ ბარემ ,ხარჯი ხარჯია.-საშუალო სიმაღლის , საკმაოდ კარგი ფორმების მქონე ქალბატონი ვარ ,მაგრამ თხა (დედაჩემის სიტყვებია)შავგვრემანი ვარ ,სწორი პატარა ცხვირით ,და საშუალოზე ოდნავ დიდი ტუჩები და კიდევ შავი ბრიალა თვალებით . ძალიან მხიარული და რაც ყველაზე მთავარია მუდან შარში გახვეული (სულ რომ წყნარად ვიჯდე ჩემთვის ,სკამი გატყდება ან ფეხს მოვიტეხ ან სხვა რამეს)ასე რომ ვთქვათ ყოველ დილით მარცხენა ფეხზე ვდგები.შეყვარებული არ მყავს მაგრამ უნიში ერთი ბიჭი მომწონს ძალიან ,მაგრაც არც იმდენად რომ მის დანახვაზე ვდნებოდე ,როგორც გოგოების უმეტესობა ქრაშიშ დანახვისას. ვსო საკმარისია მგონი გამიცანით ,მაგრამ ერთი გამომრჩა -ძალიან გულჩვილი და ემოციური ვარ. კიდო არც ბოროტი ვარ და არც შურიანი
უფ კარგად ჩამობნელებულა ,სახლში შევედი მე და ნაზიკომ გემრიელად მივირთვით ყიყლიყოები ( იმდენ კვერცხს ვჭამ მალე კაკანს დავიწყებ) და შემდეგ ჩემს ოთახში ავედი ,ცოტა ვივარჯიშე ,შემდეგ შხაპი მივიღე და დავწექი.ვაჟბატონი კიდევ არ მოთრეულა სად ჯანდაბაში ხარ ნეტა ვიცოდე.ვურეკავ ვსო
-ალიო
-ალიო კიარა სად ხარ სახლის გზა დაგავიწყდა?
-რას წიკვინებ გოგო ,დავყრუვდი,მოვდივარ ჰო გზაში ვარ დაიძინე შენ მოვალ მეც მალე
მაინც ვერ დავიძინე სამან სანდროს მანქანის ხმა არ გავიგე ,შემდეგ როგორც ჩვევია ჯერ ჩემს ოთახში შემოვიდა ,მეც ვითომ მეძინა თავი მოვიმძინარე ,ნაზად მაკოცა შუბლზე დაგავიდა . ტკბილად დამეძინა.დილით ჯერ 9 საათი არ იყო თვალები რომ დავაჭყიტე ,ნეტა ასე ადრე სწავლის პერიოდში ვიღვიძებდე,წყალი მწყურია ,ავდექი ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გამოვედი ,ესესაა სანდროს ოთახისთვის გვერდით უნდა ჩამევლო ერთი გენიალური იდეა მომივიდა თავში .კარი ფრთხილად შევაღე ,უფ ვაჟბატონს ბალიში დაუდია თავზე და ისე სძინავს,მაპატიე ვირუკელა მაგრამ ძილი უნდა დაგიფრთხო,რაზგონი ავიღე და სანდროო მიშველეეს ყვირილით ზედ დავახტი .უცბად მძინარე სხეული გადმობრუნდა და მე ქვეშ მომიყოლა,ერთი ხელით კი თავს ზემოდ გამიკავა ხელები,ვირო მეტკინა გამიშ.. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა თვალები შუბლზე ამივიდა ,სანდროს მაგივრად ვიღაცა წარბებ შეკრული დამყურებდაა.
-სანდროო მიშველეე დავიკივდე და ამ უკანასკნელმაც მეორე ხელი პირზე ამაფარა
-რა გაყვირებს ჭინკა,გამისკდა თავი ,ვინ ხარ ან აქ რასაკეთებ ,ზედ რომ მახტები.
ამასობაში ოთახში სანდრო შემოდის და ჩვენი დანახვისას იგუდება სიცილით,ალბათ მიხვდა რაც მოხდა რადგან ხშირად ვახტები მძინარეს,განა მიშველა სიცილისგანნ ხოხავს
-სანდრო მოსულიერდი და ამიხსენი ეს ჭინკა ვინაა ?
-არ მითხრა ზედ დამახტაო-კიდე იციის
-არ გეტყვი იმიტორო შენთვითონ მიხვდი
მე კიდე ნეტა თუ მომაქცევენ ყურადღებას გავიგუდე აქ და მომძვრა ჩემი ნაზი ხელები,გავიფართხალე და ის ვაჟბატონი მიხვდა რომ ხელი უნდა გეშვა ,თვავისი ტორებისგან გამანთვისუფლა.
-სანდროო ვინარი ეს ცხოველი და შენ საწოლში რასაკეთებს ?
-რაო რა თქვი ?
-უკაცრავად გენაცალე შენ არ გელაპარაკები მემგონი,სანდრო მეთქი მორჩი ახლა ყროყინს -ამაზე უფრო მაგრად იცინის
როგორც იქნა დასერიოულდა .
-ბოდიში ძმაო გუშინ დამავიწყდა გამეფრთხილებინე დილით შეიძლება რამე მოგხვდეს თავში,წყალი დაგასხან ,ან ვინმე დაგახტესთქო , გაიცანი ეს ჩემი ოდნვ გიჟი და ნეკა.-რაო ოდნავ გიჟიო ვანახებ მე ამას ვინარი ოდნავ გიჟი
-ნეკა ეს იოანეა ჩემი დაკარგული ძმაკაცი ,რომელიც ძლივს დაგვიბრუნდა.
-ბოდიში ,სანდრო მეგონე ბალიში ისე გქოონდა თავზე დაფარებული სახე არ ჩანდა ,მართლა შემრცხვა და ალბათ საშინლად წითელი ვარ
-არაუშავს ჭინკა -ვაიმე ნეტა არ შემომაკვდეს ეს ზორბა ცხოველი, -სასიამოვნოა შენი გაცნობა -ახლა მე მკითხოს- ჩემთვისაც - ვთქვი იძულებულმა
დღესაც მარცხენა ფეხზე ავდექი ,ასე იწყება იდეალური დილა,აი რა მინდოდა მწყუროდა წყალი ჩავსულიყავი დამელია წყნარად ,რა ქაჯობა მომინდა,ახია ჩემზე. აღარც წყალი მინდა და აღარც არაფერი.სწრაფად გავექანე ჩემს ოთახში და ისევ საწოლში გავექანე.ცოტახანში სანდრო შემოვიდა ოთახში
-ნეკა ადექი ნაზიკოს მიეხმარე სუფრის გაშლაში, და ჭკვიანად იცოდე კიდევ გული არ გაუხეთქო ბიჭს და არ გამიქციო.
-კარგი ჰო ვდგები.სწრაფად ჩავიცვი აბაზანაშიც უცბად მოვემზადე და დაბლა ჩავედი.ნაზიკოს მივეპარე და ლოყაზე ვაკოცე.
-ვაიმე გამისკდა გოგო გული ,რაიყო ჩემი სიკვდილი გინდა?
-რასამბობ ახლა ნაზიკო,ეგ გეკადრება ამელა ქალს
-ოჰ ეგ ანა გაქ მოსაჭრელი ძირში,სტუმარი გვყავს სანდროს მეგობარი მოუყვანია,მოდი სწრაფად გავშალოთ სუფრა.
მე და ნაზიკო უცბად დავტრიალდით და სუფრაც გაიშალა
-იფ იფ როგორ მშია ნეტა იცოდე
-ის ბავშვი არ გადარიო იცოდე -ეჰ ნაზიკო შენ რომ იცოდე დილით რა მოხდა ,წნევისაპარატით ირბენდი აქეთ-იქით,გავიფიქრე ჩემთვის და გამეღიიმა მაგის წარმოდგენაზე.აი ვაჟბატონებიც მოდიან, ის ზორბა ნაზიკოსთან მივიდა გადაკოცნაა,მოიკითხა და შემდეგ დაჯდა სკამზე, მე და სანდროც დავსხედით ნაზიკომ მიდით შვილებო გემრიელად მიირთვით მე უკვე გეახელითო,გავალ ეზოში საქმეებს მივხედავო.ზორბასკენ გავაპარე მზერა და პირდაპირ თვალებს წავაწყდი,კაცისმკვლელი თვალებით მიყურებდა,რაუნდა ბოდიში ხომ მოვუხადე.ისევ სწრაფად გადავიტანე ყურადღება საჭმელზე და გემრიელად ჭამა განვაგრძე.
-ბიჭო გუშინ რას მიყვებოდი ,ისეთი მთვრალი ვიყავი ნორმალურად ვერ გავიგე,ვის დაეჯახე?
-არავის არ დავჯახებივარ ,მოვდივარ ჩემთვის გზაზე , ვიღაცა წინ ველოსიპეტით მიდის- ვაიმე ეხლა ის რო თქვას რაც მე მგონია გავგიჟდები
თან როგორც მივხვდი ყურსასმენები ეკეთა,გვერდით რომ ჩავუარე შეეშინდა საჭე ვერ დაიმორილა და კანაოში ჩავარდა,მერე შუა თითებს მიჩვენებდა და რაღაცეებს ყვიროდა სარკეში ვხედავდი მაგრამ არ გამიგია რას. აი აქ კი გუკმა გამეჩხირა კინაღამ დავიხრჩე,სანდრო ბეჭებზე მირტყავს ხელს
-კარგად ხარ ნეკა? გოგო ჭამა კიდე ვერ ისწავლე?
-ანუ ის იდიოტიც შენ იყავი გუშინ ვის გამოც ჯერ ტალახში ჩავვარდი,მერე ჭინჭრებმა დამსუსხა და მთელი გზა ხელით ვატარე ველოსიპეტი რადგან ცეპი გაუწყდა -უკვე მისი მოკვლის სურვილი გამიჩნდა ჯერ მხოლოდ ორჯერ შევხვდი
-რატომ არ მიკვირს -თავისთვის ჩაილაპარაკა
სანდრო ისევ კვდება სიცილით.
-გუშინ რომ გკითხე რამე შარში ხომ არ გაყავი ისევ თავითქო ,აკი მითხარი არაო ,სიცილს ძლივს იკავებს.
-რა მეთქვა ტალახიანი ვარ ძლივს მივაბოტებ სახლშითქო ,მერე შენი ყბიდან რა ამოვიდოდა
-ვაიმე ძმაო ამას კარგად რომ გაიცნობ მერე მეტყვი საღოლ სანდრო ჯოჯოხეთში გიცხოვრია და არ ვიცოდიო.მეწყინა საშინლად .ასეიგი ასსე თვლის
-კაი ეხლა არ თქვა მეწყინაო ,ვხუმრომ გოგო ხოიციი ჩემი სიცოცხლე და ერთადერთი ხარ. აფერისტი ეს
-დღეს ისევ უნდა დაიკარგო? თუ ასე აპირებ გაგრძელებას წამიყვანე მე თბილისში და მერე ჩამოდი ,ამომძვრა სული ლამარას ჭორების მოსმენით
-არა გეფიცები მეტყვი მოშორდი დამასვენეო,აწუ სულ აქ ვიქნებით .,,თ“ ოო ანუ ეს ცხოველი აქ დარჩენას აპირებს , მშვიდობით ჩემო მშვენიერო ზაფხულის არდადეგებო.
-გინდა გაგახარო -ეშმაკურად შემომხედა სანდრომ
-იცოდე თუ რამე უნდა მომატყუო არ გადამირჩები
-ხვალ თეო და გიო ჩამოდიან- ვაიმე არ არსებობს რატომ არ მითხრა თეომ ,აშკარად მატყუებს,ჰო მართლა თეო და გიო ჩვენი ბიძაშვილები არიან გიო 23 წლისაა თეო ჩემიტოლი
-თეო მომწერდა მოვდივართო
-შენთავს ვფიცავარ მართლა ჩამოდიან
სიხარულით წამოვხტი და სანდროს ჩავეხუტე
-ნუ დამახრჩე გოგო,იცოდე შეყვარებულს ეგრე არ ჩაეხუტო თორე დაგშორდება-ვაღადავებ ამას კარგად
-ყველამ თავის ქერა შეყვარებულს მიხედოს-ჩემ და გასაკვირად ზორბამ ჩაიფხუკუნა,რააცინებდა,ალბათ იცის სანდროს ლაც სთორიები.
ბიჭები ადგნენ მეც უკვე მორჩენილი ვიყავი ჭამას ,სუფრა ავალაგე ,ჭურჭელი დავრეცხე და საქმეც აღარაფერი მაქ.მერე თეოს დავურეკე ,რომელმაც დამიდასტურა ხვალ დილით მანდ ვიქნებითო მეც აღფრთოვანებული დავემშვიდობე.
სანდრო და ის ზორბა ტელევიზორს უყურებდნენ.სანდროს დავუჯექი გვერდით და შრეკის კატის თვალებით შევხედე
-აუ სანდრო ველოსიპეტი გამიკეთე რა
-რახანდაც ჩემს გამო გაგიფუჭდა მე გაგიკეთებ ,თავისი ბოხი და რაღაცნაირად სასიამოვნო ხმით წარმოთქვა ზორბაბ
-რახანდაც საკუთარი სურვილია დაგითმობ ძმაო ასპარეზს - გაუღიმა სანდრომ
-წამოდი მაჩვენე
მეც უცბად წამოვხტი და ჩემი გოგოსკენ გავემართე
-რაო პატარა მოიწყინე მარტომ?
-ეგ პატარაა და მე ცხოველი? ღიმილით მითხრა ,ვაიმე რა ღიმილი ჰქონია ამ ბიჭს რას იბღვირებოდა აქამდე გაეღიმა.
-ზორბაც დაუმატე,-ვაიმე ნეკა რა სულელი ხარ ,ენის გაჩერება ვერ ვისწავლე
-რა თქვი ?
-რამე ვთქვი? გავიოცე
-კარგი ჭინკა .მიდი სანდროს უთხარი მანქანის გასაღები ხელსაწყოების ყუთი მინდა
-გავაკეთებო და თუ აქეთ იქით უნდა მარბენინოს ასე მეც გავაკეთებდი
სანდროს გასაღები გამოვართვი და მივუტანე
-ასე თქვა საბარგულში დევსო
-მიდი ბარემ გაიქეცი მოიტანე-ვაიმე შემომაკვდება ეს
საბარგული გავაღე და ძლივს გადმოვათრიე ყუთი,ღმერთო ჩემო რა დევს ასეთი რამსიმძიმეა
ძლივს მივათრევ თან იმ იდიოტს ვლანძღავ-ლანძღვა ერთადერთი რამაა რაც შესანიშნავად გამომდის.
-სად ხარ ამდენ ხანს მეორე სოფლიდან მოგაქ ეგ ყუთი
-რომ იცოდე ძალიან მძიმეა და ძლივს მოვათრიე, თუ გეჩქარებოდა წაბრძანებულიყავი და მოგეტა
-ენა გაქ გრძელი
-მადლობა კომპლიმენტად მივიღებ .კიდევ გაიღიმა , სუ რო ასე იღიმოდეს ეს ბიჭი ალბათ შემიყვადება,რეებზე ფიქრობ ნეკა შეგიყვარდება არა კვახი.
რამოდენიმე ხელსაწყო ამოიღო ყუთიდან ,უცბად მიღუნ მოღუნა ცეპი და მგონი გააკეთა,პირველად ვიყავი მისი მადლობელი
-გავაკეთე ,შეგიძლია იკატავო
-მადლობა დიდი ჩემგან და ჩემი გოგოსგან,გულწრფელად გავუღიმე.
წამოდგა ყუთს ხელი მოკიდა და მანქანისკენ წავიდა,მე სიხარულით ეზოში გავიკატავე.ჩემი გოგო ახალივითაა.
-ნეკა სადაა იოანე შემოდით სახლში
-მოვა ყუთი წაიყო მანქანაში ჩასადებად.
ჩემი გოგო დავაყენე ისევ თავის ადგილზე და სახლში შევედი,ზორბაც მალევე შემოვიდა.
-სანდრო რა გერიელი სუნია რას აკეთებ,-გავძახე სამზარეულოში მოფუსფუსე სანდროს
-მიდით თქვენ ფილმი აარჩიეთ მე პოპკორნს ვაკეთებ
მიყვარს რა ეს ბიჭი,
დივანზე კომფორტულად მოვკალათდი ლეპტოპი მოვიმარჯვე,
-ეხლა გოგოშკური მელოდრმები არ ჩამირთო იცოდე
-ჰმ მე და ეგეთები? აი ნახავ ისეთ ფილმს ჩაგირთავ შიშით გული გაგისკდებათ ორივეს-რასაკეთებ ნეკა,მულტფილმების და დრამა ,კომედია,მელოდრამებსი გარდა,არასოდეს გიყურებია სხვა ფილმისთვის,საშინელე ჰო მითუმეტეს,თავს ვიღუპავ მაგრამ უკან ვეღარ დავიხევ
-კარგი კარგი.
რაღაცც საშინელება ფილმი ვნახე ,ზომბებზე, მაქციებზე,მონსტრებზე,და რავი მგონი ყველაფერზე იყო,სანდრო ოთახში პოპკორნით ხელში შემოვიდა,მე ტელევიზორს დავუერთე ლეპტოპი ,მუქი ფარდები გადმოვწიე და ჩავაბნელე ოთახი,ნეტა ცოცხალი გადავრე~
,,რაც მოგივა დავითაო ყველა შენი გრძელი ენითაო.“ გადავაკეთე ანდაზა და ბიჭების შუაში მოვთავსდი.
სად მახსოვდა პოპკორნი ისეთი დაძაბული ვუყურებდი,ესენი კიდე იცინოდნენ ,ძაან სასაცილი ყოფილიყოს ვითომ,უცბსდ ეკრანი გაშავდა ცოტა ხანს ასე იყო მერე სწრაფად განათდა და საშინელი ურჩხული გამოჩნდა.შიშისგან დავიკივლე და ჩემს გვერდით მჯდომს მთელი ძალით მოვუჭირე ხელი მკლავზე.როცა გავიაზრე რომ იმ ზორბაზე მეკიდა ხელი დენტარტყმულივით მოვშირდი,რაზეც ჩაეცინა.
როგორც იქნა დასრულდა ფილმი,შვებისგან ღრმად ამოვისუნთქე.
-ვიღაცა ამბობდა არ მეშინიაო და კი დამილურჯა მკლავი ისე მიჭირდა ხელს, სანამ სანდრო ლეპტოპს აერთებდა ყურში ჩამჩურჩულა იდიოტმა.
აღარაფერი მითქვამს ანდა რა უნდა მეთქვა მართალი იყო.უცბად წამოვხტი სამზარეულოში გავიქეცი და ერთი ჭიქა წყალი გამოვცალე.მერე სადღაც გავიდნენ ,მეც ჩემს ოთახში ავედი და სოც ქსელში დავიწყე ძრომიალი,მოგეხსენებათ ისე იცის შეყოლიება ისე გავიდა რამოდენიმე საათი ვერ გავიგე.აბაზანაში შესვლას ვაპირებდი სანდრომ დამირეკა მოვდივართ და სუფრა გაშალეო.მეც ზლაზვნით ჩავედი ქვემოთ ნაზიკო აღარ შევაწუხე წამოწოლილი იყო მაგიდა გავშალე,კართოფილი დავთალე დავჭერი და ტაფაზე დავყარე,აი ტაფაზე დაყრა ყველაზე რთულია ,იმდენი შხეფი მესხმეოდა თან სიმწრისგან ვკიოდი.ბიჭებიც მოვიდნენ სანდრომ პარკები დააწყო მაგიდაზე .
-მიდი რა ასენი ამოალაგე თან სიურპრიზიც დაგხვდება შიგ.
ჯერ კოკაკოლის ბოთლები შევაწყე მაცივარში,მერე ლუდი მიყვა,კიტრი პამინდორის პარკიც,მიწისთხილი ჩიფსი,და კიდევ უამრავი რაღაც,ყველაზე ბოლოს კი საოცრება დამხვდა,ჩემი საყვარელი ნაყინის ტორტი.
-ვაიმე სანდრო მიყვარხარრ- ჰაეროვანი კოცნები გავუგზავნე,ამასობაში რამის კართოფილიც დამეწვა
-სანდრო დასხედით მალე იქნება კართოფილიც,გავძახე,რამის გული გამისკდა თავზე წამომდგარი ზორბა რომ დავინახე.
-რა გულს მიხეთქავ - შეშინებულმა შევხედე
-შენ თუ მშიშარა ხარ რა ჩემი ბრალია- ისევ გამიღიმა სასწაული ღიმილით.
-მეც მოვედი -შემოგვძახა სანდრომ.ზორბაც გამეცალა და ადგილი დაიკავეს მაგიდასთან,კართოფილი ამოვიღე და მეც მივუჯექი მაგიდას.
-უი ჭიქები არ მომიტანია ,კოკაკოლას რომ შევხედე გამახსენდა ,სწრაფად ავდექი ჭიქები მოვიტანე.გემრიელად მიირთვით ორივეს გავუღიმე და ძეხვის ნაჭერს დავწვდი.მართლა ნეტარებაა ჭამა ,ვერ წარმომიდგენი დიეტა დავიცვა,ალბათ მერე დაბოღმილი ვივლი სულ.
ძეხვის მერე კართოფილი მივირთვი სალათასთან ერთად კოკაკოლაც მივაყოლე და კარგად დავნაყრდი.
ბიჭებიც მორჩნენ ამჯერად ორივე დამეხარნენ მაგიდის ალაგებაში ,უცბად ჭურჭელიც ამოვრეცხე.
-ახლა რა ვაკეთოთ? იკითხა სანდრომ
-ხეზე დავაკაკუნებ რახანდაც შემ ამ დროს სახლში ხარ.
-ამ ვაჟბატონის დამსახურებაა
-ისე სანდრო თითქმის ყველა შენ მეგობარს ვიცნობ და ეს რატო არ ვიცი
-იმიტომ რომ სულ სამი დღის წინ ჩამოვიდა ამერიკიდან,გახსოვს გაღმა რო მივდიოდი სათამაშოთ მთელი დღეები რომ ვიკაგებოდი ხოლმე სულ ამასთან ვიყავი.მერე ყველაფერი აირია და მას შემდეგ წავიდა ამერიკაში.
-შენ როზას და გივის შვილიშვილი ხომ არ ხარ შემთხვევით? გაკვირვებულმა შემომხედა
-შენ საიდან იცნობ?
-არ ვიცნობ ლამარა მოვიდა გუშინ ახალი ჭორი მაქო ,გივის და როზას შვილიშვილი ჩამოვიდა ამერიკიდან ,ისეთი ბიჭია მისნაირი ამ სოფელში არ დაიარებაო -ზუსტად გავიმეორე ლამარას სიტყვები
-მართალი უთქვამს გაიკრიჭა სანდრო
-მერე ციალამ თქვა არ გახსოვთ სუ ცინდლიანი რომ დარბოდობაო -ამის თქმა იყო და სახე შეეცვალა.მე კიდე ხმამაღლა გადავიხარხარე.
-შენი მშობლების გამო ვწუხვარ-სინანულით ვთქვი,მართლაც საშინელებაა მშობლების დაკარგვა ალბათ. -დაიძაბა შევატყე როგორ დაეჭიმა ძარღვები
უხერხული სიტუაცია სანდრომ გაფანტა.
-ლუდი ხომ არ დაგველია? ეშმაკურად გვკითხა
-კარგი აზრია -მოწყენილი ხმით თქვა ზორბამ
-მე ჭიქებს მოვიტან ,შენ ლუდი გამოიღე მაცივრიდან სანდროს ვუთხარი.
სასმელი საერთოდ არ მიყვარს ლუდს ვსვავ ცოტას ,ეგეც კი მათრობს.რაც ჩიფსი იყო რამის სულ მე შევჭამე .
-მიდი ნეკა ჩვენთვისაც მოიტანე ჩიფსი ,ეგ შენ არ გეყოფა როგორც ჩანს- დამცინა სანდრომ
გავიქეცი და კიდევ ორი დიდი შეკვრა მოვიტანე.
-უფ მე აღარ დამისხა ,უკვე მთვრალი ვარ ზორბას ვუთხარი
-ასე მალე ? რაგაუკვირდა ნეტა ,ვითომ კაი მსმელის შთაბეჭდიდელას ვტოვებ?
-დიახ მე და სასმელი შორს ვართ ერთმანეთისგან.
-გახსოვს შენ დაბ დღეზე რო დაითვერი? რა დამავიწყებს
-იმედია მოყოლას არაპირებ ,არ მინდა ცუდი მოგონებების გახსენება
-დამაინტერესა ,გააგრძელე სანდრო -ხმა ამოიღო ზორბამ
-მოკლეთ 18 წლის რომ გახდა ბევრი სტუმრები გვყავდა,ამან სვა სვა და ბოლოს უგონო მთვრალი იყო.სტუმრები რომ გავაცილეთ მე დედა მამა და ნეკა ვიყავით მხოლოდ,ეს ადგა ბარბაცით ,სრულწლოვანი ვარ და რაც მომინდება ის უნდა გავაკეთოო,ჩვენ გაკვირვებულები ვუყურებთ განა რა მოუნდა ეგეთი მანამდე რომ ვერ აკეთებდაო.თავის ოთახში შევიდა გაგვაფრთხილა არ შემოხვიდეთ უნდა გამოვიცვალოო ,ველოდებით ნახევარი საათი ,მერე ერთი საათი რომ გავიდა დედა შევალ შევხედავ რა ვერ ჩაიცვაო.ცოტახანში დედა სიცილით გვეძახის შემოდით ეს ნახეთო,შევედით და რას ვხედავ ფეხზე ცალცალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია ,როგორც ჩანდა კაბას იცვამდა და ბოლომდე ვერ ჩაიცვა,კარადაზე იყო მიყუდებული და ეძინა,პროსტა მომენტში ისეთი სასაცილო იყო სამივენი ძირს ვხოხავდით.მეორე დღეს გამოდის ოთახიდან ჩვენ არაფერს ვიმჩნევს,მამა ეკითხება როგორ მოგეწონა დაბ დღეო.აუ მამა ყველაზე მაგარი დაბ დღე იყოო,ბოლოდ კლუბში რომ წავედით იმის მერე აღარაფერი მახსოვსო.აი ეგ პიკი იყო სამივე ავხარხარდით.ჰოდა მას მერე აღარ დაულევია.
ჩემს ძმას გაბუსხული ვუყურებ ,ესენი კიდე იცინიან.
-წავედი მე თქვენი ნერვები არ მაქ ვიძინებ
პირდაპირ აბაზანაში შევედი,იმდენ ხანს ვინებივრე გრილი წყლის ქვეშ რამის კუდი და ფარფლები გამომება.
ისევ პირსახოც შემოხვეული გამოვედი და საწოლზე მოვთავსდი,ცოტა ხანს სოც ქსელში ვიბოდიალე ,მერე ჩემი საოცრად სექსუალური პიჟამოს შორტი და მაიკა ჩავიცვი და დავეგდე საწოლზე,ღამე ისე ცხელა არაფერი მაფარია,გამთენიისას თუ სუცუვეს ვიგრძნობ იმ შემთხვევაში ვიფარებ პლედს.მალევე ჩამეძინა ,საოცარ სიზმარს ვნახულობდი,ჩემს საყვარელ ნაყინის ტორტს ვჭამ თან სულ დათხუპნული მაქვს ტუჩები ,ვჭამ ვჭამ მაგრამ არ ილევა, თავი უბედნიერესი მგონია.უცბეად მეღვიძება ,მივხვდი რომ სიზმარი იყო და გული დამწყდა ,მაგრამ უცბად გამახსენდა სანდროს მოტანილი რომ არ შემიჭამია,ისე წამოვხდი თავი სუპერმენი მეგონა,ფრენა ფრენით ჩავიარე კიბეები .მაცივარს ჯერ ჩავეხუტე ,შემდეგ გამოვაღე და ჩემი გემრიელობა გამოვიღე, კოვზი მოვიმარჯვე და გემრიელად დავიწყე პირის ჩატკბარუნება.
-შენ სულ ამდენს ჭამ ? ზორბამ გული გამიხეთქა
-ვაიმე ადამიანო რა გულს მიხეთქავ
-აჰა ცხოველიდან ადამიანზე გადავედით წინსვლა იგრძნობა.-ისე მითხრა ვითომც არაფერიო
-რას დაბოდიალობ? რამის ნაყინი დამივარდა შიშით ,მერე გენახა შენ რომ ვერ გამასწრებდი აქედან
-ძაან მაინტერესებს ერთი რას იზავდი?
ნეტა რას ვიზაავდი კი ვუთხარი მარა არაფერი მაფიქრდება.ისე ამათვალიერ ჩამათვალიერა ვფიქრობ რამე ხოარ მისვიათქო.
-რას მიყურებ ?
-თვალი გამომექცა -დამცინის
ახლა გამახსენდა რა ფორმაშიც ვარ და სირცხვლით სულ ავწითლდი.
-ასე მგონია მალე ცეცხლი წაგეკიდება ,წყალი ხოარ შემოგასხა? ირონიულად მკითხა
-თუ არ შემეშვები შენ შემოგასხავ მემგონი წყალს.წავედი მადა დამეკარგა
-წადი და ამის მერე დაბლა ჩამოსვლას რომ გადაწყვეთ რამე ნორმალური ჩაიცვი.
ამას ვინ ეკითხება ნეტა მე რა მეცმევა,ჩემი სახლია და რას ბრძანებლობს იდიოტი.
დილით ხმაურმა გამაღვიძა ,ნეტა რა ხდება აჯანყებას აწყობენ?
გაფიქრებაც ვერ მოვასწარი თეო რომ შემომივარდა ოთახში,ადექი გოგო ამდენ ხანს ძილი სად გაგონილა.უცბად წამოვხტი და ძლიერად ჩავეხუტე
-ნელა გოგო ნუ დამამტვრიე
-ნუ წუწუნებ რა ,მომენატრე
-მეც მომენატრე დაო
-დამაცადე ჩავიცვა და ჩამოვალ დაბლა
სწრაფად გავემზადე და დაბლა ჩავედი,გიომ რომ დამინახა ხელები გაშალა ,მეც გევექანე და შევახტი
-როგორ მომენატრე ცუნცულ
-მეც მემენატრე გადარეულო
-შენზე გადარეული ვარ ? მკითხა
-ნწ არა.
ნაზიკოც ბედნიერი ფუსფუსებდა,ამდენი შვილიშვილების შემხედვარე,სუფრა გავაშლევინეთ მე და თეომ და შემდეგ ყველა ერთად შემოვუსდით მაგიდას,
-დაილოცოს ნაზიკო შენი ხელები -გემრიელად ჭამს გიორგი ხაჭაპურს და თან ნაზიკოს აქებს
მე და გიორგი ჭამით ვგვართ ერთმანეთს ,მადა გვაქ საოცარი.ამათ შემხედვარე ზორბა სულ დამავიწყდა.თავისთვის ზის წყნარად და ათაშიერთხელ თუ ჩაერთვება ბიჭების საუბარში,ნეტა რას მოუწყენია ,აშკარად ეტყობა ხასიათზე ვერ არის.არადა როგორ უხდება ღიმილი,და ზოგადად საოცრად სიმპატიურია,ასაკი არ ვიცი ალბათ 25 ის იქნება ან ცოტა ნაკლები ან მეტი .ისეთი საოცარი მწვანე თვალები აქ ჯერ არსად მინახავს მსგავსი,წვერი დაბალზე ისე საოცრად უხდება სიტყვები არ მყოფნის,სწორი ცხვირი და სავსე წითელი ტუჩები,მისი სახის საოცარ კონტურს ქმნის, მოკლეთ ნაკლს ვერ უპოვი ,მაგრამ მაინც ზორბა ცხოველია.თეომ თვალებს წინ თითი ამიქნია
-რაიყო გოგო რას გაშტერდი
-ამმ რაღაცაზე ჩავფიქრდი ,მიდი კოკაკოლა მომაწოდე
კოკაკოლა გავხსენი და ჩემი გაწუწვა ერთი იყო ,სულ ზედ გადამექცა-რა ჯანდაბამ ააქაფა ესე
თეო სიცილით ფხუკუნებს ,დანარჩენები არ აკლებენ,ჩემი თეთრი შორტი დალაქავდა ,ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა, დილა დავიწყე საოცრად,ისე გახსნეს წეღან არაფერი გადმოსულა და რაღა ჩემთან მოუნდა ფოკუზები ამ კოკაკოლას,მომეშალა ნერვები.
მოკლეთ ვჭამეთ მერე სურას და ჭელს მივხედეთ და ეზოში გავედით.
საშინელი სიცხეა დღეს .
-აბა ხალხო რა ვაკეთოთ გაქვთ რამე იდეა? გაქვთხა გიორგიმ
-რამე ვითამაშოთ -სიხარულით თქვა თეომ
-ისე ძალიან ცხელა ხოარ გვეწუწავა? აღფრთოვანებულმა შევთავაზე ჩემი იდეა
-კარგი რა რადროს წუწაობაა-სანდრომ დაიწუწუნა
-მეც მინდა- ამყვა თეო
-მე არ მინდა მხარი აუბა გიორგიმ სანდროს
-უიმე რანაირი ახალგაზრდები ხართ- გაუბრაზდა თეო
-მოკლეთ ორი ორზე ვართ ბოლო ხმა შენ გეკუთვნის ზორბას მივუბრუნდი -თამ საწყალი თვალები მივიღე
-ასე საწყლად ნუ მიყურებ ჭინკა, თანახმა ვარ
-რაო რა თქვი -არ დავიჯერე
-თანახმა ვართქი,ვიწუწაოთ-სიხარულით უცბად გავექანე და ჩავეხუტე
-გოგო ნუ გაჭყლიტე ბიჭი -სანდრომ მომაძახა,მეც უცბად მოვშორდი ღიმილიან ზორბას
-აბა ვიწყებთ -ომახიანად შემოვიძახე და უკანა ეზოში გავიქეცი სადაც ეზოს სარწყავი ,,შლანგები“ იყო.
ისინიც სწარაფ მომყვნენ უკან.მაგრამ ყველას დავასწარი და ჯერ სანდრო და თეო გავწუწე შემდეგ ზორბა და გიორგი,
-ასე არ შეიძლება აწუწუნდა თეო ,მთელი წყალი მიისაკუთრე
-წინ წყლით სასვე ბოთლებია მაშ ყველამ ისინი ავიღოთ და ეგრე ვიწუწაოთ
ბიჭები სწრაფად გაიქცნენ,ბოთლები აიღეს და სუყველა ჩემსკენ გამოიქცა ,წიოკით დავრბოდი აქთ- იქით სანდრო და გიო მომშორდნენ ზორბა კიდევ არ მომეშვა ,გავრბივარ და ფეხდაფეხ მომყვება,თან ყველაზე დიდი ბოთლი დაუჭერია ,უცბად ფეხი რაღაცას წამოვდე და მოწყვეტილი დავეცი,იმხელა ხმა იყო მიკვირს რომ არ გავსკდი ,ვაიმე ფეხი ამოვიკივლე.
-სულ რაღაცა როგორ გემართება გვიჟდები- სწრაფად მომვარდა ზორბა-მანახე აბა სად გტკივა- სიმრით ცრემლები გადმოვყარე ისე ძლიერად მტკიოდა კოჭი
-ვაიმე მგონი ფეხი მოვიტეხე ავყვირდი
ჩემ ყვირილზე დანარჩენებიც უცბად მოცვივდნენ
-გამიკვირდებოდა რამე რომ არ მოსვლოდა-ნერვიულობისგან თავზე ხელი გადაისვა სანდრომ
-ძაან გტკივა?-მკითხა თეომ
-ტირილს უფრო ვუმატე ხელი რომ დამადო ზორბამ ნატკენ ადგილას .
-ააჰ მტკივა ხელი არ მომკიდო
-ნუ ჭირვეულობ მაჩვენე გავიგო რა გჭირს-ნეტა ეს რის გამგებია
-მიდით ყინული მოიტანეთ ვინმემ -ბრძანება გასცა
-ნუ გეშინია უბრალოდ ნაღრძობია მოტეხილობა არ არის-მითხრა საიცრად თბილი ხმით
-ვაიმე გამაგიჟებ რა ნეკა ,როდის უნდა გაიზარდო სულ ძირს რატომ გდიხარ
-რა ჩემი ბრალია მივრბოდი და ფეხი წამოვკარი ამოვიტირე
-კაი ნუ ტირიხარ ჩამეხუტა სანდრო
-ჯობს ოთახში შევიყვანოთ -თქვა ზორბამ
სანდრომ ხელში ამიყვანა და მდივანზე დამაწვინა,ჩემს დანახვაზე ნაზიკო მოვარდა უცბად
-ვაიმე შვილი რა დაგემართა ,მომიკვდეს თავი ვერ მოვუარე ბავშვს
-კარგად ვარ ნაზიკო ,შენ რა შუაში ხარ მე წავიქეცი შენ კიარ დამახეთქე
-ნაზიკო ბებო ელასტიური ბინტი ხოარ გაქვთ?
-კი შვილო ახლავე მოგიტან
ჯერ ყინულები დამადო ფეხზე ,საშინლად მესიამოვნა გახურებულ ფეხზე ცივი მასა,თითქოს ტკივილიც შემმსუბუქა,ნერა რა ხარ ასეთი დაბდურა, თვალების გახელა ვერ ისწავლე-გულში ვლანძღავდი ჩემს თავს
-ცოტა არ გაგიარა ? მკითხა შეწუხებულმა ზორბამ
-კი რა შედარებაა,ნაზიკოც მოვიდა და ბინტი მოიტანა
-მოდი ახლა ამას დაგახვევ და იცოდე ფეხს ძალა არ დაატანო ,იწექი რამოდეიმე დღე თორემ ისევ გეტკიება
-შენ რა ექიმივით მელაპარაკები
-დაიკო ჩვენი იოანე ექიმია ,და ამიტომაც დაუჯერე
-უი არ ვიცოდი.მადლობა ყველაფრისთვის ,მაგრამ მწოლიარემ რა ვაკეთო -საშინლად მოვიწყინე
-ჩვენც აქ ვიქნებით და გაგართობთ ,ნუ ინერვიულებ არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას-დამამშვიდა თეომ.
-შვილებო სულ სველები ხართ მიდით გამოიცვალეთ ტანსაცმელი.
-მიდი სანდრო შენ გამოიცვალე და სახლში გამიყვანე მერე
-კაი ძმაო როგორც იტყვი-ყველანი დაიფანტნენ დავრჩით მე და ზორბა
-მოდი შენც აგიყვან ოთახში გამოიცვალე არ გაცივდე-მზრუნველი ტონით მითხრა
-იყოს არ შეწუხდე სანნდრო ან გიო ამიყვანს
-არ ვწუხდები- ხელები მომხვია და უცბად ამაფრიალა ჰაერში,შიშისგან ხელები მოვხვიე ყელზე.
-რამდენს ჭამ და მაინც ბუმბულივით მსუბუქი ხარ-ღიმილით მითხრა
-კიდევკარგი მაგაში მაინც გაგიმართლა ,თორემ ვიქნებოდი ალბათ 200 კილო
იმხელა ხმაზე გაიცინა გული გამისკდა
-ვაიმე რა გავაკეთო ჩემ სიცილზეც კი გული გისკდება
-ეგ სიცილი კიარა ბღავილი უფრო იყო.
ფრთხილად დამსვა საწოლზე
-მადლობა
-არაფერს თეოს ვეტყვი ჩაცმაში დაგეხმაროს შენ არ გაინძრე იცოდე
- არის ექიმო.
-ხვალამდე ცერა
-რაოო ? რაცერა?
-უი ბოდიში ,უცბად ამერია ნეკა უნდა მეთქვა ,ჰო ხვდები ორივე თითის სახელიადა-უცბად გადაუსვა ხაზი ყველაფერს ამას ვანახებ ცერას ვითომ აერია ბიჭს არადა ზუსტად ვიცი ძალით თქვა
-ხვალამდე ზორბა ცხოველო-არ დავაკელი მეც
-რა თქვი ,გაიმეორე
-ზორბა ცხოველი-ისევ მტკიცედ ვუთხარი
-ენა გაქ ამოსაგლეჯი შე პატარა ჭინკა, ის მაინც მითხარი ზორბა რაარის-სიცილით მითხრა
-ზუსტად მეც არ ვიცი მაგრამ რამე დიდი ცხოველი -მეც გამეცინა
-აბა თქვი იოანე
-იოანე -მეც გაავიმეორე
-ნახე რაკარგად მეძახი სახელს ,იცოდე ცხოველი და ასე შემდეგ სახელები აღარ გავიგო თორემ მაგ გრძელ ენას დაგიმოკლებ.პატარა ბავშვივით ცხვირზე თითი დამკრა და გავიდა.ამ მომენტში ისეთი საყვარელი მეჩვენა ვეღარც გავბრაზდი ,სამაგიეროთ მისი სურნელი ცხვრის წვერს მიწვავდა.
თეო შემომივარდა ოთახში
-რას შემომიგლიჯე გოგო კარი ,ცოტა ნაზად
-ვაიმე რა ბიჭია,გეფიცები ერთმანეთისთვის ხართ დაბადებულები-რას ბოდიალობს
-ალბათ მზის დარტმა მიიღე შენ რეებს ბოდავ გოგო
-ჰო მეძახე მზის დარტყმაო მაგრამ შენ გაქ მიღებული მაქ ბიჭის დარტყმა მიღებული
-სულ გაგიჟებულხარ რაც არ მინახიხარ
-გეფიცები ისე საყვარლად გიყურებს გული მე მითბება შენ მაგივრად
-არაფერი შემიმჩნევია მაგდაგვარი-მართლა არ შემიმჩნევია და რავქნა
-სად გცალია მაგისთვის თავპირი ვიღამ დაიმტვრიოს
-აუ შენ რომ გაიგო მაგასთან რეები შემემთხვა გაგიჟდები
-მიდი დაიწყე გისმენ
-გოგო ჯერ ტანსაცმლის გახდაში დამეხმარე ,სულ სველი ვარ
ტანსაცმელი გამოვიცვალე და შემდეგ თეოს ჯერ კანაოში ჩავარდნის ამბავი მოვუყევი შემდეგ სანდრო რომ მეგონა და ზედ დავახტი.იმხელა ხმაზე ჭიხვინებდა დამაყრუა
-ვაიმე შენი თავგადასავლები მკლავს რა
-თავგადასავლები არ ვიცი მაგრამ თუ არ გაჩუმდები მე ნამდვილად მოგკლავ
-ნელა ზვიადი ხელი არ შეგეშალოს,მაგ ფეხით მაგრად დამიჭერ
-დამაცადე შენ სულ ასე კიარ ვიქნები
-ისე სად წავიდა იოანე?
-სახლი აქ ,განა ჩვენთან ჩამოვიდა,უბრალოდ ორი დღე აქ დარჩა ალბათ თქვენ რომ ჩამოხვედით თავის სახლში დარჩება ჰოლმე.
-შეყვარებული რომ არ მყავდეს თვალს დავადგავდი ,რა მამაკაცური და დახვეწილი ტიპია ვგიჟდბი,ისე შენნაირი თხა მართლა არ მოეწონება იმას,-წამიერად თითქოს რაღაც მეწყინა მაგრამ სწრაფად უკუვაგდე ცუდი ემოციები,
-ვის რათ უნდა მისი მოწონება,თითქოს მე ვგიჟდებოდე მასზე
-ვნახოთ მერეც ასე თუ იჭიკჭიკებ
-გამასწარი ახლა აქედან თორემ წაგიგდე-სიცილით ვუთხარი თეოს.
-ჰო კაი წავალ ვნახავ ბიჭები თუ დაბრუნდნენ,რომელიმეც ვეტყვი ჩამოგიყვანოს ქვემოთ
-ეჰ ნეკა ნეკა ,ვისი სათრევი გახდი ეს ტანწერწეტა გოგო
რადგანაც სახლი საკმაოდ დიდი იყო ოთხივეს ჩვენი ოთახები გვქონდა,ჯერ კიდევ პატარები ვიყავით ოთახები რომ ავირჩიეთ,თავიდანვე ეს ოთახი მომწონდა რადგან პატარა აივანი აქ მაგრამ თეომ დამასწრო,მერე იმდენი ვქენი თავისი ნებით გადაბარგდა სხვა ოთახში.
მთელი ღამები კენჭებს ვუშენდი ფანჯარას,ხან საშინელ ხმებს გამოვცემდი რომ გაეგო,ერთხელ თეთრი ზეწარი ავიღე თვალების ადგილი ამოვჭერი გადავიცვი და კიბის დახმარებით აივანზე ვცოცდი.ჯერ ვუკაკუნე მერე შუქი აანთო და რომ დამინახა ტირილით გავარდა ნაზიკოსთან.მეც უცბად ჩამოვედი ისევ დაბლა კიბე გადავმალე,გარეთ გამოსულ ნაზიკოს კი არაფერი დახვდა.იმ დღის მერე თეომ გამოაცხადა ეგ ოთახი არ მინდა გთხოვ გამიცვალეო,მეც ვითომ თავიდან ვიყოყმანე ბოლოს მაინც დავთანხმდი.მოკლეთ ასეთი მაიმუნი ბავშვი ვიყავი თავიდანვე,რათქმაუნდა თეომ იცის ეგ ამბავი რამოდენიმე წლის შემდეგ მოვუყევი,ჯერ გამებუტა ხმას არ მცემდა მერე ისევ თავისი ნებით დამელაპარაკა და შევრიგდით ,მას მერე აღარ გვიჩხუბია,თბილისში ჩემი და თეოს ოთახის ფანჯრები ერთმანეთს უყურებს,ჩემს წინა კორპუსში ცხოვრობენ,ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ მაზლისცოლებს ერთმანეთთან,ვაიმე ახლა გამახსენდა დედაჩემისთვი უნდა დამერეკა
-გისმენთ
-დეე როგორ ხარ/
-კარგად დედი შენ როგორ ხარ? რაცმთავარია იმედია მთელი
-კაი დედაა რა, ნუ იცი ჰოლმე ეგრე რა უნდა მომსვლოდა
-ნეკა რა მოგდის ჰოლმე სხვა დროს?
-კარგად ვარ ,არინერვიულო,მამა რაშვება მუშაობს?
-კი დედი სამსახურშია მე ვისვენებ დღეს.წეღან სანდრომაც დამირეკა ხოარაფერი გინდათ?
-არა დე ყველაფერი გვაქვს.
-თუ რამე გენდომებათ დამირეკე,მოიკითხე ყველა
-კაი დედუ გაკოცე
დედას დავემშვიდობე,ფეხზე არაფერი მითქვამს არ მინდა ვანერვიულო ისედაც ჩემგან არ აკლია.
-კაკ კუკ
-შემოდი გიო
-თქვენი მონა მორჩილი მევედი,დაბლა უნდა ჩაგაბრძანოთ ბრძანებელო
-ცოტა დააგვიანე მაგრამ ამ ერთხელ გაპატიებ და შენს გატყეპვას არ ვუბრძანებ
-როგორი კეთილი ბრძანდებით თქვენო აღმატებულებავ
გიორგიმ დაბლა ჩამიყვანა თეო და ნაზიკო სუფრას შლიდნენ
-როგორ გაქ ბებია ფეხი?
-კარგად მაქ ბე არ ინერვიულო
-ოჰ გამაგიჟებ შენ ერთხელაც
-კაი ნაზიკო ნუ გააბუქებ ახლა-სიცილით ვუთხარი
-გემრიელად ვისადილეთ ყველამ ერთად ,თეომ ჭურჭელი ამორეცხა და ჩვენ შემოგვიერთდა
-მოდი კარტი ვითამაშოთ-ინიციატივა წამოაყენა სანდრომ
-ოღონდ ჯოკერი არა-წამოვიძახე უცებ რადგან სუ ვაგებ
-კარგი გაცურობანა ვითამაშოთ ,ვინ დარჩება ცხვირში გავარტყათ 5 კარტი გაწყობთ?
-მე მაწყობს -ომახიანი ხმით წარმოთქვა გიორგიმ
თამაში დავიწყეთ ,იმდენი ვიცინეთ მუცელი მტკიოდა,ყვლაზე ბევრი გიორგის მოხვდა ცხვირში ,ბოლოს წუწუნებდა ჩემს ცხვირს კიდე გადიდება უნდაო? არადა საერთოდ არ აქვს დიდი ცხვირი რას აუჩემებია არ მესმის,კარტი რომ მოგვბეზრდა შემდეგ ფილმი ჩავრთეთ კომედია,ცრემლების წმენდას ვერ ავუდიოდი იმდენი ვიცინე
-ვაიმე ამდენი სიცილით გამეხა პირი
-გაგეხება აბა რა იქნება ზოროს ცხენივით ჭიხვინებ-წამკბინა გიომ
-შენ ცხვირს მიხედე ჯობს ,გეგონება ფუტკარმა უკბინაო ისე გაქ გასიებული
-ნეტა ენა რატომ არ იღრძე?
-ენას ძვები არააქ,თუ არ მომაჭრით ჰომ იცით ვერ გამაჩუმებთ,ისე ერთი კი მპირდებ მაგ ენას ამოგაცლიო-ვაიმე ეს ბოლო არ უნდა მეთქვა აშკარად ისეთი თვალებით შემომხედეს
-ვინაა ის გულადი?-სანდრომ იკითხა
-ჩემი ჯგუფელი ნინი-რაც შემეძლო დამაჯერებლად მოვიტყუე,თუგინდა გაგაცნობ შენს ქერას მილიონჯერ ჯობს
-რა გაუჭირე იმ გოგოს საქმე მგონი კვდება სლოკინით
-სხვა რამით არ მოკვდეს ,ჯანდაბას სლოკინი თუ მოკლავს-გიომ და თეომ გადაიხახარეს
აი ნადრო კი წამოენთო
-ამას მართლა ენა აქ ამოსაგლეჯი ,ნეტა იმ დღეს მომასწრო შენი შეყვარებული გავიცნო,მერე ნახე შენ დაცინვა იპოვის ვინმე კოზას
-ჰმ ძამიკო მეც შენნაირი უგემოვნო კიარ ვარ,აი ნახავ რა ბიჭი მეყოლება,მგონი მეხვეწებოდე გავცვალოთო
ამაზე ის დაძმა სუ გადაირია ,იმდენი იცინეს მოსულიერება დასჭირდათ
-ვჩუნდები,შენ ლაპარაკში კაცი ვერ გაჯობებს
-მიყვარს მიხვედრილი ხალხი-ენა გამოვუყავი და დავცინე
მოკლეთ დრო ისე უცბად გავიდა უკვე 11 საათი ხდებოდა,სანდრომ ოთახში ამიყვანა,რაც მეცვა ისევე მივწექი საწოლში,ფეხი ცოტა მტკიოდა ისევ
დილით ისევ ხმაურმა გამაღვიძა ,ვაიმე სამი კაცია თუ 100 ვერ გაარჩევთ,სანდროს დავურეკე ამოდითქო
-ვაიმე რას ყვირიხართ რა თავზე დაიმხეთ სახლი
-სასიძო ჩამოვიდა და კიდე ერთი მაგის ძმაკაცი
-ვახ ჩემო გოგო მომენატრაო?
-ნეტა იმას მოვესწო ჩემს გარდა ვინმე ბიჭს ენატრებოდე
-ისე ამბობ თითქოს უკვე მოგბეზრდი-გავიბუტე
-ვაიმე შე სულელო გეხუმრები,ნუ ხარ ბუტია
-ეგრა ხუმრობაა
-შენ სუ ქერა შეყვარებულზე მეღადავები და მეც გავიბუტო
-კაი ჰო .
თორნიკე და თეო 1 წელზე მეტია შეყვარებულები არიან,ოჯახებმაც იციან და ალბათ მალე დაინიშნებიან,მე კი ვფიქრობ რომ ჯერ თეო პატარაა მაგრამ თავისი ცხოვრებაა და მთავარია ბედნიერები იყვნენ.
-აუ სანდრო მიდი კარადაში გრძელი ყვავილებიანი კაბა კიდია და გამომიღე რა.
-ინებეთ
-ახლა მიტრიალდი უნდა გავიხადო-სიცილით ვუთხარი,სწრაფად გავიხადე და კაბა ჩავიცვი
-ვსო მზად ვარ
-წავედით
დაბლა ჩასულს რატომღაც უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა,თორნიკე რას მიშლიდა მაგრამ მისი ძმაკაცი ბესო თითქოს თვალებით მჭამს ასეთი გრძნობა მქონდა,საშინლად არ მომეწონა ეს ტიპი,თორნიკე ჩემ დაცინვას განაგრძობდა
-ნეკა შენზე გავიგე გუშინ სალტოების კეთების დროს გიტკენია ფეხი-თან ჭამს თან მელაპარაჯება
-ოღონდაც გაიგეთ რა თქვა? მე პირადად პირის წკლაპაწკლუპის გარდა არაფერი გამიგია-უდარდელად ვთქვი
-დილით ალბათ შხამის დატოვება დაგავიწყდა,თეო მიდი ქვა მოუტანე შენ ბიძაშვილს თორე დამგესლავს
-თეო მეცოდება ჯერ არ დაოჯახებული გოგო ქვრივობისთვის როგორ გავიმეტო თორე სიამოვნებით წაგაცლიდი მაგ წითურ თავს-სუ ასე ვჭამთ ერთმანეთს მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ეს ოხერი
-ნეტა შენ ბიჭს რაფერი თავი ექნება დამანახა-და სწორედ ამ დროს იოანე შემოვიდა კარში პარკებით ხელში.თეომ მისი დანახვისას ჯერ მე შემოხედა და მერე ჩუმად ჩაიცინა
-მოხვედი ბები -პირველი ნაზიკო მიეგება
-როგორ ხართ ნაზო ბებო
-ამათ ხელში როგორ ვიქნები შვილო, ამას ფეხი სტკივა მაგრამ ენა არ გაუჩერებია რაც ადგა მას მერე
-ნაზოკო ფეხი მტკივა ენა კიარა
ყველას მოგვესალმა ,პარკები სამზარეულოს მაგიდაზე დააწყო და სანდროს გვერდით მოთავსდა,სანდრომ უცბად გააცნო სტუმრები ,თორნიკეს გაუღიმა ,ბესოს კი წარბშეკვრულმა გახედა.ეს რაღას ერჩის ჩემთვის გავიფიქრე.
-თეო სალათი მომაწოდე რა-რადგან ვერ ვდგებოდი ვერც სალათს მივწვდი
ბესო დაწვდა სალათს და მომაწოდა-თან დააყოლა გემრიელათ მიირტვიო.
-მადლობა გადავუხადე და სალათის გორა დავიდგი თეფშზე.ვაიმე ეს ბიჭი რა ურცხვად მიყურებს რამისაა საჭმელი გადამცდეს.ბესოს შევხედე რომელიც მომშტერებოდა თვალები დავუელამე და ენა გამოვუყავი, მაშინვე თავის თეფშს დახედა,იოანეს ჩაფხუკენების ხმა მომესმა ,ალბათ დამინახა,მაგრამ არ მადარდებს რისი ღირსიც იყო მიიღო ბესუნამ.
- ისე ცხელა ,გუშინ წუწაობით გავგრილდით მოდით დღეს მდინარეზე წავიდეთ-გიორგიმ დააბრეხვა
-ჩვენ კი წავალთ მაგრამ ნეკა მდინარეში ვერ ჩამოვა-ჩემ ძმას უცბად გავახსენდი
-წადით თქვენ,მე ფილმებს ჩავრთად ცოტახანს წყნარად ვიქნები-ამ ბესიკასთან ერთად არსად წასვლის სურვილი არ მქონდა
-არა შანსი არაა მარტოს ვერ დაგტოვებთ«ნაზიკო შენ ვერ აგწევს და რამე რომ მოგინდეს-ისევ საბდრომ თქვა წუხილით
-ვაიმე ადამიანო ხეიბარი კიარვარ,უბრალოდ ნაღრზობი მაქ,რომ მომინდება დავადგამ მშვენოვრად
-არ შეიძლებათქო ფეხზე ძალდატანება გუშინ რა გაგაფრთხილე,წადით სანდრო მე დავრჩები თან საქმე მაქ ფაილები უნდა გადავაგზავნო ამერიკაში
-კარგი მაშინ შენ იმედად ვტოვებ
მაგიდიდან ყველა წამოიშალა
-ხოარ გწყონს უშენოდ რომ მივდივართ-თეომ დამწუხრებული ხმით მითხრა
-კაი არ გცხვენიაა? რაა საწყენი
-ისე პრინციპში ისეთ ბიჭთან გტოვებთ აქეთ მადლობა გაქვს სათქმელი
-გადი გამასწარი აქედან
სანდრომ დივანზე გადამსვა დანარჩენები თეოს ეხმარებოდნენ სუფრის ალაგებაში
მერე როგორც იქნა ბარგი აიღეს და ყურებმაც დაისვენა
-ახლა ჩვენ რა ვაკეთოთ? გვერდით მომიჯდა ვაჟბატონი
-იო რო დაგიძახო ეგეც გეწყინება? ისეთი სახელი გაქ ენას ვიტეხ
-შენ და ენას იტეხ? კარგი მხოლოდ შენ გაძლევ უფლებას შემოკლებული სახელი დამიძახო- საყვარლად გამიღიმა
-კარგი იო -მეც ღიმილით ვუთხარი
-უი მართლა რამის დამავიწყდა შენი საყვარელი ნაყინის ტორტი მოგიტანე
-ვაიმე მართლა? რომ შემეძლოს წამოვხტებოდი და ჩაგეხუტებოდი -რეებს ბოდავ გოგო ჩემს თავს შემოვძახე
-თუ მიჰამედი ვერ მივა მთასთას მაშინ მთა მივა მუჰამედთან თუ როგორცარი -გამიღიმა და ისე უცბად მომხვია ხელები გავშეშდი.მთელს სხეულში ტემპერატურის მომატება ვიგრძენი ,კიდევ კარგი მალევე მომშორდა თორემ მალე ბოლი ამივიდოდა
-გინდა მოგიტანო? ისევ თვითომ მკითხა გაშეშებულს
-აუ კი თუარ შეწუხდები
ცოტახანში ორი თეფშით ხელში დაბრუნდა
-მარტო შენ კიარ გიყვარს ,მეც მიყვარს,ისე გემრიელად ვჭამდით ორივე სვას რომ დავენახეთ ნერწყვი მოადგებოდა.ცარიელი თეფშები ნიჟარაში ჩააწყო და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-აბა ვერ მოიფიქრე რა ვაკეთოთ?
-ამის პატრონმა რა ქნას ვითამაშოთ-ჩემი იდეით კმაყოფილი დავრჩი
-მაგას რამოდენიმე ადამიანი უნდა მაგრამ არაუშავს ვითამაშოთ.მიდი დაიწყე
-სიმართლე თუ მოქმედება? ვკითხე გაკრეჭილმა
-სიმართლე
-რამდენი წელია რაც ამერიკაში ცხოვრობ?
-10,ს თუ მ (მოკლეთ გეტყვი თორე მეზარება მაგეების ძახილი
-ს
-შენი შეყვარებული არ გენატრება? ამ კითხვაზზე იმხელა გადავიხარხარე გაოცებული მიყურებდა
-ვინც არ მყავს რანაირად მომენატრება-უცნაურად ჩაეღიმა ჩემს პასუხზე. ს თ მ ახლა მე ვკითხე
-ს
-რამდენი წლის ხარ?
-26 -ს თუ მ?
-მ ,კმაყოფილმა ვუპასუხე ,რადგან სიარული არ შემიძლია რამე რთულის გაკეთება არ მომიწევს
-მიდი ის სახე მიიღე წეღან იმ ბიჭს რომ შეხედე
-ბესიკის? მეტის ღირსი იყო ეგ ისე მიყურებდა .თვალები დავაელამე და ენა გამოვყავი ,მან კი უცებ ფოტო გადამიღო
-ოო კარგი რა ,რატო გადამიღე
-გეფიცები ისეთი სასაცილო სახე გაქ უხასიათოდ რომ ვიქნები დავხედავ ხასიათზე რომ მოვიდე.ისე მესიამოვნა მისი ნათქვამი გავინაბე
-ჰე შენი დროა
-ს თუ მ?
-ს
-რაიყო იცი რომ საოცარ მოქმედებას დავალებ და თავს იზღვევ ჰო?-კარგი და შენ რატო უყურებდი ბესიკის ეგეთი სახით
-როგორი? გაეცინა
-აი ასეთი,ვეცადე გამეჯავრებინა რაზეც ხმამაღლა გაეცინა
-შენთან ადამიანი ვერ მოიწყენს
-აბა პასუხს ველიო
-იმიტომ რომ ქალის უნახავივით გიყურებდა და ცოტა თავი უნდა მოეთოკა ,კარგად იცოდა ვის ოჯახშიც იყო.ცოტაც და ალბათ გავულამაზებდი იმ მახინჯ სახეს-
-კიდევკარგი წავიდნენ თორემ ან მე ვიქნებოდი ან ის -არ ჩამოვრჩი მეც
-აბა ქალბატონო ს თუ მ?
-ს
-რატომ არ მოგწონს სანდროს შეყვარებული-ოო მაზოლზე ფეხი დამადგა
-პირველ რიგში იმიტომ, რომ ქერაა და უტვინო,მეორე რიგში იმიტომ ტონალურის წასმისა და ტყლარჭვა გრეხვის მეტი არაფერი გამოსდის ,და მესამე რიგში იმიტომ რომ ჩემზე თქვა მაგას სახლში რა უნდა ზოოპარკში მიიყვანეთო- მეც გამეცინა იოსთან ერთად
-აჰა საკმარისი მიზეზები გქონია,და როგორ გადაგირჩა მაგის თქმის შემდეგ
-ტელეფონში უთხრა ეგ სანდროს და მე არ მინახავს მას შემდეგ თორე, კი დავიხვევდი იმის ქერა თმას ხელზე.
-ს თუ მ?
-ს
-რისი ექიმი ხარ?
-პედიატრი ,ანუ შენნაირ პატარა ბავშვებს ვმკურნალობ-6 წლით დიდი ჩეზმე და ახლა ამას თავი დიდი ჰგონია?
-ისე მართლა როდის შევძლებ სიარულს მომბეზრდა ჯდობა-საწყლად დავიწუწუნე
-ხვალიდან ცოტცოტა დატვირთე ,იცოდე ძაან არ გადატვირთო თორემ მერე დიდხანს ვერ შეძლებ სიარულს
-კარგით ბატონო ექიმო
-ს თუ მ ?
-ს
-და შენ რაზე სწავლობ?
-ფსიქოლოგიურზე -კმაყოფილმა მივუგე
-მაგის გარდა ყველაფერს წარმოვიდგენდი -დამცინა
-შენც მეორე სანდრო ხარ ,სულ იმას დამძახის შენ თვითონ გიჟი ხარ და ვის უნდა უმკურნალოო
-მე მჯერა რომ ძალიან კარგი ფსიქოლოგი იქნები,ისეთი ენა გაქ მარტო მაგ ენის ტლიკინით განკურნავ ყველას
-და შენ მემუქრები უნდა ამოგაცალოო
-თუ კარგად მოიქცევი გადავიფიქრებ-გამიღიმა ,დედიკო ეს ბიჭი თავისი ღიმილით მაჰიპნოზებს
-ს თუ მ?
-მ
-ვაუ ,ანუ ჩემს ხელში ხარ,ჯერ ჩემს ოთახში ამიყვანე და იქ გეტყვი რა გააკეთო- ამას ისეთი რამე ელის ვერც წარმოიდგენს.
სწრაფად მომხვია ხელები და ზედ ამიკრო ,რას მიკეთებს ეს ბიჭი თაბრუ დამახვია მისმა სურნელმა
-ვაიმე ბოდიში რა ,დილით სანდრომ ჩამომიყვანა და საწოლი ვერ ავალაგე-შემრცხვა ჩემ არეული საწოლის დანახვისას
-ვაიმე რაზე მიხდი ბოდიშს,გეპატიება ამ შემთხვევაში
-იცოდე ჩემს პასუხს რომ მოისმენ გაპროტესტებას არ ვართ,რასაც ვიტყვი გააკეთებ
-გული ცუდს მიგრძნობს- სიმწრით იცინის
-მიდი კარადი მესამე უჯრა გამოსწიე და პარკი რომ დევს ამოიღე-ვაიმე ელამი ეს მესამე კიარა მეოთხე უჯრა გამოაღო სადაც ტრუსები და ბიუსჰაკტერები მედო.სირცხვილით თვალებზე ხელი ავიფარე თითქოს რამეს მიშველიდა
-ჩამოწიე ხელები ჩათვალე არ დამინახავს-სიცილით მითხრა- ისე სექსუალური თეთრეული კი გქონია-ვაიმე ამას მოვკლაბ,დაწმუნებული ვარ ჭარხალივით წითელი ვარ
-თვლა არ იცი თუ ელამი ხარ? მე გითხარი მესამე უჯრა
-არც ერთი არც მეორე,უბრალოთ გულმა მიგრძნო აქ კარგ რამეებს ნახავო
-ნუღა ცდებო მომაწოდე ეგ პარკი.
პარკიდან ნაზიკოს ახალგაზრდობის კაბა ამოვიღე და გავუწოდე
-მინდა რომ ეს ჩაიცვა
-კაი ტო მეღადავები?
-რა გითხარი მე არანაირი პროტესტი,იცოდე გაგებუტები
-კარგი ჰო შენს გაბუტვას ჯობს ჩავიცვა
-მიდი თვალებს ვხუჭავ არ შეგრცხვეს
-ოჰ ეგ ენა როარ გქონდეს
კაბა ზემოდან გადაიცვა და ჩემი სიცილი აბათ მთელ სოფელს ესმოდა,ის კი დაბღვერილი საყვარლად მიყურებდა,სიცილს რომ მოვრჩი ხმა ამოვიღე
-ვაიმე გეფიცები გაკვდება ,ნაზიკოს ვეტყვი გაჩუქოს ,მე მანც დიდი მაქ
-გოგო იცოდე მართლა ამოგაცლი მაგ ენას
-ეგ გეცმევა მანამ სანამ არ გეტყვი გაიხადეო,
-ამ ოთახიდან სანამ გავალ აქ მეცმევა ,გარეთ ამით არ გავალ-კარგი ესეც მაწყობს
-შენი დროა
-მიდი აბა თუ მაგარი ხარ შენც მოქმედება აირჩიე
-ავირჩევ შენი კიარ მეშინია
-კარგი პატარავ აბა მიჩვენე სად გაქ კოსმეტიკის ჩანთა ,ისეთ ლამაზ მაკიაჟს გაგიკეთებ შენ თავს ვერ იცბონ-ვაიმე საიდან მოიფიქრა
-აგერ ტრილიაჟთან დევს ყველაფერი,ზოგი რაც უჯრაშიც იდება.
ტრილიჟტან ახლოს დამსვა და საქმეს შეუდგა,ჯერ ტონალური წამისვა, იმდენი მისვია სახე რომ მოვიფხანო თითი ჩამეფლობა ტონალურში,მერე ფუნჯი აიღო და წენი წამისვა თვალებზე,თან ისე სასაცილოდ აკეთებდა ამ ყველაფერს მეცინებოდა,და მერე მიბრაზდებოდა ნუ იცინი ხელი მეშლებაო,წამწამებიც ამიპრიხა,ბოლოს პომადა მოიტოვა,
ჯერ თითით შემეხო ტუჩზე არ ვიცი ეს რატომ გააკეთა მაგრამ მთელ სხეულში სასიამოვნო ტალღებმა დამირეს ,ნაზად მისმევდა პომადაც მაგრაც ტუჩებს რომ მორჩა ცხვირამდე და ნიკაპამდე გადავიდა
-ვატყობ გაგიტკბა ეგ პომადაა სახის მაზი კიარა-შემომხედა და სიცილი ძლივს შეიკავა
-აი რაღაც გაკლია რა, სადმე თავშალი ან შარფი ხოარ გაქ?
-იმავე უჯრაში დევს მგონი,კიდე არ აგერიოს კარგად გადათვალე
სასურველი ნივთი იპოვა და კმაყოფილი მომიახლოვდა ,თავზე წამაკრო და აი შემდეგ კი იმაზე მეტი იცინა ვიდრე მე მასზე კაბით რომ დავინახე
-მეც მაინტერესებს ჩემი თავი ჩამახედე სარკეში
-ჯერ ფოტოს გადაგიღებ
-მაშ მეც გადამაღებინე
-კარგი
ფოტო გადამიღო და სარკესთან მიმიყვანა ,ადამიანს კიარა საფრთხობელას ვგავარ,ჩემ თავზე მეც ბევრი ვიცინე
-აუ გთხოვ შენც წაგისმევ პომადას,სხვას არაფერს-ვედრების ნიშნათ ხელი ხელზე მოვიკიდე
-ვაიმე რას მიკეთებ ,გამაგიჟე ამხეკა კაცი,კარგი მოდი წამისვი რა გაუძლებს შენს წუწუნს
-შავი პომადა მოვიმარჯვე და კმაყოფილმა წავუსვი-ეს ჩემს დაქალს დარჩა თორემ რა წამასმევინებს შავ პომადას ისედაც მაკიაჟს იშვიათად ვიკეთებ
-აჰა ნამდვილი ცირკის წინ მდგომი ტრანსგენდერი ხარ -სიცილით ვუთხარი
-შენ კიდე ყანაში დასაკიდ საფრთხობელას- არ ჩამომრჩა ვაჟბატონი
-მოდი ფოტო გადაგიღო,ოღონდ თეძო ჩატეხე უფრო სექსუალური გამოჩნდები
იმდენი ფოტო გადავუღე მე არ მაქვს მაგდენი ჩემი ფოტო ტელეფნში
მერე სელფებიც გადავიღეთ და სულ დაგვავიწყდა თამაში
-ვაიმე დღეს იმდენი ვიცინე მთელი 26 წელია მგონი ამდენი არ მიცინია,კიდევ კარგი სახლში დავრჩი არამგონია იქ ასე გავრთობილიყავი
-უი მართლა რაღაც რომ უნდა გადაგეგზავნა?
-ეგ მოვიტყუე ,მეტი დამაჯერებლობისთვის
-შე ცუდო ბიჭო ,არიცი ვინც იტყუება ცხვრი რომ ეზრდებათ
-ახლა მივხდი მიზეზს თუ რატომ გაქ მაგხელა ცხვირი,კაი ჰო ნუ მიიღე ეგეთი სახე ,ლამაზი ცხვირი გაქ-კმაყოფილმა გავიღიმე
უცბად სანდრო გაჩნდა ოთახში და ჩვენი დანახვისას ისტერიული სიცილი დაიწყო
-ვაიმე ჩემი ცუდად ვარ მიშველეთ-ყვიროდა თან ძირს დახოხავდა,იმის ხმაზე გიორგი და თეოც შემოცვივდნენ ჯერ სანდროს დახედეს მერე ჩვენ გამოგვხედეს და იქ უნდა ყოფილიყავთ იმ დროს,ალბათ ნახევარი საათი იცინეს,მე და იო ერთმანეთს ვუყურებდით და ხელის მოძრაობით ვანიშნებდით ერთმანეთს მგონი კარგად არიანო,როგორც იქნა მოსულიერდნენ
-თქვენთან ერთი საათი რა ღირს? იოს კითხა სანდრომ და ახალი სიცილის ტალღა წამოვიდა
იოს ისეთი სახე აქ ალბათ ჩემი მოკვლა უნდა
-ვაიმე ნეკას იდეაა ეს რათქმაუნდა მაგრამ როგორ დაგიყოლია ამხელა კაცი -სიცილს ვერ წყვეტდა სანდრო.
-უფ გეყოს ეხლა რა გაგიკვირდა ,შენს შეყარებულს სუ ასეთი სახე აქ და იმაზე რატომ არ იცინი-უცბად დავადუმე სანდრო
-სიცილსაც კი არ შეგარჩენს რა.
სანდრომ კაბა გაიხადა და ბიჭები გალაგდნენ ოთახიდან
-ყველაფერს მომიყვები იცოდე -მომვარდა თეო
-ჯერ ის მითხარი შენი ტურფა და მისი დაჭყეტილი ძმაკაცი სადარიან?
-ისინი მდინარეზე არც წამოსულან,დაურეკეს სასწრაფო საქმე გამოუჩნდათ და თბილისში წავიდნენ-გამიხარდა ბესიკუნას ნახვა აღარ მომიწევს.თეომ ყველაფერი დეტალებში მომაყოლა და ბოლოს დასკვნა გამოიტანა
-არა რა ეგ ბიჭი შენი ბედია
-კი როგორ არა ,ვაიმე საპირფარეშოში შემიყვანე გოგო მისკდება შარდის ბუშტი
-იმან ვერ შეგიყვანა?
- ვაიმე შეგიყვან შენ ჯანდაბაში ,ბარემ უნიტაზზეც ხომ არ დავესვი?
-მთლად უკეთესი.
საღამოს ვივახშმეთ ცოტა ხანს ვსაუბრობდით შემდეგ კი დასაძინებლად დავიშალეთ,
მე არ დავიშალე,სანდრომ მიმაბრძანა.
ტელეფონში ფოტოები დავათვალიერე და უზომოდ გავბედნიერდი,არაჩვეულებრივი დღე იყო, და რათქმაუნდა იოს დამსახურებით.ბედნიერს ტკბილად ჩამეძინა.
უფ რამდენ ხანს მძინებია დილით რომ გამეღვიძა 11 ის ნახევარი იყო,კოჭლობით ავდექი და სააბაზანოში შევედი,რაც ფეხი ვიტკინე ორი დღეა შხაპი არ მიმიღია და ასე მგონია საუკუნე გავიდა,ფეხიდან სახვევი მოვიხსენი და შხაპის ქვეშ დავდექი ,არვიცი რამდენ ხანს ვნაბაოდი ,ალაბათ კიდევ დიდხანს ვინეივრებდი რომ არა სანდროს ყვირილი გოგო მალე გამოდი გვშია ყველა შენ გელოდებითო.მეც სხვა რა გზა მქონდა მოვწყდი ნეტარ წუთებს და სწრაფად გადავიცვი ტანსაცმელი. ახლა რა ვქნა ფეხი როგორ შევიხვიო მე არაფერი გამეგება.სანდროს დავუძახე და ქვემოთ ჩამიყვანა.
-სახვევი რატომ გაქ მოხსნილი ?-მკითხა მას შემდეგ რაც მაგიდასთან დამსვა
-შხაპს სახვევით ჰომ არ მივიღებდი, და მე თვითონ ვერ გავიკეთე
-დღეს იიოანე ვერ მოვა ,თეო შეგიხვევს ფეხს-საშინლად მომეწყინა ასეიგი დღეს არ მოვა
-რაიყო რა სახე ჩამოგტირის-მხარი გამკრა თეომ
-არაფერი უბრალოთ სიარული მინდა დავიღალე სულ ჯდომით
-ჰო დავიჯერე როგორ არა
-თუარც-დავეჯღანე
-აუ ნეკა ახლა რომ ფეხი არ გქონდეს ნატკენი ფეხბურთს ვითამაშებდით
-ამას კიდე ფეხბურთის თამაში უნდა ბიჭო? მერე კიარ იღრძობდა ,მოიტეხავდა-პასუხი გასცა უცბად სანდრომ
-ვჩუმდები-დანებების ნიშნათ ხელები აწია გიორგიმ
მოკლეთ უაზროდ ჩაიარა დღევანდელმა დღემ,სანდრო და გიორგი სადღაც გაქრნენ მე და თეო სულ ფბ ზე დავძვრებოდით.ბოლოს ესეც მომწყინდა დედას დავურეკე ,მამასაც ველაპარაკე და დავწექი.ფეხი აღარ მტკიოდა მაგრამ მაინც ვფრთხილობდი.ისე ჩამეძინა ვერ გავიგე სანდრო და გიო როდის მოვიდნენ.
დილით ყველას დავასწარი ადგომა ,სწრაფად გავემზადე და სამზარეულოში ჩავედი,ნაზიკო უკვე სტარტზე იყო,არ ვიცი რა ენერგია აქ ამ ქალს.ყიყლიყოები გავაკეთე,სალათი დავჭერი ,სუფრაც გავშალე და ყველას სათითაოდ ჩამოვურბინე ოთახებში
-თეო ადე გოგო ვიწვით ვუღრიალე
-სანდრო შენი ქერა მოვიდა დაბლა გელოდება
-გიორგი ვიღაცამ შენი მანქანა გაკაწრა

ჰმ რა ბოროტი ვარ.5 წუთში სამივე დაბლა იყვნენ და მკვლელი მზერით მიყურებდნენ,
-რას მიყურებთ ანგელოზი არ გინახავთ? მოდით დასხედით გამიხმა უკვე კუჭი თქვენს ლოდინში
-ფეხი აღარ სტკივა ქალბატონს და ამოიგდო ენა
-ისე ჰო დამუნჯებული ვიყავი რასამბობ
მშვიდად ვისაუზმეთ და ავიშალეთ.თეომ ჭურჭელს მე დავრეცხავო ამიტომ ეზოში გამოვედი და ჰამაკში კომფორტულად მოვთავსდი.
არემარე რაღაცის გრუხუნმა გააყრუა,მოტოციკლეტის ხმაა უეჭველად გავიფიქრე,ხმაც მიწყნარდა და ეზოში იო შემოვიდა.სიხარულით რამის ძირს დავებერტყვე.
-გამარჯობა ნეკა როგორ ხარ?
-სალამი ,უკეთ შენ როგორ ხარ იო?
-კარგად ვარ.მიხარია ფეხი რომ მოგირჩა
-მეც ძალიან,მოტოციკლეტით მოხვედი?
-კი რაიყო
-არა არაფერი
-თუ არ გეშინია შემიძლია გაკატაო
-ვაიმე მართლა? არა რა მეშინია სისწრაფეზე და ადრენალინზე ვაბოდებ.
-კარგი მაშინ მიდი შენ მოემზადე,მე ბიჭებს ვნახავ და თან სანდროს ვეტყვი რომ მივდივართ
სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი,სულ მინდოდა მოტოციკლეტი მაგრამ ჩემი ხიფათების გადამკიდე მშობლები და სანდრო მისი ყოლის ნებართვას არასოდეს მომცემდნენ,სწრაფად გავემზადე ,თხელი ჯინსი ჩავიცვი ,ღიაფერის მაიკა და კეტები,წელზე ჩანთაც დავიმაგრე და შიგ ტელეფონი მოვათავსე.დაბლა ჩასულს ყველა ერთად შეგროვილი დამხვდა.
-არვიცი როგორ დაითანხმე იოანე მოტოციკლით გასეირნებაზე ,მაგრამ იცოდე ჭკვიანად მოიქეცი სახლში თავპირდამტვრეული არ მოხვიდე-დამრიგებლური ტონით მითხრა სანდრომ
-არის სერ.თეო ეშმაკურად მიყურებდა მაგრამ ვითომ ვერ ვამჩნევდი.
-დროა წავიდეთ ჰო? -მკითხა იომ
-კი მე მზად ვარ
ეზოს გარეთ გავედი და ჩემ იღბალზე კარებში ლამარა შეგვეფეთა
-გამარჯობა ლამარა ბებო ,როგორ ხართ?
-კარგად ნეკა შვილო ,შენ როგორ ხარ-შემდეგ იო აათვალიერ ჩაათვალიერა
-მეც კარგად ვარ
-ეს ახალგაზრდა ყმაწვილი ვინარის შვილო?- რას მოითმენდა რომ არ გაეგო
-ჰომ გახსოვთ იმდღეს რომ თქვით გივის შვილიშვილი ჩამოსულა ამერიკიდანო,გაიცანით იოანე
-ვაიმე რასამბობ,დედა რა ბიჭი ხარ ლამარა ბებო გენაცვალოს
-მადლობთ-დაიმორცხვა საყვარლად
-ნეკა ამ ბიჭს რას დასდევ შვილო,იქნებ ვინმე კარგი გოგო იპოვოს ჩვენ სოფელში,-ამაზე უკვე მაგრად გამეცინა
-აფსუს ,რომ არ გაგეთხოვებინათ თქვენი სოფიკო ,ჰომ გაურიგებდით-მოგკლავო ჩუმად მითხრა იომ
-კი დაიბრმავა თვალები იმ უსაქმურზე-დანანებით თქვა ლამარამ
-წავედით ჩვენ ლამარა ბებო, მერე ვიჭორაოთ
-არ გააგიჟო ახლა ეს უცხო ბიჭი
-რეებმს მკადრებთ მეწყინა
იომ მანიშნა წემოდიო და მეც გამოვეცალე რამარას
-გოგო რა გარიგება მოგინდა, უნდა გამაგიჟო?
-ჰომ გაიგე უკვე გათხოვდა,აფსუს რა გოგო დაკარგე
-შენ დარჩები ახლა სახლში თუ ტლიკინს არ მორჩები
-კარგი ჰო ჩუმად ვარ
იომ სკამი ასწია და იქიდან მეორე ჩაფხუტი ამოიღო და მე გამომიწოდა,მეც სწრაფად ჩამოვიმხე თავზე ,მაგრამ შესაკრავს ვერაფერი მოვუხერხე
-მომეცი მე შეგიკრავ
სანამ შესაკრავს კრავდა მე მის სახეს ვუყურებდი ,და ვხვდებოდი ეს ბიჭი, იომ თავისი ადგილი დაიკავა და მეც მიმითითა მიდი მომიჯექიო.ცოტა შიშის გრძნობა მქონდა მაგრამ მის გვერდით ყველაფერი მავიწყდება.
-ხელები მაგრად ჩამჭიდე ,არ გადამივარდე-თბილი ხმით მითხრა,მეც დავემორჩილე და მაგრად ჩავებღაუჭე მაიკაზე.მოტოციკლეტი ნელა დაძრა შემდეგ კი სწრაფად მოვწყდით ადგილს, ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს ფრთები გამომესხა და მივფრინავდი,ასეთი რამ არასოდეს არ მიგრძვნია,სხეული მოვადუნე და სრულყოფილად აღვითქვამდი იმ საოცარ წუთებს.უცბად იომ მკვეთრად დაამუხრუჭა და მეც ზედ ავეკარი,შემდეგ ხელები მომკიდა ,თავის მაიკაზე გამაშვებინა და წელზე დამადებინა,გამოდის რომ ვეხუტები
-ასე ჯობს ,ისეთი გზაა შეიძლება გადამივარდე.-არაფერი ვუპასუხე თავს საშინლად კომფორტულად ვგრძნობდი,მინდა ეს წუთები უსასრულოდ გაგრძელდეს,ვგრძნობ შარში გავყავი თავი იოს სახელით და არ მინდა ამაზე ბევრი ვიფიქრო თორებ დავითრგუნები,მივეჩვიე ამ ბიჭს და ეს არასწორია რადგან ვიცი ის ისე მიყურებს როგორც პატარა დას.უსიამოვნო ფიქრები ჯანდაბაშ გავუშვი და ისევ რეალობას დავუბრუნდი რომელიც გასაოცარი იყო.ძალიან ბევრი ვიარეთ,ბოლოს ერთ გორაკზე შევჩერდით საიდანაც საოცარი ხედი იშლებოდა ,წინ მთელი სოფელი მოჩანდა.სანდრომ ძრავა გამორთო და მეც სწრაფად გადმოვედი მოტოციკლეტიდან
-აბა რას იტყვი როგორი იყო? მკითხა ღიმილით
-ვაიმე საოცარი,გეფიცები ასეთი გიჟური გრძნობა ჯერ არ მქონია,ასეთი ხიფათა რომ არ ვიყო მეც მეყოლებოდა მოტო
-მიხარია თუ მოგეწონა,შენ რომ წარმოგიდგინო მოტოციკლეტით მაშინვე ტრამვატოლოგიური მიდგება თვალწინ -დამპალი დამცინის
-მიეცა ახლა დაცინვის მიზეზი
-წამო იქ ჩამოვჯდეთ ცოტა ხანს
ხის ძირში ჩამოვჯექით , იქაურობა ყვავილებით იყო სავსე.ტელეფონი ამოვიღე და ყვავილებს ფოტო გადავუღე
-მომეცი შენც გადაგიღებ -რამოდენიმე ფოტო გადამიღო,მე უაზროდ ვიმანჭებოდი,მერე სელფებიც გადაიღო,ბოლოს ტელეფონი დამიბრუნა.
-გუშინ სად იყავი?
-რაიყო ერთი დღე არ მოვედი და მოგენატრე?
-რა შუაშია ეგ ,უბრალოდ გამიკვირდა რომ არ გამოჩნდი-კი მომენატრა მაგრამ რათქმაუნდა არ ვეტყოდი
-თბილისში წავედი საქმეები მქონდა,მოვაგვარე და საღამოს და დაბრუნდი
-ამერიკაში ექიმად მუშაობ?
-არა ჯერ არ ვმუშაბ,სამედიცინო ფაკულტეტი დავამთავრე,ასევე პრაქტიკებიც გავირე და ალათ მომავალში ვიმუშავებ,ოღონდ ჯერ არ გადამიწყვეტია სად,
მინდოდა მეკითხა კიდევ აპირებდა თუარა ამერიკაში წასვლას მაგრამ ვერ ვკითხე,არ მონდიდა ზედმეტად მომებეზრებინა თავი ჩემი კითხვებით.ვერც შევამჩნიე როდის მოასწრო ყვევილებით გვირგვინის გაკეთება.
-თმა გაიშალე რა
მეც დავყევი მის ნებას და ერთი ხელის მოსმით მოვიხსენი თმის სამაგრი.
ჩემსკენ გადმოიწია და გვირგვინი დამადგა თავზე
-ძალაინ გიხდება ნეკა-ტანში ჟრუანტელმა დამიარა იმდენად სასიამონო იყო მისი ნათქვამი
-მე რომ ვერ ვხედავ- დავუწუწუნე
ტელეფონი ამოიღო ,გაიღიმეო მითხრა და ფოტო გადამიღო
-აი ნახე ,დედოფალს გავხარ-გამიღიმა
მართლაც ლამაზი ვიყავი ფოტოში ,ისეთი ბედნიერი სახე მაქ კიდევ ერთხელ გამეღიმა ჩემის სახის დანახვაზე.
-არ მოგშივდა ?
-უფ ძაალიან- ჩემი მადის პატრონს რას არ მომშივდებოდა
-კარგი მაშ წავიდეთ და მე გაგიმასპინძლდები
-იმედია არ მოვიწამლები
-მაგ სიტყვებს უკან წაიღებ ,ჩემს მომზადებულ საჭმელს რომ გასინჯავ
-ვნახოთ ვნახოთ-მეც ღიმილით ვუპასუხე.
მოტოციკლეტს მოვაჯექით და სახლისკენ ავიღეთ გეზი. იოს სახლი არ ვიცოდი სად იყო,როგორც აღმოჩნდა სოფლის ბოლოში მდებარეობდა.მოტოციკლით პირდაპირ ეზოში შევედით რადგან კარაბი ღია იყო.ძალიან ლამაზი სახლია,განსაკუთრებით ეზო მომეწონა სადაც ძალიან ლამაზი ყვავილები ყვაოდნენ.
-როგორც ვიცი ცოტახნის წინ ჩამოხვედი და ამ ეზოს ვინ უვლის?
-სალს მომვლელი დავუქირავე,თვეში რამოდენიმეჯერ მოდის და ის უვლის აქაურიბას
-აჰამ გასაგებია
-მოდი შევიდეთ -იო წინ გამიძღვა და სახლში შევედით,ძაალიან მყუდრო და ლამაზი სახლია,
-თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში-ღიმილით მითხრა
სამზარეულოში შევედით ,ველაფერი მოწესრიგებულია,ვინიტყვის რომ აქ ბიჭი ცხოვრობს
-შენ მანდ ჯადექი და სულ მალე მოვამზადებ
მეც მოვთავსდი მაგიდასთან და მოფუსფუსე სანდროს ღიმილით ვადევნებდი თავს.ომლეტები მოამზადა,სალათიც დაჭრა,და თვითონაც დაიკავა ადგილი.
-გემრიელად მიირთვი ნეკა
-შენც ასევე
ყველაფერი ისეთი გემრიელი იყო ვფიქრობ სახეზეც მეტყობოდა კმაყოფილება.
-არაღ გკითხავ როგორ მოგეწონათქო -გამიღიმა
სუფრა ერთობლივად ავალაგეთ ,ჭუჭელი მანქანაში მოვათავსეთ .
-ბარემ ცივი ყავაც დავლიოთ
-კარგი ოღონდ მე მოვამზადებ
-ნო პრობლემ
ყავა და შაქარი ჭიქაში ჩავყარე,ცოტა წყალი დავასხი და ყავის სათქვეფი მიქსერით ავთქვიფე.ყავა ჭიქებში ჩავასხი,ყინულებიც ჩავყარე და იოსკენ დავიძარი რომელიც მისაღებში მდივანზე მოკალათებულიყო.გაოცებული დავრჩი როცა დავინახე ეწეოდა,
-შენ რა ეწევი?
-რაიყო ,რამ გაგაკვირვა ასე ძალიან
-უბრალოდ აქამდე არ დამინახავს
-იშვიათად ვეწევი,ამიტომაც ვერ დამინახე
უნდა ვაღიარო რომ საშინლად უხდებოდა სიგარეტი ,ნაპასს ისე არტყავდა მეც მომანდომა მოწევა,
-ასე რატომ მიყურებ? -დაბნეულმა მკითხრა
-როგორ გიყურებ?
-უცნაურად,
-სიგარეტს ვუყურებდი-ვიცრუე
-არ თქვა არ მაქვს გასინჯულიო,ვერ დავიჯერებ
-დედას ვფიცავარ-მართლა არასოდეს გამისინჯავს
-ვაიმე რა ბავშვი ხარ.
-რატო ვარ ბავშვი ?
-ისე საყვარლად თქვი დედას გეფიცებიო ,პაატარა ბავშვი თუ იტყოდა მაგას
-ერთ დღეს გავსინჯავ აუცილებლად
-გინდა გაგასინჯო? ოღონდ ზუსტად ვიცი არ მოგეწონება
-სანდრომ რომ გაგვიგოს ორივეს მოგკვლავს
-ჰოდა არ გავაგებინოთ-ღიმილით მითხრა.
თავისი ხელით მომიტანა ტუჩებთან სიგარეტი, არ მჯერა ამ სიგიჟეს თუ ვაკეთებ.
-იცოდე ღრმად არ შეისუნტქო,მსუბუქათ ჩაისუნთქე და ფილტვებში ჩაუშვი ბოლი -თან ეცინებოდა თავის ლაპარაკზე
-არის სერ.
სიგარეტი ტუჩებთან მომიტანა ნაც ტუჩებს შორის მოვიქციე და ნაპასი დავარტყი,როგორც იომ მითხრა ყველაფერი ისე გავეკეთე,წამიერი თაბრუს ხვევა ვიგრძენი და ეგ იყო და ეგ,მაგრამ ის რომ ცოტახნის წინ ამ სიგარეტს იოს ტუჩები ეხებოდა ამან უფრო იმოქმედა ჩემზე
-აბა როგორი იყო? მკითხა ინტერესით
-ვერ ვიგებ რატომ მოგწონთ ,საშინელი გემო აქ.
შემდეგ ისევ თავად განაგრძო მოწევა.
-ჰომ გითხარი არ მოგეწონებათქო ,შენ კამფეტები უნდა ჭამო,ასეთი ხიხიები არ გინდა -დამცინის
-არ მჯერა ეს თუ გავაკეთე თან შენთან ერთად,როგორც წესი დაქალები ეწევიან ერთად
-იმდღეს ისე გამომაწყე კი ვგავდით დაქალებს,შე ცელქო ბავშო მეც გადამიყვანე ჭკუიდან.
-შენთვითონ შემომთავზე გაგასინჯებო-უცბად გადავაბრალე
-სახეზე გეტყობოდა დღეს თუ არა აუცილებლად გასინჯავდი,და ჯობდა ჩემთან ერთად გაგესინჯა ,სხვა დროს შეიძლება ხველით დამხრჩვალიყავი-ცხვირზე თითი დამკრა და გაიცინა
სულ დამავიწყდა ყავა რომ დასალევი მაქ,ჭიქა ავიღე და ტუჩებთან მივიტანე ,უცბად ხელიდან გამისრიალდა და მთელი ყავა ზედ გადავისხი,
-ვაიმე რატომ ვარ ასეთი დაბდურაა-ხმამაღლა გამეფიქრა ნამეტანი
-მიკვირდა დღემ მშვიდად ჩაიარათქო,მაგრამ ვცდებოდი
-ნუ დამცინი-გავებუტე
-ბუტია ბავშვი
-ბავშვი არ ვარ
-ანუ ბუტია ხარ-ისევ იცინის
წამოდი გამოიცვალე თორემ ასე ჰომ არ იქნები,ხელი ჩამკიდა და კიბეზე ავედით ,მერე პირველივე ოთახში შევედით.აშკარად იოს ოთახია ,სულ მისი სურნელი დგას
.კარადასთანნ მივიდა და მაიკა მომაწოდა,
-ეს ჩაიცვი,მართალია ცოტა პატარა გექნება მაგრამ სულ არაფერს ჯობს.
-მიტრიალდი მაშ
-უფ მორცხვი გოგო,შენ არ იყავი ვითომ პიჟამოებით რომ დატანტალებდი და სინამდვილეში ყველაფერი რომ გიჩანდა?-აუ პროსტა რა გამიხსენა ტიპმა,სირცხვილით ავწითლდი
-როგორ მიყვარს რომ წითლდები-რაო რა მითხრა? მიყვარსო? ამას უნდა სულ გადამრიოს
-ჰე მიდი ახლა მაგელოდები-ჯერ თვალები დახუჭა,მერე ხელები აიფარა და ბოლოს შეტრიალდა.-რა გიჟია ღმერთოჩემო
სწაფად მოვიშორე ჩემი დალაქავებული მაიკა,და სანდროს მაიკა გადავიცვი.
-შეგიძლია შემობრუნდე
-ჩემზე მეტად შენ გიხდება ეგ მაიკა ასერომ გჩუქნი შენი იყოს.
-მადლობა.
დროა წავიდეთ .მითხრა ღიმილით დაბლა დავბრუდით ჩემი ჩანთა ავიღე და სახლი დავტოვეთ.ამჯერათ ჩემი ინიციატივით მოვხვიე იოს ხელები წელზე,და თაი დავადე,ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სხეული ,მაგრამ მალევე დაუბრუნდა პირვანდელ მდგომარებას. სახლში მალევე მოვედით ,ყველანი ეზოში იყვნენ.სანდრო გაბრაზებული იყურებოდა,ცოტა ავნერვიულდი მისი სახის დანახვისას
-სად ხართ ამდენ ხანს?-გაბრაზებული ტონით გვკითხა
-რასახეგაქ შ@ჩემა-ღიმილით უთხრა იომ,ჯერ მთელი სოფელი მოვიარეთ,მერე მოგვშივდა ჩემთან წავედით და ვჭამეთ.რა როჟებს კერავ თითქოს არ მიცნობდე
სანროს სახე შეეცვალა და ის გაბრაზებული უცბად ღიმილმა ჩაანაცვლა,მეც ამოვისუნთქე
-უბრალოდ ვინერვიულე ,რომ დაიგვიანეთ ,შენ გამორთული გქონდა ტელეფონი ,ნეკა არ მპასუხობდა
-ალბად დამიჯდა არც მინახავს ტელეფონი-თქვა იომ
-უი მე კიდე ხმა მქონია გამორთული-დამნაშავის ხმით ამოვთქვი
-ეგ რა გაცვია ?-თეომ დააბრეხვა
-ისა მე ყავა გადამექცა ზედ და მერე იოანემ თავისი მაიკა მომცა,თორემ ჩემი სულ დალაქავდა -ახლა შევატყე სხვების თანდასწრებით იოს არ ვეძახდი
-გამიკვირდებოდა რამე რომ არ მოსვლოდა-თავისთვის ჩაიბურტყუნა სანდრომ
თეო თვალებით მბურღავდა როგორც სჩვევია
-მოდით ხვალ რამოდენიმე დღით ქობულეთში წავიდეთ ზღვაზე,ბათუმი ამოვიდა ყელში არ მიხსენოთ-თქვა გიომ
-ზღვის ხსენებაზე ხტუნვა დავიწყე ისე გამიხარდა
-აუ წავიდეთ რა-ავყევი მეც
-მეც თანახმა ვარ თქვა თეომ
-მეც წამოვალ ოღონდ ,თამოსაც წამოვიყვან,რომ გაიგოს ზღვაზე წავედი გაგიჟდება-უფ ის ქერა რომ არ წამოათრიოს არ შეუძლია
-კარგი თანახმა ვარ ,რამოდენიმე დღე ავიტან- ვთქვი მოღუშულმა
-შენც ხომ წამოხვალ? იოს შევხედე,რომ თქვას არ წამოვალო შეიძლება ვიტირო, ნეკა ძალიან მიეჩვიე ამ ბიჭს,შემახსენა მეორე მემ

-წამოვალ რატომაც არა.-თვალებიი გამიბრწყინდა ,რამის მივვარდი და ჩავეხუტე
-ძალიან კარგი,მაშინ დროა ბარგი ჩავალაგოთ დილით ადრე უნდა გავიდეთ-გიომ თქვა და სახლისკენ წავიდა,თეოც მალევე მიყვა,ჩვენ სკამებზე ჩამოვჯექით.სანდროს ტელეფონმა დაურეკა ისიც გვერდით გავიდა ალბათ ქერამ დაურეკა
-სანდროს ისეთი სახე ჰქონდა შემეშინდა-ვუთხარი გულწრფელად
-და შენ ისეთი სახე მიიღე მის დანახვისას ,მომერიდა თორემ ბევრს ვიცინებდი.
-მიხარია შენც რომ მოდიხარ თორემ უშენოდ მოვიწყენდი.-რა გრძელი ენა გაქ ნეკა-ჩაეღიმა და არაფერი უთქვამს სანდრო დაბრუნდა.
-წავალ მეც გავემზადები, დილით რომელ საათზე მოვიდე?
-7 ზე გავიდეთ
-კარგი ,დროებით ძმაო,კარგად ნეკა
-მადლობა დღევანდელი დღისთვის ,კარგად გავერთე-გამიღიმა და წავიდა.მეც ოთახში ავედი ბარგის ჩასალაგებლად,არ გამკვირვებია ოთახში თეო რომ შემომივარდა,ყველაფერი ზერელედ მოვუყევი,სიგარეტი არც მიხსენებია,რატომღაც ყველა ემოციის ჩემთვის შენახვა მინდოდა.თეომ მალე დამტოვა,ბარგის ჩალაგება დავასრულე ,შემდეგ შხაპი მივიღე და დავწექი.იოს გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი,ვიხსენებდი დღევანდელი დღის თითოეულ მომენტს და სულელივით ვიღიმოდი,საბოლოოდ საკუთარ თავს გამოვუტყდი რომ საშინლად მომწონდა ეს ბიჭი.
რადგან თამო თავის მანქანით მოდიოდა სანდრომ იო დასვა საჭესთან ,მაგისტრალიდან თამოს მანქანაში გადაბრძანდება.გიოს მანქანა იმდენად პატარა იყო თეო და ბარგი ჩაეტია მხოლოდ,მაგიტომ არ მომწონს სპორტული მანქანები ,მე სანდროს მანქანაში მოვთავსდი .იმხელა ადგილი მქონდა ალბათ გზაში კარგად წავუძინებ.სანდრომ იოს გვერდით დაიკავა ადგილი.ნაზიკომ დაგვლოცა,რომ ჩახვალთ აუცილებლად დამირეკეთო.ჩვენც დავიძარით,რადგან სოფელი მაგისტრალთან ახლოს იყო რამოდენიმე წუთში უკვე იქ ვიყავით,სანდრომ თამოს ზუსტი კოორდინატები გაარკვია და რამოდენიმე მეტრის გავლით ქალბატონის მანქანაც დავინახე.სანდრო გადავიდა ,მე ფანჯარას ჩავუწიე და მოვალეობის მოხდის მიზნით მოვიკითხე.
-თუ გინდა წინ გადმოდი -იომ გადმომხედა
-არა იყოს არ მიყვარს წინ ჯდომა აქ კომფორტულად ვარ.
-კარგი როგორც გინდა.
-მიდი მუსიკა ჩართე რა, -ვთხოვე მანაც უცბად მიაჭირა კნოპკას თითი და ONE DAY I AM GONNA FLY AWEY -ის ჰანგები გაისმა.ვაიმე როგორ მიყვარს,მეც ავყევ სიმღერას, იო სარკიდან მიყურებდა და იცინოდა ჩემი ყროყინის მოსმინისას,მალე მოვითენთე სავარძლზე გავწექი და ჩამეძინა.არვიცი რადენ ხანს მეძინა მაგრამ როდესაც გავიღვიძე საწოლში ვიწექი,ტუმბოზე წერილი იდო,ჩვენ პლაჟზე გავდივართ ,თეოსგან იყო.რაა რომელი საათია? 5 ხდებოდა ამდენ ხანს როგორ მეძიინა,მაგრამ რათქმაუუნდა დრამინას დამსახურებაა,მგზავრობას ვერ ვიტან ამიტომ სულ წამალს ვსვავ როდესაც შორ მანძილზე მიწევს წასვლა.დღეს არ ვაპირებ გასვლას,ბარგი ამოვალაგე,ოთახი ნორმალურია,შემდეგ ჰოლში გავედი.ჩემდა გასაკვირად იო აქ დამხვდა,წვენს სვავდა.
-მეგონა შენც პლაჟზე იყავი,წერილი ვნახე
-დასვენება გადავწვიტე,ბარგიც დავაბინავე
-ჩვენ რა ერთნაირები ვყოფილვართ-გამეცინა ,არც მე მიყვარს პირველი დღეს გასვლა,ჯერ სანამ აქაურობას კარგად არ შევეწყობი.კარგი სახლია მარტო ჩვენ ვართ?
-კი ,სულ 4 საძინებელია,თეომ თავი გაიგიჟა ნეკასთან ერთ ოთახში არ მინდა ღამე ვიცი რამეს დამმართებსო,ამიტომ მე და გიორგის მოგვიწია ერთად ყოფნა,შენიძმა და ქერა ერთ ოთახში იქნებიან
-რაო რა თქვი სანდროდა ვინ?მის ნათქვამ ქერაზე გამეცინა
-ქერა, რაიყო შნ სულ ეგრე მოიხსენიებ და მეც მივეჩვიე იმედია მასთან არ წამომცდება
-მიდი სიმართლე თქვი ჰომ აუტანელია
-ვაიმე გოგო რას მეჭორავები,იმაზე საუბარს არ ვაპირებ
-უიმე კაი ჰო.წავედი მშია უნდა ვჭამო
-მიდი მიდი ცოდოა ამდენ ხანს შენი კუჭი-დამცინის ეს ეს საყვარელი არსება.რაო რაო? ადრე ზორბა ცხოველიო და ახლა საყვარელია ჰო .მეორე მე-მ წაისისინა,საყვარელია და რა ვქნა
მაცივარი გამოვაღე ძეხვი ავიღე პურში ჩავიდე და გემრიელად მივირთვი,შემდეგ ჩემს ოთახში ავედი შხაპი მივიღე.ისე ცხელოდა ორი საათი ვიყავი აბაზანაში.შემდეგ თეოს ესემესი მივწერე ვიძინებ არ გამაღვიძოთთქო და საწოლში მოვთვსდი.დილით მზის ამოსვლას უნდა ვუყურო ამიტომ ადრე ვიძინებ.ყურსამენები მოვირგე და გადავეშვი სხვა სამყაროში,
დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა 5 ის ნახევარია,სწრაფად ავდექი ჩავიცვი ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავაწყე ,ჟაჯეტი ჩავიცვი რადგან დილით გრილა.თეოს ისევ ესემესი დავუტოვე პლიაჟზე გნახავთთქო და სახლიდან გავედი,ჯერ ისევ ბნელოდა,მიხარია მივასწარი მზე ჯერ ჰორიზონტზე არ ჩანდა.პლედი გავაფინე ყურსასმენები მოვირგე და ჰორიზონს გავხედე.მოლივლივე ზღვის ტალღბს ნელ-ნელა შეერია მოწითალო ფერი ,მზე ამოსვლას იწყებდა ,გავინაბე და სრულ ნეტარებას მივეცი თავი.ამაზე საოცარი არაფერი მინახავს,აი მზის ჩასვლა ჰო ლამაზი მაგრამ დამერწმუნეთ ამოსვლა ბევრად ჯობს,თითქომს მზე ღვის გულში ცხოვრობსო,ისე ნელნელა ამოიწია მისი შორეული ფსკერიდან და აალივლივა ტალღბი ,ცა ჯერ წითელ და სტაფილოსფერ ფერებში განათდა ,მზის სრული ამოსვლისას კი არემარე განათდა .ბედნიერი წამოვხტი ჟაკეტი გავიხადე და სირბილით შევვარდი ზღვაში.
ჯერ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო ამიტომ მარტოობით და ზღვის იდუმალებით ვტკბებოდი.კარგა ხანს ვიცურავე შემდეგ ამოვედი წყლიდან ,მზისგან დამცავი წავისვი და პლაჟზე გავწექი.ნელნელა ხალხიც აირია.ჩრდილი რომ მომადგა ვიგრძენი თავზე ვიღაც მადგა,თვალები გავახილე და იო შემრჩა,დანარჩენებიც მოდიოდნენ
-შენ რა ეშმაკუნა ყოფილხარ -მითხრა ღიმილით.ფეხზე წამოვდექი რათა თამო გადამეცონა რომელიც მალე მოგვიახლოვდებოდა.იომ ჩამი სხეული დაათვალიერა ,ჩაიღიმა და გვერდით გაიწია.
-ნეკა საყვარელო როგორ ხარ?-გაიწელა თამო
-კარგად როგორც მხედავ ,თავად როგორ გიკითხო?
-შენი ძმის ხელში როგორ ვიქნები-გამენაზა აქ გოგო,მხოლოდ გავუღიმე
-შენი მსუნაგობის ამბავი რომ ვიცი მოგშივდებოდა,აი ეს წამოგიღე,-თეომ ბურგერი გამომიწოდა
-ვაიმე მიყვარხარ დაო-გამოვართვი და დიდი ლუკმა მოვკბიჩე

ყველანი ზღვაში შევიდნენ ,იომ მაიკა რომ გაიხადა რამის წნევამ დამარტყა მისი იდეალური სხეული რომ დავინახე,პრესი ისე გამოკვეთილად ეტყობოდა ,ალბათ რამდენ ბიჭს შეშურდებოდა მისი,უნებურად ტუჩზე მეკბინა,სწრაფად მოვაშორე მზერა თორმე კარგი არაფერი მელოდა.დღემ მშვიდად ჩაიარა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა,მომდევნო ორი დღეც ანალოგიური იყო,თამო შებრაწულ გოჭს გავდა.
მესამე დღეს გიო და იო პლაჟზე არ წამოვიდნენ, ჩვენ სახლში დავბრუნდით მაგრამ არცერთი არ დაგვხვდა,
თეომ იკითხა სადარიანო და სანდრომ ბიჭები არიან გაიგულავესო,საშინლად მომხვდა გულზე ეს სიტყვები,არაფერი შევიმჩნია ჩემს ოთახში ავედი და წყალი გადავივლე.შემდეგ თხელი სარაფანა გადაიცვი და სამზარეულოში ჩამოვედი,როგორც სჩანს კიდევ არ მობრძანებულან,სიმწრისგან იმდენი ვჭამე ბოლოს გულის რევის საშინელი შეგრძნება მქონდა.მოწყენილს არ ვიცოდი რა მეკეთებინა ამიტომ თეოსთან ასვლა გადავწყვიტე,კარზე დავუკაკუნე
-შემოდით
-რაშვები?
-თოკოს ველაპარაკებოდი შენ?
-ვაიმე ხელი ხომ არ შეგიშალეთ გვრიტებო?
-არა გოგო მოდი ჩამოჯექი
-სად წავიდნენ ვითომ ისორი?
-არ თქვა რომ ეჭვიანობ
-ვაიმე რა სისულეებს ბოდავ,რატომ უნდა ვიეჭვიანო
-სახეზე გაწერია ყველაფერი ,ასერომ ჯობს გამოტყდე-დამალვას რაღა აზრი ჰქონდა
-კარგი ჰო,მეეჭვიანება ,მაგრამ მიზეზი არ მაქ,არც ჩემი შეყვარებულია,არც მოვწონვარ და საერთოდ არავინ ვარ,მე დებილი კიდე ვდგავარ და ნერვებს ვიშლი
-მგონი შეგიყვარდა
-არვიცი,თავს უცნაურად ვგრძნობ,ფაქტია ძალიან მივეჯაჭვე და საშინლად ცუდი წინათგრძნობა მაქ
-კარგი რა ნეკა,ცუდზე ნუ ფიქრობ-ჩემი დამშვიდება სცადა თეომ.უნებურად ცრემლები წამომცვივდა
-ვაიმე ტირიხარ? რა სულელი ხარ მოდი ჩემთან-თეოს ჩავეხუტე და უფრო ვუმატე ტირილს
-მიდი ეხლა პირო დაიბანე დაწყნარდი და ქვემოთ ჩავიდეთ
ცივი წყალი მესიამოვნა ,სახეზე შევისხი და ცოტა დავწნარდი.
დაბლა ჩასულებს იქ დაგვხვდნენ ვაჟბატონები,იოსთვის არც შემიხედავს
-სად იყავით -კითხა თეომ
-დაო ნუ გვკითხავ ,ისეთი ნაშები ავყარეთ ახლა აქრო გვხედავ გიკვირდეს
ვიცოდი რომ გოგოებთან იქნებოდნენ,რას ველოდებოდი ერთი ორჯერ თბილად მომექცა და შევუყვარდებოდი,რა სულელი ხარ ნეკა.საშინლად მინდოდა მარტო ყოფნა და ტირილი,უკვე შინაგან ტკივილს ვერ ვუძლებდი.
-თავს შეუძლოთ ვგრძნობ ,ოთახში ავალ უჩემოდ წადით მე დავიძინებ.-ვუთხარი და წამოსვლას ვაპირებდი იოს სიტყვებმა რომ შემაჩერა
-რა გჭირს ცუდად რატომ ხარ? -არც შემიხედავს არაფერიტქო ვუთხარი და სწრაფად ავირბინე ოთახში ,კარი ჩავკეტე და ცრემლებს გადმოსვლის საშუალება მივეცი.სულელი ვარ ,მიდი ახლა და იბღავლე მეტის ღირსი ხარ.
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვვიძა,სწრაფად დავლიე წამალი ,გავემზადე და მარტო წავედი პლაჟზე.კარგა ხანს წყალში ვინებივრე,შემდეგ შეზლონგზე გავწექი და აღარც გავნძრეულვარ.ჩვენებ რომ მოვიდნენ მე წამოვედი,არავის თავი არ მქონდა .წყალი გადავივლე ,ვჭამე და დავწექი,ესეც ჩემი დასვენება,ისევ ჯობდა არ წამოსულიყო.
როგორც ჩანს ჩამეძინა 8 საათი ხდებოდა.სწრაფად ავდექი ,თეოს შევუარე ,საბედნიეროთ ოთახში დამხვა
-ვაიმე ადამიანო აქ დასაძინებლად ჩამოხვედი?
-რავქნა ჩამზინებია
-სანდრომ და ქერამ იჩხუბეს
-რაა ? მიდი სწრაფად დეტალებში მოყევი
-იმ ალქაჯმა ვიღაც გოგოზე იეჭვიანა,სანდროს სცენები მოიწყო იქ,მერე ამან ყელში ამომივიდა შენი გამოხტომებიო,შენი დანახვა აღარ მინდაო.ჰოდა ეს ჩვენი ქერა წაბრძანდა აქედან
-ვაიმე თუ მჯეროდეს,ნუთუ ჩემს ძმას თვალები აეხილა
-სანდრო ისეთი გამწარებული იყო არამგონია კიდევ შეურიგდეს
-ძაან კაი,ძლივს რაღაცამ გამახარა,აფსუს რატომ არ ვიყავი იქ-რა ბოროტი ვარ
-გიო და იოანე იმათ შემხედვარე ფხუკუნებდნენ.
-ახლა სადარის სანდრო?
-გიო წაიყვანა ,ისეთ გოგოებს გაგაცნობ ის ქერა სულ დაგავიწდებაო
-მიკვირს ის ვაჟბატონიც რომ არ გაყვა
-რაღაცა უხასიათოდარის დღეს
-ალბათ ნაშამ დაადო,წავედი მე გავდივარ სანაპიროზე არ წამოხვალ?
-არა წადი შენ თოკოს უნდა დავურეკო
თეოს დავემშვიდობე,რადგან დღეს აქ ყოფნის ბოლო დღ იყო გადავწყვიტე გვიანობამდე დავრჩენილიყავი სანაპიროზე.ზღვაში აღარ ჩავსულვარ ,მშვიდად ვსეირნობდი,ისე დამარამდა ვერც შევნიშნე.მოვტრიალდი სახლისკენ წამოსვლას ვაპირებდი იო რომ შევნიშნე ჩემსკენ მოდიოდა,შორიდანვე ვიცანი მისი მამაკაცური სიარულის მანერა.
-ძლივს გიპოვე
-რას დამეძებდი მერე
-შენი ნახვა მინდოდა
-რატომ?
-კიდევ მებუტებბი?
-შენ რა ნასვამი ხარ?
-ცოტა,მაგრამ მგონი რაღაც გკითხე
-საერთოდახ არ გებუტები,რატომ უნდა გებუტებოდე
-ტყუილი არ გამოგდის-გამიღიმა მე რომ მაჯადოვებდა ისევ
-რაიყო ნაშა ვერ ააგდე და ახლა გაგახსენდი?
-შენ რა ეჭვიანობ?
-რა მაქ საეჭვიანო
-რავიცი რავიცი,
-სანდრო და გიო დაბრუნდნენ?
-არა ჯერ
- შენ რატომ არ გაყევი? თუ ერთმა დღეს დაგაკმაყოფილა
-რომ კითხო არ ეჭვიანობს,თუ დაგაწყნარებს არსად ნაშბში არ ვყოფილვართ,გიორგიმ ვიღაცა გათხოვილი ქალი შეაბა,მერე იმის ქმარი და ძმაკაცები დაგვადგნენ და მოკლეთ მთელი დღე მაგ საქმეებს ვაგვარებდით, გიორგიმ თეოს ის იმიტო უთხრა რომ მერე დასცინებდით
-მართლა არ ყოფილხარ გოგოსთან? -თითქოს ბორკილები მომხსნეს ისე მეამა მისი სიტყვები
-ჰომ ვამბობ სულელი ბავშვი ხარ.
-მივედი და ჩავეხუტე, უბრალოდ იმ წუთას ხვა რაფერი მინდოდა,მეც ავდექი და გავაკეთე ,რაც მოხდება მოხდეს,მისი ხელებიც რომ ვიგრძენი ჩემს სხელზე მოხვეული საოცარი ბედნიერების განცდა დამეუფლა.
მერე მომიშორა მისი სხეულიდან თვალებში ჩამაშტერდა და მოულოდნელად ტუჩებზე დამაცხრა,ისე ვნებიანად მკოცნიდა აზროვნების უნარი წამერთვა,სხეულში სასიამოვნო იმპულსებს ვგრძნობდი,ვავშეშდი ვერც კოცნაში ავყევი და არც მოშორება შემეძლო,ცოტაც და ალბათ დავეცემოდი.
როგორც იქნა მომშორდა და ვნებამორეული თვალებით შემომხედა.და იცით მე რა ვქენი? გამოვიქეცი,ჰო ასე უცბად ელვის სისწრაფით მოვწყდი ადგილს,რა მომარბენინებდა არ ვიცი მადრამ მე ჰომ ადეკვატური ქცევა არ მჩვევია.ოთახში სწრაფად ამოვარდი და საწოლზე დავეგდე.მის ფაფუკ ტუჩებზე ფიქრში ჩამეძინა.
დილით ადრე გავიღვიძე ,ბარგი ჩავალაგე და ჩემი ბარგიანად ჰოლში ჩავედი ,ჯერ არავინ ჩანს,დივანზე დავჯექი და ტელეფონში ძრომიალი დავიწყე.თავზე იო წამომადგა,ისეთი სახით მიყურებდა შემეშინდა
-სალაპარაკო მაქ
-გისმენ
-გუშინ რაც მოხდა ,არ ვიცი რა დამემართა,სასმელმა იმოქმედა ,იმედია არასწორად არ გაგიგია.-ამის გარდა ყველაფერს წარმოვიდგენდი რომ მეტყოდა,არაფერი შევიმჩნიე არადა მინდოდა მეყვირა
-აღარც მახსოვს გუშინ რაც მოხდა-ისე ვუთხარი თითქოს სულ ერთი იყო,მაგრამ მე ჰომ ვიცი რასაც ვგრძნობ
-ძალიან კარგი-ირონით მითხრა
დანარჩენებიც ჩამოვიდნენ და ყველა მანქანაში მოვთავსდით,რადგან სანროს ქერას დაშორდა და ის წავოდა ამჯერათ სანდრომ დაიკავა მძღოლის პოზიცია და ის ვაჟბატონი გვერდით მოუჯდა.
ისევ ჩამეძინა წამალმა თავისი ქნა,რომ გავიღვიძე უკვე სახლში ვიყავით,არავის ნახვა მინდოდა ,არც ჭამა და საერთოდ ოთახიდა გასვლის სურვილიც კი არ მქონდა.ასეც მოვიქეცი ,თეო რომ შემოვიდა ოთახში თავი მოვიმძინარე და ისიც მალევე გავიდა.
რა მეგონა ერთხელ მაკოცა და ვუყვარდი? სულელი ვარ სულელი.მაგრამ მისი ქცევა ,მისი ყურადაგღება ალბათ ყველაფერი სხვანაირად აღვიქვი.მთელი ღამე ვერ დავიძინე ,დილიტ შხაპი მივიღე და ქვემოთ ჩავედი.ახლა გამახსენდა რომ გუშინ ნაზიკო არც მინახავს, სამზარეულოში მოფუსფუსეს უკნიდან ჩავეხუტე,როგორც ყოველთვის შევაშინე ,ბევრი მკოცნა ძლივს მოვშორდი.ეზოში გავედი ჰამაკში მოვთავსდი.
მოტოციკლეტის ხმა გავიგე და ერთიანად დამეძაბა სხეული,საშინლად არ მინდოდა მასთან შეხვედრა.კიდევ კარგი თეო გამოვიდა.
-ძილისგუდა როგორ ხარ?
-კარგად თეო შენ?
-რავიცი ვარ რა.
-გამარჯობათ-მოგვესალმა მეც უხეშად მივუგდე სალამი. ბიჭებიც გამოვიდნენ
-თეო მზად ხარ? -ჰკითხა გიორგიმ ,ნეტა რისთვის ემზადებიან
-უი ნეკასთვის არ მითქვამს-მერე მე მომიბრუნდა-ჩვენ სახლში მივდივართ
-მეც წამოვალ რა ,სახლი მომენატრა ,დედა მამა-ვიცრუე სინამდვილეში მისგან გაქცევა მინდოდა
-რასამბობ გოგო შენ არიყავი ერთი სული გქონდა სოფელში წავიდეთო- სანდრომ მითხრა
-ჰო მაგრამ მომწყინდა ,შენ დარჩი მე ამათ გავყვები
-კარგი როგორც გინდა,მაგრამ მაინც ვერ ვიგებ რა მოგელანდა.
-მაშინ სანდროს მანქანით წავიდეთ ,თორებ ჩემს მანქანაში სანმი ვერ ჩავსხდებით
-კარგი წაიყვანე, იცოდე როგორსაც გატან ისეთივეს დამახვედრებ-სიცილით უთხრა გიორგის სანდრომ
-კარგი მაშ მიდი ნეკა ჩამოიტანე ბარგი.
მის მზერას ვგრძნობდი მაგრამ არ შემიხედავს,ისე ავუარე გვერდი .ბარგი არც ამომილაგებია უკან ჩამოვიტანე ჩემოდანი და ნაზიკოს ვუთხარი მივივართქო,იმდენი იწუწუნა რანის ამატირა.
-ჯერ გვესაუზმა და მერე წასულიყავით -გვითხრა სანდრომ
-მე არ მშია ,თეოც არ ჭამს დილით და ნეკა შენი მადა რომ ვიცი ჭამე და მერე წავიდეთ
-არ მშია არც მე-მადა არ მქონდა საერთოდ
ბარგი მანქანაში ჩავაწყვეთ,ჯერ ნაზიკომ გვკოცნა სუყველა,არ დამივიწყოთ მალე ჩამოდითო,შემდეგ სანდროს დავემშვიდობე ,იო გიოს მოეხვია,თეოც გადაკოცნა და ჩემი დროც დადგა .რა უნდა მექნა ჰომ არ გავიწეოდი? მოვიდა და ჩამეხუტა,თაბრუს ხვევა ვიგრძე ,მეგონა დავეცემოდი ტუჩები ყურთან მომიტანა
-ისევ გარბიხარ -ყურის ძირში მაკოცა და უცბად მომშორდა,ეს რა იყო ღმერთოჩემო ,გონს თეომ მომიყვანა ხელი ჩამკიდა და მანქანაში ჩამსვა .რას ნიშნავდა მისი სიტყვები და ის კოცნა,რატომ მეთამაშება ეს ბიჭი ვერ ვიგებ.
პირველი სამი დღე კარგად ვგრძნობდი თავს ,დედას და მამას არ ვასვენებდი ,მეგობრებიც მოვინახულე ,მაგრამ შემდეგ დაიწყო კოშმარი დღეები.მასზე ფიქრს თავს ვერ ვანებებდი,ყველგან ის იყო ,სიმრებში,ფიქრებში ,ალბათ მილიონჯერ გადავათვალიერე ჩვენი ფოტოები ჩემს ტელეფონში.
ერთი კვირა გავიდა რაც თბილისში ვარ,უკვე აგვისტო იწურება და უფრო დეპრესია მიპყრობს ,რადგან სწავლა დაიწყება მალე მე კიდევ არაფრის თავი არ მაქ.
მოულოდნელად სანდრო დაგვადგა თავს,იმდენ ხანს მაბზრიალა ხელში თავბრუ დამახვია.
-რაიყო სულ რაღაც 7 დღეა რაც არ მინახიხარ და ასე ძლიერად მოგენატრე? -ვკითხე სიცილით
-მოვიწყინეთ უშენოდ, რომ გამოგვექეცი
-სულ ჩამოხვედი თუ ისევ მიდიხარ?
-არა აღარ მივდივარ,ხვალ იოანე მიფრინავს ამერიკაში და გავაცილებ-თითქოს სხეულის რომელიმე ნაწილი ამომგლიჯეს , ტკივილი ვჭამს შიგნიდან,ანუ მიდის
-კარგად ხარ ნეკა? რა ფერი გადევს
-არაფერია სანდრო კარგად ვარ სიცხის ბრალია ალბათ
-შენც ხომ არ წამოხვალ აეროპორტში? გიოს და თეოსაც ვეტყვი
-ხვალ გოგოებთან ერთად მად დღე დაგეგმილი,თქვენ გააცილეთ და მოკითხვა გადაეცით ჩემგან-ვიცრუე,სად მაქვს იმდენი ძალა ვუყურო როგორ ადის თვითფრინავში და არაფერი გავაკეთო,უბრალოდ არ შემიძლია,ჰომ ვამბობდი გული ცუდს მიგრძნობსთქო, ესეც ჩემი არ დაწყებული სიყვარულის ისტორია უკვე დამთვრდა.
-კარგი როგორც გინდა ,გავედი მე მანქანას მივუყვან გიოს და ჩემსას წამოვიყვან
-კარგი მიდი
სანდროს გასვლა და ჩემი ტირილი ერთი იყო,მივხვდი როგორ დაკარგა სამყარომ ფერები,ნერვები მეშლებოდა ჩემს თავზე რადგან ის შემიყვარდა ვისთან ყოფნის შანსიც არ მქონდა,მაგრამ გულს ვერ უბრძანებო და მე ვინ ვარ რომ მასზე გავბატონებულიყავი.
თეომ გიომ და სანდრომ გააცილეს.სახლში მისულმა თეომ მაშინვე მე დამირეკა,ისეთი მოწყენილი იყო იოანე რამის ავტირდიო,ჩვენ რომ მივედით თვალებით ვიღაცას ეძებდა და უეჭველად შენო.ბოლოს ასე თქვა იმ ჭინკას მიხედეთ რომ ჩამოვალ საღსალამათი დამხვდესო.
ამეტირა,ალბათ ეწყინა რომ არ მივედი თორემ ჭინკას არ იტყოდა,მაგრამ ღირსია რას ელოდა ხელს დავუქნევდი ტრაპზე ასულს?
ისეთი უხასიათო გავხდი სახლში ყველას უკვირდა,მხოლოდ თეოს მოვუყევი ჩემი გასაჭირი.თქვენ წარმოიდგინეთ და აღარაფერს ვიმტვრებდი, ჩემი მოუხერხებლობაც იოსთან ერთად წავიდა სადღაც.დღეები ერთმანეთს ცვლიდა,და მეც ამ სამყაროსგან სულ უფრო შორს მივდიოდი.სწავლაც დაიწყო ,ლექციებზე ჯდომა უკვე აუტანელი იყო ჩემთვის.ირგვლივ იმდენი ხალხი იყო მაგრამ მის გარეშე ცარიელი მეჩვენებოდა სამყარო.
ვიცოდი რომ არ იყო ღირსი ასე ძალიან რომ მენატრებოდა მაგრამ ვერაფერს ვუხერხებდი ჩემს თავს,მახსენდებოდა მისი ღიმილი და ირგვლივ ყველაფერი წყვეტდა არსებობას,მისი სურნელი მენატრებოდა ,მისი ნაჩუქარი მაიკით ვიძინებდი თითქმის ყოველ ღამით და წარმოვიდგენდი თითქოს მას ვეხუტებოდი.
ერთ დღეს სულ შემთხვევით მოვისმინე სანდროს საუბარი უნივერსიტეტიდან დაბრუნებულმა,ვიღაცას ეუბნებოდა ვიცი ძმაო რომ გიყვარსო ,ხომ იცი მე თქვენი ბედნიერების გარდა არაფერი მინდაო,შენ ისეთი ხარ გოგო რომ ვიყო მეც კი შემიყვარდებიო თან იცინოდა.მერე გავიგე ხმა რომელიც მას ეკუთნოდა და მე ასე ძალიან მენატრებოდა,ა ეს რა შარში ვარ შენ ვერ წარმოგიდგენიაო.სხვა აღარაფერი გამიგია სასწრაფოდ ოთახში შევვარდი, ვიღაც შეუყვარდა ,ამ დღეს იმედი საბოლოოდ დავკარგე ყველაფრის ,მხიარული და მუდამ ენერგიული ვიღაც დეპრესიულ გოგოდ გადავიქეცი ,იმ ადამიანის გამო ვისაც არც კი ვადარდებდი.
სანდროს ვეღარ ვხედავდი დილით გადიოდა და ღამე ბრუნდებოდა, მადა სულ დავკარგე დედა გაგიჟებას იყო,ვარწმუნებდი გამოცდების გამო ვნერვიულობთქო.სახლის და უნივერსიტეტის გარდა არსად წავსულვარ.თურმე რა სუსტი ვყოფილვარ.
ერთ დღესაც მაღაზიაში შესულს სიგარეტი მომხვდა თვალში,გადავწყვიტე მეყიდა.სახლში ასულმა ჩემი ოთახის კარი ჩავკეტე და კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე,ისიც არ ვიცოდი როგორ მომეკიდებინა,როგორც იქნა მოვახერხე და სწრაფად შევისუნთქე მომწამლავი კვამლი,ფილტვები ამეწვა და ცოტა ხანს მახველა მაგრამ მალევე ვიგრძენი როგორ დამიტრიალდა ყველაფერი,რატომვაკეთებდი ამას? მის გამო, დარწმუნებული ვარ არასოდეს მოწევო, არ მოგეწონებაო,მისი ჯიბრით ვაკეთებდი ამ ყველაფერს ,მინდოდა რამენაირად შური მეძია მაგრამ საკითხავია ვინ უფრო ზიანდებოდა ამ ყველაფერს.ბევრს არ ვეწეოდი მაგრამ ასე თუ ისე მაინც მივეჩვიე.თეოს რომ ვუთხარი მოწევა დავიწყეთქო გამიგიჟდა ,იმდენ ხანს მლანძღა სანამ თვითონვე არ მიხვდა რომ უკვე აზრი აღარ ჰქონდა.თმა შევიჭერი რადგან მაღიზიანებდა ის ფაქტი რომ მან მითხრა გაშლილი თმა გიხდებაო,ისე მოკლეთ შევიჭერი პატარა კიკინასაც ვერ ვიკეთებდი.
მამამ რომ დამინახა გადაირია,რა უქენი ჩემს გოგოსო,დედამ სულ წახვედი ხელიდაანო,სანდრომ დამცინა ნამდვილი კაცური კაცი ხარო.ისე კი მომწონდა ახალი სტილი.
თეო გამოვიდა თმა რომ შევიჭერი იმ საღამოს ,არ იცოდა ახალი ამბავი,კარზე ზარმა რომ დარეკა მე გავაღე,ჯერ გაოცებული მიყურებდა ,ერე ისტერიული სიცილი დაიწყო ბოლოს როგორც იქნა სახლში შემოვიდა
-კარგად ხარ? ვკითხე მასზე არანაკლებ გაოცებულმა
-რა უქენი გოგო თმას ? სულ გადაირიე შენ?
-რას უწუნებ ახლა არ თქვა არ გიხდებაო
-შენ არ იყავი რომ ამბობდი სულ რომ ვკვდებოდე თმას არ შევიჭრიო?
-მართალი ხარ,უბრალოდ ტილები დამეხვა და რა მექნა-რაღაცნაირად ღადაობის ხასიათზე დავდექი
-მერე წამლები არ არსეობს?
-კაი დაიჯერე მართლა?
-ვაიმე ნეკა ვეღარ გცნობ
-ახლა ნეკა აღარ ვარ ჯეკა დამიძახეთ-ამაზე ორივეს გაგვეცინა
-რაიყო რამე მოწიე რაგაცინებს ?
-ჰო დიდი რაოდენობით დეპესია მოვწიე გინდა მოგაწევინო ? მარა რა ცოდო ხარ შენ არ მემეტები
-ღმერთო შენ უშველე
-ეჰ ღმერთიც რომ ვერ მიშველის ისეთ დღეში ვარ მე,წამო ჩემ ოთახში შევიდეთ მოწევა მინდა
-კაი რა ნუღა ეწევი ,რას იშხამავ ორგანიზმს ვერ ვიგებ
-ნუ დაიწყებ ისევ თავიდან გთხოვ
-კარგი კარგი რა აზრი აქ შენთან ლაპარაკს
-უი მართლა ჩემ ფბ ს რაღაც სჭირს მიდი ნახე რა იქნებ გამისწორო
ცოტახანს ეწვალა და საბოლოოდ გაასწორა
-მხეცი ხარ თეო რა
-მხეცი კიარა ეს ჟირაფის ფოტო რომ დაგიყენებია პროფილე შეცვალე გოგო რამე ნორმალური დააყენე
-რას ერჩი საყვარელ ჟირაფუნას
-მიდი გამოიპრანჭე და ახალი თავით გადაგიღებ ფოტოს და ეგ დააყენე ჩემი ხათრით,იცოდე არ მაწყეინო
არ ვუთხარი უარი რადგან მერე გამებუტებოდა,და ისედაც დანერვოზებულს მისი გაბუტვა ნაკლებად მინდოდა,მსუბუქი მაკიაჟი გამიკეთა ,შავი ზედა ამირჩია და ფოტოსესია დაიწყო.
ბოლოს როგორც იქნა აღფრთოვანებულმა თქვა უმაგრესი ფოტო გამოვიდაო.მართლაც მომეწონა ,რაღაცნაირი ფოტო იყო თან სევდიანი თანაც ვიღიმოდი,თავისივე ხელით ატვირთა ჩემს პროფილზე
-ახლა ნახე კომენტარები და მოწონებები
-შენ წარმოიდგინე და სულ არ მაქ მაგათი თავი,შენი ხათრით თორე ასი წელი არ ავტვირთავდი ახალ ფოტოს
-დროა ისევ ის ნეკა დაბრუნდეს,რამდენ ხანს აპირებ იმას მისტიროდე,დაივიწყე ნეკა და ეცადე სხვა ვინმე იპოვნო ვინც ნამდვილად შენი ღირსია
-ჰო აი ახლა დავწერ სტატუსს ვინც თვლით რომ ჩემი ღირსი ხართ მომწერეთ გაწყობს?
-გუშინ იოანემ ფოტო დადო ვიღაც გოგოსთან ერთად,არვიცი რამდენად სწორია რომ გეუბნები მაგრამ უნდა შეეგუო იმ ფაქტს რომ შეყვარებული ყავს.
-არ ვიცოდი მეგობრებში თუ გყავდა.-ყველაზე სულელური რამ ვთქვი იმ მომენტში
-ცოტახნისწინ დამამატა
-რა ღადაობაა ფბ ზეც კი არ მამატებს,მაგრამ რომ გამომიგზავნოს მოთხოვნა მაინც არ დავიმატებ
-არ გაინტერესებს როგორი გოგოა?
-ძალით მეუბნები ახლა მაგას თუ იმდენად სულელი ხარ რომ ვერ იგებ რა უნდა მითხრა და რა არა-გავბრაზდი საშინლად და მასაც ვაწყენინე მაგრამ თვითონ გამომიწვია
-კარგი ვჩუმდები,აზრი არაქ შენთან ლაპარაკს ჩემი წასლის დროა
გავაცილე და ჩემ თავზე ნერვებ მოშლილმა რამის მთელი კოლოფი სიგარეტი მოვწიე.მერე ცნობისმოყვარეობამ მძლია და გადავწყვიტე იოს პროფილი დამეთვალიერებინა.
მაგრამ იმ ერთის გარდა სხვა ფოტოები აღარ მინახავს,ისეთი ბედნიერი ჩანდა ფოტოზე მომენტალურად ჩემს უბედურ სახეს შევხედე სარკეში,ქერა მასზე ოდნავ დაბალი გოგო ნაზად იღიმებოდა, ვერაფერს ვიტყვი შესაფერისი წყვილია.ცრემლებმა ისევ თავხედურად იწყეს დენა.
დედა და მამა მივლინებაში არიან ,აღარც თეო მეხმიანებოდა ,როგორც ჩანს ძალიან ნაწყენია ჩემზე ,სანდრო ისევ მთელი დღე იკარგება და ღამე ბრუნდება.
ნოემბრის ბოლოა ,უკვე საკმაოდ ცივა,დილით ძლივს ავწიე თავი და სულ იძულებით წავედი უნიში,რაღაც ვერ ვიყავი კარგად .ლექციაზე შევედი და მალევე ვიგრძენი თაბრუს ხვევა,თვალთ მიბნელდებოდა ,ჩემს გვერდით მჯდომისთვის ვაპირებდი მეთქვა ცუდად ვართქო მაგრამ ვერ მოვასწარი გონება დავკარგე.ექთნის ოთახში მოვედი გონს ლექტორი შეშინებული დამცქეროდა.ექთანმა მკითხა თავს როგორ ვგრძნობდი და ვუთხარი ცოტა უკეთვართქო,მშობლებს დავურეკავთო მაგრამ ვთხოვე არ დაერეკათ რადგან არ მინდოდა ენარვიულათ ,ისედაც განიცდიდნენ მივლინება რომ გაუგრძელდათ,სანდროს ნომერი მივეცი და სულ რამოდენიმე წუთში შეშინებული სანდრო შემოვარდა ოთახში
-როგორ ხარ ნეკა,გული გამისკდა რომ დამირეკეს რა დაგემართა
-ექთანმა უთხრა სუსტადარის ბევრი არ ალაპარაკოთო,ჯობს ექიმს ანახოთ თავის დაზღევის მიზნითო
სანდრომ სწრაფად ამიყვანა ხელში ,იქ მყოფთ მადლობა გადაუხადა და საავადმყოფოში მომიყვანა,ხმის ამოღების თავი არ მქონდა მართლაც,უამრავი ანალიზი ამიღეს ,შემდეგ სანდრომ ოჯახის ექიმს დაურეკა,მოვა და ის გამსინჯავს,სანამ ქალბატონი ელზა მოვიდა ანალიზების პასუხებიც მზად იყო
-ჰემოგლობინი გაქვს ძალიან დაბალი,ასევე რკინის ნაკლელობა სხვა დანარჩენი ნორმაშია,
-როგორ იკვებები?- აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვჭამე სიგარეტის და ყავის გარდა მგონი რაც დედა და მამა წავიდნენ არაფერი მიმიღია
-სიმართლე გითხრად არ მახსოვს ბოლოს ნორმალურად როდის ვჭამე-რა აზრი ჰქონდა მოტყუებას,ექთანს დაუძახა გადასხმა დაუდგითო,ისე შებვიდა ნემსი ვენაში ტკივილიც ვერ ვიგრძენი
-მისმინე ნეკა ალბათ შენც კარგად ხვდები რომ ასე აღარ უნდა გააგრძელო,არმინდა შეგაშინო მაგრამ თუ ასე გააგრძელებ ანემია გარანტირებული გაქ,რადგან უკვე საწყისი ნისნები გიჩანს ,ახლა ვიტამინებს დაგინიშნავ და კვების რაციონს შეგიდგენ,იცოდე ყველაფერი ისე გააკეთე როგორც გეტყვი,შემდეგ სანდრო შემოუშვა ოთახში და დეტალებში გააცნო ყველაფერი,4 გადასხმა გამიკეთეს და შემდეგ გამომიშვეს.
სახლში მისულებს სანდრომ დროა სერიოზულად ვილაპარაკოთო,ყველაზე მეტად ეს არ მინდოდა ახლა მაგრამ ისეთი ოფიციალური ტონით მითხრა მივხვდი თავს ვერ ავარიდებდი.
-გისმენ ნეკა რა გჭირს თქვი,კარგა ხანია გამჩნევ რომ სულ სხვანაირად იქცევი,ახლა ესეც დაემატა
-არაფერი არ მჭირს სანდრო ,კარგად ვარ უბრალოდ გადავიღალე ,გამოცდები მაქვს სულ
-კარგი რა ნეკა,10 თითივით გიცნობ ,სიმართლე მითხარი
-იცოდე მეტს არაფერს მკითხავ, კარგი ჰო მართალი ხარ გამოცდები არაფერ შუაშია სულ სხვა მიზეზი მაქ,-შეყვარებული ვარ-სანდროს რეაქციის მეშინოდა,მაგრამ უცრად სიცილი დაიწყო
-რა გაცინებს სრიოზულად ვამბობ ერთი ბიჭი მიყვარს,მაგრამ იმას არ ვუყვარვარ და რა არც ვაინტერესებ,საერთოდაც შეყვარებული ჰყავს.
-მაინტერესებდა როდის აღიაარებდი,ეს ამბავი რომ არ მოგვსლოდა არაპირებდი ჰომ არაფრის თქმას?
-შენ რა იცოდი რაც მჭირდა?
-მე რა უნდა გამომაპარო დაიკო? სახეზე გაწერია ყველაფერი.-შოკში ვარ საიდან მიხვდა ,იმედია თეომ არაფერი უთხრა
-და არ მკითხავ ვინ არის?
-შენ თვითონ მითხარი მეტი არაფერი მკითხოო ,რომ გკითხო მიპასუხებ?
-არა
-ჰოდა რაღა გინდა.ერთს გეტყვი არავის და არაფრის გამო ღირს შენი ცუდად ყოფნა,ვინმემ რომ რამე მიქაროს შენთან მიმირთებაში ჩათვალე მკვდარია,თუ ნამდვილად გიყვარს ის ბიჭი მოთმინება გამოიჩინე რა იცი მომავალში რა ხდება,იქნებ შეუვარდე ან უყვარხარ კიდეც-ღიმილით მითხრა და სალათით სავსე თეფში წინ დამიდო,რაღაც უცნაურია ასე რომ შეხვდა ამ ამბავს
-მიდი ახლა ეს ჭამე ბოლომდე და აღარ დავინახო სახე გამოგტიროდეს
-არის სერ
ამ დღის მერე ცოტა გონს მოვედი,ჭამაც დავიწყე და ნელელა ჩვეულ ცხოვრების რიტმს ვუბრუნდებოდი,მაგრამ მასზე ფიქრი წამითაც არ შემიწყვეტია.თეოს ბოდიში მოვუხადე და შემოვირიგე,სიგარეტსაც თითქმის შევეშვი .
-დიახ გისმენთ?-უცხო ნომერი მირეკავს
-სალამი ნეკა ლანა ვარ შენი ჯგუფელი,მესენჯერში კონსპექტი გამოგიგზავნე და არ გინახავს ,ეგ ის თემებია რაც ხვალ უნდა ჩავაბაროთ მეგობრებში რომ არ გყევარ ალბათ ,,რექუესთებში „ იქება ნახე თორემ ხო იცი რა ჯაჯღანა კაცია.
-კაი ლანა ვნახავ ,მადლობა დიდი
ლანას დავემშვიდობე და მესენჯერში შევედი მართლაც გამოუგზავნია,თუ სპეციალურად არ ვნახე ისე არ მიჩვენებს შეტყობინებიბს აქ.უცბად ჩემი ყურედღება ერთმა მონაწერმა მიიქცია.ცხოველთა მეფე ასე აწერია ექაუნთს გავხსენი შეტყობინება.
-თმაზე ექსპერიმენტი ჩაატარე?-და ღიმილის სმაილი,რაში ადარდებს ამ ვიღაცას ჩემი თმა,მის პროფილზე გადავედი ფოტოები არ ედო,მაგრამ არც ახალი ექაუნთი არ იყო,3 წლის წინ დარეგისტრირდა როგორც ჩანს,ცოტა გართობა გადავწყვიტე და მეც პასუხი გავუგზავნე,თვითონ იმ დღეს ჰქონდა მოწერილი ახალი ფოტო რომ ავტვირთე.
-კი მიყვარს ექსპერიმენტები-და ენა გამოყოფილი სმაილი ,ვაიმე მივწერე თუ არა მაშინვე ნახა და რაღაცას წერს
-შენს ძველ ფოტოებს გადავავლე თვალი და გრძელი უფრო გიხდებოდა-ვინეკითხება ნეტა
-სამწუხაროა ასე რომ ფიქრობ მე ეს უფრო მომწონს
-კიდევ რა მოგწონს ჰომ ვერ მეტყვი?
-ბევრი რამ მომწონს ,ერთი კონკრეტული რა დაგისახელო?
-რაც შენ გაგიხარდეს
-კარგი სექს პარტნიორები მომწონს-ეს რატომ მივწერე თუ ვიცოდე,დამსინა და არაფერი მომწერა,კონსპექტი გავხსენი და კითხვა დავიწყე,ცოტახანში მესენჯერმა დაიწრიპინა
-მაშინ გეტყვი რომ ზუსტად გვიპოვნია ერთმანეთი-ეს თავხედი ,დამაცადე რა გიყო
-ააჰ მშვენიერია ,ალბათ მომავალში შევძლებ სიტყვების მაგივრად საქმით დამიმტკიცო-მეც აზარტში შევედი
-ეჭვიც არ შეგეპაროს.
-სიტყვაზე გენდობი.ცოტახანს მაცალე გავიხდი და შიშველი დაგენახები აბა შემაფასე
სანამ შეტყობინებას ნახვავდა გუგლიდან სწრაფად გადმოვიწერე გაპუტული ქათმის ფოტო და გავგზავნე,ჩემს თავზე მე თვითონ მეცინებოდა
-შენ წარმოიდგინე ზუსტად ვიცოდი რომ რაღაცას იმაიმუნებდი
-ნუთუ?
-კი 100% ით ვიყავი დარწმუნებული
-ყოჩაღ სწორად მიმხვდარხარ-რატომღაც საშინელი სურვილი დამეუფლა მოწევის და სადღაც მიგდებული სიგარეტის კოლოფი მოვნახე და ერთ ღერს გავუკიდე,5 დღეა აღარ მომიწევია
-ახლა რას აკეთებ ?
-გითხრა თუ განახო? -ჩაფიქრებული სმაილიც მივაყოლე
-თუ ისევ გუგლიდან აპირებ ფოტოს გადმოწერას და მერე გამოგზავნას ჯობს მითხრა
-დამიჯერე ნაღდია
თითებს შორის მოქცეულ სიგარეტს ფოტო გადავუღე და გავუგზავნე
ფოტოზე გაბრაზებული სმაილის რეაქცია გამოხატა,მე გულიანად გავიცინე
-რაიყო არ მოგწონს მწეველი გოგოები? ესეც მივაყოლე
-არა-ოჰ რა კატეგორიულია
-მე კიდევ ფეიკ ექაუნთებს ამოფარებული ბიჭები არ მომწონს
-და რა იცი რომ ბიჭი ვარ?
-ინტუიცია არასოდეს მღალატობს
-დიდიხანია ეწევი?
-რა მნიშვნელობა აქ?
-უბრალოდ მაინტერესებს
-ახლა ვცდილობ გადავეჩვიო ,და სულ რამოდენიმე თვის წინ დავიწყე და მივხვდი რომ სისულელე ჩავიდინე მაგრამ მთავარია ახლა შევძლო დანებება.და ზოგადად ამდენს რატომ გელაპარაკები
-მე არ დამიძალებია
-გასართობი მომაკლდა და ცოტას გავერთობითქო ვიფიქრე
-ანუ მიყენებ?
-ეგრე გამოვიდა
-კარგი,გასაგებია,იმედები გამიცრუვდა ისეთი არ აღმოჩნდი როგორიც მეგონე
-რას ვიზავთ,კარგი წავედი ახლა ვერ ვიტყვი სასიამოვნო იყო შენი გაცნობათქო ,მაგრამ არც უსიამოვნო ყოფილხარ
-ყოველთვის რატომ გარბიხარ?-თვალებს არ დავუჯერე,ისარის აქამდე როგორ ვერ მივხვდი,ამ ფრაზამ გაყიდა,მაგრამ რატომ მომწერა ჩემთან რა დარჩენია.მინდოდა რამე ისეთი მიმეწერა რაც გულს ატკენდა,მაგრამ ჩემი სიტყვა სულ ფეხებზე არ ჰკიდია?
-გამარჯობათ ბატონო იოანე როგორ ბრძანდებით?
-როგორ უცბად მიცანი,კარგად ვარ შენ როგორ ხარ ნეკა?
-მშვენივრად
-გავიგე ცუდად იყავი ,ახლა როგორ გრძნობ თავს? სანდრომ ენა ვერ გააჩუმა როგორც სჩანს,ვითომ ძალიან წუხს აფერისტი
-კარგად ვარ
-მოწევა მართლა დაიწყე?
-ჰო რა შემიშლიდა ხელს?
-უბრალოდ არ მეგონა
-არც მე
-რომ ჩამოვალ ყურებს დაგაჭრი მაგის გამო
-შემეშინდა,წავედი არ მცალია სამეცადინო მაქ
-არ მოგენატრე?-ამ ბიჭს ჩემი განადგურება უნდა მემგონი,როგორ ბედავს მაგ კითხვის დასმას
-უნდა მომნატრებოდი?
-მე მენატრები და ვიფიქრე შენც მოგენატრებოდი.-რას მიკეთებს ,რა უნდა ,ცრემლებმა უმისამართოდ იწყეს დენა,აფერისტი რომ მოვნატრებოდი დამირეკავდა ,მომწერდა მაინ მაგრამ არც გავხსენებივარ
-ზღაპრების დიდიხანია აღარ მჯერა საბედნიეროდ
-დაიჯერე რადგან ყოველთვის ბედნიერი დასასრული აქვთ
არაფერი მიმიწერია,რაღა მიმეწერა,ვიცი უარესად მატკენდა გულს.უნდა დავივიწყო აუცილებლად,თორემ ლაფში ვეფლობი ნელნელა.
დღეები გადიოდა თეო გიო და სანდრო მოწყენის საშულებას არ მაძლევდნენ,უნიშიც ყველაფერი კარგად იყო.საშინლად მენატრებოდა მაგრამ გრზნობების მოთოკვა ვისწავლე,დეპრესია ჯანდაბაში გავუშვი და თითქმის ძველი ნეკა გავხდი.ახალი წელი ყველამ ერთად გავატარეთ სახლში ,ნაზიკოც ჩვენთან ჩამოვიდა ,არაჩვეულებრივი დრო ვატერეთ, მანამ სანამ დავთვრებოდი.თეომ აიჩემა დღეს ყველა ვსვავთო.ვის ჰქონდა მისი წუწუნის მოსმენის თავი,ზუსტად 5 ჭიქის მერე მთვრალი ვიყავი,აი მაშინ კი მომაწვა გრძნონენი და რომ იტყვიან სიყვარულის ბუშტი გამიკდა.სათითაოდ ავუხსენი ყველას სიყვარული ბოლოს ის წამოვაყრანტალე რასაც საგულდაგულოდ ვმალავდი.ხმამაღლა ვყვიროდი შეყვარებული ვართქო,დანარჩენი აღარაფერი მახსოვს.ბედობა დღეს ბაკურიანში წავედით 5 დღე უმაგრესად გავერთეთ.ბოლო დღეს გადავწყვიტე დილიდან წავსულიყავი სასრიალოდ.დიდველზე ვსრიალებდი მოულოდნელად ვიღაც დამეჯახა და დავეცი,იქ არ მტკიოდა ძაალიან მაგრამ სახლში მისული უკვე ვბღაოდი,სანდრომ სასრაფოდ კლინიკაში მიმიყვანა და ეხოს გადაღების მერე აღმოჩნდა რომ მოტეხილობა იყო,თაბაშირი დამადეს,სანდრო წუწუნებდა როგორ შეგიძლია მუდამ თავპირს იმტვრევდეო.თეიმ და გიომ ბევრი იცინეს ხელ ჩამოკიდებული რომ დამინახეს.თაბაშირი 3 კვირა უნდა მკეთებოდა,გამოდის რომ ჩემს დაბადებისდღეს ასე შევხვდებოდი,ყოჩარ ნეკა ამაზე მაგარი ჯერ არაფერი გიქნია.დედა და მამა გადაირივნენ შენი გაშვება არსად არ შეიძლებაო.მოკლეთ ისე უცბად გავიდა დრო ხვალ ჩემი ოქროს დაბ დღეა.ამ დღეს მთელი 20 წელია ველი ახლა კიდე ცალხელას მომიწევს შეხვედრა.
რადგანაც ოქროს დაბ დღე მაქ გადავწყვიტე რესტორანში გადახდა.ჩემი მეგობრები,სანდროს ორი ძმაკაცი , გიო და თეო თავის ბიჭთან ერთად დავპატიჟე.მშობლები არ იქნებდნენ რათქმაუნდა,.სანდრომ ყველაფერი თავის თავზე აიყო,ტორტიც კი თავისი გემოვნებით შეუკვეთა მე მხოლოდ ხვალ გალამაზება და იქ მისვლა მევალებოდა.
როგორც ყოველთვის 00:00 საათზე დედა მამა და სანდრო დამადგნენ ოთახში პატარა ტორტით ხელში,სანდრომ ახალი ტელეფოონი მაჩუქა დედამ და მამამ ფოტოაპარატი რომელზეც დიდიხანია ვოცნებობდი,სიხარულით დიდხანს ვკოცნე სამივე.
დილით თეო შემომივადა ოთახში ,მომილოცა და ამაგდო საწოლიდან სასწრაფოდ მოემზადე დღეს უამრავი საქმე გვაქო.შხაპი მივიღე და გავედით სახლიდან,კაბა მქონდა საყიდელი,ნეტა ამ ცალმკლავას რა კაბა მომიხდება.იმდენი ვიარეთ ბოლოს როგორც იქნა სასურველს მივადექით და ვიყიდეთ,ასევე ფეხსაცმელი და შემდეგ სალონში წავედით,ჯერ მანიკური გავიკეთეთ ორივემ ,მერე სახე გავიწმინდეთ და ბოლოს თმა და მაკიაჟი.გიომ გამოგვიარა და სახლში წამოგვიყვანა.სწრაფად ჩავიცვი კაბა და ფეხსაცმელი სუნამოც შევიპკურე,ყელსაბამიც გავიკეთე და სარკეში გაოცებული ვუყურებბდი ჩემს თავს,ეფიცებიც პირველად მომეწონა ასე ჩემი თავი,მოდელს ვგავდი,წითელი ტანზე მომდგარი კაბა ჩემს სხეულს მიმზედველს ხდიდა,თაბაშირიანი ხელი არც მიჩანდა რადგან მარცხენა მხარეს მკლავი ფართე და გრძელი ოყო, მეორე მხარეს კი სუილ მოტიტვლებული,ოთახში სანდრო შემოვიდა
-უკაცრავად აქ ჩემი და ჰომ არ გინახავთ სადმე დაგდებული?-სიცილით მითხრა
-რას დამცინი ერთი
-შენ თავს ვფიცავარ ულამაზესი ხარ,იმედი მაქ შენ გამო დღეს არავის ცემა არ მომიწევს
-სუ მუშტებზე ნუიყურები შენი ჭირიმე რა
-წავიდეთ ახლა თორე ყველა შენ გელოდება
რესტორანში შესული უამრავი ადამიანის მზერას ვგრძნობდი,ზოგი მე მიყურებდა ზოგიც კი უსიმპატიურეს სანდროს.მეგობრებმა მომილოცეს,უამრავი საჩუქარი მივიღე და საოცრად მომწონდა ეს გარემო.
თეო და სანრო უცნაურად იქცევიან მაგრამ ჯერ ვერ გავარკვიე რატომ.
იმდენი ვიცეკვე მუსიკა არ გამომიტოვებია.ვალსი ჩაირთო და სანდრომ წამომაყენა საცეკვაოთ
-როგორ უცბად გაიზარდე,ახლაც კარგად მახსოვს როგორ გცემდი ჰოლმე პატარას
-უფ მერე ჰო გადაგიხადე სამაგიერო
-უკვე გასათხოვარი ხარ,რაო შენმა სიყვარულმა კიდე არ შეგიყვარა
-რაგინდა ახლა ნერვებს რატომ მიშლი ამ მშვენიერ დღეს
-მხოლოდ შენი ბედნიერება მინდა პატარა
-უკვე დიდი ვარ
-ჰო განსაკუთრებით მარცხენა ხელზე გეტყობა
-შეხედე ლიკა როგორი თვალებით გიყურებს,იცოდე ძაან კაი გოგოა ,მგონი მოსწონხარ
-ოჰო ,რახანდაც შენ თქვი ვიღაცაზე კაი გოგოაო რაღა მომკლავს,მეც არაფერს ვუწუნებ სიმართლე რომ გითხრა
-ჰოდა მიდი გამოიცეკვე მე მომტყდა ფეხები.
მუსიკაც დამთავრდა ამასობაში და მეც ადგილი დავიკავე.სანრომ მართლაც გამოიცეკვა ლიკა და ისე საყვარლად ცეკვავდნენ მივხვდი რომ მათ შორის რაღაცა ქიმია იყო.
მოკლეთ კიდევ იმდენი ვიცეკვეთ მე და თეომ სად მოვისროლე ქუსლიანები არ მახსოვს,
დაბადებისდღის მისალოცი სიმღერა ჩაირთო და დარბაზში ტორტი შემოიტანეს.ტორტზე ხელ მოტეხილი გოგო დაესვათ ,ამაზე იმდენი ვიცინე რამის დადნა მთელი სანთლები სანამ სიცილს მოვრჩი.
სული შევუბერე სანთლებს და რაც ყველაზე მეტად მინდოდა იო ჩავუთქვი სურვილად.
თეომ თითი ჩაყო ტორტში და ცხვირზე წამისვა ,მერე მეც არ დავაკლი და შუბლი გავულააზე,მოკლეთ ძაან კარგი დრო ვატარეთ.უკვე დაშლას ვაპირებდით დარბაზში შუქი რომ ჩაქრა და კედელზე პროექტორი მიანათეს,ვერ ვიგებდი რა ხდებოდა.
პირველი წარწერა გაჩნდა
დაბადებისდღეს გილოცავ ჭინკა-მივხვდი ვისგანაც იყო,თვალები ცრემლებით ამევსო.
ფოტოები მონაცვლეობით გადადიოდნენ,ის ფოტოები კაბა რომ ჩავაცვი და ერთად რომ გადავიღეთ,ჩემს მაკიაჟს რომ გადაუღო,შემდეგ გვირგვინი რომ მადგია თავზე და რომ ვიღიმი,იმ დღეს გადაღებული უამრავი ფოტო,ვტიროდი ,და სხეულის ყველა ნაწილი უზომოდ მონატრებას გრძნობდა,ბევრი ისეთი ფოტო იყო რომლის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი,როდის გადამიღო ან რატომ გადამიღო,ფოტოები მორჩა ,
იმდენჯერ გაიქეცი მაგრამ საბოლოოთ მაინც ვერ მოახერხე ჩემგან გაქცევა.
საშინლად დაბნეული ვიყავი ვერ მივხვდი რა იგულისხმა,თან სანდროს რეაქციის უფრო მეშინოდა, შუქი აინთო და პირდაპირ სანდროს თვალებს შევეჩეხე რომელიც უაზროდ იღიმოდა.
-შე პატარა მაიმუმო ,ჩემს ძმაკაცს დაადგი თვალი და არ მეუბნებოდი ჰომ? ისე კი მეცოდება შენს ხელში,მიდი ეხლა გარეთ გელოდება ნუ მოკალი ბიჭი ლოდინით-მეგონა რომ მეღადავებოდა,და რა გამოდის რომ ყველაფერი იცოდა .
-მიდი ახლა რას დგახარ ჯორივით გადი გოგო გაიყინა ბიჭი-ახლა თეომ გამკრა მუჯლუგუნი
-რას მეღადავებით -ამოვიტირე
-ვაიმე ღმერთო არ მომკლა ახლა,რას გეღადავებით გოგო გადი გარეთ თორემ გაგათრიე ჩემი ხელით-თეომ მიმალანძღა
კიარ გავედი გავარდი ,კიბეები ჩავირბინე და ეზოში მანქანაზე მიყუდებული რომ დავინახე მეგონა მიწა ჩამაქვესკნელებდა,გავშეშდი,გავქვავდი,თავი სიზმარში მეგონა.
თვითონ დაიძრა თან მისი საფირმო ღიმილით მიღიმოდა,სულ ვკანკალებ
-დაბადებისდღეს გილოცავ ნეკა-მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა
-ჩემს თავს გისურვებ მთელი ცხოვრების მაძლზე, -ჩამჩურჩულა ყურში და ყელში ნაზად მაკოცა,მე კიდევ ისევ გაოგნებული ვიდექი და მხოლოდ მის სურნელს ვგრძნობდი ამდენ ხანს რომ მენატრებოდა
-არაფერს იტყვი? ,მკითხა
-შენ აქ ხარ , ჩემთან ხარ და არ დაგავიწყდა ჩემი დაბადებისდღე
-ჰო ნეკა აქ ვარ,შენთან ვარ და სულ შენთან ერთად ვიქნები ,ისიც საკმარისია 21 წელი ჩემს გარეშე რომ გაატარე,როგორ უნდა დამვიწყებოდა ეს დღე როცა შენ არსებობ
-გეფიცები კიდევ არ მჯერა,
-არარის პრობლემა უცბად დაგაჯერებ
თქვა და ტუჩებზე მომაკრო თავისი მარწყვივით ტუჩები,პირველი კოცნისგან განსხვავებით ისე ნაზად მკოცნიდა სიამოვნების მორევში ჩავიკარგე,მეც ავყევი კოცნაში რაზეც მივხვდი რომ გაეღიმა,მთელი სხეული მიხურდა მიუხედავად იმისა რომ საშინელი ყინვა იყო,
-მიყვარხარ ნეკა,არვიცი როგორ მაგრამ მოახერხე და ჩემს გულში შემოაღწიე ისე რომ უკან გასვლის შანსები აღარ გაქვს,ყველაზე ფერადი ფერი ხარ ჩემს უფერო ცხოვრებაში ,სულ სხვა სამყარო ხარ სადაც თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ,მაპატიე ყველაფერი რაც ჩემს გამო გადაიანე,მაპატიე რომ გაწვალე,მაგრამ დამიჯერე ასე იყო საჭირო,ახლა ვეღარ გამექცევი რადგან საბოლოოდ მიგისაკუთრე
-და ის გოგო შენი შეყვარებული ფოტოში რომ ხართ-ადამიანმა სიყვარული ამიხსნა და მე რას ვეკითხები
-ის გოგო ჩემი მეგობარია და ერთი სული აქ გაგიცნოს და გაიგოს ვინ ხარ ასეთი რომ გადამრიე ამხეკა ბიჭი
-იცოდე ასე ადვილად ვერ დაიძვრენ თავს,ჰო და კიდევ მეც მიყვარხარ
-სიყვარულიც ისეთი გიჟური იცი როგორი გიჟიც ხარ-კიდევ ერთხელ დამეწაფა ტუჩებზე
-წამოდი ახლა თორემ გავიყინეთ ,სანდრომ იცის რომ მე მიგიყვან სახლში ასერომ არ ინერვიულო
-იმდენი კითხვა მებადება რომელი ერთი გკითხო?
-მაგისთვის უარავი დრო გექნება,წამოდი ახლა გიტაცებ.
არვიცი როგორი გამოვიდა ესე ექსპრონტად დაწერილი,ამიტომ ველი თქვენს შეფასებებს.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ძაან მაგარი იყო❤️❤️

 


სტუმარი ნინა
ძაან მაგარი იყო❤️❤️

მადლობა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი კესანე

სწორია ლამის და არა რამის ძალიან უხეში შეცდომაა

 


№4  offline წევრი Smailiki

ძალიამ მომეწონა. სასიამოვნო წასაკითხი იყო ❤❤❤ ისე კი ბევრი ვიცინე სთუმის დროს :დდდდ
მადლობა შენ ამ სიამოვნებისათვის სიხარულო❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი თაკოო

ახლა დავიწყე კითხვა და "კანაო" ძალიან ცუდად მომხვდა ყურ-თვალში :დდდ

 


№6  offline წევრი haddes

მომეწონა❤❤დიდი ხანია მინდა რამე ახალი და კარგი წავიკითხო და ამისრულდა სურვილი❤❤

 


სტუმარი კესანე
სწორია ლამის და არა რამის ძალიან უხეში შეცდომაა

გავითვალისწინებ <3.გადახედვა ვერ მოვასწარი ამიტომ შეცდომებიც ვერ ჩავასწორე

haddes
მომეწონა❤❤დიდი ხანია მინდა რამე ახალი და კარგი წავიკითხო და ამისრულდა სურვილი❤❤

დიდი მადლობა <3

Smailiki
ძალიამ მომეწონა. სასიამოვნო წასაკითხი იყო ❤❤❤ ისე კი ბევრი ვიცინე სთუმის დროს :დდდდ
მადლობა შენ ამ სიამოვნებისათვის სიხარულო❤❤❤

<3მადლობაა დიდი

სტუმარი თაკოო
ახლა დავიწყე კითხვა და "კანაო" ძალიან ცუდად მომხვდა ყურ-თვალში :დდდ

:D შეცდომები ბევრია შემდეგში ვეცდები გამოვასწორო

 


№8  offline მოდერი ენემი

სასიამოვნო წასაკითხია???? ძალიან მომეწონა???????? შეცდომებს არაუშავს გამოსწორებადია???? წარმატებები????❣️

 


ენემი
სასიამოვნო წასაკითხია???? ძალიან მომეწონა???????? შეცდომებს არაუშავს გამოსწორებადია???? წარმატებები????❣️

დიდი მადლობა <3

 


№10 სტუმარი მარიი

კარგი წასაკითხია.. ძალიან ვისიამოვნე ყოჩაღ მაგარი იყო

 


მარიი
კარგი წასაკითხია.. ძალიან ვისიამოვნე ყოჩაღ მაგარი იყო

მიხარია რომ მოგწონთ <3

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

ის არის რაც მჭირდებოდა. თბილი, სასიამოვნო, ლამაზი ისტორია. გამახსენდა ბავშვობა ბებო და ჩემი სოფელი❤️❤️ უამრავი მადლობა და წარმატებები შენ❤️

 


სტუმარი მარიამი
ის არის რაც მჭირდებოდა. თბილი, სასიამოვნო, ლამაზი ისტორია. გამახსენდა ბავშვობა ბებო და ჩემი სოფელი❤️❤️ უამრავი მადლობა და წარმატებები შენ❤️

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№14  offline წევრი Papuna

ვუიმეე ძაან ძაან საყავრელიააა❤❤❤❤

 


Papuna
ვუიმეე ძაან ძაან საყავრელიააა❤❤❤❤

<3 <3

 


№16  offline წევრი utsnobi

იუმორით გაჯერებული ისტორიაა, რამდენი ვიცინე, უზომოდ მომეწონა, ძალიან საყვარლობაა

 


utsnobi
იუმორით გაჯერებული ისტორიაა, რამდენი ვიცინე, უზომოდ მომეწონა, ძალიან საყვარლობაა

მადლობა<3

 


№18 სტუმარი გიული

ძალიან მომეწონა,ბევრიც ვიცინე❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent