ხელახლა (ნაწილი II)
^^^ დაჯილდოვების შემდეგ სემესტრიც დამთავრდა და მე საზაფხულო კურსებზე ორი თვით წავედი გერმანიაში. ამდენი ხნით ევროპაში პირველად ვიყავი. თავისუფალ დროს საათობით დავსეირნობდი მიუნხენის ქუჩებში და ჩემთვის მეტად საინტერესოს, ქალაქის არქიტექტურას ზედმიწევნით ვაკვირდებოდი. საოცარი მასალით აშენებული შენობები, ლამაზი კოშკურები, ოქროს კვეთით ამოჭრილი სარკმელები და მრავალი სხვა. ამას შერწყმული საათივით აწყობილი აქტიური ცხოვრება, სიცოცხლით სავსე თანატოლები, სწავლა, გართობა და ლუდი, ძალიან ბევრი ლუდი. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი არ მიყვარს უიქ-ენდზე ფეხბურთის ყურებისას უარს ვერასდროს ვამბობდი. მოკლედ, იმ პერიოდში როცა მე ევროპაში გადასარევ დროს ვატარებდი, თბილისში ერთი, გოგოების ყურადღებისგან განებივრებულო, ბიჭი ჩემი ნომრის გაგებაზე, მერე დარეკვასა და საუბარზე წვალობდა. როგორც მერე თვითონ ბექამ გამიმხილა, მისი ყურადღება პირველივე ნახვისას მივიქციე. თუმცა შინაურულად გამოლაპარაკება იმ ეტაპზე ზედმეტად მიიჩნია და აფთერ ფართისთვის გადადო. იქ კი მარტო ფიზიკურად ვერ მომიმწყვდია, უამრავ სტუდენტებს შორის გარეულს კი მოსვლა მოერიდა. მერე იფიქრა, ეს არაფერიო და რამდენიმე კვირაც გავიდა. მაგრამ ერთ დღეს როცა შინ ნასვამი და სიყვარულის ბუშტგამსკდარი დაბრუნდა და სახლში არავინ დახვდა, მიხვდა რომ ვიღაც სჭირდებოდა. ვიღაც, ვინც მის ცხოვრებაში მეტ ფერებს, სიყვარულს, მზრუნველობას შეიტანდა და რატომღაც ამ ფიქრებში ჩემი სახე გაახსენდა - მომღიმარი, ლოყებჩაჩვრეტილი, აბრჭყვიალებული თვალებით და აქეთ-იქით მოქანავე ურჩი კულულებით. მეორე დღესვე დაიწყო სამსახურში მათი სტიპენდიატი სტუდენტის მონაცემების მოძიება. რა თქმა უნდა, ჩუმად და არაკანონიერად. ნომერი გაარკვია, მაგრამ უშედეგოდ. გათიშული იყო, რადგან მე სულ სხვა ნომრით ვსარგებლობდი სხვა ქვეყანაში. სხვაგან ვერსად მიპოვა, Facebook-ით მაშინაც არ ვსარგებლობდი, instagram-ზე კი სრული სახელით და გვარით არ ვიყავი. მერე ბექა ცოტა ხნით ბათუმში წავიდა სამსახურიდან, საზაფხულო შვებულება პირდაპირ გადააბა და აგვისტოს ბოლომდე იქ იყო. სულ არ გახსენებია თქვენი თათა:)) ^^^ ტრაპიდან ჩამოვედი თუ არა, ზურგჩანთა კარგად გავისწორე და მობილურში ჩემი ნომრის ჩადება დავიწყე. ვესტიბიულში მათე მელოდა, მინდვრის ყვავილებით. რომ ჩავეხუტე და მისი სურნელი ჩავისუნთქე, ჩემთვის სამყარო გაჩერდა. უკვე სახლის გზას ვედექი როცა ჩემს მიბილურზე გაუჩერებლად დაიწყო სმს შეტყობინებების შემოსვლა. ერთი გადავავლე თვალი და როგორც წესი, სულ სხვადასხვა აქციებს მთავაზობდნენ. მობილური დავბლოკე და მათესთან საუბარი განვაგრძე. ღამე როცა უკვე ჩემს საწოლში ვიწექი, მთელი დღის გადავიწყებული მობილური ავიღე და რამდენიმე წუთის წინ მოსული ბოლო შეტყობინება გავხსენი. ე.წ მისდ ქოლები იყო. ერთი და იგივე ნომრიდან 34-ჯერ, სულ სხვადასხვა დროს, დღეს და თვეს, კიდევ იყო სხვა ნომრიდანაც, თუმცა ორი თუ სამი. საწოლში გავსწორდი, საზურგეს კარგად მივეყუდე და ნომერს კარგად დავაკვრდი. რა თქმა უნდა, არც ერთი ციფრი არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ისე დავინტერესდი საათის მაჩვენებელს ყურადღება არ მივაქციე და გადავრეკე. -თათა?! - იყო სრულიად უცნობი, გაკვირვებული ხმა, რომელსაც ფონად გაჰყვებოდა მუსიკისა და საზოგადოების ხმა. - თათა, შენ ხარ? -მე კი ვარ თათა, მაგრამ თქვენ რომელი ხართ? - ვერანაირად ვერ ვიხსენებდი ამ ხმას. უცნობი აშკარად ტოვებდა ხმაურიან ადგილს, საბოლოოდ კი სიჩუმემ დაისადგურა. -თათა, იცი რამდენი ხანია შენთან დაკავშირებას ვცდილობ? ბექა ვარ ბოლქვაძე. - მახარა დიდი ამბით. -ბექა? უნდა გიცნობდეთ? - ჩემდაუნებურად გაღიზიანებულმა ვუპასუხე. -New Building-ის PR მენეჯერი ვარ. დაჯილდოვებაზე გაგიცანი -აამ, ხო ბექა ახლა გამახსენდი, რა თქმა უნდა. გვარი არ ვიცოდი, და ხომ მშვიდობა იყო 35 ზარი დამხვდა შენი ნომრიდან. და სანამ კითხვა დავამთავრე, ზარი გაითიშა. მობილურს დავხედე, გაოცებულმა გადავდე ტუმბოზე და დაძინება დავაპირე. -_-_- ჩამოსვლიდან მეორე დღეს გოგოებთან ერთად საღამოს გასვლას ვგეგმავდი. გზის მოოირდაპირე მხარეს ვაპირებდი გადასვლას მობილურმა რომ დამირეკა. -მანდ იდექი, ორ წუთში მოვატრიალებ მანქანას - ეს თქვა და გათიშა. გაოცებულმა მარცხენა მხარეს გავიხედე და მანქანაც წამებში გაჩერდა ჩემ წინ. წელში ოდნავ მოვიხარე და საჭესთან მჯდომს შევხედე, არაადეკვატურად ბედნიერი რომ მიცინოდა. კარი გამოვაღე და წინ დავიკავე ადგილი. მგონი ეგონა ხვეწნა მოუწედა, ცოტა გაკვირვებული სახე ჰქონდა. -მარჯანიშვილზე გავდიოდი -მმ, ხო აბა რა - სვლა განაგრძო. გზას ვუყურებდი. ველოდებოდი როდის დაიწყებდა საუბარს, ცოცხალი თავით მისკენ არ ვიხედებოდი. -დარეკვას ვაპირებდი და ძალიან კარგი რომ შენი ფეხით მოხვედი ჩემამდე - გამომხედა ღიმილით - ვიცი, გუშინ ცუდად მოვიქეცი. დაბადების დღეზე ვიყავი და მაინცდამაინც შენთან ლაპარაკის დროს დამიჯდა ტელეფონი, ხომ გესმის? - ჩაიცინა და მობილურის ბრენდზე მიმითითა. ზუსტად ერთნაირი მოდელები გვქონდა. -კი, მაგით ნამდვილად ვერ გამაკვირვებ - მეც გამეცინა - მაგრამ იმით კი გამაკვირვე 34-ჯერ რომ დარეკე ჩემს ნომერზე. -გოგო, მართლა სად იყავი? მთელი ზაფხული გეძებ და გამქრალი ხარ. ვითომ ეს თბილისი პატარაა და საერთო ნაცნობიც კი ვერავინ ვიპოვე რომ რამე გამეგო. -არ ვიყავი აქ და ეს ნომერი გამორთული მქონდა. ახლა გვერდზე მიზიხარ და შეგიძლია მითხრა ის, რასაც მაშინ აპირებდი. -შენი ნახვა მინდოდა - გამომხედა და ლოყაზე მიჩქმიტა. -აჰა, კარგი აი აქ გამიჩერე. მადლობა და ნახვამდის - გავუღიმე და კარი გავაღე. -წამოსვლას რომ დააპირებ დამირეკე და მოგაკითხავ -მადლობა, არ შეწუხდე - მანქანიდან გადასული ვესაუბრებოდი უკვე. -თათა, დამირეკე და მოგაკითხავ, კარგი?! -ხო, კარგი. - კარი მივუკეტე და სტრადაში შევედი. -_-_- ნიაკომ და ლიზიმ ორი თვის ჭორები მომიყვეს. ვინ ვის გაშორდა, ვისი ქორწილი იყო, ვინ ბავშვი გააჩინა. აი, ყველაფერი ყველაფერი. თბილისის მასშტაბებსაც გასცდნენ და ჰოლივუდური ამბებიც განიხილეს. შიგადაშიგ მეც მეკითხებოდნენ როგორ დავისვენე, რა ვისწავლე და ა.შ მეცინებოდა უცხო ადამიანს როგორ შინაურულად ახსენებდნენ ჩემთვის საგანგებოდ შეკვეთილ კოქტეილს ნელ-ნელა ვსვამდი. საათს რომ დავხედე უკვე 11 ხდებოდა, გოგოებს ჭორაობა გავაწყვეტინე და სახლში წასასვლელად გავემზადეთ. ფეხზე წამომდგარს ოდნავ გადამეკრა თვალებზე ბინდი და ნიაკოს ჩავეჭიდე. სიცილ-ხარხარით დავტოვეთ კაფე და ტაქსიში ჩავსხედით. უკვე ჩემი კორპუსის ეზოში შევდიოდი, მობილურმა რომ დარეკა. ჩანთიდან ამოვიღე და სენსორს ხელი გადავუსვი -ხო -თათა, რას შვები? -სახლში ავდივარ - თვალები დავხუჭე და თავზე ხელი მივიდე. როგორ დამავიწყდა რომ მისთვის უნდა დამერეკა. -რა? ხომ გაგაფრთხილე დამირეკეთქო? -დედას გეფიცები, დამავიწყდა ბექა. მართლა -სახლში არ ახვიდე, თათა. ათ წუთში ვიქნები შენს კორპუსთან, კარგი? თათა, კარგი? -კარგი. თვალები გავახილე, უკან შემოვბრუნდი და მარკეტში შევედი. წყალი ვიყიდე და ნახევრამდე დავლიე. ცოტა გამოვფხიზლდი. კედელს მიყუდებული ფეხებს ერთმანეთს ვუნაცვლებდი და თვალებს ხშირად ვახამხამებდი რომ არ დამძინებოდა. სიგნალზე გავიხედე და ბექას მანქანისკენ წავედი. დავჯექი თუ არა ბექას გაკვირვებულ თვალებს გადავიწყდი. -ბექა, ახლა რასაც უყურებ ხვალ აღარ უნდა გახსოვდეს, რა. აი, ერთ ჭიქა რაღაც კოქტეილს ვსვამდი სამი საათი, მაგრამ ძაან მომეკიდა. - ჩემი აზრით, ძალიან გასაგებად ვუხსნიდი, მაგრამ ფხიზელი ყურები ამას როგორ იგებდა არ ვიცი. ბექამ ჯერ მხოლოდ გაიღიმა, მერე კი ხმამაღლა გადაიხარხარა. ლოყაზე ისევ მიჩქმიტა. -ვაიმე, თათა რა საყვარელი ვინმე ხარ. ტაკ - ტაში შემოკრა და საჭე დაატრიალა - ახლა ჩვენ ასე ვქნათ. მანქანამ მოძრაობა დაიწყო და მე იმის თავიც არ მქონდა ბექასთვის რამე მეკითხა. ჩაწეული ფანჯრიდან შემოსული გაერო სახეზე მელამუნებოდა და ძალიან მსიამოვნებდა. ერთხელ გავხედე ბექას, გზას უყურებდა და სახეზე დაუფარავი ღიმილი დასთამაშებდა. -ნუ დამცინი ძაან გთხოვ - ფერდში ვუჩქმიტე და ისევ გზის ყურება განვაგრძე. მანქანიდან ბექას დახმარებით გადმოვედი, გარშემო მიმივიხედე და როცა საცხოვრებელი კორპუსების გარდა ვერაფერი დავინახე, კითხვის ნიშნიანი მზერით შევხედე ჩემს კავალერს. -არ გიტყუებ. ნუ, გეშინია. უბრალოდ მშვიდ ადგილზე მოგიყვანე. ლიფტში ჩვენი მხრები ერთმანეთს ეხებოდა, გონებაში ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა, მაგრამ შინაგანად მშვიდად ვიყავი. ლიფტიდან გამოსვლიდან მისაღებამდე ინერციით მივყევი და დივანზე როგორც კი დავჯექი კედები დავიხადე. მოსაცმელიც მივაყოლე და დაღლილი საზურგეს მივეყუდე. ამ ყველაფერს ბექა ფეხზედამდგარი ადევნებდა თვალს და ეღიმებოდა. მერე სამზარეულოში გავიდა და წყლის ჭიქით დაბრუნდა. -აბა, თათა სად იყავი მთელი ის დრო როცა მე შენზე ვფიქრობდი და გეძებდი? ხმის გაგონებისთანავე თვალები გავახილე და თავი წამოვწიე. ბექა გვერდზე მეჯდა და აელვარებული თვალებით ჯიუტად მიყურებდა. -ჩემზე ფიქრობდი? - ხელი მკერდზე მივიდე და წყლის ჭიქას დავწვდი. - ჩემზე რატომ ფიქრობდი? -შენი აზრით? -რა იყო ჩემმა სტიპენდიამ დაგაზარალათ? თუ ჩემზე რატო ფიქრობდი? -თათა, ბიჭი გოგოზე რატო ფიქრობს ხოლმე? ჰაჰაჰა, გულიანად გავიცინე. -კაი? -აბა, გახარშა შენმა მთვრალმა გონებამ? -მთვრალი არ ვარ, ეს ერთი და მეორე, ქარაგმებით ნუ მელპრაკები, ამიხსენი ნორმალურად. ბექამ თვალები გადაატრიალა და ხელები ზემოთ ასწია -ღმერთო, ჩემო. რა ქარაგმები გოგო, რომ გნახე მომეწონე და უკეთესად გასაცნობად გირეკავდი. -34-ჯერ, ადამიანო?! -ხო, თავიდან სამჯერ ვცადე. მერე გადავამოწმე ხომ სწორად იყო, მერე კიდე ვცადე, მერე რამდენჯერაც ერთი ჭიქა ალკოჰოლი დავლიე იმდენჯერ, მერე ხან როდის ვცადე, ხან როდის. მერე იმედი გადამეწურა და აღარ ვრეკავდი. -ვაიმე, ჩემო ტანჯულო - თავი მარჯვნივ გადავწიე კარგად რომ შემეხედა მისი სახისთვის. აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? ძალიან სიმპატიური ბიჭი იყო ბექა. დალაგებული ნაკუთებით, რბილი წაბლისფერი თმით და რაღაცნაირი, ცოცხალი თვალებით. თავი ამჯერად მარცხნივ გადავხარე, კიდევ ერთხელ შევათვალიერე, მისკენ ახლოს მივიწიე, სახე ხელებში მოვიქციე და ვაკოცე. ისეთი რბილი ტუჩები ჰქონდა, წარმოუდგენლად თბილი. წელზე და კისერზე ხელები მომხვია, უფრო ახლოს მიმიზიდა და კოცნაც უფრო აქტიური და თამამი გახადა. მის ტუჩებს არც მარწყვის გემო ჰქონია, არც ალუბლის. ეს მისი გემო იყო, ტკბილი და განსაკუთრებული. ძლივს მოვწყდი მის ტუჩებს, ორი წუთით შევხედე თვალებში, შემდეგ კი თავი მკერდზე მივადე და ხელები ჩავკიდე. მესმოდა მისი გულის ფეთქვის ხმა და ვგრძნობდი ჩემშიც რაღაც როგორ ცემდა. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვისხედით, ძილბურანში ვიყავი ბექას მოძრაობაზე რომ გამოვფხიზლდი. -თათ, გეძინება. პლედს მოგიტან წამოვიწიე და წყალი მოვსვი. მერე კი წამოვდექი და საითაც ბექა წავიდა, მეც იქით წავედი. კარადიდან პლედს იღებდა, კარის ჩარჩოს რომ მივეყუდე. -ე.ი ეს ყოფილა ბატონი ბექას ოთახი. - საწოლის ბოლოში დავჯექი და თეთრ ლოგინზე გადავწექი. - მეღადავები? იმ დივანზე მე ორად მოკეცილი უნდა დავწვე და შენ გაიშხლართო? აქ დავწვეთ. -დავწვე-თ? - ბექამ ღიმილით გამომხედა და პლედი ისევ კარადაში დააბრუნა. -ხო დიდი ამბავი, ოღონდ რამე მაისური გექნება რომ მათხოვო. ბექა რამდენიმე წუთით გავიდა, მე ქვედაბოლო, წინდები და მაისური გავიხედე და “პიჟამა” მოვირგე. ბექას შემოსვლისა და სანამ დაწვებოდა აქეთ-იქით ბოდიალის ხმა სადღაც შორიდან ჩამესმოდა. თავი წამოვწიე -ასე პირველად ვიქცევი და ამაზე ყურადღება ცუდად რომ გამიმახვილო, გეფიცები წამებით მოგკლავ - ვუთხარი და ძილი განვაგრძე. -_-_- სახეზე მზის სხივებმა რომ მომანათა, რამდენიმე წუთი დამჭირდა გამოსაფხიზლებლად. მარცხნივ სიცარიელემ გამათამამა და საწოლში წამომჯდარი გავიზმორე. თვალები კიდევ ერთხელ დავახამხამე და ჩემი ყურადღება საწოლის ბოლოში მოწესრიგებულად დალაგებულმა ჩემმა ტანსაცმელმა მომჭრა თვალი. ქვედაბოლო და მაისური დაახლოებით ასე დავტოვე, მაგრამ ჩემი ნაცრისფერი ლიფი მე ნამდვილად არ დამიდია აქ. თვალები ძლიერად დავხუჭე და გონება დავძაბე. გვიან, ძილში შემაწუხა და რომ გავიხადე ტუმბოზე დავდე. ახლა ჩემ მარჯვნივ იმ ადგილზე ფორთოხლის წვენი და ორი აბი ,სავარაუდოდ, ტკივილგამაყუჩებელო იდო. დარწმუნებული ვარ სახეზე წითელი ფერი დამედო, წვენი მოვსვი, ცივი ჭიქა კი შუბლზე მივიდე. კარს ერთი გავხედე და ჩაცმა დავიწყე. სანამ მისაღებამდე გავედი, სააბაზანოში შევიარე. თავი შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე და მისაღებში გავედი. ბექა სავარძელზე მიწოლილიყო, ფეხები მაგიდაზე შემოედო და მობილურზე თამაშობდა. კარის ხმაზე გამომხედა და გამიცინა. მის გვერდზე მოწყვეტით დავჯექი და ფეხები მეც დაბალ მაგიდაზე შემოვალაგე. -რომელი საათია? -2ის ნახევარი -ეუფ. ყოჩაღ თათა - მაგიდაზე დადებულ ჩემს მობილურს დავწვდი. არც ზარი, არც სმს. არავის გავხსენებივარ საბედნიეროდ. -ჩემმა ძმამ დედა სოფელში წაიყვანა გუშინ თორე აქამდე ცხრაასჯერ დარეკავდნენ. - თავი დივნის საზურგეზე გადავწიე და გამწვირვალე ჭაღს დავაკვირდი. ბექამ მობილური გადადო, ჩემი მარცხენა ხელი ხელებში მოიქცია და ოდნავ მომიჭირა. თავი მისკენ მივატრიალე. -თათა, ახლა რასაც გეტყვი კარგად გაიაზრე კარგი? უსიტყვოდ დავუქნიე თავი. -არასდროს, არასდროს იფიქრო რომ მე შენზე რომელი საქციელის გამო ცუდს გავიფიქრებ. ხო, არიან ბიჭები ვისაც გოგოს ერთი ოდნავ “თამამი” საქციელი და ის უკანასკნელი დონის გოგო ჰგონიათ, მაგრამ მე მასეთი არ ვარ. საიდან არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ შენ სხვასთან ასე არ დარჩებოდი. შენ მხოლოდ ჩემთან დარჩი და ეს ძალიან მიხარია ე.ი ოდნავ მაინც მენდობი. ამიტომ არასდროს იფიქრო რომ მე რამეს სხვანაირად გავიგებ, კარგი? ერთი ხელით ჩემი ხელი ეჭირა, მეორეთი კი სახეზე მეფერებოდა და ძალიან მშვიდი, დაბალი ხმით მესაუბრებოდა. ვიგრძენი თვალები როგორ ამემღვრა, ქუთუთოები ერთმანეთს დავაჭირე რომ ცრემლები არ წამომსვლოდა. -ის კი ნამდვილად ზუსტად ვიცი რომ პირველად მე მაკოცე - ეს თქვა თუ არა თვალები მომენტალურად გავახილე და მხარზე გემრიელად ვუთავაზე. -აი, დაამტკიცე კიდეც - ჩემი მოჩვენებითი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ჩამეხუტა და ჩემს ყელში განაგრძო ბუტბუტი. ___________ არაებული არანორმალური სიტუაციიდან გამომდინარე ცოტა ძნელია დამშვიდებულმა დაალაგო აზრები და მერე ეს ყველაფერი დაწერო. ამიტომ ცოტა შემაგვიანდა(( შეიძლება, ერთი ეპიზოდია და წინსვლა არ გვაქვს ამ თავში, მაგრამ წყვილის ამ თუ დაც ერთ დღეს, სხვანაირად ვწერ დავწერდი. უღრმესი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის, საუკეთესო სურვილებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.