შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სრულყოფილი არასრულყოფილება (თავი პირველი)


16-04-2020, 11:52
ავტორი Les miserables
ნანახია 880

აღდგომის პერიოდი იყო.ლეას ბოლოს გამოცდა ჰქონდა მცირეხნიან დასვენებამდე.დაღლილი,მაგრამ გახარებული ბრუნდებოდა სახლში. სამედიცინოზე სწავლბდა და ალბათ წარმოგიდგენიათ რამხელა სტრესის ქვეშ იყო,თუმცა უმკლავდებოდა.არ იყო ის ტიპი დაღლის გამო საკუთარ მიზნებზე უარი ეთქვა.ცოტა უცნაურიც იყო,დიდ სიამოვნებას ანიჭებდა სწავლის პროცესი,ალბათ ინტერესის გამო,მაგრამ უფრო მუღამი ჰქონდა.ყველამ იცოდა როგორი იყო,რეალურად კი ძალიან ცოტამ.ჩაკეტილი ნამდვილად არ ერქმოდა,უბრალოდ ნაკლებად ენდობოდა ხალხს და ცდილობა ცხოვრებისგან სიამოვნება მიეღო,ვიღაცის გამო ნაკლებად ითრგუნავდა თავს,მარტივად უშვებდა ადამიანებს.იფიქრებთ უგულოაო,მაგრამ არა.იცოდა საკუთარი თავის ფასი და მისი შესაძლებლობები.ყველაფერს იმეტებდა მისი ახლობლებისთვის,თუმცა ყველა იღლება როცა ადამიანს ყოველთვის ეხმარები და ის არასდროს არაფერს გაძლევს.პრობლემა თუ ჰქონდა მარტო უმკლავდებოდა.დაქალები ჰყავდა თან ისეთი აი დაქალს რომ ვერ დაარქმევ უფრო ოჯახის წევრები იყვნენ,თუმცა მათთან იცლებოდა ბევრს გაილანძღებოდა,ამოიფრქვეოდა და მერე გადაჭრის გზებს მოძებნიდა.გოგოებმაც იცოდა რომ ლეას მათი არაფრისმთქმელი დანამშვიდებელი სიტყვები კი არა გვერდში დგომა სჭირდებოდა.
სახლში მიდიოდა,ისე შიოდა დამარინადებული სტეიკი ელანდებოდა,მეორეს მხრივ სასტიკად ეძინებოდა.ძლივს მიაღწია სახლამდე,ჭამა დაიკიდა და ბალიშს ჩაეხუტა.
საღამოსკენ გულისშემაწუხებელმა ტელეფონის ზარმა გააღვიძა.
-ჰო ლიზ
-აუუ გეძინა?! ნუ არაუშავს ახლა ადექი ჩაიცვი რამე და გამო ჩემთან,მომენატრე გოგოოო.
-აუუუ მეზარება მაგრად მართლაა,მიდი შენ გამო რა,თან ღვინო მაქვს,მოვწრუპოთ და რამეს ვუყუროთ.
-იცი ხო რითი უნდა დამკერო.კაი ვიცვამ და გამოვდივარ-ეს ლიზი იყო,ლეას ყველაფერი,მხოლოდ უცნობებს აცნობდა როგორც დაქალს,ისე კი იცოდა ყველამ რომ დაქალი ზედმეტად ზედაპირული ნათქვამი იყო.
როგორც იქნა დააყენა მოსვლას საშველი ლიზიმ.ამასობაში თეოლინემაც მისწერა რას შვებიო,ისიც დაპატიჟა ღვინოზე და ელოდებოდა ახლა სულმოუთქმელად როდის შეიკრიბებოდნენ რომ დაეტკბო თავისი გული ამ საოცარი წითელი სითხით,ასე ძალიან რომ უყვარდა.- თეოლინე ლეას მეორე სიყვარული იყო,რაღაცნაერი ურთიერთობა ჰქონდათ,დიდი ხანი იყო რაც ერთმანეთს იცნობდნენ და არც ერთხელ უჩხუბიათ,იცოდნენ რომ ყველაფერი შეეძლოთ ერთმანეთისთვის ეთქვათ და მხარდაჭერაში ეჭვი არ ეპარებოდათ.
-ხვალ ბავშვები მივდივართ ბარში,წინასააღდგომოდ უნდათ რო დავლიოთ,არ წამოხვალ შენ?
-მოკლედ დალევას მიზეზი არ ჭირდება რა.ვინ და ვინ მიდიხართ?
-ეკა,ელენე,გიორგი,ლუკა,საბა,მე და შენ თუ წამოხვალ.
-აუუ არ ვიცი ლიზ,მეზარება ცოტა მარა იმდენი ხანია სადმე არ ვყოფილვარ დამავიწყდა რას ნიშნავს ცეკვა და გაერთობა.
-ხოდა წამოხტი ახლა და მოვიფიქროთ რითი დავამშვენოთ შენი ლამაზი ტაკუნები ხვალ.
-აჰაჰააჰჰაჰ კაი კაი წამო.- განსხვავებული გარეგნობის იყო ლეა,საშუალო სიმაღლის,სუსტი იყოო ვერ იტყოდით მაგრამ კარგი ტანი ჰქონდა.შავგრემანი იყო ღია ფერის კანით საკმაოდ სავსე ტუჩებითა და ბალოტისფერი თვალებით.
აარჩიეს ტანსაცმელი და თეოლინეც მოვიდა.კარგად გაერთნენ იმ დღეს,ბევრი იცინეს,ცოტაც დალიეს და თავიანთ საყვარელ გრეის ანატომიის რამდენიმე სერიასაც უყურეს.თითქოსდა რიტუალი იყო მათთვის,სამივე კინომანი იყო და გრეის გარდა ბევრი საყვარელი ფილმი თუ სერიალი ჰქონდათ,თუმცა ერთობოდნენ.
მეორე დღეს საღამოსთვის კარგად მოემზადა სარკეში კმაყოფილმა გაუღიმა საკუთარ თავს,ლიზის შეხვდა და ბარშიც მივიდნენ.იმდენი იცეკვა ფეხებს ვეღარ გრძნობდა.იფიქრა დავისვენებო,ცოტა ხანს ბავშვებთან ჩამოჯდა.კოქტეილს წრუპავდა ვიღაც რომ დაადგა თავს.
-შეგიძლია ერთი ცეკვა მაჩუქო?- როგორც კი შეხედა მიხვდა ძველ ბიჭური ელემენტი იყო.ღმერთო როგორ ვერ იტანდა მსგავს ბიჭებს,საოცარი ცხოვრებისეული მონოლოგებით რომ ლაპარაკობდნენ,ყველგან "პალაჟენიას" რომ აყენებდნენ და ყველა მათი "ბრატი" რომ იყო.
-არა,უკვე საკმაოდ ვიცეკვე,დაღლილი ვარ- ყველანაერად ეცადა უხეშობაში არ გადასულიყო.
-ხო მაგრამ ერთი ცეკვა რა იქნება
-არა მეთქი მეტი რა ვქნა ახლა.
ბიჭს აშკარა გაბრაზება დაეტყო სახეზე მაგრამ არაფერი უთქვამს უბრალოდ წავიდა.
-ოჰჰ ლეაკო რა არის გაუტეხე ბიჭს გული
-გული გავუტეხე არა იხვის ტოლმა,ეგ მადარდე ახლა,რამდენი გოგოა რაღა მე ამომარჩია
-შენ ხარ აქ უსექსუალურესი საყვარელო-თვალების ჟუჟუნით უთხრა და ლეას გადახარხარებაც გამოიწვია.
ცოტა ხანში საბამ გაიწვია,თურმე მისი ყოფილი იყო იქვე და ეჭვიანობა უნდოდა,ლეაც დათანხმდა.ცეკვავდნენ ისევ ის ბიჭი რო წამოადგათ და საბას კითხა თუ დაუთმობდა მეწყვილეს,ლეამ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა რატო ვერ მოვიშორე ესო.
საბამ გადმოხედა,ლეამაც თავი დაუქნია.
ცეკვავდნენ,ლეას ეგონა ხელების ფათურს დამიწყებსო მაგრამ ზედმეტად თავშეკავებულიც კი იყო ბიჭი.ცეკვა როგორც კი დაამთავრეს ლოყაზე აკოცა და გაქრა.გაუკვირდა ლეას ვინ იყო ეს დარტყმულიო,ბავშვებთან დაბრუნდა და მალევე გადაავიწყდა ბიჭი.
აღდგომის დღეები ბათუმში,ოჯახებთან ერთად გაატარა ლეამ, ლიზიმ და თეოლინემ.ყველაზე უცნაური რამ კი თბილისში დაბრუნების მერე მოხდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent