ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?(თავი 2)
გამარჯობა მეგობრებო .. ესეც მეორე თავი, არც ისე პატარაა მგონი,იმედია მოგეწონებათ 1...... 2... 3.... დავიწყოთ... ეს ,,დამე’’ რაღაა? ვაიმე რა, ვაიმე.. ერთი ასეთი ვინაა,დავინტრიგდი მგონი. კარი გააღო იესემ და რას ხედავს ჩემი თვალები, წამოვიძახე, არადა გულში უნდა მეთქვა: -ოხ ამის! და... ყველამ მე შემომხედა, იმ მწვანეთვალება, უსიმპატიურესმა დამიანე რამიშვილმაც და გაკვირვებულები იდგნენ.. -კატუშ კარგად ხარ? -კიკი, უბრალოდ მაგიდას ფეხი გავკარი და მეტკინა- რა თქმა უნდა ვიცრუე, ეს ,,ოხ ამის!’’ იმ ბიჭის დანახვის შემდგომი რეაქცია იყო, იცით რა სიმპატიურია? აუუუუუუუ ახლა ცუდად გავხდები, იმედი მაქვს არ ავწითლდი, ნეტა რა გრძნობა იყო ეს?ან რატომ იყო? -ცოტა ფრთხილად ლამაზო- მითხრა უსიმპატიურესმა დამიანემ -აჰამ კაი, შენ ალბათ დამიანე? -შენ კი კატერინა დადიანი, ჩემი საამაყო ძმაკაცის და -გახლავართ -აჰა ე.ი გაცნობა აღარაა საჭირო, უკვე კარგად საუბრობთ-გამოხტა იესე, მე კი თავი დავუქნიე , დებილურად გავიღიმე და ისევ დივანზე ჩამოვჯექი. -ოხ ჩემი უსიმპატიურესი და უსექსუალურესი ძმაკაცი , მოდი ჩაგეხუტო- გადაებურჯღნა იესე რამიშვილს -კაი შეჩ***ა რაიყო, გოგოები აღარ არიან ასეთი ემოციურები.. -გა***ი რა , მომენატრე თქო და შენ რაებს მებაზრები -ცოტა კორექტულად ახალგაზრდა ბატონებო- ავჭიკჭიკდი მე, მგონი დავმშვიდდი და აღარ ვხდები ცუდად როცა რამიშვილს ვუყურებ.. -კარგი პატარა ქალბატონო, იმედია მოგვიტევებ?- კითხვანარევი სახით შემომხედა რამიშვილმა, უჰჰ დავდნი , მაგრამ არა თავი ხელში ავიყვანე.. -მომიტევებია!- წავენაგლე და შემოვბრუნდი, ტელეფონს ჩავაცქერდი და წკაპ.. გაისმა ესემესის ხმა.. ეს კი ემილია დადიანის , ჩემი ,,ძერსკი“ ბიძაშვილის ესემესი გახლდათ: -პრივეწ კატ’წ’ერინა -სალამი ემილია -როგორ ხარ ჩემო გოიმიკო ბიძაშვილო? -მადლობა ,კარგად ჩემო,,მინდა ვიყო’’ ძერსკუნა ბიძაშვილო.. რამ შეგაწუხა? -ნუ ტლიკინებ გოგონი, გავიგე შენს ძამიკოს ცოლი მოჰყავს, შენი დაქალუშკა ანუკიტო , მართალია? -მადლობა ,რომ მომილოცე -ოჰ პატარა ნაგლუკა , ე.ი მართალია გილოცავ .. საღაოს გამოგივლით .. პკ გაკოცე -კარგი ..მეც -seen…. აჰა ესეც ასე ეს ჩვენი ემილიაა , 23 წლის გახლავთ და თავი ყველაფრის ბატონ პატრონი ჰგონია.. ვერასდროს ვიტან ამ ადამიანს ,მაგრამ რას ვიზამ უნდა ავიტანო.. -ესე შენმა ძვირფასმა ბიძაშვილმა მოგილოცა და დღეს გამოივლის ჩვენს გასამწარებლად -ჯერ ერთი ეს ,,ესე’’ აღარ დამიძახო რა თავი ქართული ენის თემა მგონია და მერე მეორე აუ რა ჯანდაბა უნდა? დღე უნდა გაგვიფუჭოს -ხო რავიცი, მაგას შენ მიხედე ხომ იცი როგორ უყვარხარ ,,იესუკა’’- დამცინავად ვუთხარი და რამიშვილისკენ გამექცა თვალი, უჰ ! მანაც ისე ჩაიღიმა, იმ მრავალნაკეციან ლოყებს შევუჭამდი ჩემი ნება რომ ყოფილიყო.. ფუ რას ვბოდიალობ ...ოხ კატერინა დადიამნო როგორ გადაგრია ამ უბრალოდ სექსუალურმა და გასაგიჟებლად მომხიბვლელმა ბიჭმა, მგონი თავს ვკარგავ.. -იქნებ სადმე წავიდეთ და სახლში რომ არ დავხვდებით ,წავა.. -დაგ‘’GOOGLE’’ავს და გიპოვის ესე- ჩემს ჭკუაში ვღადაობდი, ყველას გაეცინა , რამიშვილი და ჩემი ძამიკო ჩემ გვერდით დასხდნენ.. -იცით რა ... კარზე ზარის ხმაა, ღმერთო ახლა გავაფრენ ეს რომ ემილია იყოს, გამასვენებთ კიდეც.. -ოოო ეს ვინააა- წამოხტა იესე და კარი გააღო, ხოდა ვაიმე ის გამართლდა რაც გავიფიქრე -ჰოლა მუჩაჩოს, ოჰო იესუკა მოდი გაკოცო.. მუაჰ,მუაჰ.. გილოცავ ჩემო საყვარელო, უჰჰ ანუკიტო შენც გილოცავ გოგონი.. აჰაა აღარ ჩერდება ახლა ეს გამაწეწინა იმ ათასჯერ გადაღებილი ქერა თმით.. ჰომ სახე გაუბრწყინდა , ნეტა რა ხდება? -ოუუ ნუთუ ეს ის დამიანე რამიშვილია ? არ მჯერა.. - მივარდა და რამიშვილს ლოყაზე აკოცა , გვერდით დაუჯდა და ფეხზე ხელი დაადო, ვაიმე ამაზე ავიწეწე ...მინდა, რომ გავწიწკნო ეს პატარა ძუკნა, უი ბოდიში რა სიტყვებით ვსაუბრობ , მაგრამ რა ვქნა ასეთია, სიმართლე მწარეა.. -აჰამ კარგი .. და თქვენ ვინ ხართ? -ოჰ დამიანიკო.. რა საჭიროა ოფიციალურობა,მე ემილია ვარ , აი შენ კი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენის შვილი ხარ , მილიარდელის, უჰ თან რა ტანი გქონია- ტუჩი მოიკვნიტა, ამაზე დამიანეს ჩაეცინა და წამოდგა, აი მე კი ალბათ გადავიწვი და მინდოდა მიმეხრჩო , გამეგლიჯა ამასობაში კი ვერც კი მივხვდი ,რომ ჭიქა მეჭირა და ჩამატყდა ხელში. -ააააააა.. ფუ შენი! -კაწი კარგად ხარ? -კი რამიშვილო უბრალოდ ჭიქამ ვერ გაუძლო ემილიას სილამაზეს და ისიც გატყდა- ცინიკურად დავიწყე საუბარი , არადა როგორ მტკივა -კარგი რა, რა საჭიროა ?აბა მე წავედი ტკბილებო გაკოცეთ,კარგად დამიანიკო-მივარდა ისევ რამიშვილს და ლოყაზე აკოცა -მოდი დაგეხმარები -კარგი -ნუთუ ასე გაგამწარა ამ თხამ კატუშ? -იესე შეგიძლია მოკეტო? -თავი დაანებე, ნახე სულ სისხლიანი აქვს ხელი- გაჭრილი და სისხლიანი ხელი ჩამომაბანინა და იესეს სთხოვა პირველადი დახმარების კოლოფი მოეტანა, ხელი გადამიხვია და მითხრა: -აწი ფრთხილად იყავი კარგი? -კარგი, მადლობა ამისთვის- ხელი ავწიე და ისე დავიკავე რომ დაენახა -არ არის მადლობა საჭირო- გავუღიმე - ამ ნამსხვრევებს მე მოვასუფთავებ ჩემო სიცოცხლევ -მადლობა ანუკ მე საპირფარეშოში ავედი , მეორე სართულზე და ცოტა მოვწესრიგდი,გამოვდიოდი და პირდაპირ სახეში შემეფეთა რამიშვილი, ლამის პირველი კოცნა ვიგემე, არადა რა ახლოს იყო,უცბად მოვშორდი და -რამიშვილო აქ რას აკეთებ -მაპატიე კაწი , საპირფარეშო თავისუფალი მეგონა -კარგი არაუშავს, ახლა გათავისუფლდა -კაი მადლობა - ლოყაზე ძალიან ნელა ,თითქოს არც კი, მეამბორა და შევიდა საპირფარეშოში, ვაიმე ეს რა იყო ან რატო მეამბორა , აუ რა რას მაბნევს ეს ბიჭი, მარტო სახელი ვიცი და ჰო ისიც, რომ თურმე ბიზნესმენის შვილია, ვაიმე ტვინი გამომეჭედა , ცხოვრებაში პირველად ჩემს მშობლებზე აღარ ვდარდობდი, სამაგიეროდ ვფიქრობდი ამ ახმახ კაცზე ,რომელმაც ჩემში დაბნეულობა გამოიწვია .ვერ ვიჯერებ რომ ვიღაც ,,გულში ჩამივარდა’’... უჰ რა უჰჰ!ვბრაზდებოდი ჩემს თავზე და ჩავდოდი კიბეზე.. ბავშვები თითქმის წასულები იყვნენ ,მარტო ანუკა ,იესე, ლანა, ეკე, ნია და ცოტნე იყვნენ -წყვილები. ბოლო საფეხური და რამიშვილიც მომიახლოვდა , წელთან ახლოს მიჩმიტა და შემაშინა -კაწი რას დგახარ?მე როდის გამოგიშვი საპირფარეშოდან შენ? -რა? -ბატონო? წამოიყვირეს ანუკამ და იესემ , დანარჩენები გაშტერებულები იყვნენ -არა რა საპირფარეშოდან.. ისეთი არაფერი.. მე.. ის.. ანუ ჩვენ.. არაა ..ოო.. -კაი კაწ რა იყო - გაიცინა და ლოყაზე მიჩმიტა ისე, როგორც პატარა ბავშვებს მოხუცი ბიძები ჩმეტენ ხოლმე -არაფერი არ იყო ვა, უბრალოდ საპირფარეშოს კართან შევეჩეხეთ ერთმანეთს ,სულ ეს იყო -აჰაა კაი -ხომ გითხარი სიცოცხლევ-ჩაიღიმა ანუკამ -მოკეტე -და რა უთხარი ანი კატერინას? -არაფერი ისეთი დამე -აჰა კაი- გამომხედა და იესეს მიუჯდა გვერდით აჰა ა.. ესეც ასე უკვე 9 საათია და ყველანი დაიშალნენ,კარგად გავერთეთ ბევრი ვიცინეთ , ერთი რაც ხასიათს მიფუჭებდა ის იყო, რომ რამიშვილი სულ ჩუმად იყო და მხოლოდ მაშინ იღიმოდა, როცა სასაცილოდ ჩათვლიდა ჩვენს მონაყოლს. ბატონი დამიანე ჩვენთან რჩებოდა ,როგორც იესემ აღნიშნა , მე კი ვუთხარი ,რომ ანუკა ჩემთან წვება მეთქი და წარმოიდგინეთ მისი სახე -არა , ჩემი ცოლი ჩემს ოთახში, აი თქვენ კი იქნებით მარტო , ვსო! -ოოოოო ესე ... -ესე არა მოთხრობა ,გითხარი არა ე.ი არა მორჩა ბაზარი -კარგი ჰო! მხეცი!- ჩავიბურტყუნე და ცხვირი ჩამოვუშვი - გავიგე, ალქაჯო -ო და კ! წერტილი -ქართულში გლიჯავ -გლიჯავ არა გლეჯ! -ოო მიდი რა.. დავემშვიდობე ანუკას, იესეს ცხვირი ავუბზუე, რამიშვილს ხელი გავუქნიე -კარგად მეთქი და წავედი დასაძინებლად, ცოტა შემომაწვა მშობლებზე ფიქრი, მაგრამ მალევე მიმეძინა, ცხოვრებაში პირველად. გათენდა და არ დაიჯერებთ ოთახში რა სიტუაცია დამხვდა -უკაცრავად? ....... ესეც მეორე თავი, იმედი მაქვს ძალიან წვრილმანობა არ გამომივიდა, ველოდები თქვენს შეფასებას, მოგწონთ თუ არა ?გავაგრძელო თუ არა? ან საერთოდ დაწყება ღირდა თუ არა? ძაანაც ნუ განმიკითხავთ, პოეტური ლიცენცია მაქვს ხელთ , აი სხვა შეცდომებზე კი დაგელოდებით. გავითვალისწინე ერთ-ერთი თქვენგანის კრიტიკა და მოვაშორე მითითებები იმაზე , თუ ვინ საუბრობდა . იმედი მაქვს უამრავი შეცდომა არ იქნება.. მოუთმენლად ველი თქვენს აზრს.. <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.