გიჟივით შეყვარებული(თავი 1;დასაწყისი)
გამარჯობა ჩემო კარგებო .. უღრმესი მადლობა ,რომ მოგეწონათ ჩემი ისტორია, ბოდიში იმისთვის ,რომ მალე დავამთავრეე, მადლობა იმისტვის, რომ აქტიურობდით და აფასებდით ჩემ მიერ შემოთავაზებულ ისტორიას, ახლა დავიწყოთ ახალ ისტორიაში ჩაბმა მოემზადეთ : 1...... 2... 3.... დავიწყოთ.. რა ხანია უკვე ვცდილობ ადამიანს დავემსგავსო, მაგრამ ბუს უფრო ვგავარ ,ოღონდ ისეთს, რომელიც 360 გრადუსით ვერ ატრიალებს თავს, თუმცა კიდევ თუ გავაგრძელებ ასეთ რეჟიმში ცხოვრებას ,ნამდვილად არ გამიჭირდება არც ეგ.ვაიმე მკითხველო მაპატიეთ ვერ გაგეცანით და პირდაპირ წუწუნს შევუდექი,როგორც მჩვევია ხოლმე.მე დეა წიკლაური გახლავართ,19 წლის, საშუალო სიმაღლის, წელამდე თმით, რომელის ფერფლისფრად მაქვს გადაღებილი ,თითქმის თმის ძირებამდე, საკმაოდ სუსტი და გამოყვანილი სხეული მაქვს, ვიზუალს არ ვემდური,ვარ მედიცინის სტუდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში-თსუში,ამჟამად ვმუშაობ ბარში მიმტანად, ღამის ცვლაში ვარ რადგან დღისით ლექციები მაქვს, ხოდა რომ ვახსენე ბუ ვართქო ამის გათვალისწინებისამებრ ვიგულისხმე. აი ამ მომენტში ვიმყოფები სამსახურში და ღონე გამოცლილი ვზივარ ბარმენის გვერდით,ამასობაში: -აუ დეა მიდი რა მე-3-ე მაგიდასთან და შეკვეთა ჩაიწერე აღარ შემილია -კაი ლიკუნ ახლავე ჰო ლიკა არის ჩემი საუკეთესო მეგობრის-ემილია დადიანის ნათლული,ძალიან საყვარელი გოგოა , თან მშრომელი ჰოდა მე მოვაწყვე ისე ,რომ დირექტორს აეყვანა სამსახურში,ვუთხარი რომ 18 არის რეალურად კი 9 თვე აკლია სრულწლოვნებამდე.აი მის ემილია კი ჩემი თანაკურსელი გახლავთ, ალბათ გაინტერესებთ რატომ ავირჩიე ამდენი წელი სწავლა და არა რამე უფრო მოკლევადიანი? ეს იმიტომ ,რომ რთული ცხოვრება მაქვს ბავშვობიდან, ხან ვინ გარდამეცვალა და ხან ვინ, სულ რაღაც 1 წელია დედა დავკარგე , ინსულტი ჰქონდა გადატანილი და მეორედ ვეღარ გაუძლო, აი მამაჩემი კი ნამდვილ ლოთად იქცა, ვერც მე და ვერც ჩემს და-ძმას ყურადღებას ვერ გვაქცევს, ჩემი და 3 წლის არის -ანიტა ჰქვია,ჩემი ძმა კი 22-ის გაბრიელი,ის თავის ძმაკაცებთან ერთად საწილოდ რაღც ბიძნესს მართავს, დღემდე არ ვიცი ზუსტად რა ბიზნესი აქვთ.ხო და რას გეუბნებოდით:რატომ გადავწყვიტე და მინდა, რომ შემეძლოს რაღაცეების გამოსწორება, მინდა რომ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შემეძლოს ,ყველანაირი მატერიალური სიამოვნების გარეშე.ავირჩიე მედიცინა და აჰა ვსწავლობ , შეყვარებული მე არ მყავს, მტერი და მევალე , რამ უნდა შემიშალოს ხელი რავიცი, ვფიქრობ არაფერმა. ჰოდა მეგობრებო მივედი მე-3-ე მაგიდასთან: -მოგესალმებით!რას ინებებთ? -გამარჯობა ლამასო!―ამ ბიჭის ტონსა და სიტყვებზე ნერვები გამეწეწა. -რას მიირთმევთ?!― გავუმეორე, ახლა უფრო მკაცრად და ხმამაღლა -რა იყო რას წიკვინე -ზრდილობა გამოიჩინეთ თუ შეიძლება!მითხარით რას ინებებთ ან წავალ -არ შეიძლება ტკბილო!― ისეთ ნერვებზე ვიყავი ,რომ თავს ნებას მივცემდი ეს მაგიდა ამ ნაგავისთვის თავზე დამემხო -რა ხდება დეა ?!ხომ არ გაწუხებენ ბატონები?! -არა ბატონო დემნა, უბრალოდ ნასმები არიან! ― ვუთხარი დემნას და ბიჭებს მამის მკვლელივით შევხედე,მეგონა გონს მოეგებოდნენ და ბოდიშს მოიხდიდნე ,თუმცა მე ყოველთვის მგონია რეალურად კი სუ სხა სცენა მიდის. -შენ ვინ ხარ ვაჟკაც! -ვინაობას არ აქვს მნიშვნელობა!დეა შეგიძლია წახვიდე! -კი ,მაგრამ შეკ...―არცკი მაცადა დასრულბა, ან რა შეკვეთა თუ ვარ ახლა ჯანმრთლეად -არანაირი შეკვეთა!წადი!―ტონს აუწია, სასწრაფოდ გავეცალე იმ მაგიდას ,რადგან სამსახურიდან წასვლა ნამდვილად არ მინდოდა, ხო ეს ბატონი დემნა ბაგრატიონია,ჰო გვარიდანაც კი მიხვდებით რომელ ფენას განეკუთვნება, ის ამ ბარის მფლობელია და სხვათა შორის ჩემთან ერთად დადის უნივერსიტეტში, ნუ ჩემთან ერთად რა, ერთ უნი-ში ვსწავლობთ,ის 22 წლისაა: მაღალი, დაკუნთული სხეულის მქონე, მუქი ყავისფერი თვალებით, საკმაოდ მკაცრი გამოხედვით, ღიმილზე ვერაფერს ვიტყვი ,არასდროს მინახავს როგორ იღიმის, ან საერთოდ თუ იღიმის? -რა მოხდა დეაკო? -ლიკ იმ მაგიდას არც მიუახლოვდე რა, ნაგავი ტიპები სხედან ! -ვაიმე მაპატიე , არ ვიცოდი თორემ იქ არ გაგიშვებდი -რა ბოდიში გაგიჟდი? -................―თავი დახარა და ქვემოდან ამომხედა, ოხ ეს პაწაწინა . -ვის გაუბედე ბიჭო!― ისმის ვიღაცის ყვირილი, ესს ის ნაგავი ბიჭია ,რომელმაც ნერვებზე დამსვა, უეცრად დემნა კისერში წვდა და გარეთ მიყავს,უფრო სწორად მიათრევს, დანარჩენი ბიჭები დემნას გაეკიდნენ გინებით, დაინახეს თუ არა ეს დემნას ძმაკაცებმა მას გაეკიდნენ -ღმერთო ნეტა რა ხდება?― ლიკას წკმუტუნის მსგავსი ხმა მომესმა -არაფერი ლიკ,დაწყნარდი კარგი?რირსები არიან!― ლიკას მხარზე ხელს ვადებ და ვცდილობ დავამშვიდო. უი რატო ვამშვიდებ გითხარით?დებილი ვარ, სკლეროზი მაქვს!ე.ი ლიკუნას და დემნას სასტავიდან ერთ-ერთს-სანდროს , ერთმანეთი მოსწონთ და ნორმალურია რომ თავის ბიჭზე დარდობს.ხო მოდი აქვე გეტყვით თორემ ჩემი მეხსიერების რომ ვიცი დამავიწყდება: სანდროს და ლიკას ხომ მოსწონთ ერთმანეთი, კიდევ ჩემი ემიკიკო და სასტავიდან ერთი- ნიკოლოზი შეყვარებულები არიან, ჩემი ბიძაშვილი ანა კი სასტავიდან კიდევ ერთის -ალექსანდრეს იგივე ალეკოს შეყვარებული გახლავთ,მე კი ვარ მშრალზე. და აი ბიჭებიც შემოდიან, სანდროს წარბი აქვს გატეხილი,ნიკოლოზს შუბლთან და ხელზე აქვს ნაკაწრი, ალექსანდრე გაცოფებუი შემორბის ,მგონი არაფერი სჭირს.და დემნა სადაა?დანარჩენი ბიჭებიც შემოლაგდნენ მაგრამ დემნ... აი ისიც , წარბი აქვს გატეხილი, ტუჩი გახეთქილი და თვალებიდან სიბრაზესა და ცეცხლს აფრქვევს.ჩემკენ მოდი სმე კი მანძილისდა მიუხედავად უკან ვიხევ და ბარის უზარმაზარ მაგიდას ვეჯახები -ჯანდაბა!წელი! -რა მოგივიდა დეა? -მე.. არაფერი თქვენ? -არაფერი !მისმინე შემდეგში გაითვალისწინე რომელ მაგიდასთან მიდიხარ გასაგებია?! -მე არ ვიცოდი თუ.. -გაჩუმდი!ეს პირველი შემთხვევა არ არის კარგად იცი!მშვენიერი გოგოს დანახვაზე თან ბარში ყველას ცუდი აზრები მოსდის ! ყველას თუ არა უმრავლესობას ასე, რომ გაითვალისწინე! -მაპატიეთ ბატონო დემნა -არაფერ არ არის საპატიებელი -დაგეხმარებით -რა? -სისხლი მოგდით -არ არის საჭირო , წყლით ჩამოვიბან და მორჩაება -არა .წყალი ვერ გიშველით შეიძლება ინფექცია შეგეჭრათ, რაც მის დაჩირქებას გამოიწვევს, შეიძლება ძალიან გაგიღიზიანდეთ და პრობლემები თვალზე შეგექმნათ, მხედველობის რეცეპტორებს დააზიანებს, აჯობებს ნება დამრთოთ. -ამდენი საიდან იცი? -მე.. -ააა თუმცა მედიცინის სტუდენტი ხომ? -დიახ― ჯერ იმაზე გავცოფდი ,რომ ამდენს ვლაპარაკობდი, მერე იმაზე რომ ლამის დავუჩოქე ჭრილობას დაგიმუშავებ თქომ “ წლილობას გაგიმუსავეფ ბლა ბლა ბლა“ ლაწირაკული ხმით ჩამძახის მეორე მე!ხო კიდე ის გამიკვირდა საიდან იცის რომ მედიცინის სტუდენტი ვარ, მაგრამ რა ქათამი ვარ სამსახურში ხომ ამიყვანა და ალბათ სივში მეწერა რამე მასეთი ან არა.. -კარგი გენდობი -ახლავე მოვალ აქ დაბრძანდით― თავი დამიქნია, პირველადი დახმარების ყუთი გამოვიტანე და მის წინ დავდექი, ის სკამზე იჯდა ,იმ სკამზე რომელიც მიყვარს, აი რომ დაჯდებ და რომ ტრიალებს . -ცოტათი გეტკინებათ -არაუშავს― ეთანოლის სპირტით ვწმენდდი სისხლიან წარბს, შემდგომ ტუჩს, აი ახლა ვამჩნებ მშვენიერი მოყვანილობის ,მარწყვისფერ ტუჩებს, აქამდე მის ახლოს არასდროს ვყოფილვარ. ‘’და იქნებ ისიც მოყვე რატო გითხრა დემნამ პირველი არ არისო“ „გჩუმდი ვა!“― თან ვწმენდ დემნას სახეს და პარალელურად ჩემს მეს ვეკამათები, ე.ი რტომ მითხრა ეგ და იმიტომ რომ , ბარში მუშაობა თან გოგოსთვის ადვილი არ არის, ათასი დარტყმული შემოდის და გოგოს დანახვაზე ნაწლავებიდან ხტებიათ, ხოდა რამდენჯერმე მოხდა მსგავსი რაღაც საიდანაც ისევ დემნამ მიხსნა , მაგრამ იმათმა მაინც იცოდნენ ,რომ დემნა ამ ბარის მფლობელი იყო და ჩხუბი არ მოსვლიათ, თუმცა ეს ნაგავი და მისი სასტავი ჭურში ისხდა თუ რა? -ააა -რა მოხდა? -სპირტის წვეტი თვალ ოდნავ შეეხო და.. -მაპატიეთ დაუდევარი ვარ -არაუშავს განაგრძე დებილი ვარ რა, რას ჭორაობ საკუთარ თავში გამოეთრიე გარეთ და მიხედე შენს უფროსს.სისხლისგან მოვუსუფთავე ჭრილობები , სისხლდენაც შეწყდა , ცოტა იოდით დავუმუშავე ისე რომ არ დატყობოდა , მალამო წავუსვი და ‘მწებავი’ გადავაკარი, ეს მწებავი რა არის? არ ვიცი რეალურად რა ქვია, უფრო სწორად ვერ ვიმახსოვრებ და მწებავი დავარქვი,სტერილური ბინტის მალეკი ვარიანტია რა. -მორჩა ბატონო დემნა -მომატყუე?! -მე? რა? -ხომ თქვი გეტკინებაო ? -ამ მე.. -კარგი ნუ იძაბები ვხუმრობ― ახლა ეს ხუმრობაა?! იდიოტი ისეთი სახითა და ტონით მითხრა ლამის მოვკვდი. -ააა.. ხომ -მადლობა დეა!შენ რომ არა ალბათ თვალს დავკარგავდი― რრრრრრ........ ცინიზმი ! გამიღიმა ხალხო და თან დამცინა, ხომ ვთქვი არ უნდა მელაპარაკა ამდენი! -დიახ!― ცოტა ხმამაღლა და ბრაზშეპარულმა ვუთხარი, გაბრუნდა და თავის მაგიდასთან ბრუნდებოდა ,რომ შუალედში გაჩერდა , შემომხედა და თვალი ჩამიკრა, ისევ შებრუნდა და მაგიდასთან მისვლისთანავე დაჯდა, ახლა შევამჩნიე თურმე ლიკუნაც უმუშავებს გატეხილ წარბს სანდროს , საყვარლები. ეს სამუშაო დღეც თუ ღმეც ვინიცის, დასრულდა. უკვე შუა ღამეა და მე სახლში მოვდივარ ჩემი მანქანით, ლიკუნა უნდა წამომეყვანა , მაგრამ სანდრომ დამაცადა? მე წამოვიყვანო დამჩხაოდა თავზე.15 წუთში სახლში ვიყავი , ჩემს სახლამდე დიდი გზაა მაგრამ იმდენად სწრაფად დამყავს მანქანა, მრბოლელი ‘მიმიქარავს’.მანქანა სადგომში შევიყვანე კარი გავაღე და ჩემი პაწაწა დავინახე მძინარე.ანიტას მივუახლოვდი და მეორე მხარეს გაშოტილი ჩემი ძმა დავინახე, საყვარლები , ჩემი ერთადერთები როგორ სძინავთ, ლამისაა ორივე შევჭამო.გაბრიელთან მივდივარ და ვაღვიძებ ლოყზე კოცნით -გაბი გაიღვიძე რა გთხოვ -აუ დე არა რა გთხოვ, ძან დაღლილი ვარ -ჩემსთავს გაფიცებ რა -აუ დე რა.. აჰა კაი გაახილა თვალები და მაჯაში მწვდა, მუხლებზე დამისვა და ჩამეხუტა, ჩემი თბილი ბიჭი ეს რომ არ მყავდეს ალბათ საკუთარ თავში ჩაკეტილი ვიქნები და ანიტას მეტი ვერავინ გამახალისებს. - აბა დე როგორ იყო სამსახუში ?ვინმე ხომ არ. -კი , მაგრამ დემნამ.. ფუ ბატონმა დემნამ მოაგვარა ყველაფერი ისევ -აი ჩემი ძმა მესმის.ჯიგარი მყავს რა ― ხო დემნდა და გაბრიელი ძმაკაცები არიან , თურმე ბავშვობიდან, მაგრამ მე რადგან ისე რა მახსოვს ყველაფერი მაინც ბატონით მოვიხსენიებ. -ხო რა. აუ გაბი მშია -ჩემი ღორმუცელა -აუუუ -წამო მეც მომშივდა და ვჭამოთ სამზარეოულოში გასვალმდე ანიტა თავის ოთახში შევიყვანე და გემრიელად ვაკოცე, სამზარეულოში რომ ჩამოვედი კიტრისა და პომიდვრის სალათი დამხვდა მწვანე ხახვით -ჩემი გემრიელი ძამიკო, როგორ მიხვარხარ შემადლიანო შენა ჰა -ნუ ბოდიალობ მოდი მშია ,არაფერი დაგრჩება იცოდე -კაი მოვედი ვა გემრიელად მივირთვით ,თან დღევანდელი ამბები მოვუყევი.ავალაგეთ მაგიდა და ჭურჭელი ჩავაწყვე სარეცხ მანქანაში, რა თქმა უნდა ჭურჭლის , სარეცხის არა.სანამ დავწვებოდი ემილიას და ანას მივწერე მაგრამ ალბათ სძინავთ, მეც გამოვეწყვე საღამურებში და დავწექი, ცოტა ხანს დემნასს ღიმილი ჩამყვა და წამეფიქრა მასზე,მერე კი მშვიდად დამეძინა. დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს, არც კი დამიხედავს ვინ იყო და ვუპასუხე -ალიო -დილამშვიდობის დეა! ვაი მე.......... დაგიბრუნდით მეგობრებო, ესეც ახალი ისტორიის ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ, ალბათ საინტერესო გამოვიდა, ყველანაირად ვეცდები განსხვავებული თავი გამოვიდეს, ალბათ დაიმსახურებს თქვენს სიმპათიას.<3<3<3<3<3<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.