შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცება ქართულად


10-05-2020, 10:48
ავტორი მი რა
ნანახია 5 234

მარიანამ მთელი დღე იმაზე ფიქრში იყო, როგორ დაეხწია თავი ამ მდგომარეობისთვის და როგორ დაეცვა თავი მათგან ვინც მისი ეგრეთწოდებული ოჯახი იყო, გამოსავალს ვერ პოულობდა და თავის უსუსურობა უფრო მეტად სტკენდა გულს, იცოდა წასვლის ნებას არ მისცემდნენ სახლიდან და რომც გაქცეულიყო მამამისი უკან დაბრუნებას აიძულებდა, ან სად წავიდოდა, რას გააკეთებდა? სად იცხოვრებდა? როგორ შეძლებდა ოჯახისგან დამალვას? თან სწავლას და მუშაობას? მიხვდა რომ სისულელეა ამაზე ფიქრი და ისევ უსუსურობამ და სასოწარკვეთამ შემოუტია და ატირდა...
თორნიკემ მთელი დღე ქუჩაში ბოდიალში დააღამა, ვერ გადაეწყვიტა რა და როგორ გაეკეთებინა, როგორ დაეცვა მარიანა მამამისის მრისხანებისგან, როგორ აეხსნა იმ შეშლილი კაცისთვის რომ არაა ნაძირალა და რადგან ციხეში იჯდა არ ნოშნავს იმას რომ ნაბიჭ. არაკაცია, ფიქრისგან თავი ასტკივდა და მაინც ვერ მიიღო გადაწყვეტილება როგორ მოქცეულიყო, ბოლოს ჯერე ისევ ლიკაზე მიდგა და საღამოს დაურეკა
-ლიკუნა
-გისმენთ?-აიბნა გოგონა, რადგან დედა იქვე იჯდა
-უნდა დამეხმარო
-გასაგებია-ლიკუნა ცდილობდა მშვიდად და აუღელვებლად დალაპარაკებოდა რომ დედისგან მერე იოლად დაეხსნა თავი
-დამირეკე გელოდები-მიხვდა თორნიკე მის ტონზე რომ დაძაბული იყო გოგონა და გათიშა.
-დედა მარიანამ დამირეკა გამომიარეო, დღეს სკოლაში არ იყო და...
-მარიანა?-ქალი მკაცრად ჩაეკითხა
-ხოო-ლიკუნა არ გატყდა შიშის მიუხედავად
-ვისი ნომრიდან დაგირეკა?-ქალი ისევ ჩაეკითხა
-ბიძაშვილის-ლიკუნა ძალიან დაიძაბა
-კარგი გაუარე და მალე მოდი დაბინდებამდე- მკაცრად გააფრთხილა დედამ
-კარგი-ლიკუნას ძალიან გაუხარდა და სასწრაფოდ გავარდა გარეთ, სწრაფად ჩაირბინა კიბეები და ლევანს შეეჩეხა გასასვლელი
-აქ რას აკეთებ-გოგონა აიბნა და სათვალე გაისწორა
-შენ გელოდებოდი
-მეე?-სულ აირია ლიკუნა და აწითლდა
-ხო შენ-ლევანმა იგრძნო თუარა მისი დაბნეულობა და მღელვარება მაშინვე მის გრძნობებზე თამაში დაიწყო
-თორნიკე სადაა?-სცადა ლიკუნამ ამ სიტუაციის გმოსწორება
-ჩვენ გველოდება-ლევანი თვალს არ აშორებდა მის გაფითრებულ სახეს
-წავიდეთ-ლიკუნამ თავდახრილმა აუარა გვერდი და ქუჩაში გავიდა, ლევანი უკან გაყვა, ცოტა მოშორებით რადგან იცოდა რომ ცნობისმოყვარე მეზობლების გამო შეიძლება პრობლემები ქონოდათ ორივეს.
თორნიკე იქვე ახლოს პარკში ელოდებოდა მათ, ლიკუნა სწრაფად მიუახლოვდა
-როგორც იქნა
-რამე მოხდა?-ლიკუნა თვალს არ აშორებდა
-ხო... მამამისმა გაიგო ჩემზე
-რაა?-ლიკუნამ ლამის შეჰყვირა -ხვდები რა მოხდებოდა?
-მისმინე ლიკუნა უნდა დამეხმარო
-თორნიკე ის კაცი არანორმალურია, ვინიცის რა დაუშავა, უნდა წავიდე ვნახოო-ლიკუნა შეტრიალდა და წასასვლელად მოემზადა მაგრამ თორნიკემ ხელი წაავლო და თავისკენ მიაბრუნა, ერთმანეთს თვალებში ჩააცქერდნენ და სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა
-მააპატიე-თორნიკემ ცივად გაუშვა ხელი სახეარეულ გოგონას -უბრალოდ მინდა რომ...-სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა- მარიანას ხელით შეეხებოდა არა ის არაკაცი-თორნიკეს სახე აელეწა
-შეეხებოდა-ლიკუნამ თავი დახარა -ის კაცი არანორმალურია
-შეგიძლია დამალაპარაკო მარიანა?
-თუ შემიშვა დედამისმა მასთან დაგირეკავ და დაელაპარაკე
-შეგიშვა რას ნიშნავს?- თორნიკეს ბრაზისგან სისხლმა აასხა თავში, ლიკუნა ისე დაფრთხა მის ასეთ რეაქციაზე რომ ხმა ვეღარ ამოიღო -რას ნიშნავს შეგიშვა?-თორნიკემ ლამის იყვირა
-თორნიკე დაწყნარი და მოუსმინე, ნუ გადარიე ეს გოგო-ჩაერია ლევანი
-მამაისი ხშირად ეხება ხელით და ოთახში კეტავს დასასჯელად-ლიკუნამ ახედა თორნიკე და მის რეაქციას დაელოდა, თორნიკემ ბრაზისგან ხელები მომუშტა და წავიდა, ლევანიც მას გაეკიდა.
ლიკუნა როგორც ვარაუდობდა მაკამ სახლშიც არ შეუშვა, მოიმიზეზა ძინავს და გაციებულიაო და სკოლაშიც მაგიტომ არ იყოო, ლიკუნას ამოასხა და მიახალა მატყუარა ქალს
-ოთახში გამოკეტეთ დასასჯელად?-მაკას ბრაზისგან ხელები აუკანკალდა-იმიტომ სჯით რომ ბიჭი მოეწონა?
-წადი აქედან-მაკამ უღრიალა და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა, ლიკუნა კიბეზე დაეშვა გაბრაზებული და სწორედ ლევანმა დაურეკა
-მარიანა ნახე?-კითხა როგორცკი უპასუხა უცხო ნიმერს გაოცებულმა
-ლევან?-ჩაეკითხა გოგონა
-ხო მე ვარ
-ვერ ვნახე დასჯილია-მიახალა გოგონამ და გაუთიშა.
-რა გითხრა-თორნიკე ლევანს მიაჩერდა
-არ მანახესო
-კარგი-ძალიან მშვიდად უთხრა თორნიკემ გაოცებულ ლევანს.
ნიკა რაც ანიზე დაქორწინდა სხვა ბინაში ცხოვრობდა და ერთხელ არ მოუკითხია გოგონა, არასდროს ინტერესდებოდა მისი მდგომარეობით, მშობლების ბინაშიც კიარ მიუდგამს ფეხი, ანის დანახვაც კიარ უნდოდა, შეიზიზღა მთელიმარსებით და ცდილობდა ყველანაირადგაეწყვიტა მასთან ურთიერთობა, სოც ქსელი გააუქმა, ტელეფონის ნომერიც გამოცვალა რომ არ დაერეკა მასთან, ბოლოს ანი რომ ბინასთან დაუხვდა სალაპარაკოდ, მამას გამოიუცხადა ქირით სხვაგან უნდა გადავიდეო.
-ნიკა შვილო ასე მოქცევა არ შეიძლება-ვახო ძალიან ბრაზობდა - ასე ნუ ექცევი
-მამა არ გინდა, არ დაიწყო თავიდან
-თუარ გინდოდა რატომ ჩაიწვინე?
-მე მისი ცოლად მოყვანა კიარ მინდოდა მერე-ნიკას ამ სიტყვებმა ისე გააცეცხლა ვახო რომ შვილს წვდა საყელოში
-აბა რა გინდოდა რომ ჩაგეწვინა და მერე მიგეტოვებინა? როგორც ლიზა?
-მე მისთვის არასოდეს მითქვია რომ მიყვარს და არც იმედი მიმიცია
-იმას თუ აცნობიერებ რომ ის ჯერ თექვსმეტისაა
-თავის დაც იყო თექვსმეტის მაგრამ...
-მაგრამ ვერ ჩაიწვინე?
-სწორედ-ნიკას ღიმილმა ისე გააგიჟა ვახო რომ ლამის დაარტყა შვილს
-იცი რა მდგომარეობაშია ახლა ანი? სრულიად არაადეკვატურია გოგონა, საერთოდა არაფერს ამბობს, არავისთან არ ურთიერობს, არეული თვალებით გვიყურებს, კითხვებზე არ გვპასუხობს, დედაშენს ეშინია მასთან მარტო დარჩენის
-რა გინდა რომ გავაკეთო? გგონია თუ დავბრუნდები სახლში და ხშირად დამიწვება ამით რამე შეიცვლება?ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს, საერთოდ არაფერს, მასთან დაწოლის სურვილიც კი აღარ მაქ, რომ დავბრუნდე სახლში რა მოხდება? ეგონება რომ მასთან მინდა ყოფნა, ასე კი იმედი გადაეწურება და შემეშვება
-იცის ნატა რომ გყავს
-, აბა მაგის გამო გოგოს აღარ გავეკარო?
-უზნეოთ იქცევი
-მამა მორალს ნუ მიკითხავ რა
-რა ადამიანი ხარ საერთოთ?
-მამა გეყოფა
-ასეთი არაკაცი როგორ გამოხვედი
-ისეთი ვარ როგორიც მე მინდა
-ანის დაელაპარაკე, აუხსენი, ბოდიში მოუხადე, ერთხელ მაინ მოიქეცი კაცურად
- ეგ შტერი გოგო რა ვერ გაიგეთ-იყვურა ნიკამ
-ფუ შენი-დაიყვირა ვახომ და ნიკას სახლი გაბრაზებულმა დატოვა და პირდაპირ მაკას დაადგა თავზე
-ბატონო ვახო-მაკამ კარი გააღო თუარა დაიბნა
-ანიზე სალაპარაკოდ მოვედი
-ახლა იცით-მაკა შინ არ უშვებდა
-ახლაა სწორედ დრო-კაცმა კარი შეაღო ფაქტიურად ძალით და სახლში შევიდა
-მისმინეთ ალა არ შემიძლია-მაკა უკან მიყვა კაცს
-მისმინეთ ანი სრულიად არაადეკვატურია, მე თუ მკითხავთ ცოტა საშიშიც, უცნაურად იქცევა, საერთოდ არ გველაპარაკება, კითხვებზე პასუხს არ გვცემს, არ ჭამს არ სვამს, ერსადაიგივეს აკეთებს საათობით თითქმის, ექიმი სახლში მივიყვანე და არ დაელაპარაკა, ოთახში შეიკეტა და სანამ არ წავიდა არ გააღო კარი, მან მითხრა რომ ფსიქიკური აშლილობა აქ
-ანუ ჩემი შვილი გიჟია?-გაცხარდა მაკა
-ჩემი ამდენი ლაპარაკიდან მარტო ეს გაიგეთ?-ვახო მდგომარეობიდან გამოვიდა
-აბა რაუნდა გამეგო?-მაკა წამოენთო
-გიხსნით რომ გოგონას პრობლემები აქ და დახმარება სჭირდება
-თქვენ დაღუპეთ ჩემი გოგო და თავად გამოასწორეთ, თამაზმა რომ გაიგოს...
-იცით რაა ბოდიში რომ შეგაწუხეთ მომაბეზრებელი საუბრით-ვახო გამოვარდა კარი მოიჯახუნა და სახლისკენ აიღო გეზი გამწარებულმა.
-მაკა-მაკა შეხტა შიშისგან და მოულოდნელობისგან როცა მარიანას ხმა შემოესმა
-რაა-ინსტიქტურად გასცა ხმა ქალმა და ჩარაზულ კარს მიჩერდა
-ოდესმე თუ გყვარებივართ- იყვირა მარიანამ-თუ გაგიაზრებია რომ დედა ხარ და რომ უნდა გიყვარდეთ და იზრუნო ჩვენზე-მაკა კარს მისჩერებოდა და ჩაიკეცა იქვე ატირებული, თუმცა დიდხანს არ გასტანა მისმა ტირილმა კარი თამაზმა შემოახეთქა დედამისთან ერთად, მაკა წამოხტა ცრემლები შეიშრო და მისაღებში დაელოდა მათ შემოსვლას
-დაბრუნდით?-მაკა ლალის მიაჩერდა
-ჩემი შვილის გამო მხოლოდ-ხაზგასმით უთხრა მაკას და სიგარეეტს მოუკიდა
-დედა გეყოფა-თამაზმა მაცივარი გამოაღო და გადმოალაგა ყველაფერი
-გაგიცხელო?-მაკა თავზე წამოადგა მშიერ ნასვამ ქმარს
-არ მინდა-თამაზმა ბარკალს დაავლო ხელი -დედა ოქროს ხელები გაქ
-მე შევწვი-გაწიწმატდა მაკა
-მერე ვინ გასწავლა-თამაზმა ახედა ცოლს სიცილით, მაკა გაბრაზდა და აივანზე გავიდა.
კარზე ბრახუნმა ლალი დააფრთხო
-ვინ უნდა იყოს-მაკას გახედა
-ალბათ ვახო საღამოს იყო, თქვენი გოგო გაგიჟდა მიხედეთო-ეუბნებოდა ლალის და თან კარის გასაღებათ წავიდა, გააღოთუარა კარი გაოცებული მიაჩერდა ორ ახალგაზრდა უცნობს
-თქვენი მეუღლე სახლშია?
-კი-მაკამ ეჭვით შეხედა უცნობებს
-ძალიან კარგი-უთხრა თორნიკემ და დაუპატიჟებლად შეიჭრა
სახლში -ბატონო თამაზ -იყვირა მთელი ხმით და დაელოდა მის გამოჩენას
-ვინხართ რა გინდათ?-ლალის ჩხუბის სუნი სცემდა და დაიძაბა
-რა ხდება?- თამაზი გამობოდიალდა სამზარეულოდან
-მოვედი, ჩემი ფეხით მოვედი შენთან
-შენ ვინ ხარ-სახე დამანჭა თამაზმა
-თორნიკე ჯიშკარიანი-კარგახანს გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა, მაკა მაშინვე სავარძელში ჩაესვენა, ღონე მიხდილი, ლალი კი შვილს გადაუდგა
-როგორ გაბედე აქ! ჩემს სახლში მოსვლა!-გაიწია თამაზმა
-აქ იმისთვის მოვედი რომ გითხრათ თქვენი შვილი სიგიჟემდე მიყვარს-თან იმ კარისკენ გაიხედა სადაც მარიანა იყო გამოკეტილი, მარიანამ გაიგონა ეს სიტყვები და ცრემლები მოაწვა
-რას ბოდავ-აყვირდა თამაზი
-მიყვარს და არ ვაპირებ მასზე უარის თქმას-ამაყად და მყარად იდგა როცა ამ სიტყვებს იძახდა
-როგორ ბედავ-თამაზი ბრაზს ვეღარ ერეოდა, მაგრამ საჩხუბრად გაწევა
ვერ გაბედა ამ ორ ახმახთან და შორიდან ყრიდა ცოფებს ამ სითავხედის გამო
-სიყვარული დანაშაულია?-თამაზ მიანათა მწვანე თვალები
-წადი აქედან-მაკა წამოდგა ფეხზე
-მინდა აგიხსნათ
-რაუნდა აგვიხსნა-ჩაერია ლალი -ნაციხარი ხარ და კიდე ამდენს ბედავ
-ლალიკო-მაკამ თვალები დაუჭყიტა
-რა? რამე არასწორე ვთქვი?-ლალი გაწიწმატდა
-წადით-მაკა თამაზს უყურებდა და სიამოვნებასა აინიჭებდა იმისმყურება რომ ვერ ბედავდა ამ ბიჭებზე გამოწევას საცემად და კუთხეში მიმწყვდეული თაგვივით აცეცებდა ბნელ თვალებს
-გაეთრიეთ-თამაზის გველმა თვალებმა მაკას დამაირებელი მზერა დაიჭირეს და გავდა იმ წამსვე -გაეთრიეთ თქვენი დედაც-იღრიალა კაცმა და გაიწია ლალი ისე გადაუდგა და არ გაუშვა მათთან
-მე გარემოებების მსხვერპლი გვხდი და იმიტომ ვიჯექიიხეში-თორნიკეს მისი ღრიალის არ შეშინებია და მშვიდად გააგრძელა ჩემი მეგობარი დამესხა თავს დანით და მე დავჭერი შემთხვევით, ერთი წელი ვიჯექი რადგან მძიმეთ დაიჭრა, თან გონს რომ მოვიდა გამოაცხადა ამნეზია მაქვსო და არაფერი მახსოვსო, ამიტომ მომიწია ჯდომა, მითუმეტეს ეგონა მის ყოფილ ცოლს დავდევდი და გადაწყვიტა ასე დავესაჯე...
-ალბათ დასდევდი-ლალიმ გააწყვეტინა
-არა ქალბატონო ლალი მისი მამინაცვლის შვილი დასდევდა მე მგავს და მე ვეგონე-საბუთების მთელი დასტა დადო მაგიდაზე-აი აქ ყველაფერი წერია, რაც შეეხება ჩემს მამინაცვალს ის წესიერი ბიზნესმენია და რადგანაც გაუმაძღარმა ჩინოვნიკებმა ფული ვერ შეაწერეს ამიტომ გამოაცხადეს ის ქურდულ სამყაროსთან მოკავშირეთ, ის მამაჩემია და ძალიან მიყვარს, არვიცი ნამდვილი მამა ამდენს გააკეთებდა თუარა ჩემთვის, ალბათ არა რადგან მასავით დედას ვერავინ შეიყვარებდა, მისგამო კი მე მეც შემიყვარა-ამ სიტყვებმა მაკაზე ისე იმოქმედა რომ ტირილი აუვარდა და აკანკალდა, ყველა მას მიაჩერდა
-გაეთრიე-თამაზს ზუსტად მტკივნეულ ადგილას დააჭირა უნებურად თორნიკემ და გაგიჟებული კაცი მივარდა საყელოში ჩაავლო ხელი -აქ მოსვლა აღარ გაბედო თორემ მოგკლავ -დააჯაჯღარა თორნიკემ სცადა მოეშორებინა -იცოდე ჩემი ხელით მიგარჩობ-ყელზე ეცა, გაწევ გამოწევაში მაგიდას დაეჯახნენ და გადავარდნენ, თორნიკე სწრაფად წამოვარდა და თამაზს ზემოდან დააცქერდა
-მარიანას კიდევ თუ შეეხები ან გამოკეტავ იცოდე მწარედ განანებ მის ყოველ ცრემლს-დაუჭყიტა თვალები გააფთრებულ კაცს და მარიანას ოთახის კარს მიადგა -მარიანა კარს მოშორდი იყვირა და წიხლი დაარტყა კარს, მაშინვე ელეწა და ოთახში შევარდა, დაფეთებული თვალებით მიაჩერდნენ ერთმამეთს
-გთხოვ წადი-ამოიბლუდუნა დამფრთხალმა გოგონამ
-წამომყევი-მარიანას ხელი ჩაკიდა და გასასვლელისაკენ წაიყვანა სადაც მაკა გადაუდგათ
-ხელი გაუშვი
-უნდა დაველაპარაკო
-აქ დაელაპარაკე
-ქმარს მიხედე-მარიანამ თამაზს გახედა რომელსაც გატეხილი თავიდან სისხლი სდიოდა, მაკამ მკვლელი მზერა ესროლა თორნიკეს
-ხუთ წუთში თუარ ამოვა პოლიციაში დავრეკავ -დაუღრინა ბიჭს და გზიდანამოეცალა, თორნიკემ დაბლა ჩაიყვანა მარიანა
-მაპატიე რომ ჩე გამო ამდენის გადატანა მოგიწია
-შენს გამო არა ჩემი გულუბრყვილობის გამო-მარიანა პირდაპირ თვალებში უყურებდა
-მარიანა გეფიცები ყველფრის მოყოლას ვაპირებდი
-ახლა გვიანია ამაზე საუბარი
-უბრალოდ შემეშინდა რომ დაგკარგავდი
-ახლა არ გეშინია?-მარიანას მზერას ვეღარ უძლებდა
-არა
-რატომ? -მარიანა არ ეშვებოდა
-იმიტომ აღარ მეშინია რომ ვიცი შენც გაქ გრძნობები ჩემს მიმართ
-ამ წამს ბევრი გრძნობა მაქ შენს მიმართ ბრაზი სიძულვილი...
-იცი რაც ვიგულისხმე-თორნიკემ ხელი ლოყაზე დაადოდა თავი ოდნავ დახარა, მარიანამ მოიშორა მისი ხელი და მის მხარს ზემოთ სადღაც სივრცეში გაიხედა -მარიანა
-უნდა წავიდე-გოგონამ გვერდის აქცევა სცადა მაგრამ თორნიკემ გზა გადაუღობა
-იცოდე რომ ყველაფერს გავაკეთებ ჩემი დანაშაულის გამოსასწორებლად
-ვერ გამოასწორებ იმას რაც იყო-მარიანამ გვერდი აუქცია და სადარბაზოში შევიდა.
სახლში ასვლა არ უნდოდა ახალი ომი ელოდა იცოდა მარამმსხვა რა გზა ქონდა, ფეხათრევით ავიდა და შეაღო ჯოჯოხეთის კარი, მაგრამ მისთვის არავისმეცლა, მაკას ასულიერებდა ქმარი და დედამთილი
-ღვთის სასჯელები არიან-ყვიროდა ლალი
-ახლა რა დავაშავეთ-მარიანამ გახედა ბებოსა
-შენი გიჟი და, ნიკას სახლში შეპარულა და დანა დაურტყია მისთვის-მიახალა ლალიმ, მარიანას რამდენიმეწამიანი შოკი ქონდა გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა ლალიმ დაყვირა -წავედით დროზე- და ხელის კვრით გააგდო კარში.
-მივკლავ-დაიყვირა თამუნამ მათი მისვლისას-ჩემს ბიჭ რამე რომ დაემართოს იმ გიჟს ჩემი ხელით მივახრჩობ
-გეყოფა კივილი-ვახო გაბრაზდა -ყველა ჩვენ გვიყურებს
-ჩემი და სადაა
-... რაა?-თამუნა აყვირდა ისევ-შენი და? ჩემი შვილი იქ სიკვდილს ებრძვის და შენ გიჟს კითხულობ
-თქვენ გააგიჟეთ-აკივლდა მაკა-წესიერი შვილი გაგეზარდათ და ახლა აქ არ ვიქნებოდით
-შენი კახპა შვილი ჩაუწვა და კიდე ...-სიტყვები მაკას მიერ გარტყმულმა სილამ გააწყვეტინა თამუნას



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

აუუ ნამდვილი საგიჟეთია რაა. რამდენი წლისაა ეს მარიანა? მოშორდეს ქაჯეთის ციხეს და დაიმშვიდოს ასეთი არეული ცხოვრება. აი მაკა რა ქალია საერთოდ ვერ გავიგე. ნიკა არ მეცოდება, პირიქით გამიხარდა. ანას ბოლო საგიჟეთია და თავის თავს დააბრალოს. მაგრამ საბოლოოდ უვარგისი დედა ჰყავთ ამ გოგოებს და შვილებსაც გაუნადგურა ცხოვრება. თამაზს საერთოდ ადამიანებში აღარ ვთვლი:დდ
თორნიკე კიდევ მეცოდება ამ გიჟებში, რას ემართლებიან ამ ბიჭს მართლა ვერ გავიგე. მოკლედ მთელი ბრაზი ამოვანთხიე ამ კომენტარში:დდ
მალე დადე რაა და უფრო დიდი თავი იყოს ????

 


№2  offline წევრი მი რა

madloba rom gamiziare sheni azri

swored imis chveneba minda rom mshoblebis qceva da qmedeba gansazgvravs xshir shemtxvevashi shvilebis ketildgeobas, maka susti mshisha qalia da amitomac marianas cxovreba mouwamla maminacvalma, romelsac marto tavis tavi uyvars

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent