მია (3 თავი)
-გაოგნებული ვარ- მოსმენილის ვერ იჯერებდა ნიტა-შენ რა შუაში ხარ პროსტა თუ მესმოდეს -ურთიერთობა რომ გაგვიგრძელდეს მომიწევს შენი ძმის ატანაო,რასაც ვერ შევძლებო-მოკლედ აუხსნა აზრი მიამ და მხრები აიჩეჩა -ხო,მაგრამ თუ უყვარხარ, ყელაფერი ფეხებზე უნდა დაიკიდოს!-კატეგორიული იყო ნიტა -ხოდა არ ვუყვარვარ ნიტა-გულდაწყვეტლმა თქვა-რომ ვყვარებოდი ეგრევე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა -კარგი,შენ არ ინერვიულო ხომ?-თბილად მიუბრუნდა მიას-თვითონ ინანებს ასე რომ მოგექცა,დარწმუნებული ვარ,უკვე თუ არ ნანობს -არამგონია-პესიმისტურად გააქნია თავი მიამ და ტელეფონს დახედა,რომელზეც შეტყობინება იყო მოსული,ისევ დახურული ნომრიდან. ტელეფონი ხელში აიღო და შეტყობინება მობეზრებულმა გახსნა. ყოველ ჯერზე,რამდენჯერაც დახურული ნომრიდან წერილი მოსდიოდა,უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა.ვიღაც მუქარებს უგზავნიდა,კვირაში ერთხელ მაინც. მიამ ამოიოხრა -ისევ ისაა? -ხო-უთხრა და ტელეფონი მიუბრუნა,სადაც უცნობი წერდა- ,,ასეთი ხასიათით, მუდამ მარტო იქნები,ყველაფერს ინანებ!“ -ვინ ჯანდაბაა და რას გადაგეკიდა-გაბრაზებულმა თქვა ნიტამ -მე მაინც გიორგი მგონია-თავისი ეჭვები გაუზიარა -ეგ გაბედავდა ისევ? მას შემდეგ რაც ჯაბამ უქნა-დაეჭვებით ჰკითხა -ხოდა მაგიტომაც მწერს დაფარული ნომრით,თან სახელსაც არ ამბობს,რომ თავისი ჭკუით შემაშინოს. აღარ ვიცი რა მოვიმოქმედო-ძალიან შეწუხებული იყო მია -გეგას ვუთხრათ-უცებ წამოიძახა-ხო,ხო, ის დაგვეხმარება, გაიგებს საიდან გწერენ -ნამდვილად? -კი, ეს აქამდე რატომ არ ვიფიქრეთ?-შეწუხებულმა ხელები გააქნია ნიტამ -მაშინ დღესვე რომ მივიდე? რადგან დღეს მომწერა,იქნებ უფრო მარტივი იყოს-მხრები აიჩეჩა -კი,ეგრე ჯობს,მაგრამ აუ...-შეწუხებულმა ამოთქვა-მე რომ შეხვედრა მაქვს ერთ საათში და ვერ გამოგყვები? -არაუშავს,მარტო წავალ,რა მიჭირს-დაამშვიდა მეგობარი -აუ ბოდიში რა-მართლა შეწუხებული იყო ნიტა -რას მებოდიშები არ ხარ კარგად?წავალ და ვნახავ-მერე ბევრი აღარ გაუგრძელებია,ტელეფონი და ჩანთა აიღო და გეგასთან წავიდა. -გამარჯობა, მე გეგა ახვლედიანთან ვარ-მიმღებში უთხრა მიამ -გელოდებათ?-ჩაეკითხა ადმინისტრატორი -არა,მაგრამ მასთან საქმე მაქვს,უთხარით მია დოლიძე სურს თქვენი ნახვათქო- გოგონამ ტელეფონი აიღო და გეგას დაურეკა -მეორე სართულზე აბრძანდით,ხელმარცხნივ მეორე კარებია მისი-გეგასთან ლაპარაკის შემდეგ ადგილმდებარეობა უთხრა მიას. მან მადლობა გადაუხადა და ზემოთ ავიდა. კარზე დააკაკუნა,მაგრამ გეგა კაბინეტში არ იყო და გადაწყვიტა დერეფანში დალოდებოდა. ამ დროს მათე გამოვიდა საკონფერენციო დარბაზიდან.მიას დანახვაზე თვალები გაუფართოვდა -გამარჯობა მია-მიესალმა მას. მია მათეს არ ელოდა და მისი დანახვისას დაიბნა,უბრალოდ თავი დაუქნია,მისალმების ნიშნად და გამარჯობა ხმადაბლა ჩაილაპარაკა -მე,გეგასთან მოვედი და ხომ არ იცი სადაა?-უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ჰკითხა -თათბირი გვქონდა და უფროსთან შემორჩა,მალე მოვა-აუხსნა გეგას ადგილმდებარეობა,ისე რომ მიასთვის თვალი არ მოუშორებია,მია ცდილობდა მისთვის არ შეეხედა,მაგრამ თვალი მაინც გაურბოდა ხანდახან-მშვიდობაა?-ინტერესით ჩაეკითხა -უნდოდა რაღაც ეპასუხა,გეგა რომ გამოჩნდა -ვა,მია?-ღიმილით მიესალმა და გადაკოცნა-როგორ ხარ? -არამიშავს,შენ როგორ ხარ? -მეც ვარ რა, რამ შეგაწუხა აბა?-ჩაეკითხა -შენთან საქმე მაქვს-ყოყმანით უთხრა,გეგა მიხვდა რომ მია უხერხულად გრძნობდა თავს -კარგი,ჩემთან შევიდეთ-თავისი კაბინეტისკენ წაიყვანა-საბუთებს გადმოგიგზავნი-მერე მათეს მიუბრუნდა,რომელიც ჯერ კიდევ იქ იდგა და თვალი ჩაუკრა. მათე მიხვდა რაც იგულისხმა გეგამ და ჩაფიქრებული თავისი კაბინეტისკენ წავიდა. -ნეტა რა საქმე აქვს მიას გეგასთან?-თავისთვის ჩაილაპარაკა და ოთახში შევიდა. -რას დალევ? ყავა/ჩაი/წვენი?-შესთავაზა გეგამ -მადლობა,არაფერს-უარი განაცხადა -კარგი,მაშინ გისმენ-ინტერესით ჩაეკითხა გეგა-მოხდა რამე? -კი,უფრო სწორად ხდება-თითებს ნერვიულად იმტვრევდა მია- დაფარული ნომრიდან მომდის მუქარები-მერე ტელეფონში შეტყობინებები გახსნა და აჩვენა-გეგა ინტერესით კითხულობდა,სახეზე სერიოზული გამომეტყველებით -ვინმეზე გაქვს ეჭვი?-კითხვას რომ მორჩა,მიას მიუბრუნდა კითხვით -არის ერთი,ვისზეც ვეჭვობ,მაგრამ რავიცი,ის რომ არ იყოს?-მხრები აიჩეჩა -ვინ გგონია? -ერთი ბიჭია,გიორგი, მოვწონდი თუ ახლაც მოვწონვარ არ ვიცი, მაგრამ ძალიან მაწუხებდა, მერე ჯაბამ რომ გაიგო, საშინელება დამართა და მაგის მერე არ გამოჩენილა, მაგრამ შესაძლოა ახლაც ის იყოს-აუხსნა სიტუაცია მიამ -ხო,გამორიცხული არაა ეგ რომ იყოს-ხელები ნიკაპზე მოისვა ჩაფიქრებულმა გეგამ-კარგი,შენ არ ინერვიულო,შენს ნომერს გადავამოწმებთ და დავადგენთ საიდან მოვიდა ეს შეტყობინება -მადლობა გეგა. ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს-მორიდებით მიმართა-არ მინდა ეს ამბავი ჩემი ძმის ყურამდე მივიდეს, მან რომ გაიგოს, თავს შარში ჩაიგდებს და არ მინდა რა,გთხოვ -არ იდარდო,ჩვენგან ვერაფერს გაიგებს-თვალი ჩაუკრა -ძალიან დიდი მადლობა-ფეხზე წამოდგა მია-დაველოდები სიახლეებს-გეგამ გაუღიმა. ერთმანეთს დაემშვიდობნენ თუ არა, გეგამ წერილი აფრინა მათესთან,რადგან იცოდა რომ მოუთმენლად ელოდებოდა მათი საუბრის დასრულებას -ამ წამს გავიდა ჩემი ოთახიდან- ეს შეტყობინება წაიკითხა თუ არა,მათეც სასწრაფოდ გამოვიდა კაბინეტიდან და მიას გაყვა უკან -მია-დაუძახა,როცა შენობიდან გავიდა. მიამ მისი სახელის გაგონებისას უკან მიიხედა და მათე რომ დაინახა,მისკენ მოდიოდა,გაჩერდა და დაელოდა -მია, მშვიდობა გაქვს?-მიუახლოვდა თუ არა ეგრევე ჰკითხა -მეტნაკლებად-მოკლედ მოუჭრა -რატომ დაგჭირდა გეგას დახმარება არ მეტყვი?-ქვემოდან ამოხედა საყვარლად -გეგასთან მაინც გაიგებ და რა აზრი აქვს-მხრები აიჩეჩა მიამ -მე მინდა,რომ შენგან გავიგო -რაში გაინტერესებს, რა ხდება ჩემს თავს, რაც ნაკლები გეცოდინება,უფრო მშვიდად იქნები-მკვახედ მიუგო მიამ და წასვლა დააპირა,მათემ მკლავში მოკიდა ხელი და გააჩერა -მესმის,რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ,მაგრამ რამით თუ შემიძლია დახმარება მინდა დაგეხმარო -გეგა დამეხმარება, საჭირო არაა შენი ჩარევა- ხელი გააშვებინა-ნახვამდის-მოკლედ დაემშვიდობა და მათე მარტო დატოვა,რომელმაც უკმაყოფილოდ გააქნია თავი და შენობაში შევიდა. გეგასგან ისედაც გაიგებდა ყველაფერს -დრო არ დავკარგოთ და სასწრაფოდ გავიგოთ ვინაა ის ნ აბიჭვარი-კბილების ღრჭიალით თქვა მათემ,როცა გეგასგან გაიგო თუ რა საქმეც ჰქონდა მიას -უკვე მივეცი მიას ნომერი და არკევენ- დაამშვიდა მეგობარი -თვითონ განიცდის? -არ იმჩნევს,მაგრამ ეტყობა რომ განიცდის,თავისი ძმის შარში გარევა არ უნდოდა და მაგიტომ მოვიდა ჩემთან -ანუ?-ვერ მიხვდა -ვისზეც ეჭვობს,მაგისთვის ჯაბას თავისი ადგილი მიუჩენია თავის დროზე და მია ფიქრობს რომ ისევ ის ტიპია და ამ ფორმით ცდილობს მის შეშინებას ,ამიტომ არ უნდა მისმა ძმამ გაიგოს და რამე შარში გაეხვეს -ა,გასაგებია-ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა -მალე გავარკვიოთ და მე ვუჩვენებ მაგას სეირს-მუქარით თქვა მათემ და სივრცეს მიაშტერდა. მია განყოფილებიდან სახლში წავიდა. ყველანი სახლში იყვნენ. ჯაბა მარიამთან ერთად იატაკზე იჯდა და კუბიკებს ეთამაშებოდა. -მამიდას გოჭი რას აკეთებს?-შევიდა თუ არა მათკენ წავიდა და მარიამი გემრიელად ჩაკოცნა. ჯაბას უბრალოდ გაუღიმა. ანუკა დივანზე იჯდა,ყავას სვამდა და მამა-შვილს გაღიმებული უყურებდა -როგორ ჩაიარა დღემ?-ჰკითხა ჯაბამ,ისე,რომ მარიამთან თამაში არ შეუწყვიტავს -ნორმალურად-მოკლედ გასცა მიამ პასუხი -ერთი წუთი გამომყევი-მერე ფეხზე წამოდგა-მარიამს მიაქციე ყურადღება-ანუკას დაუბარა და თავისი კაბინეტისკენ წავიდა, მიაც გაყვა ძმას -რა ხდება?-ინტერესით ჰკითხა მიამ და სკამზე დაჯდა -მათე დოლიძეზე მაინტერესებს-უემოციოდ,პირდაპირ აჯახა -რა გაინტერესებს?-მიამაც იმავე ტონით ჰკითხა,როგორც შეკითხვა იყო დასმული -რა ურთიერთობა გაქვს მასთან? -არანაირი, უბრალოდ გეგას მეგობარია და რამდენჯერმე შევხვდი-ურცხვად იცრუა მიამ და გულის სიღრმეში არ მოეწონა თავისი საქციელი,მაგრამ ჯაბასთვის ამ ეტაპზე მაინც არ აპირებდა იმის თქმას,რომ ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ,თანაც უკვე ერთად აღარ არიან და რა აზრი აქვს სიტუაციის გამწვავებას,ამიტომ გაჩუმება არჩია -დარწმუნებული ხარ?-ეჭვით ჩაეკითხა -რა თქმა უნდა ჯაბა, სხვა რა უნდა ხდებოდეს?-ცოტა ნაწყენი ტონით უთხრა მიამ -არ მინდა მაგ ტიპთან რაიმე სახის კავშირი გქონდეს,ყველანაირად ეცადე,რომ მის გარემოცვაში არ მოხვდე!-მკაცრად გააფრთხილა ჯაბამ -რატომ,რატომ ჯაბა? მეუბნები არ გაეკაროო და არ მიხსნი რატომ?ასე შეიძლება?-გაღიზიანდა მია,ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს,რომ მათ რაღაც იცოდნენ ერთმანეთზე და არც ერთი არაფერს ეუბნებოდა -ეგ შენ არ გეხება,უბრალოდ გაითვალისწინე რასაც გეუბნები!-კატეგორიული ტონით უთხრა -და თუ არ გავითვალისწინებ?-შეეწინააღმდეგა ძმას,ჯაბას თვალები გაუფართოვდა -ჩემს ნერვებზე თამაშს არ გირჩევ მია, ძალიან მიყვარხხარ,მაგრამ ამ სიტუაციაში თუ არ გამითვალისწინებ,მაგრად გაწყენინებ!-მიას ცრემლები მოადგა თვალებზე,მაგრამ არ უტირია. თავს ცუდად გრძნობდა,გაურკვევლობა ტანჯავდა. წარსულში მომხდარმა ამბავმა მის აწმყოსა და მომავალზე იმოქმედა და მიზეზსაც არავინ უხსნიდა, ეს ნორმალური არ იყო. მეტი აღარ მოუსმენია ძმისთვის,გასაგებიაო მკვახედ მიუგდო და ოთახიდან ისე გავიდა,მეტი მისთვის არ მოუსმენია. ყველაფერზე ნერვები ეშლებოდა, არავინ არაფერს უხსნიდა და გაურკვევლობაში ტოვებდა. გეგამ და მათემ გაარკვიეს ვინც წერდა წერილებს დაფარული ნომრით. მიას ეჭვები მართალი აღმოჩნდა და წერილების ავტორი გიორგი აღმოჩნდა. მათე და გეგა გიორგის სახლში მიადგნენ. კარი მან გაუღო და ორი უცხო მამაკაცის დანახვაზე გაოცებულმა ჰკითხა ვინ გნებავთო -გიორგი მღებრიშვილი ხარ ხომ?-გეგამ ჰკითხა -კი,მე ვარ და რა გნებავთ?-ინტერესით ჰკითხა. მათეს ისე ეშლებოდა ნერვები,ერთი სული ჰქონდა შუაზე გაეგლიჯა -შენთან სალაპარაკო გვაქვს-მოკლედ მოუჭრა გეგამ -რასთან დაკავშირებით?-კითხვების დასმას არ წყვეტდა და სახლშიც არ უშვებდა -ეს აქ სალაპარაკო არაა.შიგნით შევიდეთ-ირგვლივ მიმოიხედა გეგამ,გიორგის არ უნდოდა მათი შინ შეშვება,მაგრამ მათემ ჟეტონი აჩვენა,იმის დასადასტურებლად,რომ პოლიციიდან იყვნენ და შეშინებულ გიორგის სხვა გზა არ ჰქონდა რომ არ შეეშვა. -გისმენთ-ინტერესიანი მზრა მიაპყრო ბიჭებს -მია დოლიძეს იცნობ ხომ?-ჰკითხა გეგამ,გიორგის სახე შეეცვალა მისი სახელი და გვარის გაგონებისას -ვთქვათ და ვიცნობ,მერე? -მას მუქარის წერილებს უგზავნი დაფარული ნომრით, იცი რომ ეს დანაშაულია? -მსგავსი არაფერი-წამსვე იუარა გიორგიმ,არადა შინაგანად ერთიანად ახურდა -ახლა მაგ ,,აზრზე არა ვარ’’- სიფათს ერთ წამში აგახევ და ერთ ადგილას შეგტენი შე ნ აბიჭვარო-წამოენთო მათე,რადგან უკვე მეტის მოთმენა არ შეეძლო და არც გეგამ გააჩერა,რადგან უკვე თვითონაც ნერვებს უშლიდა ეს ტიპი- რა საქმე გაქვს მიასთან? -მია დიდი ხანია მიყვარს-ირონიულად გასცა პასუხი -მაგრამ მას არა,ხომ?-არანაკლებ ირონიული იყო მათე -სულ ცხვირს მიბზუებდა,ვერ ვხვდები ჩემზე მეტი რითია?-დაბოღმილმა უთხრა-მერე მაგისი მუტანტი ძმა მომივარდა და ისე დამალურჯა,ერთი კვირა სახლიდან ვერ გავდიოდი-ზიზღით ამოილაპარაკა -და თავს რატომ არ ანებებ?-ახლა გეგამ ჰკითხა -ახლა მაგრად ეგ გოგო,სულ რომ აქეთ მეხვეწოს არაფერში მჭირდება,უბრალოდ მინდა რომ გავამწარო -მაგ გოგოს შეეშვები,დღეის მერე მასთან ახლოსაც კი არ გაივლი,არანაირ წერილებს არ გაუგზავნი და საერთოდ დაივიწყებ რომ მია დოლიძეს იცნობ!-ძალიან მკაცრად უთხრა მათემ-წინააღმდეგ შემთხვევაში,დიდი ხნით გახეხინებთ ციხის კედლებს-ირონიულად მიუგო- თვითონ გადაწყვიტე. ამ მომენტში, გარკვეული მიზეზების გამო პირდაპირ განყოფილებაში არ ამოგაყოფინებთ თავს,ჩათვალე ერთი შანსი გაქვს და თუ ამ შანსს არ გამოიყენებ,გაჩენის დღეს გაწყევლინებ,გასაგებია?-დაძარღვული ჰქონდა კისერი და ერთიანად აწითლებულიყო მათე. გიორგი დაფიქრდა, არ უღირდა მია იმად,რომ მისი საუკეთესო წლები ციხეში გაეტარებინა,ამიტომ თავი დაუქნია -იცოდე,თვალს გადევნებთ, არ გეგონოს აქ მოვრჩით-თითი მიუშვირა მათემ და მერე გეგას თავით ანიშნა წავედითო. -რა სი*ია-ზიზღით ამოთქვა მათემ,როცა გიორგის სადარბაზოდან გამოვიდნენ -მაგარი-დაუდასტურა გეგამ-როგორ ეგრევე უკან დაიხია ციხის გაგონებაზე?-გაეცინა გეგას -ეს ასე მშვიდად არ იქნება-ჩაფიქრებულმა თქვა მათემ-ასე მარტივად არ მოეშვება -მერე ჩვენ აქ არ ვართ?მივუჩენთ ადგილს-დასერიოზულებულმა უპასუხა გეგამ და მანქანაში ჩასხდნენ -მიასთან რას აპირებ?-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ჰკითხა გეგამ მათეს,რომელიც საჭეს მართავდა ჩაფიქრებული და გეგას ხმამ გამოაფხიზლა -ხომ დავშორდით,რას უნდა ვაპირებდე-ეცადა თავი აერიდებინა -კაი ,ასე უბრალოდ? -შენ პრობლემას ვერ ხედავ? -ვერა, თუ გიყვარს-მხრები აიჩეჩა -ჯაბასაც ხომ არ ჩავუძმაკაცდე,ა?-ირონიულად ჰკითხა-ამასობაში განყოფილებას მიუახლოვდნენ და მანქანა სადგომზე დააყენა -რა შუაშია ჯაბასთან ჩაძმაკაცება, მია გიყვარს?-ჩაეკითხა -მერე? -გიყვარს თუ არა? -თუ ეს სიყვარულია,რომ სულ მენატრება,სულ მასთან მინდა და მისგან შორს ყოფნა მიჭირს,მაშინ კი, მიყვარს-დარწმუნებით გასცა პასუხი მათემ -ხოდა,მერე რას ტანჯავ მაგ გოგოს და თავსაც რატომ იტანჯავ? დაიკიდე ჯაბა და უბრალოდ მიასთან ერთად იყავი,ბედნიერი-რჩევა მისცა -ასეთი ადვილიც არაა, შენ გგონია მია ძმას დაუპირისპირდება ჩემს გამო? -და რა იცი რომ არა? სცადე და გაიგებ! თანაც ახლა სჭირდება შენი გვერდით დგომა, ვერ ხედავ ეს გიჟი რაებს სწერს?-გიორგის გახსენებაზე ისევ მოაწვა სისხლი საფეთქლებთან, როგორ უნდოდა სამუდამოდ გაექრო ეს ტიპი მიას ცხოვრებიდან და ამას აუცილებლად მოახერხებდა. მეტი მიაზე აღარ ულაპარაკიათ,ისე გადავიდნენ მანქანიდან და ოფისში შევიდნენ. ძალიან დააფიქრა გეგას ნათქვამმა. მია ძალიან უყვარდა,მასთან უნდოდა ყოფნა და მხოლოდ იმ ფაქტის გამო,რომ ჯაბა მისი ძმაა,მასზე უარი რატომ უნდა თქვას? ჯაბამ ისევ რატომ უნდა შეუშალოს ხელი მასთან ყოფნაში? აუცილებლად გამოასწორებს. 2 დღე ფიქრობდა,დაერეკა თუ არა მიასთვის,თან მისი რეაქციის ეშინოდა,ახლა მას რომ ეკრა ხელი მისთვის? ეს მოსალოდნელი და ლოგიკურიც იქნებოდა. თავს მაინც აჯობა და მიას დაურეკა. სთხოვა შენთან სერიოზული საქმე მაქვს და როდის გცალია რომ გნახოო. მიას ძალიან გაუკვირდა მისი ზარი,თავიდან ცოტა იყოყმანა,იფიქრა თავს დავიფასებ ცოტასო და მომდევნო კვირას დასთანხმდა შეხვედრაზე. ისე გაიწელა დღეები,მათე უკე ვეღარ ითმენდა,იმავე მდგომარეობაში იყო მიაც,მაგრამ სიამაყემ სძლია და მტკიცედ გადააგორა დარჩენილი დღეები. გადაწყვიტეს ჰაერზე ესაუბრათ,ამიტომ ვაკის პარკში,მყუდრო ადგილი ამოარჩიეს და იქ დასხდნენ -მადლობა რომ შემხვდი-მათემ მოკითხვის შემდეგ უთხრა მიას -გამიკვირდა რომ დამირეკე-გულწრფელად უთხრა -ძალიან გაწყენინე ხომ?-დამწუხრებულმა ჰკითხა მათემ -არ მოგატყუებ და გეტყვი,რომ კი,ძალიან მათე-გაბრაზებული იყო მია,ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა ასე უაზროდ რომ დაშორდა მას -მაპატიე-მისი ხელი აიღო და თვალებში ჩააჩერდა-საშინლად მოვიქეცი,ვიცი და თავსაც ვერ ვიმართლებ,მაგრამ მია,მინდა რომ მაპატიო და კიდევ ერთი შანსი მომცე-მისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ელაპარაკებოდა.მია დაიბნა,ყველაფერს მოელოდა,მაგრამ არა იმას,რომ მათე პატიებას და შერიგებას სთხოვდა -და ის ფაქტი,რომ ჯაბას და ვარ, შეიცვლება?-ირონიულად ჰკითხა -არა,არ შეიცვლება,მაგრამ ჩემთვის მთავარი შენ ხარ და მე შენთან ყოფნა მინდა! -რა ადვილია ხომ?-გაეღიმა-როცა გინდა დამშორდები,ისე რომ მიზეზად იმ ფაქტს ასახელებ,რომ ჯაბას და ვარ და აღარ მიხსნი თუ რა გაკავშირებს ჯაბასთან, მერე უცებ მოდიხარ და მეუბნები რომ ისევ გინდა ჩემთან ყოფნა. ჩამოყალიბდი ბოლოსდაბოლოს-ხელები გაშალა მიამ -ყველაფერში მართალი ხარ მია.თუ მეტყვი,რომ ჩემი დანახვა არ გინდა და არც ჩემთან ყოფნა, არ შეგაწუხებ-თავი დახარა, მიას უფრო მოეშალა ნერვები -რა ადვილად ნებდები თურმე. ერთი თითის დატკაცუნებით გინდა საქმის მოგვარება? -არა,მია, უბრალოდ მე ყველანაირ გადაწყვეტილებას გაგიგებ,რადგან შენთან მტყუანი ვარ და არ მინდა რამე დაგაძალო -თუ არ მომინდება,ვერც დამაძალებ-თქვა და ირგვლივ მიმოიხედა- შენ სცადე ჩემი შემორიგება,იქნებ და გამოგდის?-რამდენიმე წამის შემდეგ ისევ მათეს მიუბრუნდა, მათეს გაეღიმა,რადგან ზუსტად გაიგო მიას ნათქვამი -თავიდან დავიწყოთ?-გაუღიმა და ხელი გაუწოდა -მათე ბრეგაძე -ყურებამდე იღიმოდა. მიამ რამდენიმე წამი უყურა მის გამოწვდილ ხელს,მერე თვითონაც გაეღიმა და ხელი გაუწოდა -სასიამოვნოა, მია დოლიძე. მაპატიეთ,ცოტა შემაგვიანდა ახალი თვის დადება. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ისტორიასთან, მოგწონთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.