შემთხვევითი ქორწინება *1 თავი*
გამარჯობა მეგობრებო. იმედია ახალი ისტორია მოგეწონებათ. ველი თქვენს შეფასებებს... :) -ლილუ-ტელეფონში ჩამყვირის ჩემი საუკეთესო მეგობარი და იცინის-გაგაღვიძე? -რა გინდა?-მეც ვყვირი -კატასავით ჩხავი, ანუ გაგაღვიძე. რა მინდა და ჩამოვედი -რა? ხუმრობ?-სწრაფად ვფხიზლდები და ლოგინიდან ვხტები-მიპასუხე, რას გაჩუმდი -ჰო ჩამოვედი და არა, არ ვხუმრობ -ჩემთან რატო არ მოხვედი პირდაპირ? -ტელეფონზე დაგირეკე და ლამის სიტყვებით მომკალი, მანდ რომ მოვსულიყავი ცოცხალს დამტოვებდი?-მეუბნება და იცინის-თან მამამ დამიბარა საღამოს საქმე მაქვსო და უნდა მოვემზადო -მეც დამიბარა კახუნამ-ვამბობ და სკამზე გადაკიდებულ ტანსაცმელს ვწვდები-რაღაც უცნაურად მელაპარაკებოდა -დავითიც ეგრე იყო. ნეტავ რა უნდათ? -რავი აბა-სამზარეულოში შევდივარ და ელ.მადუღარას ვრთავ-წავედი ეხლა და საღამოს რომ ილაპარაკებთ დამირეკე კაი? გავიდეთ სადმე -კაი, დროებით. მომენატრე ლილე -მეც მომენატრე სანდრექს-ვამბობ ღიმილით და ტელეფონს ვთიშავ. კარგი, სანამ თავს მოვიწესრიგებდე ჩემს თავზე მოგიყვებით ცოტას... მე ლილე გელოვანი ვარ, 22 წლის. უნივერსიტეტში ვსწავლობ და პარალელურად ბავშის მომვლელად ვმუშაობ. პედაგოგიურზე ვაბარებ, რაც ალბათ იმითაა განპირობებული, რომ ძალიან მიყვარს ბავშვები. ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა არ მაქვს, ბებიასთან გავიზარდე. დედას ნინო ჰქვია, ხოლო მამას კახა. ბებია 16 წლის ასაკში გარდამეცვალა და იძულებული გავხდი, რომ ცხოვრება, ქალაქში დედ-მამასთან ერთად გამეგრძელებინა. და-ძმა არ მყავს. სამაგიერდო მყავს სანდრო, რომლის გარეშე ჩემი ცხოვრება ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა. სამი თვე რუსეთში იყო წასული და ახლა დაბრუნდა, ისე რომ არაფერი ვიცოდი. საზიზღარი, არაფერი მითხრა. კარგი, თემას არ გადავუხვევ. ისე კი, ამის მეტი სათქმელი არც არაფერი მაქვს. დანარჩენს გზადაგზა შეიტყობთ. დღეს სამუშაოზე არ მივდივარ, ამიტომ გადავწყვიტე მთელი დღე დავისვენო. საღამომდე ჩემს საყვარელ მულტფილმებს ვუყურებ და 1-2 საათი კიდევ ვიძინებ. მშობლების სახლში წასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მეღვიძება და კისრის ტეხვით შევრბივარ ოთახში რომ გამოვიცვალო. ვემზადები და სახლიდან გამოვდივარ. მანქანა არ მყავს, არც მართვის მოწმობა მაქვს, ამიტომ ადგილამდე ტაქსით მივდივარ. სახლში შესვლამდე სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და კარებს ვაღებ -მოვედი დეე-ხმამაღლა ვამბობ და მისაღებში მამას გვერდით ვიკავებ ადგილს-როგორ ხარ კახუნა? -რა ვერ დაიშალე ეგ კახუნა შვილო? -კაი ჰო. აბა რატომ დამიბარე დღეს? -მოვიდეს ნინო და გეტყვით-მეუბნება და უხერხულად იშმუშნება -რამე მოხდა?-ვკითხულობ გაოცებული და ოთახში შემოსულ დედას ვესალმები-როგორ ხარ დე? -კარგად ვართ დედი. რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ და დამპირდი რომ არ გაგიჟდები -უკვე მაგიჟებთ, რა ხდება?!-ვკითხულობ მკაცრად-რატო უყურებთ ერთმანეთს შეთქმულებივით? -უნდა დაქორწინდე-ხმადაბლა მეუბნება დედა და გაფითრებული მამასკენ იყურება. მეცინება-რა გაცინებს? -კარგით რა, მე მეგონა რამე მოხდა. აღაარ იცით რაზე იხუმროთ-ვამბობ და იმის მოლოდინში რომ პასუხს მივიღებ ვჩუმდები-ხუმრობთ არა?! -არ ვხუმრობთ შვილო და სერიოზულად გეუბნებით. მე და დედაშენმა თან კარგი სასიძო ვიპოვეთ -სულ გადაირიეთ?-ვყვირი და ფეხზე ვდგები-ჯერ ისიც არ ვიცოდი, რომ მათხოვებდით და უკვე სასიძოც გიპოვიათ-სახლიდან გამოვრბივარ და სანდროს ნომერს ვკრეფ, მაგრამ დარეკვას ვერ ვასწრებ, რომ მისი ზარი შემოდის ტელეფონზე -ლილე ჩვენ ადგილზე მოდი მალე-მეუბნება გაბრაზებული -მეც ეგ უნდა მეთქვა-ვამბობ და ტაქსს ვაჩერებ. მისამართს ვკარნახობ-ათ წუთში მანდ ვიქნები-ტელეფონს ვთიშავ და ფანჯარას ვწევ. ცივ ჰაერს ვგრძნობ თუ არა ცოტა ვმშვიდდები და ტელეფონის ეკრანს ვუყურებ, დედა მირეკავს... მაგრამ არ ვუპასუხებ. ადგილზე მისულს, მძღოლს სწრაფად ვაძლევ ფულს და მანქანიდან გადავდივარ. ბაღში მდგარი სილუეტისკენ მივრბივარ და მთელი ძალით ვეხუტები -საზიზღარო, როგორ მომენატრე-სანდროც მეხვევა და რამდენიმე წამში ვშორდებით -მაქორწინებენ -მათხოვებენ ერთდროულად ვამბობთ და ერთმანეთს გაოცებულები ვუყურებთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.