ძველი ბიჭის გოგო(თავი11)
მეგობრებო არადა გუშინ მართლა ბევრი ვეწვალე, რომ დამემატებინა, მაგრამ არად არ ამატებდა და ნერვები უკვე პიკზე მქონდა, თუმცა დრეს დაემატა უკვე სასიხარულოდ... ღრმად ჩაისუნთქეთ... ამოისუნთქეთ... დამშვიდდით... სამამდე დაითვალეთ... 1... 2... 3... იმდენი შოკოლადი ვჭამე დარწმუნებული ვარ რომ მუცელი სასტიკად ამტკივდება, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს ეს საკითხი, რადგან მთავარია მომხდარი ცოტახნით დავივიწყო... სიმართლეს გეტყვით და მთელი ღამე თეთრად გავათენე და გაინტერესებთ არა რატომ? იცით ამის მიზეზი მაგრამ ჩემ ფიქრებს მაინც გაგიზიარებთ... არ მინდა რომ სუსტი გოგო ვიყო, რომელიც შეყვარებულის ერთ სიტყვას დაემორჩილება... არ მინდა რომ მასთან პატარა ბავშვივით ვიყო და ყველაფერზე თავი დავუქნიო... ძალიან მიყვარს სანდრო, მაგრამ მუდმივად კონტროლი, გაფრთხილებები, ბავშვივით დარიგებები არ არის სასიამოვნო და რაც არ უნდა სანდრო გაბრაზდეს და რაიმე ცუდი მოიმოქმედოს ამის გამო ჩემს სათქმელს მაინც არ გადავალ და თუ ვუყვარვარ და პატივს მცემს შეეცდება, რომ ჩემს გამო ხასიათი ამ ნაწილში ოდნავი, მაგრამ სასიამოვნო ცვლილება შეიტანოს... ქალი ძლიერი არსებაა და რაც არ უნდა პატარა ან დიდი დაბრკოლება დახვდეს წინ, ყველაფერს ნაკუწებად აქცევს და მიზანს მაინც მიაღწევს... გამთენიისას ჩამეძინა და ჩემს ორგანიზმს უფლება მივეცი ცოტახანი განტვირთვის, რადგან ვიცოდი წინ დიდი ამბები მელოდა... დილას ჩვეულებისამებრ გავიღვიძე და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე... მცირედი მაკიაჟი გავიკეთე სახეზე და თმები ცხენის კუდად შევიკარი, გასაღები ავიღე და სახლი დავტოვე... გუდინდელზე და დღევანდელ დღეზე საერთოდ არ ვფიქრობდი, უბრალოდ ჩემს თავს მეტ თავდაჯერებულობას ვმატებდი და ვარწმუნებდი რომ სრულებით მართალი ვიყავი... სამსახურში რომ მივედი ფორმა ჩავიცვი და კლიენტების მომსახურება დავიწყე... დღეს შედარებით ნაკლები ხალხი მოძრაობდა და მიხაროდა ასე ძალიან რომ არ დავიღლებოდი როგორც გუშინ... რამოდენიმე საათი ისე გავიდა ვერც კი მივხვდი, მხოლოდ შესვენებაზე რომ დავიკეტეთ მაშინ მოვედი აზრზე და კაფისკენ წავედით თორე ძალიან მშიოდა, შესვენების დრო სიცილში გადიოდა და უკვე 15წუთი იყო დასრულებამდე დარჩენილი... ტელეფონზე სანდროს ზარი შემომივიდა -გისმენ სანდრო -5წუთში კაფესთან ვარ და დამელოდე -არ მცალია სანდრო, შესვენება მიმთავრდება უკვე და მაღაზიაში უნდა დავბრუნდე -5წუთში მანდ ვარ და ფეხი არსად გაადგათქო! მკაცრი ტონით მითხრა მეც დავრჩი კაფეში და გოგოებს ვუთხარი რომ მალე დავბრუნდებოდი, თორე ვიცოდი რომ სანდრო მაღაზიიდან წამიყვანდა ძალით თუ არ დავრჩებოდი აქ... მიყვარს სანდრო სიგიჟემდე, მაგრამ როგორც მე ვითვალისწინებ მის ნათქვამს, ისე უნდა გაითვალოსწინოს ჩემი აზრიც... დავინახე როგორ გაჩერდა სანდროს მანქანა კაფესთან და როგორ გადმოვიდა ზედმეტად სიმპათიური სანდრო... უხ როგორ უხდება ამ არანორმალურს სათვალეები და შავი სამოსი... ჩემი მაგიდისკენ წამოვიდა, უბრალოდ გადამკოცნა და ჩემს პირდაპირ მოთავსდა ცოტახანი სახეში მიყურებდა და ჩემს ემოციებს აკვირდებოდა... როგორ მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მაგრამ ამჟამად ასე იყო საჭირო... -აბა მითხარი კატო ისევ ფიქრობ, რომ იმას რომ მე შენს ცხოვრებაში არ უნდა ვიყო? მოულოდნელად დაიწყო ლაპარაკი და მაშინვე ჩემი გაოცება გამოიწვია რათქმაუნდა -რა? მაგრამ მე არ მითქვამს რომ შენ ჩემს ცხოვრებაში არაფერი გესაქმება -რავიცი იძახდი რასაც და როგორ მინდა ისე გავაკეთებ და შენ ამას ვერ გამიკონტროლებო, არავინ არ გეკითხება შენო და ანუ გამოდის ასე... -სანდრო მისმინე მე არ მიფიქრია და არ მინდოდა რომ შენ ეგრე გაგეგო ჩემი ნათქვამი -მაშინ ამიხსენი აბა ერთი შენ და გამარკვიე როგორ უნდა გამეგო -სანდრო მესმის რომ გაბრაზებული ხარ მაგრამ გთხოვ ეგრე ნუ მელაპარაკები -და როგორ გელაპარაკები? -აღარ აქვს ამას მნიშვნელობა უკვე, სანდრო გუშინდელს რაც შეეხება რაც ვთქვი ისევ იმ აზრზე ვარ, არ მინდა რომ მუდმივად მაკონტროლებდე და პატარა ბავშვივით მითითებებს მაძლევდე ისე თითქოს მართლა 10 წლის ვიყო, როცა საქმეზე ხარ წასული იცი რამდენჯერ გირეკავ და არ მპასუხობ და მეც შენნაირად უნდა გავფსიხდე და ეგრე დავიწყო ყვირილი ან ისე მოვიქცე რა მდგომარეობაშიც შენ ჩემთან მოხვედი გუშინ? როგორ მინდოდა რომ ცრემლები გადმომენთხია, მაგრამ სუსტი არ გამოვჩნდებოდი... -სერიოზულად? მე როცა ჩემს საქმეზე მივდივარ შენ ეს კარგად იცი და იქაური სიტუაციაც იცი რატომ ვერ გპასუხობ და მე კიდე ყველგან სადაც კი შეიძლება, რომ ყოფილიყავი მოვედი მაგრამ არ დამხვდი არსად და მაშინ როცა მითხრეს რომ სახლში დაგინახეს შესული, მოვედი ალბათ 15წუთი მაინც გეძახოდი და ხმას არც კი მცემდი და რა უნდა მეფიქრა მაგ დროს? არავინ არ ვართ დაზღვეული საფრთხისგან და შენ იმაზე ჭედავ, რომ ყვირილი დავიწყე? ყვირილი კი არა ნერვიულობისგან ყველაფერი რომ არ შემოვიმტვრიე მეც მაკვირვებს... არადა ამ შემთხვევაში მართალი იყო სანდრო, მაგრამ მაინც ხო არ დავეთანხმებოდი არა? -მესმის რომ გაბრაზდი, მაგრამ ხომ შეგიძლია რომ აკონტროლო შენი ემოციები? არ არის პატარა ცუდ საქციელზეც კი ასე აფეთქება კარგი -რაც შეეხება კონტროლს და დანარჩენს რაც შენ თქვი, შენ არ იცი რას ნიშნავს კონტროლი და რაიმე რჩევას რომ გაძლევ ყველაფერს შენთვისვე სასიკეთოდ ვამბობ, მართლა ბავშვი არ ხარ რომ ყველა შემხვედრს ენდობი და მაშინვე უმეგობრდები? არ უნდა მოგცე რჩევები და არ უნდა ვიცოდე შენი ნაბიჯები? -სანდრო შენ ყოველ საათში მეუბნები რა როგორ გავაკეთო, სად წავიდე და სად არა და ეს ძალიან შემაწუხებელია უკვე უკვე ნერვები მიმტყუნებდა, რადგან ყველაფერს რასაც ამბობდა სიმართლე იყო არადა მეც მართალი ვიყავი და არ ესმოდა -ანუ შენდამი ჩემი ზრუნვა შემაწუხებელია? ამის თქმა გინდა შენ? -ვაიმე სანდრო ყოველთვის ყველაფერს არასწორად რატო იგებ? აღარ შემიძლია უკვე რა ზედმეტი არაფერი ვარგა არც შენი ყურადღება და ზრუნვა სანდრო ამის თქმა მინდა და არა ის რომ შენი ყურადღება და ზრუნვა შემაწუხებელიათქო და ჩემი ცხოვრებიდან უნდა გაქრეთქო! უკვე ისე გამეჭედა, რო ყვირილზე გადავედი და დავაპირე კაფიდან წასვლა, რომ სანდრო ხმამ დაიქუხა -დაჯექი შენს ადგილას! მთელი ხალხი ჩვენ გვიყურებდა გაოცებული და მეც ისევ დავუბრუნდი ჩემს ადგილს მტირალი -მოკლედ, შევთანხმდებით იმაზე რომ ყველანაირად შევეცდები რომ კონტროლი და დანარჩენი რაც შენ გაწუხებდა გამოვასწორო, შევეცდები მაგრამ პირობას ვერ მოგცემ რომ ბოლომდე შევიცვლი ამ ხასიათს! შენი ყველა ნაბიჯი და ქცევა ისევ მეცოდინება და ამაზე არ დაიწყო ეხლა ლაპარაკი, რადგან შენ ამით არ შეწუხდები და ვერაფერს ვერ იგრძნობ, ახლა კი შეიმშრალე ცრემლები და ნუ ტირიხარ ხოლმე რა, იცი არ მიყვარს შენი ცრემლები მაგრამ მაინც საპირისპიროს აკეთებ ჩემსკენ გადმოიწია და სახიდან ცრემლები მომწმინდა -კატო რატო ტირიხარ კიდე? გაჩერდი ახლა ვსო -ჩამეხუტები? -ღმერთო ჩემი პატარა გოგო ხარ შენ, კი მაბრაზებ მაგრამ ეგაც რომ მომწონს შენში, მოდი ჩამეხუტე და დაწყნარდი ფეხზე წამოვდექით და თან ჩამეხუტა, თან გასასვლელისკენ წავედით -ჩვენი პირველი ჩხუბი იყო სანდრო -და თან რის გამო იყო, ოხ როგორ მომენატრა შენი ტუჩები -იცოდე, რომ მიყვარხარ და ჩვენი დღევანდელი ლაპარაკი საჭირო იყო -ახლა ისე მინდა დაგაგემოვნო და ბოლო ხმაზე გაკვნესო მონატრებულს -და ვინ გითხრა მერე რომ უნდა გაჩერდე და მეც არ მინდა? -ერთი სახლამდე მივაღწიოთ და დანარჩენი მე ვიცი უკვე ნუ როგორც იქნა სახლამდე მივაღწიეთ და ორმაგად ბედნიერი ვიყავი, რადგან "შეთანხმებას" მივაღწიეთ ორივემ და ჩვენი პირველი კამათი ასე კარგად დასრულდა... სახლის კარები გავაღეთ და გამხეცებულები ვაძრობდით ერთმანეთს ტანსაცმელებს -როცა მაბრაზებ იცი როგორ მინდა რომ ცოტა ვიუხეშო შენთან გა*იმვის დროს კატო -ხოდა უხეში გახდი და ვცადოთ ყველაფერი სექსის დროს ვნებიანად შევხედე და აშკარად ორმაგად გამოვიწვიე -ესეიგი ასე გინდა ხო რომ სიამოვნებისგან კვნესვაზე კი არა კივილზე გადახვიდე და მაინც თავი არ დაგანებო და გავაგრძელო და არ გავჩერდე? თმებში დამიჭირა ხელი და თავი უკან გადამაწევინა და ისე მელაპარაკებოდა, თან კისერში ენას მისმევდა და კოცნებს მიტოვებდა... -მიყვარს შენი მარწყვი ტუჩები ისე ველურივით მაკოცა, რომ ამ ქვეყანას მოვწყდი და მანამ არ მომშორდა სანამ სისხლის გემო არ იგრძნო ჩემი ტუჩებიდა -ერთხელ შემომეჭმევი ისეთი გემრიელი ხარ -მაგიჟებ სანდრო მეგობრებო იმედი მაქვს კმაყოფილები იქნებით ამ თავით და მოგეწონებათ ჩვენი წყვილის "შერიგების" სიტუაცია.... მიყვარხართ ყველა და მადლობა ასეთი ერთგულებისთვის ჩემო საყვარლებო <3 არ მიყვარს რა ჩემი წყვილი რომ ჩხუბობს, დიდხანს არ შემიძლია რომ ერთმანეთისგან შორს იყვნენ... მოკლედ გელით თავი ისევ პატარაა რათქმაუნდა მაგრამ.....მაპატიეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.