შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟემდე შეყვარებული 1თავი


26-04-2020, 00:42
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 1 963

- ამ საღამოს რას აკეთებ?
- ბატონო?
- ამ საღამოს რას აკეთებ?
- კომბალი უნდა გამოვთალო.
- სერიოზულად გეკითხები, შენი დახმარება მჭირდება.
- აი მაგ საქმეში ნამდვილად არ გამოგადგები.
- რა საქმეში?
- რაშიც გადხმარება გჭირდება.
- მოკლედ გეტყვი რაც ხდება. ჩემი ყოფილი ცოლი ჩამოვიდა გერმანიიდან. მეგობრებმა ჩვენი შერიგება გადაწყვიტეს. მე ვთქვი, რომ შეყვარებული მყავს. მისი გაცნობა მოინდომეს, ის კი ახლა ამერიკაშია.
- თუ შენი მეგობრები არიან, რატომ არ იციან შენი შეყვარებულის შესახებ?
- რამდენსაც მეტყვი იმდენს გადაგიხდი, მაგრამ დამეხმარე.
- ვერ გავიგე?
- ერთი დღით ჩემი შეყვარებულის როლი შეასრულე. მხოლოდ შეყვარებულის.
- მხოლოდ შეყვარებული? და რა მევალება?
- განსაკუთრებული არაფერი, მხოლოდ ჩემს მეგობრებს გაგაცნობ. ისე მოიქეცი თითქოს დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს.
- კარგი. ისედაც სწავლის თანხას ვაგროვებ.
- ანუ თანახმა ხარ?
- კი.
- სამსახურს როდის ამთავრებ?
- უკვე დავამთავრე.
- კარგი. აქ დავჯდეთ, საღამომდე ერთმანეთი კარგად უნდა გავიცნოთ. რა გქვია?
- კეტი გაგნიძე. შენ?
- რაჭველი ხარ?
- რამე პრობლემაა?
- არა, არანაირი. საბა ჩარკვიანი. რამდენი წლის ხარ? სწავლობ? თუ სწავლობ რაზე?
- ცხრამეტის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ, მომავალი ფილოლოგი ვარ. შენ?
- ოცდაათის ვარ. პოლიციელი.
- მერე და ამხელა პოლიციელ კაცს, ცხრამეტი წლის გოგოს გარდა, დავიჯერო არავინ ჰყავს ისეთი ვისაც შეყვარებულად წარადგენს?
- რომ მყავდეს შენ გთხოვდი?
- კარგი ჰო. შენი ნომერი მომეცი, საღამოს დაგირეკავ და მითხარი სად და ზუსტად რა დროს მოვიდე.
- მე მოგაკითხავ.
- არა. _უეცრად წამოიყვირა გოგომ. - არა იყოს, მე თავად მოვალ.
- კარგი. _ ფეხზე დგება ბიჭი, კართან მიდის . გასვლამდე კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგო. - ძალიან ლამაზია. _ ღიმილით ამბობს და იქაურობას სცილდება.


_ ნუ იფიქრებთ, რომ ის შეშლილი ნაბ*ჭვარია რომელიც უცნობ მამაკაცს, ასე უბრალოდ და უეცრად დასთანხმდა. ქეითი ძალიან ჭკვიანი და წინდახედულია. უბრალოდ ეს შემოთავაზება მისთვის, ამ წამს საუკეთესო შანსი იყო.
ქეითი გაგნიძე , რომელიც მის თავს კეტის ეძახის. არა უფრო სწორედ ასე მას მამა ეძახდა. როგორც უკვე გაიგეთ ის მომავალი ფილოლოგია. ათი წლის იყო კეტი, როდესაც მამამისი ფინანსური პრობლემების გამო წავიდა სახლიდას, შემდეგ კი ქვეყნიდან. მას შემდეგ კი მასზე არაფერი სმენია. ორი დედმამიშვილი ჰყავს. ანა და მარიამი. ანა ოცდაორი წლის არის, სამი წლის წინ დაოჯახდა და ერთი წლის იოანე ჰყავს. მარიამი ოცდარვის არის, კარგიოქირურგი.
დედა, დედა უკვე წლებია არ უნახავს. დებმა გაზარდა პატარა კეტი. მამამისის წასვლის შემდეგ, დედა გალოთდა. დამამშვიდებლებზე შეჯდა. ცხრა წელია მამის მსგავსად დედის ამბავიც არ სმენია. არც კი აინტერესებდა სად იყო, რას აკეთებდა. ცოცხალია თუ მკვდარი. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა არაფერს.
თუმცა მამის ამბის გაგება ძალიან უნდოდა. უნდოდა გაეგო სად იყო, ცოცხალი იყო თუ არა. უყვარდა მამა სიგიჟემდე, უყვარდა. უამრავჯერ დაურეკა მამის მეგობრებს თუმცა, არავინ არაფერი იცოდა. ფული რომელსაც ბარის ბიჭი მისცემდა, დეტექტივის დასაქირავებლად სჭირდებოდა. ეს ერთადერთი შანსი იყო, უკანასკნელიც. სხვაგვარად მას ვერ მიაგნებდა. იქნებ არც ამით გამოსულიყო რამე.

საღამოსთვის მზადება დაიწყო მუხლს ოდნავ აცდენილი, სისხლისფერი წითელი კაბა ჩაიცვა. მაკიაჟი დიდად არ უყვარდა ამიტომ, ტუჩსაცხი და ლაინერი გადაისვა მხოლოდ. თმა ცხენის კუდად შეიკრა, ფეხზე შავი დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო. იმავე ფერის კლაჩში ტელეფონი, საფულე და მისი დის მანქანის გასაღები მოათავსა. სარკეში მის სილუეტს თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა და მალევე დატოვა სახლი. ბიჭის მიცემულ მისამართზე ნახევარ საათში მივიდა. ბარის კარი დაკუნთულმა ტიპმა გაუღო და შიგნით შეატარა. თავბრუსხვევა იგრძნო ალკოჰოლის, მოსაწევის და სიგარეტის სუნი ერთად, რომ იგრძნო. ღრმად ჩაისუნთქა და ნაცნობი სახისკენ წავიდა. მაგიდასთან გაჩერდა, რაღაცის სათქმელად პირიი დააღო, მაგრამ.
- კეტი. _ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე შეახტა უკნიდან ვიღაც. მისი ხმა თითქოს საიდანღაც ეცნობოდა, მისი სურნელი. ნაცნობი სურნელი ჰქონდა. - არ არსებობს. კეტ აქ რას აკეთებ? _ წამებშივე შეატრიალა მისკენ. მისი სახის დანახვისას უეცრად გაბედნიერდა.
- გუგ. _ კისერზე შეახტა ბიჭს. - როგორ მომენატრე. როდის ჩამოხვედი? _ ბიჭს მალევე მოსცილდა და მონატრებული სახე დაუკოცნა, ისე როგორც ბავშვობაში აკეთებდა.
- დღეს დილით ჩამოვედი. შენ აქ რას აკეთებ? როდის მერე გიზიდავს ასეთი ადგილები?
- აქ, აქ. _ დაიბნა არ იცოდა რა ეპასუხა. არ შეეძლო ბავშვობის მეგობრის მოტყუება, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. - ჩემმა შეყვარებულმა დამპატიჟა. _ მწარედ სცრუობს და ყურის ბიბილოს ქვემოთ სწევს, როგორც ბავშვობაში.
- გასაგებია. _ ჩაეღიმა ბიჭს როდესაც ფეხზე წამომდგარი საბა დაინახა.
- თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ? _ ინტერესი იგრძნობოდა მის ხმაში. - როგორ ხარ? _ სველი კოცნა დაუტოვა გოგოს ყელთან.
- კეტი ჩემი დის კლასელი და ბავშვობის მეგობარია. ის ჩემი მეორე დაა. წლებია არ მინახავს, არ ვიცოდი თუ თქვენ.
- ხო გუგ, გაიცანი ეს ჩემი შეყვარებულია.
- საბა და მე უნივერსიტეტის მეგობრები ვართ. _ ღიმილით ამბობს ბიჭი.
- არ ვიცოდი.
- კეტ გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან. ნიკა ამბობს მაღალ შავგრემან ბიჭზე, ნინი წითურ საშუალო სიმაღლის გოგოსკენ უთითებს. ეს ელენეა ჩემი ყოფილი ცოლი. ქერათმიან ძალიან ლამაზი გოგოსკენ მიუთითა, დიდი ცისფერი თვალებით და მოზრდილი ვარდისფერი ტუჩებით.
- ძალიან ლამაზია. _ ხელი გაუწოდა გოგოს. - სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც. _ საყვარლად უღიმის ელენე. - საბა საოცრად ლამაზი გოგო გყავს. _ აღფრთოვანებას ვერ მალავს ელენე.
- აქ დაჯექი. _ ნინის გვერდით ცარიელი ადგილიკსკენ მიუთითა.
- კეტრინ აბა მომიყევი ამდენი ხანი რას აკეთებდი, აქ უჩემოდ? _ მოჭუტული თვალით გახედა გუგამ.
- ვსწავლობ. _ საყვარლად აფახუნებს თვალებს. - თან ვმუშაობ, კაფეში.
- აისრულე ოცნება?
- აუ კი. ვისწავლე ყავაზე ხატვა. _ აკისკისდა გოგო. ეს ორნი ისე გაერთნენ საუბარში იქ მყოფები სულ დაავიწყდათ.
- აუ რა საყვარელი გოგოა. _ ღიმილით ამბობს ნინი. - რამდენი წლის ხარ?
- ცხრამეტის, მომავალი ფილოლოგი ვარ. _ მოსალოდნელი კითხვის, დასმა არ აცადა და თავადვე უპასუხა.
- მშობლები რას საქმიანობენ? _ ალმაცერად გადმოხედა ნიკან.
- მშობლები. _ დაიბნა არ იცოდა რა ეპასუხა.
- კეტრინ რამეს დალევ? _ სიტუაციის შეცვლას შეეცადა გუგა, რაც გამოუვიდა კიდეც.
- რამე უალკოჰოლოს. _ სევდიანად გაიღიმა გოგომ.
საბა ინტერესით აკვირდებოდა, კეტის თუმცა ვერ ხვდებოდა, ხასიათის ესეთი უეცარი ცვლილება რას ნიშნავდა. დრო კარგად გაატარეს, იცინეს იცეკვეს იმხიარულეს. ნიკას გარდა კეტრინი ყველას მოეწონა. ელენესაც კი, წამოსვლისას გოგოს გადაეხვია და ბედნიერება უსურვა. საბამ ტაქსის კარი გამოუღო, თანხა რომელზეც შეთანხმდნენ გადასცა.
- ნახვამდის კეტი. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.
- ჩემთვისაც ბატონო საბა. _ მომხიბვლელად უღიმის ბიჭს. თავი დაუკრა და კარი მიიხურა.
- მოიცა, მოიცა სად მიიპარები. _ გვერდითა კარი გიჟივით მამოაღო გუგამ. - ახლა წავიდეთ. _ ტაქსისტს თავი დაუკრა და გოგოს მიუბრუნდა. - აბა მითხარით ქალბატონო კეტრინ, ეს ცირკი რაში დაგჭირდათ?
- გუგ. _ ტუჩები საყვარლად გამობურცა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
- ისე კარგი წყვილი იქნებოდით. _ სინანულით გააქნია თავი ბიჭმა.
- წყვილი. წყვილი არა იხვის ტოლმა. ჩემი დახმარება სჭირდებოდა, თორემ ისე ზედაც არ შემომხედავდა. აჰ ისე მართლა კარგი იქნებოდა. არადა რა სიმპათიურია. _ კბილებ შორის მოიქცია ქვედა ტუჩი. - ეჰ. _ ამოიოხრა გოგომ და ჰორიზონტს გაახედა.

დილით ადრიანად გაეღვიძა. საძინებელი მიალაგა და სააბაზანოში შევიდა. წყალი გადაივლო, ხალათი მოიცვა და სამზარეულოში გავიდა, სადაც მარიამი დახვდა.
- დილამშვიდობის. _ ფეხზე წამოდგა და პატარა დაიკოს შუბლზე აკოცა. - ყავას დალევ?
- კი. არ მუშაობ დღეს?
- კი როგორ არა. უბრალოდ დილით პაციენტები არ მყავს. შენ რას შვები? მუშაობ დღეს?
- კი, მაგრამ არ მივდივარ. _ უხალისოდ ჩაილაპარაკა.
- რატომ?
- რაღაც რომ გითხრა გამიბრაზდები? _ ქვემოდან ამოხედა დას.
- რა მოხდა?
- მგონი შეყვარებული ვარ.
- ჰააა. _ ყავა გადასცდა გოგოს. - ვინ შეგიყვარდა?
- მოკლედ.. _ დაწვრილებით მოუყვა დას ყველაფერი, გარდა იმისა ამ ყველაფერში თანხა, რომ აიღო.
- დაო შენ სულ გამოშტერდი არა? _ სიცილს ვერ იკავებდა კეტის ცრემლების დანახვისას. - კარგი ჰო, კარგი. ნუ ტირი.
- ერთი ნახვით როგორ შემიყვარდა? _ ეს კითხვა უფრო თავის თავს დაუსვა ვიდრე მარიამს.
- დარწმუნებული ხარ, რომ გიყვარს? იქნებ უბრალოდ მოგეწონა? ან, ან არ ვიცი. ხომ იცი არასოდეს არავინ მყვარებია. რამდენი წლის არის?
- ოცდაათის.
- ეუფფ რაბევრია. _ თვალები დაქაჩა გოგომ. - ჩემზე უფროსი სიძე მეყოლება.
- ნუ დამცინი დაო. _ ხელი აიქნია და ოთახში გავიდა. - ჯანდაბაშიც წასულხარ პოლიციელო. _ ხელები გაშალა და მოწყვეტით დაეცა საწოლზე.

- რა გჭირს? _ ნახევარ საათზე მეტია, ემბრიონის ფორმაში მყოფ მეგობარს უყურებს თინი და ბოლოს როგორც იქნა რაღაც უთხრა. - სამსახურში რატომ არ მოხვედი? უფროსი ძალიან გაბრაზდა. შემდეგ მარიამმა დაურეკა და უთხრა, რომ სიცხე გაქვს. კეტრინ. _ დაჰყვირა გოგოს.
- დამასვენე.
- გაგასვებენ იცოდე. ამოღერღე რა გჭირს? შეყვარებული ხარ არა? გუგამ ყველაფერი მომიყვა.
- ძალიან ჭორიკანა ძმა გყავს იცი?
- ვიცი. _ სიცილი აუტყდა გოგოს.
- შენ იცნობ საბას?
- კი როგორ არა. ნუ ისე არა როგორც გუგა, მაგრამ მეც კარგად ვიცნობ.
- მოვეწონებოდი? _ თავს არ სწევს ისე ელაპარაკება მეგობარს.
- რატომაც არა. რას უწუნებ შენს თავს? მაგათი ფასი მარტო თვალები გაქვს.
- მის ცოლსაც ჩემნაირი ფერის თვალები აქვს. _ დანანებით ჩაილაპარაკა და როგორც იქნა იკადრა წამოდგომა.
- ყოფილ ცოლს. თან მას ცისფერი თვალები აქვს, შენ ლურჯი.
- რა განსხვავება?
- ის, რომ ის ცისფერია შენი ლურჯი. მითხარი ახლა რა გავაკეთო? ვუთვალთვალოთ?
- არა. თუ მოუნდება, ან თუ მოვეწონე თავად დამიკავშირდება. ჩემი ნომერი იცის. შენი დახმარება სხვა რამეში მჭირდება.
- რაში?
- თანხა ვიშოვე, ახლა მხოლოდ დეტექტივი მჭირდება. მამა უნდა ვიპოვო.
_ ფეხზე წამოდგა და სარკის წინ დადგა. უჯრიდან სიგარეტი ამოიღო, ერთ ღერს გაუკიდა. ფანჯარა გამოაღო და თინის მიუბრუნდა. - კარგი, კარგი კი არა ძალიან კარგი დეტექტივი მინდა.
- აკაკი. _ მალევე წამოიყვირა თინიმ.
- გაგიჟდი გოგო? ის აკაკი? წიკლაური? რა ჯანდაბათ მინდა ეგ.
- უყვარხარ ადამიანს რა იყო?
- მაგან, რომ მამაჩემი მოძებნოს მე წავალ სახლიდა. მაგის მოძებნილი არაფერი მინდა. არ გახსოვს სისხლი გამიშრო სამი წელი? ძვლივს მოვიშორე.
- შენ გგონია მოიშორე, მაგრამ სცდები. _ ეშმაკურად ახამხამა თვალები თინიმ.
- თინათინ გამასწარი აქედან. _ სიგარეტის კოლოფი გაუქანა გოგოს.
- კარგი ჰო. გუგას ვთხოვოთ, ეცოდინება ვინმე. რას იყვი?
- კარგი. ვთხოვე.

_ მთელი ერთი თვე მოსიარულე მიცვალებულივით დადიოდა, მუშაობდა მეცადინეობდა და ეძინა. თუმცა ბოლოს გემრიელად როდის ეძინა არც ახსოვს. დეტექტივი გუგას დახმარებით მოძებნა, საკმაოდ გამოცდილი წარმატებული 35 წლის მამაკაცი იყო. მამის ფოტო გადასცა, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა რაც ახსოვდა და ბებია ბაბუის მონაყოლით იცოდა. ზაფხული მოვიდა, უნივერსიტეტიდან დაითხოვეს, სამსახურშიც შვებულება მისცეს. დრო იყო დასასვენებლად წასულიყო. მაგრამ მარტო წასვლა არ უნდოდა, იცოდა იქ ისევ მასზე იფიქრებდა ის კი არც კი ეხმიანებოდა. უფრო მეტიც ამდენი ხნის მანძილზე არსად არ გადაკვეთილა მათი გზები. თინისთან ერთად წასვლა არ სურდა, ოჯახთან ერთად მიდიოდა დასასვენებლათ ბათუმში. მარიამს ჯერ შვებულება არ ჰქონდა, ანი კი ქმრის ბებია ბაბუასთან მიდიოდა. ორად ორი არჩევანი ჰქონდა, ან მარტო უნდა წასულიყო, ან თბილისში უნდა დარჩენილიყო. მას კი არცერთი ვარიანტი არ აწყობდა. მისაღებში იატაკზე გათხლაშულიყო მაისურისამარა. შორტის არსებო არ დავისწყებია, უბრალოდ იმდენად სცხელოდა, რომ მალე იმ საცვალს და მაისურსაც გაიხდიდა. მისი გრძელი წაბლისფერი თმა ძალიან ნერვებს უშლიდა, შეკვრას სცდილობდა ბოლოს შეიკრა, მაგრამ ეს შეკვრის გარდა ყველაფერი იყო. ცივი ყავა და სიმინდი მომარაგებული ჰქონდა, თითქოს პლიაჟის იმიტაციას აკეთებდა. კონდიციონერიც ჩაურთავს, ოთახში ისე ციოდა თავი ციმბირში გეგონებოდა, მაგრამ მას მაინც სცხელოდა. ყავას წრუპავდა როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. წამოდგომას არ აპირებდა, ზარის ხმა შეწყდა, მაგრამ ახლა კარებზე ბრახუნი ატყდა. არც ახლა ადგებოდა თუმცა ეს ხმა ნერვებს უშლიდა. როგორც იქნა ფეხზე წამოდგა და კარი გააღო.
- რა გინდა? _ შეუყვირა კარში მდგომ თინის. - კარს რომ არ ვაღებ, ვერ უნდა მიხვდე რომ არ მცალია? _ ზურგი აქცია გოგოს და თავის ადგილს დაუბრუნდა.
- ოჰ მე ბოდიში, ცურვაში ხელი ხომ არ შეგიშალე? _ გოგოს უხეშობას ცინიზმით პასუხობს. - აქ რას გაგორებულხარ საშობაო ღორივით? გეთქვა და ქვიშას წამოგიღებდი, სასახლის აშენებასაც დაიწყებ შენ მალე. _ დივანზე კომპორტულად მოკალათდა გოგო. - დღეს ბათუმში მივდივართ.
- წადი მერე.
- მივდივართ მეთქი. _ სიბრაზე შეერია ხმაში.
- მე არ წამივალ, აქაც კომფორტულად ვარ.
- სად აქ? _ თალი მოავლო იქაურობას. - გამორთე ეგ კონდიციონერი, სიყვარულით თუ არა პლევნონიით მაინც მოკვდები შე იდიოტო. ძაან მაგარი იქნება წარმოიდგინე, პლიაჟი, კოქტეილი, მზე, ზღვა.
- არ მინდა. გუგა ნერვებს მომიშლის, მერე კი უნდა მოვკლა. მე კიდე არ მინდა ციხეში ჩაჯდომა. შენ წადი გაერთობი.
- იციდე, რაც არ უნდა იყოს აქედან მაინც აგატყავებ. _ გამაფრთხილებლად დაუქნია ხელი. კეტის ოთახში შვებიდა, ჩემოდანი გადმოიღო და გოგოს ნივთების ჩალაგებას შეუდგა. ჩალაგებას, რომ მორჩა ტელეფონზე მესიჯი გააგზავნა და იქვე ჩამოჯდა. სულ მალე კი მისაღებიდან მეგობრის საშინელი კივილი გაისმა.
- დამსვი შე დეგენერატო. ჩემი ყავაა, სიმინდი. არ მინდაა იქ აქ მინდა, დამსვი მეთქიი. თინათინ შე მოღალატო, გამყიდველო. _ უკვე შორიდან ესმოდა გოგოს ხმა.





№1  offline წევრი Cold yellow

მოუთმენლად ველოდები <3

 


№2  offline მოდერი LurjTvala demoni

Cold yellow
მოუთმენლად ველოდები <3


სულ მალე ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ძაააალიან კარგია..
არაჩვეულებრივი დასაწყისია...
იმედი მაქვს ძაან დრამა და ძაან სევდიანი არ იქნება..
ველოდები ახალ თავს, არ დააგვიანო რა ^-^÷

 


ვეელიიიი დიდი მოუთმენლობით... blush blush

 


№5 სტუმარი სტუმარი Lol

აუუუ დადე მალეეე რაა კაი იყო

 


№6  offline მოდერი LurjTvala demoni

სტუმარი ანი
ძაააალიან კარგია..
არაჩვეულებრივი დასაწყისია...
იმედი მაქვს ძაან დრამა და ძაან სევდიანი არ იქნება..
ველოდები ახალ თავს, არ დააგვიანო რა ^-^÷


ვეცდები მალ-მალე ავტვირთო. მადლობა რომ წაიკითხე ❤️

სტუმარი Lol
აუუუ დადე მალეეე რაა კაი იყო


აუცილებლათ ❤️

ლიკა ახრახაძე
ვეელიიიი დიდი მოუთმენლობით... blush blush


როგორ მიხარია, რომ მოგწონთ ❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso dasawyisia, momewona. imedia male dadeb tavebs da sxvebivit ar daikargebi xolme. Warmatebebi

 


№8  offline მოდერი LurjTvala demoni

სტუმარი Mariamimari
Saintereso dasawyisia, momewona. imedia male dadeb tavebs da sxvebivit ar daikargebi xolme. Warmatebebi


ისტორია წერის პროცესშია, ვეცდები საღამოს ავტვირთო. მიხარია, რომ კითხულობთ ❤️

 


№9  offline წევრი bird of life

აუუ ძალიან კარგია???? დასაწყისი საინტერესოააა. იმედი მაქვს შემდეგ თავებსაც ასე საინტერესოდ დაწერ. ძალიან მომეწონა დაქალუჩკების ხუმრობები???? შეეცადე, რომ მალე დადო ახალი თავი. წარმატებებიი :D

 


№10 სტუმარი ანუ

როდის დადებ

 


№11  offline მოდერი LurjTvala demoni

bird of life
აუუ ძალიან კარგია???? დასაწყისი საინტერესოააა. იმედი მაქვს შემდეგ თავებსაც ასე საინტერესოდ დაწერ. ძალიან მომეწონა დაქალუჩკების ხუმრობები???? შეეცადე, რომ მალე დადო ახალი თავი. წარმატებებიი :D


როგორ გამახარეთ. არ დავაგვიანებ თან საინტერესოც იქნება, ბანალურობა არ მიყვარს ❤️

ანუ
როდის დადებ

ანუ
როდის დადებ


ამ საღამოს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent