შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაიარევი


30-09-2017, 11:31
ავტორი sel
ნანახია 1 601

ნაიარევი

გახსოვს რომ წვიმდა? გაწვიმდება იცი, ამაღამ,
ნესტიან წუთებს შემოდგომის სუნი აუვა,
მე კი დასასრულს ვერ ვუპოვნი ვიცი ამ საგას
და ჩემს ოთახში ჩასახლებულ უცხო აურას,

ისევ გაწვიმდა... დღეს ფოთლები დაბლა ცვივიან,
ცოტაც და ფიქრით აჭრელებულ მიწაზე ვივლით,
ოხ შემოდგომა ფანჯრის მიღმა რა საშიშია,
ვერც ფოთოლცვენას მოვუძებნე რატომღაც ხიბლი,

ოქტომბრის ბოლო შემაძრწუნებს დღის სიახლოვე
და ხეტიალი გაშიშვლებულ ხეებ ქვეშ ლანდის,
ჩემს დაბადებას ავღნიშნავდი იქნებ აქამდე,
თუმც მიჭირს გახსნა ჩახლართული წარსული კვანძის,

თვალებში შიში მოგროვდება ციდან ნაწვიმი,
ცდუნება მივლის, რომ დავწერო რაც უკვე მოხდა,
ჩემი ლექსების გადარჩება ერთი ნაწილი,
ჩემი ფიქრები გამოდგება სულის საშფოთად,

მეორე ნაწილს დაილექავს გონება ფსკერზე,
და როგორც სხეულს ნეშომპალად აქცევს ჟამთა სვლა,
დაირხევიან მოარული ჭორები ჩემზე
რომ დედამიწის ამინდებმა გამასამართლა,

გამასამართლა ისე როგორც ერთი თქვენგანი,
რა უმოწყალოდ წარმიდგენდნენ მორიგ ბრალდებას,
ისევ ცდუნებით თრთოდა ბნელში შიშველი ტანი
და უკვე ფიქრი წააგავდა სულის წვალებას...

ისევ გაწვიმდა... უცნაური სუსხით. ციოდა...
ქროდა დეკემბრის მომლოდინე ცივი ქარები,
წვიმა კი შვებას არ მაძლევდა, წვეთი მტკიოდა,
და ნაწვეთურზე ღრმავდებოდა ნაიარევი.

Selassie



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

გამასამართლა ისე როგორც ერთი თქვენგანი,
რა უმოწყალოდ წარმიდგენდნენ მორიგ ბრალდებას,
ისევ ცდუნებით თრთოდა ბნელში შიშველი ტანი
და უკვე ფიქრი წააგავდა სულის წვალებას...

 


№2 სტუმარი ჩემი ოცნება

შენ მუდამ გერქვა
ჩემი ოცნება,
შენ ისხარ რომელმაც
დამხატა თვითონ,

შენზე ფიქრები
მავიწყებს ყველაფერს,
მაშინ როდესაც
გიხსენებ შენ,

ვტირი ყოველდღე
როდესაც გიხსენებ,
მაშინაც კი
როცა გიყურებ.

 


№3  offline მოდერი bla.ell

რა კარგია ძალიან მომეწონაheart_eyes

 


№4  offline წევრი sel

ჩემი ოცნება
შენ მუდამ გერქვა
ჩემი ოცნება,
შენ ისხარ რომელმაც
დამხატა თვითონ,

შენზე ფიქრები
მავიწყებს ყველაფერს,
მაშინ როდესაც
გიხსენებ შენ,

ვტირი ყოველდღე
როდესაც გიხსენებ,
მაშინაც კი
როცა გიყურებ.


იმედი მაქვს ასე არ ვწერ

bla.ell
რა კარგია ძალიან მომეწონაheart_eyes


მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent