შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილი დეტექტივი


6-04-2020, 21:18
ავტორი Crazyforart
ნანახია 1 022

თავი მეორე

დაახლოებით თორმეტი საათისთვის პირველად თვალი გავახილე,მაგრამ საქმე არაფერი მქონდა წასასვლელიც არსად ვიყავი ამიტომაც,მეორე მხარეს გადავტრიალდი და ძილი გავაგრძელე საბოლოოდ შუადღის მიწურულს გამეღვიძა და ფეხზე წაამოვდექი.ფრენის გამო ყურები დაგუბებული მქონდა და ადგომისას ცოტა თავბრუ დამეხვა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და მაშინვე სააბაზანოში შევედი,წყალი გადავივლე თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი სადაც გვანცა საქმიანობდა.
-ოჰ დილამშვიდობისა.-გამეხუმრა გვანცა.
-რას შვები გვანცი?
-რავიცი,ვალაგებდი,შეჭამ რამეს?
-აუ კი,რა გვაქ საჭმელი?
-კვერცხი და ბეკონი გინდა?
-კი სად დევს?
-მოიცა შეგიწვავ,სანამ შენ გაერკვევი რა სად დევს დაღამდება.-მითხრა და გამიცინა.
-ლევანი სად არის?
-ლევანი გავიდა,ასე თქვა რომ გაიღვიძებს მანქანას შეხედოსო.
-კარგი რა,ეგ მართლა თქვა?
-კი რატომ მეკითხები?-მკითხა და ტაფაზე კვერცხი დაახალა.
-არაფერი ისე,გუშინ ვუთხარი რო მივეხმარებოდი მანქანის ძრავის გაკეთებაში.
-დღე და ღამე მაგ მანქანას უჩიჩხინებს,საგანგებოდ ამზადებდა შენი ჩამოსვლისთვის.
-მართლა?
-ჰო მართლა,ერთხელ გაათენა კიდეც, ამბობდა უნდა მოვასწრო სანამ ჩამოვაო.
-ძალიან უყვარს ეგ მანქანა ჰო?
-აფანატებს,ასეთი თბილი რომ არ იყოს ჩემს მიმართ,შეიძლება მეეჭვიანა კიდეც.-მითხრა სიცილით.
გვანცამ კვერცხი და ბეკონი ერთ თეფშზე გვერდი გვერდ დაალაგა და მაგიდასთან მომიტანა,მაცივრიდან წვენი და ათასგვარი ტკბილეული გამოიღო და ისინიც მაგიდაზე დააწყო.
-მადლობა ჩემო ლამაზო.-ვუთხარი როცა ჭამას მოვრჩი და შუბლზე ვაკოცე.-მანქანა სადარის?
-ფარეხში აყენია,ახლავე აპირებ?
-კი, იმედი მაქვს ყველაფერი შიგნით აქვს ჰომ?
-კი მანქანის კომპიუტერიც კი შიგნით აქვს,ვერაფერი გავიგე როცა მელაპარაკებოდა ძრავს აძლიერებსო.
-კარგი თავს ნუ დაიტანჯავ.-ვუთხარი სიცილით.-ყველაფერს მივხედავ.
-რა კარგია რომ ჩამოხვედი.-მითხრა და სიყვარულით გადამეხვია.
ფარეხში შევედი და მანქანას დავხედე,წინა კარები გამოვაღე და კაპოტი ავხადე,ძრავს ჩავხედე და გაკვირვებოული დავრჩი,ბევრი სპორტული დეტალი ჰქონდა დამატებული დიდი ტურბინა და მაღალი ხარისხის ბლოუოფი ეყენა,ამძრავით და დეტაელბით უფრო მეტი ცხემისძალის ამოღება შეიძლებოდა ამ მანქანისგან ვიდრე ბევრი სხვა ამ მოდელებისგან,მთავარია ძრავს გაეძლო.
-ჰომ გინდოდა კაპოტის ქვეშ ჩაგეხედა,ახლა რას იტყვი?-ფარეხში ლევანი შემოვიდა.
-გაკვირვებული ვარ,არ დაგიმალავ,ამ მანქანისგან უფრო მეტ რესურსს მიიღებ უბრალოდ ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ.
-როდის დავიწყოთ?
-კარგი რა მოსვენებას არ მომცემ?
-არა მინდა რო მალე მოიხოდოს,ნუ საერთოდ მინდოდა რომ უკვე მზად დამეხვედრებინა მაგრამ რახან ვერ მოვასწარი შენი დახმარება დამჭირდება.
-შენ ის მითხარი სად იყავი.
-მანქანის ნაწილები მინდოდა მეყიდა.
-ყველაფერი საკმარისი აქვს ამ მანქანას მეტი არაფერი სჭირდება,მხოლოდ კარგი კომპიუტერი გვინდა რომ ახალი სეთინგები ჩავწეროთ.
-კომპიუტერი ერთერთი საუკეთესო მაქვს,ახლავე გაჩვენებ.
-ყველაფერი გაქვს?
-კი მინდოდა ყველაფერი ჩემი ხელით გამეკეთებინა და ყველაფერი ვიყიდე.
-კარგი მანქანაში ჩაჯექი,ავტობანზე გავიდეთ.
1-კარგი ახლავე.-სიხარულით დამთანხმდა ლევანი.
მანქანის კომპუუტერი ლეპტოპზე შევაერთე და პროგრამის ჩასაწერად მოვამზადე ლევანიმ მანქანა ფარეხიდან გამოიყვანა და ავტობანზე გავედით როცა ქალაქს მოვცილდით პროგრამის ხელახლა ჩაწერა დავიწყეთ სამი საათი ავტობანზე დავდიოდით და გზადაგზა საწვავს ვამატებდით მანქანაში.საბოლოოდ დიდხნიანი სიარულის შემდეგ ყველა სიჩქარეზე ახალი პროგრამაჩავწერეთ და უფრო მეტი ცხენისძალა მივიღეთ ძრავიდან ვიდრე ველოდი 350 ცხენის ძალის მაგივრად მანქანას 400 ცხენისძალა ჰქონდა,მექანიკური გადაცემათა კოლოფით კი სიჩქარის ეფექტი უფრო ძლიერი ხდებოდა,მანქანა დაფრინავდა.
სახლში ორივე კმაყოფილები დავბრუნდით,გვანცა გველოდებოდა,საინტერესო კი ის იყო რომ ერთხელაც არ დაურეკავს ლევანისთვის.
-გვანცი ამდენი ხანი გასულები ვიყავით,ლევანის რატომ არ დაურეკე?
-როგორც კი მანქანის ხმა გავიგე მაშინვე მივხვდი რომ სადღაც მიდიოდით,თან ყური მოვკარი რაღაცას რომ ლაპარაკობდით პროგრამებზე დაკომპიუტერზე.-მითხრა სიცილით.
-ჭკვიანი გოგო ხარ.-ლევანიმ წელზე ხელი მოხვია და აკოცა.
-ზაზუსაც ვუთხარი,ასეთი თბილი რომ არ იყო ჩემს მიმართ ვიფიქრებდი რომ ის მანქანა ჩემზე მეტად გიყვარს.
-ნუ სულელობ,დღეს კარგ ხასიათზე ვარ.
-ოჰ რას მივაწერო?-ჰკითხა გვანცამ.
-მანქანა დავამთავრეთ,გინდა გავისეირნოთ?
-კი როგორ არა,ახლავე წავიდეთ?
-წამოდი,ჩაცმა არ გინდა აქვე გავიაროთ სადმე.
-კარგი,ზაზუც ჰომ წამოვა?
-არა მე სახლში მირჩევნია,თქვენ წადით გაერთეთ.
-წამო შენც რატო არ მოდიხარ?
-არ მინდა წიგნს წავიკითხავ,დავიღალე თან.
-კაი როგორც გინდა,მალე დავბრუნდებით.
-ფრთხილად იარე,ახლა გიჟივით დადის.
-ვიცი ძმაო,ყველაფრისთვის მადლობა.
-ნუ სულელობ,წადი თუ მიდიხარ.-ვუთხარი სიცილით.
ლევანი სა გვანცა კარებში გავიდნენ მე კი ჩემს ოთხში ავედი და ჯერ კიდევ ამოულაგებელი ჩანთიდან წიგნი ამოვიღე,ჩანიშნული ადგილას გადავშალე და ქვემოთ ჩამოვედი,რამოდენიმე თავის შემდეგ მანქანის ხმა გავიგე,ხმა ვიცანი და წიგნი დავხურე,ერთი წუთის შემდეგ კარი გაიღო და ლევანი და გვანცა ოთახში შემოვიდნენ.
-როგორ მოგეწონა?
-შემეშინდა,სიჩქარის ისედაც მეშინია,რა უქენი ამ მანქანას?
-ისეთი არაფერი.-ვუთხარი სიცილით.-უბრალოდ ახალი პროგრამა ჩავწერეთ მანქანის კომპიუტერში.
-შენგან კარგი მანქანის ხელოსანი გამოვა,აქ ბევრს იშოვიდი.
-არა მადლობა,აქ ამისთვის არ ჩამოვსულვარ.-ვუთხარი სიცილით.-მიხარია თუ მიგეწონა.
-კი მომეწონა,პირდაოირ სავარძელზე ვიყავი მიკრული.
-მშვენიერია,ასეც იყო ჩაფიქრებული.-ვუთხარი და ლევანის მივუტრიალდი.-თავიდან ძალიან არ დატანჯო ძრავი უნდა მიეჩვიოს ახალ პროგრამას,ზეთები გამოცვალე ძრავშიც და გადაცემათა კოლოფშიც.
-კარგი ერთად წავიდეთ და შევცვალოთ.
-კარგი წავიდეთ,ღამე მშვიდობისა,დასაძინებლად მივდივარ.-ვუთხარი და ოთახისკენ წავედი.
-არ ვივახშმოთ?
-არა მადლობა,არ მშია.
ჩემს ოთახში ავედი წიგნით ხელში და საწოლზე წამოვწექი ისე რომ ტანსაცმელიც არ გამიხდია და კითხვა გავაგრძელე ბოლოს როცა თვალები მეტკინა,სათვალე მოვიხსენი თვალები მოვიფშვნიტე,სათვალე გვერდით გადავდე გვერდით წიგნი მივუდე და დასაძინებლად მოვემზადე.


თავი მესამე

დილით როცა გავიღვიძე და მოვემზადე დაბლა ჩავედი,ლევანი და გვანცა საუზმობდნენ,მეც მაგიდას მივუჯექი და მათთან ერთად ვისაუზმე,შემდეგ გარეთ მარტო გამოვედი და ქალაქის დათვარიელება დავიწყე.
ქალაქში უბნებში ქვაფენილი იყო დაგებული,მანქანები უბნებში არ დადიოდნენ ამიტომაც ხალხი ქალაქის ცენტრში ირეოდა,ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და ერთ ღერს მოვუკიდე,მანტოსა და სათვალეში გამოწყობილი მეგონა რომ ხალხს ადვილად შევერეოდი მაგრამ შევცდი,ერთადერთი ვიყავი ვინც შავ ტანსაცმელს ატარებდა,ათასფერად გამოწყობილი ხალხი,ახალგაზრდა თუ მოხუცი აქეთ იქით ირეოდა და სადღაც მიიჩქაროდა,გვერდით ველოსიპედისტმა ჩამიარა,როგორც ჩანს აქ საველოსიპედო გზა იყო და მე მასზე დავდიოდი.გვერდით გადმოვედი და ქვეითებისთვის განკუთვნილ გზაზე დავიწყე სიარული,აქეთ იქით ყურებისას დიდი მაღაზია შევამჩნიე, დიდი ასოებით „Le Champs“ წარწერამ ჩემი ყურადღება მიიქცია სიგარეტის ნამწვი ნაგვის ურნაში გადავაგდე და სუპერმარკეტისკენ წავედი.
დიდი მინის კარები გაიღო და მაღაზიათა ქსელში აღმოვჩნდი სადაც ერთდროულად იყიდებოდა ტანსაცმელი,ტექნიკა და პროდუქტი.ყველა მაღაზია მოვიარე ყველაფერი ვნახე რის ნახვაც შეიძლებოდა,ტანსაცმლიდან დაწყებული პროდუქტით დამთავრებული,ქალაქმა თავი მომაწონა,ახლა მთავარი იყო სახლში დასაბრუმებელი გზა მეპოვნა,ტელეფონი ამოვიღე ნავიგაციის სისტემაში სახლის მისამართი შევიყვანე მაგრამ გზა მაეტივად ვიცანი,ასე რომ ნავიგაცია არ დამჭირვებია.
სახლს რომ მივუახლოვდი ქუჩაში დაყენებული თეთრი სუბარუ დავინახე მაგრამ ეს ჩემი ძმის მანქანა არ იყო,ეს სუბარუ განსხვავებული იყო სხვა მოდელისგან და არც ლეგასი იყო ახლოს რომ მივედი კარგად გავარჩიე,ჩემს წინ თეთრი იმპრეზა იდგა.
სახლში შესულს ლევანი გაბადრული სახით დამხვდა,თავიდან ვიფიქრე რომ სტუმრები გვყავდა და ყოველ წამს ველოდებოდი რომ ოთახიდამ ვინმე გამოვიდოდა,სანამ ჩემმა ძმამ არ გამომარკვია.
-ზაზუ დაჯექი,რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ,რასაჭიროა დაჯდომა.
-დაჯექი რომ გეუბნები.
-კარგი როგორც იტყვი.-ვუთხარი და იქვე სავარძელში ჩავჯექი.
-ვიცი როგორც გიყვარს იმპრეზა,ასე რომ...-სიტყვის გაგრძელება არ დავაცადე.
-ლევანი რაჩაიდინე.
-დამაცადე დავამთავრო.
-კარგი კარგი.
-ასე რომ,რამოდენიმე დღით ადრე სანამ ჩამოხვიდოდი ერთერთ საიტზე ვნახე იმპრეზა ძალიან იაფად,ჰოდა ვიყიდე,უფროსწორად შენთვის ვიყიდე,მცირე ხელის შევლება უნდა და ხოდზე იქნება.
-არა არა ვერ გამოგართმევ,შანსი არარის.
-რას ქვია ვერ გამომართმევ,ფული უკვე გადახდილი მაქვს.
-ჰოდა უკან გამოართვი ფული და მანქანა დაუბრუნე.
-ეს შეუძლებელია...
-რატომ
-იმიტომ,რომ ის ახლა შვიდასი კილომეტრით შორსაა ჩვენგან,მანქანა პორტში ჩამოვიდა დღეს დილით ფული ბარათით გადავუხადე პირდაპირ ანგარიშზე დავუსვი.
-სულელო,რამდენი გადაიხადე?
-რამნიშვნელობააქვს?
-საერთოდ ღირდა ყიდვად?
-შენ თვითონ გასინჯე.-მითხრა და გასაღები გადმომიგდო.
-მადლობა ძმაო.
-არაფრის.-მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-წამოდი გავსინჯოთ,რა იყიდე.
-შენ გიყიდე,იდიოტო.
-ჰო კარგი,წამოდი გავსინჯოთ რა მიყიდე.
ორივე გარეთ გამოვედით და მანქანით მოსული გვაანცა დავინახეთ რომელიც მანქანის საბარგულიდან პარკებს ალაგებდა,პარკები სახლში შევატანინეთ და მასთან ერთად გარეთ გამოვედით.
-ესეიგი ეს არის ის რაღაც რომ იყიდე?-ჰკითხა ლევანის როცა გარეთ გამოვიდა.
-რაღაც არ არის,ეს კარგი მანქანაა.
-ახლა ამაა უნდა უჩხიკინო?
-მე არა ეს მანქანა ზაზუსია,ასე რომ ზაზუმ უნდა უჩხიკინოს,ჰომ არ იეჭვიანე ჩემო პატარა?-ჰკითხა ლევანიმ ხუმრობით.
-ნუ სულელობ,არ ვიცოდი ზაზუსთვის თუ აპირებდი ყიდვას.-უთხრა გვანცამ ლევანის და მე მომიტრიალდა.-გილოცავ ზაზუშ.
-მადლობა გვანცი,იმედი მაქვს კარგ რამეს გამოვიყვან ამ მანქანიდან.
-ეჭვი არ მეპარება რომ გამოიყვან,კარგი წავედი სახლში შევალ საჭმელს გავამზადებ,თქვენ თქვენი სათამაშოებით გაერთეთ ბავშვებო.-გვითხრა და გაგვიცინა.
გვანცა სახლში შევიდა მე კი მანქანის გარშემო დავიწყე სიარული,ვიზუალი მომეწონა უკან დიდი სპორტული ფრთა ეყენა როგორც ძველ იმპრეზას შეეფერება ხოლო წინ დიდი ჰაერის შემშვები რითაც ტურბინის ქულერი გრილდებოდა,საერთო ჯამში ვიზუალი კარგი იყო შეცვლა არაფერს სჭირდებოდა ახლა კარები გამოვაღე და შიგნით ჩავჯექი,მექანიკური გადაცემათა კოლოფი და სპორტული საჭე ეყენა,ტურბოტაიმერი და სხვა სპორტული დეტალები საიდანაც ზეთის ტემპერატურა და სხვა დეტალების კონტროლი შეგეძლო ინტერიერს ვერაფერს დაუწუნებდი,როგორც ჩანდა ლევანიმ იმაზე მეტი გადაიხადა ვიდრე ვფიქრობდი,ხოლო მანქანას იმაზე ნაკლები ხელის შევლება დასჭირდებოდა ვიდრე მე ვფიქრობდი.მანქანიდან გადმოვედი და კაპოტი ავხადე,ერთეერთი საუკეთესო ტურბო გაგრილების სისტემა და ბლოუოფი რომ დავინახე გაკვირვებისგან დავუსტვინე,მაგრამ ამავდროულად გავბრაზდი კიდეც.
-სერიოზულად გეკითხები რამდენი გადაიხადე ამ მანქანაში?-მივუტრიალდი ლევანის.
-სამი ათასი ევრო.
-მანქანას რასჭირს?
-არაფერი მხოლოდ რამდენიმე დეტალის და ზეთების შეცვლა სჭირდება,არ ღირდა ამ თანხად?
-პირიქით იაფი მგონია,რატომ გაყიდა?
-იმიტომ რომ ვერ უვლიდა,თან არ უნდოდა ბენზინზე მომუშავე ძრავი,აქ ყველას დიზელი ყავს.
-წამოდი ტრასაზე გავიდეთ,მაინტერესებს შეუძლია თუ არა რამე.
-წამოდი წავედით.
-ქარხნული რამდენი ცხენი აქვს?
-290 მაგრამ როგორც მითხრა ძრავი გაძლიერებული აქვს და ამას 360 ცხენი აქვს.
-პროგრამა კარგი უწერია?
-არ ვიცი მე იმდენად ვერ ვერკვევი ჰომ იცი,ჩაჯექი და გასინჯე ეს დედააფეთქებული რა.
-კარგი წავედით.
ვუთხარი და მანქანის საჭეს მივუჯექი,ტრასაზე გავედით თუ არა გაზის პედალს ძლიერად დავაწექი და ბლოუოფის ხმაც გაისმა მეორე სიჩქარეში ჩავაგდე და ტურბინა იმაზე ადრე გაიხსნა ვიდრე ველოდი,მანქანა კარგად დადიოდა,მაგრამ მეტიც შეეძლო.
იმ დღეს მეტი არ გვივლია იმ მანქანით როგორც კი მოვედით მანქანა ფარეხში შევიყვანე,ლევანიმ პირობა დამადებინა რომ მანქანას მეორე დღესვე დავიწყებდი,ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც და გვანცამ,ცხელი სადილი უკვე სუფრასთან დაგვახვედრა.
ასე მიდიოდა ჩემი სან ბრიუში ყოფნის უკვე მერამდენე დღე თითქმის ვერ ვგრძმობდი სიშორეს საქართველოსგან,მაგრამ იქნებ ეს იმიტომ ხდებოდა რომ ამის საშუალებას ჩემი ძმა არ მაძლევდა.

თავი მეოთხე

მეორე დღეს დილით გამეღვიძა ლევანის და გვანცას ჯერ არ ეღვიძათ,მათ გარეშე ფარეხში შეცედი და მანქანა გამოვიყვანე,დრო იყო სერვიზზე წამეყვანა,ქალაქში პირველად გამოვედი იმპრეზათი,ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე მანქანების სახელოსნოს მივაგენი,მაგრამ აღმოჩნდა რომ მხოლოდ ქეშით შემეძლო გადახდა მე კი ქეში მოხსნილი არ მქონდა,ამიტომაც წავედი ბანკომატთან და ფული გამოვიტანე,ამის შემდეგ კი სახელოსნოსთან მივედი და საუკეთესო მანქანის ზეთი ვიყიდე,შემდეგ სამუხრუჭე ხუნდები და ანტიფრიზი ვიყიდე ეს ყველაფერი საბარგულში ჩავაწყწ და სახლში დავბრუნდი,მანქანა ფარეხში დავაყენე ჯერ ზეთი შევცვალე ძრავშიც და გადაცემათა კოლოფშიც შემდეგ მანქანაში ანტიფრიზი ჩავასხი ძრავი რომ არ გაყიმულიყო ზამთარში საბოლოოდ ხუნდები შევცვალე და მანქანა დავქოქე,ამ დროს ფარეხში ლევანი შემოვიდა და დასვრილი რომ დამინახა გაეცინა.
-რაქენი საქმე როგორ მიდის?
-ყველაფერი კარგადაა,ისეთი არაფერი უნდა,დილით წავედი და ყველაფერი ვიყიდე რაც საჭირო იყო,ზეთი შევცვალე ძრავშიც და გადაცემათა კოლოფშიც,ანტიფრიზი ჩავასხი,და სამუხრუჭე ხუნდებიც შევცვალე,ახლა ხმა აღარ ექნება დამუხრიჭებისას,საბოლოო რაც დარჩა კარგი პროგრამა უნდა.
-ამდენი რამე მოასწარი სანამ გავიღვიძებდი?
-ადრე გამეღვიძა უბრალოდ.
-იცი მაინც რომელი საათია?
-არა რატომ მეკითხები?
-ჯერ მხოლოდ შუა დღეა ძმაო,რომელზე გაიღვიძე?
-ალბათ ასე რვა საათზე,რაიყო?
-არაფერი საღოლ ამდენი რამე თუ მოასწარი,ფულის ხარჯვა კიდევ საჭირო არ არის,მითხარი და მოგცემ რამდენსაც გინდა.
ლევანის ეს ნათქვამი სასაცილოდ არ მეყო.
-ძმაო ფული საკმარისზე მეტი მაქვს,საქართველოში შენი აზრით სახლში ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი?
-ეგ არ მითქვამს.
-ჰო მაგრამ,რახან აქ ჩამოვედი არ ნიშნავს იმას რომ შენს ხარჯზე ვიქნები,ეს მეთვითონ არ მინდა გესმის?
-კარგი უბრალოდ გითხარი მე ცუდად არ მითქვამს.
-ვიც8 ლევანი,მაგრამ საკმარისი მაქვს იმისთვის რომ მეყოს,სახლისთვის კარგად მოგივლია,რაც დედა უკან დაბრუნდა იმის მერე აქ მხოლოდ შენ დარჩი,მის ნაწვალებს კარგად უვლი.
-ჰო ვცდილობ,გვანცა ყველაფერში მეხმარება,ის რომ არ იყოს ამხელა სახლს ვერაფერს მოვუხერხებდი მარტო,თან სტუმრებიც იშვიათად გვყაბს ამიტომაც სახლში მხოლოდ მე და გვანცა ვიყავით ხოლმე,გაგვახარე რომ აქ ცხოვრება გადაწყვიტე,თავს მარტოებად მა8ნც აღარ ვიგრძნობთ.
ზეთიანი ხელები ტილოთი შევიმშრალე,მუშტი შევკარი და ლევანის გავუწოდე,მან საპასუხოდ,თავისი მუშტი მოარტყა.
-არ გინდა,პროგრამის ჩაწერაში დამეხმარო?
-კი კი როგორ არა,ახლავე წავიდეთ?
-ჰო რაც მალწ დავამთავრებ მით უკეთესი,თან შენც არ მომასვენებ.
-მართალია,-გაეცინა ლევანის.-წამო წავედით საჭესთან დავჯდე ჰო?
-ჰო მანამდე კომპიუტერს შევაერთებ.
მანქანაზე კომპიუტერი შევაერთე და მძღოლის გვერდით სავარძელზე დავჯექი,პირველ რიგში წავედით და საწვავით ავზი გავავსეთ,ხოლო მერე ავტობანზე გაბედით და იქ რამოდენიმე საათი ახალ პროგრამას ვწერდით ყველა სიჩქარეზე ახალი პროგრამა ჩავწერეთ,შედეგით კი გაკვირვებული დავრჩი,ვგეგმავდით რომ მანქანა 400 ცხენისძალას აიტანდა მხოლოდ მაგრამ,ძრავმა საშუალება მოგვცა რომ უფრო მეტი ცხენისძალა ამოგვეღო ამიტომაც პროგრამა იდეალური უნდაა ყოფილიყო თუ გვინდოდა რიმ ეს პროგრამა ძრავს აეტანა,ერთი შეცდომაც კი შეიძლებოდა საბედისწერო ყოფილიყო,მაგრამ არა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საბოლოოდ 350 ცხენისძალიდან მანქანა ყველა დეტალის ჩათვლით 500 ცხენამდე ავიყვანეთ,სახლში ორივე უდიდესი კმაყოფილებით დავბრუნდით,მანქანა ყცელაფრისთვის მზად იყო,ლევანი გაბრწყინებული თვალებით შევიდა გვანცასთან და ახარა ახალი ამბავი,გვანცამ ეტყობოდა რომ ვერაფერი გაიგო,მანქანების არაფერი გაეგებოდა მაგრამ ლევანის რომ არ სწყენოდა მანაც სიხარულით მიიღო ეს ამბავი.
ყველაფერი მზად გვქონდა მაგრამ ერთი რამ მაინც მოსაგვარებელი იყო,ლევანის მანქანაში ზეთები უნდა შეგვეცვალა,ზეთები ნაყიდი მქონდა საკმარისზე მეტი ერთადერთი რაც დარჩენილი იყო,მანქანა უნდა შეგვეყვანა ფარეხში და ზეთი გამოგვეცვალა,სადილის შემდეგ ლევანი წამოვიყვანე და ძრავსა და გადაცემათა კოლოფში ერთად შევცვალეთ ზეთი,მანქანა უკვე ყველაფრისთვის მზად იყო.
-დავდგეთ?-მკითხა ლევანიმ.
-კითხვა დამასწარი.-ვუთხარი და ხელები გავიწმინდე.
-წამო რაღას ველოდებით მაშინ.
-წავედით.

ორივე მანქანებში ჩავსხედით და ავტობანისკენ ავიღეთ გეზი,გზაზე შუქნიშანზე წითელი შეგვხვდა, ორივე გავჩერდით გვერდიგვერდ და მწვანეს დაველოდეთ,მწვანე აინთო და გაზს გამალებით დავაწექით ორივე,თავიდან ლევანიმ ცხვირი გაწია მაგრამ როცა მეორე სიჩქარეშე გადავრთეთ ლევანი უკან ჩამორჩა,ხოლო მესამე სიჩქარეზე მანქანა უკან დარჩა,ახლა დრო იყო მაღალ ბრუნზე გვეცადა,ავტობანზე გავედით,სიჩქარე ასი კილომეტრი საათში გვქო და და გვერდი გვერდ მივდიოდით,ლევანიმ სამჯერ დაასიგნალა,მესამე სიგნალზე ორივემ ერთდროულად ჩავაჭირეთ გაზსდა მეოთხე სიჩქარეში გადავრთეთ,აშკარა იყო რომ აზრი არ ქონდა,ჩემს მანქანას მისაზე 100 ცხენისძალით მეტი ჰქონდა ამასთანავე,იმპრეზა უფრო მსუბუქი იყო,ამიტომაც გავასწარი,მაგრამ ლევანი სერიოზულ წინააღმდეგობას მიწევდა.ორივე სახლში დავბრუნდით,გვანცა ბუხართან იჯდა და გველოდებოდა.
-სად იყავით?-გვკითხა როცა სახლში შევედით.
-მანქანები გამოვცადეთ,ავტობანზე ვიყავით საყვარელო.-უპასუხა ლევანიმ.
-სახლში თითქმის არ ხართ,რაწესია ეგ?
-მაპატიე პატარავ,აწი სახლში ვიქნები.-ლევანი გვანცას მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა.
ბუხართან ვისხედით სამნი,მე ლევანი და გვანცა,მაგოდაზე სამი ჭიქა და ერთი ბოთლი ფრანგული ღვინო იდო,სამივე ნელნელა ვსვამდით და ვლაპარაკობდით ყველაფერზე,ძველ დროზე როცა სამივე საქართველოში ვიყავით,ერთად გატარებულ წლებზე ბავშვობის მოგონებებზე და იმ ხალხზე ვინ ახლა საქართველოსი გველოდებოდა.შუაღამეც მიილია და ბოთლიც დავცალეთ,მათთან საუბარს არაფერი მერჩივნა მაგრამ,მ9მქანცველმა დღემ მალე ჩაიარა და უკვე ღვინოც თავისას შვრებოდა,თვალები დამიმძიმდა და მოვითენთე,ამიტომაც ოთახში ასვლა და ძილი ვამჯობინე.



№1 სტუმარი Allamaria

სად დაიკარგე ატორო? გგრძელება გინდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent