არ შეგიყავრებ. მეორე ნაწილი 6 თავი
მადონა კარს ფართოფ მიღებს და შიგნით მიშვებს. ასე არასდროს არავის ექცევა ხოლმე, ჩემს გარდა, მე ხომ მისი განსვენებული შვილის მეგოაბრი ვარ, მე ხომ ერთადერთი ვიყავი რომელიც ტყეში შიშის გარეშე შემოდიოდა და მისთვის რაღაც რაღაცეები მოჰქონდა. ერთადერთი ვიაყვი მაშინაც, როცა გაცივდა და გვიან ღამით ბებოს ვეპარებოდი, მისთვის წამლები და წვნიანი რომ გამეკეთებინა. წამლებს ძირითადად თავის რეცეპტით მაკეთებინებდა. ტელეფონს ვთიშავ, ვუღიმი და დივანზე ვჯდები ნახევარი საათის მანძილზე ჩემსა და მის ახლანდელ ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ. -ლელო რა სერიოზული საქმე გქობდა? -მადო ვიცი ამას არ უნდა გთხოვდე... ვიცი შენს თვალში მე ყოველთვის სხვა ვიყავი, მაგრამ ახლა მართლა ძალიან მჭირდება, იმდენად გავიხლართე დედას ტყუილებში ახლა მჭირდები, მხოლოდ ამ ერთხელ და გპირდები აღარასდროს გთხოვ.. -ლელო მკითხაობა გინდა? თვალებში წყალი მიდგება,რადგან მადონას არასდროს დასცდებია სიტყავ "მოდი გიმკითხვაებ" ჩემთან ისევ ის ურთიერთობა ჰქონდა რაც თენგო ძიას და ლევანიკოს დაღუპვამდე. ქმარი და შვილი 9წლის ვიყავი რომ გარდაეცვალა. 6წელი ბებიასთან ზამთარს და ზაფხულს ვატარებდი, მერე სკოლის გამო მხოლოდ ზაფხულს. აქაურ ბავშვებთან კი სასწაული ურთიერთობა მქონდა. მერე ორივე ავარიაში მოყვნენ, მადონამ კი ერთ დროულად ყველა იმედი დაკარგა, უცხო კუთხის შვილი სოფელს განუდგა და პატარა ხელოვნურ ტბასთან ქოხში დასახლდა. იქ სადაც ბევრი არავი აწუხებდა. -ლელო უარს არ გეტყვი, შენც იცი... და თუ გგონია ამით ჩემ თვალში შეიცვლები არა საყავრელო. -მადლობა მადო... მადო შეგიძია წარსულიდან ის მითხრა რაც არვიცი? და ცოტა მომავალზე. -კი, შაქარი? -არ მინდა. ამ ბოლო დროს უშაქროს დავეჩვიე. კიდევ ნახევარი საათი ყავის მოდუღებაში, დალევასა და სოფლელებზე ჭორაობაში დავხარჯეთ. ოჰ როგორ მიყვარდა მადონასთან დაჯდომა და ჭორაობა. იმის მიუხედავად რომ დიდხანს ვიცნობდი მაინც სულ მცირე ეჭვი მეპარებოდა რომ რეალური იქნებოდა ყოველივე რასაც იტყოდა. ნახევარი საათის შემდეგ.. -ახლა გადმოაბრუნე სულ ორი წამით. თავი დავუქნიე და ჭიქა ამოვაბრუნე.. მერე მას გავუწოდე, მანაც ჩაიხედა და ლაპარაკი დაიწყო. -თქვენ ერთად შეგქმენს, უჯრედი უჯრედის მიყოლებით. ერთად იყავით მაშინ, როცა არც თვალები და არც ხელები არ გქონდათ, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც სულიც კი არ გქონდა. მშვიდად ისხედით იმ სამაყროში, მაგრამ რიგორცკი გაჩნდით დაგაშორეს. ერთი კაცმა წაიყვანა მეორე ქალმა. 6წლის რომ გახდა შენი ნაწილი გერმანიაში გაამწესეს. მისკენ მიგიწევდა ყოველთვის გული, მაგრამ მარტო მისვლას ვერასდროს ბედავდი.კილომეტების მოშორებითაც გრძნობდით ერთმანეთის სევდას და ტკივილს. როცა შენ იცინოდი ისიც იცინოდა, როცა ის ტიროდა შენც ტიროდი. მას აიძულეს ის გაეკეთებინა რაცა არ უნდოდა. გგავს, მაგრამ უშენოდ უსუსურია. ახლც სჭირდები, მასთან უნდა მიხვიდე ხელი ჩასჭიდო და დაბკოლებები გადაატანინო. შენს ბნელ მხარეს რაც შეეხება. საიდუმლო რომელიც მხოლოდ, ა-მ, თ-მ,ლ - მ და კ-მ იციან სუალც არ არის ისე, როგორც შენ გახსოვს. ყვეალფერი ბურუსშა და ოდესმე ალბათ გაიგებ. მომავალს რაც შეეხება ბევრი ტკივილი გელოდება. კაცი რომლის სულიც შენსას ერგება უკვე შეგხვდა დიდი ხანაი, მაგრმა ვერ ხვდები. მანამ ვერ მიხვდები რომ მის მიამრთ გრძობები გაქვს სანამ ერთ-ერთი დარტყმისას შენ გვერდით არ აღმოჩნდება,მაგრამ დაიმახსოვრე ის უბრძოლველად არ მოდის, მანამდე ბევრ რამეს გამოივლი. ბევრ მონატრებას, ბევრ ტკივილს. მის მერეც. თქვენ შორის ქალი ჩადგება, მაგრამ თუ ხელს არ გაანძრევ თუ იმ ქალს არ ჩამოიშორებ მას სამუდამოდ დაკარგავ. ისე უნდა მოიშორო ვერაფერს მიხვდეს და ამაში შენი კაციც დაგეხმარება. კიდვ არის რაღაცეები მაგრამ ეს შენით უნდა გაიგო. ცრემლებს ვეღარ ვაკავებ და მადონას კალთაში ვდებ თავს, ისიც თმაზე მეფერება და მაწყნარებს. -ნუ ტირი ლელო... შენც ხომ იცი, მომავლის შეცვა შესაძლებელაი. ეს ბედის წერა არ არის, ეს ისარის რაც უკვე მოხდა, მაგრამ თუ იმ ერთ არასწორ ნაბიჯს არ გადადგავ, ბედნიერებას იამზე მალე ჩიგდებ ხელში ვიდრე წარმოიდგენ. -თან მჯერა ამ ყვეალფრის და თან არა. მადი იმ დანაშაულისთვის მემარათება ეს ყვეალფერი? -არა, უბრლაოდ ცხოვრება და ხალხია ასეთი ჩემო გოგო. -მითხარი ჩემი სულის სწორი სიმპატიურია? -კი. შენსავით მშვენიერია. ლოყაზე ხელს ვკიდებ და დაბლა ვწევ რომ გაყინული ტუჩები ლოყაზე შევახო. -ახლა გაიქეცი თორემ ინერვიულებს ლელა. -კაი სანამ წავალ კიდევ გამოგივლი. -ეს წაიღე, გელოდებოდი როდის მოხვიდოდი, სულ არ გაგხსენებივარ ეს სამი წელი? -ნუ კი. ყელსაბამს ვართმევ, ზედ უბრალოდ ქვა იყო, უბრლაო თუმცა მშვენიერი, ჩემთვის ასე ჩანდა. -მთვარის ქვაა, ყოველი შემთხვევისთვის გქონდეს, როცა შეატყობ დაბრკოლებებთან მარცხები იწამე რომ ყველაფერს გადალახავ, გეკეთოს და ყევალფერს დაძლევ. -მასზე რაღაცეები მეც ვიცი მადო... ხომიცი სტასია ამით არის გატაცებული, ჯადოქრობები და მაგიები. -სტასია უბრალოდ ახირებულია, მას ეს ყევალფერი უბრლაოდ აეკვიატა. გულით არ აინტერესებს. მადონამ თავის ხელით გამიკეთა და გამომაცილა. ბილიკს დავადექი და ტელეფონი ჩავრთე. იმდენი ზარები დამხვდა დამაინეს და თეკლესგან, შემეშინდა ლელას რამე ხოამრ დაემართა თქო და გადავურეკე. -დამაინე რა ხდება? ბებო ხომ კარგადაა? რამე ხომარ დაემართა?. ცოტახანს სიჩუმეა მერე კი ტელეფონი ლამის ხელიდან მივარდება ისე ყვირის. -გოგო შენ ნორმალური ხარ? სად ჯანდაბაში ხარ მთელი სოფელი გადავატრიალეთ მე და თეკლამ არსად ხარ!სად წაეთრიე?! მისმა აწეულმა ხმამ გამაღიზიანა და მეც ყვირილზე გადავედი. -ნუ მიყვირი! გეგასთვის გეკითხათ და გეტყოდათ. -არ ვიცო გეგამ. -მოსაკლავია რა, მარა მართალია აქ თქვენი მოსვალ არ მჭირდებოდა,მინიმუმ ორ მაქსმიმუმ ორსაათ ნახევარში დავბრუნდები ბებოს გადაეცი არ ინერვიულოს. დიალს 12ზე გამოვედი, 1:30 გზაში ვიაყვი, მერე ორი საათი მადონასთან ახლა ლევანის საფლავზე ვაპირებდი ასვლას, იქაც ტყე უნდა გამევლო. ნახევარი საათი იქ მისასვლელად მჭირდებოდა, ციტახანს გავჩერდებოდი და მერე საათახევარში სახლში ვიქნებოდი.დრო გამოვთვალე.6ზე მაქსიმუმ 6:30 ზე სახლში ვიქნებოდი. -რა ორსაათ ნახევარი გოგო, შენ ხოარ გაურეკე მოდი სახლში დროზე.?! -დამაინე მოკეტე კარგი საქმე მაქვს. -სად ეგდე? -ვეგდე არა ვიყავი. -კარგი სად იაყვი? -მადონასთან. -ვინააა მადონა? იმხელაზე იყვირა გულის შეტევა მომივიდა ბებოს რომ გაეგო თავს წამაძრობდა. კი 15წლის მოიყვანა ცოალდ თენგომ და ფაქტიურად ბებომ გაზარდა, მაგრმა რაც ტყეში გადასახლდა ერიდებოდა ჩემს იქ გაშვებას რდგან ეშინოდ მგელი ან რამე არ შემხვედროდა, თან მადონას სახლი შუაგულ ტყეში იდგა. -ჩუუუ ბებომ არ გაიგოს თორე მიგასაკუბოვებ შე საცოდაო . მოვალ და აგიხსნით, მეჩქარება ახლა. -სად მიდიხარ? -სასაფლაოზე -მანდ რაღა ჯანდაბა გინდა? -ეგ შენ არ გეხება ნახვამდის. ტელეფონს ხმა გამოვურთ და ისევ ჯიბეში დავაბრუნე, მოგატყუებთ რომ გითხრათ ლევანის საფლავს მშვიდად შევხედე მეთქი, არა! ცრემლები ღაოპაღუპით მდიოდა... ვერ ვეგუებოდი, ამდენი წლის მერეც ვერ ვეგუებოდი მეგობრის დაკარგვას. ადრე სიკვდილი უბრალო ძილი მეგონა, მერე კი როცა თავად გავხდი ამის შემსწრე მივხვდი რომ მათ უბრალოდ ვეღარ ვნახავდი. გავიაზრე, რომ მათ სიკვდილის მერეც ვერ ვნახავდი. მათ სამოთხეში ეკუთვნოდათ ადგილი მე კი ერთდერთი გზა, რითიც სამოთხეს მივიღებდი ვინმეს მიერ ჩემი აღდგომის კვირაში მოკვლა იყო. ვსო მეტი არაფერი. სახლში მართლაც 6ზე დავბრუნდი კარი შევაღე თუ არა ბებიაჩემი აქოთქოთდა და მეც ვეღარ დავუმალე. -ბე ნუ ნერვიულობ რა, მადოსთან ვიყავი, შენთან სალაპრაკო მაქვს მერე. -ბები რამდენჯერ გითხრა საშიშია ტყე. -ტყეში იყავი? ყოჩაღ შენ! დამაინეს გამკაცრებულ ცინიზმით სავსე ხმას ყურადღებას არ ვაქცევ და მერე ბებოს დაწვრილებით ვაყოლებ ყველაფერს ჩემზე და ლელეზე. საბოლოოდ ის აღმოჩნდა რომ ლელესა და ჩემს "გაყოფაზე" მამამ არაფერი იცოდა. ბიძია და დედა კი ჩვენი ჩასახვის დღიდან შეთანხმებულები იყვნენ. ბებო თვალებშიც ვერ მიყურებდა, იმის გამო რომ მომატყუა, იმის გამო რომ ტყუპის ჩემგან მოწყვეტა დამალა და ხელიც ვერ შეუშალა ამ ყველაფერს. ბებო ყევალფრის მოყოლას რომ მორჩა ცრემლები ვერ შევიკავე და ატირებული უკანა ეზოში გავვარდი. ხეზე ჩამოკიდებულ ბაწრისა და ხისგან გაკეთებულ საქანელაზე ჩამოვჯექი და ბაწარს მივეყრდენი, ოდნავ ქანაობდა, ან მე მეჩვენებოდა. ისევ ცას ვუყურებდი. უხმოდ ვტიროდი, თუმცა ცრემლები მაინც სწრაფად და ბევრი მოდიოდა. მთელი საღამო გარეთ ვიჯექი და არაფრის დიდებით არ შევდიოდი სახლში.ცხრისკენ აცივდა და მხრებზე მოფარებული ჟაკეტი ვიგრძენი. -ლელო კარაგდ ხარ? დამიანე ჩემს გვერდით მეორე საქანელაზე ჩამოჯდა. ოხ ეს ლელო რომ არ შეერქმია მადოს რა ეშველებოდათ?! -არა, არ ვარ დამაინე.და წამართვეს, ის ვინც ჩემთან ყველაზე ახლოს არის. -მაინც რა გინდოდა იმ ტყეში? ან სასაფლაოზე? ისევ გაბრაზებულმა მკითხა. -მადო ტყეში ცხოვრობს, რაც შვილი და ქმარი გარდაეცვალა. ნუ გეშინია მაგ ტყეს საკუთრი თავივით ვიცნობ. რაც სასაფლაოს შეხება ლევანის სანახავად ვიყავი. მის გახსენებაზე სევდიანად მეღიმება. პატარა იყო სიკვდილისთვის. ისეთი პატარა და მხიარული. მერე დამაინესკენ ვიხედები და ვხედავ რომ ძარღვები ერთიანად ეჭიმება. -ლევანი? მაგას არ გამაცნობ? ხმა მიწყდება, ცალ ფეხს საქანელას მეორე მხარეს ვაქცევ და პირდაპირ მას ვუყურებ. -ყოველთვის მტკივნეულად რატომ მახსენებ დაკარგულ, გაქცეულ ან მკვდარ მეგობრებს? 9წლის ვიყავით მე და ლევანი ის და მამამისი ავარიაში რომ მოყვნენ და გარდაიცვალნენ. მადონა კი ტყეში გადავიდა. შუბლით თოკს მივეყრდენი, აღარაფრის თავი მქონდა. ახლა გამოვიძნებდი დარჩენილ ერთ კვირას და 5დღეს ბედნიერად გავატარებდი მერე კი ლელეს მივაკითხავდი. მაიას კი პასუხს მოვთხოვდი.ვერ ვაზროვნებდი თუმცა ვიცოდი დამაინესთვის ბოდიში მქონდა მოსახდელი. -დამაინე... -ხო? -ბოდიში... მართლა არ მინდოდა ასე ყოფილიყო ყველაფერი, მე უბრალოდ ეგეთი ვარ... სპონტანურად დაგეგმილ გეგმებს მივყვები თავიდან ბოლომდე და საშინელებებს ვკეთებ... -არაუშავს ვის არ ჩაშლია ქორწილი? -ჰმ დავფიქრდე? ტყუპებს და ლანას მხოლოდ და მხოლოდ. -დაიცა რა? -აბა ნიკას ქორწილი მე ჩავშალე (ანის ბრალი იყო). ანის საქმრო გარდაიცვალა. კალე უფ კალე და ლანასიც არ ჩაშლილა გამომრჩნენ.კიდევ აკოსი. აი მე და აკოს გვიპირებდნენ დაქორწინებას და ნიშნობა ჩავშალეთ. -უიჰ რამდენი ქორწილი გაქ ჩაშლილი? -სამი. ჩვენი, ჩემი და აკოსი და ნიკასი და მილასი. ცოტახანს უხერხული სიცივე ჩამოწვა, მერე ისევ დამიანემ დაარღვია ეს სიჩუმე. -არ შევიდეთ? ცივა! -წამო რამეს გავაკეთებ თან მომშივდა. -დილის მერე არაფერი გიჭამია? . -მადონასთან ყავა დავლიე! -ყავა საჭმელი არ არის! -მაგრამ პასუხებია წარსულზე და მომავალზე დასმულ ყველა შეკითხვაზე. ფართოდ ვუღიმი და უნებურად მადონას გაკეთებულ ყელსაბამს ვაღამაშებ. -მთვარის ქვა? -კი! მადონამ შენთვის გავაკეთე ეგ ყელსაბამიო. -ბედნიერებას უნდა ჩაებღაუჭო? -დედამიწაზე მაინც ვიყო ბედნიერი მანამ სანამ ჯოჯოხეთს შევერწყმები. სახლში შევედით და მეც უცბად გავაკეთე ბუტერბროტები, თეკლაც შემოგვიერთდა და გემრიელადაც მივირთვით. მე და თეკო 10ზე უკვე დასაძინებლად წავედით. დავინახე, როგორ გვიყურებდა გეგა. აივნის კარი ოდნავ ღია დავტოვე, რაიცი რა წამოუვლის. აბა? მოგეწონათ? იმედი მაქვს ისიამოვნეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.