შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერეკლე ქავთარაძე./7/

15-04-2020, 21:07
ავტორი Phoenix..
ნანახია 5 979

საღამოხანს ესტუმრა ფილიპე საცოლის სახლს. ძვირად ღირებული ღვინო შეათამაშა ხელში და ზარიც დარეკა. ჰაეროვანი ნაბიჯის ხმა და შემდეგ კარებიც გაიღო.ღიმილით შეხვდა ამაღლობელს, ლოყა მიუშვირა საკოცნელად და სახლშიც შეატარა.
-მოკლედ, მანებივრებ სასმელებით..-შავი შუშის ბოთლი გამოართვა ხელიდან. მისაღებში მოკალათებულ კაცს გახედა.-ხომ არ გშია?
-არა, დედასთან ვიყავი და იქ ვივახშმე, მადლობა ძვირფასო.შენთან მოკითხვა დამაბარა. -თათაც გაინაზა და მის გვერდით მოკალათდა.
-როგორ არის ქალბატონი ელიზაბეტი?
- მშვენივრად, მადლობა. ხო კინაღამ დამავიწყდა.-წელში გასწორდა, ნიკოლეიშვილის ხელი მოიქცია მტევანში. თათიაც მოემზადა მოსასმენად.-დედამ შემოგითვალა ხვალ დაურეკო. სახლისთვის ავეჯის შესაძენად გაყევი..
-ფილიპე..-უხერხულად შეიშმუშნა.-მგონია რომ ვჩქარობთ. ჯერ ქორწილის დღეც არ დაგვითქვამს და უკვე სახლის მოწყობა დავიწყეთ.-მორიდებით გაიღიმა.
-ყველაფერი კარგად არის, დედას უყვარს თადარიგის დაჭერა. ადრე თუ გვიან ხომ დაითქმება თარიღი და ჩემი ცოლიც გახდები.-მისკენ დახრილი ამაღლობელი და კოცნა. სადაც არაფერს გრძნობდა. -და კიდევ.. -შარვლის ჯიბიდან, ბარხატის პატარა ყუთი ამოიღო. -დაპირებული ბეჭედიც.-თავი ახადა და პატარა ჭრილში დამაგრებული საშინლად ძვირფასი ბეჭედი დახვდა. უამრავი თვლებით.
-ძალიან დიდი მადლობა, ულამაზესია.
-ეს ჩვენი საგვარეულო ბეჭედია, ჯერ დიდ ბებიას ეკუთვნოდა.-საუბარს მშვიდად აგრძელებს და უკვე თითზე დამაგრებულ ბეჭედს უყურებს ამაღლობელი. მტევანზე კოცნის და თვალებში ბედნიერი აშტერდება. -ჩვენ ბიჭი რომ გადაწყვეტს ცოლის შერთვას მასაც გადასცემ.
-და გოგო რომ გვყავდეს?! -რეალური კითხვა დასვა.. სიცილად არ ეყო ფილიპეს ქალის შეკითხვაზე.
-ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ბიჭი ძვირფასო.-მტკიცედ თქვა, ისე თითქოს მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული ბავშვის სქესი. წვრილი ტუჩები მიაკო ღიმილის კუთხეში.-მგონი უნდა ავღნიშნოთ ეს აბავი.-ფეხზე წამოდგა, ქალი მარტო დატოვა მისაღებში თავად კი სამზარეულოდან ღვინის ბოკლები გამოიტანა.
***
სამი წყვილი თვალი იყო მიშტერებული, შუშის მაგიდაზე დადებულ მტევანს. რომელსაც დიდი ბრილიანტი ამშვენებდა.
-ღმერთო უგემოვნობის პიკიაა.-ამოიფრუტუნა ნინიმ.
- აშკარად, მხოლოდ მისი ღირებულების გამოა ნაყიდი.არ ვიცი როგორ გაგამხნევო.
-ჰო, ძალიან გადატვირთულია.-მოწყენილმა ამოილაპარაკა.-დღეს დილიდან დავყავარ ავეჯის მაღაზიებში ქალბატონ დედას.
-არ გინდა დროულად დააღწიო დედა-შვილს თავი?-ნინიმ გაღიზიანებულმა გამოხედა ნიკოლეიშვილს. ხმა აღარ ამოუღია, მდუმარედ იჯდა და წვიმიანი ზაფხილის დღეს ფანჯრიდან უყურებდა.
-ერეკლესაც წამოცდა რაღაც.- კაცის სახელის გაგონებაზე, თვალი გაუშტერდა ფანჯარაზე და წელში გასწორდა, მზერით დააიგნორა მარიამის საუბარი მაგრამ მთელი ყურადღებით უსმენდა. -ირაკლიზე მითხრა თუ გამაბრაზებ არ გაგაყოლებო...ხოდა მგონი მალე გავთხოვდები..-აჟიტირებულმა წამოიყვირა. -და, ჩემს ქორწილს მალევე მოყვება ახალი რძალის შემოსვლა ოჯახში..-ტუჩების ბრეცვით გახედა ნიკოლეიშვილს. არა დაქალს რას გამოაპარებდა ? კარგად დაინახა ფერები, რომლებიც სახეზე ერთმანეთის მონაცვლეობით გადაუვიდა და ბოლოს სევდისფერმა დაიდო ბინა. უმცროსმა ქავთარაძემ საკუთარი ვარაუდები მეცნიერულ დონეზე დაამტკიცა და გულში გამარჯვებულმა კიდევ ბევრი გეგმა დააწყო.
- მე არ ვიცნობ შენს ძმას, ნუ ასე პირისპირ..
-ჰო, გადაყვა სამსახურს და სულ გარეთ არის.ხო ერთად ვცხოვრობთ მაგრამ კვირა ისე გავა ვერ ვნახულობ ხოლმე..
-მე წავალ, სულ დამავიწყდა თინა უნდა ვნახო საბუთები მაქვს მისაცემი.-სერიოზული სახე არ მოშორებია თათას ისე წამოდგა სკამიდან.-საღამოს შეგეხმიანებით.-აჩქარებული ნაბიჯით დატოვა მყუდრო გარემო და წვიმიან თბილისის ქუჩებში გავიდა.
-რა ეტაკა?-თითით მიანიშნა დაქალზე.
-ეჭვიანობამ იცის ასე ჩემო ნინი. არაფერი მკითხო!-სანამ კითხვებს დააყრიდა მანამ გააჩუმა.-ყველაფერს თავისი დრო აქვვს.!

***
ნათელ კაბინეტში ერთმანეთის მოპირდაპირედ იდგა ორი საწერი მაგიდა. ღიაფერის კედლებს ძალიან უხდებოდა მუქი წაბლისფერი ავეჯი. ღია ფანჯრიდან შემომავალი ხმაური არღვევდა კაბინეტის სიმშვიდეს. გრძელ ხის სტრუქტურაზე ნახევარი ტანით იყო ჩამომჯდარი ქალბატონი თინა და ტელეფონისთ საქმიან საუბარს აწარმოებდა. დასრულებისთანავე მიიპყრო თანაშემწის სევდამ ყურადღება. ერთხანს ჩუმად უყურა, ახალგაზრდა ქალს და ბოლოს მისი მაგიდის წინ მისწია სკამი, მშვიდი გამომეტყვლებით მიუჯდა.
-ხდება რამე თათია? -გამომცდელად შეეპარა ახალგაზრდას.
- არ ვიცი ქალბატონო თინა...-მაშინვე დაიწყო საკუთარი გრძნობების გამხელა. ალბათ შინაგად მუდამ გრძნობდა ქალის თბილ,მეგობრულ დამოკიდებულებას.- ხანდახან მგონია რომ ეს ცხოვრება არ ჩერდება,მიდის და მიდის. ხანაც ვფიქრობ, რომ მდგომარეობა ერთ წერტილში გაშეშდა და წინ არ მიიწევს. თან ყველაზე მტკივნეულ მომენტში გადაწყვიტა გაჩერება.
-მგონია შენი ეს ფიქრები კაცის ბრალია.
-ნამდვილად...
-და ეს ფილიპე არ არის.
-რამდენად სწორია ჩემი საქციელი არ ვიცი, შეიძლება ამის მერე სულაც აღარ მოგეწონოთ ჩემთან ურთიერთობა.. მაგრამ ჰო, ეს ფილიპეს არ ეხება.
-რატომრაც მეგონა რომ კარგად მიცნობდი!-მხა გაამკაცრა.-მე შენი გრძნობების გამო არ ამიყვანიხარ სამსახურში და არც მის გამო ვაპირებ შენს გაშვებას. მთავარია ამან არ იმოქმედოს შენს შრომიუნარიანობაზე. -დინჯი, სასიამოვნო ტემბრით საუბრობდა თინა კანდელაკი. აი ისეთი ხმა ჰქონდა, იძულებულს გახდიდა კაცს, რომ მისთვის ესმინა. ხმაზეც მშვენივრად და გამოკვეთილად ეტყობოდა ლიდერის თვისებები. -თუ ამით რამე შვება ექნება შენს გულს, მოგისმენ.. ვერ შეგპირდები რომ რამე სასარგებლო რჩევას მოგცემ, მაგრამ მოსმენა ნამდვილად შემიძლია. -ზუსტად ეს სიტყვები სჭირდებოდა ნიკოლეიშვილს. მინელებული ვულკანი ამოქმედდა და მომაკვდინებლად ამოხეთქა.. რამდენიმე წუთი ცრემლების ღვრას მოანდომა, თინამ ჭიქა წყალი მიაწოდა დასამშვიდებლად.
-ყველაფერი მაშინ მოხდა 16 წლის რომ ვიყავი..ერთი საუკეთესო მეგობარი მყავდა და მთელ თავისუფალ დროს მასთან სახლში ვატარებდი. ძმა ჰყავს, ჩვენზე დიდი იყო ხუთი წლით.. არასდროს გამოუვლენია ჩემს მიმართ სიმპათია, როცა კი საშუალება ჰქონდა სულ მაწვალებდა და მაბრაზებდა. ერთხელ ოდნავ ნასვამი მოვიდა .. და გამიღმა.. ღმერთო ისე გამიღმა იქვე კინაღამ უგონოდ დავარდი. და შემიყვარდა, ასე ბავშვურად მხოლოდ ერთი გაღიმებით შემიყვარდა. ბოლომდე ვცდილობდი ისევ ის ცივი ურთერთობა გამეგრძელებინა, თან გამომდიოდა შენიღბვა. მაგრამ თვრამეტი წლის ასაკში სრულიად შევიშალე, სხეულს ვერ ვაკონტროლებდი. საერთოდ აღარ ვფიქრობდი მომავალზე წამიერი ბედნიერებით დავკმაყოფილდი და... -ყელში გაჭედილმა წარსულმა სიტყვა აღარ დაამთავრებინა.
-და სექსუალური ურთიერთობა დაამყარე.
-ჰო..-ამოისლუკუნა. -არც არავისთვის გვითქვამს, არ ვუყვარდი. მე არ მქონდა უფლება მისთვის რამე მომეთხოვა, მხოლოდ ერთღამიანი პარტნიორი გავხდი. - როცა ადამიანი გიყვარს, მის ცუდ მხარეს მუდამ მალავ, არ ამხელ იმ მომენტს რომელმაც ძალიან გატკინა. თათა ნიკოლეიშვილმა მხოლოდ მისთვის დაიტოვა ერეკლეს ის მხარე, წლების წინ ძალიან რომ ატკინა. არ მისცემს საკუთარ თავს უფლებას, სხვასთან საყვარელ კაცზე უარყოფითად ილაპარაკოს და ცუდი შთაბეჭდილება დაუტოვოს.
-სიყვარულის სახელიით ნებისმიერი საქციელი შეიძლება გამართლდეს, მაგრამ იმ კაცს მაინც უნდა მოეთოკა თავი და არ მოეცა უფლება ასეთი რამ გაგეკეთებინა. თუ ის კაცი კიდევ გიყვარს რა გინდა ფილიპესთან?
-იცით თინა, მე მეშინია.. არ ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში. მეშინია მარტოდ დარჩენილმა რამე სისულელე არ ჩავიდინო. თან ფილიპე საკმაოდ კარგი კაცია, ვუყვარვარ და მეც დიდ პატივს ვცემ.
- ჰო შიში დიდი ოხერი რამაა, და შენი რომანის ამბავი თუ იცის?
-ჯერ არა. ვერ ვბედავ მასთან ამაზე ლაპარაკს... მერიდება.
- მას უფლება აქვს იცოდეს. დამალვა არ ღირს, არც მოტყუება ათასი ხერხით.
-არა არ ვაპირებ, უბრალოდ ჯერ უნდა მოვემზადო მორალურად ამისთვის. -მშვიდად ამოისუნთქა.
- მე ასე არ მოვიქცეოდი.. შენ თავს არიდებ ტკივილს, გირჩევნია საკუთარი თავი ქორწინებით დასაჯო ვიდრე იყო თავისუფალი და არ გყავდეს გვერდით საყვარელი კაცი. რაღაც მხრივ მესმის კიდეც შენი.
-მე მეშინია, ძალიან მეშინია ერთ დღესაც გამოცხადებული ერეკლესი.. იმ მზერის მეშინია რომელიც კვლავ მაიძულებს დავკარგო თავი. თქვენ უბრალოდ არ გესმით... ეს გრძნობა საშინლად ძლიერია. ხანდახან მიჭირს მისი დამორჩილება. იმ ტკივილის მეშინია რომელმაც წლების წინ კინაღამ მომკლა.
-ჩემო ძვირფასო, გამოსავალი არ არის თავი აარიდო ყველაფერს რაც გტკენს. ეს ტკივილი გასწავლის როგორ გაძლიერდე. ამის შემდეგ გეცოდინება რა არის შენთვის რეალურად კარგი და ცუდი. ტკივილი ნამდვილ ჯოჯოხეთს მოგიწყობს მაგრამ, ის აუცილებლად გადაიქცევა შენ ძალად.
-არ მინდა, არ მინდა ასეთი სიძლიერა.. რომ ვერ გავუძლო თინა? ისევ რომ სუსტი გავხდე მის წინ?! მისგან იგივეს ვერ გადავიტან.. მე არ ვარ იმდენად ძლიერი ავიტანო ერთი მამაკაცისგან ორჯერ გულის სიკვდილი... მირჩევნია ფილიპეს გავყვე ცოლად და მთელი ცხოვრება მასთან ვიყო. -უკმაყოფილოდ გააქნია თავი თინამ.
-ჰო ძლენია ყველას მოსთხოვო ბრძოლა.. მაგრამ იცოდე, მოხუცებულობის ასაკში შენი გარდაცვალება რომ მოახლოვდება, ბოლო ამოსუნთქვის დროს ყველაზე მეტად ამ საქციელს ინანებ.! ტკივილიანი თავისუფლება გიჯობდეს იმ კაცთან წოლას ვინც არ გიყვარს.! -ბოლო სიტყვა თბილად უთხრა.
-მადლობა მოსმენისთვის.-მადლიერებით გადახედა უფროსს.
-იმედი მაქვს, შენში არ შევცდები.. მე მაინც მჯერა შენი სიძლიერის. რაც არ უნდა დააჯერო საკუთარი თავი სისუსტეში, ხასიათში გამჯდარ სიძლიერეს ვერ დამალავ. -გაუღიმა, მხარზე ხელი მოუსვა და საკუთარ მაგიდას მიუჯდა.- ჩვენ ყოველთვის გვაქვს გაუსაძლისი დღეები, არ აქვს მნიშვნელობა რამენად იდეალურ ცხოვრებაში ვცხოვრობთ. არც იმას აქვს მნიშვნელობა ყოლველ ღამე რას ვპირდებით საკუთარ თავს. ხანდახან ის რაც გვინდა არ ხდება ერთ დღეში, ბუნებრივიცაა და სწორედ ეს ხდის ცხოვრებას არაჩვეულებრივს. ამის დახმარებით ვხდებით რეალისტები და თუ შენ გაუსაძლისი დღეები გაქვს აიძულე თავს ფეხზე წამოდგეს. -მთელი ემოცია ჩადო სიტვებში და ძალიან დიდი იმედი ჰქონდა რომ მისმა ნათქვამმა იმ გულის კუნჭლს მიაღწია სადაც ჯერ კიდევ იყო ბრძოლის უნარი შემორჩენილი.
***
ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში მთელი რესტორანი დახურული იყო. ლამაზად მორთული დარბაზი, მაგიდების შუაგულში წულპანების თაიგულები ეწყო.. ისე როგორც მარიამ ქავთარაძეს შეეფერებოდა. მომსახურე პერსონალი მონდომებით ალამაზებდნენ მაგიდებს. ქორწილი არა მაგრამ, მარიამ ქავთარაძის დაბადების დღესთან ერთად აღნიშნავდენ ნიშნობას. როგორც იქნა მოახერხა ირაკლი ბაქრაძემ და დასვა კითხვა.
-„ გამომყვები ცოლად?“
და იყო ბედნიერების ცრემლებბი, ყელზე შემოხვეული თითები .
„ კი, პატარა გამოგყვები.!“
მისაღებ ოთახში, მშვიდი გამომეტყველებით იჯდა ფილიპე ამაღლობელი, სმოკინგში გამოწობილი და მის ქალბატონს მთელი მოთმინებით ელოდა. კარში მდგარ ულამაზე კაბაში გამოწყობილს გახედა და ნერწყვი მძიმედ გადაუშვა.
-ასე აპირებ წამოსვლას?-ხმაზე უკმაყოფილება დაეტყო.
-უკაცრავად?
-ძალიან მადლობელი ვიქნები თუ რამე მოკრძალებულს ჩაიცვამ! -თხოვნის არაფერი ეტყობოდა მის ხმას, მთელი ნათქვამი ბრძანებით იყო სავსე.
-არა.! მე მომწონს, მიხდება და არ გამოვიცვლი. თუ გინდა წამოდი, თუ არადა მილოცვას გადავცემ მარიამს შენგან.-პატარა ჩანთას დაავლო ხელი და გასასვლელი კარები გახსნა. შედეგით უკმაყოფილომ მოღუშული სახით დატოვა სახლი. მანქანაში სამარისებული სიჩუმე ისმოდა. გული ლამის უხტოდა მკერდიდან ისე ღელავდა ერეკლესთან შეხვედრას. მუჭით იყო ჩაფრენილი ჩანთას და აზრების გაფანტვას უიმედოდ ცდილობდა. გახსნილი მაგეებით მძმედ სუნთქავდა.
-ნერვიულობ რამეზე?
-არ მომწონს შენი ტონი!-წარბაწევით გახედა.
-უბრალოდ არ მინდა ჩემი ქალი, ასე ვულგარულად გამოიყურებოდეს..
-ქალი?.. არ მინდა ხასიათის გაფუჭება ფილიპე და გთხოვ ნუ გააგრძელებ ამ უაზრო საუბარს. -წინადადება დაასრულა და გაჩერებული მანქანიდან გადავიდა. წელში გასწორდა და მაშნვე ჩამოეშალა ჯდომისგან აწეული ატლასის ნაჭერი. არც ისე მომდგარი ტანზე მაგრამ, სიარულის დროს მაინც გამოკვეთდა სხეულის ნაწილებს. თმა გვერდით გადავარცხნილი რომელსაც არც ახლა დაუკარგავს ბუნებრიობა. მკრთალი მაკიაჟი და მთელი დატვირთვა ტუჩებზე. შესასვლელის საფეხურზე ფეხი ადგა და მაშინვე იგრძნო მისი მეწყვილის მტევანი სუსტ წელზე, ერთი ახედა და არაფრისმთქმელი მზერით შევიდა დარბაზში. უკვე მისულ იუბილარს ბედნიერი მიუახლოვდა.
-ყველაზე ლამაზი ქალი ხარ. -გულახდილი ღიმილი შეანათა და გადაეხვია. -გილოცავ დაბადების დღეს. ირა, შენ ყოფილხარ კაცი იღბალი.-ახლა მეგობრის გვერდით მდგარ კაცს მიუბრუნდა..
-ნამდვილად იღბლიანი ვარ რა ცოლი და რა ცოლის დაქალები მყავს. შესანიშნავად გამოიყურები..- ნაზად შეეხო ლოყაზე და გვერდით დაიყენა. ახლა ფილიპეს ჯერი დადგა და მთლი მონდომებული არისტოკრატიით მიულოცა 25 წლის იუბილე და ახალი ტრადიციული ქართული ოჯახის შექმნა.
-მეზიზღება ამის ფამილიარობა..-კბილების ღრჭიალით უჩურჩლა საიდანღაც გამოჩენილმა ნინიმ.
-გული გამიხეთქე რა..
-აი უბრალოდ არ მესმის როგორ შეგიძლია აიტანო ეს კაცი.
-გთხოვ, სხვა დროს დამმოძღვრე და გეფიცები გავითვალისწინებ ყველაფერს რასაც დამარიგებ. ოღონდ დღეს ნუ დამიმატებ რა.!-მავედრებელი მზერა ესროლა კვიციანს.
-ოჰ, მგონი რაღაც შეიცვალა.
-კი და ამას მერე გეტყვით ორივეს. -საკუთარი ადგილების დასაკავებლად წავიდნენ გოგონები,მზერა მოავლო მთლიანად დარბაზს , ეძებდა თვალები მაინც ყიდიდა მის ლოდინს.
-ტყულად ეძებ, ჯერ ვერ მოვა.-მეგობარი მიუხვდა და გამოაშკარავა. -აღარ ეცადო დამალვას თორემ ჩემი ხელით გადავცემ, ჩემსავე ძმას ვინმე ლამაზ გოგოს.
-მარიამ..
-ნუ მიბღვერ ყველაფერი ვიცი..-სიტყვები რომლებიც დატრიალდა და მოაწვა ემოციებად. შეეაშინა ამ ფრაზის რეალურობამ.
-და არ ბრაზობ?
-ჩავთვალოთ არც გიკითხავს.-ლოყაზე აკოცა და სტუმრების მისაღებად ირაკლის გვერდით დაბრუნდა.წვივი მეორეზე ჰქონდა გადადებული და მშვიდად ესაუბრებოდა ნინის. ხელში ათამაშებული სასმლის ჭიქა თითქმის გამოცლილი, გონებას კი კარგად მოკიდებული ალკოჰოლი აბრუებდა. მშვიდი, სასიამოვნო ჯაზის მელოდია ისმოდა დარბაზში და ტანსაც მოხდენით აყოლებდა. ამაღლობელის მზერას, რომელიც არც ისეთი კმაყოფილი აკვირდებოდა აიგნორებდა.
დარბაზში უჩუმრად შევიდა. ახლად შეძენილ სიძეს მიუჯდა და მის პატარა მარიამს ხელზე აკოცა.
-სიძე, ჯერ კიდევ მიჭრს ამ სტატუსის მონიჭება.-სიცილით დაჰკრა მტევანი მხარზე.
-გეყოს ეგოისტობა..
-არა ვერ ვხვდები რას მიწუნებს შენი ძმა?
- მინდა ბედნიერები იყოთ. ძმური დარიგებებისგან თავს შევიკავებ. არამგონია დაგჭრდეს..-ორივეს მოეხვია და სკამზე გასწორდა. მალევე აუვსეს ჭიქა სასმლით და არც ისე შორს მჯდარ ინტერესის ობიექტს სმასთან ერთად აკვირდებოდა. გრძნობებს ვერ ავღწერ რაც იმ წუთებში ქავთარაძის სხეულში ხდებოდა, ერთიანი აფეთქება იყო მათი თვალების გადაყრა. ისეთმა ცხელმა ტალღამ დაუარა, ეგონა მთელი ორგანიზმს დაუფუფქავდა. ყელზე მოაწვა ბედნირება. დეტალურად სწავლობდა, ნიკოლეიშვილის ყოველ მოძრაობას. იდუმალი აბრიალებული თვალებით აკონტროლებდა სიტუაციას. ნელ-ნელა მიმოიშალნენ სტუმრები, მაგიდასთან რამდენიმე კაციღა იყო შემორჩენილი.
-ნინი აივანზე გავიდეთ რა.-ორი კაცის მზერამ მთლიანად აახურა სახეზე.
-წამო..
-სად მიდიხარ?-მკლავზე დაექაჩა გამოფხიზლებული ამაღლობელი.
-აივანზე გავალთ მე და ნინი.-მშვიდად უთხრა და საკუთარი ხელი გაინთავისუფლა.აივნის კუთხეში, დადგნენ.-გთხოვ არაფერი თქვა, უბრალოდ მაცადე ვისუნთქო.-იმ კვიციანს უთხრა, რომელიც უკვე მისი საქმროს წინ იჯდა და დიდი მოთმინებით აიძულებდა ლაპარაკს.
-თათა.- სიჩუმეში გამეფებული ხმა მთლიანად მომაკვდინებელი აღმოჩნდა ნიკოლეიშვილისთვის. ცრემლები უმალ მოაწვა თვალებზე და ნელ-ნელა დაედინნენ სახეზე.-დაიჯერებ, მეშინია შენთან მოახლოების.-გაეციინა.
-არ გინდა ერეკლე..-ხმა წასულმა ამოილაპარაკა.თითქოს დაემორჩილა, ნელა დაიძრა სიბნელეში მდგარი თათასკენ. თითის წვერებით შეეხო, უღონოდ ჩამოშვებულ მტევანს.ხელის გულზე აასრიალა ფალანგები და ორივეს სხეულს დაეუფლა უსახელო ემოციები.
-სულითხორცამდე ჩემი ხარ..-მტკიცე ხმამ გაკვეთა ჩუმი სივრცე და ქალის გონებაში მონდომებული სისწრაფით ჩააღწია. -დავაბრუნებ, ამ თვალებში ერთი შეხედვით შავი რომ ჩანს მაგრამ ყავისფერი არის, მზის სხივებზე კი ლამაზი მწვანეს ირეკლავს... სწორედ ამ სილამაზეში აუცილებლად დავაბრუნებ ჩემ წილ სიყვარულს. ყველაზე არაკაცული საქციელით რომ ლამის გავანადგურე.-სმენად ქცეული, უკვე ღვარღვარა ცრემლებით ტიროდა. ზურგზე დაფრქვეული თამბაქოსნარევი საზამთროს არომატს ძლიერად იწოვდა სხეული. ემოციას აყოლილი ძლიერად იკავებდა თავს... აფორიაქებული ნიკაპი, რომლის მოძრაობაც ტირილს ჰყვებოდა გაიმაგრა, ცრემლები შეიშრო და პირისპირ ჩახედა თვალებში.
-ერთადერთი რამ რაც უნდა იცოდე ჩემზე, არის ის , რომ მე შენი არ ვარ.-მშვიდი ბგერები, მკაცრი სახე მაგრამ გამყიდველი თვალები.
-ნუ ცდილობ, ამ თვალებით მომატყუო.. ნუ გაურბიხარ ფაქტს რომ მე აქ, შენს წინ ვარ და ვლაპარაკობ გრძნობაზე რომელმაც მაიძლა უჩინრად ყოფნა. თათია შანსი მჭირდება.
-ერეკლე ნუ ლაპარაკობ იმ გრძნობებზე რომელიც არაა ჩვენს შორის.!-გვერდის ავლა მოახერხა.
-არ გაყვე ცოლად..გთხოვ თათა.-უსუსური სახით დარჩა აივანზე და შორიდან აითვისა მონატრებული, საყვარელი ქალის სხეული.

____
ბოდიშით დაგვიანებისთვის, დღეს უნდა დამემატებინა თავისთვის მარამ ისეთი გამოფიტული ვარ აშკარად არ გამომდიოდა წერა. ამიტომ გადავწყვიტე დამედო ის რაც არის, რადგან უფრო არ მომენატრებინა თქვენთვის ეს ისტორია. იმედია ამ ერთ პატარა დანაშაულს მაპატიებთ... აღარ განმეორდება შემდეგი და ვეცდები თავებიც გავზარდო. მადლობა სითბოსთვის. <3

№1 სტუმარი სტუმარი .....

შეიძლება გეწყინოს ავტორო მაგრამ ეს გოგო არის იმენა სიდებილის განსახიერებაა, ვერ წარმომიდგენია ადამიანი არ გიყვარდეს იმას ჯერ ცოლად როგორ უნდა გაყვე ან მასთან როგორ უნდა დაწვე, აი რაღაც სისულელეები მოაქვს მიზეზად მარტო დავრჩები და ასე შემდეგ, ასეთ ყოფას მარტო ყოფნა ჯობიაა, ისე კი შეეფერება მისნაირ დებილს ეს მანერებ დაყენებული ფელიპეე, საკუთარ თავს არ სცემს საერთოდ ეს გოგო თავს.

№2  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი .....
შეიძლება გეწყინოს ავტორო მაგრამ ეს გოგო არის იმენა სიდებილის განსახიერებაა, ვერ წარმომიდგენია ადამიანი არ გიყვარდეს იმას ჯერ ცოლად როგორ უნდა გაყვე ან მასთან როგორ უნდა დაწვე, აი რაღაც სისულელეები მოაქვს მიზეზად მარტო დავრჩები და ასე შემდეგ, ასეთ ყოფას მარტო ყოფნა ჯობიაა, ისე კი შეეფერება მისნაირ დებილს ეს მანერებ დაყენებული ფელიპეე, საკუთარ თავს არ სცემს საერთოდ ეს გოგო თავს.

ოდნავ კორეკტულად რომნყოფილიყო უფრო კარგი იქნებობა,მაგრამ რას ვიზამთ...

№3 სტუმარი ტაისა

დააააამ , გამიხარდა, რომ დაგინახე.

მომწონს ეკეს აქტიურობა , მაგრამ მაინც თათას საქციელი ცოტა მაეჭვებს.
მემგონი დარწმუნებული არაა საკუთარ თავში, მაგრამ რეალურად ამის გამართლებაც შეიძლება.იმედია , მიხვდება , რომ გათამამებულ, ნარცის ფილიპეს ისევ მარტოობა ჯობია და გაითვალისწუნებს თინას სიტყვებსაც.

არ ვიიცი, ისტორია შენია, შენ წერ , ავტორი შენ ხარ და მე მაინც ყველანაირს წავიკითხავ და მივიღებ!მითუმეტეს საერთოდ არ ვფიქრობ, რომ რამე არარეალურია და ,,ცუდი" პერსონაჟები გყავს , პირიქით ადამიანი ასეთ დროს იშვიათადაა ძლიერი და ყოველთვის ორჭოფობს ! (ამიტომ ნუ გადაუვლით ხოლმე თათიას :დდდ)

უბრალოდ მინდა გითხრა, რომ არასოდეს დაგწყდეს გული უმადური მკითხველის უმადური კომენტარებით.
წარმატებებს გისურვებ!

№4  offline მოდერი Phoenix..

ტაისა

მადლობა გამხნევებისთვის, ყველაფერი კარგად იქნება და ნაკლებად ბანალურად.

№5  offline წევრი ვიპნი

რამდენჯერ შევამოწმე საიტი კაცმა არ იცის,ძალიან კარგი გოგო ხარ,მუზების ქალღმერთს ვთხოვ არ მიგატოვოს :) წარმატებებს გისურვებ❣️

№6  offline მოდერი Phoenix..

ვიპნი
რამდენჯერ შევამოწმე საიტი კაცმა არ იცის,ძალიან კარგი გოგო ხარ,მუზების ქალღმერთს ვთხოვ არ მიგატოვოს :) წარმატებებს გისურვებ❣️

დასვენებულ გონებაზე მპვა მუზა აბა სად წავა :D მადლობაა სითბოსთვის❤️

№7 სტუმარი სტუმარი მანჩო

გელოდები გულით . ყველას ვერ მოეწონება. მე მომწონს და კიდევ მესმის თათასი არსებობენ.მის სიტუაციაში მყოფი ქალები. ბევრი უშვებს შეცდომას და მართლა მიყვება უსიყვარულოდ.,ჯიბრით. სხვას. მერე კი უბრალოდ სულიერად კვდებიან. შენი ისტორია მომწონს და გელოდები. თუ არ მოწონთ არ წაიკითხონ
..

№8  offline წევრი Papuna

ძალიან ძალიამ კარგია უამრავი ენოციით სავსეეე ველი შენდეგ თავს❤

№9  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი მანჩო
გელოდები გულით . ყველას ვერ მოეწონება. მე მომწონს და კიდევ მესმის თათასი არსებობენ.მის სიტუაციაში მყოფი ქალები. ბევრი უშვებს შეცდომას და მართლა მიყვება უსიყვარულოდ.,ჯიბრით. სხვას. მერე კი უბრალოდ სულიერად კვდებიან. შენი ისტორია მომწონს და გელოდები. თუ არ მოწონთ არ წაიკითხონ
..

რათქმაუნდა ყველას მოსაწონი ვერ იქნება..მადლობა სითბოსთვის და გამხნევებისთვის❤️

Papuna
ძალიან ძალიამ კარგია უამრავი ენოციით სავსეეე ველი შენდეგ თავს❤

მადლობა დიდი❤️

№10 სტუმარი ტაისა

Phoenix..
ტაისა
დააააამ , გამიხარდა, რომ დაგინახე.

მომწონს ეკეს აქტიურობა , მაგრამ მაინც თათას საქციელი ცოტა მაეჭვებს.
მემგონი დარწმუნებული არაა საკუთარ თავში, მაგრამ რეალურად ამის გამართლებაც შეიძლება.იმედია , მიხვდება , რომ გათამამებულ, ნარცის ფილიპეს ისევ მარტოობა ჯობია და გაითვალისწუნებს თინას სიტყვებსაც.

არ ვიიცი, ისტორია შენია, შენ წერ , ავტორი შენ ხარ და მე მაინც ყველანაირს წავიკითხავ და მივიღებ!მითუმეტეს საერთოდ არ ვფიქრობ, რომ რამე არარეალურია და ,,ცუდი" პერსონაჟები გყავს , პირიქით ადამიანი ასეთ დროს იშვიათადაა ძლიერი და ყოველთვის ორჭოფობს ! (ამიტომ ნუ გადაუვლით ხოლმე თათიას :დდდ)

უბრალოდ მინდა გითხრა, რომ არასოდეს დაგწყდეს გული უმადური მკითხველის უმადური კომენტარებით.
წარმატებებს გისურვებ!

მადლობა გამხნევებისთვის, ყველაფერი კარგად იქნება და ნაკლებად ბანალურად.

დარწმუნებული ვარ, შენგან ყოველთვის ყველაფერს განსაკუთრებულს ველოდები❤❤❤

№11  offline წევრი მე♥უცნაურე

ასეთი ემოციური არც ერთი თავი არ ყოფილა ამ ისტორიაში! ყოჩაღ!
ფილიპესნაირი ტიპები, როგორი გამაღიზიანებელი საზოგადოებაა!
თათია შემეცოდა.
ფილიპეს დედაზეც ვბრაზობ, რა დროს სახლის დიზაინია, იმ დღეს დაინიშნენ, როცა გაიგო რომ სახლის დიზაინზე უნდა ეზრუნა უკვე.
სხვათაშორის მომწონს, რომ რეალობას წერ. ბევრია სამწუხაროდ გარშემო მსგავსი სიტუაცია.
კარგი ჰო, ამ ერთხელ მომეწონა ერეკლე და ცოტა შემეცოდა.
ჯანდაბას მაგისი არაკაცური სვლა წარსულში. ვერ ვპატიობ, მარა მარტოობისთვისაც არ მემეტება.
მარიამი თავის ქმრიანად მომწონს და ნინიც კაი ტიპი ჩანს.
თინას და თათიას დიალოგიც მომეწონა! რაღაც დედა-შვილური ატმოსფერო დავიჭირე და გული გამითბა.

და ბოლოს, გამოგივიდა ავტორო, ამდენი კრიტიკის მიუხედავად ან პერსონაჟებისა, გადმომიბირე. გილოცავ!

№12 სტუმარი სტუმარი ანი

მოგყვები ბოლომდეე

№13  offline მოდერი Phoenix..

მე♥უცნაურე
ასეთი ემოციური არც ერთი თავი არ ყოფილა ამ ისტორიაში! ყოჩაღ!
ფილიპესნაირი ტიპები, როგორი გამაღიზიანებელი საზოგადოებაა!
თათია შემეცოდა.
ფილიპეს დედაზეც ვბრაზობ, რა დროს სახლის დიზაინია, იმ დღეს დაინიშნენ, როცა გაიგო რომ სახლის დიზაინზე უნდა ეზრუნა უკვე.
სხვათაშორის მომწონს, რომ რეალობას წერ. ბევრია სამწუხაროდ გარშემო მსგავსი სიტუაცია.
კარგი ჰო, ამ ერთხელ მომეწონა ერეკლე და ცოტა შემეცოდა.
ჯანდაბას მაგისი არაკაცური სვლა წარსულში. ვერ ვპატიობ, მარა მარტოობისთვისაც არ მემეტება.
მარიამი თავის ქმრიანად მომწონს და ნინიც კაი ტიპი ჩანს.
თინას და თათიას დიალოგიც მომეწონა! რაღაც დედა-შვილური ატმოსფერო დავიჭირე და გული გამითბა.

და ბოლოს, გამოგივიდა ავტორო, ამდენი კრიტიკის მიუხედავად ან პერსონაჟებისა, გადმომიბირე. გილოცავ!

ვაიმეე, და მე ეს შევძელი!ბედნიერი ვარ ბედნიერი ვარ ბედნიერი ვარ!

№14 სტუმარი დაკარგული

მოტეხილი ხელი შეიძლება უფრო მალე გამრთელდეს, ვიდრე გატეხილი გული_ო ნათქვამია...
მე თათას არ ვამტყუნებ, გულნატკენია და რა ქნას?!
ფილიპე იმდენად მაღიზიანებს, რომ მეტი არ შეიძლება!
ასე გააგრძელე, არ უსმინო მათ, ვისაც არ მოსწონს ისტორია.
ვფიქრობ შენი ისტორია რეალურია და არა საიტზე განთავსებული უამრავი ისტორიის მსგავსი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სინამდვილეს ნაკლებად შეესაბამება...

№15 სტუმარი სტუმარი ნინო

ველით შემდეგ თავს დიდი ინტერესით.

№16  offline მოდერი Phoenix..

დაკარგული
მოტეხილი ხელი შეიძლება უფრო მალე გამრთელდეს, ვიდრე გატეხილი გული_ო ნათქვამია...
მე თათას არ ვამტყუნებ, გულნატკენია და რა ქნას?!
ფილიპე იმდენად მაღიზიანებს, რომ მეტი არ შეიძლება!
ასე გააგრძელე, არ უსმინო მათ, ვისაც არ მოსწონს ისტორია.
ვფიქრობ შენი ისტორია რეალურია და არა საიტზე განთავსებული უამრავი ისტორიის მსგავსი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სინამდვილეს ნაკლებად შეესაბამება...

თქვენთვის, ნამდვილი მკითცველისთვის ვარ აქ.ყოველთვის იქნება უარყოფითი აზრი.. მოვისმენ უპრობლემოდ, მივიღებ კიდეც მაგრამ იმ კომენტარს სადაც "დებილის"გარდა სხვა აიტყვას ვერ ვნახავ არასდროს მივიტან გულთამ ახლოს.. მადლობა სითბოსთვის.

№17 სტუმარი სტუმარი nancho

მე მომწონს და ვიღებ სიამოვნებას ,მაქვს ინტერესი და ნოლოდინის მოთმინება,აქ რეალური ცხოვრების ერთი პატარა ისტორია,.

№18  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი nancho
მე მომწონს და ვიღებ სიამოვნებას ,მაქვს ინტერესი და ნოლოდინის მოთმინება,აქ რეალური ცხოვრების ერთი პატარა ისტორია,.

ძალიან დიდი მადლობა,მაბედნიერებს თქვენი თბილი სიტყვები!❤️

№19 სტუმარი anna

ჩემთვის მაგალითად ცოტა გამაღიზიანებელია მარიამისსგან ფილიპეს ასე შეურაწყოფა, ვფიქრობ ზედმეტი მოსდის. მითუმეტეს იმის შემდეგ რაც ამდენი წელი განზე იდგა და ჩუმათ უყურებდა როგორ განიცდიდნენ თათა და თუნდაც ერეკლე. ამდენი წლის მერე გამოფხიზლდა მასში მეგობარი? შეიძლება არ მოგწონდეს შენი დაქალის საქმრო, მაგრამ ყოველ წინადადებაში შეურაწყოფა მიაყენო ადამიანს მხოლოდ იმიტომ რომ შენს გემოვნებაში არ ჯდება ცოტა ძაან ზედმეტია. ისიც მესმის რომ ფელიპეს ასე დაკნინება იმიტომ გინდა რომ მის ფონზე ერეკლე უკეთესი გამოჩნდეს, მაგრამ მე მაგალითად ეს უფრო მებანალურება. რატომღაც ყოველთვის ერთი და იგივე სცენარს ვხედავ ხოლმე ამ საიტზე. როცა მთავარი გმირები დაშორდებიან და მათ ცხოვრებაში სხვა გამოჩნდება (არ აქვს მნიშვნელობა გოგოზეა საუბარი თუ ბიჭზე) ის ყოველთვის ცუდია, რომ მთავარი გმირი მის ფონზე უკეთესი გამოჩნდეს. (გოგოს შემთხვევაში ყოველთვის სწერვაა ხოლმე რომელსაც წიკვინა ხმა აქვს რატომღაც smiley ) ჩემი აზრით ის უფრო საინტერესო იქნება თუ ფელიპე ღირსეული მოწინააღმდეგე იქნება ერეკლესი, ვიდრე სტანდარტულად როგორც ყოველთვის ბოროტი პერსონაჟი. იმედია საწყენად არ მიიღებ.

№20 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგია მომეწონა საინტერესოა წასაკითხია ვიმხიარულე კიდევ,არარი ფილიპე თათას ღირსი არმომწონს ესეთი კაცები,არამგონია ბოლოს ერთად იყვნენ და გამიხარდება კიდეც მადლობა ასეთ არაჩვეულებრივ მოთხრობისთვის

№21  offline მოდერი Phoenix..

anna
ჩემთვის მაგალითად ცოტა გამაღიზიანებელია მარიამისსგან ფილიპეს ასე შეურაწყოფა, ვფიქრობ ზედმეტი მოსდის. მითუმეტეს იმის შემდეგ რაც ამდენი წელი განზე იდგა და ჩუმათ უყურებდა როგორ განიცდიდნენ თათა და თუნდაც ერეკლე. ამდენი წლის მერე გამოფხიზლდა მასში მეგობარი? შეიძლება არ მოგწონდეს შენი დაქალის საქმრო, მაგრამ ყოველ წინადადებაში შეურაწყოფა მიაყენო ადამიანს მხოლოდ იმიტომ რომ შენს გემოვნებაში არ ჯდება ცოტა ძაან ზედმეტია. ისიც მესმის რომ ფელიპეს ასე დაკნინება იმიტომ გინდა რომ მის ფონზე ერეკლე უკეთესი გამოჩნდეს, მაგრამ მე მაგალითად ეს უფრო მებანალურება. რატომღაც ყოველთვის ერთი და იგივე სცენარს ვხედავ ხოლმე ამ საიტზე. როცა მთავარი გმირები დაშორდებიან და მათ ცხოვრებაში სხვა გამოჩნდება (არ აქვს მნიშვნელობა გოგოზეა საუბარი თუ ბიჭზე) ის ყოველთვის ცუდია, რომ მთავარი გმირი მის ფონზე უკეთესი გამოჩნდეს. (გოგოს შემთხვევაში ყოველთვის სწერვაა ხოლმე რომელსაც წიკვინა ხმა აქვს რატომღაც smiley ) ჩემი აზრით ის უფრო საინტერესო იქნება თუ ფელიპე ღირსეული მოწინააღმდეგე იქნება ერეკლესი, ვიდრე სტანდარტულად როგორც ყოველთვის ბოროტი პერსონაჟი. იმედია საწყენად არ მიიღებ.

რაღაც გამოგჩა,მარიამი არასდროს საუბრობს ფილიპეზე ალბათ ნინიში აგერიათ. ფილიპეს კი არ ვაკნინებ, იმ ადამიანის ტიპს ვღწერ რომელიც არც ისე ცოტანი არიან მაღალ თანამფებობებზე.. ცუდი თვისებები შეძლება ჩვენთვის აქვა მაგრამ სხვა სიტუაციაში ნამდბილად წარმატებული პიროვნებაა.და არც ბოროტია საერთოდ სად შეამჩნიეთ ბოროტის თვისებები?

№22 სტუმარი სტუმარი ლიზა

დღეს იქნება ახალი?

№23  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ლიზა
დღეს იქნება ახალი?

კო საღამოს დაიდება ახალიი❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent