ისე მომენატრე, სულ მელანდები
ისე მომენატრე რომ გაჩერდა დროის წამები ისე მომენატრე ვეღარ ამბობს სათქმელს თვალები ისე მომენატრე ჩემი გრძნობით ზეცა ატირდა ისე მომენატრე რომ ზაფხული უცებ გაცივდა რატომ მომენატრე ჩემს გულს იცავს კარების ფიქრის ფიქრით დაღლილი მონატრება იმედთან მიჰქრის ისე მომენატრე რომ ამ გრძნობამ მთვარეც გაათბო ისე მომენატრე მონატრებამ ღვინოც დაათრო ისე მომენატრე რომ წარსული ცრემლებად მექცა ისე მომენატრე გრძნობა ფურცელს ეხება ლექსად ისე მომენატრე შენზე ფიქრებს ვეღარ ვიცილებ ისე მომენატრე რომ დაღლილიც ვეღარ ვიძინებ სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები იქნებ ღიმილი მწველი მზერა ხმა მენატრება ალბათ მჭირდები უსაშველოდ ძლიერ მჭირდები ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ მიწაზე უიმედოდ მაინც გელოდი დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი მჭირდები კარგო ტკივილამდე ძლიერ მჭირდები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.