შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები. თავი1


30-04-2020, 23:30
ავტორი Gu.ka
ნანახია 1 077

"მუსიკა - ეს ძალაა, ისევე როგორც სიყვარული, მეგობრობა, დედა-შვილობა, ოჯახი... მაგრამ მათზე უფრო ძლიერი და დიდებული. შესაძლებელია ცხოვრება დაგენგრეს, ემოციური ტრამვა მიიღო და სიყვარულის შეგრძნება დაკარგო, განშორდე მეგობრებს, ერიდო ოჯახს, ცხოვრობდე მხოლოდ შენს სამყაროში, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვერ მოიშორებ, მუსიკაა, ის გრძნობების და ემოციების მარეგულირებელია, შეგიძლია მთლიანად მიენდო და არაფერზე იდარდო, დაივიწყო ყველაფერი, თითქოს პირად სამოთხეში იმყოფები, და ყველაზე კარგი ის არის, რომ იგი უკან არაფერს ითხოვს, მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ შენ მოგიტანოს სიმშვიდე და თავისუფლება, ან იმდენი ენერგიით დაგმუხტოს, რომ ცას მიწვდე, ეს ყველაზე უვნ..."
-კარგი, კარგი, გავიგეთ რომ ნასვამი ხარ! შეგიძლია ათი წამით მაინც მოკეტო?
-მე ბოდიში მეგობარო მაპატიე, მაგრამ ასეა საჭირო, მე რომ მოვკეტო შენ ძილში ჩაყვინთავ და იმ კოშმარული არა ამქვეყნიური ხმებით აგვიკლებ, მე კი ეგ არ მაწყობს, მირჩევნია გავაღიზიანო ვიდრე გამაღიზიანონ. საბოლოოდ ჩავიცინე და ძილს მივეცი თავი, ორქიდეამ ამოიხვნეშა და გაურკვეველი ბუზღუნით საბანში გაეხვა.
ორქიდეა ჩვენი გუნდის ყველაზე ინტელექტუალურად განვითარებული წევრია, ასევე ვეძახით დეას. დეა ბავშვობიდან ძალიან პრობლემური გოგონაა, ბაღშიც და სკოლაშიც მხოლოდ ერთი წელიწადი გაატარა თავქარიანი ბუნების გამო. ალბათ ფიქრობთ ტიპიურ "ქალაბიჭა" გოგონაზე, რომელიც თავისი კლასის ბიჭებს მაგრად ჩაგრავს, ზედმეტი აგრესიით და თავმოყვარეობით. მაგრამ ასეთი სულაც არ ყოფილა, არავითარი ნარცისიზმი, ფიზიკური კონფლიქტი ან ზიზღი მას არ ახასიათებდა, მაგრამ ერთი თვისება, რითიც მას ყველა იცნობს, არის გულწრფელობა. ის არასდროს იტყუება, ყოველი ასო-ბგერა რომელიც მისი პირიდან გამოდის, იმაზე მეტყველებს, რაც იმ მომენტში თავში უტრიალებს, სწორედ ამიტომ გამოაგდეს ბაღიდან და სკოლიდან. როცა ოთხი წლის იყო, თავის მასწავლებელს შესჩივლა, რომ "ცუდი დეიდა იყო და ვერაფერს იგებდა მისი ნატქვამისგან" ცინიკურად სცემდა პასუხებს და ა.შ... უამრავი ასეთი ძალიან ბავშვური, მაგრამ როგროც ჩანს უფროსებისთვის ძალიან გამაღიზიანებელი შეურაცხყოფების შემდეგ, ორქიდეა ბაღიდან გააგდეს. 7 წლის ასაკში, ოჯახი მას "ფსიქოლოგიურ მოძალადეს" უწოდებდა. მაგრამ ამ ყველაფერს თავის და ჩვენ სასარგებლოდ იყენებდა. ასევე ადგებოდა ის უზარმაზარი ცოდნის მარაგი, რომელიც სკოლის გამოტოვებული წლების განმავლობაში ადამიანის ფსიქოლოგიისა და მისი ტვინის შესახებ შესწავლის შედეგად მიიღო. პიროვნების შეხედვის თანავე ხვდებოდა, რა სურვილები აქვს მას, რას მოიმოქმედებს მომავალი რამდენიმე წამის განმავლობაში... მოკლედ, იდეალურად იცნობდა ყველას, ვისაც მოინდომებდა.
აი მე კიდევ... ასე ვთქვათ ნაკლებად საინტერესო ვარ..
ლეო მქვია, უბრალო ბიჭი ვარ, რომელსაც მუსიკა ძალიან უყვარს, თავის სიცოცხლეზე მეტად. ღამით მთვრალ გონებაზე რაც ვთქვი ყველაფერი სიმართლე იყო, უბრალოდ ასე მხატვრულად არასდროს გამოვხატავ ემოციებს, ხანდახან საერთოდ არ გამოვხატავ.. 16 წლის ასაკში ჩემი მშობლები განქორწინდნენ, ამის მერე მიჭირს საკუთარი გრძნობები სხვებს ნათლად დავანახო, მიჭირს კომუნიკაცია, ადამიანების გაცნობა.. მოკლედ ტიპიური ინტროვერტი. პროექტის გარდა, ჩემს ცხოვრებაში საინტერესო მხოლოდ სიზმრებია, არავინ იცის როდის რა დონის უცნაურობის სიზმარი შემოიკვლევს გზას ჩემს მძინარე ქვეცნობიერში. დამსიზმრებია, თუ როგორ შევდივარ ჩემს სახლში და როგორი გაფითრებული თვალებით ვუყურებ ჩემს უსულო, აქეთ-იქით მიგდებულ-მოგდებულ, სისხლისგან დაცლილ ოჯახს, როგორ ვდგავარ უძარმაზარი რკინის შენობის თავზე და გადავყურებ მილიონობით ადამიანს რომელიც ერთდროულად ყვირის და დღე და ღამ არ წყვეტს, როგორ ვაშტერდები მზის სხივებით განათებულ მუქ წითელ ცას პატარა გორაკზე წამოგორებული და ვგრძნობ მთელს სხეულში პატარა მაგრამ სწრაფ ტკივილის ტალღებს... სია არ მთავრდება, სიამოვნებით შევქმნიდი ამ სიზმრებისგან ერთ დიდ ისტორიას და სიბერეში ჩემს შვილიშვილებს მოვუყვებოდი.
მეორე დღეს, დილის რვა საათზე მკლავებზე ახალგაზრდა ბიჭის ხელების შეხება ვიგრძენი, იგი გადმომყუდებია და ჩემთან ახლოს იწევა, რომ ყურში სული შემიბეროს და გამაღვიძოს. დავფრთხი, აფორიაქებული წამოვჯექი ლოგინზე, მუშტით თვალები მოვიშმუშნე რომ გამოსახულება სუფთად დამენახა, მან გამიღიმა და მხიარული ტონით მითხრა:
- ადე ლოთო მძინარე მზეთუნახავო, საუკუნის შედევრი თავის თავს ვერ დახატავს.
ეს რენოა



№1  offline მოდერი Mary Drey

1. ტიპიური არა გუკა- ტიპურია სწორი ^^
2. რამდენიმეგან ზედმეტად გქონდა სასვენი ნიშანი გამოყენებული.

გილოცავ შენს აქ მოსვლას :დ heart_eyes
საინტერესო იყოთქო რომ გითხრა მოგატყებ. ზოგადად მე პირადად ვფიქრობ, რომ ნაწარმოებში დაწყება და დასასრული ყველაზე ღრმა, "ბუმი" უნდა იყოს. მკითხველი იმდენად უნდა მონუსხო, რომ მოუთმენლად ელოდებოდეს ახალ-ახალ თავებს. მოკლედ.. დასახვეწია. ვიცი, აღნიშნე ემოციურად წერა არ გამომდისო, მაგრამ იქნებ ცოტა მკითხველს გვეთამაშო სიტყვებით? ვფიქრობ უფრო საინტერესო იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიუჟეტი.

პ.ს. ორქიდეაზე ვგიჟდები. ეს სიტყვა, რომ დავინახე მიტომ დავიწყე უფრო კითხვა. მასზე ჩანახატიც მაქვს დაწერილი. მოკლედ სასიამოვნო იყო, შენს სამყაროში ფეხის შემობიჯება.

მაშ, შეხვედრამე.
დროებით!

 


№2 სტუმარი სტუმარი სანდრა

გამარჯობა
ვფიქრობ მუსიკა მართლაც შეუდარებელი რამაა. ხილული სამყაროს ბორკილებისაგან სწორედაც რომ მუსიკა გვათავისუფლებს და რავიცით, იქნებ იმქვეყნადაც თან მიგვყვება?!
შეცდომებზე არ მიგითითებ, რადგან შენი ნამუშევრიდანაც ნათლად ჩანს, რომ განვითარდები. შენ თვითონვე...
წარმატებებს გისურვებ და მომავალ თავამდე გემშვიდობები გუკა :)

 


№3  offline წევრი Gu.ka

Natsrisferi_grdznobebi
1. ტიპიური არა გუკა- ტიპურია სწორი ^^
2. რამდენიმეგან ზედმეტად გქონდა სასვენი ნიშანი გამოყენებული.

გილოცავ შენს აქ მოსვლას :დ heart_eyes
საინტერესო იყოთქო რომ გითხრა მოგატყებ. ზოგადად მე პირადად ვფიქრობ, რომ ნაწარმოებში დაწყება და დასასრული ყველაზე ღრმა, "ბუმი" უნდა იყოს. მკითხველი იმდენად უნდა მონუსხო, რომ მოუთმენლად ელოდებოდეს ახალ-ახალ თავებს. მოკლედ.. დასახვეწია. ვიცი, აღნიშნე ემოციურად წერა არ გამომდისო, მაგრამ იქნებ ცოტა მკითხველს გვეთამაშო სიტყვებით? ვფიქრობ უფრო საინტერესო იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიუჟეტი.

პ.ს. ორქიდეაზე ვგიჟდები. ეს სიტყვა, რომ დავინახე მიტომ დავიწყე უფრო კითხვა. მასზე ჩანახატიც მაქვს დაწერილი. მოკლედ სასიამოვნო იყო, შენს სამყაროში ფეხის შემობიჯება.

მაშ, შეხვედრამე.
დროებით!


მადლობა, მადლობა ძალიან დიდი <3 <3 დამწყები რახან ვარ ძალიან კარგია რომ ამ თემაში გამოცდილი პირი შეცდომებს მიჩვენებს და მისწორებს. ვეცდები ყველა შეცდომა გამოვასწორო! მადლობა რომ დაინტერესდი.

სტუმარი სანდრა
გამარჯობა
ვფიქრობ მუსიკა მართლაც შეუდარებელი რამაა. ხილული სამყაროს ბორკილებისაგან სწორედაც რომ მუსიკა გვათავისუფლებს და რავიცით, იქნებ იმქვეყნადაც თან მიგვყვება?!
შეცდომებზე არ მიგითითებ, რადგან შენი ნამუშევრიდანაც ნათლად ჩანს, რომ განვითარდები. შენ თვითონვე...
წარმატებებს გისურვებ და მომავალ თავამდე გემშვიდობები გუკა :)


ვეცდები ყველანაირად რომ განვვითარდე :) <3 მალდობ რომ ჩემი ისტორიით დაინტერესდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent