სიზმარში ნანახი სიყვარული (თავი4)
ეკა საბუთებზე იყო გადამკვდარი სახლში როცა ტელეფონმა დაურეკა. -გისმენ,ნიკა! -როგორ ხარ ეკუშ,აუუ რაღაც მინდა გთხოვო რა? -მთხოვე რაც გინდა. -ალექსმა დამირეკა და მითხრა რაღაც საბუთებზეა ხელი მოსაწერიო და ეკამ იცისო. -ააა,კი ვიცი ნუ ღელავ მოგიტან. -აუ უღრმესი მადლობა,ძაან დამავალებ. -რის მადლობა ელემენტარული საქმეა.30 წუთში მანდ ვარ. -ოკ.კაი. -ნახვამდის. ეკაც გაემზადა და წავიდა.20 წუთში ნიკას კარზე ზარის ხმა გაისმა. -მოვდივარ. ნიკა ახალი გამოსული იყო აბაზანიდან და დაბლა პირსახოცშემოხვეულს მოუწია კარების გაღება.კარი როცა გააღო ეკა შოკირებული იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. -ბოდიში ეკუშ,არ ვიცოდი ასე მალე თუ მოხვიდოდი.მეგონა მოწესრიგებას მოვასწრებდი. -დაიკიდე,არაუშავს ხდება ხოლმე. -კაი შემო და 5 წუთში გამოვალ.ნიკას თმიდან წვეთები მოსდიოდა,იატაკი დასველებულიყო.ეკა რომ შემოვიდა სველზე თავისდაუნებურად ფეხი აუცურდა და ნიკა დაეჭიდა,მაგრამ მანაც ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და იატაკზე დაეცა ეკა კი ზემოდან მოყვა რა დროსაც მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო. -ჯანდაბა,ეს რა გავაკეთე. -რა მოხდა ძალით ხომ არ გიქნია. ისე იქცევი თითქოს ბიჭისთვის არ გიკოცნია. -სხვათაშორის არ მყოლია შეყვარებული სხვებისგან განსხვავებით და არც არავისთვის მიკოცნია. -მეღადავებიი?არ მჯერა გავაფრენ. -არ გეღადავები და დროზე გამოიცვალე თორე გაცივდები. -ოკ.5 წუთში გამოვალ. -კაი. ნიკამ საბუთებს ხელი მოაწერა და ეკაც წამოვიდა სახლში. *****ალექსანდრე და ლანა (დედამისი) -დე ეხლა მომისმენე და არ გამაწყვეტინო სიტყვა.მე მყავს შეყვარებული და მათან 6 წლიანი ლამაზი ურთერთობა მაკავშირებს.ახლა კი ნაწყენია ვიღაც საცოლე რომ ჩამომიყვანე. -რაა?შეყვარებულიი?შენ ხომ არ გაგიჟდი შვილო?!და რას დუმდი მანამ სანამ საცოლე არ ჩამოგიყვანე!მიპასუხე!ვინ არის ის გოგო?! -მე ეხლა ხომ რამდენიმე კომპანიასთან დავიწყე თანამშრომლობა,ხოდა ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია.დიზაინერი და ყველაზე ლამაზ მოდელებში შედიოდა მსოფლიოს მაშტაბით. -რაა? -რაც გითხარი სიმართლეა და ეხლა ძლივს შემოვირიგე და ნუღარ დამაყენებ თავზე საცოლეებს. ****(ლიზის დაბრუნება) -ნია რა კარგია რომ დღეს ჩემთან დარჩი. -მეც მახარებს შენთან ყოფნა. -ლიზი მაგრად მომენარტა.შეენ?? -ეჰჰ,მეც ეკუშ მარა რა ვქნა. სწორედ ამ დროს კარზე გაისმა ზარის ხმა. -ვინმეს ელოდებოდიი?(ნია) -არაა,საინტერესოა ვინ უნდა იყოს. კარი როცა გააღეს გაშეშდნენ შოკისგაან. -ლიზიიი!!ლიზიიი!!! -სიურპრიზზ! -გოგო როგორ მოგვენატრეე. და მთელი ძალით დაეტაკდნენ და ჩაეხუტნენ. -კარგით ნუ ბგამჭყლიტეთ შემომიშვით. -მოდი!მოდი!ძლივს ჩამოხვედით და როგორ არ შემოგიშვებთ.დღეს გოგოები ეკასთან რჩებოდნენ,ამიტომ ლიზიმ შხაპი მიღო,მშვიდად დაესვენა საწოლზე და თავგადასავლების მოყოლა დაიწყო. -გოგოებო თქვენ ვერ დაიჯერებთ აეროპორტში ვინ გავიცანი. -ვინ? -ვინ? -ვინ და ლუკა დადიანი ალექსანდრეს ძმა. -მაგ აფერისტს ნუ მიხსენებთ.ისე ამრია რომ არ ვიცი. -რაა? -რა და გუშინ მივედი და მივახალე რომ ყოჩაღ შენ თუ ჩვენი 6 წლიანი ურთიერთობა ასე მალე ჩამიყარე წყალში.მან კი მიპასუხა რომ ისევ მე ვუყვარვარ და მაგ გოგოს ვაფშე არ იცნობს.მერე ეს ნიკამაც დამიდასტურა ყოველივე და არ ვიცი რა ვქნა. ეკას ნიკას სახელის გაგონება სულ გაწითლდა რაც გოგოებს არ გამოჰპარვიათ და ყველაფერი გამოჰკითხეს რაზეც შოკირებულები იყვნენ.უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა.ნია წავიდა გასაღებად. კარი გააღო და.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.