შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"Hopeless" (თავი 3)


5-12-2016, 22:37
ავტორი DevilGirl
ნანახია 1 783

დილით ადრე ავდექი და სახლში წამოვედი. დღეს ალექსანდრეს თავისი შეყვარებულის გასაცნობად მივყავართ, ხო არ მოგესმათ შეყვარებულის! საღამოს გეგამ დამირეკა:
-ანო ქვემოთ გელოდებით
-ხო ჩამოვალ მალე გეგუნა
ჩავიცვი:კრემისფერი მოტკეცილი კაბა, შავი მაღალქუსლიანები, შავი ჩანთა, თმები გაშლილი დავიტოვე . ქვემოთ ჩავედი მანქანაში უხმოდ ჩავჯექი და რესტორნამდე რას ლაპარაკობდნენ მე აღარ მესმოდა. ალექსანდრეს შეყვარებული ელენე ძალიან საყვარელი გოგო აღმოჩნდა და რატომღაც აღარც ვეჭვიანობდი , პირიქით მომწონდა მათი ურთიერთობა. ცოტახანში დავინახე ძალიან სიმპათიური ბიჭი რომელიც ჩემსკენ მოდიოდა, ზუსტად ჩემსკენ. გოგონები შურით სკდებოდნენ , ის ბიჭი ჩემთან მოვიდა და მითხრა:
-გამარჯობა , ცეკვა შეიძლება ?
-კი- გავუღიმე და შევამჩნიე რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა.
საცეკვაოდ გავედით და წყნარი მუსიკა ჩაირთო, თავი დავადე და ცეკვა განვაგრძე და მან იკითხა ისეთი რამ რასაც ნამდვილად არ მოველოდი:
-ცოლად გამომყვები?
-საშიში იუმორის გრძნობა გაქვს
- არ გეხუმრები , მე ნიკა ნაკაშიძე ვარ ბიზნესმენი ამას იმიტომ გეუბნები რომ იცოდე რატომ მჭირდება ცოლი
უცბად ჩამირბინა თვალწინ ჩემმა საშინელმა ცხოვრებამ და ჩემთვისაც მოულოდნელად ვთქვი:
-კი
ხელკავი გამაყრევინა და მისი მანქანისკენ წავედით. მერე უკვე ვეღარ გეგა დამეწია და ვეღარც სხვები. ხელი მალე მოვაწერეთ და მიმიყვანა თავის სახლში. მანამდე მანქანაში:
-შენ რა გქვია?
-ანო
-ყოველთვის მომწონდა ეს სახელი, რატომ დამთანხნდი?
-ჩემმა არც ისე გადასარევმა ცხოვრებამ შემახსენა თავი და . შენ კი ყველა გოგოს მოწონხარ რატომ მე ?
-შენ სხვებისგან განხვავებით არ დამხამებიხარ , ყურადღებაც კი არ მომაქციე.
ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. გეგა მირეკავდა:
-ხო გეგუნა
- სადხარ ანო ?
-გავთხოვდი გეგუნაა
-ვიზე გოგო?
-მერე გაიცნობთ
გავუთიშე დამთავრება აღარ ვაცადე . ნიკას დედა იყო არაჩვეულებრივი ქალი და ისიც იცოდა როგორ უცბად მომიყვანა ცოლად ნიკამ ,მაგრამ ამის გამო კიდევ უფრო ტკბილად მექცეოდა.
მე და ნიკა ცალკე ვაპირებდით ცხოვრებას რადგან ნიკა მარტო ცხოვრობს , კორპუსში ძალიან დიდ და ლამაზ სახლში, რომელსაც 5 წელი აშენებდა. იქნებ ნიკა იყოს ის ერთადერთი ? არვიცი ვნახოთ საშინლად სიმპათიური კია და. ნიკას სახლში მივედით:
- აი ეს არის "ჩვენი" სახლი
-ძალიან ლამაზია
-მადლობა
-პროდუქტები გაქვს რამე საჭმელი რომ მოვამზადო?
-არა მაგრამ ჩავალ , ამოვიტან
-კარგი
სანამ ნიკა მაღაზიაში იყო მე შევისწავლე მთელი სახლი გულდასმით. ნიკაც დაბრუნდა და სალათის მასალა მოიტანა, ბევრი კამათის შემდეგ გადავწყვიტეთ ცეზარი გაგვეკეთებინა , რომელიც ერთად გავაკეთეთ , დიახ , ასეთი მაგარი ბიჭები კიდევ თუ არსებობდნენ არ მეგონა ! ის ჩემთან ერთად აკეთებდა სალათს და ჩემზე მეტაც ის იღებდა საკუთარ თავზე .
-ანო დღეს არავინ მოვა და ხვალ ჩემი მეგობრები მოვლენ შენ გასაცნობად
-კარგი
მე და ნიკას რასაკვირველია ცალცალკე გვეძინა ამიტომ ძილინებისა ვუსურვე დავწექი და დავიწყე ფიქრი , გავაანალიზე ეს დღე, და გამახსენდა ათასი შურიანი სახე . ბოლოს ჩავილაპარაკე - ეჰ ანო შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები რამდენად მაგარი ბიჭის ცოლი ხარ ახლა !

აუ ბავშვებო ძალიან დიდი ბოდიში რომ პატარა თავია , ძალიან დიდი მქონდა დაწერილი და წაიშალა მერე რაღაც პრობლემები შემექმნა კომპიუტერთან და ახლა ამას ტელეფონით ვწერ. მე გაძლევთ ორ არჩევანს : ან ნიკა და ანო- ორიგინალური ცოლქმრობა და ძალიან დიდი სიყვარული თუ ალექსანდრე და ანო- კარგი წყვილი ?



№1 სტუმარი lela

Albat nika da ano!

 


№2 სტუმარი Niako

Ano da nika.

 


№3 სტუმარი კნოპკა

ratomgac me megona aleqsandres daa anos sheukvardebodatertmanetimagram raxanc amaleqsandres shekvarebulikavs jobia nikaa tanrohorcagwera ashkarad dzaansimpatiutiiko kaiikomemomwons ragacnairia gaagrdzlee daarshewkvito cotamale tudadeb uketesi

 


№4  offline წევრი DevilGirl

lela
Albat nika da ano!

ნამდვილად კარგი არჩევანია , კარგ რამეებს ვგეგმავ :*

Niako
Ano da nika.

ხმათა უმრავლესობამ აირჩია ანო და ნიკა ამიტომ ანო და ნიკა იქნებიან აუცილებლად :*

კნოპკა
ratomgac me megona aleqsandres daa anos sheukvardebodatertmanetimagram raxanc amaleqsandres shekvarebulikavs jobia nikaa tanrohorcagwera ashkarad dzaansimpatiutiiko kaiikomemomwons ragacnairia gaagrdzlee daarshewkvito cotamale tudadeb uketesi

შეწყვეტას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ, პირველი მოთხრობაა და ამხელა აღტაცებას არ ველოდი ხალხისგან , უფრო მალე სამწუხაროდ ვერ დავდებ ტელეფონით ვწერ და ტელეფონით წერა ძალიან მტანჯავს . მადლობა რომ მოგწონს <3 :*

 


№5  offline აქტიური მკითხველი mi ra

ვერ ვხვდები ერთ რამეს,რატომ ეკითხები მკითხველს რა დაწერო?
შენი არჩევანია და შენი ნებაა ეს ყოველივე :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent