შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერეკლე ქავთარაძე./დასასრული./

16-04-2020, 21:34
ავტორი Phoenix..
ნანახია 6 775

კვირის ბოლო დღე იყო, მზიანი და ძალიან თბილი ამინდი. დილიდან კარგ განწყობაზე გაიღვიძა ნიკოლეიშვილმა, მუსიკის რიტმს ტანი ააყოლა და სამზარეულოში მელოდიასთან ერთად ცივი ლიმონათი მოიმზადა. ნატიფი თითებით ამოარჩია წასაკითხი წიგნი თაროდან და ყვავილებიან აივანზე გავიდა. სახლიდან გამოსული მელოდია კიდევ უფრო ულამაზებდა დღეს. მთლიანი გონებით იყო ჩაკარგული ინგლისის პატარა ქალაქში,წაკითხულს კი გონების ფანტაზიებით წარმოიდგენდა. საღამომდე დაჰყო დრო აივანზე, სახლში წამითაც არ შესულა. ქალაქის ხმაურიც ნაკლებად აწვდენდა ხმას სმენას, თითქოს ყველა შეთანხმებულად ულამაზებდა ამ მზიან დღეს. ლიმონათიც ისეთი გემრიელი გამოუვიდა მთლიანად დალია. წიგნი უკვე დახურული მაგიდაზე იდო, გონებამ კი საკუთარი ცხოვრების გარშემო დაიწყო სვლა.
გარკვევით ესმოდა ერეკლე ქავთარაძის ხმა, რომელიც გრძნობებზე ლაპარაკობდა ასე სათუთად. წლებია გასული, იშვიათად მაგრამ მაინც უწევდა მასთან რამდენიმე წუთიანი სიახლოვე. თვალებში თითქმის არასდროს უყურებდა, გამუდმებით არიდებდა თავს იმ ადგილს სადაც, 1-2 ჯადოსნური პროცენტით შეიძლება ენახა. მაგრამ ბოლო ნახვის შემდეგ, მასთან ასეთი სიახლოვის დროს, მთლიანად იგრძნო გარდამავალი ერეკლე. თბილი ერეკლე, ისეთი როგორც არასდროს. მისი ირონიული ხმა დამთბარი და მზერა გრძნობებით სავსე.
-მგონი ვაჭარბებ...-ფიქრმა ლამის თავი აუფეთქა. სახე მოისრისა, აზმუებულ ტელეფონს დაწვდა.
-გისმენ.
-თათია სად ხარ?- მკაცრი ტონი გაისმა ამაღლობელისგან.
-სახლში.
-აბა რატომ არ მიღებ კარს?-უფრო გაუღიზიანდა ტემბრი.
-აივანზე ვიყავი და..-სანამ ლაპარაკი დაასრულა მანამ გაუღო კარები.-შემოდი.ასეთი გაბრაზებული სახე მხოლოდ იმიტომ გაქვს, რომ დიდხანს მოგიწია კარებთან დგომა?-არხეინად ჩამოჯდა სავარძელზე.
-არა. დასალევი გაქვს რამე?
-კი, წითელ ღვინოს დალევ?-ფილიპეც თავის ქნევით დაეთანხმა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა. -რამე ხდება?
-არაფერი ისეთი, პატარა პრობლემაა სამსახურში და.. არ მინდა ამაზე საუბარი.-სავსე ჭიქა გამოცალა.
-შენთან მინდოდა ლაპარაკი.
-გისმენ.
-არა, ახლა არამგონია სწორი იყოს იმაზე საუბარი რაც მაქვს სათქმელი..
-თათია, გისმენ!-დაჟინებით ქვა და მოსასმენად მოემზადა. ერთხანს ჩუმად უყურა, თითქოს ეშინოდა მისი ასეთი ცუდი ხასითის გამო, მაგრამ მეტს ვეღარ შეძლებს. ამ ბოლო დროს გამოვლენილი ფილიპე ამაღლობელის ხასიათი სრულიად უცვლის მის მიმართ განწყობს. -დიდხანს გელოდო?!
-ცოტა მძიმე თემაა, მინდოდა დამშვიდებულებს გვესაუბრა... მაგრამ რახან ასე დაჟინებით ითხოვ.- მუხლებზე დაწყობილი მტევნები ნერვიულობისგან დაიმტვრია.-არის რაღაც ჩემს ცხოვრებაში რის გამოც შეიძლება არ გამოვიდეს ჩვენი ქორწინება. -სახე უარესად აუპილპილდა ამაღლობელს. -ადრე თუ გვიან უნდა მეთქვა, არც დამალვას ვაპირებდი და მითუმეტეს არც ტყუილის თქმას.
-თათია...
-დამასრულებინე, ისედაც მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი.-ძლივს გადააგორა მოწოლილი ნერწყვი. -თვრამეტი წლის ასაკში შეცდომა დავუშვი. ერთი ბიჭი მიყვარდა...-რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა სიმართლეს მით უფრო უჭრდა სუნთქვა. -და ჩვენ ერთად ვიწექით. -ბოლოს სიტყვები სწრაფად მიაყარა ერთმანეთს და შეშინებულმა თვალები დახუჭა. ამ გრძნობისგან გული უხტოდა.-შენ გქონდა უფლება გცოდნოდა ეს საიდუმლო ჩემზე...
-რატომ დამიმალე?-გაუკვირდა? ძალიან გაუკვირდა მისი ეს კითხვა და ტონი.
-ვერ ვბედავდი თქმას, მეშინოდა.!-გულწრფელად გაპარული ხმით თქვა.
-და ახლა ? ახლა აღარ გეშინია?
-კი, მეშინია. მაგრამ ადრე თუ გვიან უნდა დამეძლია ესეც.ფილიპე გავიგებ, თუ აღარ გენდომება ჩემთან ურთიერთობა..-საუბარი სიცილმა შეაწყვეტინა.გაოცებულმა გახედა.
-რათქმაუნდა არ მენდომება.რაში მჭირდება ვიღაცის ნახმარი ქალი?! მე წმინდა ოჯახის შექმნას ვაპირებდი, შენ კიდევ ბინძური დედაკაცი ყოფილხარ.-რატომღაც მოელოდა ასეთ რეაქციას, ქვეცნობიერად იცოდა კიდეც ასეთი შედეგი..-მიკვირს აქ სირცხვილით რომ არ კვდები.
-მე ვიცი ჩემი წარსული, ის არის ჩემი ცხოვრების რეალური ნაწილი...-დამფრთხალი მზერა არსად იყო, მშვიდი გაწონასწორებული ხმა დაბრუნებოდა ნიკოლეიშვილს. -არც მცხვენია. ვიცოდი, მაშინაც ვიცოდი რომ ის გადაწყვეტილება უფსკრულის პირას ჩემივე ფეხით მიმიყვანდა და გადამჩეხავდა მაგრამ, წამითაც არ დავფიქრებულვარ, აი ასეთ რამის გაკეთება შეუძლია შეყვარებულ ქალს..სიყვარულის გამო ჩადენილი შეცდომის გამართლება შეიძლება. -თინა კანდელაკის სიტყვები ამოტივტივდა მაშინვე გონებაში.. საკუთარი მტკიცე საუბრის მოსმენა გაუკვირდა ცოტათი.
-შენი გარყვნილი საქციელით ნუ სვრი სიყვარულს.-იყვირა, თვალები დაექაჩა. -როგორ გაბედე ჩემი გასულელება.. როგორ იფიქრე რომ ასეთს მოგიყვანდი ცოლად..
-არ ვიცი.. მაგაზე არც მიფიქრია. ფილიპე ახლა ხომ იცი, შეგიძლია ადგე და უსიტყვოდ დამტოვო. არაა საჭირო ყოველ სიტყვაში ჩემი დამცირება. -მკლავებში ჩაფრენილი კაცის მოშორება სცადა.
-შენსკენ საკოცნელად წამოსულს ისე მენაზებოდი, ხანდახან კოცნისაც კი მერიდებოდა... უმწიკვლოს როლს მშვენივრად ირგებდი.
- მსგავსი არაფერი ყოფილა, ძალიან გთხოვ აიღე ეს ბეჭედი და წადი. ნუ დაიმცირებ ჩემთან თავს, არ ეკადრება შენნაირ აღზრდილ კაცს. უი და ისე სად გაქრა შენი ჯელტმენური მანერები, აი მუდამ თავს რომ იწონებდი მაღალ არისტოკრატიულ საზოგადოებაში.
-როგორ ბედავ და ეხები ჩემს ღირსებას?-მისკენ აღმართული ხელი ლაწანით რომ უნდა დაშვებულიყო ლოყაზე გააშეშა ქალის უშიშარმა მზერამ.
-სწორედ ეგ გაკლია ძვირფასო და ნაწილაკებად ჩამოანგრევ კაცს შენი სახით.-დაბნეულობა სათავისოდ გამოიყენა, მის ხელებს მოშორდა. თითიდან ბეჭედი მოიხსნა. -ძალიან დიდი იმედი მაქვს ბედნიერ ოჯახს შექმნი ვინმე შენნაირ არისტოკრატთან.. სხვა შემთხვევაში ყველა ქალი მებრალება შენს გვერდით წარმოსადგენად. -მშვიდად გაუწოდა ბლიანთის გროვა. გაშეშებული უყურებდა ქალის ლამაზ თითებში მოქცეულ რგოლს. თვალები დასევდიანებული და თითქოს დაპატარავებულიც იყო. ნიკოლეიშვილმა ვერ გაიგო რამ გამოიწვია მისი ასეთი ცვლილება.
-მე მართლა მინდოდა შენი ცოლად მოყვანა.
-იმის გამო არა რომ გიყვარვარ.. ყოველთვის ჩანდა შენი დამოკიდებულება ჩემი გარეგნობის მიმართ. გინდოდა ცოლი, რომელსაც გვერდით დაიყენებდი და მისი ღმილით ან გარეგნობით იტრაბახებდი საზოგადოებაში. მოგწონდა ჩემი დათმობითი ურთიერთობა, გეგონა ყველა შენს ბრძანებას ყურმოჭრილი მონასავით შევასრულებდი, მაშნაც კარგად მივხვდი როგორ გაიოცე კაბის გამოცვლაზე რომ შეგეწინააღმდეგე..-თავი დახარა.-შენ უბრალოდ ლამაზი მონა გჭირდებოდა ფილიპე. იმედი მაქვს შენც შეგიყვარდება ისე ,რომ ამ გრძნობის გამო უამრავ შეცდომას დაუშვებ და მერე შეიძლება რაღაც დოზით მეც გამიგო.გთხოვ ფილიპე ნუ შემიძულებ ამ გრძნობის გამო, მან ისედაც ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა.. - სინაზით ესაუბრებოდა ამაღლობელს.- შენი ბედნიერება ყოველთვის გამახარებს. -თვალებს არ აშორებდა ფილიპე ამაღლობელის ემოციებს, წამებში რომ იცვლებოდა. საუბრის მონაკვეთებში უარყოფის ნიშნად თავს უქნევდა, ხანაც ეღიმებოდა. ბეჭედი გამოართვა და დაუმშვიდობებლად დატოვა თათა ნიკოლეიშვილის სახლი.
ოთახში მარტო დარჩენილმა იმხელა შვება იგრძნო, მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე და ღრმად ამოისუნთქა. მაინც შემოუტიეს ემოციებმა და ცრემლებიც გადმოგორდნენ. რომ გეკითხათ რა ატირებდა პასუხი არ ჰქონდა. მოთქმა მეგობრის ზარმა შეაწყვეტინა.
-ჰოუ..-სრუტუნით უპასუხა.
-რა გჭირს თათა?-შეშფოტებულმა იკითხა.
-თუ იკა გამოგიშვებს მოდი ჩემთან რა.. ნინის არ უთხრა მარტო მინდა შენი ნახვა.
-კაი, ჩავიცვამ და გამოვალ.რამეზე მომიწევს ნერვიულობა?
-არა, სანეერვიულო არაფერია უბრალოდ მჭრდები.
-კაი თათ. ვეცდები მალე მოვიდე.-ტელეფონი გათიშა და ტელევიზორში გაშვებულ შავ-თეთრ ფილმს გაუშტერა თვალი. რაღაც დოზით ალბათ ფილიპეს ლაპარაკმაც იმოქმედა, მასთან ამდენთვიანმა ურთიერთობის დასრულებამ. როგორც საქმროს კი არა ალბათ როგორც ადამიანის დაკარგვა ეწყინა თათას. რთულია შეჩვეული ადამიანის ასე გაშვება.
***
კარის ხმაზე თავი წამოყო სავარძლიდან. პლედი მუხლებზე გაისწორა და წამოჯდა. მალევე გამოჩნდა ქავთარაძე მისაღებში, სირბილისგან აჩქარებული სუნთქვით ჩამოუჯდა წინ. სანამ რამეს იტყოდა გულზე ხელი მიიჭირა და ამოიხვნეშა.
-თათა, რა გჭირს?-როგორც იქნა სუნთქა დარეგულირებულმა მოახერხა თქმა.
-ჩემს გრძნობებზე მჭირდება ლაპარაკი, ხმამაღლა ლაპარაკი...მოსმენა მჭირდება, მხოლოდ მოსმენა. გაკიცხვა და სიბრალული აღარ მინდა ისედაც სავსე ვარ.
-თათა.-სევდიანად გახედა.- გისმენ.
-მიყვარს შენი ძმა. იცი როდიდან?-ღიმილით გახედა მეგობარს. -შენთან სახლში სამზარეულოში რომ ვისხედით უკვე ძალიან გვიანი იყო, მეცადინეობა დასრულებული გვქონდა. ერეკლე მაშინ ნასვა მოვიდა. ოჰ გოგოებო ჭორაობისთვის მოგიცლიათო?!-გაეღიმა წარსულის გახსენებაზე.-მაშინ პირველად გავიგე მისი თბილი ხმა. მერე ჩამოგვიჯდა და მისთვის ყველაზე ძვირფასი სასმელი გაგვიხსნა და ცოტ-ცოტა დაგვალევინა. შენ მიჩვეული იქნებოდი მის ღიმილს, მე კიდე პირველად ვნახე ჩემს მიმართ ასე გაღიმებული. ადნავ ამოსულ წვერში პატარა ღრმულები წარმოიქმნა და ვიგრძენი... ვიგრძენი როგორ გადამიარა ამ ცუნამმა და მთლიანად დატოვა მისი წარუშლელი კვალი. მაშინ უაზროდ ავიკვიატე და საკუთარ თავს წარმოსახვებით ერეკლეს სიყვარული ვაიძულე.- მთელი ყურადღებით ისმენდა მეგობრის აღიარება, ისიც მშვენივრად ეტყობოდა რამდენად უჭრდა ყოველი სიტყვის თქმა. - შემეძლო გამეცა იმდენი,რამდენსაც ის მომთხოვდა.შემეძლო ყველაფერზე მეთქვა უარი. პრინციპებზე, სურვილებზე, მომავალზეც კი. საკუთრ თავს ვკარგავდი და ამაზეც გავჩუმდი. უჯარმაში კი გავეცი უსასყიდლოდ, ჩემივე ნებით და სურვილით. ვაჩუქე თავი და ამას არცერთი წამით არ ვნანობ.. აი ახლაც მარტო ვზივარ სახლში და ვფიქრობ, რომ არა ის დღეები რა იქნებოდა ჩემს თავს.. მაშინებს, ჰო მაშნებს რადგან არ ვიქნებოდი დამწვარი, ფერფლად ქცეული თათია. თავიდან მეგონა ვიშლებოდი ჭკუიდან ასე ავადმყოფურად რომ შევიყვარე და საკუთარ თავს არ მივეცი ბედნიერების საშუალება, არ დავივიწყე.. არ წავშალე... მარიამ შემეძლო, მაგრამ არ ვქენი რადგან იმ დღეს მიღებული ბედნიერება, იმდენად დიდი იყო ჩემში რომ მავსებდა. მალამოდ ედებოდა ყველა ნაკაწრს და მსიამოვნებდა. დღესაც ვგრძნობ, მის სურვილებს ჩემს სხეულზე რომ დათარეშობენ, ეხებიან ყველა ვნების ნაწილაკს... ღამე ღია ფანჯრიდან შემოსულ სურნელში მისას ვამსგავსებ.-გაჩუმდა..-აბა რისი სურნელი აქვს ერეკლეს?
-ალბათ, სიგარეტის და “Boss-ის Unlimited”.-ღიმილით გააქნია თავი თათამ, ტუჩებიც გააწკლაპუნა უარყოფის ნიშნად.
- თამბაქოს და საზამთროს ნარევი აქვს. თითქოს გრილი მაგრამ, საოცრად ტკბილი სურნელი.
-როგორ შეგიძლია ასეთი სიყვარული თათა? ვიტირებ...
-შენს ნიშნობაზე მელაპარაკა, ამდენი ხნის მერე პირველად გამაგონა მისი ხმა. თითქოს დაასრულა ჩემი წამება მაგრამ ეკეს ასეთმა ტემბრმა უარესი ჯოჯოხეთი მომიწყო...-ხელებში ჩარგო თავი. -დროის მიერ დაკერებული იარები ისე გამეხსნა მეეგონა სისხლისგან დავიცლებოდი, ვგრძნობდი წნევის ვარდნას და ამას მხოლოდ ერთი... ერთადერთი უნაზესი შეხებით ახერხებს.მისი ნათქვამი: „სულითხორცამდე ჩემი ხარ..“-ბედნიერების წამიერი გაელვება იყო. იმ დღეს პირველად ვიწამე სასწაულის... -გაჩუმდა და უკვე ჩაბნელებულ სივრცეს დაუწყო ყურება ფანჯრიდან. ორივეს დუმილი ჰქონდათ გადაკრული ბაგეებზე.
-რატომ არ იბრძოლე თათა ამხელა სიყვარულისთვის?
- გამანადგურა მისმა სიტყვებმა. იმ დროს იმდენად არ ვიყავი მისი, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. როგორ უნდა მებრძოლა, როცა მისთვის ნაყიდ საქონელს ვგავდი?-თვალები აუცრემლიანდა.
-თათა..-სიტყვებს ვერ პოულობდა მეგობრის სანუგეშოდ.
-ფილიპე დამშორდა..-სიმწრით გაეცინა.-დღეს ველაპარაკე და ვუთხარი ყველაფერი... გარყვნილი ქალს ხომ არ მოიყვანდა ცოლად?! -ირონიით აპრიხა ტუჩის კუთხე. -ბეჭედი დავუბრუნე და ბედნიერებაც ვუსურვე.. აი ასე დასრულდა ფილიპე ამაღლობელი ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე..
-ერეკლეს უყვარხარ.
-ვიცი, ახლა უკვე ვიცი.. მისგან შორს ყოფნა აღარ მინდა, აღარ შემიძლია. ახლა ნამდვილად ვაპირებ მისთვის ბრძოლად.. ჯერ ცოტა დრო მინდა, უნდა დავმშვიდდე და მერე შენი დახმარება დამჭრდება.. -ტირილით გაიღიმა და ცრემლებში არეკლილმა სიყვარულმა მთლიანად გაანგრია გულის დარაბები სადაც ის იმალებოდა.
***
ახალ სახლობას აღნიშნავდნენ მეგობრები ბაქრაძის სახლში... მყუდრო გარემოს მთლიანად ახმაურებდა უამრავი სტუმრის ბედნიერი ხმა და მუსიკა. კედლები გაჯერებული იყო ალკოჰოლით და თამბაქოს სუნით. სამზარეულოში მოგროვილი გოგონები მოდურად ჭრიდნნენ ხილს და ამას ყველაფერს ფოტოებზე აფიქსირებდნენ. იქვე დახლზე მიყრდნობილი იდუმალი ღმილით გამოირჩეოდა ნიკოლეიშვი. მთელი მონდომებით შეურჩევია ტანსაცმელი. აი ეს ის მომენტია როცა მიზანი საშუალებას ამართლებს. ჯერ მხოლოდ თვალებს შეუტევს და ნელ-ნელა სრულ ოკუპაციაზეც გადავა...
-მარიამ, შენი ძმა მოვიდა..-ირაკლის ხმამ ორივეს ყურამდე მალევე მიაღწია.. გაეღიმა მეგობრის ქმრის საქციელზე, როგორი მონდომებით გააგონა სასურველი სტუმრის შემოსვლა სახლში. კარებს ზურგი აქცია, კიდევ ერთი ჭიქა, დაბალ ალკოჰოლიანი სასმელი დალია და ისე გავიდა მასთან შესახვედრად.
მისაღებში ყველას სათითაოდ მიესალმა, არც ქალი გომორჩენია იქვე უჩუმრად მდგარი იდუმალი ღიმილით. მისკენ წავიდა.
-გამარჯობა თათა..-ჩვეული მომაჯადოებელი ტემბრით უთხრა და ლოყასთან, უფრო ტუჩის კიდესთან აკოცა. ჟრუანტელის დამალვა შეძლო ზემოდან მოხურულმა კრემისფერმა მოსაცმელმა. მაგრამ სახეზე აღბეჭდილ ემოციას სადღა დამალავდა.
-გამარჯობა ერეკლე.- ნავარჯიშები ხმით თქვა,დემონურ თვალებში უყურა და გვერდი აუარა. შეკავებული ღიმილით დაჯდა ნინის გვერდით რომელიც ამ ორს საეჭვოდ აკვირდებოდა.
-რაღაც გამოვტოვე ხო?
-არ გეწყინოს, მოგყვები აუცილებლად.
-არა რახანც იმ დაყენებულს მოშორდი რაღას ვჩივი. თან უხდებით ერთმანეთს.
-ნინი, ხმადაბლა.-მეგობრის ტონზე გაეცინა და გვერდი ნაზად მიარტყა. ამ ორის ცეცხლი ისე გიზგზებდა ოთახში ლამის ყველა დაეწვა.ერთმანეთის პირისპირ მჯდარი ორი სხეული უსიტყვოდ ყვებოდნენ გრძნობების შესახებ. მათი თვალების კონტაქტი. ერთი დიდი ემოციაა,შიგნით ჩატეული ვნებები, სიამოვნების ხმები. ერთმანეთს ჩაბღაუჭებული სხეულები, კაცის სხეულზე ასახული ქალის ვნებები. უბგეროდ მიხვედრილი სურვილები და გამქრალი წყვილი..
სახლის ეზოში, სექტემბრის ნიავს მოყოლილი სურნელი ცხვირს წვერს უწვავდა. გული ბედნიერებით იყო სავსე...
-იცი რა მიყვარს შენში? -დაბალი ტემბრით თქვა, მიუახლოვდა და კისერი გაუნთავისუფლა თმისგან. -მზის სხივები რომ გაყრია სახეზე, პატარა ჭორფლები რომლებიც მხოლოდ ზაფხულს ჩნდებიან... -ყურთან ჩურჩულებდა ქავთარაძე ღიმილით. -მიყვარხარ თათა, სულის შეშლამდე მიყვარხარ... გაუსაძლისად დიდი ტკივილით მიყვარხარ. -რა ლამაზი მოსასმენია ალბათ ნანატრი სიტყვები კაცისგან.. ორგანიზმიდან, გულიდან ამოსული სუფთა სიტყვა, რომელიც ერთი ამოსუნთქვაა..
-ეკე..-მისკენ შემოტრიალდა დაბრუნებული ბავშვური სილაღით. მტევნები კისერზე მოხვია და ფეხისწვერებზე აიწია. შეუხებლობის კვნესა აღმოხდა ნიკოლეიშვილს. -ნიძლავი ორივემ წავაგეთ..-ტუჩებთან დაიჩურჩულა.
- ერთი ცხოვრება არაა საკმარისი. ეს ცხოვრება არ მეყოფა თათა შენით დასატკბობად.. -კოცნას არ ჩქარობს, მშვიდი ხმით უძვრება სხეულში და ყველა ვნებას აღიზიანებს. -ჩემი.. ჩემი ვნებიანი ბავშვი..-და წლების ნანატრი შეხება. ფეხიწ სვერიდან შეპარული ჟრუანტელი, რომელმაც თავის ქალას ააღწია. უცვვლელი არომატი და დამატებით სიყვარულის სურნელი.
სიყვარული... რა რთული გრძნობაა.. გრძნობა რომელიც ტკივილისგან გკლავს, გისერავს გულს. სისხლის ბოლო წვეთამდე ანთავისუფლებს მფეთქავ ორგანოს. ანდაც ცაში აგაფრენს, ფრთებს გამოგასხავს.
რთულია მისი არსის გაგება!
ყველა ადამიანს თავისი სიყვარული აქვს.

____
დასრულდა მათი ამბავი... ეს თავი თავისით დაიწერა.. თითებმა, ემოციეიბი გადმოიტანეს და გადასაკითხად დაწყებული უკვე ვიცოდი როგორც უნდა დასრულებულიყო. დაგპირდით არაბანალურობას მაგრამ რამდენად გამოვიდა არ ვიცი... მთლიანად შეცვლილი დასასრულით გემშვიდობებით დროებით სანამ ისევ არ მოვა მუზა.. მომენატრებით ძალიან..
პ.ს სიყვარულით თქვენი ფენიქსი.

№1 სტუმარი სტუმარი Kuku

აქტიურად რომ აქვეყნებდი საიტზე მოთხრობებს ყველა მომდევნო თავსა თუ ისტორიაში დიდი პროგრესი გემჩნეოდა. ყველაზე მეტად შენს ისტორიებში ის მომწონს თუ რა ძალიან კარგად გადმოსცემ ტკივილს, მაგრამ ეს ისტორია თითქოს შენეული იყო მაგრამ შენი დონის მაინც არ იყო, არ იყო შენებური ემოციები ტირილს რომ მოგაგონებს. საშინლად არ მომეწონა პატარა ბავშვის ნაწერს გავდა რაღაცები.მაგრამ მაინც შენი ძველი ისტორიების ფანი ვარ
და ვიმედოვნებ ბევრად უკეთესი ისტორიებს დაწერ და მალე დაბრუნდები
ნ.პ

№2 სტუმარი ტაისა

მადლობა!
ძალიან დიდი მადლობა ემოციებისთვის❤

ფილიპეს მსგავსი ადამიანები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ დედამიწაზე!

არც კი იფიქრო , რომ რამე ბანალურია, ძალიან კარგი გოგო ხარ)))))
მიყვარხარ და ბევრი წარმატება❤❤❤

№3  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი Kuku
აქტიურად რომ აქვეყნებდი საიტზე მოთხრობებს ყველა მომდევნო თავსა თუ ისტორიაში დიდი პროგრესი გემჩნეოდა. ყველაზე მეტად შენს ისტორიებში ის მომწონს თუ რა ძალიან კარგად გადმოსცემ ტკივილს, მაგრამ ეს ისტორია თითქოს შენეული იყო მაგრამ შენი დონის მაინც არ იყო, არ იყო შენებური ემოციები ტირილს რომ მოგაგონებს. საშინლად არ მომეწონა პატარა ბავშვის ნაწერს გავდა რაღაცები.მაგრამ მაინც შენი ძველი ისტორიების ფანი ვარ
და ვიმედოვნებ ბევრად უკეთესი ისტორიებს დაწერ და მალე დაბრუნდები
ნ.პ

მადლობა დიდი...მეც ვიცი რომ არაა ინორის მსგავსი ემოციური..მაგრამ იმედი მაქვს მაინც დარჩები ჩემი მკითხველი❤️

ტაისა
მადლობა!
ძალიან დიდი მადლობა ემოციებისთვის❤

ფილიპეს მსგავსი ადამიანები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ დედამიწაზე!

არც კი იფიქრო , რომ რამე ბანალურია, ძალიან კარგი გოგო ხარ)))))
მიყვარხარ და ბევრი წარმატება❤❤❤

მადლობა თუ ასე ფიქრობ,ცოტა მალე დასრულდა მაგრამ ამ მმენტში ასე ჩავთვალე საჭიროდ❤️

№4 სტუმარი სტუმარი ლიზა

რატომ მოსხიპე ესე უცებ

№5 სტუმარი სტუმარი მანჩო

ცუდია მალე რომ დაასრულე. ❤❤❤მაგრამ ეს შენი არჩევანია ახალ ისტორიას ველი

№6 სტუმარი ......

ავტორს საერთოდ არ ვეხები უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ, ზედმეტად მშრალი დასასრული გამოგივიდაა, ჰოპ და უცებ მოვიდა გონზე, ფელიპე უფრო მეტად ჩანდა ვიდრე ერეკლეე, საერთოდ მისი განცდებიც კი ვერ დავინახე მხოლოდ ორი სიტყვაა, პერსონაჟს თუ გავაკრიტიკებ ეს ავტორმა მასზე არ უნდა მიიღოს თუ კრიტიკას ვერ ღებულობს მაშინ არც უნდა ატვირთოს საიტზეე , მე პირადად დაუკმაყოფილების შეგრძნება დამრჩა ის სიამოვნება ვერ მივიღე რაც წინა ისტორიებიდან და ძალიან საწყენია. წარმატებები.

№7  offline მოდერი Phoenix..

......

არსად დამოწერია რომ კრიტიკას ვერ/არ ვიღებ..მეც ვაღიარებ რომ არა ისეთი როგორც მჩვევია..მაგრამ არ მინდოდა შუა გზაში გაჩერება ხოდა დასრულდა.

№8 სტუმარი Caterina

ზუსტად ისეთი დასასრული აქვს როგორიც უნდა ჰქონოდა...
არაჩვეულებრივი რომ ხარ უკვე კი გითხარი...
წინა თავზე დაფიქსირებულ კომენარებს კიდევ ნუ მიაქცევ ყურადღებას... ვისაც გიჟურად,მოლეკულურ დონეზე არ ყვარებია ის ნამდვილად ვერ გაუგებს თათას...
წარმატებები შენ ჩემო გოგო...

№9  offline წევრი Papuna

მოკლედ ძაანნ მაგარი იყო ისეთი როგორიც წარმომწსგინა დასასრულიი უმაგრესი წყვილიაა❤❤შენ კი ძაან მაგარი მწერალიი❤❤❤

№10  offline მოდერი Phoenix..

Papuna
მოკლედ ძაანნ მაგარი იყო ისეთი როგორიც წარმომწსგინა დასასრულიი უმაგრესი წყვილიაა❤❤შენ კი ძაან მაგარი მწერალიი❤❤❤

მწერალი ცოტა დიდი ნათქვამია, მაგრამ მაინც დიდი მადლობა❤️

№11 სტუმარი სტუმარი თაკოო

ეს ისტორია უფრო ვრცლად რო დაგეწერა იქნებოდა შენი ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია.ამ ისტორიაში არც ის სიძლიერე ჩანდა რასაც ამბობდი თათიაზე და არც ის,ერეკლე რას განიცდიდა.ჰოპ დაშორდა ფილიპეს და 1-ლივე შეხვედრაზე შეურიგდა ერეკლეს.არ ვიცი,შეიძლება შენ ეს გქობდა ჩაფიქრებული და კმაყოფილი ხარ რაც გამოგივიდა, მაგრამ შენ, პირადად ჩემთვის ეს იმ "ფენიქსის" ისტორიებია არ იყო,ვისი გულისთვისაც წარამარა ვსქროლავდი საიტს სიახლის მოლოდინში.წარმატებებს გისურვებ ❤❤❤

№12  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი თაკოო

არც მე ვარ კმაყოფილი..არ მომწონს და წაიშლება კიდეც საიტოდან. უბრალოდ სრულოად გაჩერებას ასე ვარჩიერ..

№13 სტუმარი სტუმარი თაკოო

Phoenix..

გასაგებია,გაურკვეველი დროით ლოდინს ჯობია ნაჩქარევი დასასრული :დდ კარგი ისტორიაა,არ გააბანალურე და 1ელივე სექსზე ორსულად არ დატოვე თათია,რაც ისტორიებში ხშირია და მომწონს იდეა,უფრო ვრცლად თუ დადებ ძალიან გამიხარდება.ერთ-ერთი ავტორი ხარ ვისი ისტორიებიც მოამედებს ჩემზე და გამიხარდება ასე თუ გააგრძელებ.

№14  offline მოდერი Phoenix..

ვიფიქრებ მათი ამბის გაგძელებაზე,მაგრამ ვერ აგპირდებით.მადლობა ასეთი სითბოსთვის❤️

№15  offline წევრი მე♥უცნაურე

ცოტა დამაკლდა, 1 თავით მეტი რომ ყოფილიყო უფრო კარგი გამოვიდოდა. სადღაც გაიქეცი, თითქოს.
ფილიპეზე ძალიან მაგრად გამეცინა... ასეთი დაზომბირებული ტიპები, არ მევასება და მეცოდებიან.
ერეკლე და თათია დამაკლდა.
თუმცა, საბოლოო ჯამში კარგი იყო.
პ. ს. გუშინ დავწერე კომენტარი და სად წავიდა? :/

№16  offline მოდერი Phoenix..

მე♥უცნაურე
ცოტა დამაკლდა, 1 თავით მეტი რომ ყოფილიყო უფრო კარგი გამოვიდოდა. სადღაც გაიქეცი, თითქოს.
ფილიპეზე ძალიან მაგრად გამეცინა... ასეთი დაზომბირებული ტიპები, არ მევასება და მეცოდებიან.
ერეკლე და თათია დამაკლდა.
თუმცა, საბოლოო ჯამში კარგი იყო.
პ. ს. გუშინ დავწერე კომენტარი და სად წავიდა? :/

ორჯერ დაიდო სიახლე და ალბათ მეორეზე დაწერ.. არ ვიციი ასე დამემართა ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა და გადავწყვიტე დასრულება.მადლობა ბოლომდე რომ გამომყევი და გპირდებით მალე დავბრუნდები❤️

№17  offline წევრი თეოფილე

ძალიან კარგია. მიყვარს ბედნიერი დასასრული ❤️

№18  offline აქტიური მკითხველი grafo

მე მგონი შენზე ძალიან მოქმედებს კომენტარები და შესაბამისად შენს მუზაზეც.
წინა თავზე თათას დებილი რომ უწოდეს ძალიან განიცადე და ყველა კომენტარის პასუხზე გეტყობოდა წყენა არა, ტკენა. გისურვებდი ცოტა ზღვარი იპოვო. ეგ თავი რომ ჩავამთავრე მე დებილის აღმატებული ფორმა მინდოდა გამომეყენებინა კომენტარში, მაგრამ შენი "რეაქცია" რომ ვნახე გავჩერდი.

კომენტარის ველი იმისთვის გვაქვს მკითხველს რომ აზრი , ემოცია დავაფიქსიროთ რომელიც ავტორმა ჩვენამდე მოიტანა. ავტორს პიროვნულად არ შეგხებიან და ისაუბრონ შენს გმირებზე. თუ რამე შენზე მოქმედებს, კი არ განიცადო არამედ იმაზე იფიქრე უფრო ზუსტად როგორ გააგებინო მკითხველს რისი თქმაც გინდა. კომენტარებში შენი პასუხებით უფრო მეტი გავიგე თათაზე, ვიდრე ისტორიიდან (პატარა დეტალებს ვგულისხმობ).

ნუ გრცხვენია ამ ისტორიის. ჩემი აზრით არაფრით არ უნდა წაშალო. შენი მკითხველი ამას არ იმსახურებს. რაც არ უნდა დებილი იყოს თათა და რაც არ უნდა დანაკლისი გვქონდეს ნაჩქარევი დასასრულის გამო, მკითხველს გვიყვარს ძველ ისტორიებზე მობრუნება და ამ ისტორიას არაფერი არ დაუშავებია, რომ წასაშლელად გაიმეტო.

გაითვალისწინე ყველაფერი(რა გეწყინა, რატომ, იქნებ რამე შეგეშალა/ან ჩვენ) , არ იჩქარო და დაბრუნდი მალე :*.

№19  offline მოდერი Phoenix..

grafo

რატოომ გამშიფრე? მადლობა აი არ ვიცი სიტყვები არ მაქვს ...ვეღარც ვწერ და ვფიქროობ. დავბრუნდები აუცილებლად კიდევ ერთი "რეალურ-ბანალური" ისტორიით.მადლობა შენ რომ ჩემი მკითხველი ხარ და ასე გამიცანი❤️

№20 სტუმარი ინა

ორ დღეში ყველა შენი რომანი წავიკითხე ♥️♥️ არაჩვეულებრივი ხარ

№21 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორ შეიძლება შენ გაჩერდე და არ წერო, ეს დანაშაულის ტოლფასია...საუკეთესო ხარ!????????????

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent