შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Orchidée noire /სრულად/


22-04-2020, 13:14
ავტორი Mary Drey
ნანახია 3 901

„ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე.“- ფროიდი.

- Orchidée noire...
- გისმენ..- მიპასუხა მან, რომელიც მუდამ თავისი სიკეკლუცის წყალობით ადამიანთა გონებას სასთუმალთან აკავშირებდა.

შავი ორქიდეა ყოველთვის გაფიქრებინებდა, რომ ამ სამყაროში მხოლოდ თვითონ იყო ასეთი მშვენიერი და ამავდროულად საშინლად თავბრუდამხვევი. თითოეული ადამიანის სხეულში დაუპატიჟებლად იდებდა ბინას... თავისი სპეციპიკური სურნელით სულში ხელებს აგიფათურებდა და მთელი სამყაროს წინაშე დედიშობილაღა გტოვებდა. სწორედ Orchidée noire-ს სიყვარული ადგა და ჩემს გულში ისე თავხედურად შემოიპარა, რომ ვერც კი გავიგე როდის მოასწრო ყველაზე დიდი და ნათელი კუთხის დაკავება.
შავმა ორქიდეამაც ასე უჩუმრისპირად შემიშვა თავის იდუმალ სამყაროში და თავისი სულიერ სამყაროს იმდენად დამაკავშირა, რომ ლამის ამ ამბავმა კინაღამ გადამიყოლა.
ზოგჯერ მირჩევნია უბრალოდ არ ვიცოდე... ვერ მიხვდე რა მჭირს და რამდენად გჭირს, შენ... ჩემო Orchidée noire....
ზოგჯერ გაკვირვებისგან გაოცებულთვალებიანი ზღვის ჰორიზონტს გავყურებ, რომელიც შეხედვისთანავე თითქოს მეტად ფართოვდება და საკუთარ გალაქტიკაში უპირობოდ მიშვებს.
ზოგჯერ საშინლად მაშინებს Orchidée noire, რადგან მან ჯერ თავის თავში შემიშვა და შემდეგ ჩემს თავში მოიტანა შიში, რომ როგორ უჩუმრისპირადაც შემოიპარა, ასე პირდაპირპროპორციულად გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან მისი კაშკაშა სიყვარული.
სიყვარული სწორედ იმ ნაპერწკალს ჰგავს, რომელსაც მუდმივად გაღვივება სჭირდება და ამას მარტო ვერაფრის დიდებით მოახერხებ… ჩვენს ბუხარში კი ცეცხლი სულ ვერ გიზგიზებს, ეს კი ვიცი, ძვლებით ვგრძნობ , რომ ჩემი ბრალი არ არის.
სიყვარულის ნაპერწკალი ერთობით ღვივდება, შიში კი უპირობოდ აგრძელებს ჩემში დარჩენას.
დგება ისეთი მომენტიც, როდესაც Orchidée noire დგება და ზურგს უპასუხოდ მაქცევს, და ისე მიდის სხვა სახლებისკენ , როგორც არაფერი. ისე ხმაურიანად მირიხინებს მისი არსებობიდან, რომ ძვლები ეწვის, გონება უდუღს და ადგილს ვერ პოულობს, რადგან მხოლოდ ახლა ხვდება, რომ არ უნდა გავეშვი, რომ ცეცხლი არ უნდა ჩაექრო იმ გულში, სადაც ხანდახან მისგან მიტოვებული ვიჯექი და საშინლად მციოდა, მშიოდა და მწყუროდა მისი მათრობელა სითბო, რომელსაც თვითონვე მიმაჩვია და მერე უკანაკსნელი სასიცოცხლო ლუკმასავით გამომგლიჯა მუჭებიდან… ამიტომ ვდგები და მივდივარ,
ნელი ნაბიჯებით მივდივარ, მაგრამ ვფიქრობ , რომ ამ ყველაფერს, მთელ ცხოვრებას განადგურება შეეძლებოდა.. იმ ცეცხლის ჩაქრობა, რომელიც მუდამ ანათებდა ჩვენ თბილ კერას, Orchidée noire....
მაგრამ ვდგები და მაინც მივდივარ, რადგან დავიღალე და ყვირილის ძალა უბრალოდ აღარ დამრჩენია.

ვიღებ სამძიმრებს Orchidée noire-ზე.. რომელიც საკუთარ სხეულის თითოეულ ნაწილზე კვლავ დარჩენოდა. კვლავ იგრძნობა ყელის არეში მისი უწინდელი ამბორის სურნელი. თუმცა გონების რაღაცა ნაწილი მას კვლავ ასამარებს სხეულის იმ ბნელ კუნჭულში, სადაც სიმარტოვე სიკვდილივით უჩუმრისპირად კივის კუთხეში აყუდებული.



- Orchidée noire...
- გისმენ...
- იცი? მომენატრე!
- ვიცი. რა ფერია შენი ჩემდამი გრძნობები?
- შავი ორქიდეას ფერი, ჩემო... რატომ დამტოვე?
- იმისთვის, რომ ადვილად გადაგეტანა ჩემი არსებობა.
- ანუ?
- ანუ უშენოდ მგონი მეც მოვკვდები.
- ღირდა ასეთი წასვლა, როცა თითოეული ნაბიჯი კვლავ ჩვენი სხეულის შერწყმას ითხოვდა? ეს ხომ აფსურდია, ჩემო?!
- გთხოვ, არ გინდა!
- რა არ მინდა, ჩემო? ის, რომ უშენობამ გული ნაფლეთებად მიქცია, თუ ახალგაზრდობა ჯოჯოხეთად, რომ მომივლინა?! ოდესღაც ჩემი ცისარტყელასავით ნათელი დღეები ჩამომიღამდნენ და გამოყრუვდნენ, დაბრმავდნენ და ისინიც ჩემი მეგობრებივით გარდაიცვალნენ, რომლებმაც ახლო წარსულში მიტოვებით დამლუსმეს. ახლა კი შენც ხელი გამიშვი. არადა შენ მე დამპირდი.
- მიყვარხარ...
- არ გინდა... აღარ გინდა ამდენი ტყუილი. არ გინდა. არაა საჭირო, რომ ეს სიტყვები გააუფასურო. ფასი არ დააკარგვინო რა, გთხოვ.
- მე შენ მიყვარხარ...
- თუმცა იმდენად არა, რომ მარადიულად ჩემთან ერთად გაგეტარებინა ცხოვრების წუთები, არა?- ავისმომასწავებლად ჩამეცინა.- მე შენ მიყვარდი. აი, ესაა წრფელი სიტყვები. მე მიყვარდა თითოეული შენი წარმოთქმული სიტყვა, იმის მიუხედავად ეს ბგერები სასიკვდილო იარებს მომაყენებდნენ თუ არა...
- არ გინდა, ჩემო...
- „ჩემო“ აღარასდროს დამიძახო, Orchidée noire.
- ანუ წავიდე?
- შენ უკვე ისედაც წახვედი.- ვთქვი და აცრემლებული თვალებით ზურგი ვაქციე, შავ ორქიდეას.


ოდესღაც ჩემი ყველა დღე ცისარტყელაზე ფერადი და ლამაზი იყო, ახლა კი ვარსკვლავიან ღამეს გავს, რომელსაც სავსე მთვარე ანათებს. არ აქვს მნიშვნელობა როგორი დღე გათენდება, მთავარი ისაა, რომ ვიცი ყველა დღეს ის ღამე მოყვება, რომელსაც ჩემი საკუთარი ვარსკვლავები აუცილებლად გაანათებენ.
ჩვენი ღამე, Orchidée noire...
ჩვენი გაცნობის ღამე, შავო ორქიდეავ.
მე შენ მიყვარხარ
და ეს გრძნობა სიტყვებზე ბევრად მეტია.


მისი შავი ფოთლები საბნად მოვიხური.
წარმოსახვით კვლავ ვცდილობდი მისი არსებობა გამეცოცხლებინა, თუმცა თითოეული ცდა საბოლოოდ ბოროტი ხმის გაჟღერებით მთავრდებოდა.





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent