ხელახლა (ნაწილი III)
^^^ რაღაცნაირი უცნაური წყვილი ვიყავით მე და ბექა. თავისუფალ დროს, ძირითადად, ერთად ვატარებდით, მაგრამ როცა ერთად არ ვიყავით სმს-ებითა და ზარებით არ ვიკლებდით ერთმანეთს. უბრალოდ მეტნაკლებად ვიცოდით ერთმანეთის ადგილმდებარეობა, გეგმები და სხვა. ერთად ყოფნის დროს, ძირითადად, აწმყოზე ვსაუბრობდით. გოგონები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ვერ ვიყავი. მე კი მეცინებოდა. ვერ ვხვდებოდი რა პრობლემა იყო თუ რამდენიმე საათს არ მივწერდით ერთმანეთს, მითუმეტეს მაშინ, როცა თუნდაც გასართობად იყო თანამშრომლებთან. ეს ყველასთვის გაუგებარი იყო, მაგრამ ჩვენ ასე ვგრძნობდით თავს კომფორტულად და ყოველ დღე ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი რომ შემახვედრა ადამიანს, ვინც პირად სივრცეს მიტოვებდა. თუმცა ერთხელ მეც ვიფიქრე რომ მთლად დალაგებულები მართლა არ ვიყავით. თქვენც გეტყვით, ასე რატომ ვიფიქრე. -_-_- ჩემს ცხოვრებაში ერთი ფაქტი განსაკუთრებულად მომწონდა. 29 თებერვალს დავიბადე, ამიტომ დაბადების დღის დღესასწაულს, სხვებთან შედარებით განსხვავებულად, 4 წელში ერთხელ ვიხდიდი. არ გაგიკვირდებათ და მე და ბექას დაბადების დღეებზე არასდროს გვისაუბრია. ურთიერთობა აგვისტოში დავიწყეთ და თებერვალი იმდენად შორს იყო, არც კი გამხსენებია. სწორედ ჩვენი ერთად ყოფნის პირველ წელს უწევდა ნაკიანი წელიწადი. არასდროს ვგეგმავდი წინასწარ გრანდიოზულ აღნიშვნებს, ამჯერადაც წინა დღეებში ვაპირებდი საქმის მოგვარებას. დაბადების დღემდე ათი დღით ადრე, მივლინებიდან ბექამ დამირეკა 29-ში არაფერი დაგეგმო, 28-ში ჩამოვფრინდები და სადღაც წაგიყვანო. კარგითქო დავთანხმდი, მეგონა ან მე ვუთხარი ან საიდანმე თავად გაიგო დაბადების დღეზე და სიურპრიზს მიწყობდა. ამ თემაზე მეტჯერ აღარ გვისაუბრია, მხოლოდ გოგონები გავაფრთხილე ასეა და ასეთქო. ლიზა და ნია სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდნენ როგორ შეიძლებოდა ბექას დაბადების დღე მოელოცა. თან ჯუჯღუნებდნენ ისედაც ოთხ წელში ერთხელ ვერთობით შენს წვეულებაზე და ახლა შენი თავი ბექამ წაგვართვაო. 28-ში გვიან ბექამ მომაკითხა, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩაალაგე გუდაურში ავდივართო. მათე შინ არ იყო, დედასთან მარტივად მოვაგვარე და გუდაურის გზას დავადექით. -_-_- 12-ის ნახევარზე მანქანა სასტუმროსთან მივაყენეთ. საბარგულიდან ჩვენი მცირე ბარგი ამოვიღეთ და დავბინავდით. -შენ თუ რამე გინდა მოწესრიგდი და ათ წუთში ჩავიდეთ რესტორანში ხო? გავალ მე გეგა მირეკავდა და გადავურეკავ. ბექას გასვლის შენდეგ სააბაზანოში შევედი. სახეზე წყალი შევისხი გამოსაფხიზლებლად, აჩეჩილი თმები შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგე. მაღალ სარკეში ჩაცმულობა შევათვალიერე, უბრალო შავი სვიტერი და შავივე ჯინსი მეცვა უგებზე. გამოცვლა საჭიროდ არ მივიჩნიე, ბოლო-ბოლო სასტუმროს რესტორანში ჩავდიოდი. მხოლოდ ფეხზე გამოვიცვალე და კომფორტული კედები მოვირგე. ბექამ ესემესი მომწერა ქვემოთ გელოდებიო და მეც ჩავედი. მაგიდა, რა თქმა უნდა, ორ ადამიანზე იყო გაშლილი. თეთრ ფითქინა თეფშებზე შემწვარი სტეიკი თავს იწონებდა, გვერდით კი წითელი ღვინის ბოთლი იდგა. ბექამ გალანტურად გამომიწია სკამი, თავადაც დაჯდა, შემდეგ კი ჭიქა წითელი სითხით შემივსო. ალკოჰოლის გვერდზე იდგა ფორთოხლის წვენიც, ჩემთვის. -მმ, ან მართლა ძალიან გემრიელია ან ძალიან მომშიებია. - ლუკმებს შორის ამოვილუღლუღე. -არა, მართლა გემრიელია. შარშან ვიყავით აქ. იმ ბარმენ გოგოს შეხედე, ეგ გეგას სატრფოა.. მითითებულ მხარეს გავიხედე და სასიამოვნო გარეგნობის ჟღალთმიანი გოგონა დავინახე. ჭიქებში სასმელს ანაწილებდა და მიმტანს რაღაცაზე ესაუბრებოდა. როგორც ჩანს, ჩვენი მზერა იგრძნო და გამოგვხედა. მე უხერხულად გავუღიმე, ბექა კი თითების მოძრაობით მიესალმა. რამდენიმე წუთში კი ჩვენს მაგიდას მოუახლოვდაზ -საღამომშვიდობისა - ორივეს ღიმილით გადმოგვხედა, შემდეგ კი ბექა გადაკოცნა - როგორ ხარ ბექა? -მე კარგად. მითუმეტეს ძლივს დასასვენებლად ამოვედი, ახლა რაღა მომკლავს. გაიცანი, ეს თათაა ჩემი შეყვარებული -სასიამოვნოა თათა, მე ტატა - გულღიად გამიცინა გოგონამ. -შემოგვიერთდი, ტატა - შევთავაზე მას და ჩემ გვერდით სკამი გამოვუწიე. -სიამოვნებით, მაგრამ სამუშაო საათებში ვერა. ძალიან გამიხარდა შენი ნახვა ბექა და შენი გაცნობა თათა. თუ რამე დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ. ახლა წავალ.. დაგვემშვიდობა ტატა და უკვე ჩვენს მაგიდას გაცდენილი, უკან მოტრიალდა. -უი, ბექა. ფეისბუქზე კი მოგწერე წეღან, მაგრამ ლაივშიც გილოცავ დაბადების დღეს. მრავალს დაესწარი წვენს ვსვამდი და როგორც კი ტატას ბოლო სიტყვები გავიგე, სითხე გადამცდა და იმხელა ხმაზე წამოვახველე, მთელი რესტორანი მე მიყურებდა. ფეხზე წამომდგარი ბექა ზურგზე ხელს მირტყამდა. -კარგი, ჩამენგრა ზურგი აღარ მინდა.. - ძლივს ამოვისუნთქე და ბექას ხელი ავაღებინე. -აბა, კარგად ხარ? -ბექა რა თქვა იმ გოგომ? -ხო, თათუ. იუბილარი ვარ და ამ დღის შენთან ერთად გატარება მინდოდა - გამიღიმა მან და მაგიდაზე დადებულ ხელზე ხელი დამადო. -ბიჭო, შენ დებილი ხარ? - ჩემდაუნებურად დამეძაბა ხმა. - არ უნდა გეთქვა დაბადების დღე რომ 29-ში გქონდა? -რა ვიცი თათა, არასდროს გიკითხავს და მეც არ გამხსენებია. რა მოხდა მერე ახლა ხომ იცი -ხოდა გილოცავ - ღვინის ჭიქა ზემოთ ავწიე და მისას მივუჭახუნე - იუბილარებს გაგვიმარჯოს! ამჯერად ბექას გადასცდა სითხე და გაფართოებული თვალებით შემომხედა. -კაიი?! -ჰო, ბექა, ჰო. ორივენი იუბილარები ვართ ბექა ფეხზე წამოდგა, მეც წამომაყენა და ხელები წელზე მომხვია. -ყველანაირად ჩემთვის ხარ, თათუ თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადაიტანა და მაკოცა. გარშემომყოფთა მხურვალე ტაშმა გამოგვაფხიზლა. ბექაზე მიხუტებულმა დარბაზს თვალი მოვავლე. ყველა ჩვენ გვიყურებდა და თითოეული მათგანის მზერაში სითბო ჩანდა. თუმცა ერთი წყვილი თვალები განსაკუთრებით ელავდა - ეს ჩემი თვალები იყო, ვიტრაჯში არეკლილი ჩვენი გამოსახულებიდან. -ჩემი ყველაზე ლამაზი გოგო, ჩემი ყველაზე საყვარელი და თბილი გოგო - ჩემზე ჰქონდა ბექას ხელი მოხვეული და ძალიან მთვრალები, ერთმანეთზე დაყრდნობილები ავდიოდით კიბეზე. -შენ კიდე ყველაზე კარგი ხარ -ოო, ეს რას ვეღირსე. უგულო თათამ შემაქო, ხალხო - იცინოდა და ხმამაღლობდა -ჩუ, თორემ გაგვაგდებენ. ნომერში შესულები ერთნაირად დავეცით საწოლებზე. ალკოჰოლისგან გაბრუებულები ბევრს და უაზროდ ვიცინოდით -რანაირი გოგო ხარ, თათუ?! არ უნდა გეთქვა შენი დაბადების დღე თუ მოდიოდა? მინიმუმ საჩუქრის გამო მაინც აგებინებენ ხოლმე შეყვარებულებს იდაყვებზე წამოვიწიე და ბექას წარბაწეულმა გადავხედე -რაღაც საჩუქარი რათ მინდა, როცა შენ მყავხარ? - მოწყვეტით ვაკოცე და წამოვჯექი. ტუმბოდან როშენის შოკოლადი ავიღე, ტკბილი ბურთულა პირში მოვიქციე და გემრიელად ჩავღეჭე. გონებაში იდეალურმა აზრმა გამიელვა. ოქროსფერი ფოლგა გადავგრიხე და რგოლად შევკარი. -ბეექს, ერთი აზრი მომივიდა. ბექაა! -მმმ - ამოიზმუვლა და თვალები გაჭირვებით გაახილა. -ერთი ძველი წესია, 29 თებერვალს გოგოს შეუძლია ბიჭს ხელი სთხოვოს და ბიჭს უფლება არ აქვს უარი თქვას. -ვა, რა მაგარია -ბექუნა, ქმრად გამომყვები? დახუჭული თვალები კიდევ ერთხელ გაახილა ბექამ, ამჯერად უფრო ოპერატიულად. წამოჯდა და ინტერესით შემომხედა -თათა, მართლა? არაფერი მითქვამს, უბრალოდ თავი დავუქნიე -ღმერთო, რით დავიმსახურე ეს სიგიჟე? - ჭერს ახედა, ვითომ ვინმეს დაინახავდა იქ -ჰა, თქვი! დავიტანჯე.. -თათუ, რათ უნდა მაგას კითხვა? კუსტარულად, თუმცა კრეატიულად დამზადებული რგოლი მარჯვენა ხელის არათითზე მოვარგე და ვაკოცე. -ძალიან მიყვარხარ, თათუ. არასდროს დაიციწყო -მეც მიყვარხარ სულ სულ ყველაზე მეტად. კოცნა შევაწყვეტინე და ლოყაზე ისე ვუჩქმიტე, როგორც თვითონ იცოდა. -ვიცი, რომ ქორწინებამდე სექსის წინააღმდეგი ხარ, ამიტომ არ დაგაძალებ. ტკბილად დაიძინე - მოწყვეტით ვაკოცე და ხელი ვკარი. ერთი ამოიოხრა, მაგრამ დაღლილს, ემოციებით დატვირთულსა და მთვრალს წუთები დასჭირდა დასაძინებლად. მისი თითები ხელში მოვიქციე, ფოტო გადავუღე და ინსტაგრამზე ავტვირთე : He said yes! #powerofLeapYear ამ ფოტოს თბილისიდან რა ამბები მოჰყვა, თქვენ წარმოიდგინეთ. ჩვენმა იუბილემ ბრეყინვალედ ჩაიარა, კურიოზულმა შემთხვევამ კი ყველა გაამხიარულა. ჩვენი მეგობრები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ რომ მთლად ნორმალური წყვილი ნამდვილად არ ვიყავით. ქორწილი ივნისში ჩავნიშნეთ, იქამდე კი დიდი სამზადისი, პირველ რიგში კი ოჯახების გაცნობა გველოდა. -_-_- თავს არ შეგაწყენთ იმაზე საუბრით რა სიტუაციაში გავიცანით ერთმანეთის ოჯახები, როგორ ჩაძმაკაცდნენ ბექა და მათე, როგორ გაცვალეს საცივის რეცეფტები თამუნამ და ბექას დედამ და მრავალი სხვა. ჩვენი მშობლების დიდი სურვილის მიუხედავად, პატარა ქორწილი დავგეგმევთ. ამ დღეს ჩვენს გვერდით უახლოესი მეგობრები და ნათესავები იყვნენ. ^^^ თეთრი, უფრო რძისფერი საზაფხულო კაბა მეცვა. წინ ნაზი ყვავილებით გაფორმებული, უკან კი მოხდილი. ფეხზე მბზინვარე ფეხსაცმელი მეცვა და შეძლებისდაგვარად გამართულად დავდიოდი. ნახევრად აკეცილ კულულებში კი ლითონის სამაგრი მქონდა ჩაბნეული ბერძნულ სტილში. ბექაც უბრალო თეთრი პერანგით, შავი შარვლითა და კედებით იყო შემოსილი. ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე წარვსდექით საკუთარ ქორწილში. მთელი ჯვრისწერის განმავლობაში ხელი გვქონდა ჩაკიდებული. ეს იყო ჩემს/ჩვენს ცხოვრებაზე ყველაზე უფრო ამაღელვებელი მომენტი. როცა პირისპირ დგახარ უფლის წინაშე და შენი სიყვარულის ობიექტს, შენს რჩეულს წარუდგენ მას. და ჰპირდები, რომ სულ ერთად იქნებით. ჭირშიც და ლხინშიც. ყველა სიტყვის შემდეგ ვგრძნობდი ბექა როგორ მიჭერდა თითებზე ხელს და ასე მაგრძნობინებდა რომ ესმოდა და თანახმა იყო. დასკვნითი ღონისძიება თბილისთან ახლოს, ღია ცის ქვეშ გაიმართა. უმშვენიერესი საღამო იყო, სასიამოვნო ამინდით, კარგი განწყობით და გემოვნებიანი მუსიკით სავსე. ჩემი და ბექას, როგორც მთავარი გმირების, ბოლო აკორდი ცეკვა ქართული იყო. საოცარი მუსიკის ფონზე ვმოძრაობდით მე და ბექა. ჩემი კაბა ჰაეროვნად ფრიალებდა და პუბლიკის შეძახილებს სიამაყით ვიღებდით. 13 ივლისი ჩემი და ბექას პირადი სიყვარულის დღესასწაული იყო, ყველაზე ბედნიერი დღე ჩვენს ცხოვრებაში. უკვე ახალი დღე იყო დაწყებული მე და ბექამ სტუმრები რომ დავტოვეთ და შინისკენ, ჩვენი სახლისკენ გავემართეთ. -გიყურებ და დედას გეფიცები, არ მჯერა რომ ჩემი ცოლი ხარ.. - საძინებელ ოთახში ერთმანეთის წინ ვიდექით. ცალი ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული, ცალით კი სახეზე მეფერებოდე. მისი საუბარი და ხელების სითბო თავბრუს მახვევდა, ამას ემატებოდა ნერვიულო ფონი, ემოციები და ალკოჰოლი. -უნდა დაიჯერო, დღეიდან ვეღარ ამოისუნთქავ. დროა, შეეჩვიო - სახე მარჯვნივ გადავხარე და ლოყასა და მხარს შორის ბექას თბილი ხელი მოვიქციე - საუკეთესო ხარ და ისიც მხოლოდ ჩემი! ბექას ჩაეღიმა, ხელი ლოყიდან მომაშორა და ყელის გავლით მხრამდე ჩაასრიალა. კაბის წვრილი ბზინვარე ბრეტელი გადამიწია და მხარზე მაკოცა. ტაომ დამაყარა. -მშვიდად, თათუ, მშვიდად. ხომ გჯერა ჩემი? თავი დავუქნიე და ზურგით დავუდექი. კაბის ელვა ჩახსნა. თეთრი მატერია ჩემს ფეხებთან დაეცა, ფეხები კაბიდან ამოვწიე და ფეხსაცმელიც იქვე დავტოვე. ისევ ბექასკენ შემოვტრიალდი. -ახლა უკვე შენ იცი. ქალიც შენ ხარ და კაციც - ენა გამოვუყავი ბექას და მისკენ ახლოს მივიწიე. ეს სიტყვები ნერვიულობას დავაბრალე. -თამამად თათუ, თამამად საწოლისკენ მიახლოებულმა ხელები ბექას პერანგისკენ წავიღე. შეძლებისდაგვარად თამამად ვმოქმედებდი. პატარა ღილებს ვხსნიდი, თუმცა თითების კანკალს ვერაფრით ვაჩერებდი. კოცნაში გართული საწოლზე გადამაწვინა და ზემოდან მომექცა. -ქორწინებამდე სექსის წინააღმდეგი ვყოფილვარ, მაგრამ ახლა მომიწევს - ვითომ ძალიან სწყინდა ის, რისი გაკეთებაც უახლოეს წუთებში მოუწევდა. თავხედი. ბექას ხელებს ვგრძნობდი ყველგან, და მწველ ტუჩებს. ხელებს მის რბილ თმებში დავასრიალებდი, შიგადაშიგ კი მხრებზე ვეხებოდი. -რატომ არის ჩემი ყველაზე გადარეული და ხმაურიანი გოგო ახლა ასეთი გაჩუმებული? - დახშული ხმით მეჩურჩულებოდა ბექა და მკერდზე ცხელ ტუჩებს დააცოცბდა. სიამოვნებისგან სიტყვები მერეოდა ერთმანეთში. პირი გავაღე რაღაცის სათქმელად თუმცა გაურკვეველი ბგერების გარდა ვერაფერი ამოვთქვი. -რაო თათუ, რამე გინდა? რამე გინდა მითხრა? თვალები გაახილე! როგორც კი ქუთუთოები ერთმანეთს დავაშორე, მის აელვარებულ თვალებს შევხედე. თვალი ჩამიკრა და მისი სხეულის ფერებაში გართულმა ვიგრძენი უცხო სხეულის შემოსვლა ჩემში. წამიერმა ყრუ ტკივილმა გონება დამიბინდა და ჩემს ბაგეებს მოულოდნელობისაგან წამოკივლება აღმომხდა. მეორე ბიძგი კიდევ უფრო მტკივნეული იყო, თავი ვერ მოვთოკე და ბექას მხარზე ვუკბიბე. მუცელზე ვიწექი, ცალი ხელი გვერდით მწოლ ბექაზე მქონდა გადადებული, ის კი ჩემი კულულების გასწორებით იყო დაკავებული. -პირველი იშვიათად არის ის, რაც უნდა იყოს. დროთა განმავლობაში ყველაფერს ისწავლი - დამამშვიდა ბექამ და ზურგზე მაკოცა. თავი წამოვწიე და მხარზე დავაკვირდი. კარგად ეტყობა ჩემი კბილებით მოყვანილობა და რამდენიმე წვეთი სისხლი. -გტკივა? -ცოტა, მაკოცე იქნებ მომირჩეს ჯერ მხარზე ვაკოცე, მერე თავი მკერდზე დავადე და ზეწარში ჩავძვერი. -დავიძინოთ, კაი? -ტკბილი ძილი ყველაზე ლამაზ თათუკას. ჩემს თათუს -_-_- ქორწილის მესამე დღეს დედამთილის ზარი გაისმა ოჯახში. აუზი ფართიზე გვეპატიჟებოდა ზაფხულის ცხელ დღეებში. მე და მარიკა აუზის გარშემო ვისხედით და ცივ ყავას ვსვამდით, ლეკა და ბექა აუზში ნებივრობდნენ და შიგადაშიგ წყლის წვეთებს ჩვენკენაც უშვებდნენ. მე შორტებით და გრილი მაისურით ვიჯექი, აუზში ამ გიჟებთან ჩასვლის სურვილი არ მქონდა. ერთმანეთს არ ინდობდნენ და ხმაურით იკლებდნენ ეზოს. ბექა აუზიდან ამოვიდა, თავი აქეთ-იქით გააქნია წყლის მოსაშორებლად და შეზლონგზე გვერდით მომიჯდა. ყავა ისე გამომართვა ვითომც არაფერი და ლოყაზე მაკოცა. მარიკამ წამოკივლებამ შემაშინა და ინტერესით მივაჩერდი. -ბექა, დედიკო. მხარზე რა გჭირს? ბექამ ჩაიცინა, მე გამომხედა და მხრები აიჩეჩა. -გეგას ძაღლმა მიკბინა დე, ნუ გამიხეთქე გული. არაფერია - ისევ მე გამომხედა და ირონიული ღიმილით თავი გადააქნია. სკრცხვილისგან აწითლებულს ერთადერთი სურვილი მქონდა - იქიდან გავმქრალიყავი. პრინციპში მეორეც - ბექა მომეკლა. ^^^ გადიოდა დღეები და ჩვენი პატარა ოჯახი იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. 20 წლის თათა და 24 წლის ბექა ჩვენს პატარა ოჯახს ნელ-ნელა ვაშენებდით. მოვალეობები გადანაწილებული გვქონდა, ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით. თამუნა და მარიკა რიგ-რიგობით მოდიოდნენ და სადილს გვიმზადებდნენ. ეს ერთადერთი იყო, რასაც ვერაფრით გავუგეთ ვერც მე და ვერც ბექამ. ჩვენი საერთო ცხოვრება სავსე იყო ბედნიერი საღამოებით, გამოძახებული გემრიელობებით, აქეთ-იქით სიარულით, მეგობრებთან გართობით, ვნებიანი ღამეებით, ოჯახური შეკრებებით და მრავალი სხვა. რასაკვირველია, ვკამათობდით, მაგრამ ძალიან იშვიათად. ჩვენი უცნაურობა ცოლ-ქმრობაშიც გრძელდებოდა და ერთმანეთს არასდროს ვეკიდებოდით ისეთ რამეებზე, როგორიცაა თანამშრომლებთან ერთად შეკრება, ჯგუფელებთან გართობა და სხვა. ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ ერთ დღეს ერთ მნიშვნელოვან თემაზე არ დავფიქრდი. _______ ჩემო კარგებო, წარმოუდგენელია ის სიხარული, რასაც თქვენი კომენტარების დროს განვიცდი. ძალიან მიხარია რომ მოგწონთ. იმედია, ამ თავით ისიამოვნებთ და თქვენს შეფასებებსა და ვარაუდებს გამიზიარებთ. რაც შეეხება დროს, როგორც კი ვახერხებ მაშინვე ვდებ ახალ თავს. საუკეთესო სურვილებით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.