Jag släppte inte (თავი 1) /სრულად/
ყოველი დილა საყვარელი ადამიანის თვალებში ჩახედვით, როცა იწყება შეუძლებელია შენი დღე ნეგატიურად წარიმართოს. - თაია...- იტყვის ხოლმე გამთენიისას ერიკი, რომელიც ყოველთვის აკვირვებდა, თაიას თავისი იდეალური მანერებით. სხეულზე თავის ხელებს შემოახვევდა და ყურში ნაზად ჩაჰჩურჩულებდა, რომ მას ძალიან უყვარდა იგი.-Jag älskar dig så mycket, Taia.- რის შემდგომაც შავგვრემანი გოგონა, ერიკს კოცნით დააჯილდოვებდა. თავის მშვიდ სხეულს მზისებრი ეფექტით შეამკობდა და ვინ იცის, მერამდენეჯერ უხდიდა მადლობას უფალს იმის გამო, რომ ასეთი საჩუქრით დააჯილდოვა. თაისიასთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან დიდ სცენაზე, ჩელოს თანხლებით მაყურებლის წინაშე უნდა წარმდგარიყო. - Är du nervös Allt kommer att gå bra ... Du är den coolaste personen jag känner till och med. - რთულია არ ინერვიულო, როცა ასეთი საპასუხისმგებლო მისია გაქვს შესასრულებელი, ერიკ... - ყველაფერი კარგად იქნება, თაია... თაია დიდ სცენაზე გავიდა... ერიკი მოხიბლული იყო, თავისი შეყვარებულით, რომელსაც საშინლად უხდებოდა ეს შავი, კლასიკური კაბა... სხეულში სასიამოვნო გრძნობა უვლიდა და ხვდებოდა რამხელა ადგილი ეჭირა მას მის ცხოვრებაში,... როგორ ხარობდა თაიას სახეზე აღბეჭდილი თითოეული ღიმილით.... თაიამ ხემი თავის გრძელ თითებში მოიქცია და სახეზე ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ამ სამყაროში თითოეული ტკივილი მის სახის ნაკვთებზე იდებდნენ ბინას... ხალხი მონუსხული მისჩერებოდა, თაიას თითებს, რომელიც სასიამოვნო მელოდიებს ქმნიდა და თითოეული ადამიანის სულამდე აღწევდა. დასრულებისას აღტაცებული ხალხი ემოციებს ვერ მალავდა. გაცისკროვნებული სახით შეცქეროდნენ, თაიას, რომელსაც მაცდურად ჰქონდა აციმციმებული თავისი შავი თვალები... ლოყები წითლად უელავდა, თითქოს სახეზე მზის კოცნაც მიეღო საჩუქრად. - როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყავი, თაია...- ძლივას აღმოთქვა, ერიკმა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა თავისი გული დამორჩილებული. პატარა, თინეიჯერი ბიჭივით გრძნობდა, როგორ ედებოდა მისთვის ნაცნობი და ამავდროულად საშინლად შეუცნობელი გრძნობა.. აღტაცებისგან არ იცოდა, თაიასთვის რა ეთქვა... როგორ გადმოეცა ის შესანიშნავი ემოციები, რაც რამდენიმე წუთის წინ მისი დამსახურებით შეიგრძნო... თაია ემოციების მოძალებული ტალღის გადამკიდე საღ აზროვნებას ვერ ინარჩუნებდა... ფიქრობდა, რომ სამყარო მისი იყო და მხოლოდ მას ეკუთვნოდა... ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის იყო ისიც კი აღარ ახსოვდა. საღამოს ორგანიზატორმა, თაია თავის ოთახში შეიპატიჟა, რომელიც სხვა ადამიანების მსგავსად ვერ მალავდა, თაიას მიმართ გაოცებას... უყურებდა მის გრძელ, მაგრამ ამავდრულად ძალიან სუსტ თითებს და ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ის სამოთხისებრი ჰანგები მისი შექმნილი იყო. - შესანიშნავი იყო, თაია!- იფეთქა ხანშიშესულმა კაცმა და თაია გულში ჩაიკრა.- დიდი ხანია ასე კლასიკური მუსიკით არ მისიამოვნია. შენში ძალიან დიდი ნიჭია, თაია... ძალიან მინდა მთელმა სამყარომ გაგიცნოს და ამაში დაგეხმარები! - ამით რისი თქმა გინდათ, ბატონო....?- გაოცებას ვერ მალავდა თაისია და თავისი ათრთოლებული ბაგეების დასაფარად, თავის ყოვლისშემძლე თითებს იფარებდა პირზე. - შეგიძლია უბრალოდ იასე დამიძახო, თაია. ხო, არ მოგესმა... შენი გამოსვლის შემდგომ ძალიან ბევრი შემოთავაზება შემოვიდა. სხვადასხვა კონცერტებზე გიწვევენ და იმედია უარს არ მეტყვი, რადგან ამას არც მივიღებ!- თვალი ჩაურკრა, იასემ თაიას. თაიას ეგონა, რომ ჯერ კიდევ შესანიშნავ სიზმარში იმყოფებოდა. ვერ იჯერებდა, რომ ასეთი შემოთავაზება მიიღო. ღმერთმანი, ის ხომ ამაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა? თაია ემოციების ტალღისგან გადაღლილი, ამ სამყაროდან ძალიან შორს მყოფი თავის შეყვარებულს ეძებდა... თაიას სახეზე ფერი აღარ დასთამაშებდა... თითქოს გვამის ფერიც კი ემჩნეოდა. - ყველაფერი კარგადაა, თაია?- ჰკითხა, მას ერიკმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ თავის შეყვარებულზე ძალიან ნერვიულობდა... - არ ვიცი...- სიტყვებს ვერ აბავდა თაია.- ასე მგონია სიზმარში ვარ. - ყველაფერი ძალიან კარგადაა, ჩემო პრინცესა. შეუდარებელი იყავი. - ორგანიზატორმა მითხრა, რომ ამ გამოსვლის შემდგომ, ძალიან ბევრს მოუნდა ჩემი კოცნერტებზე მიწვევა...- ჩუმად ჩაილაპარაკა, თაიამ. თითქოს ეშინოდა მათი საუბარი სხვებს არ გაეგოთ... ერიკის სახეზე გაოცება და სიამოვნების შეგრძნება ერთიანად იყრიდა თავს. იცოდა... თავიდან იცოდა რა შესანიშნავი ნიჭით იყო, თაია დაჯილდოვებული და მისით ძალიან ამაყობდა. - მე შენით ძალიან ვამაყობ, თაია... კონცერტები რომ დაგისრულდება, ჩემთან გადავიდეთ საცხოვრებლად. ისედაც დიდი ხანია გინდა შვეიცარიაში ჩასვლა. თან ჩემებსაც გაახარებ. მანამდე კი შენთვის საჩუქარი მაქვს.- უთხრა თაისიას და ეშმაკურად აუციმციმდა თავისი მრავლისმეტყველი თვალები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.