ერეკლე ქავთარაძე./6/
წლების ჩავლამ ყველაფერი ისევ გააფერადა თათა ნიკოლეიშვილის ცხოვრებაში...ერთი შეხედვით რომ ვიმსჯელოთ ძალიან ძლიერი ქალის შტაბეჭდილებას ტოვებს. მისი არსება ერთდოულად იტევდა მგრძნობიარე, მისტიურ და ამავდორულად ყველაზე ძლიერ ხასიათს. იდუმალებით იყო სავსე ახლა. წლების განმავლობაში ისწავლა სხვის სულში ძრომიალი, ხოლო საკუთარი სული პატარ ჯინის მსგავს ბოთლში გამოკეტა. უნივერსიტეტი წარმატებით დაასრულა, იქიდან მოყოლებულ მეგობრებს უფრო დაუახლოვდა და ყველამხრივ გადმობრუნებულ ცხოვრებაში შეაბიჯა. არ ვიცი, დაზუსტებით ვერ ვისაუბრებ სხვის გრძნობებზე, მათ ამტანობაზე მაგრამ დამეფიცება თათას გულში კარგად იყო დამალული ის კაცი წლების წინ ცხოვრების სურვილი რომ დააკარგვინა. მხოლოდ ღამემ იცის როგორ უყვარს ისევ ის კაცი... ასეთი აუტანელი სიყვარული რომ აატანინა. შუაღამით იხსნება გულის დარაბები და გადმოდის გრძნობები, თვალებზე აწვება და ანატრებს ლაღ თათიას რომელსაც თავისუფლად უყვარდა ერეკლე ქავთარაძე. წლებია მისი ბაგეებს არ დასცდენია სახელი, მხოლოდ გონების ხმით ესმის. თათია ნიკოლეიშვილი არ იყო წვეთი, ის თავად არის მღელვარე ოკეანე რომელიც წვეთების სახით გრძნობებმა შექმნა. *** მამის საქმიანობა ვერა მაგრამ, მასთან მიახლოვებული პროფესიას დაეუფლა. ბატონი დავით ნიკოლეიშვილი კარგი სახელით და რეპუტაციით სარგებლობდა ქალაქში. ამიტომ რთული არ იქნებოდა თათას დასაქმება, მიუხედავად იმისა რომ ძალიან წინააღმდეგი იყო მამის სახელით სარგებლობის. -რატომ არ გესმის რომ რთულია ასეთ ასაკში შენი დასაქმება.. -მამა, შენ რატომ არ გესმის? არ მინდა მხოლოდ იმიტომ მიმიღონ სამსახურში, რომ შენი შვილი ვარ და ერთ დროს ვიღაც ბიძიას ძალიან დაეხმარე...- გაბრაზებული აკვესებდა მუქ ყავისფერ თვალებს. -ვაიმე მაიკო შემიწირავს შენი შვილი.-სავარძელში კამათით დაღლილი ჩაჯდა და ჰალსტუხი რომელიც ყელზე უჭერდა მოუშვა. -შენი შვილია, რა გიკვირს.! -ღიმილით მიუჯდა მეუღლეს და იქვე ბუხართან მდგარ გოგოს სიამაყით გახედა. -მე უკვე დავიწყე მუშაობა.. ჯერ ჯერობით პროკურორის დამხმარე ვიქნები. -დოინჯ შემორტყმული ელოდა მშობლების რეაქციას. -ვისთან დაიწყე? -თინა კანდელაკთან. -ცოტა გაუკვირდა დავითს. -რატო მიყურებ ასე მამა.? -კარგია, თინასგან ბევრს ისწავლი. გამიხარდა ვიღაც უსახურთან რომ არ მოხვდი.-ფეხზე წამოდგა და შვილს შუბლზე აკოცა. -ის დაგეხმარება სათანადო კარიერის შექმნაში, მთავარია არ მოდუნდე. ვამაყობ შენით..-ღიმილით ჩაიკრა უკვე გაზრდილი შვილი გულში. *** სწრაფი ნაბიჯით მიიწევს კიბეებისკენ, გარშემომყოფებს აღიზიანებს მისი წვრილი ქუსლების კაკუნი. კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი, თავდაჯერებული ადის საფეხურზე და ხელში მოქცეულ საქაღალდეს საქმიანად დასცქერის. მხარში შეჯახება იგრძნო, კაცის მტევანი რომ არა ალბათ სამარცხვინოდ დაგორდებოდა კიბეებზე. -ძალიან დიდი ბოდიში. -შიშის მდგომარეობიდან კაცის ჩვეულმა, არაფრით გამორჩულმა ხმამ გამოიყვანა. -არაუშავრს.-კოსიდან ჩამოვარდნილი თმა გაისწორა და მის წინ მდგარ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილს დააკვირდა. -ფილიპე..-მტევანი შეაგება.- ყოველთვის მჯეროდა, ასეთი სასიამოვნო შეჯახების.. -თათია.-დიდხანს გამოწვლი ხელს თავისი შეუერთა და მორიდებით გაიღმა. -მეჩქარება, უკაცრავად.-კვლავ გახსნა ბაგეები და დახურული საქაღალდე იღლიაში ამოიდო. -ნახვამდის თათია.-უკვე კიბის თავთან მდგარს დააწია და დაბნეული ღიმილით დატოვა შენობა. რამდენიმე „შემთხვევითი „შეხვედრა სრულიად საკარისი აღმოჩნდა მათი ურთიერთობის დასაწყებად. ლამაზი კომპლიმენტებით, ჯელტმენული ქცევებით მოიგო გული და ახლა უკვე ბატონი ფილეპე ამაღლობელი თათიას შეყვარებულის სტატუს ატარებს, ქმრობის პერსპექტივით. *** თათა მშობლების სასღვარგარეთ წასვლის შემდეგ, მამის ნაჩუქარ სახლში გადავიდა. უყვარდა მისი გემოვნებით შექმნილი მყუდროება. ღია ფერები სიჭარბის გამო მუდამ ნათელი ბინაში, ყოველთვის ისმოდა ნაზი მუსიკის მელოდია. სამუშაოს კეთების დროს კი მის მარჯვენა მხარეს წითელი ღვინით სავსე ბოკალი მუდამ იდგა. სმენას კი ჯაზის მელოდია ამშვიდებდა. აივანი უამრავი ფერადი ყვავილით ჰქონდა დატვირთული, მოაჯირზე გადმოფენილი ეს ნაირ-ნაირი ფერები, ამხელა კორპუსსში მის აივანს ყველასგან გამორჩეულ იერს სძენდა. მისი ჰაერის სურნლი კი მუდამ დატვირთული იყო ყვავილების არომატით. ივლისის ცხელი დღე იყო, მყოდრო აივანზე სადაც ოდნავ ჰქროდა ნიავი, რამდენიმე მეგობარი ისხდა და სიცხისგან ახურებულ ორგანიზმს ცივი ნაყინით მკურნალობდნენ. -რაო რომეომ?-დიდი მისახვედრი არ იყო მარიამ ქავთარაძის დამოკიდებულება მეგობრის პოტენციურ ქმარზე. -არაფერი, ჯერ მუშაობს და ვერ შევძლებთ ალბათ ზღვაზე დასვენებას. -ნაყინით მოსვრილი ტუჩები გაილოკა. -წელს არამგონია ჩვენ მოვახერხოთ წასვლა სადმე, ოფისში საგიჟეთი გვაქვს და უფროსმა კატეგორიულად აკრძალა შვებულებების მოთხოვნა.-გაიცანით მისი უნივერსიტეტის მეგობარი ნინი კვიციანი. პირველივე დღეს დაამყარეს თბილი ურთერთბა და ბოლომდე ასე აგრძელებენ.არც მარიამთან გასჭრვებია, ძალიან სასაცილო ენის პატრონ კვიციანს მეგობრობის დამყარება. საკმაოდ კარგად შეეწყვენ ეს სამნი ერთმანეთს. -აბა მარტო რა მინდა მე, დავრჩები თქვენთან და ერთად ვეწამოთ ზაფხულს.-ჩვეული განწყობით გაახალისა გოგოები. -მოკლედ რაღაც უნდა გითხრათ, მაგრამ წინასწარ ნუ დამაპანიკებთ რაა. -ღრმად ჩაისუნთქა. -მგონი ირაკლი ხელის თხოვნას აპირებს.. -უცებ აიფარა პირზე ხელი სიცილის ხმების ჩასახშობად. გაოცბულ გოგონებს თავი დაუქნია.-ჰო, ამ ბოლო დროს სულ მაგაზე მელაპარაკება და მაპარებს... -ირაკლი ნახე რა.-ბედნიერმა წამოიძახა ნიკოლეიშვილმა.- ძალიან კარგი! აბა როდემნდე უნდა იპროწიალო ერთი სახდან მეორეში.-უკნიდან მოეხვია თათა.-ძალიან საყვარელია. ნამდვილად ღირსია შენი ქმრობის.. -მომავალი ამბით გახარებულმა აკოცა. -მართლა კარგი ბიჭა. ვგიჟდები ისე გიყურებს ხოლმე, ააბრიალებს ლამაზ მწვანე თვალებს და შენც მაშინვე თანახმა ხდები ყველაფრისთივს.-დასცინა მეგობარს.- თქვენი შემხედვარე ხანდახან ვრწმუნები სიყვარულის არსებობაში.-ამაყი სახით გადაიდო ფეხი ფეხზე და ჰაეში გაჩერებული წვივი აათამაშა. -მოვა შენთანაც ამორი და ნახავ. -ოჰ, არაა! მე მარტოობის დედოფალი ვარ. რა ჯანდაბად მინდა კაცი.ახლა იმას ვაწყვეტინებ ნერვებს ისედაც რა დღეში მაქვს. -ხელები ჰაერში ააფართხალა. ნინის სიტყვებმა აახარხარა გოგოები. -ოჰ შენი ტურფა რეკავს..-ტელეფონი გაასრიალა მაგიდაზე. მშვიდი სახით დახედა ნომერს. ხმა დაიყენა და მომღიმარმა უპასუხა შეყვარებულს. -როგორ ხარ? -კარგად სიხარულო შენ?-მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო. -რავი კარგად, გოგოები არიან ჩემთან და ვჭრაობთ.-ახითხითბული გოგონები თვალების ბრიალით გააჩუმა. -ჰო აბა მეტი რა საქმე გაქვთ თქვენ. -ფილიპე?.. როგორ წარმოგიდგენიათ მდიდარ საზოგადოებაში გაზრდილი დედისერთა ბიჭი? ყველა თავზე დაჰფოფინებდა და მისი ნებისმიერი სურვილი უსიტყვოდ სრულდებოდა. განათლება შორეულ ქვეყნებშ მიღებული.. ჰო დედამისი მისი სიამაყით ცას სწვდებოდა.სიტყვა-პასუხი მუდამ შერჩეული, სერიოზულობის მაღალ დონეს იჭერდა ყველასთან.მისი პიროვნება გაჯერებული იყო არისტოკრატიული მანერებით და ოდნავ გამაღიზიანებელი სიდინჯით. -თუ მალე მოვრჩი პროცესს შემოგივლით. -კაი, რომ გამოხვალ სასამართლოდან დამირეკე. -ტუჩები ერთანეთს მიაკრა. -კაი, ჭკვიანათ.- დამშვიდობება რომელსაც ვერ იტანს. ტელეფონი გათიშა და რბილი სკამზე ჩამოჯდა, ფეხები ოდნავ დააშორა ერთმანეთს, წელში მოხრილმა უცნაურად გაჩუმებულ გოგოებს გახედა. -რა? -არ მომწონს შენი ფილიპე.-საუბარი ნინიმ დაიწყო.-აი მარიამიც მეთანხმება, რომ საშინლად ჯმუხი ტიპია და არ გიხდება რა. -კაი რა ნინი.. ეგ თქვენთან არის ჯმუხი თორე ისე თბილი ადამიანია. - უფხოა, უფხო.-სამი თითი ერთმანეთს მიტყუპებული აუქნია სახესთან ქავთარაძემ. -მე ეგეთი მინდა.! კარგი ადამიანია. ზრდილობიანი, პატიოსანი მშრომელი და თან ვუყვარვარ. თუ ოდესმე გადავწყვეტ დაქორწინებას სწორედ ასეთი ქმარი მენდომება. სტაბილური, წელში გამართლი ადამიანი მინდა გვერდით. -შენ კაცს მიყვები ცოლად თუ პიროვნულ თვისებებს? -ნინი ნუ გაქვს მწარე ენა! -სიმართლეა მწარე ჩემო თათა თორე სხვა კი არაფერი. შენ არ გიყვარს ეს კაცი და მხოლოდ იმიტომ აპირებ მთელი ცხოვრება მის ცოლობას რომ პატიოსანია?! კაი რა.-სარკასტული მზერას არ შორებდა. -როდიდან ალაპარაკდი სიყვარულზე კვიციანი?! -არა, მეც ვეთანხმები ნინის. თათა ასე მგონია საკუთარ თავს სჯი.. -რითი ფილიპეს ცოლობით?-ძალით გაიცინა, მისი ნერვიულობა რომ არ შეემჩნიათ მეგობრებს. -ჰო! -ჯერ საკითხავია მომიყვას თუ არა ცოლად. -ორაზროვნად გაიღიმა და სივრცეს გახედა. -ვაიმე, ეს გოგო გამაგიჟებს კიდევ იმან უნდა გადაწყვიტოს ?! ქალო სად დაკარგე ჭკუა და აზროვნება? -ნინი გთხოვ რა. აღარ მინდა საუბარი ამ თემაზე. -სირაქლემას პოზიცია გამოსავალი არ არის.-მარიამმა სერიოზული სახით უთხრა და ჩუმად მჯდარი ნიკოლეიშვილიდან, ნინისკენ გადაიტანა ყურადღება. -ჩვენ წავალთ და დაფიქრდი. ნიახური არ ხარ ამ ცხოვრებაში მეორედ რომ მოხვიდე. ამიტომ ნუ გაირთულებ დარჩენილ წლებს. -ნინიმ ლოყაზე აკოცა. დატოვეს სახლიში სადაც მუდამ ისმოდა მშვიდი ჰანგები მაგრამ არასდროს იყო მისი მეპატრონის სული დამშვიდებული. *** საღამოს საათები იდგა უკვე, ქავთარაძეების სახლში მარიამი მოუსვენრად დადიოდა, მზერა მუდამ კედლის საათზე ჰქონდა მიპყრობილი. რაც უფრო აგვიანდებოდა ოჯახის უფროსს ერეკლე ქავთარაძეს მით უფრო უმატებდა ბრაზს მარიამს. -რა გჭირს დედი? რას დადიხარ წინ და უკან?დამხევა თავბრუ.! -ნერვები დამაწყვიტა შენი უფროსი შვილის სიშტერემ.-დოინჯშემორტყმული გაჩერდა და აბრიალებული ერეკლესნაირი თვალებით გახედა დედას.-ერთი მოვიდეს. აი მთავარია მოვიდეს! მერე ვიცი რასაც ვუზამ! -რა დააშავა.? - ნუ ამალაპარაკებ დედა თორემ რომ მოვა უარესად მოხვდება ვაჟბატონს.. -ქალბატონ ნინოს შვილის სიცხარეზე გაეცინა და თავისი საქმე განაგრძო.. -ვირი.! -კბილებში გამოსცრა და სავარძელში ჩაჯდა. აი როგორც ფილმებში არის სცენა, სიბნელეშ დადარაჯებული ცოლის, კაცის შესვლისთანავე რომ ანთებს ნათურას სწორედ ეგ სცენა გაიმეორა. საკუთარ საძინებელში შესულ ერეკლეს სავარძელში მკაცრი სახით მჯდარ დაზე გაეღმა. -ნინომ მითხრა დაგერხაო..-პიჯაკი სკამზე მიკიდა და საწოლზე ჩამოჯდა. -ჰა აბა რა დავაშავე?! -ჯერ დუმილს ინარჩუნებდა უმცროსი თაბაგარი, ტუჩებს უცნაურად ათმაშებდა და მის სახეც უფრო გაბრაზებულის იერს უმატებდა. -ასე აპირებ სულ გაგრძელებას? -და როგორ? - ახლა თავს ნუ გამოიშტერებ, თორემ ისე შემოგცხებ მეორე აღარ მოგინდება.-კბილებში გამოსცრა.-არა რაა. თქვენ მე დებილი, ბრმა გოგო გგონივართ?! რომელიც ვერაფერს ამჩნევს გარშემო? -მარიამ, ახლა საშინლად დაღლილი ვარ და ძალიან გთხოვ მალო მორჩი ჩხუბს...თორემ აღარ გაგაყოლებ შენ იკაკოს.. -ირაკლის ხსენებაზე მოდუნდა. -ჰა? -არაფერი, მიხვდები მალე...-დაღლილი თვალები მოისრისა მტევნით და ქვევიდან გახედა დას. -არ აგყვები... ვიცი ამ საუბრის თავიდან აცილებას ცდილობ! - საჩვენებელი თით სახესთან აუქნია.მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები ეკემ და საწოლზე გადაწვა. -როდემდე აპირებ თათიასგან დამალვას.-დის წვრილმა ხმამ ყურთან დაიგუგუნა და მაშნვე გასწორდა წელში. -მარიამ.. უკვე ვბრაზდები.-თვალები აენთო ქალის გახსენებაზე. -ვიცი რაღაც ისეთი მოხდა თქვენს შორის, ისეთ რაღაც რამაც ასე შეგცვალათ ორივე.. მინდა ვიცოდე, მინდა ჩემ ყველაზე საყვარელ ადამიანებს დავეხმარო. ის არაფერს მეტყვის ხოდა სიმართლეს შენგან გავიგებ.-მკაცრი, შეუვალი გაუხდა წვრილი ხავერდოვანი ხმა უმცროს ქავთარაძეს. - მე არ მაქვს ამის უფლება..-საშინლად დასევდიანდა.-მარიამ არ ჩაერიო.. - ხომ ვხედავ, ერეკლე ვხედავ როგორც ხარ! მისი ხსენება და საშინლად ფორიაქდები. ვიცი, ვხვდები შენს გრძნობებს... რატომ იმალები მისგან? -გაშლილი ხელის გულებით ჰქონდა დაფარული თვალები კაცს და ნერვიულად აკანკალებულ ფეხს ძლივს იმორჩილებდა. - ცუდად მოვექეცი.-ძმის ხმამ უარესად დაარწმუნა მის ვარაუდში. იმდენად გამტყდარი ჰქონდა ახლა ბგერები. იმდენი რამის მოსმენა შეიძლებოდა ამ ერთ სიტყვაში.. ყველა ემოცია ერთიანად ჰქმნიდა ამ სიყტვას. -ცუდად კი არა მარიამ? ის სამუდამოდ წავართვი ჩემს თავს და გვიან მივხვდი ამას. -წლები გავიდა ეკე.-გვერდით მიუჯდა ნაღვლიანი. მუხლზე ხელი დაადო და სევდიან თვალებში ჩახედა.-უნდა სცადო შენი საქციელის გამოსწორება. -სჯობს მისგან ისევე შორს დავრჩე როგორც ეს წლები ვიყავი.-ფეხზე წამოდგა და პერანგის ღილები შეიხსნა. გატყდა, ყელთან მოწოლილმა ემოციებმა გატეხა, ის ემოციები რომლებიც წლებია მის ვენებში დაძრომიალობენ გამოღწევა მოახერხეს. -როგორ უნდა ვაპატიო მისი მზერა საკუთრ თავს. ბოლო დონის არაკაცი ვარ..-თავზე შემოიწყო ხელები. -გიყავრს? -მასთან ნიძლავი წავაგე და იცი როდის მივხვდი?! -ნაღვლიანი ღიმილით გამოხედა მარიამს. -მის თვალებში რომ ვეღარ დავინახე საკუთარი თავი და სულის შეკვრამდე მეტკინა. -რა მოხდა ასეთ ერეკლე? - შენზე ეჭვიანობამ გამაგიჟა.! სრულიად გამომეცალა აზროვნების უნარი და შეურაწყოფა მივაყენე. არ იმსახურებდა ამას! - ჩემზე? -გარეთ რომ იყავით თქვენი ლაპარაკი მოვისმინე, ვიღაც მასწავლებელი რომ მოგწონდა. გავბრაზდი მის აგდებულ ლაპარაკზე. -ვაიმეე.-შეჰყვირა და პირზე ხელი აიფარა..- და ალბათ არც კი მოისმინე ბოლომდე.. -დუმილი თანხმობის ნიშნად ჩათვალა.. -იცი რა მითხრა? რომ გრძნობების გარეშე ნაბიჯიც არ გადამედგა მისკენ..და კიდევ ბევრი რამ.. -ნუ მიმატებ მარიამ...-მოთმინება დაკარგულმა იყვირა.-ნუ წამართმევ იმ ოდნავ პატივისცემას საკუთარი თავის მიმართ რომელიც ჯერ კიდევ მაქვს შემორჩენილი.. - ის აპირებს ვიღაცას გაჰყვეს ცოლად.. ალბათ მარტო დარჩენის ეშინია. ალბათ ჰგონია, რომ მხოლოდ ასე დააღწევს შენგან თავს. -მხრებში ჩააფრინდა მაღალ კაცს,მთელი ძალით შეანჯღრია. -ის ფილიპე, სრულიად გააცამტვერებს მის გულში ძალიან პატარა დოზით დარჩენილ სილაღეს.. რატომ არ გესმის რომ სჭრდება შენი ბრძოლა.. -იქნებ უყვარს, ახლა რა პირით უნდა გამოვჩნდე მასთან? -ნუ მასწავლი ჩემ დაქალს... მოეგე გონს თორემ შენი უმოქმედობით დაანგრევ ორივეს ცხოვრებას. გინდა გითხრა მომავალი როგორი იქნება?- ტონს არ უწევდა ქავთარაძე და ძლიერად ურტყავდა სახეში მწარე სიმართლეს. -შენ უბედურებისგან ათას ქალს გამოიცვლი, ვერცერთ ვერ შეიყვარებ და ბოლოს რომ დაბერდები უმოქმედობისგან გამოწვეული თვითგვემა გაგალოთებს, საბოლოოდ მოგკლავს. ის კი იქნება დიდი არისტოკრატული ოჯახის უბედური დიასახლისი, დაკარგული პიროვნული თვისებებით. შვილებით გახარებული მაგრამ, პირადი ბედნიერების არქონით მოკლული გულით. აი ესაა თქვნი მომავალი სადაც არცერთი იქნებით კარგად..-ყვირილი შეწყვიტა. -ხოდა როგორც კაცს, მოგეთხოვება საყვარელი ქალისთვის ბრძოლა.! გაანძრიე ლამაზი ტრა*ი და გააბედნიერე ჩემი გოგო. -ბოლო სიტყვები დამშვიდებულმა თქვა. კარებთან შეჩერდა მოტრიალდა და ნელი სვლით დაიძრა ერეკლესკენ. ძლიერად მოიქნია ხელი და ლოყაზე თითები დაამჩნია.-ეს იმისთვის რომ მალე გამოფხიზლდე. -აწითლებულ ლოყაზე აკოცა და მარტო დატოვა ოთახში. გააზრებისთვის დრო დასჭირდა, ერთიანად მოაწვა დის სიტყვები და რეალობამ მთლიანად გააგიჟა. ძარღვებ დაყრილი ხელი, ძიერად მოუსვა საწერ მაგიდას.მასზე დალაგებული ნივთები უგულოდ გადმოყარა. ხმა რომელიც ყელიდან ამოუშვა უფრო დემონისას გავდა მისი თვალების მსგავას. წვერიან ლოყაზე ჩამოგორებული სიმწრის ცრემლი სძენდა მხოლოდ ადამიანურ იერსახეს. ____ მოგესალმებით ჩემო თბილებო.. ესეც ახალი თავი.ვეცადე ერეკლეს ემოციები სწრად და ნათლად გადმომეცა თქვენთვის. დიდი იმედი მაქვს გამომივიდა და მოგაწონებთ ამ თავსაც. ნელ-ნელა ფინიშს ვუახლოვდები და დასამალი არც არის მიყვარდება ეს წყვილი. გთხოვთ არ დაგეზაროთ თქვენი შეფასების, აზრის დაფიქსირება. იცოდეთ რომ ყოველ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ერთი ცუდი ამბავი ის არის რომ არ ვიცი ზუსტად ხვალ დავდებ თუ არა ახალ თავს. ოდნავ მაინც რომ მომეცეს საშალება აუცილებლად ავტვირთავ მაგრამ ვერ დაგაიმედებთ.. (შევეცდები სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ.) პ.ს სიყვარულით თქვენი ფენიქსი. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.