შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟანგბადი (თავი პირველი)


9-04-2020, 05:17
ავტორი Pia_Mia
ნანახია 949

თავი პირველი
12 ივლისი გათენდა,6:00 საათია,ბეჟი ფერის სპორტული შორტი,ბრალეტი და მოკლე სახელოებიანი შავი მომდგარი მაიკა ჩვიცვი,ფეხზე ჩემი საყვარელი შავი სალაშქრო ბოტასები და მაღალ ყელიან ბაცი ცისფერი ნასკები.ჩემი პატარა "შვილები" გოგოცუნა ფისო ისიდე და “beagle” ჯიშის კაცუნა 6 თვის ანჯელო მოუსვენრად ცქმუტავენ,ერთი სული ქონდათ წავსულიყავით ქალაქიდან შორს,სიმშვიდეში,რომ ისევ შეგვეგრძნო თვაისუფლების ჟანგბადი.ჩავალაგე ნვთები მამაჩემის დატოვებულ ძველ მანქანაში ,რომელიც ისევ ისე დაქროდა როგორც უწინ როდესაც მამას მივყავდით ხოლმე დასასვენებლად.გადავამოწმე სია რამე არომ არ დამჩენოდა,ყველაფერი წესირგში იყო ,გოგოცუნდა და კაცუნა თავიანთ საწოლებშ მოკალათდნენ და გავუდექით გზას.გუმანი მეუბნებოდა რომ წინ რაღაც ახალი,განსაკუთრებული მელოდებოდა წინ ჩარვთე მოცარტის საუკეთესო სიმფონიები და ერთად მივაპობდით თბილისს დაბინძურებულ ჰაერს.რამდნეიმე თვით ადრე დავგეგმე
ჩემი დაბადების დღე რომელიც არავითარ შემთვევაში არ უნდა გამეტარებინა თბილისში სადაც სრულიად მარტო ვგრძნობდი თავს.ერთი წლის წინ ჩემი დაბადებისრემდე ერთი დღით ადრე მშბლები დავკარგე-მძიმე იყო,თეები საწოლიდან ვერ ვდგებოდი,ხატვას და წერას შევეშვი,საქართველოში მოგზაურობასაც,ყველაფერი და ყველა ვინც მიყვარდა დავივიწყე.არც ვჭამდი არც ვსვავდი,დეიდაშვილები მივლიდნენ,გადასხმები დამიდგეს რომ დედ-მამას არ გავყოლოდი იმ გზაზე ,თუმცა იმ დროს ყველაზე მეტად ეგ მინდოდა. ერთ-ერთ ღამეს დედა დამესიზმრა რომლეიც მსაყვედურობდ მსგავსი ქცევის გამო და მიტხრა რომ მათ იმედს ვუცრუვებდი ,შემდეგ დღეს გადავწყვიტე ყველაფერი დამთავრებულიყო, წამოვდექი დავიწყე თვაიდან ყველაფერი,ფსიქოლოგი ვიპოვე რომელიც დამეხმარა თვაიდან დაბადებაში , მისი რჩევით და ჩემი დიდი სურვილით გადავწყვიტე კნუტი მომეყვანა რომელსაც ისიდე დავარქვი ცოტახანში მივხვდი რომ კიდევ მაკლდა ვიღაც და უკვე ლეკვის ყიდვა გადავწყვიტე მიქელანჯელო შემოკლებით ანჯელო ამის შემდეგ ვციდლობ ვიცოცხლო რადგან ვიცი ამ ორ სულს მე ვჭირდები.ჩევნი დანიშნულების ადგილიკახისის ტბა იყო,სულ აქ დავდიოდით ოჯახი და მეც გადავწყვიტე,რომეს ადგილი იქნებოდა ის სადაც ნამდვილად შევძლებდი გამოჯანმრთელებას ,მამამ მანქანით მისასვლელი გზა მასწვალა დიდად არ გამორჩევა ეს ადგილი ხალხმრავლობით რაც დადებითი თვისეება.ნაშUადღეს უკვე ჩასულები ვიყავით,იმედი გამიცრუვდა როდესაც კიდევ ერთი დაბანაკებულები შევნიშნე,დიდი ალბათობით ოჯახი იყო ჩამოსული თუმცა გარეთ არ ჩანდნენ.დავიწყე მანქანიდან ნივთების გადმოლაგება, კარვის გაშლას ვაპირებდი და ამ დროს უკნიდან მეტად სასიამოვნო უცხო სულის ხმა მომესმა,ჩემთან მოვიდა.
-გამარჯობა,დაგეხარები კარვის აწყობაში
გავიფიქრე რა უნდა ,რა მეტყობა ახლა მე ,რომ ვინმეს დახმარება მჭირდება ან რამე ეგეთი არაფერი არ ვუხარი მხრები ავიჩეჩე,მან ეს თანხმობად მიღო და შეუდგა რკინების გაყრას,ისე შეიძლება თანხმობაც კი იყო.
-აქ მარტო ჩამოხვედით?
-არა მარტო არა შვილებთან ერთად ვარ
სახეზე რაღაც უცნაურმა გადაუარა შვილების ხსენებაზე,ან შეიძლება მომეჩვენა.
-სად არიან შვილები?
-მანქანაში სძინავთ.
სიტყვა არ მქონდა დამთავრებული აჯელომ ფანჯრიდან თავი ამოყო ამოსაყვანად მივედი და უცნობთან მივბრუნდით მე და ანჯელო გასაცნობად
-მიქელანჯელო გაიცანი ეს ბატონიი...უი უკაცრავად თქვენსახელი არ მიკითხავს
-მე ირაკლი ვარ
-სასიამოვნოა ირაკლი მე სესილი ვარ ეს კი მიქელანჯელოა მოფერებით ანჯელო
ანჯელო უცხოსთან მივიდა მოეწონა,თორე ისე არ მივიდოდა ცოტათი ვიეჭვიანე კიდეც რა მალე გამცვალა ვირაცის მკლავებში თქო და ახლა ისიდეს ამოსაყვანად მივბრუნდი.ისიდეს არ ესიამოვნა კომფორტს,რომ მოვაშორე თუმცა სუფთა ჰაერი ესიამოვნადა გაინაბა
-ეს კი ისიდეა, მისი უფროსი და თუმცა ხანდახან მგონია რომ შეყვარებულები არიან. ყურებზე ხელები ავაფარე.ირაკლიმ გაიღიმა ესიამოვნა მათი გაცნობა,ნუ რავიცი სახეზე წესით სიმაოვნება ეწერა.
-მიხარია მათი გაცნობა,ლამაზი ოჯახი გყავს.
ოჯახის ხსენებაზე თითქოს გულში ,რაღაც ჩამწყდა მშობლები გამახსენდა დღეს მათი გარდაცვალების ერთი წელი გახდა,მთელი დღე იმას ვცდილობ ამ თემაზე არ ვიფქირო,ფიქრები უკუვაგდე დღეს კარგი დღე უნდა იყოს ,თავს შემოვუძახე და გავაგრძელე ჩემი საქმე,კარავის თვაზე მზისგან დამცავი გდავჭიმეთ,ირაკლის მადლობა გადავუხადე და დავემშიდობე,ცოტახნით დასავნებლად კარავში შევედი გამოვიცვალე ,შავი მაღალ წელიანი ლეგინსები და მისვიე გრძელ სახელოიანი ტოპი ჩავიცვი,თმა გავიშალე თითქმის წელამდე მწვდებ,მამას ძალიან უყვარდა ჩემი გრძელი თმები ხან მიწნიდა ხან ზევით პონის კუდივით მიკრავდა,თინეიჯერობაში შევიჭერი და 20 წლამდე მოკლეს ვატარებდი მერე გადავწყვიტე ისევ გამეზარდა და მის მერე ხელი აღარ მიხლია ,იქნებ ისევ გამოჩნდეს ვინმე ვისაც ,ეყარება თმების დაწვნა,თან ალბათ მამასაც უხარია იქ სადღაც ჩემი გრძელ თმაში დნახვა...მოსაღამოვდა, ტბასთან ირაკლი თევზაობდა ,სანამ მე ყველაფერი მოვაწესრიგე მან შეწვაც დაიწყო ,მე სალათს ვიკეთEბდი ცოტათი მშურდა მისი გემრილეი საღამო ექნებოდა, მე კი მწვანე სალათა უნდ ამეჭამა, უკმაყოფილებას გამოვხატავდი ჩემი თვაის მიმართ და თვა ს აქეთ იქით ვაქნებდი თან Depeche Mode - Enjoy The Silence ბუსმენდი,წყნარი,ლამაზი საღამო იყო...ვხედავ უცხო ჩემსკენ მოემართება თეფშებით ხელში,თან ვლოცულობ,რომ მეც დამპატიჯოს ამ გემრიელობაზე.
-საღამო მშვიდობისა სესილი,თევზი შევწვი და ხომ დამეწვევი?
-იცი სალათის ჭამას ვაპირებდი თუმცა უარს არ გეტყვი,მადლობა.უცებ გამახსენდა რომ ზურგჩანთაში ლიმონის შეკვრა მქონდა,განათებული სახით წამოვენთე და გავიქეცი ჩანთისკენ ირაკლის მივაძახე რომ ერთი წუთით დამლოდებდოდ ,ლიმონს წყალი გადვავლე,პატარა ბავსვივით ზურგს უკან დავმალე.
-მოემზადე...1...2...3... აი ისიც თადაააამ.
-ლიმონიი,უცნაურია თუმცა ძალიან კარგია .
-უცნაური რატოა?
-ლაშქრობაში ლიმონი?
-ხო,წყურვილის მოკვლაში მეხმარება.
-გასაგებია.ცოტა გაკვირებული სახით იღიმოდა.
-კარგი გემრიელად მივირთვათ.
როგორც წეღან ავღნიშნე ლამაზი საღამოა,ვარსკვალვებიანი,არც ციოდა,ყველაფერი თვაის ადგილას იყო,ყველაფერი გავრეცხეთ და დავიშალეთ შევბრუნდი კარავში დავწექი,მეძინებოდა ალბათ იკოსაც ეძინება...იკო უფრო უხდება ვიდრე ირაკლი...ამიტომ მე იკოს დავუძახებ გადავწყვიტე...კი მაგრამ რატო ვიფქრობ? რა შუაშია? დაიძინე სესილი.დახლოებით ორ საათში გამეღვიძა გავედი გარეთ სავარჯიშოდ ,იკო არ ჩანდა, გამიხარდა თავისუფლად ვივარჯიშებ თქო,მუცლის პრესები მოვრჩი,იოგაზე გადავედი ,სხეულის ცუდი ტალღებისგან გაწმენდას შევუდექი ,კობრას პოზას მათვარებდი და კისრის კრიალის დროს მარჯვნივ აღმოვაჩინე როგორ მიყურებდა იკო,მაგრამ არა მე არ მიყურებდა ,ანუ კი მე მიყურებდა მაგრამ აშკარად მიღმიერ სამყაროში იყურებოდა თან იღიმოდა,გამიკვირდა მაგრამ გაწელვებზე ვკონცენტრირდი.მკვდირს პოზა მივირე და ცას ვუყურებდი ფიქრობი ჩემებზე ...მაკლდნენ ...ტირილი მინდოდა,მაგრამ არა დღეს არ უნდა მეტირა,თვაი შევიკავე იოგა დავამთვარე და ტანის გასაწმენდად დაბრუნდი კარავში.იკო ისევ იჯდა თვაის სკამზე მაგრამ ახლა ტბას შეჰყურებდა.დრო მალე გავიდა 12 საათამდე სულ რა რაღაც ნახევარი საათი იყო დარჩენილი და რაც უფროახლოვდებდოდა მით უფრო შეშინებული ვიმალებოდი ჩემს კანში ,დედას შექმნილი ჩემთვის შეკერილი კაბა წამოვიღე რომელიც წინა წელს ამდროს უნდა ეჩუქნა,სულ იმას იძახდა დაბადებისდღეზე ლამაზად უდნა იყო და რაც მთავარია ფეხზე უნდა იდგეო არავითარ შემთხვევაში არ უნდა გეძინოსო,მინდოდა მისი სურვილების ასრულება.ლამაზი კაბა იყო,მუქი მწვანე და ღია მწვანის კუბოკრული პრინტი ცალ მხარზე გადადებული და ასმეტირულად აჭრილი მარჯვენა ფეხთან კი ჩაჭრილი,განსაკუთრებით ჩEმს ბოტასებს უხდებოდა თითქოს იცოდა დედამ რისთვის კერავდა,თმები ავიწიე კისერი რომ გამომჩემოდაენოდა,დედას სულ კარგი გემოვნება ჰქონდა ალბათ პროფესიიდან გამომდინარე.ჩანთიდან მარშმელოუები,ტკბილეულობა და სანთლები ამოვიღე, გარეთ გავედი კოცონთან მოვთავსდით.იკო ისევ ისე იჯდა.გამომხედა და ამ დროს არვიცი რატომ,მაგრამ მოვიპატიჟე.
-უჩვეულოდ გამოიყურები.
-ანუ ?
-ანუ კაბა კი ძალიან გიხდება თუმცა ტყეში ცოტა უცნაურია არა ? თუმცა რა ჩემი საქმეა
იღიმებოდა,აშკარად არ უნდოდა უხერხულად გამოსვლოდა, ნამდვილად ვისი რა საქმეა, იქნებ გიჟი ვარ და მომინდა ტყეში ლამაზი კაბის ჩაცმა?!
-დედამ მაჩუქა ეს კაბა,წინა წელს ვერ შევძელი ჩაცმა,ვიფიქრე გაუხარდებოდა ამ დღეს ა კაბით რომ შევხვდებოდი დაბადების დღეს , თან სულ იმას იძახდა ლამაზად უნდა იყო შენს დღესო და ამაზე ლამაზი არაფერი არ მაქვ.
გავუღმიე და თვაი დავხარე, ასკარად შეწუხდა,უხერხულად იგრძნო თავი.
-მოიცა დაბადების დღე გაქვს ?
-არა ჯერ არა 14 წუთში მექნება.
-ვაა,მაგარია,რამდნეის ხდები ?
-25 ან 1-ს ჩავიბურტყუნე და სხვა თემაზე გადავიტანე ლაპარაკი.
-შენ რამდნეის ხარ?
-ოცდაათის გავხდები აგვიტოს . მარშმელოუს კოცონზე ატრიალებდა
-დიდი ყოფილხარ.
-კი ასე თუ ისე.კაი მართლა აქ მარტო რატო ხდები შენს დღეს?
-გრძელი ამბავია.
-ღამეც გრძელია.
-უცხო ხარ.
-საუბრის გარეშე სულ უცხო ვიქნები.
-მმმ.და შენზე რა სმეტყვი შენც ხო მარტო ხარ ?
-მე ჟანგბადს ვეძებ.
გულში , რაღაცამ მომიღიტინა, როცა მისგან "ჟანგბადი" სიტყვა გავიგონე ,თითქოს პირველად არ მესმოდა,თან რარაცნაირი ტკბილი ხმის ტემბრი ჰქონდა ყველა სიტყვას ეფერებოდა,დროსი შეგრძნება დავკარგე ვფქირობდი ...
მისმა ხმამ გამომიყვანა ასტრალიდან.მიმღეროდა და მილოცავდა დაბადების დღეს, მარშმელოუები ერთმანეთს შეაწება და სანთლებიც ამინთო,-მოიცა ახლა ვირაც უცხო ბიჭმა მე ტორტი გამიეკთა ფილმში ვარ მგონი.გაკვირვებული ვიყავი ჩემს ტავს რაღაც სისულელებს ვეკითხებოდი და მეღიმებოდა.
-მიდი სურვილი ჩაიფიქრე.
-მე მინდა ჟანგბადი,გაწმენდა,სუნთქვა და მინდა რომ აღარ ვიმალებოდე პატარა ბავშვივით ვთქვი ხმამაღლა და ჩავაქრე სანთლები.შვილები მეფერებოდნენ თითქოს ისინიც აღნიშნავდნენ ჩემი დაბადების ახალი ფაზის დაწყებას.
-იკო მე შევალ გაოვიცვლი და მალე დაგიბრუნდები,ამ კაბამ თავისი ვალდბეულება შეასრულა. იკო რატო დავუძახე, სულელლი ხოარ ხარ გოგო რასგაუშინაურდი რამდენიმე საათია იცნობ ...იქნებ ვერც მივხვდა არაუშვას.
ისევ ის ჩავიცვი რაც აქმდე მეცვა თმების უწნდელივით გავიშალე.იკო ცეცხლთა იჯდა,სინათლე სახეზე ლამაზად ეცემოდა თითქოს შენელებული კადრით ვუყურებდი...იცი სიმპატიური იყო თან საკამოდ.გრძელი ყავიფფერი წვერი მზეზე შევატყე უბზინავდა ,თმები ხელით ქონდა ზევით აწეული,სწორი პატარა ცხვირი ლამაზი ყბა თორე ასე წვერი არმოუხდებოდა...მომეწონა, არა რა მომეწონა ამის დრო არ იყო.ბალახზე საძილე ტომრბეი გვეფინა პლედებიც გავიტანე შემოვიხვიეტ და რძიანი ყავის სმას შევუდექით.დრო და დრო კოცონს ცეცხლს ამატებდა.
-ანუ არ აპირებ შენი ისტორიის მოყოლას?
-არ მაქვს ისტორია.
-ისტორია ყველას და ყველაფერს აქვს.
-გამოცდილივით ლაპარაკობ.
-მგონი ისეთ ასაკში შევდივარ,რომ რაღაც მეთქმის. გაიცინა.
-მართლა?თითოს ნიშნის მოგებით ვუპასუხე.-მაშინ მოდი შენ დაიწყე შენი ისტორია შენც მარტო ხარ ?
-ისე არ გეშინია აქ მარტო ყოფნა?ტანით პატარა და გამხდარი ხარ არამგონია ვინმეს მოერიო.
-ესიეიგ სიტყვა ბანზე გადამიგდე...და რატომ უნდა მეშინოდეს?
-აი ვინმე რომ მოვიდეს მანიაკი ან ვინმე/
-აქ?
-ხო აქ?
-არამოგნია აქ ვინმე მსგავსი მოვიდეს, ნუ შენ თუ არ ხარ.
-იქნებ ვარ.
-ხარ?
-არა არ ვარ.
-ხო მაშინ არ მეშინია, თნ ვინმე თუ მოვა შენ აქ ხარდა იმედია დამიცავ.
-აუცილებლად.
-ისე ჩემგან არ გესწავლება ალბათ მაგრამ დედა სულ იმას იმეორებდა ,ადამიიანი მარტო არასდროს არ არის თუ ერთი ვინმე მაინც უყვარსო ამიტომ მარტო არ ვარ.
-გიყვარს ვინმე?
-ყველას უყვარს.
-ანუ მეორე ნახევრი გაყვს ხომ?
-შეყვარებულის თუ გულისხმობ არა,არ მყავს.
-შენი ახლობლები რატო არ არიან ახლა აქ?
-არ მინდოდა არავინ მსგავსი.
-ანუ მე ხელს გიშლი ხო?
-შენ არ გიცნობ,ესეიგი არ მიშლი.შენ ? შენ თვაე რას იტყვი?
-მე მარტო ვარ აქ.
-ხო მაგას ვხედავ.გავუღიმე.
-ისეც მარტო ვარ ცხოვრებაში.
-ააა,კარგია,თორე უხერხულად ვიყავი.
-რატომ?
-იმიტო,არამგონია შენს საყავრელ ქალს სწორად და კარგად მიეღო ის ფაქტი, რომ სადღაც ტბასთან ვიღაცის ,სრულიად უცნობის დაბადებისდღეს აღნიშნავ,უცნაური იქნებოდა.
-ხო ალბათ,მაგრამ დარწმუნებული ვარ არ აინტერესებს.გათხოვდა.
-კარგია,იპოვა ესეიგი ის ვინც სჭირდებოდა.
-ალბათ,იქამდე მე ვჭირდებოდი,22 ვიყავი ცოლად ,რომ მოვიყვანე
-ცოლიოო?თვალები გამიფართვდა და კითხვა ნარევი სახით შევხედე
-ხო ცოლი და შვილის დედა.
-შვილიიც?
-კი,ნიცა 4 წლისა
-ვაუუ,ოჯახი გქონიათ
-კი,მაგრამ მაგ ფაქტმა ხელი არ შეუშალა ღალატში.
-არააა?! კაიიი?! რატოო?!
-ყველაზე მაგარი იცი ვისთან?
-არ თქვააააა.
-კი ძმაკაცთან,უახლოეს ძმაკაცთან.
-ვახხხხ. ვერ დამართნია კაი ამბავი.
-იმას რა მე ვერ დამემართა.
-შენ რა შუაში ხარ ? შენ ხო არ გიღალატია. ხოო ?
-არაა არა არსდროს,ფიქრებშიც კი არასდროს.
-ხოდა რაგინდა ნამუსი შენ სუფთა გაქვს.
-ალბათ,შენ ?შენც გიღალატეს?
-კი სხვათაშრის, მე სიკვდილთან მშოლებმა.
-ვიზიარებ,ბოდიში.
-არაუშავს,გუშინ ერთი წელი გახდა მათი არ ყოფნის.აქაურობა უყვარდათ ამიტომ ამოვედი.არავი არ იცის აქ რო ვარ.
-არავისთვის გითქვამს?
-არა. თავი გავაქნიე.
-ვა უცნაური ხარ.
-ახალი თქვი რამე.
-კარგი გადაწყვეტილება მიგიღია.
-ხო,შენი შვილი სადა?
-დედამისთან,ისიც წამართვა.ჩემთან არ უნდა ყოფნა გონია ,რომ ჩემი ბრალია.
-ჯერ პატარა, გაიზრდება, მიხვდება რაღაც რაღაცებს ,არ ინაღვლო.
-კარგი ღამეა ხომ სესილი?
-კი და ბალიშებს მოვიტან და შეგვიძლია ცასაც ვუყუროთ.
-კარგი იდეაა, ყველაფერი გავქს ხო?
-კიი მე კომფორტუალდ მირჩევნია მსგავსი ლაშქრობა.
ვიწექით ,ცას ვუყურებდით,ბავშვებმა ჩვენთან გადმოინაცვლეს.ისიდე მე დამიწვა ანჯელო იკოს.დანალ ხმაზე იყო მუსიკა ჩართული"savage garden-to the moon&back",უხდებოდა ეს კომპოზიცია გარემოს,აღმოვაჩინე რომ გვერდით ისეთი უცნობი აღარ მეწვა ახლა უკვე მის ცოლზე და შვილზე ვიცოდი, ესეიგი დავახლოვდით.ორივე გატეხილები ვიყავით,თვაიდან ვეწყობოდით,ვიზრდებოდით,ორივე ჯანგბადს ვეძებდით.
გაიღვიძე სესილი...გამეღვიზა თბილისში, ჩემს საწოლში, ბავშვები არ ჩანდნენ,არდაა სულ ჩემთან სიძინავთ აქ რატომ ვარ ?ჯერ არ წავსულვართ ? საძინებლის კარები ღია იყო სამზარეულოდან ხმები ამოდიოდა ,ნაცნობი ხმები, ტელევიზორი იყო ჩართული და დედ მამა,აქ იყვნენ ბანცალით ჩავედი სამზარეულოში ,მათ ვუყურებდი გავშეშდი, ვერ ვინძღეოდი , დედამ დამინახა მოვიდა ჩამეხუტა და ხელში ყავა მომაჩეჩა...ანუ არაფერი მომხდარა და ყველაფერი დამესიზმრა... ანუ ორივე აქაა ჩემთან...გონს მოვედი და ორივეს მაგრად ჩავეხუტე მაგრამ ვერ ვიგრძენი, მამის წინ დავჯექი ისევ ძველებურად მელაპარაკებოდა თუმცა უცნაური ის იყო , რომ მზის სხივი სახეს უბრწყინავდა .დედა მამას მიუჯდა.და დაიწყო.
-სეს უნდა იმოძრაო ხო ხვდები?
-ბატონო?
-სეს დროა გაიზარდო?
-რაზე მელაპრაკები?
-მისმინე პრინცესა, ჩვენ აღარ ვარ ხო იც ეგ ? ჩვენ შენზე ვეღარ ვიზრუნებთ,ცხოვრება უნდ ა გააგრძელო,გთხოვთ,უწინ მდგომარეობას არ უნდა დაუბრუნდე,ვეღარ დაგემხარებით,ვეღარ მოვალთ შენთნ როცა დაიძნებ,უკვე დროა გაგვიშვა,დროა რომ წავიდეთ.
-არა! თვენ არ დამტოვებთ,არ შეგიძლიათ.ვკანკალებდი.
-სესი მაა,ჩვენ შენს გულში და გონებაში ვართ.ყოველთის ასე იქნება,გამოჩნდა ის ვინც დაგეხმარება...წამოდგნენ ჩამეხუტნენდ ა მზის სხივში გაერთიანდნენ.მუხლებზე დავემხე და ისევ ძველ მდგოამრეოოაბს დავუბრუნდი,ვკიოდი,ვბღაოდი,ვიღვრებოდი,ტვინი მიდუღდებოდა,ყურებიდან გადმოვიდოდა,მინდოდა მეც სხივს გავყოლოდი,მათ გავყოლოდი...ვგრძნობდი მივდიოდი,ჩემი სახელი მესმოდა,მეძახდა და უნდა წავუსლიყავი...მიხაროდა ვნახავდი ჩემებს.სესილი.სესილი გაიღვიძე
-სესილი გთხოვ, სესილი გაიღიძე, გთხოვ,თვალები გავახილე იკოს ვხედავდი,ლოყები მეწვოდა და სველი ვიყავი... აქ არ უნდა ვიყო. არაა ისევ აქ ვარ...არ მინდოდა აქ ყოფნა.
-შენ რა სახეში მირტყავდი? ან სველი რატო ვარ?
-ვერ იღვიძებდი და წყალს გასხავდი, ნუ სახეშიც, არ იღვიძებდი. ღმერთო შემაშინე.
-ირაკლი მეძინა ალბათ.
-არა არ გეძნა პულსი თითქმის აღარ გქონდა, გაფითრებული იყავი,ისიდემ გამაღვიძა და შენი მდგომარეობა დავინახე 20 წუთია ალბათ გაღვიძებ.
-სად არიან ჩემი შვილები?
-კარავშ შევიყავნე, შეშინებულები იყვნენ.
-მადლობა და ბოდიშირომ შეგაშინე
-კარგია რომ ცოცხალი ხარ ,მიმიხუტა ,მკერდძე მედო თავი, მალე მოვშორდი.
-აქ ჩამეძნა?
-კი,მეც აქ ჩამეძინა.
-კარგი მე შევალ კარავში,განერვიულებული ვიყავი.ბავშვები მეცნენ მლოკავდნენ, და თითქოს მთხოვდნენ არ დაგვტოვო, მეც შევპირდი რო არასდროს მივატოვებდი.ჩამეხუტნენ და დავიძინეთ.დილით 10 საათზე გამეღვიზა, ნახევარი საათი ვივარჯიშე და ჩანჩქერზე წასასვლელად მოვემზადეთ.იკო არსად არ ჩანდა , არც ის იყო არც მისი მანქანა.მოვილაშქრეთ მე,გოგოცუნამ და კაცუნამ 2ზე უკვეტბასთან ვიიყავით დაბრუნებულები დავბრუნდით. მშიოდა იკო ისევ არ იყო დაბრუნებული,ყურსასმენები გავიკეთ და საღამოს რომ ვუსმენდით ისევ იგივე ჩავრთე.იკოს ვეძებდი თვალებით იქნებ გამოჩენილიყო თან ჩემს საქმეს ვაკეთებდი.მხარზე ხელი ვიგრძენი,შემეშინდა,შევხტი.
-აბა არ მეშინიაო?ვინმეს ხოარ ეძებდი?გამიღიმა,ლამაზი კბილები აქვს უხდება ღიმილი,რანაირია ...
-ხო,შენ გეძებდი.
-ძალიან კარგი,აქ ვარ მომგიწსარი იმედია და არ გიჭამია,სოფელში ვიყავი წასული სოსისი და ლორი ვიყიდე დაა კიდე ეს შენ .
-ყვავილები,რატო შეწუხდი.
-არა რა შეწუხება აქ სადღაც მოვგლიჯე
-აა თუ მოგლიჯე კარგი. გამეცინა.
-კარგი შევწვათ ხო? ხო მე სალათს გავაკეთებ.
ორივეს უგონოდ გვშიოდა და არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთის.
-ხო მართლა მადლობა სააქაოს ,რომ მომაბრუნე.
-ხშირად გაიღიმე კარგი?მიხარია რომ მობრუნდი თორე აქ მარტო რა უნდა ვაკეთო.გაეცინა
-ხოო-ხო, აქ მარტო ყოფნა არ გინდოდა. ორივე ვიცინოდით.-კარგი იკო მე ცოტახანს დავიძინებ.
-ტკბილი ძილი.მეც ცოტახანს წავუძნებ.
ხელი ავუწიე და მადლობა გადავუხადე კიდევ ერთხელ ყვავილებისთის.მე და შვილები შევედით დავწექით, გავითისე ალბათ იკოც...
ცხელა,კალიების და ჩიტების ხმამ გამომაღვიძა ,მწყუროდა, წყაროზე ავედი წყლისთის უკან მობრუნეულს ლამაზი კადრი დამხვდა გაშლილი.ჩმი ბავშვები ერთმანეთს ეთამასებოდნენ იკო ტბაშ ცურავდა...ხელი დავუქნიე,საპასუხოდ მანაც ხელი დამიქნია
-როგორ წყალია?
-თბილია,ჩამოდი მოგეწონება.
-რამდენიმე პრობლემაათორე სიმაოვნებით,ბოთლები თერმო ჩანთასი ჩავალაგე და ისევ იკოს გავხედე.
-ცურვა არ ვიცი.
-მე გასწვალი.
-ჯანდაბას,რაც არის არის, შავი საცვალი და ლიფი უნაკეროა დიდად არ ეტყობა რომ თეთრეულია ამიტომ შორტი გავიძრე და მაიკაც მივაყოლე,ამოვიდა წყლიდან, შეუდარებელი ტანის პატრონია ეს ბიჭი ,და ახლა ამ წუთას ჩემს წინ დგას შიშველი ბიჭ და ანუ მეც შიშველი ვარ...კაი მერე რა...ცოლი ყავდა ,ბევრჯერ ეყოლება ნანახი შიშველი გოგო.თმები გავიშალე სიშიშვლის დასაფარად.ხელით თმეები ყურზე გადამიწია
-სესილი,გილოცავ დაბადებისდღეს.
-მადლობა
ხელი ჩამკიდა და წყალში შემიყვანა,ცურვა ვისწავლე თქო ვერ ვიტყვი თუმცა, ზურგზე დაწოლა საკამოდ კარგად დავამუღამე და ჩემი სხეული წყალს მივანდე,პირველად ვიყავი მარტო ამ წყალში ,მზე სახეზემეფერებოდა , მალე წვაც ვიგრძენი ფართხალი ამიტყდა და წონასწორობა ვერ შევინარჩუნე,ვიძრებოდი,მხოლოდ იკოს დაძახება მოვასწარი,ვფართხალებდი,გადარჩენა მინდოდა,თუმცა მალე თუ არ მოვიდოდა საშველად ალბათ დავნებდებოდი.აი ის მალეც დადგა.იკომ მოცურა,წელზე მომხვიახელები და ამომიყვანა,მეც უცებ სარეველასავით ტანზე შემოვეხვიე და გამალებით ვახველებდი,იკო თმებს მიწევდა სახიდან.ორივეს სიცილი აგვიტყდა,შეიძლება ისტერიულიც,მაგრამ ცურვის ხასიათზე არცერთი აღარ ვიყავით,გავედით ნაპერზე.
-შეგეშინდა ხო?
-არა,ისე რაც გაგიცანი სულ ჩემს გადარჩენაში ხარ.გაგვეცინა.პირსახოცები მოვიხვიეთ და მზეზე დავეყარეთ გასამსრალებლად,იქნებ ნამზეურისთვისაც.
-ლამაზი სხეული გაქვს სესილი
-უკეთესიც შეიძლება
-გამოყვანილი წელი,პრესი და ნავარჯიშები წვრილი ფეხები ამაზე მეტი რა უნდა ქნა?
-ჯერ არ მიფიქრია მაგაზე.არ ვიცი რა უდნა ვქნა.არც შენ გავქს ცუდი ტანი.
-ხოო უკეთესიც შეიძლება სესილი.
მოჭუტული თვალებით გავხედე მიყურებდა , შემრცხვა და ისევ მზეს მივუშვირე სახე თითქოს არაფერი მომხდარასავით.
-სესი დამიძახე
-კარგი, მე იკო.
-იკოს ისედაც გეძახი, ირაკლი არ გიხდება.
-რატომ?
-ძალიან რაღაცნაირია მკაცრი.
-მკაცრი არ ვარ ?
-არვიცი , არ გიცნობ , მაგრამ ირაკლი მაინც არ მომწონს.იკო უკეთესია.
-კარგი მეც იკო მირჩევნია.
ცოტახანში პოზა ვიცვალე, ამოვტრიალდი ,იკოს ვუყურებდი ,ეძინა,ახლოს ვიწექით.მშვიდი იყო როცა ეძინა, კარგი აურა აქვს მგონი მომწონს,წარბთან შრამი აქვ,შუბლზე თმები ქონდა ჩამოყრილი, გასწორება მინდოდა,ხელი ახლოს მივიტანე , მაგრამ უცებ გამოვიღვიძე ამის დრო არ იყო , არ ვინცობდი ,არ შეიძლებოდა...ისევ ზურგზე დავწექი ...მაგრამ იკოს თალს ვერ ვაშორებდი. ჩამეძინა.უკუნი სიბნელე იყო.
სიცივემ გამომაღვიძა იკოს ჩმსკენ ქონდა თვაი გადმობრუნებული ცხვირებით ვეხებოდით ერთმანეთს ,ნაზად ავდექი არ მინდოდა , რომ გაღვიძებოდა, პლედი ავიღე დავაფარე.ვზრუნავდი.
კარავში შევედი,თბილოდა,ჩაცმა დამეზარა და პირდაპირ მძინარე ბავშვებს მივუწექი. კარავი ღია დავტოვე.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso dasawyisia, momewona, imedia male dadeb tavebs. Warmatebebi :-)

 


№2  offline წევრი Pia_Mia

სტუმარი Mariamimari
Saintereso dasawyisia, momewona, imedia male dadeb tavebs. Warmatebebi :-)

მადლობა, ჩემი პირველი მცდელობა,მეორე თავი ავტვირთე ,ალბათ მალე დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent