შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ მიზეზი (1)


14-04-2020, 00:49
ნანახია 9 296

შენ ხარ მიზეზი..
მატარებლის კუპეში მარტო ვიყავი.არც არავის თავი მქონდა.ზოგადად მარტოობა ძალიან მხიბლავდა.ფიქრიც შემეძლო ასეთ დროს და ოცნებაც. მაღიზიანებდა ხალხმრავლობა.ამინდმაც ხელი შემიწყო თითქოს და გაზაფხულის გრილი წვიმა დაიწყო.
ის იყო წიგნი ამოვიღე,რომ მატარებელიც დაიძრა.წინ დიდი გზა მქონდა,კმაყოფილმა გადავშალე და კითხვას შევუდექი.
“არასოდეს არავის აჩვენო შენი ცრემლები! ნუ მიახვედრებ ნურავის,რომ სუსტი ხარ და მეტს ვეღარ გაუძლებ! პირიქით,ბოლომდე იბრძოლე,თუ ვერ გაიმარჯვებ გამოცდილება გექნება რომ მომავალში შენი შეცდომები გამოასწორო.იცოდე არ შეშინდე! თორემ მტერი დაინახავს და შენს სუსტ წერტილს შეეხება!”..
სათქმელად ყოველთვის ადვილია,მაგრამ არავინ იცის ვინ როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში.მე ყოველთვის იმას ვფიქრობდი,რომ ყველაფერი მაინც გარემოებებზეა დამოკიდებული.რაც არ უნდა მოინდომო,მაინც ძალიან ძნელია შეძლება შეუძლებლის.მიზნამდე თავდაუზოგავად იბრძვი,უამრავი დაბრკოლება გხვდება,თავს აჯერებ რომ ყველაფერს გაუმკლავდები,უამრავ მსხვერპლზე მიდიხარ,მაგრამ ბოლოს რაღაც გიშლის ხელს.ძალა გეცლება ამდენი ბრძოლისგან,იღლები და ნებდები.მაგრამ არსებობენ ადამიანები,რომლებიც უბრძოლველად ნებდებიან,ხელი აქვთ ჩაქნეული და ჰგონიათ,რომ მაინც არაფერი გამოუვათ.ისეთებიც არიან,ცხოვრებაში თითიც რომ არ გაუნძრევიათ და ყველაფერი მზამზარეული აქვთ ლანგრით მირთმეული.ასეთი ხალხი ზიზღს იწვევდა ჩემში.განა მათი მშურდა,არა! უსამართლობის განცდა ზოგჯერ მწარედ მაწვებოდა ყელში და სუნთქვას მიშლიდა.
მე ალბათ იმ კატეგორიას მივეკუთნებოდი,ბოლომდე რომ შეუძლიათ ბრძოლა.თუმცა,როგორც უკვე ვთქვი,არავინ იცის ვინ როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში.ბევრი ცუდი გამოვიარე,მაგრამ მგონია,რომ უფრო გავძლიერდი..ვინ იცის..
მატარებელი ნელი სვლით მიდიოდა,თითქოს მარწევდა.წვიმის ხმაში ვერც გავიგე ისე გაიღო კუპის კარი.
ფეხის ხმაზე ავიხედე და ჩემი თანამგზავრი უკმაყოფილოდ
შევათვალიერე.ის ჩანთას ინახავდა და ჩემსკენ არც გამოუხედავს.თუმცა,
საგულდაგულო დაზვერვის შემდეგ აღმოვაჩინე,რომ ის არ იყო
ჩვეულებრივი მოკვდავი.ნუ მე ასე მომეჩვენა.ყველაზე ცუდი ჩვევა
მქონდა,ადამიანებს ვიზუალური კუთხით ვაფასებდი.
მაღალი,მხარბეჭიანი,გამხდარი არ ეთქმოდა,შავგრემანი,
კუპრივით შავი,ხვეული თმა და ასეთივე ფერის თვალები ჰქონდა.
ხშირი,გრძელი წამწამები და ოდნავ მოშვებული წვერი
ისეთ მომხიბვლელ იერს აძლევდნენ,რომ,თვალი ვეღარ მოვწყვიტე.
დამეფიცება,რომ მსგავსი სილამაზის ადამიანი ჯერ არსად მენახა.
ბარგის დაბინავებას მორჩა და როგორც იქნა შემამჩნია.გაზაფხულის
პირობაზე მეტისმეტად თბილად ეცვა.მანტო შეისწორა და ჩემს
პირდაპირ მოკალათდა.
უხერხული სიჩუმის დასაფარად ისევ წიგნს ჩავაშტერდი.ასოები
ირეოდნენ,აზრი ვერ გამომქონდა რას ვკითხულობდი.ვგრძნობდი,რომ
მიყურებდა,მაგრამ თავს არ ვწევდი .რამდენიმე
წუთიანი დუმილის
შემდეგ,როგორც იქნა ხმა ამოიღო:
-დეტექტივები გიყვარს?’’-რატომღაც შენობით მომმართა უცნობმა.
-კი.’’-მოკლედ ვუპასუხე.
-განსაკუთრებით რომელი?’’-ცერა თითით ცხვირზე აფარებული წიგნი
ჩამომაწევინა და ამით მაიძულა მისთვის შემეხედა.
-გარდაცვლილები არ ლაპარაკობენ.’’-თვალდაუხამხამებლად ვუპასუხე
და უფრო კარგად დავაკვირდი.
უცნობს უჩვეულოდ ცივი თვალები და მზერა ჰქონდა.ასეთი თვალები
ალბათ ექსტრასენსებს აქვთ,ადამიანის სულში ჩაძვრომას რომ
ცდილობენ.
ტუჩის კუთხე ჩატეხა.ეს ალბათ ღიმილის იმიტაცია იყო.თვალი
მაგიდაზე დადებული ჩემი ბილეთისაკენ გაექცა.
-ლაილა ალანია.’’-ამოიკითხა ჩემი სახელი და გვარი და უცნაურად
შემომხედა,-‘’ როგორც ერიკ კლაპტონის სიმღერაშია?
-იცით ეს სიმღერა?’’-ისე გამიკვირდა თითქოს მარტო მე უნდა მცოდნოდა
-კი.რატომაც არა.
ცოტა უჭირდა ქართულად საუბარი.
-მე მალიკი ვარ.’’-როგორც იქნა გამანდო თავისი სახელი და ჯიბიდან
სიგარეტის კოლოფი ამოაცოცა.
-მოვწიოთ?’’- გამომიწოდა კოლოფი და შინაურულად გამიღიმა.
თავი გავაქნიე უარის ნიშნად.ის წამოდგა და კუპიდან გაუჩინარდა.
შვებით ამოვისუნთქე.რაღაცნაირად დაძაბული ვიყავი ამ ადამიანის
გარემოცვაში.არ გავდა ჩვეულებრივ ტიპს.ცოტა საშიში
გამომეტყველებაც ჰქონდა.მალიკიო? ეს სადაური სახელია ან
შემოკლებული ფორმა?
სასიამოვნო არომატი დატოვა უცნობმა კუპეში.რა სუნამო იყო?
თვალები დავხუჭე.ამ ბიჭის შემოსვლის შემდეგ წიგნიც დამავიწყდა და
ისიც,თუ სად მივდიოდი.იშვიათი შემთხვევა იყო უცხოს
გამოვლაპარაკებოდი ტრანსპორტში ან საზოგადოების თავშეყრის
ადგილებში.ყველაფერი ჩემივე ჩაკეტილობის ბრალი იყო.
მალიკმა თამბაქოს მძაფრი სუნი შემოიტანა.
ისევ მრავლისმეტყველი სიჩუმე.
მინდოდა გამოვლაპარაკებოდი,მაგრამ რატომღაც ვერ ვბედავდი.არც
ვიცოდი რაზე შეიძლებოდა მელაპარაკა.ამინდზე? პოლიტიკაზე? თუ
ზოგადსაკაცობრიო თემებზე? ფიქრებმა დედასთან გადამისროლა.
როცა დედა საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ,ზუსტად იცოდა,რომ
არ უნდა ენერვიულა.მე და ჩემი ძმა,ლადი,უსიტყვოდ ვუგებდით
ერთმანეთს.მაიას არ სჭირდებოდა ჩვენი გაშველება,ყოველთვის
თავადვე ვრიგდებოდით.ახლაც,როცა ვუთხარი სოფელში მივდივარ
რამდენიმე დღით მეთქი,მოიწყინა.სამსახურშიც ბევრი არაფერი მქონდა
საქმე და ვარჩიე დრო ბებოსთან გამეტარებინა,რომელსაც ისედაც
იშვიათად ვსტუმრობდი.
მოულოდნელად უცნაური რამ ვიგრძენი: მალიკს ჩემი გრძელი
თმის ბოლო თითებზე დაეხვია და ყნოსავდა.
-რას..რას აკეთებ?’’-ისე დავიბენი ენა დამება.
-არაფერს ქერა.’’-გაეღიმა და უკან გადაწვა.ალმაცერად მიყურებდა.
ცოტა არ იყოს გავბრაზდი.მისი თავი ვინ ჰგონია??
წიგნი ჩანთაში დავაბრუნე და სათვალე მოვიხსენი.ირონიული მზერა,
ტუჩის კუთხეებში გაპარული ღიმილი..იყო მასში რაღაც,რაც ძალიან
მომწონდა,თუმცა რა,ამას ჯერ ვერ ვხსნიდი.
დუმილში მთელმა საათმა განვლო.მალიკი მთელი გზა ფანჯარაში
იხედებოდა.მაგიდაზე ხელები შემოვაწყვე და თავი დავდე.არ ვიცი
რამდენ ხანს მეძინა.მატარებლის ხმა იავნანასავით ჩამესმოდა.
მხარზე ვიღაცამ მომიკაკუნა:
-ადექი ქერა ჩავედით.-‘’ზემოდან დამყურებდა მალიკი.თვალები ძლივს
გავახილე.კართან მისული შემობრუნდა:
-დროებით.’’-თვალი ჩამიკრა და გავიდა.
ტიპური მაჩო! ‘’-ბრაზით გავიფიქრე და ჩასასვლელად მოვემზადე.
ნაცნობმა ჭიშკრის ჭრიალმა გული სითბოთი ამივსო.ბოლოს რამდენიმე
წლის წინ ვიყავი თამროსთან.ის სულ მარტო იყო.მარტო უმკლავდებოდა
სოფლის საქმეებს,უვლიდა ეზოს,ძველი აგურებით ნაშენებ სახლს.
გვირეკავდა და გვთხოვდა მასთან ჩავსულიყავით.თუმცა მე და ლადის
საქმეები არ გველეოდა.ახლა უდიდეს სიხარულს ვგრძნობდი,როცა
მწვანედ აბიბინებულ მდელოზე მივაბიჯებდი.
-თამროოოო’’- ბოლო ხმაზე დავიყვირე და რამდენიმე წამში დავინახე
როგორ გამოვიდა ოთახიდან თავშალ წაკრული ბებო,რომელსაც ხელი
მოეჩრდილა და როგორც უცხოს ისე მიყურებდა.
-მე ვარ თამრი ვეღარ მცნოობ?’’-სიცილით შევძახე და მისკენ გავექანე.
-უიმე მომიკვდეს თავი,ჩემი ლაილა მოსულა.’’-ჩვეული შეძახილებით
შემეგება ბებო და გულში ჩამიკრა.-‘’იმდენი ხანია არ მინახიხარ ვეღარც
გიცნობ აწი.-‘’თმა ნაზად მომქაჩა და სახლისკენ მიბიძგა.
‘’დღეს რატომღაც ჩემი თმა აქტუალურია“-‘’ გავიფიქრე და სახლში
შევედით.
მართლაც არაფერი სჯობდა თამროს გამომცხვარ ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს
სახელდახელოდ გაშლილ სუფრას და გულთბილ მოკითხვას.როცა საქმე
ჩემს პირადულზე მიდგა,თამრო გააქტიურდა,როგორ არ გყავს
შეყვარებული,რაღას ელოდები და ა.შ.
-ერთი ბიჭი მომწონს,-‘’დავაყრანტალე მოულოდნელად რომ
გამეჩუმებინა,მაგრამ შევცდი,პირიქით მოხდა: ვინ არის,რა ჰქვია,სად
ცხოვრობს..მოკლედ მინი დოსიე მომთხოვა.
-არ ვიცი ბებო მატარებელში გავიცანი,თუ იმას გაცნობა ერქვა,-‘’ბოლო
სიტყვები ჩემთვის ჩავილაპარაკე.
-ახლა ბებიაა?-‘’შეიცხადა თამრომ.
-ჰოო..მალიკი ჰქვია,ქართველს არ გავს.არ ვიცი ვინ არი,მაგრამ..
კაი დაივიწყე ბე.ცოტა ხანს წამოვწვები,მგზავრობამ დამღალა.
საღამოს ფანჯრიდან მონაბერმა თბილმა სიომ მოგონებები ამიშალა.
გამახსენდა,მე და ლადი რა მხიარულად ვთამაშობდით ეზოში,ზოგჯერ
მირანდაც მოგვყავდა ხოლმე,ჩვენ სამნი ფაქტიურად ერთად
გავიზარდეთ.
მირანდა ჩემს სამსახურთან ახლოს,სარეკლამო სააგენტოში მუშაობდა.
ზოგჯერ შემომირბენდა ხოლმე და რადგანაც სეზონის გამო ბევრი
ხალხი არ იყო,ყავაზე ვეპატიჟებოდი.მისი მშობლები რაიონში
ცხოვრობდნენ და თვითონ მამიდასთან იყო.თუმცა 2წლის წინ
ქალბატონი მარინა გარდაიცვალა და მირა მარტო დარჩა.ამიტომ,
ხშირად ჩვენთან რჩებოდა ხოლმე.ჩვენს შორის არ არსებობდა
არანაირი საიდუმლო და მე ბედნიერი ვიყავი გვერდით ასეთი
მეგობარი რომ მყავდა.
ფიქრებში ჩამეძინა.როცა თვალი გავახილე გარეთ უკვე შუაღამე იყო.
თამროს პლედი გადაუფარებია ჩემთვის.გამეღიმა,უფრო გემრიელად
მოვკალათდი და ძილი განვაგრძე.
სოფელში ყოფნის დღეებმა უცებ გაირბინეს.სამსახურში დაბრუნებულმა
აღმოვაჩინე,რომ საქმე დამიგროვდა და გადადებას ვარჩიე გვიანამდე
მემუშავა.
‘’რაღა ეხლა მოუნდა ამ ხალხს დასვენება და გარუჯვა’’- ბრაზით
გავიფიქრე და ისევ კომპიუტერს მივუბრუნდი.ამასობაში კუჭმაც
თავი შემახსენა და ისე მომშივდა,ვეღარ ვაზროვნებდი.
გადავწყვიტე ორიოდე წუთით გავსულიყავი გვერდით საცხობში და
რაიმე მეყიდა.კარი არ დამიკეტავს,რადგანაც საცხობი მართლაც ორ
ნაბიჯში იყო.
ის იყო ფუნთუშები მაგიდაზე დავაწყვე,რომ კომპიუტერთან მიკრულმა
ფერადმა ფურცელმა ჩემი ყურადღება მიიპყრო:
‘’სასიამოვნო საღამოს გისურვებ ქერა!’’
გაოგნებული დიდხანს ვუყურებდი ფურცელს,საშინელ კალიგრაფიას
და მხოლოდ ერთი სახელი მიტივტივებდა თავში- მალიკი!
მაგრამ როგორ? აქ როგორ შემოვიდა? ნუთუ გამყიდველს რომ
გამოველაპარაკე 2 წუთით მაშინ? ან როგორ მიპოვა?
სკამზე ჩამოვჯექი.იმდენი კითხვა მიტრიალდებდა თავში,რომ აზრებს
ვერ ვალაგებდი.
ოფისიდან გამოსული ქურდულად ვიხედებოდი გარშემო.არ მტოვებდა
იმის შეგრძნება,რომ ის სადღაც ახლოს იყო.პირველივე ტაქსი
გავაჩერე და სახლის მისამართი ვუკარნახე.უსიამოვნო გრძნობა
დამეუფლა,თითქოს სიმპათიური ახალგაზრდა კი არა ასაკოვანი კაცი
გადამეკიდა.ჰმმ, გადამეკიდა კი?
ფრთხილად გავაღე კარი და ის იყო მისაღებში შუქი ავანთე,რომ
სამზარეულოდან ლადის ხმა მომესმა:
-შენ ხაარ?
უცებ ისე შემეშინდა ხმადაბლა წამოვიყვირე.
-არა,ქურდი ვარ.’’-ამოვისუნთქე და იქვე ჩამოვჯექი.
ჩემმა ძმამ იკადრა და გამოიხედა:
-რა იყო რამ შეგაშინა?’’-გაკვირვებული მომაჩერდა.
-არაფერი ლადი,მშია.’’-საწყალი თვალებით შევხედე იმის იმედად,რომ
რაიმეს შემომთავაზებდა.არც შევმცდარვარ.
-მოდი,მოდი.რაღაცა გავაკეთე,ერთად ვჭამოთ და ერთად გავჭიმოთ ფეხი
-ფეხს უშენოდაც გავჭიმავ ისე ვარ დაღლილი.
ლადის ოლივიე მოემზადებინა.მეტს არც ველოდი.
-ხვალ ბორჯომში მივდივართ ბიჭები,’’-მამცნო და იქვე დაამატა:-‘’
წაგიყვანდი,მარა ბიჭები ვიქნებით მარტო ხო ხვდები,’’-მითხრა და
წარბი ამითამაშა.
პასუხის გასაცემად პირი გავაღე და ლადის ტელეფონი აწკრიალდა:
ეკრანს დახედა,მერე მე შემომხედა,ალბათ იფიქრა გასვლას აქ ვისაუბრო
ჯობიაო და უპასუხა.
მისი პასუხებიდან გამომდინარე მაშინვე მივხვდი, რომ გოგოს
ელაპარაკებოდა.გამეცინა და ჭამა გავაგრძელე.
-ლადუშ,ბიჭებთან ერთად კი არა გოგოსთან ერთად მიდიხარ ბორჯომში,
ხო ასეა?
ცოტა შეცბა მაგრამ არ გატყდა:
-არა რა გოგოსთან,საიდან მოიტან ხოლმე.
მხრები ავიჩეჩე.პრინციპში რა ჩემი საქმეა,ამხელა ბიჭი ვისთან ერთად
წავა.’’მირას ვთხოვ ჩემთან გადმოვა’’ გავიფიქრე გულში.
-მირანდას უთხარი მოვიდეს,მე ზუსტად არ ვიცი როდის ჩამოვალ,’’-
ჩემს ფიქრებს ჩასწვდა ლადი,’’-თეფში ნიჟარაში ჩადო და თვალი ჩამიკრა.
-გემრიელი იყო,დიასახლისობა გეხერხება,გაუმართლა იმ გოგოს,’’-ახლა
მე ჩავუკარი თვალი და სამზარეულოდან გავაძევე.
საღამოს ფილმს ჩავუჯექით,მაგრამ ლადიმ დილით ადრე ადგომა
მოიმიზეზა და დაწვა.
დილით აღმოვაჩინე,რომ ლადის წერილი დაეტოვებინა.
‘’წავედი ლაი.ჭკვიანად იყავი,ქალიც შენ ხარ ოჯახში და კაციც.თუ რამე
დამირეკე.ან გიგის დაურეკე მე თუ ვერ დამიკავშირდები’’.
საათს გავხედე და მაშინვე წამოვხტი.სამსახურში მაგვიანდებოდა.
მთელი დღე სარეკლამო ბუკლეტების დიზაინს მოვუნდი.ეს არ
მევალებოდა,მაგრამ უფროსმა პირადად მთხოვა და უარი ვეღარ
ვუთხარი.ვერც მირა ვნახე და დაქანცული გამოვედი ოფისიდან.
თბილი ამინდი იყო და რამდენიმე კვარტალი ფეხით ვიარე.წელიწადის
ეს დრო ძალიან მიყვარდა,ზამთრის ძილისგან თავის დაღწევას
ცდილობდა ირგვლივ ყველაფერი.მზეც ძალას იკრებდა და
საღამოობითაც აღარ ციოდა ისე ძალიან.
სახლში ღიღინით ავედი და შუქის ჩართვისთანავე ხმა მომესმა,ოღონდ
ეს ხმა ლადის ნამდვილად არ ეკუთნოდა:



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso chans

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent