შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალბატონი შალიკიანი //3//


23-04-2020, 03:02
ავტორი LMNTRIX
ნანახია 1 144

-ეს როგორ მოახერხე?-შენობიდან გასულს ყვირილით დაეწია ქეთა.
-ისევ შეენ?-მობეზრებულად აატრიალა თვალები ქალდანმა
-მედამცინი თუ საკუთარ თავს?ანონიმის მიერ გამოგზავნილი ვიდეო რომელიც შენს უდანაშაულობას ამტკიცებს,დავნიძლავდეთ ამ ხულიგნებიდან რიმელიმე იქნება ანონიმური გამომგზავნი.-ისტერიკული სიცილი აუტყდა
-ხო შესაძლოა აქედან რომელიმეა ან არა.
-შენ რა საკანი და მისი ინტერიერი მოგწონს?
-საკანი არა ადვოკატი მომწონს.თუმცა უკვე  აღარ ხარ ჩემი ადვოკატი ასე არ არის?რადგან მე თავისუფალი ვარ შენ შეგიძლია შენს მოსაწყენ ყოველდღიურობას დაუბრუნდე.იქნებ რომელიმე კლიენტთან მაინც გაგიმართლოს.
-ნაბი*ვარი ხარ.
-შენკი ლამაზი ხარ,მაგრამ ჭკვიანი არა რადგან ახლა აქ ჩემს წინ დგახარ.
-გგონია შემაშინეებ?-თვალი თვალში გაუყარა ქეთამ
-შეგაშინებ?ეს ყველაზე მცირეა რასაც მე გავაკეთებ.
-მაინც რას აპირებ?
-მოკლედ გეტყვი-მასთან ახლოს მიიწია და ყურში რამდენიმე სიტყვა ჩასჩურჩულა-901 და შენ ისევ ტყვე ხარ.-ყელზე ტუჩები მიაკრო და წასასვლელად შებრუნდა
-ეს რას უნდა ნიშნავდეს?-დაბნეულმა დაიწყო საუბარი
-ეს ისაა რასაც მოქმედება სჭირდება.-თვალი ჩაუკრა და მანქანაში ჩაჯდა,წამში თვალს მიეფარა მისი მანქანა,ქეთა კი განყოფილების კიბეებზე სრულ გაურკვევლობაში დატოვა.

***
მთელი დღე საქმეს გული ვერ დაუდო ყველაფერი მოსაბეზრებლად მიაჩნდა,რამდენიმე საქმეს გადახედა მაგრამ ჯერ არაფრისთვის არ უნდოდა ხელის მოკიდება.რამდენიმე დღით დასვენება სჭირდებოდა.
კაბინეტიდან დაახლოებით 7საათისთვის გავიდა კოლეგებს დაემშვიდობა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა,მანქანა ავტოსადგომზე იყო გაჩერებული,ირგვლივ სრული სიჩუმე იყო როგორც ყოველთვის.მანქანას ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და სახელურს დაეჯაჯგურა როდესაც მოულოდნელად უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა მიბრუნება ვერ მოასწრო ისე შეაფარეს სახეზე სფირტით გაჟღენთილი ნაჭერი და ხელები გაუკავეს თუმცა სწრაფად მოახდინა რეაგირება ერთ-ერთს წიხლი დაარტყა და თავი გაითავისუფლა ქერას სახეში მუშტი დაარტყა და უკან მდგომ მანქანაზე მიაჯახა,მანქანის სახელურს წაეტანა კარი გააღო ჩაჯდა და გასაღების ძებნას მოჰყვა თუმცა სწრაფადვე გაახსენდა რომ ჩანთა მანქანასთან დაუვარდა ამასობაში ბიჭებმა დრო იხელთეს ამჯერად ორივემ ერთად გააკავა ქეთა სახეზე ნაჭერი ააფარეს და ისიც სწრაფად ბნელ წყვდიადში გადაეშვა.

***
-წესით გონს უკვე უნდა მოსულიყო,თქვენ რა ის კომაში ჩააგდეთ?-სადღაც შორიდან ესმოდა მამაკაცის ხმა ქეთას
-უბრალოდ სახეზე ნაჭერი დიდხანს გავუჩერეთ,პრობლემები რომ არ გვქონოდა.
-გოგოს მოტაცება გთხოვეთ მოკვლა კი არა!-ქეთამ წამწამები ნელ-ნელა დააშორა ერთმანეთს,თვალებზე ბინდი ქონდა გადაკრული რამდენჯერმე დაახამხამა და სრულ,ნათელ სურათს თვალი მოავლო.ოთახს ღია იისფერი კედლები და ცისფერი ჭერი ამშვენებდა,ფანჯრებზე კი გისოსები იყო აკრული.თვითონ საწოლზე იწვა,ხელები გაამოძრავა და იგრძნო რომ დაბმული არ იყო სწრაფად აღიდგინა გონებაში მისი გატაცების დეტალები,სწრაფად დაასკვნა რომ მინიმუმ ის ღამე მაინც ამ ოთახში გაატარა რადგან ახლა უკვე დღე იყო,ფეხსაცმელი იქვე კუთხეში ეწყო ფეხზე წამოდგა და სწრაფად ჩაიცვა კარი ღია იყო ფრთხილად მივიდა და დერეფანში თვალი გააპარა,როცა დაასკვნა რომ იქ არავინ იყო გავიდა და კიბეებზე ჩაირბინა,წინ გაიხედა და რადგან ვერავინ ვერ დაინახა ჩათვალა რომ ალბათ ეზოში არიანო და კარის სახელურს დაეჯაჯგურა.
-სადმე მიდიხარ ქალბატონო ადვოკატო?-ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა
-ამის დედაც-შეიკურთხა და ფრთხილად მიბრუნდა მისკენ
-როგორც იქნა გაიღვიძე ,დიდი ხანია გელოდები-მის წინ დადგა და სახეზე ხელი ჩამოუსვა დემეტრემ
-ხელები მომაშორე პირუტყვო-ხელით უკან უბიძგა და თავადაც რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
-არ თქვა რომ ჩემი ნახვა არ გიხარია.
-დილითაც მეყო შენი აუტანელი სახის დანახვა.-თვალი მიარიდა და კედელს მიაშტერდა
-აქ იმიტომ არ ხარ რომ ეს მინდა-სწრაფად დაიწყო სიტუაციის განმუხტვა.
-აბა აქ მე შენს სანახავად ჩემი ფეხით მოვედი?საერთოდ სად ვართ?ან შენთან რატომ ვარ,რამდენ ხანს მეძინა ან საერთოდ რატომ მომიტაცეთ.-ისტერიულად მიაყარა სიტყვები
-დამშვიდდი!სასტუმრო ოთახში წამოდი ყავა დავლიოთ და ვისაუბროთ.-ჯერ ამაზრზენად აათვალიერა შემდეგ კი გაიაზრა რომ გარკვეული დროის განმავლობაში რადგან მისი ადვოკატი იყო ეს არაფერს ნიშნავდა და მალევე დასთანხმდა,დემეტრეს უკან მიჰყვა.სასტუმრო ოთახი საკმაოდ ვრცელი იყო ოთახის ცენტრში  2 დივანი და მათ შორის გაზეთების მაგიდა,ასევე ბუხარი,წიგნების ორი კარადა,რამოდენიმე ფაიფურის ქანდაკება.ასევე საშუალო ზომის მაგიდა თავისი 6სკამით.ესყველაფერი წყნარ და მშვიდ გარემოს ქმნიდა ოთახში.
-გამომართვი-ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ გამოიყვანა რომელიც მის წინ იდგა ხელში ფინჯანი ყავით
-გმადლობ-თქვა და დივანზე ჩამოჯდა
-დაგვტოვეთ!-ცივი ხმით თქვა და ოთახიდან წამსვე გაქრა ორი ახალგაზრდა ბიჭი.
-რადგან ზედმეტ საუბარს მოვრჩით და თან მარტოები ვართ ყველაფერი უნდა ამიხსნა.-უფრო მომთხოვნი გახდა შალიკიანი.
-შენ გადაწყვიტე ფლირტი მორისთან იმის გამო რომ სიმართლე გაგეგო,მორისს კი დიდი ხანია აღარავინ უჯერებს მის უცხო მეთოდებს ეჭვქვეშ აყენებენ და თითქმის გაუწონასწორებელ ადამიანად თვლიან.ნიკოლასი ერთ-ერთია იმ ამხედრებულებს შორის ვინც ჯარს კრებს მის წინააღმდეგ...
-კარგი კარგი გასაგებია ჩემი მორისთან ფლირტი გაბრაზებს და ეს შეცდომა იყო მაგრამ ნიკოლასი ამასთან რა შუაშია?
-თუ დამაცდი ახსნას გაიგებ!-წყნარად განაგრძო საუბარი ქალდანმა-ნიკოლასისთვის შენ პრობლემა იყავი რადგან ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი ციხიდან გამოყვანა შეეძლო,ნუუ ნიკოლასს ასე ეგონა.ასევე არ უყვარს პოლიცია გარშემო,ყველას კლავს ვინც თვალში არ მოუვა და თუ მიზანს დაისახავს მას აუცილებლად აღწევს.ამ შემთხევაში კი მისი სამიზნე შენ ხარ ჩემი ადვოკატო და რადგან შენი გემრიელი ბურგერების ვალი მაქვს მინდა რომ დაგიცვა.
-მართლა გგონია რომ შენი დაცვა მჭირდება?
-კი ქეთა გჭირდება,ამაზე მამაჩემსაც და მამაშენსაც ვესაუბრე,ის არაა მზად დედაშენივით დაგკარგოს!
-მეე თავს მივხედავ გასაგებია?-ფინჯანი მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოდგა.
-ვერა,ვერ მიხედავ იმიტომ რომ არ შეგიძლია ამხელა მასას გაუმკლავდე.ძენ ერთი ხარ ისინი კი ბევრნი.
-და შენ რატომ ცდილობ ჩემს დაცვას?შენ არ ხარ მამაჩემი.
-მე ჩემიანებს ვიცავ.ახლა მე შენ გიცავ ისე როგორც ოჯახის ახლობელს და ჩემში სიმპათიის გამომწვევ ქალს და არა ისე როგორც ადვოკატს.
-ნუ გრცხვენია იმის თქმა რომ ჩემნაირებს ძაღლებს ეძახიან.-ირონიულად გაიღიმა და გასასვლელისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?
-ჩემი ნივთები უნდა ავიღო და სახლში წავიდე.
-ვერ წახვალ ქეთა.
-დავიჯერო ჩემს მეტი საზრუნავი არ გაქვს?
-საზრუნავი ბევრი მაქვს,მაგრამ ამჟამად შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ.
სიკეთეს ყოველთვის სიკეთით ვპასუხობ.-ფეხზე წამოდგა და მისკენ წავიდა
-ღმერთო ნეტავ სულ არ გამეცანი-თვალები მობეზრებულად აატრიალა და სახელურს წაეტანა
-შენ აქედან ვერ გახვალ,ტყუილად ნუ შეეცდები,სახლს მხოლოდ მაშინ დატოვებ როცა ამას მე მოვისურვებ და არა მაშინ როცა ეს შენ გენდომება-კისერში ცხელი სუნთქვა მიაფრქვია და მუცელზე ხელები მოხვია-არ გირჩევ წინააღმდეგობის გაწევას,მეხომ შენზე ვზრუნავ-ყელში აკოცა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
-აუტანელია-კედელს ზურგით მიეყრდნო და ბოლოდროინდელი ამბების შეჯამებას მოჰყვა.


***
დაახლოებით სამი საათი იყო გასული ყველაფრიდან,ქეთა ისევ ზევით ოთახში იყო და ტერიტორიას ფანჯრიდან ზვერავდა როცა მოულოდნელად კარზე კაკუნის ხმა გაიგონა
-ქეთა შეიძლება შემოვიდე?-დემეტრე ნამდვილად არ იყო მაგრამ შემოსვლის ნება მაინც დართო.
-შემოდი-თქვა და საწოლზე ჩამოჯდა.ოთახში 25წლამდე ასაკის ბიჭი შემოვიდა ხელში პარკი ეჭირა McDonald's-ის წარწერით."ღმერთო როგორ მშია"გაიფიქრა გონებაში და ყურადღება ისევ ბიჭზე გაამახვილა.
-დემეტრემ თქვა რომ ბურგერები გიყვარს-ღიმილით უთხრა ბიჭმა
-კიი ძალიან,გმადლობ-მანაც ღიმილით უპასუხა.
-ხო მართლა მე ლევა ვარ უფრო სწორად ლექსო,დემეტრეს ბავშვობის მეგობარი-ხელი გაუწოდა ქეთას
-მეე ქეთა დემეტრეს ადვოკატი,თუმცა შენ ეს ხომ უკვე იცი.
-ჰმმ,ნამდვილად ასეა,კარგი აღარ მოგაცდენ ,გემრიელად მიირთვი.
-გმადლობ,დემეტრე სახლშია?-ეჭვნარევი ტონით იკითხა
-არა,2საათის წინ გავიდა.
-საად?
-სხადნიაკი იყო დანიშნული,დემეტრე ქურდებს უნდა დაელაპარაკოს.
-დაელაპარაკოს რაზე?
-ლავროვი ყოველთვის ჩვენს პრობლემებს აგვარებს მას ჩვენ უკვე წლებია ვიცნობთ,დღეს გადაწყდება ვინ დაეხმარება დემეტრეს შენს დაცვაში.
-მოიცა მოიცა ჩემს დაცვაში?
-ანუ ყველაფერს გაანალიზებენ და თუ ჩათვლიან რომ საკმარისად ღირებული ხარ იმისთვის რომ სისხლისღვრა დაიწყოს ქურდებს შორის ლავროვი დემეტრეს მოქმედების საშუალებას მისცემს.
-ანუ უკვე მკვდარი ვარ?
-არა,ჩათვალე რომ ღირებული ხარ იმაზე მეტად ვიდრე სხვები ფიქრობენ.მამაშენი კანონიერი ქურდი იყო,ის წლების განმავლობაში ხარკოვში მთავარი იყო,მის გარეშე არაფერი არ ხდებოდა,მას ყველა პატივს სცემდა გგონია მის შვილს ასე გაწირავენ?-ღიმილით მიუგო ლექსომ
-მამაჩემი ქურდი აღარაა.
-თუ ეს არ გაამართლებს დემეტრეს ტყუილის თქმა მოუწევს.
-რა ტყუილის?
-მოკლედ გეტყვი რა,არ ვიცი იცი თუ არა რომ დემეტრე დედაშენმა გაზარდა ის 12წლამდე მან გაზარდა და ხო ხო ვიცი ახლა გაოცების დრო არ არის.დემეტრეს მაშინვე არჩეული ქონდა გზა  და მას მხოლოდ ერთი რამ სთხოვა დაიცავი ჩემი შვილი,მას ეს აუცილებლად დაჭირდება.დემეტრესთვის ძვირფასი ამიტომ ხარ.არ უნდა რომ რამე დაგემართოს ტყუილს ისევ შენს სასარგებლოდ ამბობს.
-რა ტყუილს?
-თუ მამაშენის ვერსია არ გაამართლებს დემეტრე იტყვის რომ მისი საცოლე ხარ და მალე ცოლად მოგიყვანს
-რაა ეს ხომ აბსურდია?ხომ არ გაგიჟდა დაურეკე მსგავსი არაფერი თქვას,მოვიდნენ და მომკლან.-პანიკაში ჩავარდა ქეთა.
-ის შენს სასიკეთოდ ამბობს ტყუილს-მხარზე ხელი მოკიდა და თვალებში ჩახედა-დემეტრე წმინდა სულის პატრონია,არ დაუშვებს რომ მოკვდე.-თქვა და წასასვლელად შებრუნდა-უი ხო მართლა ეს შენი ტელეფონი,გაუჩერებლად რეკავდა და ვიფიქრე იქნებ რამე სასწრაფოა
-რათმქუნდა მეხომ ადვოკატი ვარ განყოფილებაში საჭირო ვარ.
-გაქცევაზე არც იფიქრო ადვოკატო,სახლის გარშემო მინიმუმ 50ადამიანია განაწილებული,შენს ადგილას ჭკუით ვიქნებოდი-ღიმილით უთხრა და დერეფანში გაუჩინარდა...



№1  offline წევრი sofo_sofia13

ძალიან კარგიი იყო მაგრამ ამდენი ხნითაღარ გადაიკარრგო

 


№2  offline წევრი LMNTRIX

sofo_sofia13
ძალიან კარგიი იყო მაგრამ ამდენი ხნითაღარ გადაიკარრგო



რაღაც პრობლემები მქონდა მაგრამ ახლა აღარ დავიკარგები მადლობა

 


№3  offline წევრი Ανάξιος

მომწონს
ახალ თავს დაველოდები ❤️

 


№4  offline წევრი LMNTRIX

korean
მომწონს
ახალ თავს დაველოდები ❤️

მადლობა დიდი❤️

 


№5  offline წევრი Papuna

ვაიმეეე მალე დადე შემდეგიი რაა❤❤

 


№6  offline წევრი LMNTRIX

Papuna
ვაიმეეე მალე დადე შემდეგიი რაა❤❤



ყველანაირად ვეცდები❤️

 


№7  offline წევრი Imagination88

ძალიან მომწონს ყოჩაღ მოუთმენლად ველი ახალ თავს არ დაგვეკარგოო ❣️❣️წარმატებები ❣️❣️

 


№8  offline წევრი LMNTRIX

A.N.A
ძალიან მომწონს ყოჩაღ მოუთმენლად ველი ახალ თავს არ დაგვეკარგოო ❣️❣️წარმატებები ❣️❣️


ძალიან დიდი მადლობა,არ დავიკარგები❤️

 


№9 მოდერი ენქეი

ეს ისტორია ჩემს გვერდზე ავტვირთე სახელით "ქალდანის პირადი ბედნიერება"
შეგიძლიათ ასე მოძებნოთ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent