შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი ბიჭის გოგო(თავი4)


11-04-2020, 17:15
ავტორი queentikooooo
ნანახია 4 518

ვაიმე მეგობრებოო მადლობა ასეთი კარგი და თბილი სიტყვებისთვის და შეფასებებეისთვის .. მახარებს თქვენი თითოეული სიტყვა და უფრო მეტ და მეტ სტიმულს მაძლევს.


ღრმად ჩაისუნთქეთ...
ამოისუნთქეთ...
დამშვიდდით...
სამამდე დაითვალეთ...
1...
2...
3...
დავიწყეთ.............................



სანდრო გასვიანმა შეძლო და თავი დამაკარგვინა, უგონოდ შემაყვარა თავი, შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრმ ახლა თამამად შემიძლია
მოკლედ მთელი ძილის პერიოდში სანდროს ტუჩებს ვგრძნობდი და არ მინდოდა რომ გამეღვიძა

დაახლოებით ალბათ 1ის ნახევარი იყო რომ გამეღვიძა და თავი რომ მოვიწესრიგე სამზარეულოსკენ გავეშურე

-ვაა ლიკუნ დღეს სახლში რატო ხარ?

-გუშინ ძალიან დატვირთული დღე გვქონდა და უფროსმა დღეს დასვენების დღე მოგვცა

-ვა ვა რა კარგია

-შენსკენ რა ხდება კატუნია? სანდრო ხომ არ გამოჩენილა კიდე?

-ვაიმე ლიკა კარგად მოემზადე ახლა რასაც მე შენ გეტყვი.....

ყველაფერი დაწვრილებით მოვუყები ლიკას და თან მის მიმიკებსაც ვაკვირდებოდი

-არა პირდაპირ გეუბნები რომ მგონია რაღაც სხვა ხდება და სანდროს ნამდვილი გრძნობები ამოძრავებს შენს მიმართ

-არ ვიცი ლიკა მაგრამ დაბნეული რომ ვარ ვიცი, გუშინ მითხრა დღეს 3საათზე გამოგივლიო და ერთ ადგილას უნდა წაგიყვანოვო

-რას აპირებ წახვალ მერე?

-არა რათქმაუნდა, მის ერთ ნათქვამზე ეგრევე ხომ არ წავყვები არა?

-ძალიან კი მომწონს თქვენი სიტუაცია და რაღაცნაირი უცნაურად ჰარმონიულია

-ახლა ისე მშია ლიკა, რომ სანდროზე მერე ვილაპარაკოთ გთხოვ.

-მოდი მოდი კატლეტი და კარტოფილი შევწვი

-აუ როგორ მიყვარხარ ლიკ

-შე მუცლის მონა აფერისტო გოგო, მეც მიყვარხარ


2საათიც გახდა, 3ის ნახევარიც და კატო და ლიკა კიდე ფილმს უყურებდნენ და არც კი აფიქრებდა კატოს რომ 3საათზე სანდრო უნდა მოსულიყო..


3ს აკლია 5წუთი....
არაფერი არ ხდება ახალი....

3საათია ზუსტად....
ტელეფონზე ესემესი მოდის
"დაბლა გელოდები, ჩამოდი ფერიავ"


უცხო ნომერი იყო მაგრამ ფერიას დაძახებაზე მივხვდი რომ სანდრო იყო.
მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი რომ არ გავყვებოდი, ამიტომ პირდაპირ მივწერე არ მოვდივარო.

"დაბლა ჩამოდი გელოდები, დავილაპარკოთ უბრალოდ"

ხელახლა მომწერა სანდრომ და მეც იძულებული, მაგრამ უცნაურად სანდროს ნახვით გაბრწყინებული კიბეებზე დავეშვი.



გარეთ ბიჭებთან მოლაპარაკე სანდრო დავინახე, რათქმაუნდა ისევ შავი სამოსი უმშვენებდა სხეულს, მისკენ გავიწიე და როცა დამინახა ჩემსკენ გამოეშურა სიგარეტით ხელში

-არსად ვაპირებ სანდრო წამოსვლას თუ ამის გაგება გინდოდა

-და იქნებ ახსნა მიზეზი რატომ არ გინდა რომ წამოხვიდე?

-სანდრო მისმინე მე და შენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, შენ მე მაკოცე და ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ ყველაფრის უფლება გაქვს, უბრალოდ.. უბრალოდ..

-უბრალოდ გეშინია ჩემი?

თვალებში დიდი გაბრაზება და გაცეცხლება ამოეკითხებოდა სანდროს, თან სევდაც და გულისტკივილიც იყო შერეული

-არა არა სანდრო ეს ასე არაა, უბრალოდ არ ვიცი რა ხდება ახლა ჩვენ შორის

ვერც კი მივხვდი ისე ვთქვი ჩვენს შორის და როცა გავიაზრე თავი ჩავხარე და ხმა არარ ამოვიღე

-ძალიან მომეწონა სიტყვა ჩვენ რომ თქვი, მისმინე ფერიავ ჩემი შენ არასდროს შეგეშინდეს, შენ ერთადერთი ხარ რომელსაც ვერაფერს დავუშავებ ვერასდროს, ვიცი რომ დაბნეული ხარ და ამის გამო იკავებ წამოსვლისგან თავს მაგრამ იცოდე რომ მე ყოველთვის უნდა მენდო, ახლა კი წამო მანქანაში ჩაჯექი და ერთ ძალიან ლამაზ ადგილას წაგიყვან მე შენ და იქ ვილაპარაკებთ გულახდილად

-მაგრამ სანდრო მე...

-ჩუ ჩუ ფერიავ, უბრალოდ ნუ ნერვიულობ და დაწყნარდი


თბილად გამიღიმა და მანქანის კარი თავაზიანად გამიღო, მთელი გზა ნსიმღერების ფონზე მივდიდოდით ჩუმად და სანდროს სახეს ვსწავლობდი, მართლა რა სიმპატიურია ჩემი სვანი სწორი ცხვირი, მიმზიდველი ტუჩები, დაბალზე წვერი, შავი თვალები, აშკარად კარგი გარეგნობა და სრული სრულყოფილებაა ჩემს წინ.



მთელი გზა ჩემი ხელი თავის ხელში ჰქონდა სანდროს მოქცეული და კოცნებს მიტოვებდა, ნამდვილად არ მსურდა ამ მომენტის გაფუჭება და ჩემს თავს ერთხელ მივეცი იმის უფლება რომ უბრალოდ დავმტკბარიყავი ამ მომენტით და მომავალზე არ მეფიქრა ამჟამად.

-ფერიავ მოვედით

მე კიდე სანდროს ყურებაში და ფიქრში ვიყავი გართული და სიტყვები არც კი მესმოდა.

ჩემსკენ გადმოიხარა და ყურთან ახლოს მითხრა

-ვიცი ფერიავ რომ ძალიან მოგწონვარ, გიყვარვარ და ვერ ტკბები ჩემით მაგრამ ახლა გამოფხიზლი და მერე სულ გვერდით გეყოლები გპირდები

ყელთან ცხელი კოცნა დამიტოვა და შერცხვენილმა თავი დავხარე, მაგრამ როგორ მესიამოვნა მონატრებულს ეს კოცნა ვერ გადმოვცემ

-როგორ გიხდება სიმორცხვე ჩემო ფერია


მანქანიდან გადავედით და 10წუთი კიდევ ვიარეთ და ზღაპრულ სამყაროში გავჩნდი-მდინარე, დიდი ბუმბერაზე ხეები, ჩიტები, მდინარის შხრიალი, ეს ის ადგილია ალბათ რომელსაც ჩემი და სანდროს დავარქმევ და ყოვეთვის აქ ვივლი

-რალამაზია სანდრო

-ეს ის ადგილია სადაც ძალიან იშვიათად მოვდივარ, მაგრამ როცა მოვდივარ მთელ ნაგროვებ ფიქრებს ხმამაღლა ვამბობ და სიმშვიდეს ვპოულობ

-ნამდვილად შესაფერისი ადგილია, ხომ შეიძლება რომ მეც მოვიდე ხოლმე ამ ადგილას?

-კი რათქმაუნდა ფერიავ

მინდორზე ჩამოვჯექით, მე სანდროს ფეხებზე დავადე თავი და ვტკბებოდი მისი სუნით და გარემოს სილამაზით, ალბათ ბედნიერებისთვის მეტი არაფერია საჭირო როცა გვერდით შენი საყვარელი ადამიანი გყავს

-ფერიავ ახლ მე დავიწყებ ლაპარაკს და შენ მისმინე კარგი?

-კარგი

-ჩემზე პატარა ინფორმაცია გაგებული რომ გექნება კლუბის გოგოებიდან დარწმუნებული ვარ და მინდა გითხრა რომ ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ გვინდა, მოკლედ კლუბში ერთ კაცზე ვარკვევდი ინფორმაციას და მაშინ როცა ყოვედღე მანდ მიწევდა ბოლო ერთი თვე სიარული და უკვე ძალიან მობეზრებული ვიყავი გამოჩნდი შენ, პირველივე დანახვისას ვიგრძენი შენს მიმართ უცნაური მუხტი, ისეთი ლამაზი და წმინდა იყავი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ ისეთი არ იქნებოდი როგორიც წარმომედგინე, თუმცა ყველაფერი რომ გავიგე შენზე და ჩემი სიტყვა გამართლა უკვე ჩემი გოგო დაგერქვა, ყველამ იცის რომ სანდრო გასვიანის გოგო ხარ და შენთან ზედმეტს უკვე ვეღარავინ გაბედავს, სადაც კი წახვალ და რასაც კი გააკეთებ ყველგან ჩემი თვალები გიყურებს ეს უნდა იცოდე შენ

-მაგრამ სანდრო მე ა....

- ვიცი რომ შენც გაქვს ჩემს მიმართ გრძნობები და ამის დამალვა და თავის დაფასებები არ ღირს რადგან ბედნიერების მისაღებად არც ერთი წამი უაზროდ და ფუჭად არ უნდა დაკარგო, ყველა ვარიანტში მარტო ჩემსკენ მოდის შენი გზა და უბრალოდ შეიგრძენი ბედნიერება და დატკბი კატო
უბრალოდ მინდა გითხრა რომ ისე ვგრძნობ თავს თითქოს ბავშვობიდან გიცნობ და ძალიან დიდი ხანია მიყვარხარ, მთელი გულით შემიყვარდი, ამდენი არასდროს არ მილაპარაკია და ახლა კი მთელი ჩემი ემოციები გადმოგეცი შენ, მიყვარხარ კატო და მინდა რომ ეს იცოდე



-ძალიან დავიბენი უკვე...მაგრამ მართალი ხარ და არ ღირს რომ ერთი წამიც კი დავკარგი ბედნიერების, სულ რამოდენიმე დღეა რაც გიცნობ და როცა შენ გხედავ თავს ძალიან უცნაურად ბედნიერად ვგრძნობ, ჯობია ჩემს თავს აქვე გამოვუტყდე და ვთქვა რომ მიყვარხარ

ცოტახანი თვალებში მიყურებდა ბედნიერი და ისეთი ჩამიკრა გულში ძლივს ვსუნთქავდი

-წლებია ასეთი ბედნიერება არ მიგრძვნია კატო, ჩემი გოგო ხარ შენ

მთელი 2 საათი ასე ვიჯექით და ვერც კი ვხვდებოდით დრო როგორ გადიოდა, წასვლის დრო რომ მოვიდა არ მინდოდა რომ წამოვსულიყავით, მაგრამ სამსახური მიხმობდა

-ფერიავ მისმინე მანამ სანამ მანდ ვარ კლუბში იმუშავე თუ გინდა მაგრამ ზუსტად 5დღეში სამსახურიდან წამოდი, მიზეზი და ასე შემდეგ კარგად იცი შენ და ახსნა არ დამაწყებინო გთხოვ

-მეც არ მომწონდა ეგ სამსახური ბარემღა თვის ბოლოს წამოსვლას რამოდენიმე დღეში დავდოვებ სამსახურს

-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ, მიყვარხარ

-მეც მიყვარხარ სანდრო


მთელი გზა ვიღიმოდით, ვიცინოდით და ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით, სახლამდე როგორ მიმიყვანა ეგაც ვერ გავიგე
-ჭკვიანად იყავი ფერიავ, საღამოს გამოგივლი და წაგიყვან
ტუჩებში მისთვის შესაფერისი კოცნა დამიტოვა და გათიშული გამიშვა სახლისკენ

რათქმაუნდა კატო ინეტერესიანი თვალებით დამხვდა კარებში და ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლა
-ძალიან მომწონს ჩემი სიძე უკვე რა



მეგობრებო ბოდიში დაგვიანებისთვის უბრალოდ ონლაინ სწავლების გამო და ცალკე დამატებითი საგნები მომზადების გამო ცოტა დრო მაქვს თან ამას დამატებული დიდი პრობლემა მაქვს და მოკლედ ცოტა ცუდი მდგომარეობა მაქვს :(
იმედია მაქვს მოგეწონებათ და კარგ შეფასებას მომცემთ, ვიცი რომ პატარაა თავი უბრალოდ მეტს ვეღარ გავქაცავდი ახლა..
მიყვარხართ ყველა
იმედი მაქვს ბევრი შეცდომები არ იყო უბრალდ ძალიან ცუდად ვარ და მაიტომ მაპატიეთ :(



№1 სტუმარი სტუმარი სალომე

ჩემო საყვარელო გოგო იმედი მაქვს შენს ცხოვრებაში მალე ყველაფერი დალაგდება❤️როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო❤️უბრალოდ გთხოვ 15 თავი მაინც დაეწერე ამ ამბის ნუ ამას მაქსიმუმ გეუბნები მაგრამ მინიმუმ 10 თავიიი❤️დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს ისტორია❤️დაახლოებით როდის დადებ შემდეგ თავს?❤️გთხოვ დიდხანს არ გვალოდინოოო❤️ვგიჟდები შენზე ჩემო საყვარელო❤️და იცოდე აუცილებლად ყველაფერი დალაგდება უბრალოდ გჯეროდეს ამის❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Kkkk

Dzaan momwons magram cota chaxlarte raa mainc ragacnairia es sandro da nu gaabanalureb tan male dade ra axali tavi da didi upro raaa gtxov gadasarevia

 


№3  offline წევრი queentikooooo

სტუმარი სალომე
ჩემო საყვარელო გოგო იმედი მაქვს შენს ცხოვრებაში მალე ყველაფერი დალაგდება❤️როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო❤️უბრალოდ გთხოვ 15 თავი მაინც დაეწერე ამ ამბის ნუ ამას მაქსიმუმ გეუბნები მაგრამ მინიმუმ 10 თავიიი❤️დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს ისტორია❤️დაახლოებით როდის დადებ შემდეგ თავს?❤️გთხოვ დიდხანს არ გვალოდინოოო❤️ვგიჟდები შენზე ჩემო საყვარელო❤️და იცოდე აუცილებლად ყველაფერი დალაგდება უბრალოდ გჯეროდეს ამის❤️

ეჰჰ იმედი მაქვს სალო მართლა ყველაფერი დალაგდება თორე ძალიან გულ ნატკენი დავრჩები❣❣ უჰჰჰჰ წინ იმდენი თავია რომ მერე მეტყვით ძალიან არ გაწელოვო❣❣???????? წინ ისეთი სიამოვნენა გელით, ისეთი ეჭვიანობის სცენები❣❣

სტუმარი Kkkk
Dzaan momwons magram cota chaxlarte raa mainc ragacnairia es sandro da nu gaabanalureb tan male dade ra axali tavi da didi upro raaa gtxov gadasarevia

ვაიი საყვარრლოო სანდრო ისეთი ტიპია რომ უფლებას არ მომცემს რომ გავაბანალურო❣❣❣ ისეთი ძაანნნ ზეტიპი იქნება რომ ყველა გაოცდებით❣❣❣ ჩვენი სანდრო ხომ ქურდი ბიჭია, შავი სამყაროს წევრი შესაბამისად ასეთი მშვიდი მარტო კაყოსთანაა და არა სხვებთან

 


№4 სტუმარი სტუმარი ბარბარე

საოცარია❤☺️ ყველაფერი ისე გქონოდეს როგორც შენ გაწყობს ❤☺️ სიამოვნებით ვკითხულობდი ❤ მაგარი გოგო ხარ❤

 


№5 სტუმარი სტუმარი .....

ჯერ არუნდა ეთქვა რომ უყვარს :/

 


№6 სტუმარი მე

ფერიას ნუ ეძახის რაა ????????

 


№7  offline წევრი queentikooooo

სტუმარი ბარბარე
საოცარია❤☺️ ყველაფერი ისე გქონოდეს როგორც შენ გაწყობს ❤☺️ სიამოვნებით ვკითხულობდი ❤ მაგარი გოგო ხარ❤

უდიდესი მადლობა ბაბიი❣❣❣

სტუმარი .....
ჯერ არუნდა ეთქვა რომ უყვარს :/

შესაძლოა მაგრამ სიუჟეტის განვითარება ასე მსურდა მეე❣❣ მადლობა აზრის დაფიქსირებისთვსი❣❣

მე
ფერიას ნუ ეძახის რაა ????????

რატომ მე და ჩემს მკითხველებს ძალიან მოგვწონს❣❣❣

 


№8  offline წევრი sofo_sofia13

ჩემოო საყვარელო ოღონდ შენ იყავი კარგად... ჩემიიი საოცრება ხარრ პირდაპირი მნიშვნელობით ვგიჟდები შენს მოთხრობაზე და იმედია შემდეგ თავში უფრო განვითარდება მოვლენებიი

 


№9  offline წევრი queentikooooo

sofo_sofia13
ჩემოო საყვარელო ოღონდ შენ იყავი კარგად... ჩემიიი საოცრება ხარრ პირდაპირი მნიშვნელობით ვგიჟდები შენს მოთხრობაზე და იმედია შემდეგ თავში უფრო განვითარდება მოვლენებიი

მადლობა ჩემოო სოფიაა❣❣ როგორ მაყვარებ თავს ვერ წარმოიდგენ❣❣ შემდეგ თავში ოხ რა ცეცხლი და ეჭვიანობები და სიყვარულობანა იქნებააა❣❣❣

 


№10 სტუმარი სტუმარი სანდრა

როდის იქნება შემდეგი თავიიი?❤️

 


№11  offline წევრი queentikooooo

სტუმარი სანდრა
როდის იქნება შემდეგი თავიიი?❤️

დამატებულია უკვე სანდარ მე5 თავი, ადმინისტრაცია გადაამოწმებს და დაემატება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent