შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის პეპელა(თავი 4)


14-04-2020, 14:02
ნანახია 912

ქუთუთოები ერთმანეთს დიდი ძალისხმევის შედეგად დააშორა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.ცხვირი აუწვა საავადმყოფოსა და რიგი წამლების მძაფრმა სუნმა,მიხვდა,რომ პალატაში იწვა.ყველაფერს ჯერ კიდევ ნისლისფერი ჰქონდა და ნელ-ნელა,სუფთავდებოდა ხედვის არე.ხმის ამოღება სცადა,მაგრამ ამაოდ..ტუჩები გამშრალი ჰქონდა,ძლივს გადააგორა ნერწყვი ..
ცარიელი იყო პალატა,მხოლოდ აპარატის ხმა არღვევდა მყუდროებას..სცადა გაეხსენებინა ბოლოს რა მოხდა,დაიძაბა და თავი ასტკივდა..
თვალები მიელულა და პალატის თეთრი ფერი ისევ შავმა სივრცემ გადაფარა.
-როგორ არის??ხომ კარგად იქნება?!
-დამშვიდდით,როგორც ჩანს გადაიღალა და მინდა გითხრათ რომ არამარტო ფიზიკურად,უფრო მეტად ფსიქოლოგიურ ტრამვასთან გვაქვს საქმე..სტრესშია.რაიმე გადამწყვეტად მნიშვნელოვანი მომხდარა მის ცხოვრებაში?
-არა,ასეთი არაფერი მახსენდება..შეიძლება მოხდა კიდეც,მაგრამ მას არ უყვარს ჩვენთან საუბარი,მხოლოდ გარდაცვლილ მეგობარს უყვება ყველაფერს.ნანკამაც შეიძლება იცოდეს,ვკითხავ.
-ნანკა ვინ არის?მინდა გავესაუბრო,თუ რაიმე სერიოზულია ცუდი არ იქნება ფსიქოლოგთან მივიდეს,მსგავსი ინციდენტები რომ თავიდან ავირიდოთ.გარდაცვლილი მეგობარი ახსენეთ?
-დიახ...ის წლების წინ დაიღუპა,არამგონია საქმე ამაში იყოს..
-კარგი ამას ნანკასთან განვიხილავ.
-როგორც იტყვით,დიდი მადლობა,ღმერთმა დაგლოცოთ!
როდის გაიღვიძებს?
-წამლების ზემოქმედების ქვეშაა,დასვენება და ძილი სჭირდება ამიტომ საღამოს გაიღვიძებს და თავისუფლები იქნებით.
........
-დე,ანი,რა დაგემართა დედიკო.
შენ ხო ყველაზე ძლიერი და ლამაზი მყავხარ.ასე რამ იმოქმედა შენზე?
-დედის გული ხომ იცით,
დედა....როგორი ძვირფასი სიტყვაა...ძვირ?არა ყველაფრისფასი.ხანდახან როგორ გვჭირდება ხოლმე,სულის სიმწარით,რომ მას ჩავეხუტოთ და უბრალოდ ვუთხრათ-დე მიყვარხარ,ხელი არ გამიშვა დედიკო
რამდენად ძლიერია ეს კავშირი?
ამის სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია.
დედას ჩვენი ჭრილობა ასმაგად სტკივა,აი ახლაც ლიას იის ფურცლებივით ნაზ ლოყებზე,ცრემლებმა გაიკვლიეს გზა,ნაკადულებივით.
-დამშვიდდი ლი,ხოიცი არა არ უყვარს მის გამო რომ ტირიან,მითუმეტესს შენზე ეკეტება,ორივე შვილს.მაინც როგორ გვიყვარხარ ყველას ლი?ჩვენი ანგელოზი ხარ!ხომ გაიგე ექიმმა საშიში არაფერიაო და ჩვენი გოგო კიდევ ფსიქოლოგობას აპირებს,ხოიცი თვითონ ამბობს,სხვას ვერ დაეხმარები თუკი შენს თავს არ გაუწვდი დახმარების ხელს.გადაიტანს ლი,ჩვენი გოგო ყველაფერს გადაიტანს,შენ გგავს ლი,შენსავით ლამაზი და ძლიერია!
-გგონია არ ვიცი შენ როგორ გტკივა ახლა აქ რომ დგახარ თითქოს უემოციოდ და მე მამშვიდებ?!ზუსტად ვიცი გული მუჭით გიჭირავს მის ფერმკრთალ სახეს რომ უყურებ,სისხლი წვეთებად გდის და მაინც,ცდილობ მე დამამშვიდო.
დათო,როგორ ხარ ასეთი.ჩემი ფარი ხარ დათა,ჩვენი ფარი.
გახსოვს,რომ გავიგეთ გოგო იყო როგორ გიხაროდა?გაიძახოდი
-ჩემი პრინცესა იბადება ძვირფასი ხალიჩების ქსოვა დაიწყეთ,ზედ უნდა გავატარო და ისე შემოვიყვანო ჩვენს ოჯახშიო.
-მაგას რა დამავიწყებს ლი.ის თუ გახსოვს მეოთხე კლასში,ოთახში რომ შემოგვივარდა,
წარბებშწკრული-ანაბელი მე არ დამიძახოთ არავისთანო!
-შენ გემგვანება,წარბებს,რომ კრავს.მგელსაც შეეშინდება ისეთი გამოხედვა აქვს
-სამაგიეროდ ღიმილი აქვს შენი,
ერთად რომ მიღიმით სამყარო ჩემი მგონია!დამიმონეთ მე თქვენ ჩემო დედოფლებო!
-რა ხდება აქ?ჭორაობთ ხო?
-მოდი დე მოდი
-ლუკა მა,გარეთ ბავშვებს უთხარი წავიდნენ,უხერხულია საღამომდე აქ ხომარ იქნებიან
-აუ დათო რას მებაზრები,ხოიცი არა ხიმშო და ვაჩე წამსვლელები არ არიან,დანარჩენები კიდე ანის მეგობრები არიან მათ შორის ნანკა და ქეთა ხოიცი ფეხს არ მოიცვლიან.
-ხო კაი კაი,ვაჩე ჩამოვიდა?ვერც ვნახე ბიჭი წესიერად
-ნუ ჰო,რა პრობლემაა ნახავ რო გახვალ
როგორ არი?რაო ექიმმა?
-არაფერი სერიოზული
-აუ ანუკა რა,მიტეხავ გოგო,შენ არ იყავი ერთი-ერთზე გაგაცამტვერებო?!ესაა სულ შენი სიძლიერე??შემარცხვინეეე
დაიხარა და სახე დაუკოცნა.
ამ ოჯახს ერთმანეთი ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვართ,სიყვარულს ეფერებიან,რომელიც მათ შორისაა და ერთმანეთის ტკივილსაც და სიხარულსაც უსიტყვოდ იზიარებენ.
-ანი შეიშმუშნა და ცხვირი ლოყაზე გაუხახუნა ძმას..
-წყალი...წყალი მინდა ლუკა
ჩამწყდარი,ბოხი ხმით ამოთქვა
-ფერია,აი დალიე...
ლია საწოლს მივარდა და თვალებაბრჭყვიალებული მოეხვია შვილს..
-ანი დე,როგორ გვანერვიულე ჩემო ლამაზო.
-კარგად ვარ ლიაკო,რაარი ეს თვალები რა დღეში გაქ,იტირე?!
თუ გაპატიო
-კაი მა,დედას არ აპატიო ახლა შენი სისუსტე.არ მოხვედრილიყავი აქ და არც ინერვიულებდა!
-დათოოო ნუ იცააავვ
-მიყვარხარ ჩემო პატარა გოგო
დათოც მოეხვია ქალიშვილს და ლოყები დაუკოცნა
-მეც მიყვარხართ ყველაა
-ე რაპონტია რა ვეჭვიანობ(ლუკა)
-ლუ ჩემები გარეთ არიან ხო?
-კი,შენებიც და ერთი ორი "უცნობიც",ხაზი აშკარად უცნობს გაუსვა და თვალები დააბრიალა
-ვინ უცნობი,თუ ღმერთი გწამს,არავინ იქნება ვისაც არ ვიცნობ
-ხოდა მაშინ მე არ ვიცნობ ანუკა!
გაუღიმა,მაგრამ საერთოდ არ გავდა ეს ღიმილი თბილს
-ვაიმე ლუკა მორჩი ახლა ამის დროა?(ლია)
-ხო ამჯერად ასე იყოს,მერე ვილაპარაკებთ..
-უთხარით იმათ რო წავიდნენ სახლში,კარგად ვარ და ვინახულებ მალევე,უკვე ფეხზე დამდგარი და კარგად მყოფი.ნანკას და ქეთას კიდე დაუძახეთ,შემოვიდნენ მაინც ვიცი არ წავლენ და აქ დაწვებიან
ხელით გვერდით მდგომ საწოლზე მიუთითა
-კაი დე
-30 წამში კარები გაიღო და ორი უხერხულად ატუზული გოგო გამოჩნდა
-ჩვენ გავალთ ხო?და თქვენ ისაუბრეთ,დე ანი არ შეიძლება გადაღლა და დაისვენე გთხოვ,ნუ იცელქებთ
-ნუ ღელავთ ლია დეიდა ჩვენ ვუპატრონებთ,თუ საჭირო გახდა იავნანასაც ვუმღერებთ და დაიძინებს!
ომახიანად განაცხადა ენაწყლიანმა ქეთამ!
-თქვენ ნამღერ იავნანაზე ჩემმა მტერმა დეიძინოს!
შეიცხადა ანიმ და ამაზე ყველას გაეცინა.
ოთახში როგორც კი მარტო დარჩნენ,მხოლოდ ერთხელ მოიკითხეს როგორ იყო შემდეგ კი გვერდით მიუწვნენ მეგობარს და მოგონებების გახსენება დაიწყეს,მეგობრისთვის განწყობის შესაქმნელად.
ანის მალევე ჩაეძინა,ნანკა იქვე სავარძელში ჩაჯდა და ანატომიის კითხვა დაიწყო,ქეთა კი გვერდით მდგომ საწოლზე წამოკოტრიალდა,გვერდით ხილის თასი მიიდგა,ყურძენი ითრია და ის და მისი მუცელი ჟონგლიორობდნენ თავისთვის ექთანი რომ შემოვიდა..
ქეთა მაშინვე წამოდგა და უხერხულად შეიშმუშნა
-იყავით გოგონავ,რამდენი თვის ხართ?თუ წამოწვებით თქვენთვის უკეთესი იქნება,სანდომიანად გაუღიმა და ანის წვთოვანი შეუერთა
-ნანკა და ქეთა გახევებულები უყურებდნენ და ხმას ვერ იღებდნენ
-ხილი არა?მეც ბევრს ვჭამდი ორსულობისას,ჯანმრთელობას გისურვებთ!
ესღა უთხრა და პალატა დატოვა.
ერთხანს ჩუმად იყვნენ და მერე ხარხარი ატეხეს.თან პირზე ხელს იფარებდნენ,რომ ანი არ გაეღვიძებინათ.უკიდურესობა ის იყო რომ ქეთა სიცილისდამიუხედავად ისევ არ წყვეტდა ყურძნის ჭამას და ამან თავისი შედეგიც გამოიღო...გადასცა..ისე დაიწყო ხველება და საპირფარეშოში გავარდა,ვიღაცას ეგონებოდა იხრჩობა და ეგააო.კი ვიღაცას მასე ეგონებოდა მაგრამ იმ წამს შემობრუნებულ ექთანს,რომელსაც პაციენტის მდგომარეობის დოსიე დარჩა სულ სხვა რამ ეგონა
-ეჰჰ,ტოქსიკოზი არა??არაუშავს,მალე გაუვლის,თავიდან ცოტას გაწვალდება..მხნეობა მისცეს ღმერთმა
-ნანკა გაწითლდა ამ სიტყვებზე და უარესად ახარხარდა ექთნის გასვლის შემდეგ...
მოკლედ საღამომდე არ მოუწყენიათ,რამდენჯერაც გაახსენდებოდათ იმდენჯერ სიცილი უტყდებოდათ

საღამოს ანი გამოწერეს და ყველა ერთად ანისთან წავიდნენ.
დიდი საწოლი ჰქონდა ნებიერა ქალბატონს ასე რომ სამივე მოხერხებულად მოწყვებოდნენ,მეორე დღეს სკოლაში არ მიდიოდნენ და დაისვენეს,ანიც ჯერ კიდევ მოთენთილი იყო,მალევე ჩაეძინა.

*********
სამი გადამთიელი არსება დილით,ნუ რაღა დილით,შუადღის 2 საათზე ლუკას ხმამ გამოაღვიძა..
-შემოვდივარ და იცოდეეთ,ვინც არარი ჩაცმულიი ჩემი ბრალი არაარიი
-ოთახში შემოვიდა თუარა კაი გურული ქალივით შემოიწყო ხელები სახეზე და თვალები დაქაჩა
-ტიტუჰ!!
ალქაჯთა საფლააავს ვეძებდიი,ვერ ვნახე დაკარგულიყოოო,უიმე ჩემს სახლშიიი ყოფილაა და მე სად ტრ...ხევშიიი ვეძებდიიი(უცებ გადააკეთა)
-აუ რა პონტია ე!ეს ჩემი და კიდე კაი მარა თქვენ რო შემოგხედავთ კაცი,არადა ანგელოზებივით,გოგოები ჩანხართ და ეს რას ხედავს ჩემი თვალებიი??!
ამაზე სამი ბალიში მოხვდა.
-ეეე,სამი კაცი ჩემი ერთი,მარტოკა ძმაკაცის წინააღმდეეგ??რა პონტია ტოოო
შემოვარდა მეორე გიჟი,თან ხელში ზაზუნა ეჭირა და იმას ეფერებოდა
-აუ მიდი რა ვარდო,აჩვენე ამათ კლასი,ზაზუნა საწოლზე დასვა და გოგონებს შეხედა..
ანი გაცისკროვნებული თვალებით იყურებოდა,მის გვერდით გოგონა თვალებს იფშვნეტდა და აშკარად უკმაყოფილო სახე ჰქონდა აკრული,ალბათ მიხვდით,რომ ეს ნანკაა და აი ქეთა,ქეთა კი...
-ააააააააააა!!!განგაშიიიი!!განგაშიიი გლორიაააა!!!ეს ზაზუნაააა?!!!აუუ საბანში შეძვრა ღმერთოოო,სახელითა მამისა და ძისათა სულისა წმინდისათააა,აააამიინნნ!!!
პირჯვარს იწერდა და თავზარდაცემული,აქეთ-იქით იხედებოდა,რომ როგორმე ზაზუნა შეემჩნია.ტანზე მორგებული ანის ფართო მაისური,რომელიც რეალურად ლუკას ეკუთვნოდა,საჯდომს ძლივს უფარავდა.თმები არეულად ეყარა და გაბუსხული,ფრუტუნებდა
-რა ჯანდაბაა რაა ამ დილაადრიან ეს იქნებოდა???მეც რამხელაზე წამოვხტი,გეგონება მამონტი შემომიგორეს ლოგინში!ვააიჰჰჰ მემგონი თირკმელმა და კუჭმა ადგილები იცვალეს,გზაში აიხლართნენ და ახლა მტკივა!
-ამ სანახაობაზე რათქმაუნდა ყველა იცინოდა და დილის განწყობაც გამოკეთდა..
-აუაუ რა გაცინებთ რაააა,თქვენაც თუ მეგობრებიი გქვიააათ,ერთადერთიი ზაზუნის მეშინია და არ უნდა გამითვალისწინოოთთ???!
ლაპარაკობდა და ხელებს ჰაერში ასავსავებდა,ერთი წუთით მზერა საწოლიდან იქ მყოფებისკენ გადაიტანა და აიიი მანდ შეცდაა...
ზუსტად ამ დროს იმარჯვა ვარდომ და პლედიდან ისევე საყვარლად გამოყო თავი,როგორ საყვარლადაც მოკალათდა ქეთას ფეხზე და ასევე საყვარლად დაიწყო აქეთ-იქით ყურება..
ვარდო კი იჯდა თავისთვის,მშვიდად და კომფორტულად მაგრამ ქეთა??
აგურით ნაშენები კორპუსი ჩამოინგრა,მთებმა აღსარებების წერა დაიწყეს და თოლიები გადაშენდნენ.
ყველაფერ ბედნიერებასთან ერთად ხტუნვაც დაიწყო და საბოლოოდ გამოსვლა ფეხის გადაბრუნებით და ვაჩეს მკვლავებში აღმოჩენით დაასრულა.
-სმურფო ჩემო!!! სმურფო მაღალო!კიდევ მანდაა???ცალთვალმოჭუტული ლაპარაკობდა და ფეხებს არ აჩერებდა
-რანაირი გოგოა ახლა ეს??ნახევრად შიშველი,ჩემს მაისურში,ჩემი დაცემა ძმაკაცის ხელებშია მოქცეული და ისევ ვარდოზე ფიქრობს!სად არის სამართალი??!!თვალები ჭერისკენ აღაპყრო ლუკამ და ღრმად ამოისუნთქა
-ვარდო ვინარი???ვარდოს გაცნობის თავი მაქვს ახლა მეე???წაიყვანეთ რა ზაზუნა რა გთხოვთთ,განვუტევეებბ,ინფარტი დამარტყაამს და ტუტან ხამონს დავუაბგონებ მეორე მხარეესს ლომბარდის რიგშიიიი,ჩემს საყვარელ საყურეებს დავალომბარდებ და კაი ცხოვრებას მოვიწყოობბ
-დამშვიდდი ლამაზოო,ვაჩემ გაუღიმა და თითი ცხვირზე ჩამოკრა
-რად გინდა ტუტან ხამონი და ლომბარდი??ლუციფერთან ჩაგიწყობ საქმეეს და ჯოჯოხეთს უფრო მოუხდებიი შეენ ისეთი ცხელი ხარრ!!
-ახლაღა შეამჩნია ვის მკვლავებში იმყოფებოდა და თავი მართლა ჯოჯოხეთში ეგონა,ისე ხურდა..
აღარც ზაზუნა ახსოვდა,აღარც ლუკა და გოგონები ხომ საერთოდ.
-პატარა ავაზა მაქედან ჩამოსვლას არ აპირებ??ეგრე ძაან ბუმბულივითაც არ ხარ ტოო..
ვაჩე გოგოს უყურებდა და ისევ იღიმოდა მის მდგომარეობას რომ ხვდებოდა.ეს აქამდე არ უნახავს,ნანკას რამდენჯერმა მოჰკრა თვალი ანისთან ერთად მაგრამ ქეთა არასდროს უნახავს,ასე რომ მომენტით ისარგებლა და ლოყაზე აკოცა
-მე ვაჩე ვარ სასიამოვნოა შენი გაცნობა,ვარდო ცუდი გოგო არაა,უბრალოდ ცოტა ჭორაობა უნდოდა,ასე იცის ლამაზ გოგოებს რომ დაინახავს მისდაუნებურად კომუნიკაბელური ხდება,აბა ბიჭებს როგორ უღრენს იცი???
პიდბული მიმიქარავს!! გაეკრიჭა და ძირს ჩამოსვა.
ქეთა?ქეთა არ იყო კარგად.
-ქეთაააააა!!!ქეთეეეონნ,ქეთრრიინნ გამოფხიზლდიი გოგოოო!!!
ბიჭები უკვე ოთახიდან გასულიყვნენ.
-რა?სად,როდის ჰა???სად წავიდა?უფრო სწორად სად წავიდნენ?ეს თვალებბრიალა ენერგოვამპირი ვინ იყო ანი??
ლოგინზე დაებერტყა და ამოიხვნეშა
-რა!ჯანდაბა!ის ვარდო თუ მზევინარი კიდე აქ არი????!!
-ანის და ნანკას უკვე სასუნთქი აპარატები სჭირდებოდათ, იმ მდგომარეობაში იყვნენ,ცრემლები სდიოდათ
-ოოო რა გაცინებთ დამპლეეებოო
-ვაა შენ გვამჩნევ უკვე ქეთუუ???
-გამჩნევთ კიარა ეს ის ვაჩეა გოგოოო???შენ რო მეუბნებოდი ლუკას ტრუსიკის ძმაკაციააოო??ეგ თბილისში არ იყო??? აქ რა უნდააა??ან ასეთი სიმპათიური თუ იყო მე რატო არ ვიცოდიი???ვაიმე მომიქროლეთ ჰაერი არ მყოფნის
-ოუ ოუ ქეთეონ დაგევასაა??
-რას ეკითხები ნანკა?? ვაჩეს რო ტუჩებში ეკოცნა სულ არ გავახსენდებოდით ამას და აყვებოდა ესეც!ფუჰ!უსირცხვილო!!
აუ მოიცა ვიეჭვიანო უნდა ფისოო??აბა მე რო მიხსნიდი სიყვარულს??მიღალატე უკვე??
-დაშოშმინდი რა ანი,ეგ იმიტო რო არ ჩანდა ვინმე ისეთი ცეცხლი ბიჭი ვინც ასე გადამრევდააა,თან მაგ პერიოდში მეგონა რო გადახრები მქონდა...
-მოიცა რა???!ანუ რისი თქმა გინდა რო მართლა მოგწონდი??გააფ**ი გოგოო,გიჟოოოო გადარეულოოო
-მეგონა თქო ანიიი მეგონაა თქოო ნუ ამიწითლე გვერდები ისედაც ვერ ვარ.....შენ ჯობია ის მითხრა რა გვარია ვაჩე
-ოჰ უკვე იწყებ არქეოლოგოური გათხრების ჩატარებას სოც ქსელში??უნდა გადამირიო ჩემი ვაჩიკო?
-რა შენი გოგო?ჩემია ეგ,მივისაკუთრე უკვე
-მოკლედ ვაჩე ნაკაშიძე,18 წლის,პირველკურსელი,ბიზნესზე სწავლობს თბილისში,რამდენიმე დღეა ალბათ აქ ჩამოსული,ვინაიდან მოგეხსენება სტუდენტებსაც ეწყებათ მალე სწავლა.თავისუფალია,ბავშვობის სიყვარულის შემდეგ.
-კაი დანარჩენს მერე გავარკვევვ,სპასიბაა..აუ რა ცოტა დროაა ეეე,მერე რო წავა რავქნა მეე??
-ვაიმე კარგი ქეთა გეყოფა,დაოკდი!ჩავიცვათ და ჩავიდეთ ქვევით,კი მინდოდა მივსალმებოდი ჩემს ძმაკაცს მაგრამ ვინ დამაცადა?!რა დახვედრა მოუწყვე გოგო?
-ისეთი მაგარი და ამაღელვებელი მეტი რო არ შეიძლება ჩემო ფისუნია
-ახლა მასე რო მეძახი ისევ ის მახსენდება რო თქვი გადახრები მქონდაო...
-ვაიმე ანი დაივიწყე ეგ,ნუ გადამაყოლებ გთხოვ
-ხო კაი კაი,დავიგრუზე უბრალოდ..
-ნანკაა მიდი შენ ის შარვალი და ზედა ჩაიცვი რო გევასება ჩემი გარდერობიდან,მოგეცა შანსი
-უჰჰ მაგაზე გეტყვი უარს?ნოუ ფრობლემ,მაგარი კლასნობაა რა,მე ხო სამი წელი უნდა ვიარო რო რამე კაი ზმანი ავარჩიო ხოლმე და შენ რანაირად პოულობ
-მიდით მიდით,ჩაიცვით
-კარგად ხარ შენ ისე?
-ჩიტივით!
ფანჯარასთან მივიდა და ისევ მოპირდაპირე კორპუსს გახედა
-გოგოებო მემგონი იმ კორპუსში ახალი მოსახლე გადმოვიდა..
-სად?
-აი იმაში,მე რო მომწონს,ლამაზი აივნები აქვს და დიზაინიც ძაან მყუდრო აქვს.
-ბიჭია თუ გოგო?(ქეთა)
-ქეთა შენ მგონი ვაჩეზე ლაპარაკობდი ხო?
თვალები აატრიალა ანიმ და სააბაზანოში მიიმალა.
მოკლედ,ბოლოს როგორც იქნა მოწესრიგდნენ და მისაღებში გავიდნენ..ანის და ნანკას თავისუფალ სტილში ეცვათ,მხოლოდ ქეთა იყო 'ვაიჰ მე' ფორმაში.მუხლს კარგად აცდენილი,შავი ქვედაბოლო და ბორდოსფერი მაისური ეცვა.თმები გაშლილი ჰქონდა და მოხდენილი ნაბიჯებით მიიწევდა დივნისკენ...ოთახში ლუკა და ვაჩე იყვნენ მხოლოდ,რაღაცაზე ლაპარაკობდნენ,თუმცა გოგონების შესვლის შემდეგ შეწყვიტეს.ქეთამ კარგად შეამჩნია ვაჩეს მზერა,რომელიც ფეხებიდან თმის ღერამდე აჰყვა და კმაყოფილების შეგრძნება აჩუქა.
-მე!ლუკა ახვლედიანი!საქართველოს პატიოსანი მოქალაქე!არათუ სათნო,მაგრამ არც ბოროტმოქმედი მოკვდავი!ქედს ვიხრი,მაკიაჟის შესაძლებლობების წინაშე!
-კარგი რა ლუკა,როდის იყო მაკიაჟს ვიკეთებდი,მორჩი
-ხო საყვარელო,შენ კაცობრიობის უკუღმართობის საწყისი წერტილი ხარ.მე შენს დაქალებზე მაქვს საუბარი
-ნუ აჭარბებ,ნანკას მხოლოდ სახის კრემი უსვია და ქეთას მსუბუქი მაკიაჟი აქვს
-ვაიმე კარგი ხო!არ შემატოვო სიტყვა!არა რა ჩემო ძმაო მაინც არ ინდობა,ახლა ისეთი დროა შემოგაპარებენ ვინმეს და ირტყი მერე თავში ხელი!ვაჩეს გადახედა.
-აუ მორჩით რა თუ ღმერთი გწამთ,ანიი მომენატრეე ტოო,ჩემი ფერიაა!!
ვაჩე მივარდა და ხელში ააფრიალა გოგო
-აუ რა ტკბილი ლოყები გაქ გოგო,დედასვფიცავარ ვინმეს თუ ქონდეს შენნაირი რბილი და ტკბილი ლოყები!
-მეც მომენატრე ვაჩიკოო,ბიჭს მოეხვია და გაიტრუნა..
აუ ოღონდ ეს 'ტოო' არ გვინდა რა,ბათუმში ვართ
-ხოიცი არა ადამიანი რა მარტივად იკიდებს კილოს.მე მაპატიე ანიკო
-კაიით მორჩით ახლა და მოვიფიქროთ რამე,რა გავაკეთოთ?
ქეთა გამოვიდა ასპარეზზე მას შემდეგ რაც საკუთარ დაქალზე იეჭვიანა.ეცინებოდა მის მდგომარეობაზე
-ჰოომმ,რა ვქნათ ვაჩიკო?მოიფიქრე რა რამე,ლოყაზე აკოცა ხმაურიანად,იქვე უკბინა და მოშორდა
-აუ კაი რა ანიი რით ვერ გადაეჩვიე,არავის არ კბენ ვაბშე,მარტო ჩემთან იღვიძებს ეს ცხოველური ინსტიქტები?ბოლოს 'სინიაკებს' დამიტოვებ და მერე აღარ მოვეწონები გოგოეებსს..
გამიზნულად ქეთას გახედა და ჩაეცინა გოგოს დაბნეულ გამომეტყველებაზე.
-შენ თუ 'გოგოებში' ნატუკას გულისხმობ მაშინ დამთავრებულა ბაზარი და ეგაა.
-ვერ გავიგე მაინც რას ერჩი ნატუკას
-დებილი ენერგეტიკა მოდის მაგ გოგოსგან,მარტო სილამაზე ხოარაა
-მე რა მიზნითაც მქონდა ურთიერთობა დამიჯერე სრულებით საკმარისია,საკმარისზე მეტიც კი.
ეს თქვა და ანის თვალი ჩაუკრა
-ქეთას გაუგებარი გამომეტყველება ჰქონდა აკრული,ვერ გაიგებდით რას ფიქრობდა.
-კაი ნატუკაზე,აბა დღეს საით?
-არსად ვაჩე,ექიმმა დასვენება სჭირდება ანისო,საღამოს გავიდეთ რა რო რამე.ლიამ დაიბარა გარეთ გასულები არ დაგინახოთო,ხოიცი რო დაგვწვას გაჭედავს.
-კაი ნოუუ ფრობლეემმ
-აბა რავქნათ სახლში?(ქეთა)
-რავი აბა ფილმს ვუყუროთ,კარტი ვითამაშოთ,მოვიფიქრებთ რამეს ხო ვარდო?ვარდოს გახედა,რომელიც გალიაში თავისთვის შეექცეოდა საჭმელს
-ჰოო იფიქრეთ შენ და ვარდომ ვარიანტებზე,მანამდე ფილმს ავარჩევთ ჩვენ(ქეთა)
-კაი ღადაობ?ახლა ფილმი?საღამოს უფრო გაასწორებს ახლა რა მუღამი აქ
-აბა მაშინ გისმენ!
-კაიი რატო ვართ აგრესიულებიი??
-ხალხო ჩვენც აქ ვართ იქნებ მოგვაქციოთ ყურადღება(ანი)
-იდეა მაქვს(ვაჩე)
-ჰე მიდი აბა გისმენთ(ნანკა)
-მოკლედ ჯოკერი ვითამაშოთ,მოგებულმა სურვილი თქვას...ნებისმიერი სურვილი...მზაკვრული ღიმილი აიკრა სახეზე და ქეთას გახედა აბრჭყვიალებული თვალებით,თან ლოყებზე ნაჩხვლეტები გაუჩნდა
-თამახმა ვარ!
უცებ დაიყვირა ქეთამ
-რაზე ხარ თანახმა ქეთა
სიცილით ჰკითხა აწურულ ქეთას
-ცოლად გავყვე,ნაკაშიძის ძე,ვაჩეს!
რაზე უნდა ვიყო თანახმა ანი,იდეა მომეწონა..თავი დაიძვრინა რის ვაი-ვაგლახით,მაგრამ მაინც ფხუკუნებდნენ
-კაი დავიწყოთ
თამაშის დროს ქეთას და ვაჩეს კომენტარებზე იხეოდნენ და საბოლოოდ
-არ არსეებობბსს,სერიოზულად??!
ნეტა იცოდეთ გამარჯვებული ვინ გახლდათ...




იმედია მოგეწონებათ,ეს ჩემი პირველი ისტორიაა და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია,ჩემთვის<3



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია საინტერესო სასიამოვნო საოცარი ნაწარმოები ძალიან მომეწონა,იმდენი ვიხალისე მაგრამ ვერ დავტოვე კომენტარები სულ გადატვირთულია მადლობა ველოდები შემდეგ თავს წარმატებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent