შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცება ქართულად (1თავი)


19-01-2020, 15:47
ავტორი მი რა
ნანახია 5 909

გასაღები გადაატრიალა და ფრთხილად წევს სახელურს, კარს უფრო ფრთხილად აღებს და ცდილობს ისე დაკეტოს რომ მისი მოსვლა ვერავინ შეამჩნიოს, განსაკუთრებით მამამ, მაგრამ არ უმართლებს, თამაზის ყვირილზე ტელეფონი ხელიდან უვარდება შეშინებულს
-მობრძანდი ქალბატონო?- ისევ ყვირის თამაზი, მარიანა ადგილზე ქვავდება, ხვდება რომ სახლში საშინელება ხდება, რადგან მამამისი სამუშაო დროს არასოდეს მოდის სახლში , ჩანთას საკიდზე ტოვებს და ნელი ნაბიჯით მიიწევს სამზარეულოსაკენ, დედა დგას კარადასთან მიყრდნობილი და სიგარეტს ეწევა ნერვიულად, ხმას არავინ იღებს როცა სამზარეულოში შედის, დედასაჩერდება კითხვაჩამდგარი თვალებით, მაგრამ ქალი თვალებს უბრიალებს და ანიშნებს ჩუმად იყოს
-ტელეფონი-თამაზის ყვირილზე ყველა შეხტა მოულოდნელობისგან, მარიანა ტელეფონს აწვდის გაცოფებულ მამას რომელიც ხელიდან გლეჯავს უხეშად, იატაკზე ახეთქებს და იმდენი ხანი ურტყავს ფეხს სანამ სულ არ ჩალეწავს ეკრანს, მარიანა ვერ ხვდება რა დააშავა, მაგრამ ვერც ბედავს იკითხოს რა ხდება -იცოდე-თამაზი მაგიდასთან მჯდომ
ანის წამოადგა თავზე, ოდნავ დაიხარა და შვილს თვალებში ჩააცქერდა-კიდე თუ დაუშვებ მსგავს შეცდომას არასოდეს გაპატიებ-ეუბნება თითის ქნევით და სამზარეულოდან გადის, ანი მაშინვე დგება და ტირილით თავის ოთახში გარბის, მაკაც გადის და მარიანა ბებოს აჩერდება
-რა მოხდა?- ეკითხება სახეალეწილ ქალს
-კლუბში ეგდო-ქალი სიგარეტის კოლოფს წვდება და ნერვიულად უკიდებს ბოლო ღერს
-თექვსმეტი წლის გოგო კლუბში ვინ შეუშვა-შეიცხადა მარიანამ
-თავის შეყვარებულმა ნიკამ-წარბი აზიდა ლალიმ
-მამამ საიდან გაიგო?
-სკოლიდან დაურეკეს არ მობრძანდა თქვენი გოგო სკოლაშიო, მერე ნიკამ დააჩექინა კლუბში და მთვრალი მოათრია მამაშენმა-მარიანას ეცინება და თავს ძლივს იკავებს -რაა აქ სასცილო?-ლალის მოთმინების ძაფი უწყდება
-თავად საყვარელი ყავს, რესტირნიდან რესტორანში დადის, სად ათენებს არც ვიცით ხოლმე, ნახევარ ძმა მყავს კიდევ რომელიც წელს გაგვაცნო, რომელიც ვიღაც ქალისგან ყავს ბათუმში, დედასთან გაყრილია ოფიციალურად მაგრამ მაინც აქ ცხოვრობს, დედა საერთოდ არაა სახლში, მამას ჯიბრით სულ შოპინგობს და კაფე-კაფე დადის და ჩვენი დაშვებული შეცდომები გაგიჟებთ? ვინმე ასწავლით ანის რა არის კარგი ან ცუდი? ვინმე დალაპარაკებიხართ ოდესმე და გიკითხიათ რა უხარია, რა სტკივა?
-ანუ ცუდი დედა ვარ-თავზე წამოადგა მაკა შვილს
-უყურადღებო დედა ხარ, გავიწყდება რომ აქ ვართ ჩვენ, მე და ანი, და მამას ჯიბრით გართობის მიღმა გელოდება ორი შვილი
-მამაშენის შვილი არ ხარ? დაუნახავი, შეუგნებელი, გაუგებარი, ვერავის დაგანახეთ ჩემი ამაგი
-მაკა გეყოფა შვილო-ჩაერია ლალი-ის პატარაა ჯერ და არიცის რა რთულია ქალისთვის იყოს ცოლი და მეორეხარისხოვანი
-ხო თქვენი შვილი ასეთია-მაკას ცრემლები მოაწვა და გავიდა ისევ სამზარეულოდან, მარიანაც გააღიზიანა ამ საუბარმა და თავის ოთახში შეიკეტა, ლეპტოპი აღარ დაუხვდა, ფაქტია მამამ დაამტვრია, ეწყინა მაგრამ თავი მოთოკა რომარ ეტირა, დაჩვეული იყო ამგვარ ოჯახურ დრამებს და ლეწვებს...
-ინგლისურზე მივდივარ-დაიძახა ხმამაღლა სანამ გავიდოდა სხლიდან
-დარეკე რო მიხვალ-გამოეხმაურა მაკა
-ლიკას ვთხოვ და დამარეკინებს-გამოსძახა დედას და კარი გაიჯახუნა, კიბეები სწრაფად ჩაირბინა და თავჩაღუნული წავიდა ტროტუარზე, ფიქრებმა წაიღო და ისე გაიტაცეს რომ მეორე მხარეს გადავლა რომ მოისურვა უკვე წითელი ენთო ფეხით მოსიარულეებისთვის მაგრამ მაინც გადაკვეთა გზა და უკვე სამშვიდობოს იყო რომ შეკივლა შიშისგან, რადგან მოსახვევიდან გამოვარდნილმა მანქანამ ძლივს მოასწრო დამუხრუჭება იმ დონემდე რომ დაჯახებას მძიმე შედეგები არ მოყოლია, მარიანა ძირს დავარდა და დაფეთებული მძღოლი თუ ხალხი მივარდა
-კარგად ვარ,არ მინდა სასწრაფო-გოგონა წვალებით წამოდგა და კარგახანს ამტკიცებდა რომ არაფერი მოსვლია
-წაგიყვან სად მიდიხარ-ეუბნება დამჯახებელი ღიმილით
-არ მჭირდება შენი წაყვანა-გოგონა ჩანთას იღებს და ტროტუარზე გადადის
-გიხდება გაბრაზება-ბიჭი იმდენად გამომწვევად ეუბნება რომ მარიანამ პირდაპირ თვალებში შეხედა
-თავხედი ხარ-უთხრა გაბრაზებულმა, კვლავ მომღიმარ ბიჭს
-შენკი თავხედურად ლამაზი-ბიჭი მიუახლოვდა და მის ნატკენ მუხლს დააკვირდა -ამ მუხლით შორს ვერ წახვალ
-არ მჭირდება შენი დახმარება-მარიანა თვალს არიდებს და ქუჩის სკამიდან დგება, ბიჭი მანქანას უბრუნდება და საჭესთან ჯდება, მარიანა უნებურად მისკენ ბრუნდება, ბიჭი ხელს უქნევს და საბურავების ხრჭიალით მანქანას ადგილიდან წყვეტს, მარიანა ნელნელა, წვალებ წვალებით მიიწევს წინ, ძალიან გაუჭირდა ბოლოს სიარული, ნატკენი მუხლიიც დაუსივდა და ისევ ქუჩის სკამზე დაჯდა, საბედნიეროდ გაუმართლა და ლიკას გადააწყდა რომელიც ამავე გზით დადიოდა
-რა გჭირს?-სიცილისგან ლამის გადაბჟირდა
-სასაცილო არაა, ძაან მტკივა და სახლში წამიყვანე
-ძაან სასაცილო ხარ, გაწეწილი თმა და ნატკენი მუხლი რომ არ ჩავთვალოთ, სულ მტვრიანი ხარ და სახე დათხუპნული
-რა დამპალი ხარ-მარიანა, წამოდგა და წვალებით წავიდა სახლისკენ, ლიკუნა გაეკიდა და დაეხმარა სიარულში.
-რა დაგემართა? -შეიცხადა მაკამ მარიანა რომ დაინახა
-მანქანა დამეჯახა-აჯახა მარიანამ
-ხომ კარგად ხარ?
-ფეხი მტკივა მარტო
-კაი მე წავედი და თავს მიხედე-მაკამ ჩანთას დაავლო ხელი დასახლიდან გავარდა
-ნუ დედა ძაან მზრუნველია ვაღიაროთ-ლიკუნას გადახედა მარიანამ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent