არ შეგიყვარებ.2 ნაწილი 11თავი.
კარი იღება, წამით მიყურებს მერე კი საგიჟეთიდან გამოქცეულივით მახტება და წონასწორობის შესანარჩუნებლად ჩარჩოს ხელით ვეჭიდები. ის კი დაბლებზე დგას, ფეხის წვერებით, რომ გამიტოლდეს... ხელებით,ფეხებით ყველაფრით ჩემზეა მოეწბებული. მე კი სახე მის მხარსა და კისერს შორის მაქვს მოქცეული, მისი გრძელი კუპრივით შავი თმა სახეზე მედება და სუნთქვაში ხელს მიშლის... ის კი თავისთვის ბუტბუტებს... -შენ დაბრუნდი...სამუდამოდ არ მიმატოვე... დაბრუნდი... დაბრუნდი და აღარსად წახვალ... ხომ აღარ წახვალ?ხომ აღარ დამტოვებ?აღარ დამტოვებ სიცარიელის ამარა მარტოდ მარტო ხომ ასეა? მარცხენა ხელს ვინთავისუფლებ და თმაზე ვუსმევ. -აღარ დაგტოვებ ლელე... აღარ დაგტოვებ, თუ წავალ შენც თან გაგიყოლებ, რა გეგონა სამუდამოდ შევძლებდი 22წლის შემდეგ ნაპოვნი დის მიტოვებას? გეგონა საკუთარ თავსაც და შენც იმ სიცარიელისთვის გავიმეტებდი რომელსაც გავურბოდით? შენც და მეც ორ ნაწილიანი ფაზლის პატარა კუბიკები ვართ, არც შენ ხარ სრულყოფილი ჩემს გარეშე და არც მე შენს გარეშე... "ტყუპების ყოველ წყვილში ერთი ანგელოზია,მეორე-ეშმაკი".ჩემი და ჩემი ტყუპისცლის შემთხვევაშია, ანუ ლელა -ლელეს შემთხვევაში,ის ანგელოზია,ლამაზი დიდი ფრთებით,სილვერსითს ბილეთითა და აიზბერგისფერი გაყინული თვალებით.მე კი თავზე რქებდადგმული სატანა ვარ,კუდითა და სამკაპით ხელში. ის სამაელია მე კი ლუციFერი.ის სინათლეა მე კი უკუნი სიბნელე...ის ევაა მე კი გაბოროტებული ლილითი...ის უცოდველი აბელია მე კი მკვლელი კაენი...ის სამოთხეში ჩამოსხმული ანგელოზია, მე კი ჯოჯოხეთში გამოჭედილი დემონი... ის ანგელოზისა მე კი დაცემული ფრთებმომტვრეული არსება... ის მტრედია მე კი ყვავი... ის უცოდველი კრავია მე კი უხელ-ფეხოდ დარჩენილი სისინა გველი... ის მზეა მე კი შავი მთვარე ... ის სიკეთეა მე კი ბოროტება... მე საკუთარ ცხოვრებაში დაკარგული მოგზაური ვარ ,სიბნელეს რომ გაურბის და თავს მაინც ვერ აღწევს,ლელე კი სიბნელეში არსაიდან გაჩენილი შუქურაა რომელიც სინათლეს ასხივებს და ცდილობს გზა მიჩვენოს. ტყუპების ჩვენ წყვილში ბოროტება მე ვარ,სიკეთე კი ლელე...22წლის მერე ნაპოვნი და შევსებული სიცარიელე,22 წლის შემდეგ მარტოდ მარტო მდგარ შუქურაში ანთებული ცეცხლი და ჩემი ნაწილია,ნაწილი რომელსაც ჩემი უსიტყვოდ ესმის და მაინც უამარავ უაზრო შეკითხვას მისმევს. სიმყუდროვეს თემოს ხმა არღვევს...ხმა რომელსაც 7 მილიარდ კაცში გამოვარჩევ.. -ლელე ვინ მოვიდა? სევდიანია ჩვნი მამიკო ,ოხ როგორ ვერ ვიტან და მაინც ,როგორ ძალიან მიყვარს.ოდნავ ვშორდები ლელეს და ცრემლებს ვიწმენდ,ვგრძნობ რომ ისიც ტირის და ტირილნარევიხმით ვიცინი. -ნუ ტირი თორემ მერე მეც ვტირი... ორივს ძალაუნებურად გვეცინება,კიდევ ერთხელ ვიწმენდ მარცხენა მხარეს ჩამოგორებულ ცრემლს და გაღიმებული შევყურებ კარებში პირდაღებულ,მდგარ თემოს...მეღიმება იმაზე რომ ამდენი ხნის შემდეგ ჩემი თხა ძმა ისევ ვნახე,მეღიმება რადგან უკვე მამაა,რადგან უკვე ჩემზე კი არა სებეზე უნდა იზრუნოს,იზრუნოს შვილზე რომელიც საყვარელი ქალისგან დარჩა...ხელებს წუთით ჯვარცმულივით ვშლი და ძმას ფართოდ ვუღიმი.. -არ მოგენატრე მამიკო?ახლა ჩემი ჯერია ცხოვრება გაგიმწაროთ ბატონო თემო ასათიანო. ჩემს სიგიჟეზე ეღიმება,მე კი მისკენ გიჟივით გავრბივარ და ზედ ვახტები,ლელეს ჩემს ქცევაზე ეცინება. და მე ვგრძნობ... ვგრძნობ როგორ მომენატრა ისინი...ახლა ამას უფრო ცხადად ვგრძნობ.. ვგრძნობ როგორ ვენატრებოდი ლელეს...და მე მესმის როგორ სტკიოდა...ახლა კი მესმის და უსიტყვოდ ვხვდები ,როგორ აბედნიერებს ჩამი დანახვა. თემო ისეთი ძალით მიხუტებს სადაცაა ძვლებში დამფშვნის და მერე ისევ მისი სამკურნალო ვიქნები. -ისედაც გამიმწარე მთელი სიცოცხლე და კიდევ აპირებ? -უკანასკნელ წამამდე...სიკვდილის ბოლომდე შენს ნერვებზე გავაგრძელებ თამშს ძვირფასო ძამიკო და კიდევ შენი შინაბერა ძმის ნერვებზე... თემოს ვშორდები ,ლოყაზე ვკოცნი და ხელით ვანიშნებ დაძმას უკან მომყვნენ მე კი ამაყად შევდიავრ მისაღებში სადაც ლუ სებეს ეთამაშება.დედა კი რაღაცას ქსოვს.მამა აივანზე დგას და სიაგრეტს ეწევა (არა ამხელა ექიმ კაცს ხომ ვერ შევაგნებინე რომ საზიანოა ჯამთელობისთვი).სებსკენ მივდიავრ და მის წინ ზუსტად ლუკას გვერდით ვიმუხლები. -მამიდას არ უნდა ეთამაშო სებე?თუ შენ მარტო ლუკა ძია გიყვარს? ლუკა თავს ჩემკენ ატრიალებს მე კი ძმას ლოყებს ვუწელავ და დაუკითხავად ვეკვრი მკერდზე,გაოგნებული და შოკში მყოფი ხელებს მექანიკურად მხვევს.მერე კი გაურკვეველ ბგერებს ისვრის,დედა ქსოვას წყვეტს და ვგრძნობ როგორ მომსტერებია.ლუს ვშორდები და მაიკოს კალთაში ვუხტები. -მომენატრე დე. თავს მის კისერში ვრგავ. ვგრძნობ როგორ ივსება ნელ-ნელა ,მცირედი სიცარიელეცკი.ოჯახის არყოფნით გამოწვეული სიცარიეე,თორემ აკოს არყოფნით და მისი სამუდამოდ დაკარგის გამო გამოწვეული მარტოობა სამუდამოდ ასე დარჩება...ღმერთო რა სულელი ვიყავი, ასე უთქმელად რომ ავდექი და უბრალოდ წავედი... წავედი ჭრილობების მოსაშუშებლად, მერე კი აკაკის ცოლის გამო ვარესი დამემართა... დედა თმაზე მეფერება და სიხარულისგან ტირის... არ ვიციამდენხანს მაინც როგორ გავძელი... კიდვე კარგი სამუდამოდ არ დავრჩი... -ლელა ხომ აღარსად წახვალ შვილო? -არა მაი ნუ ტირი. არ წავალ, მაგრამ ერთი პირობით. დედა გაკვირვებული მიყურებს, მეც ჯერ მას ვწმენდ ცრემლებს მერე მე ვიწმებდ. -რაც არ უნდა დიდი სისულელე ჩავიდინო ზურგი აღარ მაგციო კარგი? აღარ მიუგდო ამ დამპალ სამყაროს ჩემი თავი, მარტო ხომ აღარ დამტოვებ? -არა, აღარასოდეს.. მერე მამა აივნიდან შემოდის, მეც დაუკითხავად ვდგები დედის კალთიდან და მისკენ გავრბივარ, მამა ჩემს სახელს იმხელაზე გაჰყვირის მეორე სართულიდან სტასია ჩამორბის...პირველად ვეხუტებით ერთმანეთს ასე ძლიერად და ასე გრძნობით... ადრე უბრალოდ მოვალეობის გამო ვეხუტებოდით ახლა? ახლა მეც მომენატრა და ალბათ მასაც... შეცვლილი მეჩვენა, ახლა იღიმოდა... ისე იღიმოდა როგორც არასდროს... ახლა იღიმოდა მთელი არსებით და ახლა იყო ბედნიერი... მისი ყავისფერი სფეროები უჩვეულოდ ანათებდნენ.. ხვეული თმა გაეშალა და მხრებზე ეფინა... უკვე 30წლის ქალს პირველად დავუნახე ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები. უჩვეულო სითბოს ასხივებდა... სითბოს რომელიც ადრე გამყინვრებას ჰქონდა დამონებული... ლელეს მივუტრიალდი. -შენ ქალბატონი და შენც სტასია მერე ცალკე უნდა გელპარაკოთ... -ეეე და მერე ჩვენ? საყვრლდ გამომხედეს ბიჭებმა. -თქვენ მერე, ჯერ ამათ, შენ განსაკუთრებით ლუ. დივანზე ძმებს შორის ჩამოვჯექი, ლელე უკან მომიდგა, სტასია კი ჩვენს ფეხებთან ფეხმორთხმით დაჯდა. -კაი სასურათეა, დაიცადეთ ბავშვებო.. მამამ, როგორც ანასავით ფოტოგრაფიით შეპყრობილმა, იქვე უჯრაში ჩადებული ფოტოაპარატი ამოიღო და ფოტოების გადაღება დაგვიწყო... ძლივს შევაგნებინე რო თვალები ამიჭრელდა... ბოლოს სტასია ჩემს წინ სვარძელში ჩაჯდა, დედა და მამა კი ორკაციან დივანზე დასხდნენ.სებე კალთაში მეჯდა და რიგ რიგობით ვუკოცნიდი ლოყებს. -მამიდას პატარა კაცი ხარ შენ, ისე მაიკო თუ გაგაბრაზებს მითხარი და მე მოგიგვარებ. სებეს თვალს ვუკრავ და მზერას კოპებშეკრული თემოსკენ ვაპარებ. თემომ თავში ოდნავ წამომარტყა. -ნუ მიფუჭებ შვილს. -ჩემი ძმიშვილია დ რასაც მეტყვის ყევალფერს გავუკეთებ... სულ ხელისგულზე ვატარებ. ხო მამიდას ბიჭი. -მამიდა, ცად იკავი? ლატო ალ გიცნობდი? მის კითხვაზე სევდიანად მეღიმება და ლოყებს ვუწელავ. მერე თემოს ვეყრდნობი და ვიცინი. -სად ვიყავი და გერმანიაში. -იქ ლა გინდოდა? -ვსწავლობდი. -დაიცა რა? ერთდროულად წამოიძახეს ლუმ და თემიმ. იმხელაზე მოუვიდათ ყურებზე ხელი ავიფარე. -რა ჯანდაბა გეტაკათ რას დამაყრუეთ ამხელა ქალი. -აბა ეხლა მოყევი რას აკეთებდი იმ შენს გერმანიაში. ან რატო წახვედი. ერთი ღრმად ჩავისუნთქე და "მიშველე" თვალებით ტყუპს ავხედე თუმცა მისმა მზერამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ ყველაფრის მოყოლა მომიწევდა. იმედია სულ ყევლაფრის არა, თორემ წარმომიდგენია რა რეაქცია ექნება დედას, მამას და სტასიას... აჰ ხო ტყუპებს და ტყუპს რაც შეეხებათ მათ ყველა დეტალი იციან ჩემზე.(წარსულზე) -იცით თქვენ სამმა რაც წასვლმდე ერთი კვირით ადრე მოხდა, დედას მამას და სტასიას თქვენ აუხსენით, მოკლედ ლუ ისიც იცი რაც ადრე მოხდა, ამას ვერ გეტყვით მა... ყველა იარას ერთად აეხსნა ნაკერი, ამას ისიც დაემატა რომ მაიამ სახლიდნა გამაგდო და ლელეც გამოჩნდა... ყველაფერი ერთად დამატყდა და მეც, იმდღესვე საბუთები გერმანიაში "გერმანული ფილოლოგიის" ფაკულტეტზე გავაგზავნე, ერთ კვირაში წავედი. წერილი დაგიტოვეთ, დამიანე მიგცემდათ... ორი წელი ბერლინში ვიყავი... ისე ერთი ორჯერ კი გავიგულავე ჯუჯუს და ჰენინგის კონცერტებზე რა გინდა... მერე დავბრუნდი და გავიგე ყველაფერი. გუშინ ჩამოვედი, წუხელ თეკლესთან დვრჩი ამ მაიმუნზე ნაწყენი, ვსო რა ეს იყო. სებეს კიდევ ერთხელ ვუწელავ ლოყებს და გულში ძლიერად ვიკრავ... საშინელ მიჯაჭვულობას ვგრძნობ მის მიმართ.. თემო სიცილს იწყებს, ლუკაც ჰყვება მე, ლელე და სტასია კი გაკვირვებული მივჩერებივართ ტყუპ ძმებს. -აუუუ საწყალი ბავშვები, მტერმა აიტანა შინაბერა გერმანულის მასწავლებელი. -გადი მიდი მოდი მე სულით ხორცამდის მრბოლელი ვარ რა. პროსტა დავამთავრე თუ რამე თარჯიმნად დავიწყებ მუშაობას ჩვენს საავადმყოფოში... მა ხომ დამაწყებინებ? -კი შვილო. ლუკა ოდნავ მჩქმეტს. -სამი ენა იცი და თარჯიმნობა მოგინდა? -რატო სამი? - კოპებს ვკრავ, ვინაიდან მეტი ვიცი-ინგლისური ვიცი, ფრანგული, გერმანული, ბებიამ რუსული და თურქულიც მასწავლა, ნუ ცოტა მოვიკოჭლებ, მაგრამ ეგ არაფერი. უი ხო სებეს მანქანების მიმართ სიყავრული აქედანვე უნდა ჩავუნერგო... -ჩემი შვილი უნდა გააგიჟო? -კეეე. სებე იქნება მომავალი ნაამა!. -შანსი არ გაქვს დაო! ეს მაგ სპორტში ვერ გაქაჩავს! -აბა შენსავით გველი უნდა იყოს? -გველი რატო ვარ? -გველების ბუდეში მუშაობ და იმიტო! -ააა კიდევ ვერ იტან ტრავმატოლოგებს? -ღადაობ ხო? რა დამავიწყებს მაგათმა რომ ნაღრძობი ხელი ჩამისვეს? ცოტახანს კიდევ ვლაპარაკობთ, მერე კი ჩემს ოთახში ავდიავრთ სამივე და. აქაურობაც ისტერიულად მომნატრებოდა.კუთხეში ფანჯრის გვერდით, კედელს მიყრდნობილი ჩემი ერთსაწოლიანი ხის ლოგინი იდგა. მეორე მხარეს წესით გიტარა უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ჩემს სახლში ხელუხლებელი იდგა სავარაუდოდ. საკმაოდ დიდი ოთახისერთ კუთხეში მაგიდა მედგა ირგვლივ პუfებით. წითელ, კუთხეში კარგად დაგდებულ პუფში ვჯდები და ვიღიმი. ლელე და სტასია ისე ჯდებიან რომ ორივეს ვუყურო და ორივემ მიყუროს... -სტაი რა ხდება აბა... რას გაგბრწყინებია ეგ თვალები? პატარა როცა ვუყავი მის სახელს სრულად ვერ წარმოვთქვამდი, ამიტომაც ისევე როგორც ლუკს და თემოს შევარქვი, ლუ და თემი ასევე სტასიას შევარქვი სტაი. სახელზე ეღიმება და ლელეს ირიბად უყურებს. -შეყავრებული ვარ... -ვაუუუუ ვინააა? ერთდროულად ვყვირით ტყუპები. -დიტო ქვია...ადრე ერთად ვიყავით, მაგრამ მერე დავშორდით, მეგონა საფრანგეთში იყო თუმცა წინა დღეს დავინახე და... -აი ლელე ამს ქვია სიყვარული... ისე იმს უყავრხარ? -არ ვიცი! დიდი დრო გავიდა? ჯერ კიდევ მეოთხე კურსზე ვიყავი ის რომ გავიცანი! - ისე რა კარგია.. რამდენი წელია მაგ თვალებით არ მინახიხარ... ბოლოს 11ის ვიყავი შენ კი 16...მერე ჩაგიქრა ეგ სხივები.. -ხო, შენ რა გგონია მე წმინდანი ვარ?ან ლაღი ცხოვრება მქონდა? შეიძლება შენსავით დიდი დანაშაული არ მაწევს კისერზე მაგრამ არც მე ვარ უცოდველი კრავი... - გაკვირვებული ხან ლელეს ვუყურებ ხან სტასიას. - კაი რა ლელა მართლა გეგონა შენზე არაფერი ვიცოდი? შეიძლება დედა და მამა გააცურო, მაგრამ მე ვერა... ყევლაფერი ვიცი შენზე, ისიც ვიცოდი ვისთან რჩებოდი რელაურად, ვიცოდი რომ მრბოლელი იყავი და მაინც გყვებოდი თამაშში,ვიცოდი რომ აკაკისთან ერთად მოგზაურობდი. თვალს ვადევნებდი თქვენს ინსტაგრამს, ვიცოდი რას მალავდი ტუმბოშ, ვიცოდი იმ საზიზღარმა კაცმა რა გაგიკეთა, ვიცოდი რაც ჩაიდინე, ვიცოდი როგორ აგერია ცხოვრება, როგორ გჭირდებოდა დედა და მამა, ან თუმდაც მე... მაგრამ მე ვერ ვიმეტებდი... ვერ ვიმეტებდი რადგან, მეც მჭირდებოდნენ. ბიჭი რომელიც მიყვარდა, რომელთანაც დავწექი ერთ კვირაში ჩემს გამო რესტორანში ყოფნისას დაჭრეს... ჯერ ის არ მქონდა მოშუშებული რაც მასთან გავაკეთე... ამას მისი სიკვდილიც დაემატა და კაცი რომელიც მიყვარდა ხელიდან გამომეცალა! მარტივი გგონია? ხო ვიცი არ გგონია რადგან შენ ვარესები გამოიარე... მაგრამ არც მე ვარ ფრთაშესხმული ანგელოზი და არც შენ.ახლა კი მინდა ისეთი დები ვიყოთ როგორიც არასდროს... ვუსმენდი და ყურებს ვერ ვუჯერებდი, მან იცოდა ყევალფერი და არასდროს არ დამხმარებაი, თუმცა მისიც მესმის როგორია ერთ კვირაში ქალწულობა და საყავრელი კაცი დაკარგო, ჭირსაც წაუღია ქალწულობა...ის რომ გიკვდება ვინც მთელი არსებით გიყვარს განა მარტივია? ვუსმენდი და მოსმენილისგან შოკში ვიყავი... ბოლოს ამ ყველაფერზე ლაპარაკს მოვრჩით და არ ვიცი საიდან გაიგო ლელემ, უცბად დამიბრეხვა კითხვა. -რაო მადონამ რა გიწინასწარმეტყველა? -საიდან იცი? -ვიცი მიდი რა თქვი! -ვინც შენ სულს ეკუთვნის იმას უკვე შეხვდიო, ბევრ ტკივილს გაივლით თუმცა თუ ყველაფერს გადალახავ ბედნიერი იქნებიო. თვალები ავატრიალე და იქაურობას თვალი მოვავლე. -ბედისწერის გჯერა მერე ლელო? -იცი სტაი? ბედისწერის მხოლოდ ერთ შემთხვევაში მჯერა. -რა შემთხვევაში? -როცა საქმე სიყვარულს ეხება. მჯერა რომ ჩემი და მისი სულები, ერთი და იგივე რამისგან არის წარმოქმნილი, მჯერა რომ ჩემს გარდა ვერავის მოერგება.. და ვერც ჩემი სული ვერ მოერგება მის გარდა ვერავის. -კი მაგრამ შენ ხომ გჯერა რომ სული იმფერისაა რაფერისაც ადამიანის თვალია? აქ ლელე ჩაერთო, იცით ზოგჯერ ტყუპებიც კი აზროვნებენ სხვადასხვაგვარად, ოღონდ ზოგჯერ. -კი მჯერა. -მერე, მასაც შენსავით წყლისფერი თვალქბი ექნება ხო? ოხ სტასი სტასი. ვერც ეს მიგებს ბოლომდე. -ჯერ ერთი:წყლისფერი არა, აიზბერგისფერი, მერე მეორე:არავინ ვიცით აიზბერგი შიგნიდან როგორია, ზოგჯერ ის ლურჯია, ზოგჯერ ლაჟვარდისფერი. შეიძლება მწვანეც კი იყოს, ოღონდ მოცისფრო მწვანე... აი დამაინეს თვალის ფერი რა. მკვდარი მწვანე... ვუღიმი და მერე ფანჯრის ფართო რაფაზე ვჯდები, იქვე საუკუნის წინ მიგდებული ტელეფონი დევს, ვიღებ და დასატენად ვაერთებ. -ახლა სიამოვნებით ავიდოდი კალესთან თუმცა უკვე ცოლი ჰყავს... -რა ცოლი დაო ღდაობ? -ლანა! სტასია იცინის და მერე ამბობს. -არ დაქორწინებულან, ლანამ და კალემ სანამ ლელა არ დაბრუნდება არ დავქორწინდებითო. -ნუ ბავშვი კი ეყოლებათ აწი მარა ჰე არ ქორწინდებიან. აქ უკვე ლელე ჩაერთო. -კარგია, აკოსგან განსხვავებით ის მაინც არ დაქორწინდა. უნებურად მარჯვენა ხელს დავცქერი, კარგად მოსჩანს ნაიარევი, ნაიარევი რომელიც ზუსტად ამ ადგილას აკოს ხელზეც არსებობს, ნაიარევი რომლის მეშვეობითაც სისხლით შევფიცეთ. რომ ვიქნებოდით ერთად სანამ არ დავიხოცებოდით, ვიმეგობრებდით სიცოცხლის ბოლომდე, გაგვიხარდებოდა ერთმანეთის ბედნიერება, არასდროს არაფერს დავმალავდით და არასდროს დავტოვებდით ერთმანეთს მარტო. (ეს უკანასკნელი მე დავარღვიე) . გული მითბება და ამავდროულად მეყინება იმის გახსენებაზე თუ როგორ კარგად ვიყავით ერთად. მახსოვს როგორ სიცილ-კისკისით დავდიოდით რუსთაველზე, მახსოვს რამდენ დროს ვატარებდით ერთად... და მაინც მტკივნეულად მხვდებოდა მისი ცოლი... ცოლი რომელიც თავის და უნებურად ცხოვრებას მირევდა... ბოლო სამი წელი ისე მიეწყო ხან დამიანეს გამო აირია ყველაფერი, ხანაც ვიღაც იდიოტი ანდრეასი, აი ასე დავრჩი აკოს გარეშე, მეგობრის რომელთანაც დადებული ფიცი გავტეხე და ეს მთლიანობაში ყველაფერს ანადგურებდა... ყოველშემთხვევაში მე ესე ვხედავდი. გოგოები და მთელი ოჯახი სადღაც გაიკრიფა მე კი მარტოდ მარტო მიმატოვეს სახლში, ის იყო აბაზანაში უნდა შევსულიყავი და ხელი გულსაკიდების მოსახსნელად წავიღე რომ მადონას ნაჩუქარი ყელსაბამი ადგილზე არაა. -ამის დედაც რა. მთელი სახლი გადავატრიალე მის ძებნაში... სად აღარ ვეძებე, მაგრამ შენც არ მომიკვდე. კარზე ზარს რეკავენ და მეც დაბნეული თან იატაკს ვათვალიერებ თან კარს ვაღებ. დაგიბრუნდით... აქ ცოტა კი დავიკიდე დამიანე, მაგრამ არა უშავს ხო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.