შემოდგომის პეპელა(თავი 3)
4 წლის წინ..... მაშინაც შემოდგომა იყო. ყველაზე ლამაზი შემოდგომა რაც კი ანი ახვლედიანს ახსოვდა. ჭრელი ფოთლები ერთმანეთში ირეოდნენ და საოცარ სამოსს კერავდნენ.წვიმა მოდიოდა მაგრამ სულაც არ იყო ცივი და უსიამოვნო.აი ის წვიმა წვიმდა ნორჩ ბალახს და ლამაზ გვირილას რომ ჩუქნის სანუკვარ სიცოცხლეს.მაგრამ....არაფერი ხდებოდა,თითქოს ყვავილები არათუ სიცოცხლეს ხარობდნენ,არამედ ვიღაცას აცილებდნენ.. ლამაზი იყო მოშიშვლებული,თავდახრილი ტოტები და ნაირფერი ფოთლები,ნიავის ნამღერ იავნანაზე რომ ფარფატებდნენ და ბოლოს დედამიწის ხელისგულზე ეძინებოდათ. თმაარეული და გრძნობების ბუნტში ჩავარდნილი ტიროდა ახვლედიანის გოგო,სანაპიროზე იჯდა და ლამაზ ნოემბერს,სევდანარევი ცრემლებით ნამავდა.ასე მობუზული იჯდა და მთხრობელის როლს ირგებდა ერთგულ დღიურთან,რომელსაც ღელვა დასტყობოდა. -გამარჯობა,პომპონიანო გოგონავ - რა....შენ...როდის მოხვედი?(საწყლად ამოუშვა ბგერები და ბავშვს მიაპყრო მზერა,რომელიც არსაიდან გაჩნდა..) -იცი აქ მაკაკამ წამომიყვანა,ძლივს გამოიდარა და სასეირნოდ გამოვედით.მერე მე საჭირო ოთახში მომინდა,მაკაკამ მითხრა დაგელოდებიო,მაგრამ როცა გამოვედი იქ აღარ დამხვდა.. -რა,მოიცა მაკაკა ვინ არის? -ჩემ ძმას ვეძახი ასე,ჩემზე დიდია მაგრამ სულ მაიმუნობს და მაგიტომ შევარქვი..ზოგჯერ ვერ მიხვდები ისაა ბავშვი თუ მე!..გაწითლებული ცხვირი აიბზუა და კისერი მაღლა ასწია,ისეთი საყვარელი სანახავი იყო ყავისფერი კულულები რომ უფრიალებდა და საუბრის მანერით პატარა ლედის განასახიერებდა უდაოდ! -კარგი,პატარა ქალბატონო და სახელი რა გქვია? -სესილია და პატარა არ ვარ! -კარგი სესილია.ანუ როცა გამოხვედი შენი ძმა იქ აღარ იყო? - ხო,აღარ იყო.. -და აქ რატომ ხარ ახლა,საპირფარეშო ხომ იქითაა,შეიძლება იქ დაგეძებს და გელოდება შენი მაკაკა. ცრემლები შეიმშრალა და გოგონას გაუღიმა. -იქ რომ ვერ დავინახე მერე ძებნა დავიწყე და შენ დაგინახე,უფრო სწორად შენი ლამაზი ქუდი.ძალიან მომწონს(ხელით თეთრი ნაქსოვი ქუდისკენ მიანიშნა,რომელსაც ცენტრში პომპონი და შედარებით წინ წითელი მზე ამშვებებდა,)ასეთი ბევრი მაქვს მაგრამ ეს განსხვავებულია,სად იყიდე? -ინსტიქტურად ეღიმებოდა მის ნაზ ხმაზე და დიდრონ,მრგვალ თვალებზე გაფაციცებით რომ აკვირდებოდნენ ქუდს.. -მადლობა,არ მიყიდია,დედამ მომიქსოვა თუ გინდა ვთხოვ და შენთვისაც მოქსოვს სესილია. -არა.მე ეს ქუდი მინდა!რატომ ტიროდი? -ისა...მე არ ვტიროდი უბრალოდ თვალში ჩამივარდა რაღაც ეგაა და ეგ სხვა არაფერი.... -კარგი რა ბავშვივით იქცევი!ტყუილი ცუდი ხილია და თუკი გასინჯავ, მოიწამლები,შენაც გეტკინება და იმასაც ატკენ ვინც მოატყუე! -ეგ ვინ გითხრა? -მე,იცი ერთხელ დედას მოვატყუე,რომ საღამოს მაგიდაზე დადებული წამალი თავად მივიღე და ისე დავიძინე..მაგრამ შემდეგ მთელი ღამე მაღალი ტემპერატურა მქონდა და დედა ძალიან გავანაწყენე და გავაბრაზე ჩემი საქციელით,იცი ძალიან შეეშინდა და ტიროდა..მე არ მინდოდა რომ მას ეტირა..მერე მაკაკა მოვიდა და ეს მითხრა ტყუილზე,თან ყელსაბამი მაჩუქა ,ხელი გულმკერდისკენ წაიღო და ლამაზ კოლიეზე ანიშნა. -ძალიან ლამაზია..ხო მართალია მაკაკა,ტყუილი ნამდვილად არაა კარგი.მე უბრალოდ ჩემი მეგობარი მენატრება ძალიან და მაგიტომ ვტიროდი. -შენი მეგობარი შორს წავიდა?თუ რატომ გენატრება? -ჰო..ჩემმა მეგობარმა ვარსკვლავების მეზობლად დაიდო ბინა.. თვალები ისევ აუწყლიანდა და ცრემლმაც გაიკვალა გზა შეფერადებულ ლოყებზე. -არ იტირო გთხოვ,პატარა ხელი ლოყაზე ჩამოუსვა და ცრემლი შეუმშრალა,მერე მოეხვია და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა......... ანი კი უბრალოდ გატურსული ეხვეოდა ,არ ელოდა ბავშვისგან მსგავს ჟესტს... სითბოს ასხივებდა პატარა სესილია.. მზის სხივი იყო,სუსხშეპარულ შემოდგომაზე.მისი თვალები კი საოცრება იყო..თითქოს გაზაფხული უკიაფდა ფირუზისფერ სფეროებში!მომნუსხველი იყო მისი ელვარება! და ამ ძალამ არსაიდან შეაპარა ღიმილი ახვლედიანის სარკეს. -რა გქვია პომპონიანო გოგონავ?უცებ მოშორდა ხვეული თმა თითზე დაიხვია და ისე ჰკითხა. -ანი. -ანი, იცი მე რაღაც მინდა რომ გაჩუქო.ოღონდ სანაცვლოდ მეც მინდა შენგან რაღაც. -რა?რა უნდა მაჩუქო? -პეპელა...დამპირდი რომ აღარასდროს მოიტყუები და სულ გაიღიმებ! -არა,სესილია არ მინდა.ბავშვის მოღუშული სახე რომ დაინახა უცებ გადააკეთა.მერე მაკაკას არ ეწყინება? -მაკაკა ახალს მიყიდის.ნუ ღელავ არ ეწყინება!თან სანაცვლოდ შენი ქუდი მინდა,ისე ხომ არ გჩუქნი?! -მე..... -ანუ შევთანხმდით.კარგი აჰა გამომართვი,კულონი მოაძრო ყელსაბამს და ანის გაუწოდა. -მე ხომ არ დაგთანხმებივარ. -მაგრამ არც უარი გითქვამს,ასე რომ ეს ქუდი ახლა ჩემია!ისედაც აწეწილი გრძელი თმისგან ქუდი ააცალა და სულ აუბურდა. -ხო,კარგი რა გაეწყობა.მადლობა მილედი.. -არაფრის ძვირფასო,კეკლუცად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. -მის ქცევაზე გაეცინა ახვლედიანს,გულიანად იცინოდა და სესილიაც კისკისებდა.დიდხაანს გააგრძელებდნენ კიდევ ანის წვეთი რომ არ დასცემოდა ,რომელიც ცის თაღიდან გადმოეშვა..ვინ იცის,რა სიმაღლიდან... მაგრამ აშკარა იყო რომ მხოლოდ ეს წვეთი არ ლამობდა მაღალი უსასრულო სივრციდან გადმოხტომას.. -ჯანდაბა!წვიმდება!სწრაფად უნდა ვიპოვოთ შენი ძმა თორემ დავსველდებით და იმასაც მოვკლავთ ნერვიულობით.ახლაღა გაიაზრა და გაახსენდა რომ ეს საოცრება ბავშვი დაკარგული იყო. -კარგი!საიდან დავიწყოთ პატარა ქალბატონო?ცდილობდა მაქსიმალურად მშვიდი ყოფილიყო რომ არ შეშინებოდა მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ სესილია კმაყოფილი მიაბიჯებდა თავისი ახალი ,,შენაძენით,, და თვალებს აცეცებდა.. 5 წუთში საპირფარეშოს თან იყვნენ.სულზე მიუსწრესო ამათზეა ნათქვამი..ისე გაწვიმდა გარემოს აღქმა გაგიჭირდებოდათ...მაგრამ ავდარი რა მოსატანია გადაშლილ ხედთან.. შესასვლელ კარებთან ბიჭი იყო ჩაკეცილი და თვალები ჩასწითლებოდა.ბრაზისგან ცახცახებდა და ხელებს ნერვიულად ისვამდა თმაზე...თავი რომ წამოსწია ორი სილუეტი შენიშნა და მათში სესო რომ ამოიცნო უცებ წამოხტა და ბავშვი მკვლავებში მოიქცია.გაყინულ ბეღურას გავდა პატარა სესილია მის ხელებში .საოცარი მუხტი იგრძნობოდა ამ ორი უცნობი ადამიანისგან.ისე ეხვეოდა საცოდავ ბავშვს ლამის ძვლების ხმას გაიგებდით.. -მაკაკა!საკმარისია მეტკინააა უუფფ -შენ...სად იყავი გოგო!იცი როგორ შემეშინდა?!აქ რატომ არ დამელოდე.სესილია ასე აღარ მოიქცე! -მე რა შუაში ვარ მაიმუნო რომ გამოვედი თვითონ არ დამხვდი აქ!და ახლა შუა ქუჩაში რომ მიყვირი რა არის საერთოდ?! -მე....ბოდიში რა არ მინდოდა ჩემო ტკბილო...ჩემი მარწყვი ხარ შენ, რომ ვერ მეპოვე სესო?გაგვიჟდებოდი ,შევიშლებოდი სესო...წამლების მიღების დრო გაქვს...ჯანდბა!სულ გაყინულხარ! -თუ მორჩეს ეხლა ქოთქოთს! გაიცანი მაიმუნო ეს ა...ანისკენ გაიხედა როცა თვალები დაუბრიალა თითი ტუჩთან ახლოს მიიტანა და თვალი ჩაუკრა...ეს პომპონიანი გოგონაა.მისი დახმარებით მოგაგენით! -მაპატიე ვერც კი შევამჩნიე ამ პარაზიტმა ისე შემაშინა...არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო მე... -საჭირო არაა რას ამბობ თან ჩვენ უკვე გავსწორდით არა სესო? -აჰაამ,გაიღიმა და ლოყებზე ფოსოები გაუჩნდა. -კაი მაშინ აბა ჰე სესო იმედია კიდევ შევხვდებით.ხელი საფეთქელთან მიიტანა და ისევ უკან გამოსწია .. -მოიცადე ამ წვიმაში სად მიდიხარ ფილტვების ანთებას აიკიდებ.. -არაფერია მიჩვეული ვარ... თან მიყვარს მე წვიმაში სიარული ასე რომ არაფერი დამიშავდება აბა კარგააად,ხელი დაუქნია სესილიას და ფეხაკრეფით გაეცალა იქაურობას.. სახლში ავიდა,ყველა გასული იყო ამიტომ ცარიელი იყო ახვლედიანების ბინა.რადგან არავინ იყო საყვედურიც არ მიუღია და ამით კმაყოფილმა გამოიცვალა პიჟამაში გამოეწყო და საწოლში შესრიალდა..ხელში პეპელა ეჭირა და უყურებდა,ეღიმებოდა როცა განვლილი დღე ახსენდებოდა.....არავისთვის აპირებდა ამის მოყოლას,უნდოდა თავისთვის შეენახა ეს საოცარი ბავშვი.პეპელა შეინახა და თვალები დახუჭა..დიდხანს იწრილა და ვერ მოისვენა ბოლოს წამოდგა ხალათი მოირგო,ფანქარი და ფურცელი მოიმარჯვა,ფანჯარასთან მდგარ დივანზე მოკალათდა და ხატვა დაიწყო... 13 წლის იყო ანი ახვლედიანი,რომ თვალების ხატვა დაიწყო..დიდრონი თვალების,რომლებშიც გაზაფხული იყო..დღემდე ხატავს მათ.რატომ?!მართალია სესილია გაცილებით პატარა იყო ანიზე, მაგრამ კარგად იცოდა ახვლედიანმა რომ ის რჩეული იყო,სწორედ ის ვინც მის ჭეშმარიტებას ამართლებდა!... ........... სამი შემოდგომა გავიდა მას მერე და....არცერთი იყო ისეთი ლამაზი.აღარ უნახავს რაიმე მსგავსი-ღვთაებრივი,ხელუხლებელი.. მანამ სანამ არ წააწყდა კიდევ ერთ თვალებს! საკითხავი ეს არის...განა გაზაფხული იყო იმ თვალებში ანი რომ მოხიბლა სამი წლის შემდეგ?არა!ეს სულაც არ იყო გაზაფხული!ზამთარი იყო!სუსხი და სიცივე!მის სფეროებში არ ჩანდა მზე!..არც სითბო,არც მღელვარება!მხოლოდ ელავდნენ ისინი,როგორც მთვარე-ღამის დარაჯი. ........ იმ წელს ახვლედიანმა თავისი შემოდგომა შექმნა.ზამთრის ხეებს საკუთარი სიყვარულით მიახატა ფერადი ფოთლები და არც ლამპიონები დარჩენია უყურადღებოდ,მეგობრობისკენ მიმავალ ბილიკებს რომ გაანათებდნენ მზისფრად. იმ წელს ახვლედიანმა თომა მამისეიშვილი გაიცნო. ბიჭი,რომლის ცხოვრებაშიც მზესავით გაანათა და სითბო შეიტანა.მისი პირადი შემოდგომა იყო თომა,ტყუპისცალი.ეს სახელი სწორედ ამას ნიშნავს. და...იცით რა მოხდა? პეპელა,რომელიც 3 წლის წინ პატარა სესილიამ აჩუქა,უდიდესი მნიშვნელობის,სიყვარულის, გაზაფხულის და მეგობრობის,თანადგომის მატარებელი პეპელა,თომას მისცა და თან დაუბარა: -თუკი ერთ დღესაც,შენ,ჩემო მეგობარო,ჩემსგან წასვლას გადაწყვეტ,მაშინ დამიბრუნე უკან, შემოდგომის პეპელა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.