შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნება უფასოა (თავი 13)


1-05-2020, 10:52
ავტორი Mari Orjonia
ნანახია 1 695

ნიტა ლუკასთან იმუხლება და საშინლად ტირის, გამვლელებს სასწრამოს გამოძახებას თხოვს, ხალხი კი მის ირგვლივაა შეკრებილი.
- ლუკა გაიღვიძე რაა, ჯერ ადრეა არ უნდა წახვიდე, მე ხომ არ დამტოვებ არა? მიდი რა გაიღვიძე . - ტირილს უმატებს ნიტა შემდეგ კი გონებას კარგავს.
ხალხი გოგონასთან მიდის წყალს ასხამენ გამოსაფხიზლებლად, ლუკასთვის კი სასწრაფოს ურეკავენ. ნიტა გონს მოდის ყველაფერს იაზრებს, ლუკას ჯიბიდან ტელეფონს იღებს და მისი დაცვის უფროსს ურეკავს და სთხოვს რომ მიაკითხოს.
ისიც არ აყოვნებს და რაც შეიძლება მალე მათთან ჩნდება სხვა დაცვებთან ერთად, ლუკა მიჰყავთ და მანქანაში აწვენენ. ნიტას კალთაში ლუკას თავი დაადებინა ნიტამ და თმებზე დაუწყო ფერება.
- ჯერ ვერ წახვალ, ამის უფლებას არ მოგცემ. - ისევ ცრემლები წასკდა, ისე სწრაფად და იმდენი ცრემლი მოდიოდა რომ მთელი სახე სველი ქონდა, ხელებზე დაიხედა და როცა მის ხელებზე ლუკას სისხლი დაინახა უფრო ატირდა.
- კარგი ქენით რომ მე დამირეკეთ.
- ხო საავადმყოფოში უფრო მალე მივალთ. - ხმაჩანწყდარმა ამოილუღლუღა.
- არა! საავადმყოფოში არ მივდივართ, არ შეიძლება, შეძლება ხალხი შემოგზავნონ და წამალში რამე გაურიონ. სახლში ქირურგი გველოდება, ოპერაციისთვის ყველაფერი მზადაა.
- კარგი რადგან ესე ამბობთ. - ესღა თქვა და თავის ფიქრებში გადაეშვა.
- ჩემი ბრალია, ჩემი საშინელი ხასიათის გამო მოვედით აქ, ჩემი დაცვა უნდოდა ამიტომაც გადამეფარა, სულ ზიანი არაფერი ზიანის გარდა, ჩეიძლება ვერც გადარჩეს - თავის ფიქრებზე უფრო უმატებს ტირილს, მაგრამ ჩუმათ და შეუმჩნევლად. - არა! ის გადარჩება! მე ვაიძულებ რომ გადარჩეს! როცა ფეხზე დადგება წავალ, და ისიც აღარ დაზიანდება, ის არ უნდა მოკვდეს იმიტომ რომ მე მამაჩემის შვილი ვარ. ჩემს გარეშე კარგად იყო, და იქნება კიდეც. ადვილად მიყვარდება ადამიანი მაგრამ ადვილად შემიძლია გადაყვარებაც, ვიცი რომ ლუკას ვერ დავივიწყებ მაგრამ სამაგიეროდ არ დავაზიანებ. - თავისი ფიქრებიდან დაცვის უფროსის ხმას გამოყავს "მოვედითო" ბიჭებს სწრაფად გამოჰყავთ ლუკა მანქანიდან და ასეთივე სისწრაფით შეჰყავთ სახლში.
ნიტაც განადგურებული უკან მიჰყვება,
ერთ-ერთი ოთახი ნამდვილ საოპერაციოს დაუმსგავსებიათ, 2 ექიმი და 2 მედდა იყო მათ გარშემო, ლუკა მაგიდაზე ფრთხილად დააწვინეს და დაიწყეს მისი გადარჩენა.
ნიტა მთელი 5 საათი თავის სისხლიან ხელებს უყურებდა და გულში იმეორებდა რომ ეს ყველაფერი მისი ბრალია. მთელი 5 საათი იატაკზე იჯდა და წინ და უკან ირწეოდა.
- ადექით ქალბატონო ნიტა გაცივდებით. - უთხრა დაცვამ და ხელი გაუწიდა რომ გოგო იატაკიდან წამოეყენებინა.
- ქალბატონოს ნუ მეძახი და მერე რა რო აქ ვიჯდე ლუკა მანდ წევს და ჩემს გამო სიცოცხლეს ებრძვის, არაფერი მომივა მე რადგან ლაშას შვილი ვარ - ირონიულად იცინის - მაგრამ ვინც ჩემს გარშემოა ისინი სიკვდილს ებრძვიან, მაგრამ არა ეს ბოლოა, არ დავუშვებ ჩემს გამო ვინმე დაზარალდეს, ლუკაც იცოცხლებს, გამოჯანმრთელდება, ნერვებს მომიშლის, მერე მეჩხუბება იდიოტით ნუ მომმართავო, სროლაში მავარჯიშებს , ჩხუბში, დანის გამოყენებაში. - ამ სიტყვებით თავს იმშვიდებდა ნიტა. - მაგრამ არა ამ ყველაფერს არ გააკეთებს, როცა წამოდგება მე აქ არ ვიქნები. - დავისთვის ჩაილაპარაკა ნიტამ.
- ყავას მოგიტანთ
- არ მინდა! ყავას არ დავლევ.
- კარგით. - მარტო დატოვა ნიტა.
კიდევ 7 საათი ელოდა საბოლოოდ კი 12 საათია იატაკზე ზის და ელოდება... ელოდება მაგრამ თან ღელავს რომ ვერ გაივლის ან ვერ იცოცხლებს საერთოდ. უკვე დაიღალა ლოდინით ფეხზე წამოხტა და საოპერაციოსკენ გაემართა, მიაბიჯებდა მთელი სისწრაფით, უნდოდა ენახა ლუკა როგორ იყო, უნდოდა კიდევ დაენახა მისი სახე და ეთქვა რომ უყვარს.
კარამდე მივიდა მის გაღებას როცა აპირებდა დაცვამ ხელი ჩაავლო, ნიტამ ხელის გათავისუფლება სცადა შემიშვიო კიოდა, მაგრამ დაცვა არ უშვებდა შუა ოპერაციის დროს მისი შესვლა არ შეიძლებოდა.
ნიტა კიოდა ბღაოდა შებიშვიო, დაცვას უკბინა კიდეც ხელზე მაგრამ დაცვამ უბრალოდ დაიჭირა.
- გაუშვი!. - ბრძანება გასცა დაცვების უფროსმა ბიჭმაც მაშინვე უშვა ხელი.
- ნიტა, არ შეიძლება, ვიცი რომ მისი ნახვა გინდა, მაგრამ ოპერაცია ტარდება, ვიცი რთულია 12 საათი უიმედოდ ელოდო მაგრამ საკუთარ თავს ეჩხუბო რომ იმედი მაინც უმდა ქონოდა და მაინც გაიღვიძებდა ლუკა. ასეც მოხდება მაგრამ ლოდინი მოგიწევს. - უფროსის სიტყვებმა დააწყნარა აქამდე ისტერიკაში ჩავარდნილი ნიტა.
- მაინც რამდენი.
- კიდევ 5 საათი , გესმის? 5 საათში ოპერაცია დამთა რდება და მორჩა, ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება. - ღიმილით ეუბნება უფროსი.
- ყველაფერი ისევ ისე ვერ იქნება. - ფიქრობს ნიტა.
- კარგით კიდევ 5 საათი დაველოდები.
ნიტა იატაკზე იდა და ხელებით სულელურ ჟესტებს აკეთებდა.
- რომ არ გამოჯანმრთელდეს? ვაიმე რა სისულელეებს ვბოდავ. - ფიქრები მოიშორა და ისევ ხელების წვალება დაიწყო.
მთელი 5 საათი ასე უიმედოდ იჯდა და სისულელებს აკეთებდა, ცუდი ფიქრები არ ასევენებდნენ, შემდეგ ისევ თავის თავს ეჩხუბებოდა ცუნდზე ნუ ფიქრობო და ასე უაზროდ ჩაიარა მთელმა 5მა საათმა.
ექიმი ოთახიდან გამოვიდა ნიტაც მაშინვე წამოხტა და ექიმთან მივარდა.
- როგორ არის? გადარჩა? - მაშინვე კითხა ნიტამ და თავისი ჩაწითლებული თვალები მიანათა.
- ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო... - ჩვეულებრი ხმით თქვა ექიმმა და გაჩერდა.
- და გადარჩა ხო? - უკვე ტირილს იწყებდა ნიტა.
- არ ვიცით, ოპერაცია წარმატებული იყო მაგრამ ტყვიამ მნიშნელოვანი ორგანო დააზიანა, ამ 12 საათის მანძილზე თუ არ გაიღვიძებს სავარაუდოდ მთელი ცხოვრება ინვალიდად დარჩება, ამ 12 საათის განმავლობაში უნდა გაიღვიძოს. მე 12 საათში ისევ მოვალ მანამდე აქ მედდა დარჩება.
- 12 საათი ღმერთო გთხოვ გადაარჩინე 17 საათია აქ ვზივარ კიდევ 12საც დაველოდები თუ საჭირო იქნება მთელი დღეები აქ დავჯდები უბრალოდ გამოაღვიძე გთხოოვ. - ჭერს ახედა ნიტამ ღმერთს მთელი გულით თხოვა.
როგორც ადგა ისევ ისე მიბრუნდა და უკან იატაკზე დაჯდა.
- ნიტა, ტელეფონზე ლიკაა და დაგალაპარაკო? - შეემითხა დაცვის უფროსი.
- კიი, დაველაპარაკები. - შეიძლება ლიკაზე გაბრაზებული იყო ადრინდელის გამო მარა ახლა მხოლოდ ლიკას შეეძლო მისი გაგება, მხოლოდ ლიკას შეეძლო ნიტას დაწყნარება.
დაცვის უფროსმა ლევანმა ტელეფონი ნიტას მიუტანა.
- მადლობა ლევან. - დარდიანად ახედა.
- რისი მადლობა აიღე ტელეფონი. - ტელეფონი გამოართვა ნიტამ და საყვარელ დაქალს მიესალმა.
- გამარჯობა ლიკა.
- ნიტა ვიცი რაც მოხდა, ყველა არხზე ლუკაზე აჩვენებენ, მამაშენის გამო ყველა გიცნობს.
- ვიცი, საშინელებაა ლიკა , პირდაპირ ჩემს წინ ლუკას ესროლეს. - ისევ ტირილს იწყებდა ნიტა.
- ჩჩ ნუტირიხარ პატარავ, ხომ იცი რომ ლუკა არ მოკვდება, იმდენს მელაპარაკებოდი ხოლმე მასზე რომ ისეთი შეგრძნება მაქ რომ ვიცნომ. - ორივეს ეღიმებათ. - ძლიერია, გაუმკლავდება ნუ დარდობ ჩემო პატარავ.
- მადლობა ლიკა.
- ენას ამოგაძრობ, ჩვენთან სიტყვა მადლობა არარსებობს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, დავეხმაროთ ერთმანეთს.
- მიყვარხარ, ლიკა კიდევ ერთხელ დამეხმარები?
- რათქმაუნდა, მითხარი რა გჭირდება.
- შენთან უნდა დამმალო ცოტა ხანს.
- რა? ნიტა არ გჯერა რომ ლუკა გამოჯანმრთელდება?
- რათქმაუნდა მჯერა, და ასეც იქნება, როდესაც გამოჯანმრთელდება მაშინ წამოვალ, სულ ხიფათი მომაქ მისთვის, ჩემს გამო წევს მანდ.
- სისულელეებს ნუ ნოდავ შენა რაფერ შუაში ხარ საყვარელო, კარგი ჩემთან დაიმალები მაგრამ ერთი პირობით, არ დაადანაშაულებ მომხდარში შენს თავს, შევთანხმდით?
- როგორ არ უნდა დავადანაშაულო საკუთარი თავი როდესაც მე ვარ დამნაშავე.- გაიფიქრა ნიტამ მაგრამ ეს ლიკასთვის არ უთქვამს რადგან დასამალკ სჭირდებოდა.
- კარგი, შევთანხმდით.
- მიყვარხარ.
- მეეც თან ძაან. - ეს უთხრა და ტელეფონი გაუთიშა.

11 საათი გაბიდ ანიტა იჯდა და ტიროდა ძალიან ბევრს ტიროდა, 1 საათი იყო დარჩენილი და ნიტა ვერაფერს აკეთებდა.
ფეხზე წამოხტა და ისევ კართან მივიდა.
- ქთხოოოოვ შემიშვი რა, ასე ვერ გაიღვიძებს, რაღაც სტიმული ხო უნდა ქონდეს. - ემუდარება ნიტა დაცვას.
- ვერ შეგიშვებთ ბოდიშით. - უარით ისტუმრებს დაცვა, ნიტა უკან ტრიალდება და აწ უკვე ლევანის უწყებს ხვეწნას.
- ლევან შენ მაინც უთხარო რამე ქთხოოვ, ლუკა ხომ შენი მეგობარია, ლუკასაც ძალიან უყვარხარ და ეჭვიც არ მეპარება რომ შენც გიყვარს, მიდი რა შემიშვიი, გთხოოვ. - ამჯერად ნიტას ხვეწნა ამართლებს.
-შეუშვით - ამის თქმა და დაცვა კარებს მოშორდა - ოღონდ მხოლოდ 10 წუთი გაქვს. - მიაწია კარებთან მისულ ნიტას.
- მადლობა. - მადლიერად გახედა ნიტამ.
ნიტა შევიდა ოთახში სადაც მწოლიარე ლუკა დახვდა, ამ მომენტში ფიქრობდა ნეტა არ გადამფარებოდაო, მის მაგივრად მე ვწოლილიყავი მანდო , იმ აზრმა შეაწუხა რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი იყო, სინდისი არ ასვენებდა.
გვერდზე ჩამოჯდა ნიტა დადაუწყო ლუკას სახეს ყურება.
- ლუკა - ამოილაპარაკა ჩამწყდარი ხმით. - ხედაავ შემოგაშტერდი, რატომ არ მეუბნები "ვიცი რომ სიმპატიური ვარ ეგრე ნუ მიყურებ" ო? , ვიცი რომ სასწაულს უნდა ველოდო, ნახევარი საათი დაგრჩა ექიმმა თქვა თუ არ გაიღვიძებ ასე დარჩებაო - ტირილს იწყებს ნიტა. - არ უმდა დარჩე ასე გესმის? მანდ მე უმდა ვიწვე, შენ არ უნდა იჯდე მთელი ცხობრება ეტლში, მე უმდა ვიჯდე, შენ არ უნდა გტკიოდეს ეს ყველაფერი მე უმდა მჭირდეს და არა შენ, ეს ჩემი ბრალია იმიტომ რომ მამაჩემის შვილი ვარ ყველა მე უნდა მიცავდეს მაგრამ ჩემს ფამო უნდა კვდებოდნენ? არა! ეს არ მაწყობს, მხოლოდ ჩემი სიცოცხლის გამო სხვები არ უნდა კვდებოდნენ.
გეფიცები, სრული სერიოზულობით გეუბნები რომ შენ თუ არ გაიღვიძებ და ინვალიდად დარჩები, ყველაზე ახლო მყოფ ხიდთან მივალ და თავს მოვიკლავ, ბე რჯერ მინახავს მსგავსი სცენები ფილმებში, ვფიქრობ მეც გამომივა. ასეთი სცენებიც მი ახავს, ბიჭი რომ ავადაა და გოგო გვერდზე უზის, რეებს ვბოდავ შენ სიკვდილს ებრძვი და მე ფილმებზე ვლაპარაკობ - იღიმის - ალბათ ფიქრობ გაგიჟდაო არა?.
- ვფიქრობ რომ ზედმეტ ფილმებს უყურებ. - ძლივს გასაგონად ისმის ლუკას ხმა, ნიტა აქამდე ჩახრილ თავს ბედნიერი წევს და ლუკას უყირებს.
- გაიღვიძეე. - მთელი ხმით კივის და ლუკას ეხვევა.
- რა გატირებს? ასე გეწყინა ჩემი გაღვიძება.
- ბედნიერებისგან ვტირი იდიოტო. - ნიტას კივილით შეშინებული ოთახში ლევანი და დაცვის ორი წევრი ვარდება.
- რა მოხდა. - შეშინებული კითხულობს ლევანი და როდესაც ლუკას აკვირდება ბედნიერი ეხუტება.
- ვიცოდი, ვიცოდი რომ გაიღვიძებდი.
- ნერვიულად მოისვა თმაზე ხელი ლევანმა. - ახლა რა ვქნა? მედდას დავუძახებ, ექიმი ისედაც გზაშია. - ბედნიერებისგან არიცოდა რა გაეკეთებინა ლევანს. - არ შეეხოთ ნაკერები არ გაეხსნას ან რამე.
- მის ნერვიულობაზე ყველას ეცინება
- შენ ხედავ? - იმ დაცვას უთხრა რომელიც არ უშვებდა მის ოთახში. - რომ არ მიშვებდი, აი შემოვედი და გაიღვიძა. - მოგებული სახით უთხრა ნიტამ, ბიჭმა კი "ბოდიში" ს სახით შეხედა და ოთახში მარტო დატოვეს ნიტა და ლუკა.
- ნიტა მართალი ხარ შენ გამაღვიძე, მაგრამ ნარკოზიდან მე ისედაც გამოვედი უბრალოდ იმდენი გამაყუჩებელი გამიკეთეს რომ დამეძინა , შენ კი უბრალოდ გამაღვიძე, არადა კარგი სიზმარი მესიზმრებოდა. - ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაილაპარაკა.
- რაა? მოიცა მე ამდენი ხანი გული მქონდა გამსკდარი ვთიროდი ვბღაოდი და შენ აქ ტკბილად გეძინა? - გაუცებული უყურებდა ნიტა.
- რა გაბღავლებდა ერთი, პირველად კი არ ვარ დაჭრილი.
- ღადაობ ხო?
- არაა, და თვალები წითელი რატომ გაქ?
- ბავშვობიდან ეგრე მჭირს ცოტას თუ ვიტირებ ან გაბათენებ მაშინვე მიწითლდება.
- წადი დაიძინე და აღარ იტირო, მე კარგად ვარ, და ხო მეც მიყვარხარ .
- ვინმემ გითხრა მიყვარხარო?
- ნიტა რად გინდა სიტყვებით დაღლა, თვალებში გეტყობა თუ როგორ ძაააალიან გიყვარვარ. - იცინის ლუკა.
- ფუ საზიზღარო, მე ვკვდებოდი ნერვიულობით და ეს ხუმრობის ხასიათზეა, წავედი მე მეზინება, ფეღზე წამოდგა ნიტა.
- ნიტა! იცოდე რომ ეს შენი ბრალი არაა. და მიყვარხარ ხუმრობით არ მითქვამს. - კართან მისულს მიაძახა ლუკამ, ნიტას ჩაეღიმა და ოთახში ავიდა.



აბააა როგორიაააა



№1  offline წევრი ელენე (ნენე)

მომწონს, სასიამოვნო წასაკითხია.

 


№2  offline წევრი svien

mmmm sayvarlebi????male dade shemdegi tavi gtxov ra????????

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

აუ არ წავიდეს რა ნიტაააა..
ვფიქრობ რომ ლუკა არ გაუშვებს ^-^

 


№4  offline წევრი bird of life

ძალიან მაგარია, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მეორე მოთხრობა ასეთი სხვა არ მინახავს ამ საიტზე და გთოვ, რომ მალე დადო ხოლმე ახალი თავები. მინდა გითხრა, რომ სასამოვნო წასაკითხიცაა და საინტერესოც. :D

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

აუ ძააან მაგარია მალე დადე ახალი თავი რა❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი ანუ

როდის დადებ?

 


№7  offline წევრი svien

male dade ra tore amomdzvra suli ????‍♀️????

 


№8 სტუმარი ატბ

დადე მალეეე

 


№9 სტუმარი სტუმარი ელისო

გთხოოვ მალე დადე ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent