ჩემი ცხოვრების გზა (vol.6,the end)
თუმცა მოხდა ის,რისიც ასე ძალიან მეშინოდა...დავკარგე ჩემი ერეკლე,რომელმაც 3 თვის განმავლობაში შეძლო თითქმის შეუძლებელი,ამ მცირე დროის განმავლობაში თავი თავდავიწყებით შემაყვარა,მე ის საკუთარ თავზე მეტადაც კი შევიყვარე და მის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. მეგონა მასთან მაინც ვიქნებოდი ბედნიერი სიცოცხის ბოლომდე,თუმცა ეს სიცოცხლე ძალზედ ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის,ისევე როგორც ჩემთვის... ღმერთს გამუდმებით ერთსა და იგივე კითხვას ვუსვამ,რატო მართმევს იმათ,ვინც ყველაზე მეტად მიყვარს?მართალია,რომ ამბობენ ღმერთს თავისთან მხოლოდ კარგები მიყავსო,მაგრამ ცოტა ხნით,მაინც დაეტოვებინა ისინი ჩემთან რა მოხდებოდა? სულ ცოტახნით,ნუთუ ბევრს ვითხოვდი... ერეკლე,ჩემი ერეკლე 3 ივლისს მოვკდა ავტოავარიაში და ეს იყო,სწორედ ეს იყო ბოლო წვეთი ჩემთვის,ნუთუ შესაძლებელია ადამიანმა 20 წლის განმავლობაში ამდენი სიმწარე ნახოს,ასეთი რა დავაშავე,რომ საფასურს ასე მახდევინებენ.იცით,ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი ჩემს დანაშაულს?-ეს არსებობაა,ჩემი არსებობაა დანაშაული,მე არ უნდა დავბადებულიყავი,არ უნდა მოვლენილიყავი ამ ქვეყნად,მაშინ ამდენი უდანაშაულო ადამიანი არ დაიღუპებოდა.მეგონა ძლიერი ვიყავი და შევძლებდი ყველაფრის ატანას,ასეცაა შევძელი ყველაფრის ატანა ერეკლეს სიკვდილის გარდა,მე უბრალოდ არაფერი დამრჩენია აქ,სიცოცხლისთვის ერთი მარტივი მიზეზიც კი არ მაქვს,გადავწყვიტე მეც დედასთან და ერეკლესთან წავიდე,ჩემი ცხოვრების გზამ ერეკლესთან მიმიყვანა და ასე იქნება ცხოვრების შემდგომაც,მე კვლავ დავადგები იმ გზას,რომელიც ერეკლემდე მიმიყვანს. ასე მძიმედ და ტრაგიკულად დასრულდა ჩემი პირველი ისტორია,მადლობა მათ,ვინც კითხულობდა.იქნებ გამიზიაროთ თქვენი აზრი ამ ისტორიასთან და ზოგადად ნაწერთან დაკავშირებით,მივიღებ კრიტიკასაც და ვეცდები შემდგომში გამოვასწორო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.