შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გასაუბრება სიკვდილთან /სრულად/


19-04-2020, 00:12
ავტორი Mary Drey
ნანახია 12 313

„გვარწმუნებენ, რომ თვითმკვლელობა ლაჩრობაა... რომ თვითმკვლელობა არასწორია. თუმცა, ფაქტია, რომ ადამიანს სხვა არაფერზე აქვს იმხელა უფლება, რამხელაც საკუთარ თავსა და სიცოცხლეზე.“

იმ დღის შემდგომ უყურადღებობა დაგჩემდა. ჩავთვალე, რომ ყურადღება აზრის ორმხრივ გააზრებასთან იყო ურთიერთკავშირში, შესაბამისად, აზრების შეუთანხმებლობა იწვევდა მის ნაკლებობას. ინტერესი წინა პლანზე წამოვწიე და სურათად დარჩენილ მამაკაცის სახეს, კითხვებზე პასუხის გაცემას ვთხოვდი. რა იქნებოდა მნიშვნელოვანი სიყვარულისთვის მოსიყვარული გულების იდეურ თანხვედრას ყურადღება რომ არ მოსდევდეს? ალბათ, არც არაფერი.
ვუყურებ თეთრ სახეს, რომელსაც ერთ დროს სიცოცხლით სავსე მიმიკებს იტევდა. ახლა კი არაფერი... არაფერი გარდა მკვდრისთვის დამახასიათებელი სპეციპიკური ფერისა.
მინდა მთელი ძალით ჩავიკრა გულში. სიცოცხლით ავავსო მისი ჩამქვრალი თვალები, რომლებიც უამრავ, ულევ მოგონებებს იტევს.
თითქოს მის სიკვდილთან ერთად, გაწყდა ჩემი სასიცოცხლო სიმებიც, რომლებიც მუდამ კავშირშნი იყვნენ რეალობასთან.
მისი წასვლის შემდგომ წერა დამჩემდა. ეს ერთადერთი იარაღი გამოდგა, მასთან კონტაქტისა.



17.01.2020

ორი წელია ნამდვილი მეგობარი აღარ მყავს. ყველა ერთიანად გაიხრწნა და გახუნდა. შენ კი აქ აღარ მყავხარ. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ვუყვარდი, ჩემი მინუსებიანად.
მეორე ახალი წელია, შენს საფლავს ფეივერკი ანათებს. ალბათ საშინლად გაწუხებს, ეს გაუსაძლისი ხმაური, როგორც მე უშენობა. ნეტავ ახლა რას შვები. რაზე ფიქრობ, ან და რა გაწუხებს?!
იცი? ბევრი მეგობარი მეგონა, რომ მყავდა. თურმე ყალბი ადამიანების გარემოცვაში ვყოფილვარ მოქცეული. არადა როგორ მწამდა მათი....
მე უკვე აღარაფერი დამრჩა...
აღარაფერი დამრჩენია და ნუთუ ღირს ისეთი ცხოვრება, სადაც არაფერი ხარ?!
შენთან როგორი ამინდია?
ხომ არ გცივა?
ნეტავ შემეძლოს შენი გათბობა...
ნეტავ შემეძლოს გულში ჩაგიკრა და ის სიტყვები გითხრა, რაც შენი სიცოცხლის პერიოდში უბრალოდ ვერ ვთქვი, ან უბრალოდ ვერ გავბედე.
იცი? ეტაპობრივად ჩვენი საუბარი ცოცხლდება გონებაში... ისინ მომაგონდა, როცა მითხარი მინდა ერთად ვიყოთო, მაგრამ მე გეუხეშე იმის გამო, რომ სხვანაირად ვერ შემოგხედავდი. მაგრამ იქნება მეცადა და დღეს ასე არ ვყოფილიყავით, სხვადასხვა კონტინენტებზე? ნეტავ ადრე თუ გვიან ვიპოვო, შენამდე გაუკვალავი გზა და ჩაგხედო მაგ ღრმა თვალებში, რომელიც ერთ დროს მე მიმზერდა... ნეტავ შემეშლოს, ჩემო წარსულში დაბრუნება... დღეს ალბათ ცოცხალი იქნებოდი.
მოგონებები თავისას შვება და მახმობს. ისიც არ ვიცი შენამდე როგორ მოვიდე... არადა როგორ საშინლად მჭირდები. როგორ მიყვარხარ...
ნეტავ ახლა რას ფიქრობ, ჩემო?!
არა, გცივა... რადგან შენზე ფიქრისას მეც ყინულად ვიქცევი. მეც მედება სასიკვდილო სენი და მიწისკენ უნებლიედ მქაჩავს... ნეტავ ჩემი გესმის, ჩემო? ან სულაც სად ხარ, დამიბრუნდი... არ მემეტები ამ გაუსაძლისად ცივი მიწისთვის.
უსამართლობაა. მთელი ცხოვრება ერთი დიდი უსამართლობაა, რადგან შენ დაგკარგე, ჩემო!


20. 01.2020

მალე ერთად ვიქნებით, ჩემო. ამას მე გპირდები. მალე ჩაგიკრავ გულში და მოვშორდები ამ დაწყევლილ ცხოვრებას, რომელშიც არავინ ხარობს...
შენზე ოცნება ყველაზე ტკბილი ყოფილა და უფრო მეტად ვმშვიდდები, როცა ვიცი რომ მალე შენს გვერდით ვიქნები, უსასრულოდ...!
მე მესმის შენი. ვიცი, როგორია იქ სიცოცხლე სადაც უბრალოდ არსებობა არ გინდა. შენ ამას ზურგი აქციე და გაექეცი, მაგრამ არ გამტყუვნებ... სჯობს ერთი დიდი სიკვდილისას და მერე სიმშვიდე, ვიდრე მარადიული ქარბუქი. მე მესმის შენი... ამ სამყაროში სუიციდი ერთადერთი გამოსავალია. მე მესმის, როდესაც სხვას არ...
მესმის, როცა გვერდით არავინ გყავს, როცა გინდა, რომ გყავდეს. თითოეული ადამიანი თითქოს იგესლება და ღვარძლს თესს. ამის შემყურე კი ნადგურდები. იფიტები, ძალა გეცლება.
აღარ ვდარდობ ოჯახის წევრებზე. ალბათ, შენც არ იდარდე ჩემზე, როდესაც თავს იკლავდი. თურმე სუიციდური აზრით შეპყრობილი ადამიანი ძალიან ეგოისტი ყოფილა. ამას ახლა მივხვდი.
უკან, გვერდით ბევრი ადამიანია, თუმცა მათთვის უკვე მკვდარი ხარ. ჩვეულებრივი გახრწნილი ლეში. არავის ადარდებს... მხოლოდ შენი წარსულის მეგობარია ერთადერთი მხსნელი. ნათელი წერტილი. მე მალე თავს მოვიკლავ, თუმცა არ ვიცი როდის ან რა დროს... მაგრამ აუცილებლად ერთად ვიქნებით.
ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ არსებობს იმ სამყაროში ე.წ. „სუიციდის კუნძული“, სადაც ადრეულად ცხოვრება შეწყვეტილი ხალხი ერთად აგრძელებს ცხოვრებას.
მართალია, ჩემო შენი სიტყვები... „მე რომ მოვკვდე, ქვეყანა არ დაიქცევა. საერთოდაც არაფერი მოხდება. პატარა ტირილი, ერთი-ორი ცრემლი და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. ყველას სიკვდილი ამას იწვევს, არავინ არავის გადაყვება, თან ეს არცაა საჭირო, მაგრამ როცა საკუთარ სიკვდილზე ფიქრობ, უფრო ეგოისტურად უყურებ, ალბათ...“
ზოგჯერ საშინელი ჭიდილია ჩემში... გაუგებრობაში ვარ და საკუთარ შინაგან „მეს“ ვკიცხავ, რომელსაც ჯერ კიდევ იმის ნებისყოფა არ შემორჩენია, რომ შენ შემოგიერთდეს, ჩემო... ალბათ ეს ჩანაწერები, ჩემი ბოლო სიტყვები იქნება, ოდესღაც!
მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი ბრალია... ის რაც მოხდა, ან ჯერ სულაც არ მომხდარა. ყველაფერი ჩემი ბრალია, მათ შორის შენი გარდაცვალებაც.
ვფიქრობ, რომ იმ დღეს შენთვის ხელი, რომ არ მეკრა, დღეს ერთად ვიქნებოდით... ასე მშვიდად და ბედნიერად. შენთან ერთად. მხოლოდ მე და შ ე ნ !
ყოველთვის გინდოდა ვენეციაში წასვლა, მაგრამ დღესდღეობით ისიც საფრთხეშია ჩაძირვისა და როგორ არ მინდა, ის ადგილები გაქრეს, რომელიც შენ გიკავშირდება.
ყველაფერს დავთმობდი ახლა შენ გამო... ყველაფერზე წამსვლელი ვიქნებოდი, ოღონდაც შემეძლოს კვლავ შენთან ყოფნა.
ნერვები მეშლება... ჩვენი პარკი, რომ შეცვალეს, რადგან ის სკამები, ის ფილები გაქრა რაზეც შენ იდექი. თუმცა ცა დარჩა. ცა, რომელსაც შენ უყურებდი და მთვარე, რომელიც ჩემი მარტოსულობის თანამგზავრი გახდა.
მიყვარხარ... დღესაც თითოეული მოლეკულით გრძნობ და იცოდე... აუცილებლად შევხვდებით მალე, რადგან ეს მონატრება ძვალრბილში მიჯდება და მსპობს.
იქითა შაბათს შენზე ვილოცებ, ჩემო. შენი სულისთვის დავღვრი ცრემლებს, რადგან ეკლესიაა მხოლოდ, რომელშიც უჩინარი ხიდია გაბმული ჩემსა და შენს შორის!...
23.01.2020
თოვლი მოვიდა, ჩემო. პირველი თოვლი ამ წელს, რომელიც უშენობის სურნელითაა აღსავსე, რომელიც განა მატკბობს, არამედ მამწუხრებს. აღარ მიხარია აღარაფერი, რადგან გვერდით არ მყავხარ და როგორ მინდა აქ იყო. სამყაროს ხომ ასე ძალიან სჭირდებოდი!
როგორ საშინლად მინდა შენს საფლავზე ამოვიდე და საბნად მოვეფინო, შენს მიწას... როგორ მინდა ჩემი ცრემლები გასველებდეს და ამავდროულად გაცოცხლებდეს. ოხ, ჩემო... თურმე, როგორი მწარე ყოფილა უშენობა...

11.02.2020
იცი? მივხვდი, რომ მეც „უწესრიგოდ მოფუსფუსე ჭიანჭველათა“ ბრბოს დავემსგავსე, რომლებიც გაუანალიზებლად გაეხეტებიან აქეთ-იქით და საკუთარ ნაკვალევს ვეღარ ამჩნევენ. ხო... მეც შემეშინდა დადგენილი სქემების და მეც მინდა შევცვალო, ეს რუტინული მომაბეზრებელი ცხოვრება, თუმცა ვერ...
„ყველაზე მეტად კი იმაზე ფიქრი მაშინებს, რომ მეც ამ მოფუსფუსე ჭიანჭველებიდან ერთ-ერთი ვარ და ვერასდროს ვიქნები სოციუმისგან განსხვავებული.“ ჩემო... შენ ჩემი ახლანდელი ფიქრები დაწერე, შენს ბოლო სიტყვებში, თუ მართლა ასე საშინლად ვგავართ ერთმანეთს?!...
ყველაზე მეტად მომავლის მეშინია, რადგან ვხვდები, რაც უფრო ვიზრდები მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა მემატება... აი, ეს მაშინებს... რადგან მგონია თავს ვერ დავაღწევ.
ყოველი დღე მომებეზრებლად რუტინულია. უკვე ვგრძნობ, რომ რობოტად ვიქეცი. თითქოს დაპროგრამებული ვარ და თითოეული ჩემი გადადგმული ნაბიჯიც კი ყალბია, რადგან საკუთარი არ არის. ყოველი დღე გაუანალიზებლად იწყება. გონების აღარ ვმოძრაობ, თითქოს რუტინა ასრულებს გონების მოვალეობას. გაღვიძება, ადგომა, ლოგინის ალაგება, ხელ-პირის დაბანა, ჭამა, სკოლაში წასვლა, მასწავლებლების მოსმენა, რეპეტიტორებთან სიარული, სახლში გადამწვარი მისვლა... ისევ გაკვეთილები, ისევ ტვინის ჭ....ტვა, ისევ რუტინა, ისევ სიყალბე, ისევ უფერულობა, ისევ არეულობა, ისევ ქაოსი, ისევ ტირილი, ისევ მარტოობა, ისევ სუიციდური აზრები, ისევ ტკივილი, ისევ უმწეობა, ისევ სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ, ისევ გულგატეხილობა, ისევ... ისევ და ისევ.... ასე საშინლად დაუსრულებლად!
გადავიწვი!
მეტი ნათელი ფერი მჭირდება, თუმცა ირგვლივ არ არის. ვინ გამაფერადებსმ ჩემო, ვინ?! დავდნი, გავიხრწენი, დავლპი, მოვკვდი... განა მერამდენე დღე უნდა ვასვენებდე მიწაში საკუთარ გვამს? მერამდენე დღე? ნუთუ არ სჯობს უბრალოდ დასრულდეს... საშინლად მიჭირს. ბედნიერება, სიხარული, ჭრელა-ჭრულა ფერები ჩემთან არ არის, თითქოს უპორობოდ გამირბიან. მიშველეთ... მომაშორეთ ამ რუტინული, გადამწვარი ცხოვრებიდან... მიშველეთ! უკვე ვეღარ ვუძლებ. მიშველეთ. ნეტავ არავის გესმით, ჩემი შინაგანი ძახილი?!
წამიყვანე, ჩემო... მე შენ მჭირდები!


23.02.2020

აღარ მინდა აღარაფერი. წამიყვანე, წამიყვანე შენთან, ჩემო... ნუთუ არ გეცოდები ასე რომ ვიტანჯები?
ყოველ გაღვიძებისას, მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება... რატომ ვარ კიდევ ცოცხალი ... რა აზრი აქვს ზოგადად ჩემს ასეთ არსებობას...
წამიყვანე....
წამიყვანე, უბრალოდ გთხოვ!




მომენტალურად სხეულზე მწვავე შეგრძნება ვიგრძენი, რომელიც წამშივე მიმღვრევდა ისედაც ამღვრეულ სულს. ტკივილისგან მინდოდა სახე დამეხოკა... სისხლისგან დავცლილიყავი. თავიდან მომეცილებინა ეს ენითაღუწერელი ტკივილი.
უეცრად საკუთარ გონებაში, ისიც ალაპარაკდა.
- ძალიან მენატრებოდი, ჩემო...
- მონატრება ჩვენეული არარსებული ფენომენია, ჩემო...
- იცი, რამდენი ხანია გელოდი?
- იცი, მერამდენე დღეა უშენობით აღსავსე წამებს ვითვლი?
- გინდა წავიდეთ?- თქვა ბოლოს მან და თავისი დამახასიათებელი გამჭოლი მზერით ჩამხედა სულში, რომელიც სრულიად მიმორჩილებდა. მისეული სამყარო მასთან ერთად ყველაზე თბილი იყო. მასთან ერთად სიკვდილის მცნებაც ხარობდა.




პ.ს. ეს ისტორია ჩემი დღიურიდან ამონაწერია, ანუ თითოეული სიტყვა რეალურია. ბოდიშით თუ მხატვრულად არ არის ნაწერი. მთავარია ის განცდა დევს მასში, რაც მეგობარდაკარგული ტკივილითაა გამოწვეული. ვიცი, სხვა ჩემს ნაწერებთან შედარებით ძალიან სუსტია, მაგრამ იქნებ მოეწონოს მათ ვისაც მსგავსი განცდებითაა შეპყრობილი. ისინი, ხომ მარტონი არ არიან... მადლობა, რომ მკითხულობთ! heart_eyes



№1 სტუმარი დათა

იცი?!
ყველას დედაც ვისაც ესნაწერი არ მოეწონება.
თუ ვერ გააცნობიერეს ის ტკივილი, რომელიც შენში ბუდობს. როდესაც საყვარელი ადამიანი ხელიდან გეცლება შეუძლებელია მხატვრულად გადმოსცე სიტყვები.
მე გიგრძენი... ისე როგორც არასდროს.
ზედმეტად გადაშლილი წიგნივით ხარ. არ გიცნობ, მაგრამ გიცნობ. მომწონხარ. საშინლად კარგი ხარ.
მთავარი იცი რა არის?
გააცნობიერო, რომ შენი ბედნიერები საზრდოობს ახლა ეგ შენი ადამიანი, რომელიც მუდამ შენს სულშია.

იცი, როგორი ადამიანი ვერ მიგიხვდება ამ ნაწერს?
რომელსაც ამგვარი ტკივილი არ გამოუცდია.
ხალხო... შეგახსენებთ, ეს გოგო მხოლოდ და მხოლოდ 17 წლისაა. მისი სიტყვებიდან გამომდინარე 15 წლისამ იწვნია ის ტკივილი, რომელის სულს აზიანებს.
17 წლის გოგოს კვალობაზე ზეიდიალურად წერს. გადახედეთ მის სხვა ნაშრომებს და დარწმუნდებით.

შენ კი, მარიამ. გამძლეობას გისურვებ. ქვეყანას სჭირდება შენნაირი მწერლები და ადამიანები, ამიტომ უფლება არ გაქვს "მას" გაჰყვე. უბრალოდ ეს სასტიკი ბედის ირონია იქნება!
innocent

 


№2 სტუმარი თუთული ბირკაძე

ყველაფერი კარგად იქნება???

 


№3 სტუმარი გიგუ როყვა

საოცრად წერთ, მარიამ!

 


№4  offline მოდერი Mary Drey

დათა
იცი?!
ყველას დედაც ვისაც ესნაწერი არ მოეწონება.
თუ ვერ გააცნობიერეს ის ტკივილი, რომელიც შენში ბუდობს. როდესაც საყვარელი ადამიანი ხელიდან გეცლება შეუძლებელია მხატვრულად გადმოსცე სიტყვები.
მე გიგრძენი... ისე როგორც არასდროს.
ზედმეტად გადაშლილი წიგნივით ხარ. არ გიცნობ, მაგრამ გიცნობ. მომწონხარ. საშინლად კარგი ხარ.
მთავარი იცი რა არის?
გააცნობიერო, რომ შენი ბედნიერები საზრდოობს ახლა ეგ შენი ადამიანი, რომელიც მუდამ შენს სულშია.

იცი, როგორი ადამიანი ვერ მიგიხვდება ამ ნაწერს?
რომელსაც ამგვარი ტკივილი არ გამოუცდია.
ხალხო... შეგახსენებთ, ეს გოგო მხოლოდ და მხოლოდ 17 წლისაა. მისი სიტყვებიდან გამომდინარე 15 წლისამ იწვნია ის ტკივილი, რომელის სულს აზიანებს.
17 წლის გოგოს კვალობაზე ზეიდიალურად წერს. გადახედეთ მის სხვა ნაშრომებს და დარწმუნდებით.

შენ კი, მარიამ. გამძლეობას გისურვებ. ქვეყანას სჭირდება შენნაირი მწერლები და ადამიანები, ამიტომ უფლება არ გაქვს "მას" გაჰყვე. უბრალოდ ეს სასტიკი ბედის ირონია იქნება!
innocent




ასე კარგად საკუთარ თავსაც არ ვიცნობ, როგორც შენ მკითხულობ ხოლმე!

თუთული ბირკაძე
ყველაფერი კარგად იქნება???



მადლობა. მაგის იმედი მაქვს. heart_eyes

გიგუ როყვა
საოცრად წერთ, მარიამ!



უუუუღრმესი მადლობა!!! heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი შენი მფარველი ანგელოზი

ნეტავ იცოდე რამდენად კარგი ხარ!

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინია

და შენ თქვი, რომ ეს სუსტი იყო? მე ვფიქრობ იმ ადამიანის ტკივილი თქვი, რაც მათ სულშია.

 


№7  offline წევრი ტურაგო

რამდენიმე წლის წინ ყულფი შეიკრა ჩემმა ნათესავმა ყელთან და დაგვტოვა...მე მესმის როგორი რთულია გონებაში დაწყებული ჭიდილი,შინაგანში მუდმივად მოლაპარაკე ხმები...მაგრამ ვერავინ,ვერავინ შეძლებს დახმარებას თუ კი თვითონ არ დაიწყებ ამ ხმის მოსმენას და შებრძლოლებას...სამყარო მართალია ტკივილითაა აღვსილი თუმცა გაქცევა არასდროსაა გამოსავალი,არ იფიქრო რომ სუიციდი ხსნაა,ეს ყველაზე დიდი სასჯელია ჯერ საკუთარი თავისთვის შემდეგ კი იმ ადამიანებისთვის რომელთაც აქ ტოვებ,რომელთათვისაც ნამდვილად ღირებული ხარ.
არის ასეთი ფრაზა" ამბობენ დრო ტკივილის მკურნალია,მე არ ვეთანხმები ნაიარევი მაინც რჩება,დროდადრო მას ჯანსაღი გონებით ვფარავთ მაგრამ ტკივილი არ ქრება"-თუ გადატანილის შემდეგ ადამიანი იღიმის,უნდა გვახსოვდეს რომ ეს ღიმილი უსაშველო დარდს ეკვრის და სწორედ მისთვისაა სამყარო ჩამოშლილი.
გახსოვდეს შიშს და ბოროტ აზრებს უნდა ებრძოლო,დანებება არ შეიძლება!

 


№8  offline მოდერი Mary Drey

ტურაგო
რამდენიმე წლის წინ ყულფი შეიკრა ჩემმა ნათესავმა ყელთან და დაგვტოვა...მე მესმის როგორი რთულია გონებაში დაწყებული ჭიდილი,შინაგანში მუდმივად მოლაპარაკე ხმები...მაგრამ ვერავინ,ვერავინ შეძლებს დახმარებას თუ კი თვითონ არ დაიწყებ ამ ხმის მოსმენას და შებრძლოლებას...სამყარო მართალია ტკივილითაა აღვსილი თუმცა გაქცევა არასდროსაა გამოსავალი,არ იფიქრო რომ სუიციდი ხსნაა,ეს ყველაზე დიდი სასჯელია ჯერ საკუთარი თავისთვის შემდეგ კი იმ ადამიანებისთვის რომელთაც აქ ტოვებ,რომელთათვისაც ნამდვილად ღირებული ხარ.
არის ასეთი ფრაზა" ამბობენ დრო ტკივილის მკურნალია,მე არ ვეთანხმები ნაიარევი მაინც რჩება,დროდადრო მას ჯანსაღი გონებით ვფარავთ მაგრამ ტკივილი არ ქრება"-თუ გადატანილის შემდეგ ადამიანი იღიმის,უნდა გვახსოვდეს რომ ეს ღიმილი უსაშველო დარდს ეკვრის და სწორედ მისთვისაა სამყარო ჩამოშლილი.
გახსოვდეს შიშს და ბოროტ აზრებს უნდა ებრძოლო,დანებება არ შეიძლება!




შენ ხომ არ იცი, როგორ გამათბე, ტურაგო... როგორ მესმიამვნა შენი თითოეული სიტყვა. მადლობა ყველაფრისთვის! მადლობა, რომ წამიკითხე! heart_eyes

 


№9 სტუმარი აჯაფსანდალი

ვაა პირველად დამევასა აქ ვიღაცის ნაწერი. ))) აწი ხშირად წაგიკითხავ. არ დანებდე. ძალიან კარგი ხარ))^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent