შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუბრები ვნებასთან -7- +18


21-04-2020, 04:37
ავტორი Hilalli
ნანახია 1 746

მალევე მოითენთა და გაითიშა. საწოლზე გადავიყვანე და გვერდით მივუწექი. ცოტახანს ვუყურე როგორ ეძინა შემდეგ კი მეც ჩამეძინა. შუაღამისას გამოეღვიძა და ჩემი გაღვიძებაც სცადა, გამოვფხიზლდი მაგრამ არ შევიმჩნიე. მთელი ღამე გაუჩერებლად ტიროდა. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მეთქვა. თეთრად გავათენე მაგრამ ხმა არ გამიცია მისთვის...გამთენიისას ძლივს ჩაეძინა მეკი ადრიანად ავდექი, რომ სამსახურში წავსულიყავი. მობილურზე მესიჯი გავუგზავნე გაღვიძებისას,რომ არ ენერვიულა და სამზარეულოს მაგიდაზე ფული დავუტოვე იმ შემთხვებისთვის თუ ჩემს მისვლამდე რამე დასჭირდებოდა.
რაც ღამის 12 საათს გადასცდა და ახალი დღე დაიწყო მას მერე თავს საშინლად ვგრძნობ. ყოველი წამი ძალიან მძიმედ მიედინებოდა და ალბათ სწორედ ეს იყო ჩემი ცხოვრების საშინელი დღე. თუმცა დილის 12 საათზე როცა ჯერ კიდევ სამსახურში ვიყავი წარმოდგენაც არ მქონდა ვითარება ასე ძალიან თუ დაიძაბებოდა. სწრაფად ვმუშაობდი, რომ მალე მივსულიყავი ელისთან. არვიცი რატომ მაგრამ მონატრება ან მისგვერდით ყოფნის სურვილი კიარიყო უბრალოდ გული ცუდს მიგრძნობდა. ვფიქრობდი, რომ ვჭირდებოდი მაგრამ მას სულ ვჭირდებოდი... ძალიან დაძაბული ვმუშაობდი. არვიცი ირგვლივ იყო სტრესული გარემო თუ ჩემს გონებაში მაგრამ სუნთქვაც კი მიჭირდა.
- ჰეი... - სასიამოვნო ხმა შემომესმა, იმდენად კონცენტრირებული ვიყავი საქმეზე ვერც შევამჩნიე როგორ ჩამოჯდა ჩემს პირდაპირ სასიამოვნო გარეგნობის ქერა გოგონა.
- გამარჯობა - წამიერად შევხედე და ისევ სამუშაოს დავუბრუნდი თუმცა შემდეგ გამახსენდა რომ ადრე შევპირდი შენთან ერთად ვისადილებ თქო და ალბათ დღეს უნდა შემესრულებინა ეს პირობა. ამიტომ ისევ შევხედე და და თბილად გავუღიმე - აა... სადილი მმართებს შენი
- არა ვალში არ ხარ - გაეცინა - მე არ გადამიხდია.
- პირობა პირობაა... ცოტას ვიმუშავებ და გავიდეთ ვჭამოთ.
- კარგი... - გამიღიმა - ლაშა მოვა დღესაც?
- აა... - ცოტა დავიბენი შემდეგ ჩამეცინა. ზუსტად ამ ქარიზმაზე ვლაპარაკობდი, ქალებს თავბრუს ახვევდა რამდენიმე წამში. არადა დარწმუნებული ვიყავი რომ ეს გოგო ორი დღისწინ მე მეარშიყებოდა. თუმცა ეს ამბავი დიდად არ მადარდებდა - ნუთუ მისით მოიხუბლე?!
- უბრალოდ გკითხე - გაიღიმა
- დაწყნარდი არ ვეტყვი... ბავშვები ხომ არ ვართ.
- კარგი ბიჭია. - გაიღიმა და თვალები გაუბრწყინდა. - დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ?
- პირველი კლასიდან.
- რამაგარია. მე არ მყავს ბავშვობის მეგობრები.
- რატომ? - გამიკვირდა
- არ ვიცი. სკოლას ხშირად ვიცვლიდი...
- დღეს არამგონია მოვიდეს. მაგრამ თუ მოგეწონა შემიძლია სადმე შეგახვედროთ.
- მაგალითად? - გაამომწვევად გამიღიმა
- ჩემს ქორწილში.
- ცოლი მოგყავს? - გაუკვირდა
- კი თუ დამთანხმდა. - გავუღიმე
- კარგია. - თითქოს მოიწყინა. ვერ მივხვდი ამ გოგოს რა უნდოდა... ძალიან დამაბნია.
საბედნიეროდ მობილურმა დამირეკა და უხერხული საუბარი ამარიდა. ელი იყო გამიკვირდა ასე ადრე რომ ეღვიძა და ძალიან დაძაბულმა ვუპასუხე:
- რახდება?
- ცუდად ვარ საავამდყოფოში მივდივარ - ხმა გაუწყდა
- რა? რა დაგემართა? - გავცოფდი
- არვიცი რომ გავიღვიძე მცირე სისხლდენა მქონდა და ქეთიმ მოდი ჩემთანო.
- მუცელი გტკივა? - შემეშინდა და დავიძაბე. სულ დამავიწყდა მეგიც რომ იქ იყო
- არა არაფერი მზგავსი. უბრალოდ სისხლდენა, რომ მივალ დაგირეკავ.
- კაი მოვიფიქრებ რამეს და გამოვალ სამსახურიდან.
- არაა. იყავი! მარიამს დავურეკავ ... შვებულებააქვს. თუ სერიოზულია რამე დაგირეკავ ჯერ იყავი სამსახურში.
- ფული დაგიტოვე... გეყოფა?
- კიი... თუ რამე დაგირეკავ. - ამოიხვნეშა.
- მართლა კარგათ ხარ? ხმაზე გეტყობა რომ გტკივა.
- კი. კარგათ ვარ უბრალოდ ძალიან შემეშინდა და ვინერვიულე.
- კარგათ იქნება ყველაფერი ნუ გეშინია. დამირეკე რომ მიხვალ.
მობილური მშვიდად დამიკიდა. ძალიან დაძაბული და 3 ჯერ უფრო სწრაფად შევუდექი მუშაობას. მეგი ისე გაქრა არც შემიმჩნევია. ერთ საათში ისევ დამირეკა ელიმ.
- ქეთიმ დამტოვა საავადმყოფოში ვარ. და თუ მოახერხებ გამომიარე სამსახურის მერე.
- აბა რას ვიზავ... მოიცა გამოვალ ეხლავე.
- არა იყავი არაფერი სერიოზული მართლა. არ შეგეშინდესო ქეთიმ გადასხმებს გაგიკეთებ და კარგათ იქნებიო. რაღაც გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინა მაგრამ ექიმი არ იყო ცვლაში და საღამოს მოვა და გავიგებთ რახდებაო.
- მარიამი მოვა?
- არა რაჭაში წასულა - გაეცნა - ვუთხარი... ძაან გაუხარდა და ინერვიულა თან.
- კაი მარტო ხოარ იქნები მოვალ
- არა მარტო არვიქნები... - ხმა გაუწყდა. და დაიძაბა - მარიამმა თაზუნას და ლაშას დაურეკა თაზუნამ სამსახურის მერე გამოვალო და ლაშამ დამირეკა 10 წუთისწინ მოვფრინავო.
- ლაშა მოდის?
- ხო წინაღმდეგი არ ხარ იმედია.
- არა... პირიქით მადლობა უთხარი ჩემგან რომ მოვა. კარგია გაგართობს ცოტა და მარტოც არ იქნები. თუ რამე დაგჭირდა დამირეკე.
- კი... გელოდები.
მართლა არ ვყოფილვარ წინააღმდეგი რომ ლაშა მისულიყო. მაგრამ ის ისევ იმას უკეთებდა ელის რაც მე უნდა გამეკეთებინა და ეს ფაქტი ნამდვილად მაწუხებდა. მითუმეტეს ახლა როცა გავაცნობიერე რომ ლაშა მის მიმართ გულგრილი არ ყოფილა. თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა ქონდა მთავარი ის იყო რომ ელი კარგათ ყოფილიყო, და... ჩემი შვილი...
სამუშაო მალე დავამთავრე, შესვენებაზეც არ გავუსლვარ შუადღის 5 საათზე უკვე სამსახურიდანაც ვიყავი გამოსული და საავადმყოფოსკენ მივდიოდი. გზაში საეკლესიო მაღაზიის ვიტრინა შევნიშნე, თითქოს რაღაც ხმა ჩამესმა და მთხოვა შევსულიყავი. ძალიან მორწმუნე ოჯახში გავიზარდე და თავი ვალდებულად ჩავთვალე რომ რაღაც მეყიდა მაგალითად პატარა ხატი ან სანთელი თუმცა ძალიან ლამაზი ვერცხლის ყელსაბამი დავინახე შუშის დახლის ქვეშ. კულონზე პატარა წმინდა გიორგის ხატი ჰქონდა. მეც ასე შემთხვევით ავარჩიე პირველი საჩუქარი ჩემი შვილისთვის და უყოყმანოდ ვიყიდე მედალიონი. ელი დიდად მორწმუნე არ იყო მაგრამ რაც არუნდა მიმეტანა პატარასთვის ყველაფერი ძალიან გაახარებდა. მითუმეტეს ასეთი სიმბოლური და სულიერად ძლიერი საჩუქარი...
პალატის კართან შევყოყმანდი. ოთახიდან საუბარი გამოდიოდა და გადავწყვიტე მომესმინა. ლაშას ხმა ისმოდა და ელის სიცილი. რაღაცას უყვებოდა, კართან ახლოს მივედი და ყური დავუგდე:
- ხოდა, ამდროს "ტელეგრამზე" მოსდის მესიჯი წითელქუდას მგელი "უსრულებს" იქიდან რო ძაან მაგარი "ფაქტი" მაქ იაფადო რა ძაან "გაგისწორდებაო" წითელქუდაც "დაიკერება" "იასნია" და გადაუხვევს გზიდან და მიდის "ადრესზე" ამდროს მგელი "იანდექსს" იძახებს და "გაგაზავს" ბებოსთან ეგრევე....
- რეებს უყვები ჩემშვილს? - მკაცრად შევაღე კარი, ლაშა გაჩუმდა ელის მუცელიდან ხელები აიღო და ფეხზე წამოდა - რა წითელქუდა მიდის "ადრესზე" სულ გამო....ვდი?
- კაი რა გჭირს ბავშვს მაინც არ ესმის ჯერ და ელის ვართობ.
- ესმის. და არ შეიძლება ეგეთ თემებზე საუბარი ბავშვებთან ერთად. თან ზღაპარში წითელქუდა "ნარკამანკად" გამოგყავს. - გავბრაზდი, არვიცი ეს ბრაზი საიდან უფრო წამოვიდა მისი ისტორიის მოსმენით თუ მისი ხელების დანახვით ელის მუცელზე.
- რა ესმის?! ჯერ ა...
- ეე... - დაიყვირა ელიმ - გეყოთ!
- კაი ბოდიში აღარ მოვუყვები ზღაპარს თუ არ გსიამოვნებს - ირონიულად გადამიკრა
- ზღაპარი მოუყრვი მაგრამ ნორმალური!
- ნორმალურევი არ ვიცი! - გამიღიმა და გადამეხვია. რაც სავარაუდოთ ჩვენშორის არსებული დაძაბულობის განსამუხტად გააკეთა.
- მაპატიე - ელისთან მივედი - უბრალოდ გავბრაზდი ასეთ რამეს რომ უყვებოდა.
- გეყოფა! თუ მართლა ესმის და ხვდება რამეს დამიჯერე მაშინ როცა ჯერ კიდევ ჩემს მუცელშია სექსი უფრო ცუდად აისახება მის ფსიქიკაზე ვიდრე ნარკოტიკზე საუბარი.
-აჰ... - ამოვიხვნეშე - მართალი ხარ მაპატიე!... როგორ ხარ?
- არ ვიცი... არცისე კარგად.
- გტკივა რამე? - მთელ ტანში საშინელმა ქარმა დამიბერა.
- მუცელი... - თვალები აუწყლიანდა და თავი მორცხვად დახარა
- ჭამე რამე?
- კი... ლაშამ მომიტანა ბლინები.
- სახეზე ფერი არ გადევს - თმა ნაზად გადავუწიე ყურს უკან.
- მეშინია... - ცრემლები გადმოსცვივდა
- ვიცი... მეც მეშინია, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა, ხანდახან ცუდი რაღაცეებიც ხდება... მაგრამ ყველაფრის გადატანა და ფეხზე დადგომა უნდა შევძლოთ...
- ღმერთო... - ამოიხრა ლაშამ და მაგრძნობინა რომ არასწორად ვამშვიდებდი ელის - დამშვიდდით კარგად იქნება ყველაფერი. და თემა შევცვალოთ. მაგალითად რა დახატე ბოლოს მოგვიყევი!
- მზესუნზირების ბაღი - გაუღიმა ელიმ
- საინტერესოა... შენ რაქენი სამსახურში?
- რავი არაფერი... იმ ჩემმა ახალმა სტაჟიორმა მკითხა შენზე. - გამეცინა
- რაო? - გაუკვირდა
- შესვენებაზე საჭმელად უნდა გავსულიყავით სანამ ელი დამირეკავდა მერე აღარ მეცალა ჭამისთვის და შენზე მკითხა დღესაც მოვაო. მგონი მოწონხარ
- მე? - გაეცინა - არა შენ "ევასები" თან ძაან. ბრმა ხარ? რა თვალებით გიყურებდა ვერ შეამჩნიე?
- რას ბოდავ... აბა შენზე რატო მკითხა?
- აინტერესებდა დღესაც შეგიშლიდათ ხელს ლაშა თუ არა. - ირონიულად გამიღიმა ელიმ.
- უი... - გამიკვირდა მაგრამ მივხვდი რატომაც ეწყინა რომ ვუთხარი ცოლი მომყავს თქო. - არ ვიცოდი... არადა ვუთხარი ჩემს ქორწილში ლაშასთან დაახლოებას შეძლებ მეთქი.
- ვაიმე პატარა - წამოიყვირა ლაშამ - რა დებილი მამა გყავს სანამ დროა დედაშენს "ებაზრე" იქნებ გადაიფიქროს და შენი თავი ვინმე უკეთეს შეტენოს.
- მაგაზე ისედავ ვფიქრობ - გაეცინა ელის - შენ ნუღარ მიბიძგებ!
- ჩუ! მირეკავენ. - ორივეს ვუთხარი და მობილურს ვუპასუხე ნანა იყო:
- სად ხარ? - ჩვეული სიმკაცრიდ მკითხა
- სამსახურში. რახდება?
- სახლში რამდენხანში მოხვალ? სტუმრები გვყავს...
- დღეს ვერა. ლაშასთან ვრჩები... - ჩემ სიტყვებზე ორივეს სარკაზმული ღიმილი გამოესახა
- რატომ? სახლი არ გაქვს? ნუ მატყუებ თორნიკე! - მისმა ყვირილმა მთელი პალატა მოიცვა
- ვერ მეთქი გითხარი! - მობილური გავთიშე და სკამზე ჩამოვჯექი.
- არ გითქვამს? - ირონიულად გამიღიმა ელიმ
- არა სახლში ვერ მივედი ჯერ რომ მეთქვა.
- ჰმ... და რა უნდა უთხრა?
- ცოლი მომყავს თქო და ვსო...
- და ვერ მიხვდება რომ ორსულად ვარ?
- რა მნიშვნელობააქვს მაგას ელი?
- დღეს ალბათ აქ ვრჩები... შენ სახლში წადი! - გაბრაზდა
- შენ არავინ გეკითხება. მეჩემშვილთან ვრჩები!
მკაცრად ვუთხარი მანკი ირონიული მზერა მესროლა კიდევ კარგი პალატაში ქეთი შემოვიდა ვიღაც ქალთან ერთად თორემ ამ საუბრის გაგრძელება ნამდვილად არ მინდოდა.
- ბიჭებო უნდა გავსინჯოთ ცოტახანს დაგვტოვეთ კარგი? - თქვა ქეთიმ - 1 საათში მოდით.
- ერთი საათი რაამბავია? - იკითხა ლაშამ
- თქვენ მეუღლე ხართ? - ირონული მზერა ესროლა მეორე უფრო ასაკოვანმა ქალბატონმა
- არა... ძმაკაცი
- ა... - ახლა გაკვირვებული მზერა - პროცედურაა თავისებური 1 საათში მობრძანდით!
- დიახ ახლავე გავალთ... - მშვიდად ვუთხარი... - ელი რამეს შევჭამთ ჩვენ. რა წამოგიღო?
- რაც გინდათ.
- გთხოვთ... გადით!
- დიახ...
ასე გამოგვაგდეს პალატიდან. ლაშაზე ძალიან მეცინებოდა. კიბეებზე რომ ჩავდიოდით ღიმილით ვკითხე:
- ექიმს რატო "ეკაჩავე"?
- ერთი საათი რა ამბავია - დაიძაბა - რამე არ უქნან.
- რა უნდა უქნან?
- იცი რო ქალებს ატყუებენ და საშვილოსნოს აჭრიან?
- კი გამიგია მარა საინტერესო ისაა შენ საიდან გაიგე ეგ?! - ისევ ირონიულად გავუღიმე და მშვიდად განვაგრძე - დამიჯერე ელი მიხვდება მისთვის საშვილოსნოს ამოჭრას დააპირებენ თუ უბრალოდ გასინჯავენ. თანაც რას გიჟობ? ამ ქალთან ბავშობიდან დავდივართ. არაფერს დაუშავებს.
- რაიცი რახდება?! ფრთხილად უნდა ვიყოთ! თან ასე გვიან გასინჯვა რაწესია? მგონი ის ბებო ორგანოებით ვაჭრობს...
მისი დანარჩენი ნაბოდვარი აღარ მომისმენია.ღიმილით ჩავუყევი კიბეებს და სამშობიაროს პატარა კაფეტერიაში დავსხედით. მშვიდი და ამავდროულად დაძაბული გარემო იყო. ირგვლივ სულ მამაკაცები იყვნენ ზოგს მოწყენილი სახე ჰქონდა, ზოგს გადაღლილი ზოგასაც კი ძალიან ბედნიერი. ჩვენს გვერდით მაგიდასთან პატარა ქერა თავ გადაპარსული ბიჭი იჯდა. "ლევისის" ჯინსები ეცვა ძალიან შეშინებულ და დაბნეულ ცისფერ თვალებს აქეთ-იქეთ ათამაშებდა. ნიკაპზე ახლად ამოწვერილი ნორჩი წვერი უქრთოდა. არვიცი რატომ მაგრამ ძალიან საინტერესო გამომეტყველება ჰქონდა. ვუყურებდი და ვფიქრობდი ნეტავ რას აკეთებდა აქ ასეთი პატარა ბიჭი თანაც მარტო. უფროსი დის მშობიარობას ელოდებოდა? ან იქნებ სულაც დედის, მაგრამ მარტო რატომ იყო? შევნიშნე რომ ლაშაც მას უყურებდა. ბიჭი კი ძალიან შეშინებული იყო ჩაფიქრებული და თვალებ აწყლიანებული უყურებდა კაფეტერიის ერთერთ კუთხეს
- ჰეი... - დაუძახა ლაშამ - ყველაფერი კარგათაა?
- რა?!... - გაკვირვებუთ შემოგვხედა დაბნეულმა ყმაწვილმა - ა... კი... კი...
- მარტო რატომ ხარ? ჩვენთან მოდი!
- კარგი - უპასუხა და ჩვენსკენ ჩვეული დაძაბულობით წამოვიდა. მთელი სხეული უკანკალებდა. სკამი ძლივს გამოსწია რომ გვერდით მოგვჯდომოდა. ეტყობოდა ძალიან სავსე იყო ემოციურად და ვინმესთან საუბარი ახლა ყველაზე დიდი შვება იყო მისთვის.
- რა გქვია? - ძმაკაცურად მინდოდა გამომავლოდა მაგრამ რატომღაც მამობრივი ხმის ტემბრით დავუსვი კითხვა
- გიორგი...
- მე ლაშა ვარ ეს თორნიკე... რამდენი წლის ხარ? - ლაშას ნამდვილად გამოუვიდა ძმაკაცური მიდგომა
- 17 თავი მორცხვად დახარა
- აქ რა გინდა? თან მარტო? - იგივე ტონით ვკითხე
- შეყვარებულს ველოდები... - ამჯერად უფრო დაიმორცცვა
- ორსულადაა? სინჯავენ? - მშვიდად განაგრძო ლაშამ - ფრთხილად იყაავი ქალებს საშვილოსნოს ჩუმად აჭრიან...
- რა? - ყმაწვილი დაფრთხა
- დამშვიდდი ბოდავს ეს რაღაცას - თბილად გავუღიმე მგონი ეს უფრო ძმაკაცურად გამომივიდა და ძალიან გამიხარდა - აბა? მამა ხდები?
- არა... - საშინელი სირცხვილის გრძნობა დაეუფლა და გაწითლდა საათს ჩუმად დახედა - 20 წუთში აბორტზე შეიყვანენ...
- უი... რატო? - მე გავჩუმდი თუმცა ლაშა ძალიან ჩააცივდა - აბა შეყვარებულიაო? ესეიგი გიყვარს ხო? რამდენი წლისაა?
- 16... მიყვარს კი... თან მართლა ძალიან, უბრალოდ ძალიან პატარები ვართ... ბავშვისთვის მზად არ ვართ თან ოჯახშიც გაგიჟდებიან. წარმოდგენა არმაქვს რა ვქნა არავისთვის მითქვამს...
- და ამიტომ აბორტი შესთავაზე? - ძალიან ცუდ კითცვებს უსმევდა ლაშა
- არა მე არა... - თავის მართლება დაიწყო - ორსულობის ამბავთან ერთად მითხრა აბორტს გავიკეთებო....
- და დათანხმდი? - ჩავერიე - ძმაო ჩემმა შეყვარებულმა ორჯერ მითხრა ორსულად ვარო და ორივეჯერ მოაყოლა ეგ სიტყვები მაგრამ აბა გამებედა და მეთქვა კაი თქო... სიცოცხლეს გამიმწარებდა - გამეცინა - თქმახე კიარა რომ დავფიქრებულიყავი მაგაზეც კი... ქალებს ეგ არასდროს უნდათ უბრალოდ გამოწმებენ რამდენად ნავიჭვარი ხარ.
- არა მას აშკარად ძალიან აშინებს ბავშვის გაჩენის იდეა და კი ნერვიულობს და ეშინია მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ჩემს გამოსაცდელად არ უთქვამს და მართლა უნდა აბორტის გაკეთება.
- შეიძლება ახლა უნდა მაგრამ დამიჯერე იქიდან რომ გამოვა, იმ ტკივილს რომ გადაიტანს რომელსაც ქალები აბორტის დროს განიცდიან, მიხვდება რომ საკუთარი შვილი მოკლა და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ გამოღება ვერ მოასწარი... შეზიზღდები... - ძალიან მკაცრად მომივიდა მაგრამ აუცილებელი იყო რომესყველაფერი გამეშიფრა მისთვის, ახალგაზრდა იყო...ძალიან ახალგაზრდა ისეთივე როგორც მე ვიყავი პირველად რომ დაორსულდა ელი მაგრამ მაშინ ვიცოდი რაიქნებოდა კაცური საქციელი და სწორად მოქცევა გადავწყვიტე. ამ ბიჭს არ ვამტყუნებ, 17 წლისას კიარა ამ ასაკში ვარ და ახლაც მაშინებს ოჯახის შექმნის აუცილებლობა. მაგრამ არც მე და არც გიორგის არ გვაქვს სხვა გამოსავალი, იმიტომ რომ კაცურად უნდა მოვიქცეთ, საყვარელ ქალს გვედში დავუდგეთ და დავიცვათ!
- ახლა წადი! - განაგრძო ლაშამ - პალატაში შევარდი და პატიება თხოვე... დაუჩოქე და უთხარი ჩემი ცოლი გახდი თქო თხოვე რომეს ბავშვი დაიტოვოს რადგან ამაზე კარგს ვერაფერს გაჩუქებდა ღმერთი. უთხარი როგორ გიყვარს და უთხარი რომ დაიცავ რადაცარუნდა დაგიჯდეს.
- კი... კი... - ჩვილი ბავშვივით ატირდა და ცისფერი თვალები გაუმქდა - მინდა ეს ბავშვი... არმინდა რომშვეძულდე... მიყვარს... მართლა ძალიან მიყვარს... მაგრამ... მერე რა გავაკეთო? მამამისი მომკლავს.
- არაფერს გიზავს! - გაეცინა ლაშას - შენ გოგო დაითანხმე და დანარჩენში ყველაფერში დაგეხმარებით მე და თორნიკე. ჩემი ნომერი ჩაიწერე და დამირეკე ნების მიერ დროს და დაგეხმარებით გაქცევაში დაგმალავთ და მშობლებსაც "მოვუგვარებთ".
- კარგი... - ბიჭი სწრაფად წამოხტა ცრემლები მოიწმინდა და ღიმილით გამოართვა ლაშას ნომერი.
- მეც ცოლი მომყავს მაგავე მიზეზით და ერთად გავიპაროთ - გამეცინა - ორმაგი ქორწილი "მოვცხოთ"
- შენც მამა ხდები? - ბედნიერმა გამიღიმა
- ცოტახანში გავიგებ ბავშვი ცოცხალია თუ არა... შენი შვილი კი ზუსტად იცი რომ კარგათა და არაფერი დაუშაო! ძალიან ბედნიერი კაცი ხარ დამიჯერე!
- იმედია შენიც კარგად იქნება - მხარზე ხელი დამადო. თბილად გამიღიმა მადლობა გადაგვიხადა შემდეგ კი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა საყვარელი ქალისკენ...






P.s ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ამდენხნიანი ჩავარდნისთვის იმედია არ გამიბრაზდით მალე დავდებ ბოლო თავსაც მანამდე კი მითხარით რასფიქრობთ ამ თავზე მადლობა მოთმინებისთვის



№1  offline წევრი Gemini mood

ყოველდღე ვამოწმებდი ამ ისტორიას მეგონა აღარ გააგრძელებდი და გული მწყდებოდა ძალიან მომეწონა ახალი თავი და იმედია ამდენს აღარ მალოდინებ❤❤❤

 


№2  offline წევრი Hilalli

Gemini mood
ყოველდღე ვამოწმებდი ამ ისტორიას მეგონა აღარ გააგრძელებდი და გული მწყდებოდა ძალიან მომეწონა ახალი თავი და იმედია ამდენს აღარ მალოდინებ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️ ვეცდები მალე დავდო შემდეგი თავი

 


№3 სტუმარი siu

ვაიმე როგორ გამიხარდა რომ დადე არიცი სულმოუთქმელად ვოდი ახალ თავს... ლაშაზე ვგიჟდები და რა ვქნა ყველა პერსონაჟი მომწონს მაგრამ ლაშა განსაკუთრებით

 


№4  offline წევრი Hilalli

siu
ვაიმე როგორ გამიხარდა რომ დადე არიცი სულმოუთქმელად ვოდი ახალ თავს... ლაშაზე ვგიჟდები და რა ვქნა ყველა პერსონაჟი მომწონს მაგრამ ლაშა განსაკუთრებით

ძალიან დიდი მადლობა დადებითი შეფასებებისთვის ❤️ იმდენიხანი დავაგვიანე ასე მეგონა აღარავინ წაიკითხავდით

 


№5  offline წევრი J_J

აქ ახალი ვარ, ეს short story შემხვდა პირველი, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე შვიდივე თავი ☆ ისეთიაა რო დაიწყებ არ გინდა რომ დასრულდეს ☆♡ იმედია მალე დაიდება ♡♡

 


№6  offline წევრი Hilalli

J_J
აქ ახალი ვარ, ეს short story შემხვდა პირველი, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე შვიდივე თავი ☆ ისეთიაა რო დაიწყებ არ გინდა რომ დასრულდეს ☆♡ იმედია მალე დაიდება ♡♡

ძალიან დიდი მადლობა მართალ ძალიან გამიხარდა ასეთი დადებითი შეფასება ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent