შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი ბიჭის გოგო(თავი10)


1-05-2020, 15:39
ავტორი queentikooooo
ნანახია 3 955

მთხოვდით კატა თაგვობანას და გეგმაში მქონდა კიდეც და მგონი შეძლებისდაგვარდა გამომივიდა...
იმედი მაქვს მოგეწონებათ





ღრმად ჩაისუნთქეთ...
ამოისუნთქეთ...
დამშვიდდით...
სამამდე დაითვალეთ...
1...
2...
3...





მთელი გულით და სულით გავიკეთე სადა მაკიაჟი, ფეხზე წითელი მაღლები მოვირგე, კაბა ჩავიცვი და სარკის წინ დამდგარმა ჩემს თავსა და ორგანიზმში ნამდვილი ფურორი მოახდინა

-ანგელოზი ხარ კატო, ჩემი პირადი ანგელოზი

ანთებული თვალებით შემომხედა სანდრომ და ვერც კი გავიგე როდის შემოვიდა ოთახში

-შენ კი ჩემი სიპატიური ბიჭი ხარ

ხელი ჩამკიდა და გასასვლელი კარებისკენ წავედით....




დაცვის ერთ-ერთმა წევრმა გაგვიღო მანქანის კარები და ჩვენც მოვთავსდით...
მთელი გზა ხან სანდროს ვუყურებდი, ხან კიდე ჩემს თითზე არსებულ ულამაზეს ბეჭედს, თუმცა ვგრძნობდი რომ რაღაცის მეშინოდა, მეშინოდა რომ ამხელა ბედნიერება ცუდად არ დამტავრებულიყო, მაშფოთებდა ჩემი მოულოდნელად აკვიატებული აზრი

-მოვედით პრინცესა რესტორანში

-აა..უიჰ რა მალე

დაცვას რაღაც ანიშნა, წელზე ხელი მომხვია და რესტორნისკენ დავიძარით...

შევდივართ რესტორანში და სანდროზე უფრო გავგიჟდი თავდავიწყებით

სანთლებით...ვარდებით გაფორმებული ოთახი ნაზი სიმღერის ფინზე საოცარ ჰარმონიას ქმნიდა...

ოთახის შუა ცენტრში მდგარი მაგიდისკენ დავიძარით

-რა ლამაზია სანდრო ყველაფერი

-იმედი მქონდა რომ მოგეწონებოდა კიდეც

-როგორ შეიძლება ეს ვინმეს არ მოეწონოს? მაგიჟებ სანდრო

-მე კიდე შენ მაგიჟებ განსაკუთრებით მაშინ როცა ჩემზე გაგიჟებული ასეთი ვნებიანი საცქერი ხარ


ჩვენი საღამო იყო ეს დღე...ისეთი კარგი იყო სანდროსთან გატარებული ყოველი წამი, არ მინდოდა რომ ეს საღამო დასრულებულიყო

-მინდა რომ სულ ასე ბედნიერები ვიყოთ სანდრო

-ამას ფიქრიც არ უნდა ფერია რომ ყოველთვის ბედნიერები და სამუდამოდ ერთად ვიქნებით, ახლა კი ქალბატონო კატო გსურთ რომ ჩემთან ერთად ერთი ცეკვა იცეკვოთ?

-რათქმაუნდა ბატონო სანდრო, დიდი სიამოვნებით


ჩემი ხელი თავის მტევანში მოათავსა და საცეკვაოდ გავყევი...
მსიამოვნებდა სანდროს ხელების შეხება ჩემს წელზე... ცხელი სუნთქვის შეგრძნება კისერზე...ვნებიანი ჩურჩული...მისი სხეულის ტემპერატურის ჩემზე გადმოტანა

-უბედნიერესი კაცი ვარ კატო შენი არსებობით, მიყვარხარ

-აუხსნელად და უსაზღვროდ მიყვარხარ ჩემო


რამოდენიმე საათში რესტორანი დავტოვეთ, სახლამდე არ მისულებმა დავიწყეთ უკვე ერთმანეთის დაგემოვნება და სახლში შესულებმა კი ოთახი და მთლიანად სახლი უცნაური ბგერებით, ოხვრით, კივილით და კვნესით გავავსეთ...

დილას სანდრო ოთახში არ დამხვდა თუმცა მის მაგივრად წითელი, სისხლისფერი ვარდები და პატარა წერილი დამხვდა

"შენი გაღვიძება აღარ მინდოდა კატუს ისე ტკბილად და მშვიდად გეძინა, საქმეზე მომიწია წასვლა და ვერ გეტყვი როდის დავბრუნდები.
მიყვარხარ და ჭკუით იყავი"


მოწყენილი წამოვდექი საწოლიდან და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე
მანამდე ვარდები თასში მოვათავსე და გამზადებულმა კარები გამოვიხურე...

სამსახურში მალევე მივედი და მხიარულად გადიოდა საათები, თუმცა აშკარად იგრძნობოდა ხალხის სიმრავლე და იქით-აქით სიარულმა ძალიან დამღალა

-დღეს ძალიან დავიღალე

მითხრა ჩემთან ერთად მომუშავე კონსულტანტმა სოფიომ

-ფეხებს თითქმის ვეღარ ვგრძნობ

მხარი ავუბი წუწუნში

-წამო შემოვიდნენ ისევ მივხედოთ კატო

მთელმა დღემ ისე გაიარა ვერც კი მივხვდი და ძალიან დაღლილი გავუდექი სახლის გზას.
ახლა მარტო გამახსენდა ჩემი ტელეფონის არსებობდა და სანდროს მონატრება..
ტელეფონს დავხედე და სანდროს არც ერთი ზარი არ იყო შემოსული და გაბუტულმა გავაგრძელე გზა..


სახლში რომ მივედი მაშინ ვიგრძენი ყველაზე მეტად დაღლილობა და წელის ტკივილი

-ვაიმე ლიკუ ვკვდები, ახლა თუ არ დავისვენე აქვე წავიქცევი

-მიდი მიდი დაისვენე, დაიძინე კატო ოღონდ მე გავდივარ ჩვენს უფროსს წვეულება აქვს სახლში და დახმარება ჭირდებათ

-კარგი ლიკ დამირეკე ხოლმე და გამაგებინე შენი ამბები

საწოლში დავწექი და 5წამიც არ დამჭირდა რომ ამ ქვეყანას გავთიშვოდი, ადრე გამეცინებოდა როგორ შეიძლებოდა რომ 7საათზე დამეძინა, მაგრამ ახლა გათიშული ვარ და სახლიც რომ ამიფეთქონ ვერაფერს ვერ ვიგრძნობ.


არ ვიცი რამდენი ხანია მძინავს მაგრამ ძლიერი ბრახუნი მაღვიძებს, თუმცა იმდენად გაბრუებული ვარ ძილისგან ვერაფერს ვერ ვხვდები და ვცდილობ გამოვფხიზლდე...

როგორღაც წამოვდექი, ხალათი შემოვიცვი და კარებისკენ წავედი

-მოვდივარ, ნუ შემომიმტვრიეთ კარები

კარები გავაღე და გაცეცხლებული სანდრო დამხვდა წინ

-გოგო შენ ნორმალური ხარ?

დამიღრიალა მთელ ხმაზე

-ნუ ყვირი სანდრო და გამარკვიე რაზე ჩხუბობ

-სად გაქვს ეს დედა მოტ*ნული ტელეფონი? გირეკავ არ მპასუხობ, ჩემთან არ მისულხარ, სამსახურში არ იყავი, აქ კიდე 15წუთია გეძახი, გიბრახუნებ და ისევ არ ჩანდი

-მეძინა სანდრო, დაწყნარდი და ნუ ყვირიხარ

არ დავაკელი სიმკაცრე ჩემს სიტყვებს მეც

-რა ნუ ვყვირი ვარ გოგო, საერთოდ რას ამბობ ხვდები? ტელეფონი სად გაქვს იცი საერთოდ?

-ალბათ უხმოზე მაქვს დაყენებული, დავიღალე სანდრო და დამეძინა რატო ჩხუბობ ახლა ასეთ უაზრობაზე?

-უაზრობა ახლა შენი აზრით ეს? რა აღარ ვიფიქრე და ხომ შეგიძლია არა მაგ დედა ნატირები 600ლარის გამო ასე არ დაიღალო და არ იმუშაო?

-თუ ეხლა იმაზე დავიწყებთ ჩხუბს ვიმუშაო თუ არა და ა.შ ჯობია აქვე გავწყვიტოთ ლაპარაკი, ჩემთვის 600ლარი საკმარისია და მირჩევნია ვიწვალო და ვიშრომო ვიდრე დავჯდე სახლში და არაფერი არ ვაკეთო, არ არის საჭირო მუდმივად ამის თქმა

-ჯერ ტონი აკონტროლე გოგო და მერე კიდე შენზე ვფიქრობ რომ არ დაიღალო და ყოველდღე ასეთი სახით არ მოხვიდე სახლში, ახლა კიდე ცრემლები შეიმშრალე და სახე დაილაგე კატო

-როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ და შენ ამას ვერ დამიშლი იცოდე სანდრო, რასაც მინდა იმას გავაკეთებ და შენ ყველაფერს ვერ გამიკონტროლებ


ვერ მივხვდი ეს სიტყვები როგორ ვთქვი, მაგრამ ფაქტია ვთქვი და სინანული უკვე გვიანია

შევამჩნიე როგორ დაებერა კისერზე ძარღვები და როგორ დაიწყო ღრმად სუნთქვა

როგორ მომიჭირა სახეზე ხელები და ჩუმად მითხრა

-ყველაზე დიდ მოთმინებას ახლა ვიჩენ რომ რამე ცუდი არ გავაკეთო კატო, მეორედ ასეთი დაუფიქრებელი სიტყვები შენი პირიდან ამოვა და იცოდე რომ მაგარი დარხეული გაქვს, არ მაიძულო სახლში გამოგკეტო და ცხვირი არსად არ გაგაყოფინო, ყველაფერი რაც შენ გეხება ჩემი საქმეა და ეს კარგად იცოდე შენ, არ მინდა ცხელ გულზე რამე ზედმეტი გითხრა კატო, ახლა წავალ შენ დაფიქრდები კარგად და ხვალე როცა გნახავ მერე ვნახოთ რა აზრზე იქნები და იმის მიხედვით გადავწყვეტ ყველაფერს, ბოლო გაფრთხილება კატო ტვინს ძალა დაატანე და ჭკუით იყავი


სახიდან ხელები მომაშორა და კარები მთელი ძალით გაიხურა და წავიდა...

ძალაუნებურად ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე,არ მინდა რომ სანდროსთან სუსტი გამოვჩნდე და მის ერთ ნათქვამ სიტყვას დავემორჩილო, ვიცი ჩემზე ზრუნავს მაგრამ არაა ასეთი კონტროლი და ზრუნვა საჭირო...

მერე რა მოხდა უბრალოდ ვერ ვუპასუხე ტელეფონზე და ამის გამო რა საჭირო იყო ასეთი ყვირილი და გაბრაზება?

მაშინ როცა მე ამდენს ვურეკავ და არ მპასუხობს მეც ასე გავბრაზდე ხოლმე?

ცრემლები შევიმშრალე სახეზე და ნერვების დასაწყნარებლად მაცივრიდან შოკოლადები და ნაყინები გამოვიღე, ტელევიზორთან დავჯექი და თან ფილმს ვუყურებდი თან შოკოლადებს ვჭამდი...

იმდენი ვჭამე ვიცი მუცელი სასტიკად ამტკივდება, მაგრამ არაუშავს მთავარია დავწყნარდე და ცოტახანი მომხდარზე არ ვიფიქრო...



აბა მეგობრებო როგორი თავი გამოვიდა?
ხოა ძააან საინტერესო და მართლა კატა თაგვობანა?
მე ეს თავიც ძალიან მომწონს მინდა გითხრათ

ჩემო მეგობრებო და საყვარელო მკითხველებო გთოვ კომენტარებში წაიკითხოთ ჩემი კომენტარი რადგან დაგვიანების მიზეზს ვხსნი და ვხსნი და მაინც გაინტერესებთ შემდეგს როდის დავამატებ...
მიხარია ასე მოუთმენლად რომ ელით ხოლმე შემდეგ თAვს <3
ველი თქვენგან დიდი შეფასებას, სანდროს და კატოს შეფასებას და მოვლებეის განვითარებისაც...
მიყვარხართ ყველა <3
პატარა თავია ვიცი მარა მაპატიეთ...



№1  offline წევრი ნაამა

ძაააან შოკი პიკი პანიაკ, მარა კატო რომ ვიყო ისე დავტყდებოდი მამაღმერთი ვერ მიპოვიდა სანდრო კიარა, ტიპი რა ანგლი. არააა ეგეთი შეყავრებული რომ მყვდეს აი ყევალფერს რომ მიკონტროლებს თავს მოვიკლავდი

 


№2 სტუმარი კოკო

Kai iyo ❤️ magram mwyins rom agvianeb tavebis dadebas sheidzleba a is mizezi gaq magram cota malmale dade xolme kargi❤️❤️ tavi Kai iyo magram sandros eseti kontroli nervebs mishlis❤️ dzaan mainteresebs ras gaaketebs Kato da gelodebi rac sheidzleba male❤️❤️ sandros romantikuloba momwons dzaan ❤️ magram cota katomac unda atrialoc Tavis nebaze chveni Sandro ❤️❤️ mokled bevri rom agar gavwelo Kai iyo sayvarelo❤️

 


№3  offline მოდერი ენქეი

ძალიან მომწონს ასეთი კატო რომ ეწინააღმდეგება სანდროს
მისი პირადი საკუთრება ხომ არ გონია ბოლოს და ბოლოს
ასე განაგრძე
ველი შემდეგს
წარმატებები❤️

 


№4  offline წევრი Kingeka

ძაან მომეწონა,მოუთმენლად ველი შემდეგ თავს!!!წარმატებები!!!

 


№5  offline წევრი svien

kargia yochag kato...au malmale dade ra ❤❤

 


№6 სტუმარი ნეკერჩხლის ფოთოლი

ვაიმეეე გაცოფებული ვარ სანდროზეე... ჰგონია რომ კატოს მფლობელია. ძაალიან მაგარი იყო ვერ უარვყობ, ყოჩაღ! ლოგიკურად უნდა განვითარდეს ახლა იცოდე, არ დავინახო პატიებებიიი და ასე შემდეეგ:D უნდა მოაჯინოს თავის ადგილზე კატომ და ჭკუა ასწავლოს.

 


№7  offline წევრი კეტი

საოცრება ხარ მოკლედ ეს არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის ველოდებით შემდეგ თავს

 


კალკირებული სიტყვები გქონდა რამოდენიმე ადგილას, თუმცა ესთავიც განსაკუთრებულად მომეწონა, ნამდვილად ღირს თუნდაც 1 კვირით ლოდინი<3

 


№9  offline წევრი sofo_sofia13

ჩემოგოგო შოკი ხაარრრააა

 


№10 სტუმარი სტუმარი სალომე

ძაან მაგარი თავიააააა უძალიანესად მაგარიიიი❤️

 


№11  offline წევრი ვიქტორია.

მშვენიერია მოუთმელნად ველიდები შემდეგ თავს მალე დადე ps. არიქნება ცუდი რო თავებუ უფრო გაზარდო ტექსტი, კარგად წერ ესე განაგრძე წარმატებებიი. :*

 


№12  offline წევრი eleonoraaa eleonoraaa

rogorc yvela tavii.. eg tavic momewonaa dzaliann .. ver axerxeb da mal-male ver deb magram araushavss.. shevdivart shens mdgomareobashi.. lodinsac tavisi muxami aqvs.. dd

 


№13  offline წევრი queentikooooo

eleonoraaa eleonoraaa
rogorc yvela tavii.. eg tavic momewonaa dzaliann .. ver axerxeb da mal-male ver deb magram araushavss.. shevdivart shens mdgomareobashi.. lodinsac tavisi muxami aqvs.. dd

როგორ მახარებთ და მაბედნიერებთ ვერ წარმოიდგენთ მეგობრებო <3
საუკეთესო ადამიანები ხართ მინდა იცოდეთ ეს <3
უღრმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის და მიყვარხართ ყველა <3

 


№14  offline წევრი eleonoraaa eleonoraaa

arafriis chemoo kargoo.. ufali gfaravdees mudamm..

 


№15  offline წევრი queentikooooo

eleonoraaa eleonoraaa
arafriis chemoo kargoo.. ufali gfaravdees mudamm..

მადლობა ჩემო საყვარელო❣❣❣ ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ❣❣❣

 


№16 სტუმარი სტუმარი salome

ახალ თავს ხომ დაამატებ ამაღაამ

 


№17  offline წევრი queentikooooo

სტუმარი salome
ახალ თავს ხომ დაამატებ ამაღაამ

შემდეგ თავს დავამატებ ხვაკე შუადღეს ალბათ❣❣

 


№18 სტუმარი ნიცა ნიცა

დღეს არ ამატებ?

 


№19 სტუმარი სტუმარი salome

ახალთავს არ ამატეეებ აუუ როდისდადებ ახალ თააავს

 


№20 სტუმარი lell

შოკი ნუუ..მოკლედ კარგია მარა ეს სანდრო ცოტა კრიმინალი მგონიაა რაღაც ვერაა კარგად ეგეთ შეყვარებულის ყოლას სულ არ მყავდეს ეგ მირჩევნია❤️❤️

 


№21  offline მოდერი ენქეი

სად დაიკარგე? neutral_face

არადა მთელი დღე გელოდი worried

 


№22  offline წევრი ვიქტორია.

ენქეი
სად დაიკარგე? neutral_face

არადა მთელი დღე გელოდი worried

მეც მთელი დღე ველოდებოდი :(

 


№23  offline წევრი eleonoraaa eleonoraaa

tikooo sad xaar gogoo xalxii gelodebaaa.. ddd

 


№24  offline წევრი queentikooooo

eleonoraaa eleonoraaa
tikooo sad xaar gogoo xalxii gelodebaaa.. ddd

მეგობრებოოო დედას გეფიცები მართლა ვეწვალებოდი მთელი დღე რომ დავამტებდი, მაგრამ ბროუზერს აქვს რაღაც პრობლემა და სანამ არ გავასუფთავე და არ შევცვალე არადა არ დაემატა, ახლა კი გადაგზავნილია დილის 9საათიდან ადმინისტრაციასთან და ალბათ შუადღისკენ დაემატება❣❣❣ მეც ძაან გავწვალდი გიშინ მინდოდა რომ დამატებულიყო, მაგრამ მე ხომ ყველაფერში ხელი მეშლება ყოველთვის

 


№25  offline წევრი eleonoraaa eleonoraaa

ver vipove 11 da 12 tavii.. rato ver vpouloob?? ((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent