***
იყო ნაზი ღამე, ნაზი სიო ქროდა და სინაზეს თოვდა... იდგა ჩუმი წამი სიყვარულით თრთოდა, ფიფქი ფიფქს ეტრფოდა... - ზამთრის თეთრი ცა თოვდა სინაზით უთეთრეს ფიფქებს... და თეთრი თოვლი ფენდა სამყაროს ნათელსა სხივებს... ღვთის უკვდავ ბაგეს, შეაწყდა გრძნობა - მარადიულ გულს... მთრთოლი ვით ფიფქი, სცვიოდა ცრემლი უფაქიზეს სულს... ვარდისფერ ტუჩებს, ხატავდა გული - ფიქრებს შორეულს... ეტრფოდა რიდით, უყვარდა კრძალვით, თრობა მორეულს... ნაზად და თრთოლვით ნაზი ფიფქები თოვდნენ სინაზით... გაასპეტაკეს სულის სამყარო თეთრ სილამაზით... ფიფქავდა ზეცა და ქარს მოჰქონდა ზღაპარი შორი... მიჯნური ბავშვი ხარობდა თოვლით და ფიფქთ ამბორით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.