ხელახლა (ნაწილი IV)
*** აგვისტოს შუა რიცხვებში ბექას შვებულება და ჩემი არდადეგები ერთმანეთს დაემთხვა. ბათუმში, სანაპიროსთან ახლოს მდებარე სასტუმროში ვიყავით გაჩერებულები. ერთ დილით მე აბაზანაში ვიყავი შესული ბექას გაოცებული, დაბნეული და ნამძინარევი ხმით დაძახებული თათა რომ შემომესმა. ოთახში გასულს კი სასწაული სცენა დამხვდა. თეთრ თეთრეულში გახვეული ბექა თვალებს სასაცილოდ აცეცებდა, ფეხებთან კი პატარა, კულულებიანი და გარუჯული გოგო ეჯდა. სტუმარი ოთახს ათვალიერებდა, ჩემი შესვლისას კი ყურადღება ჩემზე გადმოიტანა. -შენია? - ჰკითხა ბექას და თავი ჩემკენ გადმოაქნია. -ხოო - დაბნეულად უპასუხა. ღია კარს გავხედე, მერე კი ბავშვთან მივედი და მის წინ ჩავიმუხლე. -აბა, პატარა გოგო აქ საიდან გაჩნდი? -ვსეირნობ -და დედიკო სად გყავს? -ჩემნაირი თმები გაქვს - სულ სხვა რამე მიპასუხა და ჩემს კულულებში პატარა ხელები შეათამაშა. სანამ ბავშვს კიდევ ერთხელ დავუსვამდი კითხვას, განწირული ყვირილი მომესმა დერეფნიდან და მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა. შეღებილი კარიდან დავინახე ახალგაზრდა გოგო ტირილით დერეფანში როგორ დადიოდა და რაღაცას, უფრო სწორად ვიღაცას ეძებდა. -ლეკაააა! -უკაცრავად, გოგონას თუ ეძებთ აქაა - გავუღიმე უცნობს და ოთახისკენ მივანიშნე. ამასობაში პატარა გოგოც მოშორდა ბექას და კარისკენ გამოიქცა. მადლობებისა და დამშვიდობების შემდეგ ოთახში შევბრუნდი. -ღმერთო ჩემო! ყელთან ისე მომიღუტუნა კიდევ კარგი თვალები გავახილე და დავინახე თორე ბავშვს რამეს ვატკენდი. -ნეტა იცოდე როგორ სახე გქონდა რომ გამოგხედე -მეგონა დიდხანს მეძინა და უკვე ბავშვი გვყავდა, როგორ გგავდა არა? - ჩამეკითხა ბექა. მართლაც იყო მსგავსება ჩემსა და იმ პატარა ონავარს შორის. ^^^ სასაუზმოდ სასტუმროს რესტორანში ჩავედით. იქვე მჯდომმა პატარა ლეკამ ჩვენთან საუზმობა მოინდომა, მიუხედავად დედამისის წინააღმდეგობისა. იჯდა ეს პატარა ტიკტიკა და ყველა გამვლელზე, ჩვენს ყველა მოძრაობაზე კომენტარს აკეთებდა. -შენ გიყვარს ხაჭო? მე არა - დაიჭყანა როგორც კი ბექამ ხაჭოუანი კოვზი პირისკენ წაიღო. -ხაჭო ძალიან სასარგებლოა ერთი ციდა გოგო - აუხსნა ბექამ - ხომ გინდა რომ ძლიერი იყო? -შენ ძლიერი მაგიტომ ხარ? -ხო, დაახლოებით. -შენნაირი რო ვიყო არ მინდა, მე ეს უფრო მომწონს - ჩემკენ გამოიხედა მეტიჩარამ და მე და ბექას სიცილის მორიგმა ტალღამ გადაგვიარა. იმ საღამოს გადავწყვიტეთ სახლში დავრჩენილიყავით და ყოველგვარი ხმაურის გარეშე გაგვეტარებინა დრო. აივანზე ვისხედით, ბექა ჭიქა ღვინით და მე ფორთოხლის წვენით. -ზღვის სუნზე მაგარი რაა? - რიტორიკული კითხვა დავსვი და მთვარის შუქზე მოელვარე წყალს გავხედე. -შენი -რა ჩემი? -შენი სუნი მირჩევნია ზღვასაც და ოკეანესაც - განმარტა თავისი სათქმელი და კისერში მაკოცა. -რა დებილი ხარ - ხელი ლოყებზე მოვუჭირე და ვაკოცე. -თათ, რაღაც მინდა გითხრა -ჰო -შენ არ გინდება ხოლმე ბავშვი? იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვზე თავიდანვე დავგეგმეთ, ცოტა მოულოდნელი იყო, თუმცა რა გასაკვირია. ამ თემაზე მეც ხშირად ვფიქრობდი. -მინდება ბექუ, მინდება და ვფიქრობ დროა ბექამ ამოისუნთქა. -მეგონა გაბრაზდებოდი -შენ მე ბავშვთმოძულე ხო არ გგონივარ? - წამოვიწიე და თვალებში შევხედე -გაგიჟდი? უბრალოდ, ხომ ვიცოდი შენი აზრი -ბექა ორი წლის წინ ვიყავი პატარა, სტუდენტი, ჩამოუყალიბებელი. მე შენში გამიმართლა თორე წესით მაგ ასაკში არც კი უნდა გავთხოვილიყავი მითუმეტეს რამდენიმე თვის გაცნობილ ბიჭზე. ჩვენ რომ მაშინ ბავშვი გვყოლოდა ვერ ვიქნებოდი ვერც კარგი დედა, ვერც ცოლი, ვერც სტუდენტი. ამან განაპირობა ჩვენი მაშინდელი შეთანხმება. -ვიცი თათ, რატომ მიხსნი? უბრალოდ მეტჯერ არ გვილაპარაკია ამაზე და არ ვიცოდი რას ფიქრობდი -იმას ვფიქრობ რომ შეგვიძლია ბავშვზე ფიქრი. მე სწავლას მოვრჩი, ვმუშაობ ასე თუ ისე, შენ სულ წინ მიიწევ, დროც გვაქვს - წამოვდექი და მის კალთაში გადავჯექი. -ბექა, შენ არ იცი რამდენად კარგი ხარ. წარმოუდგენელია, შენ ქმარი იყო და შენს ცოლს შენგან შვილი არ უნდოდეს -ნუ მეუბნები ასეთ რაღაცეებს - წამში აუწყლიანდა თბილი თვალები. -ჩემი გულჩვილი - მთელი სახე დავუკოცნე - ჰა, დავიწყოთ? -რა? - ეს ბიჭი მგონი რაჭველია. ვერასდროს ვერაფერს ხვდება თუ არ მიეხმარე. -ვაიმე არაფერი, წავედი მე ვიძინებ. - წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ხელებით დამიჭირა და ტუჩებზე შემეხო. მისმა სითბომ, ალკოჰოლის გემომ და ქალაქში გამეფებულმა სიცხემ გონება ამირია. ერთმანეთს ვკოცნიდით თითქოს ნაზად, მაგრამ მომთხოვნად. კოცნის პარალელურად ორივემ ერთდრულად წავიღეთ ხელები მაისურის ბოლოებისკენ და ერთმანეთს გავხადეთ. ვგიჟდებოდი ამ ადამიანზე. მის ლამაზ თვალებზე, ტუჩებზე, არც ისე დაკუნთულ თუმცა ნავარჯოშებ სხეულზე და წაბლისფერ, რბილ თმებზე. მის ტუჩებს მოვშორდი და მხრებზე გადავინაცვლე. ვკოცნიდი და თან მის სახეს ვუყურებდი, სიამოვნებისგან ტუჩები რომ უთრთოდა და თვალები ეხუჭებოდა. ნელ-ნელა უფრო ქვემოთ ვიწევდი, მერე გავჩერდი. მაგიდიდან ბექას ჭიქა ავიღე, ორი ყლუპი სასმელი მოვწრუპე და მის გემრიელ ტუჩებს დავუბრუნდი. -ნუ მაგიჟებ, თათუ თვალებში ჩამხედა და თმიდან სამაგრი მომაძრო. -ასე გქონდეს მერე ლიფის შესაკრავისკენ წაიღო ხელი და ისიც მაისურებისკენ ისროლა. რამდენიმე წუთს მიყურა მის მუხლებზე მჯდარს. ჯერ ხელებით მომეფერა მკერდზე, შემდეგ კი ტუჩებით შემეხო. მთელი ორგანიზმი ამიდუღდა, მეგონა ცოტაც და დავიწვებოდი. თავი ინსტინქტურად უკან გადამივარდა. გვერდიდან შუქმა მომჭრა თვალი და უეცრად გამახსენდა რომ აივანზე ვიყავით. ჩემი მკერდის ფერებაში გართულ ბექას ზემოდან დავხედე და თმებში ჩავეჭიდე. -ბექა, ასე არა. აივანზე ვართ როგორც კი გაჩერდა, ფეხზე წამოვდექი და ისიც წამოვაყენე, ისე რომ ერთმანეთს არ მოვშორებივართ აივნიდან ოთახში შევედით. რბილ საწოლზე ჯერ მე დავეცი, ბექა კი ზემოდან მომექცა და დაწყებული საქმე განვაგრძეთ. ^^^ დილით ჯერ მე გამეღვიძა. შიშველ ტანზე თხელი სარაფანი გადავიცვი, მაცივრიდან წვენი ავიღე და აივანზე გავედი. აუტანელ სიცხეში ცივ სასმელს შევექცეოდი და ღია კარიდან მძინარე ბექას ვაკვირდებოდი. ზოგჯერ მგონია რომ ზღაპარში ვარ. ასე არასდროს უმართლებთ და ალბათ მეც არ ვიქნები გამონაკლისი. ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ასეთი ადამიანი დამემსახურებინა. ბექა საოცრად სიმპათიური, განათლებული, შემდგარი, კარგი საზოგადოების ნაწილი, მზრუნველი ქმარი. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ 20 წლის ასაკში გავბედავდი და ოჯახს შევქმნიდი, მაგრამ ბექას გვერდით სხვანაირი ვხდებოდი. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი თუ ათი თვის გაცნობილ ბიჭს ჩემს ცხოვრებას დავუკავშირებდი, მასზე დავიწერდი ჯვარს, მისთვის კერძს მოვამზადებდი, უგემურს, მაგრამ მაინც. შემიყვარდა, ეს ადამიანი შემიყვარდა და ყველაფერი დამავიწყა. ის იყო ჩემი ბედნიერება, ჩემთვის იყო დაბადებული ბექა. ხშირად აღვნიშნე, არ ვიყავით სტანდარტული წყვილი. ერთმანეთისადმი სიყვარულს ვერ გამოვხატავდით. ერთმანეთს მხოლოდ სახელით მივმართავდით, ყველანაირი ზედმეტსახელების გარეშე. საზოგადოებაში ფიზიკურადაც კი არ ვკონტაქტობდით, ალბათ მხოლოდ თვალებზე თუ შეგვეტყობოდა ერთმანეთის სიყვარული ან არც იქ.. ცოლ-ქმარი მაშინ ვხდებოდით, როცა ჩვენი ბინის ზღურბლს გადავაბიჯებდით, როცა ჩვენ ორი მარტოები ვრჩებოდით, როცა ჩვენს საწოლს ერთმანეთს ვუზიარებდით. არ ვიცი ეს ნორმალურია თუ არა, მაგრამ ჩვენ ასე ვცხოვრობდით და მეგონა ასე ყოფნა ბევრ პრობლემას, განსაცდელს გადაგვალახინებდა. *** ბათუმის ღამე პირველი ღამე იყო ჩვენს ცოლქმრობაში, როცა თავი არ დაგვიცავს. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმ სურვილისაკენ, რასაც შვილი ერქვა. თბილისში დაბრუნებულები ჩვეულ რიტმს დავუბრუნდით. ბექა მუშაობდა, მეც კერძო შეკვეთებს ვაპროექტებდი, დანარჩენ დროს დედაჩემთან და ბექას მშობლებთან სტუმრობას ვუთმობდი. შემოდგომა იწურებოდა, როცა მივხვდი რომ შინაგანად რაღაც მადარდებდა. და როცა უბრალოდ გავჩუმდი და საკუთარ თავს მოვუსმინე, მომენტალურად ექიმთან ჩავეწერე. საწყის ეტაპზე გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩავიტარე. ყველაფერი წესრიგში მქონდა. სრულ მზაობას აცხადებდა ჩემი ორგანიზმი ორსულობისთვის. ამის შემდეგ ექიმი მეუღლის მდგომარეობით დაინტერესდა და რამდენიმე დღეში ბექაც მივიდა მასთან. მისი პასუხებიც დამაკმაყოფილებელი იყო. ამაზე უფრო მეტად მომეშალა ნერვები. თუ ყველაფერი რიგზე იყო, რატო. არ ვორსულდებოდი? ექიმი მამშვიდებდა რომ ეს პერიოდი არ იყო საგანგაშო, თუმცა თავად ვერ ვისვენებდი. ექიმის წინ ხელჩაკიდებულები ვისხედით და ანერვიულებულები ველოდით დამატებითი ანალიზის პასუხებს. პროფესორის ნათქვამმა “ყველაფერი წესრიგშია” ორივე დაგვამშვიდა, თუმცა ექიმის მომდევნო სიტყვები არც ისე სასიამოვნო მოსასმენი ყოფილა. დიაგნოზში შავით თეთრზე ეწერა რომ ცალ-ცალკე ყველაფერი რიგზე გვქონდა, მაგრამ რატომღაც ერთად ვერ. საავადმყოფოდან როგორ გამოვედი, უფრო სწორად გამოვედით, შინ როგორ დავბრუნდით - არაფერი, საერთოდ არაფერი მახსოვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.