არ შეიყავროთ! (თავი 1)
-დედი, გაიღვიძე, უნივერსიტეტში დაგაგვიანდება. -აუ დედა 5 წუთიც რა და ავდგები. -არა სალო, ახლავე ადექი. ჩემს ოთახში შემოსული დედა, ფეხებზე მწვდება და დაბლა მქაჩავს, თან საბანს მაძრობს. -აუ დედაააა, გავცვდები და შენი მოსავლელი ვიქნები. -სალო არ მოგბეზრდა ყოველ დილას ერთიდაიგივე, უნივერსიტეტისაკენ სასწრაფოდ -კარგი ხო. აუუუ ხო არ დაგაძინებენ რაა. პირველ რიგში გაგეცნობით, მე სალომე მაისურაძე ვარ, 23 წლის, საშუალო სიმაღლის, მუქი ყავისფერი, გრძელი თმებით, თაფლისფერი თვალებით, რომ ვთქვა მსუქანი ვართო მოგატყუებთ, ვჭამ და არ ვსუქდები, გვარშიც არ მაქვს ეს სიმსუქნე. უნივერსიტეტში მეორე საფეხურზე ვარ, მომავალში მინდა ეკონომისტი გამოვიდე. მყავს დედა მაია წიკლაური, მამა - კახა მაისურაძე და ჩემი გიჟი ძმა, რომელიც ამჟმად ამერიკაშია სასწავლებლად - ნიკა მაისურაძე, ის ჩემზე 3 წლით დიდია, მყავს ორი საგიჟეთიდან გამოქცეული დაქალი (დდდ: ) - ეკა და ნია. ისინიც ჩემი ტოლები არიან და ერთადაც დავდივართ უნიში, რადგან ჩვენი სახლები ერთ გზაზეა და ბავშვობიდან ერთდ ვიზრდებით. შეიძლება ითქვას, რომ მამიკოს გათმამებული გოგო ვარ, ის ყველაფერს მისრულებს დედა კი ამაზე ბრაზდება, აი მაგალითად შარშან მაჩუქა ford mustang premium 400A, შავი ფერის, ვგიჟდები უბრალოდ ამ მანქნაზე და რა გავეკთო ჩემი პატარაა და ამით დავქრივართ სადაქალო. ძალიან, რომ არ გამიგრძელდეს ჩემს თავზე ლაპარაკი, თანდათან გამეცნობით რა. გარდერობში შევიხედე, შავი ჯინსის შარვალი და ჭაობისფერი ტოპი ჩავიცვი, ძალიან მიყავრს ზოგადად მწვანე ფერი. -სალო, დედა მალე ჩაიცვი და ჩამოდი საჭმელი მზადაა უკვე. -კარგი დეეე. კიბეები სწრაფად ჩავრბინე, თმები გაშლილი მქონდა, მამა მოვიდა და ხელით სულ ამიბურდა. -კარგი რა მამა რა, ხომ იცი მერე ვეღარ ვილაგებ არა თმას? -არაუშავს გადაიტან. -აუუუ დედაააა. -რა დედა, მანქანას რომ გყიდულობს მაშინ რატომ არ გაგახსენდით არცერთს? -კარგი რა მაია რა ნუ გადაყევი ამ მანქანას, ბავშვი გავახარე არ შეიძლება? -როგორ არა მაგრამ რამე რომ დაემართოს? მერე სად მიდიხარ გამოუცდელია ჯერ და ასე სწრაფად ვერ ისწავლის მანქანის ტარებას. -დედაააა, ხომ იცი რა ჭკვიანი შვილიკო გყავარ და რა განერვიულებს, ფრთხილად დავდივარ და რომ არ დავდიოდე ახლა სავადმყოფოში დამიტირებდით. -ჩუ გოგო რეებს ამბობ, მეორედ არ თქვა ეგ. ხის მაგიდაზე დააკაკუნა დედამ. -აბა კარგად ორივეს გაკოცეთ, უნიში უნდა წავიდე და თან გოგოებსაც გავუარო. -კარგი, სალო ხომ იცი ჩვენ დღეს სახლში არ ვიქნებით, საქმეზე მივდივართ და ნიას და ეკას თუ უნდათ აქ დარჩნენ. -ისე კარგი იდეაა, თან ხვალ არც მაქვს ლექციები და ვიგულავებთ. -კარგი ახლა წადი თორემ მართლა გამოგაგდებენ ლექციებიდან. მოკელდ რაა აი მშობლები რომ გაგდებენ სახლიდან რაა, ამის მერე რა გინდა, რომ თქვა? მანქანაში ჩავჯექი, დავქოქე და ეკას სახლისკენ ავიღე გეზი, შემდეგ კი ნიას გავუარეთ და ერთდ წავედით უნივერსიტეტში. -აუ გოგოებო დღეს მშობლელი აარ იქინებიან და მარტო არ დამტოვოთ რააა, დარჩით თქვენი ლამაზი თლების ჭირიმე. თვალები ისე ავუფახურე, შანსი არაა უარი ეთქვათ. -კარგი, მაგრამ ახლა გზას უყურე სიკვდილი არ გვინდა, ბოლო ბოლო შენი შვილის ნათლია უნდა გავხდე და დასახიჩრებული ნათლია არა მგონია ენდომოს ბავშვს. (ნია) -ოხ როგორც ყოველთვის თავისი გესლი გადმოანთხია, ქალბატონმა ნიამ, დღის ნორმა რამდენი გავქს შემახსენე? იოცნებე ჯერ ბავშვზე და მერე ნათლიობაზე რაა. (მე) ეკა უკვე სიცილისგან პომიდორივით გაწითლებულიყო. -ეკუშ დაწყნარდი, რა ამოიღე კუჭ-ნაწლავი, მერე იცოდე აღარ მოეწონები ნიკუშას. -აუ ისე მართლა რამ ოგაწონა ის ჩემი ძმა ბეჰემოტი. -აუუ რამდენჯერ გითხრათ არ მომწონსთქოოო. უცბად დასერიოზულდა ეკა და ახლა მე და ნიას აგვიტყდა სიცილი. -ნია შენ შენს ცოტნეს მიხედე რააა. ცოტნეც ჩვენზე სამი წლით უფორსია და ასევე ნიკუშას მეგობარიც გახლდათ. ჩემი ძმის სასტავში ოთხნი იყვნენ თვითონ, ცოტნე, რეზი და თომა. მე არასდროს მომწონებია ვინმე და არც მინდა, ყოვრლთვის ვამბობ, რომ ბიჭები ზედმეტი თავის ტკივილები არიან, ამიტომაც ახლა მე დავცინოდი ორივეს. -აუ რა შენ რა უჯიშო ადამიანი ხარ, დაბერდი და ჯერ კიდევ არ მოგწონს არავინ. (ეკა) -აუუუ თქვენ რა ტვინი შემიჭამეთ მართლა, რამდეჯერ გითხარით და ახლაც გეუბნებით ადამიანი სახელად ,,შეყვარებული“ ზედმეტი თავის ტკივილია და თქვენც გაითვალისწინეთ ეგ. ეს ვთქვი და ამაყად მოვიღე კისერი. ამასობაში მოვედით კიდევაც უნივერსიტეტში. მართალია ლექციაზე ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ მაინც დაგვიშვეს. ზოგადად არ იყვარს დაგვიანება და ეს იშვიათად ხდება ხოლმე, ამიტომ მაპატიეს, რადგანც მაღალი შეფასებები არ მაკლია. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, ისეთი არაფერი მომხდარა. უნივერსიტეტიდან გამოვდიოდით მე, ნია და ეკა, როდესაც ჩემი ტელეფონი ამღერდა, ჩემი ძამიკო იყო. -ხო ბურდღუუ, რამდენი ხანია არ დაგირეკავს, დაგიჭირე და ციხეში ხარ? (მე) -არა საქართველოში. (ნიკა) -კიდევ კარგი ციხეში არ ხ..... მოიცადე სად ხარ? (მე) გაოგნებული ვიყავი მოსმენილით. -საქართვეოში, ჩემო ბარტყუჭელა. -აუ შე ჩამოსახრჩობო ადამიანო, რატომ არ გამაფრთხილე თუ მოდიოდი დაგხვდებოდი, კარგი მოვფრინავ შენთან იმ ბარტყუჭელას გამო პასუხს აგებ, არ გეგონოს დამავიწყდება. -ოკ. ნიკას ისეთი ხმა ჰქონდა უეჭველი რაღც ჰქონდა მოიქრებული, რამე ავაზაკური. -გოგოებო წავედით აეროპორტში, ეკას ლოვე ჩამოვიდა. -ვინნნ? (ორივენ ერთდ წამოიყვირა) -რა გეტაკათ ეკას ლოვე, ანუ ჩემი ორაგუტანგი ძმა. იმ მომენტში ეკას სახე, რომ გენახათ ბევრს იცინებდით, მე და ნია კი ერთმანეთშ ძალას ვაძლევდით, სიცილისგან რომ არ გაოგვეწვია მიწისძვრა. -ჰა ახლა დროზე შელაგდით, მომენატრა ჩემი პრიმატი. -მაგ სახელებეის გამო ხომ იცი დაუსჯელი არ დარჩები. (ნია) -მაგასაც ვნახავთ. მანქანა ელვის სისწრაფით დავქოქე. ისე მომენატრა ნიკუშა, ალბათ ხვალ საგზაო წესების დარღვევის გამო სახლის გაყიდვა მომიწევს. -ცოტა ნელა იარე, მოკლვა უნდა ამას ჩემი. (ეკა) -დაწყნარდი რაა მერე ნიკუშას, რომ ნახავ სხვანაირად აჭიჭკდები. (ნია) -ხო. ბუჰაჰაჰა (მე) -გზას უყრე ბუჰაჰა იქნება მერე საიქიოში, რომ მომწევს შენი გაპუტვა. (ეკა) გზაჯვარედინზე ვიღაც მოდიოდა, საბედნიეროდ მოვასწარი დამუხრუჭება და ოდნავ მივჭეჭყეთ ერმანეთის მანქანები. -არ ხარ შენ კარად ადამიანო, ნელა თო არ გითხარი? ვაიმე აააააა. (ეკა) -პანიკებს ნუ ქმნი ეკუშ დაწყნარდი, მოერე მძღოლს მანქანას გავუკეთებ ამასაც გავაკეთბ და ეგაა. (მე) -ადამიანო როგორ შეგიძლია ასე წყნარად იყყოო. (ნია) -კარგით აქ დარჩით და მე მძღოლს დაველაპარაკები. -იცი მანქანიდან გადასვლა არ დაგჭირდება. (ეკა) -რატომ? -ფანჯარასთნ დგას. (ნია) -ვაუ რა სწრაფი ყოფილა. (მე) არაფერი მქონდა სანრვიულო ოდნავ იყო მის მანქანაც და ჩემიც შეჭეჭყილი. -გამარჯობა, ბოდიში მემგონი პრობლემა არ უნდა შეგვექმნას ამის გამო, მე გავაფუჭე და გავაკეთებ. (მე) -კარგია თუ ხვდები შენს დანაშაულს, და ამის შემდეგ წინ, რომ გაიხედო არაფერი დაშავდება. -იცი ცოტა პატივისცემა გოგოს მიმართ კარგი იქნებოდა და თუ პატარა ბავშვივით არ დამტუქსავდი. -შენ რც კი იცი მე როგორი პატივისცემა შემიძლია და გეუნები, რომ ჯობდა დაქალრბთნ ჭოაობის მაგივრად გზისთის გეყურებინა. რა არაქმქვეყნიუი ხმა ქონდა გაოგნებული ვიყავი, ლამის ჩავკეცე, მაგრამ ამას ზოგადად ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე, ამიტომაც არც ახლა გამიჭირდება ამ ხმის დაიგნორება. -შე გაუთლეო ხეპრე, ზრდილობიანად ლაპარაკი არ გასწავლეს ხომ?აი ახლა გაკეთება კი არა მადლობა თქვი საერთოდ რომც შემოგთვაზე რა, ღარიბი არ ხარ რადგანაც ბოლო მოდელის BMW გაქვს და არა მგონია გაგიჭირდეს. -დაწყნარდი რა პატარავ, ახლა ჩვენ-ჩვენს გზას გავაგრძელებთ და დავივიწყებთ ამ ამბავს. -ჯერესერთი მე შენი პატარა არ ვარ, ვიღაც ერთ ღამიანებში გეშლები და მეორე მეჩქარება. უკან მოუხედავად წამოვედი მანქანისაკენ. როგორ შეუძლია ამ ადამიანს, ასეთი ირონია გამოაჩინოს, მე ხომ ირონიის დედოფალი ვარ და ეს ჩემი საქმეა, ამას ვერავინ წამართმევს, იმ წუთში არ დავფიქრებულვარ როგორი ზესიმპატიურობა იდგა ჩემს წინ, ასეთი მინიმუმ ზევსის შვილია და გამოიქცა იმ სამყაროდან. საბოლოოდ ყველაფერი დავივიწყე და მანქანაში ჩავჯექი. -ვაიმეე ის ღმერთკაცა ვინ იყო? (ნია) -ნია, ნია ეჰ ცოტნე იყოს აქ. (მე) -აუ ცოტნე რა შუაშია, მომწონს კიდევაც ცოტნე და იმ სიმპატიურობის განსახიერებასთნ დაკავშირებით უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე, დებილი ხარ რა შენებურები, რო არ ჩაგერთო იქნება და კარგი ქორწილისთვისაც გამოგვეკრა ხელი. (ნია)~ -ნია, ერთელ ვთქვი, რომ არანაირი ბიჭები და ახლა იცოდე მანქანიდან გადაქსვამ და ფეხით წამოკუსკუსდი შენს ცოტნესთან. (მე) -კარგი ხო, რა იყო დაიზღნარე ნერვები. (ნია) ეკა ისე ცქმუტავდა როგორც არასდროს, ძალიან საყვარელი სანახავი იყო, აი ნია ძალიან მარტივად აღიარებს, რომ ცოტნე მოსწონს. მალევე მივედით აეროპორტში, ისეთი გამხეცებული ვეძებდი, არა რა მაინც როგორ მომენატრე ჩემი ორაგუტანგი. და აი ალილუია დავინახეეე. მთელი ძალით გავიქეცი და ზედ შევახტი. -აუუ სანამ მე წასული ვიყავი, ხეთქე საჭმელები? -აუუ ბურდღუუუ. -ვაინემე აი მაგ ბურდღუს გამო მოგხვდება. -შენ კიდე ბარტყუჭელას გამო. -იცი მართლა მძიმე ხარ და ჩამოხტი რა ჩემი სხეულიდან. საცოდავად ჩამოვბობღდი, ნიკუშას სხეულიდან. -შე ცუდო ორაგუტანგო. -კარგი ახლა ჩემი და შენი მეგობრები რატომ დამიჩაგრე მათც გადავეხვევი და მოვა მალე შენი ორაგუტანგი. ნიკას საძმაკაცო ჯერ არ იყო მოსული ამიტომაც ნიასკენ და ეკასკენ აიღო გეზი, ამ დროს ეკა, რომ განახათ ერთი კარგად ახარხარდებოდით, მაგრამ აეროპორტში ვარ და ამიტომაც შეძლებსდაგვარდა შეუმნებლად ვფხუკუნებდი. ნიაც ამ დღეში იყო. ნიკუშა ჯერ ნიაკოსთნ მივიდა, მოიკითხა და შემდეგ ეკუნასთან, რაღაც გული მიგრძნობს, რომ ნიკუშაც არაა გულგრილი მის მიმართ, შესანიშნავი წყვილი იქნება ეს ორი. და აი გამოჩნდენ ჩემი ძმის სანაქებო ვაჟკაცები. -გვრიტებო, ხვევნა - პროშნა, სახლში ნუ შეგვირყიეთ ბავშვებს ფსიქიკა. (რეზი) -ოხ რეზი, შენ კიდე არ მოიშალე ხომ შენებურები. (ნიკა) -აბა მე ამით ვხდები რეზი და.. მოდი აქ შე მონატრებულო (რეზი) -რა იყო ეს ჰაა დაგვტოვე და წახვედი, არ შეგეცოდეთ ? (ცოტნე) -ვა ვა ვა, გოგოებიც აქ ყოფილხართ. (თომა) -კი, კარგია, რომ შეგვამჩნიეთ. (ნია) -ნუ იშხამები რა ეგ ცოტნესთვის შემოინახე. (რეზი) -კარგით ახლა მორჩით და გადამეხვიეთ, რამდენი ხანია არ მინახიხართ ეგრე უნდა დავიწყება? (მე) -ბოდიში ჩვენი ძმაკცის დაო, სალომე. (თომა) ყველა სათითაოდ მოდიოდა და მე, ნიას და ეკას გვეხვეოდნენ და ვსაუბრობდით. სიმართლე, რომ ითქვა ცოტნესაც მოსწონს ნია და ერთმანეთისთვისაც ნათქვამი აქვთ, რომ მოსწონთ, მაგრამ თვითონაც ვერ გაუგიათ მეგობრები არიან თუ შეყავრებულები, ამიტომ ჩვეულებრივად იქცევიან. -სალო, ეკა, ნია მინდა ვიღც გაგაცნოთ, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ წავიდა და ახლა ვიპოვე შემთხვევით, მაგრამ მან მომასწრო და ერთი კვირის წინ ჩამოფრინდა, გაიცანით დამიანე ახვლედიანი. (ნიკა) საინტერესოა ჩემი ძმის ბავშვობის მეგობარი, კარგი იქნებოდა ახალი მეგობარი სასტავში. აი გამოჩნდა, ვაიმე, არა, არა, არა, არა, არა, არა, არა, არა.......... ოღონდ ის არა. გამარჯობა, ეს საცდელი თავია, ვიცი პატარაა და ბევრი შეცდომაც მაქვს, მაგრამ იმედია მოგეწონებათ, ახალი ვარ აქ და ბევრი რამე არ ვიცი, შეფასებები მაინტერსებს და თუ ღირს გაგრძელება ამ მოთხრობის:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.