შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნების მსხვერპლი #1


10-05-2020, 18:05
ავტორი ანე ლაშხი
ნანახია 6 798

თბილისელი საზოგადოება ეტრფოდა ახალგაზრდა მწერალს, რომლის შემოქმედებამ ფართო მასშტაბით მოიცვა ყველას ქვეცნობიერი. თავსმოხვეული ჟურნალისტების არმია და ათასი მიწვევა ტელე-გადაცემებში ქალს უმაღლებდა რეპუტაციას და თითქმის არავინ იყო ისეთი, ვინაც მის შესახებ ერთი სიტყვა მაინც არ იცოდა. ჟურნალ-გაზეთების გარეკანებს იპყრობდა მშვენიერება და ალმოდებული უყურებდა ყველა გამვლელი „მწვერვალების დამპყრობელს“, როგორც მოიხსენიებდნენ. იგი იფერებდა იმ ყურადღებას და პატივისცემას, რომელიც ყველას მომართული ჰქონდა მისდამი და ოსტატურად ფლობდა საკუთარ თავს. ამ უკანასკნელის დასადასტურებლად საკმარისი იყო მისი თავშეკავებული, მოზომილი პასუხები, მუდმივად გაწონასწორებული მდგომარეობა, მოწესრიგებული ფიზიკური იერი და სათუთი შინაგანი ბუნება. ყველაფერი ეს - ერთ ქვაბში მოხარშული თბილისის ინტერესის ეპიცენტრში აქცევდა ქეთი ნაკანს.
ახლაც თავის საყვარელ სავარძელში მოთავსებულიყო პლედშემოხვეული, ბუნებრივი იერსახით და კითხულობდა გოეთეს, რომელსაც გერმანელების ღმერთად აღიარებდა. მარჯვენა ხელში სიგარეტი მოექცია და აშკარა იყო, მოხდენილად ეწეოდა. ნატიფ თითებს უმშვენებდა ორ თითს შორის გაჩრილი ღერი და ტუჩებს შორის ისე ოსტატურად იქცევდა, ფილმიდან ამოჭრილ კადრს უფრო ჰგავდა ეს წუთები. ერთი სიტყვით, სრულყოფილი ქალი გახლდათ, რომელსაც, თითქოს, სადარდებელი არაფერი გააჩნდა. მარჯვნივ, პატარა მაგიდაზე ერთი ბოკალი თეთრი ღვინო იდგა ჭიქით და დროდადრო ნეტარებით იგრილებდა ყელს ნაკანი.
ბოლო დროს თავს შეუძლოდ გრძნობდა, ხშირად აწუხებდა თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება, გარე სამყაროს ეთიშებოდა რამდენიმე წუთით და მერე ისევ ბრუნდებოდა ცხადში. ამას თან დაერთო სხეულის მაღალი ტემპერატურა და ხშირი დაღლილობა. ეს ბოლო გასაკვირი იყო, რადგან ქალს საკმაოდ აქტიური ცხოვრება ჰქონდა და თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. ბოლო კვირების განმავლობაში სავარჯიშოდ გასულს გულის აჩქარება დაეწყო. უეცარი ცვლილება კი მის ხასიათში უფრო კარგად გამოიხატებოდა. მშვიდი ბუნების მქონე ნაკანისთვის უცხო იყო სტრესისკენ მიდრეკილება და უმნიშვნელო რამეზე გაღიზიანება, რასაც თვითონაც მარტივად ამჩნევდა.
კითხვაში გართული ქალი კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო. გაეღიმა, რადგან მიხვდა მხოლოდ ორი უახლოესი მეგობარი თუ ეწვეოდა ამ დროს. ფეხზე წამოდგა და კარი გააღო.
- მობრძანდით! თქვენ ხომ მხოლოდ ღამით გცალიათ ერთადერთი მეგობრისთვის. - საყვედური ერია ქალის ხმაში.
- ქეთი, კარგი, რა! ხომ იცი, რომ ათასი საქმის გამოძიება და შესწავლა მიწევს ერთ დღეში. წარმოგიდგენია, რა დღეში გყავს მეგობარი? - სოლიდურ სტილში გამოწყობილმა ნინო ონიანმა მაშინვე მოიშორა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, როგორც კი დივანზე მოთავსდა.
- შენმა ადვოკატობამ შეგვიწირა ყველა! ახალი საქმე არასდროს გელევა.
- მეც აქ ვარ, უნიჭიერესი პიანისტი, მომაქციეთ ყურადღება! - საუბარში ჩაეჭრა ლიკა ნიჟარაძე, რომელიც არანაკლებ წარმატებული გახლდათ სამეგობროდან.
- რას დალევთ?
- გვეკითხები კიდეც, ქეთი?! - შეშფოთებულმა მეგობრებმა ტონის აწევით იკითხეს.
- თქვენი ყავა, მოკლედ, რა. - წარბი ასწია ქეთიმ და სამზარეულოში გავიდა ყავის მოსადუღებლად.
მალევე დაბრუნდა უკან ფინჯნებით ხელში, თვითონ თავის სავარძელში მოთავსდა და თეთრი ღვინით ისევ შეავსო ბოკალი.
- იდეალური ხელი აქვს ამ ქალს, რა! - აღნიშნა ნინომ ცხელი ყავის მოსმის შემდეგ.
- ყველაფერი იდეალური აქვს, არა მარტო ხელი და იმიტომ ვერ მოიშორა ზოიძე კუდამოძუებული! - გაბრაზებულმა აღნიშნა ლიკამ უსიამოვნო ფაქტის გახსენების შემდეგ.
- ნიჟარაძე, მეგონა, მოვრჩით ამაზე კამათს! ათასჯერ გითხარი, არ გვაქვს სერიოზული ურთიერთობა. არაოფიციალურად ვერთობით და გაგვყავს დრო. რა არის ამაში ასეთი აღმაშფოთებელი, ნერვებს რომ იშლი ყოველთვის? - მობეზრებული ელაპარაკებოდა ქეთი მეგობარს და ერთი და იმავეს მერამდენედ უმეორებდა უკვე, აღარც იცოდა.
- არც მე მომწონს ეგ შენი ვახო. ცალტვინა ვინმე ჩანს.
- მაოცებს შენი მეტყველების კულტურა, ადვოკატო. - ჩაიქირქილა ქეთიმ ნინოს სიტყვებზე.
- კარგს არ მოგიტანს ეგ კაცი, მითქვამს მე! - კატეგორიულ ტონს ინარჩუნებდა ლიკა კვლავ.
- ვაიმე, გამოგველია სალაპარაკო ამის გარდა? - შეწუხებული ტონით თქვა ქეთიმ და უეცრად თავბრუსხვევა იგრძნო. სახე დაემანჭა ქალს და ღვინის ბოკალის დადება დროულად მოასწრო მაგიდაზე.
- ქეთი, რა დაგემართა?
- კარგად ხარ, ადამიანო?
შეშინებულები უცქერდნენ მეგობარს ნინო და ლიკა.
- კარგად ვარ, ძალიან გადავიღალე, ალბათ.
- გადამრევს ეს ქალი! ხვალვე წახვალ ექიმთან! - ბრძანების ტონით უთხრა ნინომ ნაკანს.
- ქეთი, უკვე მერამდენე დღეა გვეუბნები ამას? რატომ ჯიუტობ? ექიმთან აუცილებლად წახვალ ზედმეტი პასუხის გარეშე! - არ ნებდებოდა ლიკაც.
- თავს ვერ დავიხსნი თქვენგან, ხომ?
- ვერა! - ერთდროულად თქვეს მეგობრებმა.
- წავალ, ჰო.
- სახეც დაგეცვარა ოფლისგან, საგრძნობლად დაკლებულიც ხარ. ვერ გავიგე, რა გჭირს. ძალიან უცნაურია! - აშკარა იყო, დიდი ხანი აკვირდებოდა ნინო ნაკანს და გაცხარებული საუბრობდა.
- რაღაც საეჭვოდ გამოიყურები, რა. რა ხნის წინ გქონდათ შენ და ვახოს ურთიერთობა?
- არ მახსოვს, ლიკა. დღეებს კი არ ვინიშნავ, კაცო.
- არის შანსი რომ ორსულად იყო?
ჩაფიქრდა ნაკანი და მომენტალურად მუცელზე მიიდო ხელის მტევანი. ფიქრებმა გაიტაცა და მეგობრებმა ძლივს დააბრუნეს სააქაოს.
- შენ გეკითხებით, ქეთი. რას ჩაფიქრდი, გაგვეცი პასუხი. - ლიკა არ ნებდებოდა მეგობარს და გაწიწმატებული ესაუბრებოდა.
- არ ვიცი... - დაბნეულმა თქვა ნაკანმა. - ხვალ მივალ ექიმთან და გავიგებ, მაგრამ მგონია, გადაღლილობის ბრალია მაინც. თქვენ მაინც იცით, რამდენი საქმე მაქვს დღის განმავლობაში.
- აი, მე კი, მგონია, თავს ისულელებ ხოლმე!
- ლიკა, რატომ მცოფავ? ცხონებული დედაჩემი მადლობას გადაგიხდიდა მზრუნველობისთვის, დარწმუნებული ვარ.
- შენი იუმორი არ გაიშვა, ნაკანო! წავედი ერთი, რა, მეც კარგი მოცლილი ვარ. მალე კონცერტი მექნება ოპერაში, თითები მტკივა უკვე.
- ოჰ, ოჰ, რა დღეშია ჩვენი პიანისტი ლიკა. მე რაღა ვთქვა? ყველა იდიოტი დამნაშავე ჩემი გადასარჩენი უნდა იყოს. - არც ნინო ჩამორჩა მეგობარს.
- მიყვარხართ, გოგონებო!
ზრდასრული ქალები იყვნენ სამივე, მაგრამ ბავშვურ კინკლაობას მაინც ყოველთვის ინარჩუნებდნენ. სწორედ ეს უყვარდა ქეთის ყველაზე მეტად მეგობრებში და მოულოდნელ დროს თავისებურად გამოხატავდა სიყვარულს.
- ჩვენც, ჩვენო დიდებულო მწერალო. - ჩაიფხუკუნა ლიკამ.
- მისმინე, მართლა, ხურციას ვუთხრა გინდა და ჩაგწერო ხვალინდელი ვიზიტისთვის? - ნინომ გაიხსენა თავისი ნაცნობი ექიმი.
- ეგ დავით ხურციაზე ამბობ? თუ ღმერთი გწამს, რა, ნინო!
- ვალშია ჩემთან, შვილი დავუხსენი სასამართლოსგან. რა გინდა, ადამიანო, როგორ არავინ მოგწონს?
- ექიმს მაინც რა მნიშვნელობა აქვს? თან ძალიან სიმპათიურია, მახსოვს. - ჩაფიქრებულმა ლიკამ მეხსიერებაში აღიდგინა ხურცია და გაეღიმა.
- არ მომწონს თქვენი ეშმაკური ხრიკები მე, იცოდეთ! - წარბის აწევით გასცა პასუხი ქეთიმ მეგობრებს.
- დამთავრდა, რა! ჩაგწერ ხურციასთან, მოეწონე მაგას ერთ-ერთ წვეულებაზე, გახსოვს?
- ოღონდ ახლა შემეშვით და დამასვენეთ! ჯანდაბას, ჩამწერე მაგასთან, ნინო. - მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა კამათს მეგობრებთან და დანებდა ქეთი.
მალევე წამოდგნენ გოგონები და გააცილა მასპინძელმა. მისაღებ ოთახს ცოტა ხელი შეავლო და საძინებელში გაემართა თვითონ.
საწოლზე წამოწვა ემბრიონის ფორმაში და ხელი მუცელზე ჰქონდა მოთავსებული. ფიქრობდა, თუ მართლა ორსულად იყო, რა უნდა ექნა. ამაზე ხომ ყოველთვის ოცნებობდა. თუმცა, დიდად არ სიამოვნებდა, რომ ვახო ზოიძის შვილი ჰყოლოდა მუცელში, შესაძლოა. არაფერს გრძნობდა მის მიმართ და ამიტომაც არ სურდა რაიმე მომავლის კავშირი ყოფილიყო მათ შორის, მაგრამ, როცა პატარა არსებაზე ფიქრობდა, სიამოვნება ესახებოდა სახეზე.
მთელი ღამე მოუსვენრად იყო საწოლში, აქეთ-იქით ტრიალებდა და შეწუხებულს ეძინა. დილით სრულიად გაოფლილმა გაიღვიძა. აქამდე ამას არასდროს შეუწუხებია.
წესისამებრ, გასვლამდე წყლის გადავლება გადაწყვიტა და ცოტა ხანი წყლის ქვეშ ინებივრა. პირსახოცშემოხვეული იდგა სარკის წინ და თავის სხეულს აკვირდებოდა. თვითონაც შეამჩნია, როგორ დასუსტებულიყო, მაგრამ წონას ისედაც არასდროს შეუწუხებია. ახლა კი, შეუსაბამოდ გამხდარი ეჩვენა თავი. ფიქრებიდან ნინოს ზარმა გამოაფხიზლა.
- დილამშვიდობის, ქეთო. - გაეღიმა მეგობრის თბილ მიმართვაზე. - ხურცია გელოდება თორმეტ საათზე, ჩაიწერე მისამართი. - იქვე დადებული ფურცელი და კალამი მოიმარჯვა და მისამართი ჩაინიშნა. - გამაგებინე ამბავი, როგორ იქნები, ლიკაც გელოდება.
- კარგი, ნინო, მადლობა!
გაუთიშა მეგობარს და მომზადებას შეუდგა.
სახლიდან რომ გამოვიდა, როგორც ყოველთვის, ხარბი მზერები ისევ ვერ აირიდა და მანქანისკენ გასწია სწრაფი ნაბიჯებით.
ზუსტად თორმეტი საათი იყო უკვე, კლინიკაში რომ მივიდა. დავით ხურციას კაბინეტი იკითხა და მაშინვე იქითკენ გასწია. კარზე დააკაკუნა და როცა ნებართვა მოესმა, შიგნით შევიდა.
- გამარჯობა, ქეთი ნაკანი ვარ, ნინო ონიანი მოგახსენებდათ ჩემს შესახებ. - ხელი გაუწოდა თავაზიანად ექიმს და მისალმების შემდეგ იქვე ჩამოჯდა.
- თქვენი სახელი და გვარი ისედაც ცნობილი იყო ჩემთვის. მიხარია, რომ გხედავთ. არაჩვეულებრივად გამოიყურებით!
ქეთი მიუხვდა კაცს ქვეტექსტს, მაგრამ თავი აარიდა და მხოლოდ მკრთალი ღიმილით უპასუხა მადლობის ნიშნად.
- აბა, რამ შეგაწუხათ? მომიყევით.
ქეთიმ დამახასიათებელი სიმპტომები მოუყვა ექიმს და ხურციამ მაშინვე გინეკოლოგთან გადაამისამართა, თვითონაც უკან გაჰყვა პატივისცემის ნიშნად.
- ექოსკოპია აუცილებლად უნდა გადაიღოთ. სავარაუდოდ, ორსულად იქნებით, თუ გადავხედავთ თქვენს სიმპტომებს. - გზაში უხსნიდა კაცი. - სანერვიულო არაფერი გაქვთ, ნუ შფოთავთ. მე კი, მეგონა, ბევრი დატვირთვის ბრალი იყო, დამამშვიდებელი მედიკამენტები გჭირდებოდათ და ამიტომ მომმართა ნინომ. - დავითმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სურდა უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონოდა ნაკანთან პირადი ექიმის სახით.
ურიგოდ შევიდა ქეთი გინეკოლოგთან ხურციას დახმარებით. წვრილ საწოლზე განთავსდა.
ექოსკოპიის გადაღებისას გინეკოლოგის სახეზე უსიამოვნო გამომეტყველებას ამჩნევდა ქეთი და შიში იპყრობდა ქალს. გულდასმით ათვალიერებდა ექიმი და ხურციაც იქვე იდგა.
- ქალბატონო ქეთი, თქვენ ექვსი კვირის ორსული ხართ, წესით, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაყოფი ორი კვირის მკვდარია. მიზეზის გასარკვევად აუცილებელია ანალიზები გაიკეთოთ, ამ ანალიზებს ყველა ორსული იტარებს საფრთხის დასაწყისშივე თავიდან ასაცილებლად.
ექიმის სიტყვების შემდეგ ქეთი ერთიანად მოწყდა. დაკარგა ყოველგვარი შეგრძნება რეალობისა და ზღვა ტკივილი იგრძნო სხეულში. ინანა, რომ ამდენი კვირა ტყუილად იცდიდა და ექიმთან არ მივიდა. თავზარდაცემულ ქალს თვალებში ცრემლები ჩაუდგა, მაგრამ თავის შეკავებას მაქსიმალურად ცდილობდა სხვების დასანახად. შეძულდა თავი და ირგვლივ ყველა და ყოველივე. სამყაროსადმი უსამართლობის გრძნობამ შეიპყრო, მაგრამ გულზე მარწუხებმოჭერილი საკუთარ თავს ადანაშაულებდა ყველაფერში დაგვიანებული რეაგირების გამო. როგორ აქამდე ვერ მიხვდა ვერაფერს - ფიქრობდა ჩუმად ქალი და რამდენიმე წუთი უძრავად იწვა. არაფერი არ ესმოდა. მხოლოდ საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა და ქვითინი სურდა, ერთი შეხედვით, უძლიერეს ქალს.
- ქალბატონო ქეთი, კარგად ხართ? - ხურცია მხარზე ხელით შეეხო ქალს და მომენტალურად გონს მოვიდა ნაკანიც.
გასწორდა მაშინვე, ცრემლები გადაყლაპა და ფეხზე მხრებმოკუნტული წამოდგა.
- დიახ, დიახ, ნორმალურად ვარ. - ანერვიულებული ხმით გასცა პასუხი ქალმა და ერთ წერტილს უძრავად მიაჩერდა. როგორ ტკივილზე არ დაუწერია თავად და მისი პერსონაჟი ქალები ათასი რამის გადამტანები ყოფილან, მაგრამ მხოლოდ ახლა იგრძნო ის მწუხარება, რომელიც თავის ერთ-ერთ პერსონაჟს დაუკავშირა მსგავსი ისტორიით. წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
- დროა, ანალიზები ავიღოთ.
- დიახ, რა თქმა უნდა. - დაპროგრამებულივით სცემდა პასუხს ნაკანი. სურდა, ვინმე ჰყოლოდა გვერდით გამამხნევებლად. - ორ წუთს ვითხოვ, ტელეფონზე დავრეკავ. - ოთახიდან გამოვიდა და მაშინვე ნინოს გადაურეკა. - ნინ, მოდი, ძალიან მჭირდება შენი თანადგომა ახლა. ლიკასაც დაურეკე, რა. მინდა, გვერდით მყავდეთ. - მეგობრის პასუხს არ დალოდებია, აკანკალებული ხმით სწრაფად უთხრა სათქმელი და ისევ ექიმთან დაბრუნდა.
ანალიზები აიღო და სუფთა ჰაერზე ეზოში იჯდა, როცა ორივე მეგობარი შემოვიდა მანქანით პარკინგზე. პირველად დაინახეს ქეთი ნაკანი მეგობრებმა გარეთ ასეთი თავზარდაცემული და აქეთ-იქიდან მოუსხდნენ ქალს.
- ქეთ, რა დაგემართა, არ მოგვიყვები? - დამწუხრებული ხმით იკითხა ნინომ.
- ჩემი შვილი მკვდარია. - მხოლოდ სამი სიტყვა თქვა ნაკანმა და მეგობრემა ერთმანეთს გაკვირვებით გახედეს. ხმა ჩაუვარდათ და რომ ვერაფერი გასცეს პასუხი, ძლიერად მოეხვივნენ სამივე ერთმანეთს.
- ეს როგორ მოხდა? ან რატომ გააჭიანურე ამდენ ხანს ექიმთან მოსვლა, თუ ატყობდი თავს, რომ რაღაც გჭირდა? - დაბნეულმა ამოილაპარაკა ლიკამ და ქეთის მხარზე ხელს თბილად უსვამდა გამამხნევებლად.
- სულელი ვარ! გავბრიყვდი! არ მივაქციე ყურადღება და ჩემი ბრალია.
- საკუთარი სიჯიუტის მსხვერპლი გახდი! - საყვედური არ დააკლო ნინომაც.
- ძალიან მჭირდებით! გავგიჟდები, მგონი.
- ახლა რას ელოდები? რა უნდა ქნა? რა თქვა ექიმმა? - კითხვები ერთმანეთს მიაყარა ლიკამ.
- ანალიზის პასუხს ველოდები და საბოლოო დასკვნას ექიმი მეტყვის. მანამდე რომ არ მოსულიყავით, გავაფრენდი, ალბათ. - ხელები უკანკალებდა ნაკანს, მაგრამ ცრემლების შეკავებას მაინც ცდილობდა, რათა სხვებს არ დაენახათ. არ უნდოდა ამ ამბის გახმაურება. ისედაც დიდ ტკივილს გრძნობდა ქალი.
- ზოიძეს არ უნდა უთხრა?
- რა დროს ეგაა, ლიკა! კარგი, რა!
- როდის იქნება ანალიზის პასუხი?
- სამ საათზე. იმედია, უფრო უარესს არ გავიგებ რამეს კიდევ. - საკუთარ უსუსურობას ცხადად გრძნობდა ქალი და პირველად განიცდიდა ასეთ უმოქმედობას, როცა არაფრის გაკეთება შეეძლო და ვეღარაფერს გამოასწორებდა.
- არ ინერვიულო, ქეთო, ეცადე თავი ხელში აიყვანო.
- ჩვენ შენ გვერდით ვართ, ქეთო.
ამხნევებდნენ მეგობრები ნაკანს, მაგრამ არაფერი ესმოდა ქალს. მხოლოდ ექიმის სიტყვები რადიოსავით უმეორდებოდა გონებაში და ყურებდაგუბული იჯდა. სითბოს კი გრძნობდა სხეულში მეგობრების სიახლოვით გამოწვეულს.
სამივე გარეთ ისხდნენ. ქეთი წამდაუწუმ უყურებდა მაჯას და წუთებს ითვლიდა ანალიზის პასუხამდე.
სამ საათზე ყველა გინეკოლოგის კაბინეტში ისხდნენ ნებართვით და ნაკანს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ განაჩენს ელოდა ახლა.
- ქალბატონო ქეთი, თქვენი ლაბორატორიული კვლევები და ექოსკოპიის ფურცელიც აქ მაქვს. ანალიზებმა აჩვენა, რომ თქვენ აივინფექცია შიდსით ხართ ინფიცირებული.
კიდევ ერთი ნგრევა იგრძნო ქალმა სხეულს შიგნით და საყრდენი ხერხემლის თითოეული მალა კრისტალებად დაეშალა - გრძნობდა. შეუძლებელი იყო იმის გადმოცემა, რასაც გრძნობდა ნაკანი და გული ერეოდა ამდენი სისასტიკისგან უკვე.
- აუცილებელია ნაყოფის მოშორება, რაც ჩემს კომპეტენციაში შედის და რადგან ნაყოფი ოთხი კვირის დარჩა, ფაქტობრივად, შესაძლებელია წამლებით მოხდეს ეს და არ დაგჭირდებათ სხვა ქირურგიული ჩარევა. არ ღირს ამ საქმის გაჭიანურება და მე დაგიწერთ დანიშნულებას. დღეიდანვე უნდა დაიწყოთ წამლების მიღება, რათა სისხლი არ მოგეშხამოთ, ან სხვა რისკები არ გამოიწვიოს ამან. რაც შეეხება თქვენს ინფექციას, ამისთვის უნდა მიმართოთ კლინიკას „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი“, სადაც ჩაგიტარებენ შესაბამის მკურნალობას. გეყოლებათ კერძო ინფექციონისტი და იქნებით დისპანსერულ განყოფილებაში მისი მეთვალყურეობის ქვეშ. უმჯობესი იქნება, თუ ახლავე მიმართავთ კლინიკას.
ქეთიმ და გოგონებმა ექიმის მოცემული დანიშნულების შემდეგ დატოვეს კაბინეტი. ძალაწართმეული ქალი მეგობრებს მხნედ ეჭირათ და ცდილობდნენ, თავიანთი მწუხარება არ დაემატებინათ ნაკანისთვის, მაგრამ თანაგრძნობას ნამდვილად გამოხატავდნენ.
დავით ხურციას ხმამ შეაყოვნა გოგონები და არც ერთს ესიამოვნა უდროო დროს კაცის გამოჩენა. ზრდილობიანად აუხსნეს მათ ქეთის მდგომარეობა და მალევე დატოვეს შენობა.
- ქეთო, დატოვე აქ მანქანა და წავიდეთ იმ კლინიკაში, თუ შეძლებ ტარებას? - მშვიდად ჰკითხა მეგობარს ნინომ.
- დავჯდები თვითონ, თქვენ დაბრუნდით სამსახურში, მივალ მარტო ექიმთან. - თავს ძალას ატანდა ნაკანი და ინარჩუნებდა სიძლიერეს საშუალოდ მაინც. იცოდა, მხნედ უნდა ყოფილიყო და ამისთვისაც გაეძლო, როგორც აქამდე გაუძლო ყველა ტკივილს ცხოვრებაში.
- ჩვენი საამაყო გოგო ხარ შენ! - ერთხმად შესძახეს მეგობრებმა და სცადეს ქეთის შეგულიანება.
ნაკანს გაეღიმა მათ მცდელობაზე და გული სითბოთი აევსო. იგრძნო, ჰყავდა გვერდით გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც ყველაფრის გადატანაში დაეხმარებოდნენ.
- დაუბრუნდით სამსახურებს, ჩემზე არ იდარდოთ, შემომიარეთ საღამოს.
დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ გაისტუმრა ქალმა მეგობრები და თავი ისევ მარტოდ დაიგულა. იმდენად უნდოდა სიმშვიდე და საკუთარ თავთან განმარტოება, საკუთარი მეგობრებიც კი გაანაწყენა ამის გამო, მაგრამ იცოდა, იცნობდნენ ისინი მის ხასიათს და მაინც გადაუვლიდათ ეს მცირე ხნიანი გაბრაზება.
მანქანაში მოთავსდა, ხელები საჭეზე ეწყო და ჩაფიქრებული იჯდა. ყველაფერი უცებ თავსდამტყდარი ტორნადოსავით უტრიალებდა გონებაში. ბოლოს მაინც ვერ მოითმინა სხეულს შიგნით ჩაკეტვა და რამდენიმე ცრემლი გადმოუგორდა, სახე დაენამა. ვახო ზოიძეზე ფიქრები ჭამდა და უნდოდა, რაც შეიძლებოდა მალე დალაპარაკებოდა და აეხსნა ყველაფერი კაცისთვის. აცნობიერებდა, რომ, რაც ხდებოდა, ზოიძე იყო თავი, მაგრამ არ ადანაშაულებდა მას. უჩვეულო იყო ქეთის ხასიათისთვის მსგავსი ქმედება.
გული რომ დაიმშვიდა, ცენტრისკენ გაემართა.
საათანხევარზე მეტი მოუწია ცდა და საბოლოოდ შევიდა ექიმთან. თავიდან აუღეს ანალიზები, რომელთა პასუხი უფრო მალე მიიღეს, რადგან ამ ცენტრში ამერიკიდან შემოტანილი ახალთახალი აღჭურვილობები ჰქონდათ. სანდო კლინიკა იყო, რასაც ადასტურებდა გაუმჯობესებული პაციენტების სიმრავლეც. სწორედ ამიტომ, ქეთის ეჭვიც არ შეჰპარვია ისე ენდო ახლადდანიშნულ პირად ექიმს, რომელიც სათნო ქალი აღმოჩნდა და ძალიან ესიამოვნა მასთან საუბარი.
- ქალბატონო ქეთი, თქვენი შემოქმედების მოყვარული კი გახლავართ და ამაზე ვისაუბროთ შედარებით თავისუფალ დროს. ახლა კი, გადავიდეთ კონკრეტულ თერაპიაზე. თავიდან რომ დაგინახეთ, შევამჩნიე, შეშინებული იყავით და მინდა გითხრათ, რომ ეს აივინფექცია თქვენი განაჩენი არ არის, მით უმეტეს, ამ ეპოქაში, როცა ყოველდღე ახალი მეცნიერული კვლევები ტარდება და კარგი შედეგებიც გვაქვს, თუ მოიძიებთ ინტერნეტში. თუმცა, შემიძლია, მეც დაგამშვიდოთ, რადგან ეს არ არის საშიში რამდენადაც შესაძლებელია ინფექციის სხეულს შიგნით „ჩახშობა“, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად, არავითარი გადადების რისკი არ იარსებებს, მაგრამ მოგიწევთ მუდმივად მიიღოთ წამლები, რადგან საბოლოოდ მაინც არ იკურნება შიდსი. თქვენ ჩაგიტარდათ ორგანიზმის გამოკვლევის ფართო პანელი და შევისწავლეთ სისხლში ვირუსული დატვირთვა. რა თქმა უნდა, ყველა პაციენტს თავისი კონკრეტული თერაპია აქვს, როგორც თქვენ გექნებათ დღეიდან. მოგიწევთ ყოველთვიურად მოხვიდეთ ცენტრში პრეპარატების წასაღებად. კვლავ ჩაგიტარდებათ ლაბოლატორიული ანალიზები და მე მივხვდები, რამდენად სწორად იცავთ თქვენ ჩემს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და თუ არღვევთ თერაპიის რეჟიმს. მოკლედ, დროდადრო უფრო მარტივი გახდება თქვენთვის ჩვენი თანამშრომლობა, პირობას გაძლევთ. არ შეშინდეთ, გთხოვთ და ეცადეთ, მაქსიმალური სიზუსტით დაიცვათ ყველაფერი, რასაც ახლა დაგიწერთ.
ქეთი ყურადღებით უსმენდა ექიმს და ყოველგვარი დაძაბულობა მოეხსნა მისი მონოლოგის შემდეგ. სიმძიმე მხრებიდან ძირს ჩამოყარა და თვითონაც უღიმოდა შუახნის ქალს, რომელიც მთელი გულით ცდილობდა პაციენტის დახმარებას. თვალს არ აშორებდა მის ნაკვთებს ნაკანი, როცა დანიშნულებას წერდა და მისგან დედობრივ სითბოს უცნაურად გრძნობდა. მიხვდა, ძალიან აკლდა დედა ამ ხნის განმავლობაში.
- ეს არის თქვენი დანიშნულება, სადაც ზუსტად წერია რომელი პრეპარატი რა დროს უნდა მიიღოთ და კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თქვენს თავს! - ფურცელი მიაწოდა ექიმმა და ქეთიმ თავი მადლობის ნიშნად დაუკრა.
- ახლა კი, მოგაწვდით პრეპარატებს. სპეციალურ ოთახში გვაქვს განთავსებული ტემპერატურის შენახვის მიზნით, გთხოვთ, წამოხვიდეთ.
- დიახ, გმადლობთ გულისხმიერებისთვის! - მაშინვე წამოდგა სავარძლიდან და ექიმს უკან გაჰყვა.
ყველა პრეპარატის აღების შემდეგ კი, დაემშვიდობა მას.
- აბა, თქვენ იცით, ქეთი! გელოდებით უკეთესობით!
- დიდი მადლობა! დაგიკავშირდებით, თუ რაიმე პრობლემა იქნება. ნამდვილად მიხარია, რომ თქვენ ხართ ჩემი ექიმი! - ეცადა გულწრფელი ყოფილიყო ნაკანი და გამოუვიდა კიდეც. თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
სუფთა ჰაერზე რომ გამოვიდა, რამდენჯერმე ჩაისუნთქა და მანქანაში მოთავსდა. მიხვდა, ხვალ უფრო მძიმე დღე ელოდა, რადგან ზოიძე უნდა მოენახულებინა და ყოველივე ეამბო. თუმცა, ქალის გულს სიმძიმე მაინც არ მოშორებოდა და სევდით შეპყრობილიყო.



№1  offline მოდერი ანე ლაშხი

ანუ, ხალხო, ვორდის ცხრა გვერდია თერთმეტი სილფაენით და ორიათას ხუთას ორმოცდაათი სიტყვა. უეჭველად უნდა წაიკითხოთ, რა! :დ ♥️

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ზალიან კარგიბდასაწყისიაა. პერსონაჟის დახასიატებწბისგან თავს შევიკქვებ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

 


№3  offline მოდერი ანე ლაშხი

Qeti qimucadze
ზალიან კარგიბდასაწყისიაა. პერსონაჟის დახასიატებწბისგან თავს შევიკქვებ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

ძალიან კარგად განვითარდება, შეგიძლია მენდო. უხ, ისე მიხარია მკითხველი, უღრმესი, უტკბილესი, უთბილესი და მზე მადლობა! ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის ასეთი სიტყვები! ბოლომდე თუ არ წამომყვებით, მეწყინება. :დ ♥️

 


№4 სტუმარი 123

საინტერესო ჩანს.მომწონს შენი წერის კულტურა.მომწონს ის,რომ ბანალური ისტორია არ არის და რაც მთავარია რეალისტურია.ასე გააგრძელე❤️

საინტერესო ჩანს.მომწონს შენი წერის კულტურა.მომწონს ის,რომ ბანალური ისტორია არ არის და რაც მთავარია რეალისტურია.ასე გააგრძელე❤️

 


№5  offline მოდერი ანე ლაშხი

123
საინტერესო ჩანს.მომწონს შენი წერის კულტურა.მომწონს ის,რომ ბანალური ისტორია არ არის და რაც მთავარია რეალისტურია.ასე გააგრძელე❤️

საინტერესო ჩანს.მომწონს შენი წერის კულტურა.მომწონს ის,რომ ბანალური ისტორია არ არის და რაც მთავარია რეალისტურია.ასე გააგრძელე❤️

ცაო, დამსეტყვე, რა იქნება!!!
ღმერთო, ოღონდაც არ მეჩვენებოდეს ახლა ეგ სიტყვები და ისე გავთბიიი, რომელი ღუმელი მჯობია ახლა მე? მე შენი სიტყვები მომწონს! მადლობა, მადლობა, მადლობა! ♥️♥️♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი ლია

დასრულებას დაველოდები ვერ ვკითხულობ ეს ცოტას რო დავიწყებ კითხვას თუარ დავამთავრე მალე ცუდად ვარ ამიტო სათაური მიმზიდველია და დაველოდები დასასრულს????????❤❤წარმატებები

 


№7  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი ლია
დასრულებას დაველოდები ვერ ვკითხულობ ეს ცოტას რო დავიწყებ კითხვას თუარ დავამთავრე მალე ცუდად ვარ ამიტო სათაური მიმზიდველია და დაველოდები დასასრულს????????❤❤წარმატებები

დიდი მადლობა, ლია, რომ ახლაც არ დაიზარე კომენტარის დაწერა. აუცილებლად დამიტოვეთ ბოლოს შეფასება, როცა დავასრულებ ისტორიას! მანამდე ჯერ კიდევ არის დრო. ♥️♥️♥️

 


№8  offline წევრი აბაშიძე

ანე.

ისეთმა გაკრეჭილმა დავიწყე კითხვა მეგონა ბოლო წერტილამდე მეყოფოდა მაგრამ ისე მარტივად ჩამოირეცხა მოვითხოვ მალე დამიბრიუნო.

საინტერესო დასაწყისია ძვირფასო.

ძალიან მომწონხარ.

უნდა გაგიცნო!

ჩემს ტიპიურ კომენტარს ვერ ვწერ ჯერ-ჯერობით მაგრამ დამახრჩე ემოციებში და მიიღებ.

მომეწონა მაგრამ აი როგორი იყო იცი?
ზედმეტად ოფიციალური.
არ ვიცი როგორ აგიხსნა.
მიხვდები იმედია.

მომეჩვენა რომ სასურველზე შირად იყენებ სახელებს მაგრამ გამოსწორებადია ალბათ.

დიდი მუხტი მოიტანე იმ პოსტით და აასე განაგრძე.

ერთი კვირაა არაფერი წამიკითხავს და "მაიძულე" ფაქტიურად.

იძულება აღარ დამჭირდება ჩემით გიპოვი აწი.

მოლოდინები მაქ და არ გამაწბილო.

შენ მომეცი საშუალება კატეგორიული ვიყო ხო და მიიღე.

შეგიყვარდები თუ იქნები ძალიან მაგარი.
მეც თავისთავად.

შემდეგამდე.

 


№9  offline მოდერი ანე ლაშხი

აბაშიძე
ანე.

ისეთმა გაკრეჭილმა დავიწყე კითხვა მეგონა ბოლო წერტილამდე მეყოფოდა მაგრამ ისე მარტივად ჩამოირეცხა მოვითხოვ მალე დამიბრიუნო.

საინტერესო დასაწყისია ძვირფასო.

ძალიან მომწონხარ.

უნდა გაგიცნო!

ჩემს ტიპიურ კომენტარს ვერ ვწერ ჯერ-ჯერობით მაგრამ დამახრჩე ემოციებში და მიიღებ.

მომეწონა მაგრამ აი როგორი იყო იცი?
ზედმეტად ოფიციალური.
არ ვიცი როგორ აგიხსნა.
მიხვდები იმედია.

მომეჩვენა რომ სასურველზე შირად იყენებ სახელებს მაგრამ გამოსწორებადია ალბათ.

დიდი მუხტი მოიტანე იმ პოსტით და აასე განაგრძე.

ერთი კვირაა არაფერი წამიკითხავს და "მაიძულე" ფაქტიურად.

იძულება აღარ დამჭირდება ჩემით გიპოვი აწი.

მოლოდინები მაქ და არ გამაწბილო.

შენ მომეცი საშუალება კატეგორიული ვიყო ხო და მიიღე.

შეგიყვარდები თუ იქნები ძალიან მაგარი.
მეც თავისთავად.

შემდეგამდე.


აი, მესმის კომენტარი და ახლა მივხვდი, რატომაც დამიწერე იქ ისე. ცოტა ძალიან კმაყოფილი სახით ვზივარ და თითები მექავება პასუხის წერისას, რაღაცნაირი აზარტულია, რა. მიყვარს ხმაური და დაძაბულობა, ექშენი! :დდ
პირობას ვდებ, აუცილებლად მოგეწონები, მაგრამ ცხრა გვერდი არც ისე ცოტაა ჩემნაირი ენაგრძელი მოზარმაცოსთვის და ვეცდები, მოკლე დროში ისევ მოგიყვანო აქ წასაკითხად და ვისიამოვნო შენი კომენტარით.
მადისაღმძვრელი სიტყვები იყო, ვაღიარე, ცოტა ავწითლდი! მადლობა, ქეთი, ქეთო, როგორც ნინო იტყოდა.
ვი მით ეგეინ. ♥️♥️♥️

 


№10 სტუმარი სტუმარი ქეთო

რა კარგი გოგო გიპოვე. დახვეწილი და საინტერესო ავტორი ჩანხარ. ისტორიამ შემძრა და თან ძალიან დამაინტერესა. გელოდები ახალი თავით, მე ბოლომდე მოგყვები.

 


№11  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი ქეთო
რა კარგი გოგო გიპოვე. დახვეწილი და საინტერესო ავტორი ჩანხარ. ისტორიამ შემძრა და თან ძალიან დამაინტერესა. გელოდები ახალი თავით, მე ბოლომდე მოგყვები.

უუუჰ, მალე ავფეთქდები მიძინებული ვულკანივით და ჩემს ცხელ ემოციებს გადმოგაფრქვევ. მომწონს შენი სახელი ძალიან, მინდა გითხრა! მიხარია რომ აქ ხარ, რომ მკითხულობ, რომ მიტოვებ შეფასებას და რომ რომ რომ, რიავიცი. ძალიან ბევრ სითბოს გიგზავნი უკან. ♥️♥️♥️

 


№12 სტუმარი სტუმარი ლია

ანე ლაშხი
სტუმარი ლია
დასრულებას დაველოდები ვერ ვკითხულობ ეს ცოტას რო დავიწყებ კითხვას თუარ დავამთავრე მალე ცუდად ვარ ამიტო სათაური მიმზიდველია და დაველოდები დასასრულს????????❤❤წარმატებები

დიდი მადლობა, ლია, რომ ახლაც არ დაიზარე კომენტარის დაწერა. აუცილებლად დამიტოვეთ ბოლოს შეფასება, როცა დავასრულებ ისტორიას! მანამდე ჯერ კიდევ არის დრო. ♥️♥️♥️

მალე დაგვიდე ახალი თავები????????❤❤კარგია ნამდვილად ზოგადად ასეთ თემებზე მეტი თუ დაიწერება კარგია ერთიც ოღონდაც ცუდი დასასრული არ გაბედო????????????აპა წარმატებები❤❤❤

 


№13  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი ლია
ანე ლაშხი
სტუმარი ლია
დასრულებას დაველოდები ვერ ვკითხულობ ეს ცოტას რო დავიწყებ კითხვას თუარ დავამთავრე მალე ცუდად ვარ ამიტო სათაური მიმზიდველია და დაველოდები დასასრულს????????❤❤წარმატებები

დიდი მადლობა, ლია, რომ ახლაც არ დაიზარე კომენტარის დაწერა. აუცილებლად დამიტოვეთ ბოლოს შეფასება, როცა დავასრულებ ისტორიას! მანამდე ჯერ კიდევ არის დრო. ♥️♥️♥️

მალე დაგვიდე ახალი თავები????????❤❤კარგია ნამდვილად ზოგადად ასეთ თემებზე მეტი თუ დაიწერება კარგია ერთიც ოღონდაც ცუდი დასასრული არ გაბედო????????????აპა წარმატებები❤❤❤

აუ, აუ, აუ!!! თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი, მაგრამ მეც არ ვიცი რა იქნება. მთავარია, მსოფლიოში იყოს მშვიდობა და თქვენ იყოთ კარგად. :დ
მადლობა და მადლობა!!! ♥️♥️♥️♥️

სულ ეგა ხართ, ხალხო? ეპოქის გვირგვინი უნდა დავიდგა - მეთქი და ვაზაააპ, რას მიკეთებთ?
წამიკითხეთ, პლიიიიზ!!! გენიოსს გაიცნობთ ჩემი სახით, ფრომის! :დ ♥️♥️♥️♥️

 


№14  offline წევრი კეტი

ღმერთო ჩემო ჯერ პორველი თავია და ისე დავიტვირთე ემოციებით რომ არ ვიცი ყოჩაღ ! ძალიან მაგარია ველოდები მთელი გულით შემდეგ თავს

 


№15  offline მოდერი ანე ლაშხი

კეტი
ღმერთო ჩემო ჯერ პორველი თავია და ისე დავიტვირთე ემოციებით რომ არ ვიცი ყოჩაღ ! ძალიან მაგარია ველოდები მთელი გულით შემდეგ თავს

შენმა რამდენიმე წინადადებამ მე ამავსო ემოციებით და ვუალა, შევიფერე ეგ ყოჩაღ-ი! შევეცდები, მალე იყოს. მადლობა!!! ♥️♥️♥️♥️♥️

 


№16  offline მოდერი Lilian Clark

მომწონს ქეთი. როგორი გაწონასწორებული ტიპი ჩანს. ღირსეულად შეხვდა ცხოვრებისგან მოვარდნილ პრობლემებს. მისი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, პანიკაში არ ვარდება, მოქმედებაზე გადადის და ასეთი ქალები სავარაუდოდ სიკვდილსაც ღირსეულად შეხვდებიან. მოუთმენლად გელოდები, ვფიქრობ, მთავარი პერსონაჟი იმედებს არ გამიცრუებს.

 


№17  offline მოდერი ანე ლაშხი

Lilian Clark
მომწონს ქეთი. როგორი გაწონასწორებული ტიპი ჩანს. ღირსეულად შეხვდა ცხოვრებისგან მოვარდნილ პრობლემებს. მისი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, პანიკაში არ ვარდება, მოქმედებაზე გადადის და ასეთი ქალები სავარაუდოდ სიკვდილსაც ღირსეულად შეხვდებიან. მოუთმენლად გელოდები, ვფიქრობ, მთავარი პერსონაჟი იმედებს არ გამიცრუებს.

ლილიან, რა ლამაზი სახელი გქვია ჩემი არ იყოს, თავდაჯერებული უნდა იყო შენც აუცილებლად და თავხედი!!! :დდ
ძაან კაი შეფასება გამოაცხვე, მომწონს და ნუ მომიკალი ქალი, ჯერ ყველაფერი წინ აქვს. ჩემი ჟანა დარკია ეგა. :დდ მადლობა, საყვარელო! ♥️♥️♥️♥️

 


№18 სტუმარი სტუმარი ქეთო

თქვენ ორნი: ანე ლაშხი და Lilian Clark, დღევანდელი ჩემი აღმოჩენა ხართ. თან ინტუიცია მაქვს ძალიან კარგი:დდ ვგრძნობ ამ ორი ისტორიით გამაბედნიერებთ და გამაგიჟებთ❣️❣️

 


№19  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი ქეთო
თქვენ ორნი: ანე ლაშხი და Lilian Clark, დღევანდელი ჩემი აღმოჩენა ხართ. თან ინტუიცია მაქვს ძალიან კარგი:დდ ვგრძნობ ამ ორი ისტორიით გამაბედნიერებთ და გამაგიჟებთ❣️❣️

აუუუუ, ეგრე აღარ გააკეთო, მე ვარ ერთადერთი და გამორჩეული, რა!!! :დდდდ მაგრამ ისე კი გამიხარდა, თენქ იუ, დარლინგ! ვეცდები, მოგეწონოს. ♥️♥️♥️

 


№20 სტუმარი სტუმარი ლიკა

გადმოვედი შენს გვერდზე იმ იმედით რომ გექნებოდა კიდე რამე ისტორია და წავიკითხავდი თუმცა გული დამწყდა რომ მხოლოდ ამ ისტორიის ერთი თავი დევს. არადა ისე კარგად წერ და ისეთი კარგი,საინტერესო ჩანხარ ❤️ არ შეწყვიტო წერა გააგრძელე! ❤️

 


№21  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი ლიკა
გადმოვედი შენს გვერდზე იმ იმედით რომ გექნებოდა კიდე რამე ისტორია და წავიკითხავდი თუმცა გული დამწყდა რომ მხოლოდ ამ ისტორიის ერთი თავი დევს. არადა ისე კარგად წერ და ისეთი კარგი,საინტერესო ჩანხარ ❤️ არ შეწყვიტო წერა გააგრძელე! ❤️

ლიკა, რომელი საათია და მე ახლა ნეტარებით ვკითხულობ შენს კომენტარს. ისე გამათბე ამ შუაღამისას და გამახარე, ცოტა დასევდიანებული კი ვიყავი. ახალი ვარ და ახლა დავიწყე, ამიტომ ჯერ-ჯერობით ვერაფერს იპოვიდი. მიხარია, რომ აქ ხარ და მადლობა და მადლობა!!! ♥️♥️♥️♥️

 


სახელმა ლიკამ, დამატყვევა:დდდ მომწონს დასაწყისი, შინაარსობრივად ძალიან ღრმა და ჩემთვის ემოციურად მსუყეა...ერთი სიცოცხლე გავაყოლე, რასაც ქვია:დდ იმედი მაქვს, დიდ ხანს არ მომიწევს ხოლმე ლოდინი, თორემ გულის პრანჭვებს ვერ ასცდება ჩემი სული:დ მინდოდა, სულ ბოლოს, ერთიანად ამომეხეთქა ემოციები, მაგრამ ვეღარ შევაკავე...არ შემიძლია არ აღვნიშნო შენი წერის მანერა...მომწონს! კულტურული და ყველანაირად გამართულია. დილიდავნე ემოციებით დავიტვირთე. მადლობა შენ და გელი, გელი, მოგელი))<3

 


№23  offline მოდერი ანე ლაშხი

ლიკა ახრახაძე
სახელმა ლიკამ, დამატყვევა:დდდ მომწონს დასაწყისი, შინაარსობრივად ძალიან ღრმა და ჩემთვის ემოციურად მსუყეა...ერთი სიცოცხლე გავაყოლე, რასაც ქვია:დდ იმედი მაქვს, დიდ ხანს არ მომიწევს ხოლმე ლოდინი, თორემ გულის პრანჭვებს ვერ ასცდება ჩემი სული:დ მინდოდა, სულ ბოლოს, ერთიანად ამომეხეთქა ემოციები, მაგრამ ვეღარ შევაკავე...არ შემიძლია არ აღვნიშნო შენი წერის მანერა...მომწონს! კულტურული და ყველანაირად გამართულია. დილიდავნე ემოციებით დავიტვირთე. მადლობა შენ და გელი, გელი, მოგელი))<3

ჩემს ლიკა ნიჟარაძეს გაეღიმა შენს დანახვაზე და დილაუთენია გაიბადრა პიანისტი, მადლობაო, სეხნიაო, გადმოგცა. :დდდ
ანუუუუ, აიიიი, განცხრომაში ვარ რა, ეს რა ხალხი ყოფილხართ აქ, გულს მიჩუყებთ, ოღონდ მართლა, როგორი თბილები ხართ ყველა. :(((((( ძალიან ვეცდები დიდხანს არ გალოდინო და არც შენ დაგაწყდება ნერვი, არც მე და არც პუტინს, მაგრამ მაინც მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად. :დდდ მადლობა პირიქით, ძვირფასო, სულ გაბადრულმა წავიკითხე შენი კომენტარი! აი ვილ ვეით იუ ენდ იორ ქომენთ! :დ ♥️♥️♥️♥️♥️

 


№24  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

შუაღამე..
კაბარე..
გაზუნზლულ მინებს ვიღაცის ნიანგის ცრემლები აჰკვრია..
იფნის მაგიდასთან ვიჯექი ბნელ კუთხეში..
ოვალური ქსოვილის ჭუჭყიანი კუთხეები ჩემკენ შემოეკეცათ..
დანაგუბარ წყალში მეექვსედ გარეცხილ თეფშზე ნახევრად შემწვარი, სისხლიანი სტეიკი მედო და თვალს ვატკბობდი..
სადღაც, ნახევრადჩაბნელებული ოთახის ძლივსშესამჩნევ კუთხეში ქალი იყიდებოდა..
მხოლოდ დეკოლტე ეცვა, თუმცა შიშველი იყო..
იყიდებოდა თეთრი თეძოები..
მადისაღმძვრელი მკერდი..
ლილისფერი ტუჩები..
სწორი ფეხები..
მეძავის ღიმილი..
შეცდომილის სათნოება..
დაცემულის სიამაყე..
ფული ბევრს არ ჰქონდა..
კუთხეში ვიჯექი და..
კაბარეში ქალი შემოვიდა..
მის დეკოლტეს მოჰქონდა სამყარო..
შავი, ვიწრო კანტიანი კაბა უფრო მოესხა, ვიდრე ეცვა..
ისე უფარავდა სხეულს, როგორც მე გამჭვირვალე, თეთრი თათმანები ხელებს..
არ ვიცი ასეთი ქალი ვინ ან როგორ დააბა ყურებით, მაგრამ ფაქტი ჯიუტია..
ყურებზე ხუნდები ეკეთა..
ერთი უგემოვნო ბორკილი ხელსაც მოესინჯა.. ალბათ უფრო მოხდენილად რომ ევლო..
არავისთვის შეუხედავს, მაგრამ მისმა ტუჩებმა ყველასთან იმრუშა და ბარმენთან ახლოს დაოკდა..
ვისკგარეული შამპანური .. ორი.. არა.. ყველას დაუსხით..
ბარმენმა უეცრად იმ ადგილს დაუწყო ძებნა სადაც ქალს ყიდნენ..
ქალმა დაუდევრად დაუგდო მაგიდაზე ფულის შეკვრა..
მორჩილად მომიტანეს შემოთავაზებული საჩუქარი..
ყველამ იმ ერთ ჭიქაში ჩაატია..
ჭიქა ავიღე, ღია ფანჯარაში ნაღები მოვხადე და სტეიკთან დავაბრუნე..
ნახევრად დაცარიელდა..
- რამხელა სიცარიელეა, არა, მილორდ?! - გამიღიმა ბნელეთიდან მეზობელ სავარძელში გამოძერწილმა სამურაიმ
- ჰო, სებასტიან.. - გავუღიმე მოწყალედ..
- მგონი, თქვენი სატრფო ვეგონე, მილორდ - ჩაიცინა და შამპანური გამოცალა..
მიმტევებლური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე..
- იმ წყვილს ვახშამი მიართვით - ბრძანა გესლიანად..
წყვდიადმა ჩაიღიმა და წამოვდექი..
ბნელეთიდან ულამაზესი ქერა ლამაზმანის მზისფერმა თვალებმა გამოანათა წყვდიადიდან, კეკლუცად, თეძოების რხევით მივიდა ბარმენთან, მაგიდაზე ფულის მეორე შეკვრა მიუგდო და მოწყალედ გაიღიმა
- არ გაგიმართლა.. მამაკაცები.. უკვე გაყიდულია..
ტყუილად ელით, არც გარიჟრაჟი იყო და არც თენდებოდა..

 


№25  offline მოდერი ანე ლაშხი

ლაზარე 13
შუაღამე..
კაბარე..
გაზუნზლულ მინებს ვიღაცის ნიანგის ცრემლები აჰკვრია..
იფნის მაგიდასთან ვიჯექი ბნელ კუთხეში..
ოვალური ქსოვილის ჭუჭყიანი კუთხეები ჩემკენ შემოეკეცათ..
დანაგუბარ წყალში მეექვსედ გარეცხილ თეფშზე ნახევრად შემწვარი, სისხლიანი სტეიკი მედო და თვალს ვატკბობდი..
სადღაც, ნახევრადჩაბნელებული ოთახის ძლივსშესამჩნევ კუთხეში ქალი იყიდებოდა..
მხოლოდ დეკოლტე ეცვა, თუმცა შიშველი იყო..
იყიდებოდა თეთრი თეძოები..
მადისაღმძვრელი მკერდი..
ლილისფერი ტუჩები..
სწორი ფეხები..
მეძავის ღიმილი..
შეცდომილის სათნოება..
დაცემულის სიამაყე..
ფული ბევრს არ ჰქონდა..
კუთხეში ვიჯექი და..
კაბარეში ქალი შემოვიდა..
მის დეკოლტეს მოჰქონდა სამყარო..
შავი, ვიწრო კანტიანი კაბა უფრო მოესხა, ვიდრე ეცვა..
ისე უფარავდა სხეულს, როგორც მე გამჭვირვალე, თეთრი თათმანები ხელებს..
არ ვიცი ასეთი ქალი ვინ ან როგორ დააბა ყურებით, მაგრამ ფაქტი ჯიუტია..
ყურებზე ხუნდები ეკეთა..
ერთი უგემოვნო ბორკილი ხელსაც მოესინჯა.. ალბათ უფრო მოხდენილად რომ ევლო..
არავისთვის შეუხედავს, მაგრამ მისმა ტუჩებმა ყველასთან იმრუშა და ბარმენთან ახლოს დაოკდა..
ვისკგარეული შამპანური .. ორი.. არა.. ყველას დაუსხით..
ბარმენმა უეცრად იმ ადგილს დაუწყო ძებნა სადაც ქალს ყიდნენ..
ქალმა დაუდევრად დაუგდო მაგიდაზე ფულის შეკვრა..
მორჩილად მომიტანეს შემოთავაზებული საჩუქარი..
ყველამ იმ ერთ ჭიქაში ჩაატია..
ჭიქა ავიღე, ღია ფანჯარაში ნაღები მოვხადე და სტეიკთან დავაბრუნე..
ნახევრად დაცარიელდა..
- რამხელა სიცარიელეა, არა, მილორდ?! - გამიღიმა ბნელეთიდან მეზობელ სავარძელში გამოძერწილმა სამურაიმ
- ჰო, სებასტიან.. - გავუღიმე მოწყალედ..
- მგონი, თქვენი სატრფო ვეგონე, მილორდ - ჩაიცინა და შამპანური გამოცალა..
მიმტევებლური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე..
- იმ წყვილს ვახშამი მიართვით - ბრძანა გესლიანად..
წყვდიადმა ჩაიღიმა და წამოვდექი..
ბნელეთიდან ულამაზესი ქერა ლამაზმანის მზისფერმა თვალებმა გამოანათა წყვდიადიდან, კეკლუცად, თეძოების რხევით მივიდა ბარმენთან, მაგიდაზე ფულის მეორე შეკვრა მიუგდო და მოწყალედ გაიღიმა
- არ გაგიმართლა.. მამაკაცები.. უკვე გაყიდულია..
ტყუილად ელით, არც გარიჟრაჟი იყო და არც თენდებოდა..

აი, ახლა მიწა არ გამისკდებოდეს!!! რა გინდოდა, რამ დაგაწერინა ეს აქ?! დავიჯერო, ასე იმოქმედა იმ ქალმა, რომ აქ ამით მოხვედი? გადავირიე, მოკლედ. :დდდ
მივხვდი, რაც მითხარი, მაგრამ ზოგის მრუშობა მეტისმეტად ხიბლიანია და ზოგჯერ გაყიდული კაცის ყიდვაც თავიდან შეუძლია. ეს არის თამაში და გართობა, რაც ძალიან მიყვარს! :დდ თუმცა, მიხარია რომ ასე შემოვარდა და ვაუუუუ, მეორედ წავიკითხე გაოცებულმა. მიშველეთ!!! :დ ♥️

 


№26  offline წევრი ნატალია 13

მდააა
სულ ვამბობდი ამის კითხვას დავიწყებთქო და აი დავიწყე, მაგრამ შოკში ვარ, ასეთ დასაწყისს მართლა არ ველოდი :)
ძალიან საინტერესოა, დავინტრიგდი ????
კარგი გოგო ხარ შენ, კარგად წერ ❤

 


№27  offline მოდერი ანე ლაშხი

ნატალია 13
მდააა
სულ ვამბობდი ამის კითხვას დავიწყებთქო და აი დავიწყე, მაგრამ შოკში ვარ, ასეთ დასაწყისს მართლა არ ველოდი :)
ძალიან საინტერესოა, დავინტრიგდი ????
კარგი გოგო ხარ შენ, კარგად წერ ❤

ვაიმეე, როგორ გავანათე ამ დილაუთენია, ხომ არ იცი შენ! ძალიან დიდი მადლობა აქ ყოფნისთვის და შეფასებისთვის, საყვარელო! ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent