შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები. თავი 2


2-05-2020, 20:28
ავტორი Gu.ka
ნანახია 847

- ადე ლოთო მძინარე მზეთუნახავო, საუკუნის შედევრი თავის თავს ვერ დახატავს.
ეს რენოა.
რენო მზის სხივია, სხივი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სამყაროს უნათებს მცირედი კონტაქტის შედეგადაც კი. თითქოს ეს სისხლში აქვს. ერთი შეხედვა მის ბავშვურ მაგრამ მომხიბვლელ ღიმილზე და სიხარულისგან გულში პეპლები აგიფრიალდება. გაყვები ყველგან, სადაც მოისურვებს და გააკეთებ ყველაფერს, რასაც შემოგთავაზებს, რადგან იმ მომენტში რენოსთან ყოფნაზე ბედნიერს არაფერი გხდის. ეს სახელი მშობლებმა ფრანგი მხატვრის, პიერ ოგიუსტ რენუარის საპატივცემულოდ დაარქვეს, მათ ყოველთვის უნდოდათ მხატვარი შვილი ჰყოლოდათ, ამიტომ ჩათვალეს, რომ თუ ბიძგს დაბადებამდე მისცემდნენ, დანარჩენს ბედი გადაწყვეტდა. და მართლაც, რენოს ადრეული ასაკიდანვე ხელოვნება ძლიერ შეუყვარდა. მისი პირველი ნახატი იყო ოჯახში ახლად მოყვანილი ჩინური ქოჩორა ლეკვის - ჩაჩოს პორტრეტი იყო, მაშინ დახატა, როდესაც ის მძინარე ეგდო სამზარეულოს მაგიდასთან მდებარე ერთ-ერთ სკამზე. 5 წლის რენო უკვე შედევრებს ჰქმნიდა, დახატული ჰყავს ყველა ადამიანი ვისაც იცნობს, ყველა შინაური ცხოველი, რაც კი ცხოვრების განმავლობაში ჰყოლია, ახლა კი ჩვენი ჯერია.. ორქიდეა მან ბანაკში მისვლიდან პირველივე დღესვე დახატა, შემდეგი მე ვარ.
რენომ ხელი მომკიდა და თავისი ოთახისკენ გაიქცა, როცა მე ჯერ ნორმალურად არც ვიყავი გონზე მოსული, იმ კიბეების ფონზე, რომელზეც ჩემი არტისტი მეგობარი ჩამარბენინებდა, ბუნდოვნად სიზმარს ვხედავდი, სანამ რენომ არ გამაჩერა და თავისი საღებავიანი წყალი სახეში არ შემასხა.
-ჯანდაბა ვინ გგონია თავი?! წამოვიყვირე გაბრაზებულმა, მაგრამ როცა ბოლომდე გამოვფხიზლდი და ნათლად დავინახე რენოს სახე, მაშინვე უკან წავიღე სიტყვები - ბოდიში, არმინდოდა უხეშად გამომსვლოდა.
-არაუშავს ლეო, მესმის შენი- გამიღიმა და პირსახოცი მომაწოდა.
დამშვიდებულმა სახე გავიმშრალე, მი-მოვიხედე და რომ შევამჩნიე მოძველებული ხის სკამი რომელიც რენოს მოლბერტის პირდაპირ იდგა, მივედი და ჩამოვჯექი, თვალის დახამხამებაში მას უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა. არ ვიცოდი რა დრო დასჭირდებოდა ჩემი პორტრეტის შესასრულებლად, მაგრამ დიდი ხანი უქმად და გაუნძრევლად ჯდომა გულზე არ მეხატება, ამიტომ რენოს ვკითხე:
_რატომ აკეთებ ამას?
_რას გულისხმობ, ხატვა? რათქმაუნდა იმიტომ, რომ მიყვარს ეს საქმე, სიამოვნებას მგვრის.
-არა რენო, რატომ ხატავ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში პორტრეტებს, და რატომ არასდროს დაგიხატავს პეიზაჟი, ნატურმორტი, თუნდაც ავტოპორტრეტი?
-ჰმმ, მარტივი მიზეზია, ბუნებაში და უსულო საგნებში სიცოცხლეს ვერ ვხედავ. შემიძლია საათობით ვუყურო მაღალი მთიდან მჩქეფარე ულამაზეს ჩანჩქერს, მაგრამ ვერანაირი სიდიადე და გრანდიოზულობა ვერ დავინახო, რადგან ბოლოს ეს ჩემთვის მხოლოდ წყალია, რომელიც მიწის გროვის ზედაპირიდან დაბლა ეშვება და წყლის უფრო დიდ მასას უერთდება. ხოლო როცა ადამიანს ვხატავ, შემიძლია დეტალურად გამოვსახო, თუ როგორ აღვიქვავ მას, როგორც პიროვნებას, რას ვფიქრობ მის შინაგან სამყაროზე, თუნდაც გარეგნობაზე, მაგრამ უამრავი რამაა, რაც მხოლოდ იმ ადამიანმა იცის თავის თავზე, რომელსაც მე ვერასდროს გავიგებ. ეს მისტიკისა და ინტრიგის გრძნობით მავსებს. ზოგადად, ჩემს ინტერესშია პიროვნება, რომლის პორტრეტსაც ვასრულებ, თავის „ელემენტში“ იყოს, მაქსიმალურად კომფორტულად და მშვიდად გრძნობდეს თავს, რადგან საშუალება მომეცეს სრულად და თავისუფლად აღვიქვა და ტილოზე გადავიტანო ყველაფერი, რასაც ვხედავ და ვგრძნობ. ამ გახსენებაზე, მგონი რაღაც გაკლია.
რენო ადგა და ქურთუკების საკიდზე ჩამოკიდებული უსადენო ყურსასმენები მომაწოდა, მე კი ბედნიერი თვალებით მივაშტერდი, თითქოს ძაღლი ვიყო და ჯარიდან დაბრუნებულ ჩემს პატრონს ვხედავდე. თავზე კომფორტულად მომარგო, თავის სკამზე დაჯდა და საქმე განაგრძო. რამდენიმე წამში America_ს “A horse with no name” ჩამესმა ყურებში, ჩემი საყვარელი სიმღერა.. სიმშვიდე ვიგრძენი, გონება დამიცარიელდა, ამ მომენტში ჩემთვის მხოლოდ გიტარის სიმების ნაზი, სასიამოვნო ხმა არსებობდა. თვალები დავხუჭე, ზურგით სკამს მივეყუდე, თავი უკან გადავაგდე, სიმშვიდისგან ამოვისუნთქე და ჩემს სამყაროში განვმარტოვდი.
დაახლოებით ოთხი წუთის შემდეგ, როდესაც სიჩუმე ჩამოვარდა და საწყის სამყაროში დავბრუნდი, ყურსასმენები მოვიხსენი და დაბლა დავიხედე. დავინახე რენოს ძაღლი ჩაჩო, რომელიც შარვლის ტოტზე მექაჩებოდა. რენო არსად ჩანდა, როგორც ჩანს თავისი საქმე დაასრულა და ჩემ თავთან მარტო დამტოვა. ოთახის შესასვლელიდან სტვენა მომესმა.
-ჩაჩო! პატრონი გეძახის! ჩვენს მუსიკოსს ნუ შეაწუხებ. ცინიკურად შემომხედა ემბერმა, თვალებით მანიშნა ოთახიდან გავსულიყავი და უკან გაბრუნდა.
ცხოვრებაში ყველაზე მეტად ორი რამ მიყვარს, მუსიკა და ემბერი...



№1  offline მოდერი Mary Drey

1. შეეცადე 5 ასე არ დაწერო. უმჯობესი იქნება თუ სიტყვებით დაწერ მას.


ვაჰ... სასიამოვნოდ ჩავიკითხე დასაწყისიდან დასასრულამდე. მართალია წყალზე მე პირადად პერსონაჟის დამოკიდებულებას არ ვიზიარებ, ბათ...
საბოლოო ჯამში კარგი იყო.
ველი შემდეგ თავს, გუკა.

 


№2  offline წევრი Gu.ka

Natsrisferi_grdznobebi
1. შეეცადე 5 ასე არ დაწერო. უმჯობესი იქნება თუ სიტყვებით დაწერ მას.


ვაჰ... სასიამოვნოდ ჩავიკითხე დასაწყისიდან დასასრულამდე. მართალია წყალზე მე პირადად პერსონაჟის დამოკიდებულებას არ ვიზიარებ, ბათ...
საბოლოო ჯამში კარგი იყო.
ველი შემდეგ თავს, გუკა.


დიდი მადლობა <3 <3 ვეცდები შემდეგი თავი უკეთესი გამოვიდეს

 


№3 სტუმარი სტუმარი სანდრა

სასიამოვნოდ წერ.
ყველა ადამიანი საინტერესოა, მაგრამ ხელოვანი ადამიანი, მაინც სულ სხვანაირად საინტერესოა ჩემთვის. ვფიქრობ ყველა ადამიანის ცხოვრება უნდა იყოს ხელოვნებით გაჯერებული, არა იმიტომ რომ ეს საინტერესოა, არამედ იმიტომ რომ საჭიროა.
შენი ნამუშევარიც ხელოვნებაა, იმიტომ რომ მკითხველზე ახდენ გავლენას. *ხელოვნების დანიშნულებაც ხომ ესაა*
ასე გააგრძელე. წარმატებები და მომავალ თავამდე გემშვიდობები გუკა... :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent