შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეოდოსია (თავი 1)


2-05-2020, 20:34
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 276

პროლოგი

მზის სხივებში ჩამალული ოცნებები ყოველთვის ცხადი ხდება, რადგან მათ სითბო კვებავს ადამიანურ სულის წამოძახილს. მისი მზერა ცივია. შეხება კი ძალიან თბილი.
სამზარეულოს შუაგულში ახალგაზრდა, წითურთმიანი ქალი ფუსფუსებს, რომელსაც თავის მეტყველ სახეზე სიხარულის გრძნობა გამოსახვოდა. წელზე თეთრი ფართუკი ეკეთა, ხოლო გრძელი, თლილი თითებით ქართულ ტრადიციულ ხინკალს ახვევდა.
ოთახი სანელებლების სურნელით იყო სავსე. თავმომწონე დიასახლისი კი იმ ფიქრებით იყო გართული, რომელიც მუდამ პატრიოტული წამოძახილით იწყებოდა და მთავრდებოდა. თეოდოსია თეთრ ფართუკზე ფქვილიან ხელებს იწმენდდა. მის ღრმა თვალებში ის ვარსკვლავები ჩანდნენ, რომლებიც მუდამ ყოველ ღამით მოჭედილი ცის იმიტაციას ქმნიდა.
გარეთ ავისმომასწავებელი სიჩუმე იყო. ამ სიმყუდროვეში კი, მხოლოდ და მხოლოდ თეოდოსიას ხშირი ქშენა ისმოდა, რომელიც შიგადაშიგ თავის ფერმკრთალ მაჯას დანამულ სახეზე გადაიტარებდა-ხოლმე.
მისმა თითებმა თვრამეტნაოჭიანი ხინკლები შექმნეს. ვინ იცის, როგორ ამაყობდა სწორედ ამის გამო ახალგაზრდა, უმწიკვლო ქალი.
ადუღებულ ქვაბში ნელ-ნელა გამზადებული ხინკალი ჩაალაგა. საათს შეხედა და დრო დაინიშნა. სწორედ ამ დროს სახლის ეზოდან, თეოდოსიამ წვრილი ყმუილი გაიგო. მიხვდა, რომ ეს მგლის ლეკვი იქნებოდა. ამის შემდგომ არც კი დააყოვნა და გარეთ გავიდა.
თეოდოსიას ალმოკიდებულ სახეზე, როდესაც გრილი სიო შეეხო ეამა. თვალები სიამოვნებისგან რამდენჯერმე მოჭუტა და მძიმედაც ამოიკვნესა. ხმაურმა ნელ-ნელა უფრო და უფრო იმატა. პატარა მგლის ლეკვი განწირული წკმუტუნებდა, თითქოს შველას თხოულობდა კიდევაც. თეოდოსია ფრთხილი ნაბიჯებით ხმას მიჰყვებოდა, რომელიც მას აპოვნინებდა.
ახალგაზრდა ქალმა მწვანე, აყვავებული ხის ქვემოთ რუხი ლეკვი შენიშნა. გულში მხოლოდ და მხოლოდ იმას ფიქრობდა, რომ დროულად უნდა დახმარებოდა მას. თეოდოსიამ მგლის ლეკვი ხელში აიყვანა. მან რამდენჯერმა ღრმად ამოიყმუვლა და უსუსური გამომეტყველებით ქალის მაჯას თავი დაადო. თითქოსდა მადლობის ნიშნადაცო

თავი 1

თეოდოსია ტყეში წასვლას და კენკრის მოკრეფას აპირებდა... როდესაც მან თავისი სახლის კარები გამოაღო, როგორც ყოველთვის მგლის ლეკვი- ჯესი მასზე წინ გაიჭრა და ადგილის დაზვერვა დაიწყო. ჟღალთმიანი ქალწული კი სიცილ-ხარხარით მისდევდა, თავის ლეკვს რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია მისი ერთგული მეგობარი გამხდარა.
ახალგაზრდა ქალი ნელ-ნელა უყვებოდა კლდოვან ნაპრალებს, რომლებიდანაც კვლავ ისმოდა უწინდელივით ჩიტების საამური ჟღურტული. ასე ეგონა თეოდოსიას, რომ სამყარო მხოლოდ მისი იყო. თვითონ განაგებდა მის კანონებს.
ჯესი კუდის ქიცინ-ქიცინით გზას იკვლევს. შიგადაშიგ თავის წვეტიან ყურებს ჰაერში გააჩერებდა. უსმენდა სამყაროს სუნთქვას და ძალიან ფრთხილობდა. ჯესი ყოველთვის იყო მზად პატრონის დასაცავად. მას თეოდოსია უყვარდა, ისევე როგორც ჟღალთმიან ქალს.
ჯესი კარგა ხნის სიარულის შემდგომ მღვიმესთან გაჩერდა. თვალები ააცეცა და სწრაფად გაიქცა. თეოდოსიც მგლის ლეკვს გაჰყვა. ხვდებოდა, რომ მას რაღაცის თქმა სურდა.
- ჯესი, დამელოდე!- ყვიროდა თეოდოსია, რომელიც ვეღარ ეწეოდა მას.


როდესაც თეოდოსი ჯესის მიუახლოვდა, მან დაინახა, რომ მგლის ლეკვი გონებადაკარგულ კაცს მისჩერებოდა. შიგადაშიგ დაყნოსავდა-ხოლმე და თავისი ძლევამოსილი, ფაფუკი თათებით ცდილობდა უცნობი ამ სამყაროში მოეტრიალებინა.
უცხოელს ალისფერი თმა ჰქონდა, რომელიც სრულიად ასჩეჩვოდა. მუხლები გადაყვლეფილი, ხოლო მხრის მიდამოში ძლიერ დაჭრილი.
თეოდოსიამ გადაწყვიტა, რომ უცნობი სახლში წაეყვანა. ჯესიც მის გადაწყვეტილებას კუდის ქიცინით შეეგება.



გამოღვიძებისას უცნობმა კაცმა ძლიერი ტკივილი იგრძნო მხრის არეში. რაღაცის თქმა სურდა, თუმცა გამომშრალი პირი საშუალებას არ აძლევდა, მისი სიტყვები განთავისუფლებულიყო. თვალების გახელისას შეამჩნია თუ, როგორ დასტრიალებდა თავს მისთვის აქამდე უცნობი ქალი, რომელსაც მოხდენილი სახის ნაკვთები და იმედიანი გამომეტყველება დასთამაშებდა. თეოდოსმა შეამჩნია უცხოელის გამოღვიძება. წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა და დალევაში მიეხმარა.
- Thank you…- ძლივას აღმოთქვა მან.
- არაფრის... ტყეში უგონო მდგომარეობაში გიპოვეთ. მეშინოდა ინფექცია არ შეგჭროდათ ამიტომ, ჩემს სახლში წამოგიყვანეთ. იმედია წინააღმდეგი არ ხართ.- უპასუხა თეოდოსიამ.
- არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ, ქალბატონო...- თვალებში ჩახედა მან.
- შეგიძლია თეოდოსია დამიძახო.
- სასიამოვნოა, თეოდოსია. მე სემი მქვია. რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი შოტლანდიიდან, თუმცა გზაში უსიამოვნო შემთხვევა გადამხდა თავს.- თქვა და თავის დაჭრილ მხარს შეხედა.
- თუ წინააღმდეგი არ ხარ, საფენები უნდა გამოგიცვალო.
- რა თქმა უნდა.
- ექიმი ვარ. არ ინერვიულოთ. ვიცი რასაც ვაკეთებ.

თეოდოსიამ ჯეიმსს მაისური გახადა. დასისხლიანებული საფენი მოხსნა და ჭრილობას დეზინფექციის ჩატარება დაუწყო. ჯეიმსმა მოულოდნელმა ტკივილმა შეაშფოთა. ამავე დროს ოდნავაც წამოიკვნესავით.
ჯეიმსი თეოდოსიას სახის ნაკვთებს აკვირდებოდა. უნდოდა მისი თითოეული თვალით უხილავი მიმიკები შეეთვისა. თვითონაც არ იცოდა, თუ რატომ გრძნობდა თავს თეოდოსიასთან ასე უსაფრთხოდ.


პ.ს. ველოდები თქვენს შეფასებებს. heart_eyes



№1  offline მოდერი ენქეი

საყვარლობა ჩანს
დაველოდები შემდეგს heart_eyes

 


№2  offline მოდერი Mary Drey

ენქეი
საყვარლობა ჩანს
დაველოდები შემდეგს heart_eyes


მახარებს შენი კომენტარი, ენქეი. ????????????????????????

 


№3  offline მოდერი Mary Drey

ჰაიკო
განაგრძე.კარგია)


დღეს დავდებ სავარაუდოდ. მიხარია, რომ მოგეწონა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent