შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰორიზონტს მიღმა VII


22-04-2020, 08:41
ავტორი maliamo
ნანახია 881

ზოგჯერ ცხოვრება ისე ადვილად მოგიხურავს ბედნიერების კარებს, რომ გგონია მთელი ცხოვრება ამ კარებს ვეღარასდროს ვეღარ გააღებ და დარჩები გარეთ, როგორც ქარის დაბერვა ფანტავს ქვიშას თითქოს ასე გაფანტა ქარმა ბედნიერება , მარტოდ მარტო იჯდა ევა კაფეში, ათასჯერ გადაახვია წეღანდელი სალის ნათქვამი, ბრაზობდა საკუთარ თავზე, ყველაფერზე რაც მას დაატყდა თავს, როგორი ბედნიერი იყო და როგორ მოუხურა საყვარელმა ადამიანმა ბედნიერების კარები, როგორ დატოვა ამ კარის მიღმა, ტელეფონს დახედა და მათეს სახელი რომ ამოიკითხა ზიზღი ჩაუდგა თავალებში და ამავე დროს სევდაც.
ზოგჯერ, შეიძლება რაღაც წარმოიდგინო, ცუდიც, კარგიც, ყველაფერი ის რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ მაინც ისე ხდება რასაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენ და როდესაც ეს საშინელება დაგატყდება თავს უკვე ვერ იგებ რა გააკეთო და როგორ მოიქცე, ძნელია ენდო ადამიანს რომელიც ცოტახნის წინ შენს მიტოვებას აპირებდა, თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა და გტოვებს მხოლოდ მოგონებებთან ერთად შენზე არ დარდობს არ აინტერესებს როგორ იქნები არ აინტერესებს თუ რას იგრძნობ, როგორ დაიტანჯები შეგზიზღდება ყველა მისი გამოხედვა, მისი ხმა, მისი სურნელი, მაგრამ არა ის ადამიანი, რადგან მანვე აგიყვანა ზემოთ და მანვე დაგანრცხა. ბოლოს დარჩები შენ და მოგონებები, გრძნობა გექნება თითქოს მხოლოდ ეს მოგონებები შემოგრჩა და ჩათვლი რომ ეს სიზმარია, შენ აქედან გამოიღვიძე და ჩათვლი რომ ბავშვობაში, რომელ ზღაპრებსაც ისმენდი ისინი მართლა ზღაპრები იყო და ის პრინცესები და პრინცები რეალურ სამყაროში არ არსებობen, ენდობი ისევ შენს მეფეს თუ უბრალოდ დავიწყებას მისცემ იმ მომენტებს, რომლებიც თქვენ გიკავშირდებათ. ევამ ჩანთაში ჩააცურა ხელი და დღიური ამოიღო, წერა დაიწყო < დღეს პირველად ვიგრძენი იმედ გაცურუება, რომელისაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, ცხოვრება ზოგჯერ სიუპრიზებით არის სავსე, როგორ მეგონა დღეს დავიწყებდი ცხოვრებას მომეცა იმედი ჩემმა საყვარელმა ადამიანმა ფრთები მაჩუქა და მანვე მომგლიჯა ისე, რომ არც იფიქრა თუ როგორი მტკივნეული იქნებოდა ამ ფრთების მოგლეჯვა მხრებიდან, მე იმედი გამიცრუეს დამანარცხეს მაგრამ მე არასდროს არვისი და არაფრის შემეშნდება იმიტომ რომ თუ ძლიერი არ ხარ, არავინ ხარ ამ სამყაროში ამას მივხვდი, წამოვდგები თავლებში შევხედავ და ვეტყვი "გამარჯობა, როგორ ხარ" თითქოს არ არსებობს ის ჩემთვის მე კი მისთვის ეს იქნება ამ ისტორიის დასასრული და ახალაი ისტორიის დასაწყისი რომელშც ბოროტი მეფე თავის როლს დაკარგავს ამ ზღაპარში და ის დარჩება მხოლოდ იქ სადაც მე დავტოვე>
...................................................................................................................................................მათე, რომელმაც არ იცოდა რა იყოს სწორი ამ სიტუაციაში, თავს დამნაშავედ თვლიდა ევას მიმართ და ასეც იყო უნდოდა მისთვის აეხსნა ყველაფერი, უნდოდა სცოდნოდა რომ ყველაფერი რაც მას უთხრეს მისთვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ყველაფერს დრო ჭირდება არ შეეშვება იქამდე ევას სანამ არ დაუმტკიცებ,ს რომ მისთვის ყველაფერია, რომ ევას გარეშე სუნთქვა არ შეუძლია და ამის გამო მიიღო ის გადაწყვეტილება ტანჯავდა იმაზე ფიქრი რომ ევასთან ვეღარ მივიდოდა, ვეღარ შეისუნთქავდა მის სურნელს, ვღარ დაადებდა კალთაზე თავს და ვეღარ დალევდა მისი საყვარელი ქალის გაკეთებულ ყავას, რომელიც ასე ძალიან უყვარდა, როდესაც გადღლილი შეაღებდა ევას კარს და კარს იქით მისი საყვარელი ბავშვივით მომღიმარი ევა უმზერდა და ფიქრობდა რომ ეს ღიმილი მხოლოდ მისი იყო მისი თვალები, მისი ხელები, რომელიც მხოლოდ მას ეხებოდა ასე სიყვარულით. ყველაფერი მან დაანგრია და გაანადგურა მან მოუხურა ევას მისი გულის კარები, რაღაც ტკივილის გრძნობდა მარცენა მხარეს ისეთი მწარე იყო ეს ტკივილი რო ხელი მიიდო და ჩასისხლიანებული თვალები მაღლა აღაპყრო, ჩუმად იმეორებდა ევას სახელს, იმის იმედით, რომ უშელიდა, მაგრამ ამაოდ უფრო ტანჯავდა, მანქანის გასაღები აიღო და მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანთან წავიდა იცოდა ახლა მხოლოდ ის გაუგებდა მხოლოდ ის დაეხმარებოდა, მხოლოდ ის დაუდგებოდა გვერდით. მანქანაში ჩაჯდა და მოსწყდა იქაურობას. მათე მალევე მივდა მის ყველაზე ახლო მეგობართან. სანდრო ჯავახი ჭაღარა შეპარული უკვე ასაკში შესული კაცია იქნება 70 წლამდე, მათემ ის მაშინ გაიცნო, როდესაც მათთან მუშაობდა მებაღედ ბავშობაში ძალიან მოსწონდ,ა როდესაც მას ესაუბრებოდა და დღემდე შეინარჩუნა მასთან მეგობრული ურთიერთობა.
-გამარჯობათ სანდრო ბიძია, როგორ ხართ?
-კარგად შვილო, ცუდად გამოიყურები ხომ მშიდობაა?-სანდრო ბიძია მხოლოდ თქვენ გესმით ჩემი -შვილო ამ შენი გულის ტკივილს რა ქვია?
-ევა, სანდრო ბიძინა
-რა მოხდა მომიყევი
მათემ სანდროს ყველაფერი მოუყვა და გაღიმებულმა უთხრა
-მისმინე შვილო, იმ გოგოს შენ ვერ დაკარგავ როგორც არ უნდა ატკინო და აწყენონო ან ანალოგიურად ის მოგექცეს ასე თქნი გზები უკვე გადაკვეთა ბუნებამ და როგორც არ უნდა შეეწინაარმდეგო უხილავი ძაფი იდუმალებით მოგიახლოვდებათ და ისე დაატრიალებს რომ ერთმანეთს დაგაჯახებთ აი მაშინ კი ვერ გაექცევით ერთმანეთს
-ანუ?- ადამიანს ორი ფეხი აქვს ორი ხელი ორი თვალი ორი ყური მაგრამ გული ერთი ქვს ამ გულს მისი ნახევარი აუცილებლად სჭირდება და ის აუცილებლად იპვის მის ნახევარს შენმა კი ევას გული იპოვა -ძალიან ძირფასი ადამიანი ხარ ჩემთვის, ბიძია სანდრო.......................................................................................................................................................
-ნიკა უნდა მეთქვა ვერ დავუმალავდი და გეყოფა ნუ მეჩხუბები
-გოგო შენ გესმის მაინც, რომ როდესაც მათეს ესროლეს იქ ევაც იყო და შეეძლოთ მათესთვის კი არა ევასთვის ესროლათ? იცი ევა რატომ გადარჩა და რატომ არ ესროლეს, იმიტომ რომ არ იცოდნენ იქ ევაც, რომ იყო მარტო ეგონათ მათე და არაკაცებს რომ ჩვევიaთ ისე დაადგნენ და ზურგიდან ესროლეს შენ რო მართლა შენ დაქალზე ზრუნავდე არ მიხვიდოდი და არ ეტყოდი სმწუხაროა, სამწუხაროა, როდესაც შენ ნაირი ადამიანში კარგი დავიანხე ახლა მივხვდი რომ თურმე შენ კარგი არავისთვის გინდა საკუთარი თავის გარდა
-ასე ნუ მომექცევი ნიკა ნუ გამიკეთებ ამას
-როგორ მოგექცე სალი რას მთხოვ მე შენში სანდო პიროვნებას ვხედავდი მეგონა რომ შენი ნდობა შეიძლებოდა და გენდობოდი მაგრამ თურმე შევცდი არ ყოფილხარ ისეთი ადამიანი ვისთანაც მე მთელი ცხოვრება ბედნიერი ვიქნები სალი.
-კარგი ნიკა სალაპარაკო არ მაქვს ისედაც ვერ ვიტანდი შენს ხასიათს მაგრამ მეგონა რომმე და შენ დიდ ხმაურს გამოიტანდა პრესაში მაგრამ დავიღალე შენი სახის ყურებით თუ როგორი დაკოპილი დადიხარ ასე ბედნიერი ვერ იქნები დამიჯერე .
სალიმ გამოიჯახუნა კარები და წამოვიდა ტიროდა ძალიან ტიროდა, ტყუილი უთხრა მის საყვარელ ადამიანს მაგრამ ვერ აიტანა ნიკას სიტყვები და უნდოდა რომ მასაც ისე სტკენოდა როგორც მას ატკინა ნიკას ისტყვებმა გული იქვე სადარბაზოს კიბეებთან ჩამოჯდა და იქმდე არ ადგა სანმამ არ მოიწესრიგა თავი დატოვა სადარბაზო და ევასთან მივიდა - ევა მე და ნიკამ ვიჩხუბეთ -ჩემს გამო?
-არა ძვირფასო შენ რა შუაში ხარ უბრალოდ გავაბრაზე და ისიც ხო იცი როგორია მალევე ენდება და ჩხუბზე გადმოდის
-ძვირფასო ნიკას მართლა ძალიან უყვარხარ შეგირიგდება -ხოო მართლაი ხარ, შენთან რახდება?-მირეკავს და არ ვპასუხობ, მიჭირს მაგრამ რომ ვუპასუხო ცუდად გავხდები მისი ხმის გაგონებისას და არ ვარ მზად
-მისმინე ევა ჯობია დაელაპარაკო ისაუბროთ ასე როდემდე დაემალები ძვირფასო, უნდა დაელაპარაკო მოუსმინო უყვარხარ და თან იცი რომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო რომ შენ გაგიფრთხილდა წარმოიდგინე როგორ ცუდად არის ახლა ის, მან რომ იცის თუ როგორ ცუდად ხარ ვერ ისვენებს ნიკამ მითხრა საერთოდ არ უძინიაო ვურეკავ და არ მპასუხობსო არც ჩემთან არ მოვიდაო რა გავაკეთო არ ვიციო ისიც არ ვიცი სად არისო იქნებ დაურეკო და შეხვდეთ-არა სალი ამოვშალე მე ის უკვე ჩემი ისტორიიდან მოვჩი მე ამ დრამას უკვე გადავუსვი ყველა მის სიტყვას ხაზი და გავაქროლე წარსულში
-ცუდად იქცევი, ძალიან ცუდად არ შეიძლება ასე მოექცე რადგან მან რაც გააკეთა შენთვის გააკეთა მაგრამ ახლა შენ რასაც აკეთესბ მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებ ამ ყველაფერს
უთხრა და დატოვა.
ევა ისევ გადაეშვა ფიქრების ზღვაში ფიქრობდა სალიმ სათქვამზე "მან რაც გააკეთა შენთვის გააკეთა, მაგრამ ახლა შენს რასაც აკეთებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებ" ნუთუ მართლი იყო სალი და მათემ ეს მისთვის გააკეთა იქნებ ჯობდა მოესმინა საყვარელი მამაკაცისთვის იქნებ მისი ტკვილი შეემსუბუქებინა თავისთან დაეძახა და მასთან მოსულიყო მათეც, შეეგრძნო საყვარელი სურნელი გაეგო მათეს ხმა და დამტკბარიყო მისი ტუჩების ამბორით მაგრამ ის ისე იყო ნაწყენი და ამავე დროს გაბრაზებული რომ ახლა მისი სახელის გაგონებაც არ უნდოდა.მატეც ამავე მდგომაეობაში იყო მისი თვალები ჩაითლებულ ლომის თვალებს გავდა რომელიც თითქოს დაჭრეს და სიკვდილს ებრძვისო მისავათებული იწვა დივანზე და ჭერს უსიცოცხლოდ შეჰყურებდა, მისი ფიქრები ევასთან იყო თუ რას აკეთებდა არ უნდოდა რომ ეტირა და როდესაც მის ცრემლზე გაიფიქრა ობლი ცრემლი ჩამოუვარდა თვალზე და მალევე მოიწმინდა და მარცხენა მხარზე დაიდო ხელი პულსაცია აჩქარებული იყო სადაც არის გული ამოხტებოდა ტკიოდა საშინლად ტკიოდა გული და მის წინ მდგარ მაგიდას დასცხო წიხლი მისი ტელეფონი იატაკზე აღმოჩნდა რომელიც აზარუნდა და
-გაა***ვი ნიკა ახლა არ მაქ შენი თავი- რა იცოდა რომ ევა ურეკავდა რა იცოდა რომ ახლა ვის გამოც იტანჯებოდა და ვის ზარსაც შენატროდა ზუსტად ის ურეკავდა გაიფიქრა კიდეც ჩამი ანგელოზიაო მაგრამ ფიქრები უკან გადაყარა და მაგიდა გაასწორა ტელეფონი ისევ აზარუნდა ისე უპასუხა არც დაუხედავს
-ნიკა ცუდად ვარ გამეცალე გთხოვ
-მათე...- ხმა ჩამწყდარი ხმა ჰქონდა ევას, გული დაეწვა მისი ხმის გაგონებაზე მათეს ასეთი სუსტი ხმა მის ცხოვრებაში არ გაუგია ისევ გადმოუვარდა ცრემლი მისი ანგელოზის გამო ტიროდა და სულაც არ ნანობდა ის ცრემლებს არ ნანობდა საყვარელი ქალის გამო რომ ტიროდა, მალევე მოიწმინდა წრემლი და საუბარი განაგრძო
-ევა... ჩემო ანგელოზო... არ გამოთიშო.. გევედრები არ გამოთიშო საუბარი მინდა ევა ყველაფერი მინდა აგიხსნა გთხოვ მომეცი უფლება შენთან მოვიდე
-კარგი-უთხრა და ტელეფონი გათიშა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent